ვერონიკა როთის "განსხვავებული" ნაწ.2
ავტობუსში გამონაბოლქვის მყრალი სუნი დგას. უსწორმასწოროდ დაგებულ ასფალტზე ჯანჯღარებს და მეც აქეთ-იქეთ მაქანავებს.რომ არ წავიქცე სკამის სახელურს მაგრად ვებღაუჭები. ჩემი ძმა ქეილები მშვიდად დგას და წონასწორობის შესანარჩუნებლად სახელურს ეჭიდება. ერთმანეტს სულ არ ვგავართ.ქეილები მამას შავი თმითა და კეხიანი ცხვირით დაემსგავსა, ხოლო დედას--მწვანე თვალებიტა და ნაჩვრეტებიანი ლოყებით.ბავშვობაში მის სახეზე ნაკვთების ასეტი შეხამება მეუცნაურებოდა, მაგრამ ახლა მეჩვენება რომ რაც აქვს და როგორც აქვს, ყველაფერი უხდება.დარწმუნებული ვარ ასკეტების ფრაქციიდან არ იყოს სკოლის გოგონების აღფრთოვანებულ მზერას ვერსად დაემალებოდა. ქეილებსდედაჩემისგან უანგარობაც დაჰყვა.ახლა უყოყმანოდ უთმობს ადგილს ასაკოვან კაცს.გულწრფელების ფრაქციის წევრს.კაცს შავი კოსტუმი აცვია და თეთრი ჰალსტუხი უკეთია.ეს გულწრფელების ტრადიციული სამოსია.მათი ფრაქცია გულწრფელობას აფასებს და ჭეშმარიტებას მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში ხედავს.მათი სამოსის ფერების ასეთი შეხამებაც გასაგებია. ქალაქის ცენტრს რომ მივუახლოვდით შენობებს შორის შუალედები მცირდება.უსწორმასწორო გზები აქ იშვიათია.ავტობუსი სვლას ანელებს.ბურუსში ჰორიზონტზე შავი სვეტი იკვეთება, ამ შენობას ერთ დროს უილის ტაუერი ერქვა ახლა კი მას ცენტრს ვეძახით.ქეილები მშვიდად დგას.რომ არ დაეცეს სახელურს ეჭიდება და ამ დროს ასკეტების ნაცრისფერი შემოსაცმელი მხარზე უცურდება.ცდილობს ყურადღება მათკენ ჰქონდეს მიპყრობილი ოღონდ კი საკუთარ თავზე არ მოახდინოს კონცენტრირება.გულწრფელობის ფრაქცია სიმართლის თქმის უნარს აფასებს,“ასკეტობა“ კი--თავის უარყოფას და უანგარობას.ავტობუსი სკოლის წინ ჩერდება.ადგილს ვწყდები და ინერციით წინ მივექანები,რომელიღაც „გულწრფელის“ ფეხზე ვფირხილობ რო არ დავეცე.ქეილებს მკლავზე ვეკიდები.ჩემს ტილოს შარვალს მეტისმეტად გრძელი ტოტები აქვს თუმცა სისხარტით და მოქნილობით არც მე გამოვირჩევი. -------დღეს მიდრეკილების გამოსავლენი ტესტირებ ტარდება--ვამბობ. ქეილები ჩემზე მხოლოდ 11 თვითაა უფროსი ამიტომ ჩვენ სკოლას ერთი და იმავე დროს ვამთავრებთ.ტავს მიქნევს და შენობაში შედის.მეც თან მივყვები.შესვლისთანავე ყველა კუნთი მეჭიმება. შიგნით ისეთი ატმოსფეროა თითქოს თექვსმეტი წლის ყველა მოზარდი იმას ცდილობდეს სკოლის ბოლო დღეს მაქსიმალურად გამოიყენოს.არჩევის ცერემონიის შემდეგ აქ არავინ დაბრუნდება რადგან ჩვენს განათლებაზე ჩვენივე არჩეული ფრაქციები იქნებიან პასუხისმგებელნი. ------საერთოდ არ გაღელვებს რას გეტყვიან?---ვეკითხები ქეილებს. ---შენ?--- მეკითხება წარბაწეული ტავისუფლად შემიძლია ვუთხრა რომ ბოლო რამდენიმე კვირა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ თუ რას მეტყვიან მიდრეკილების გამოსავლენ ტესტზე--სად მიმიჩენენ ადგილს: ერუდიტებში.გულწრფელობაში,მეგობრულებში თუ შეუპოვრებში. ----ისე არა მაინცდამაინც მიღიმის კარგი აბა შენ იცი დღეს წარმატებები მოულოდნელად ლურჯსვიტერიანი ერუდიტი ბიჭი მეჯახება.წონასწორობას ვკარგავ და ვეცემი/ -----გზიდან ჩამომეცალე სტიფ(ასკეტების დამამცირებელი ზედმეტსახელი) სახეზე ალმური მედება ლოყები მიხურს.ფეხზე ვდგები და ტასაცმელს ვიფერთხავ.ჩემმა წაქცევამ რამდენიმე მოსწავლე შეაყოვნა მაგრამ წამოდგომაში არავინ მომხმარებია.რამდენიმე თვეა რაც ჩემი ფრაქციის წევრები ამნაირ მოპყრობას ითმენენ.“ერუდიციამ“ „ასკეტობაზე“ მტრული სტატიები არაერთხელ გამოაქვეყნა. E ფრთის რომელიღაც ფანჯარასტან ვჩერდები და შეუპოვრების მოსვალას ველოდები.შეუპოვრები სიმამაცეს მოძრავი მატარებლიდან გადმოხტომით ამტკიცებენ. მამაჩემი მათ „გადარეულებს’“ ეძახის.შეუპოვრებს ყოველთვის მუქი ფერის სამოსი აცვიათ და უამრავი პირსინგი თუ სვირინგი აქვთ.მათი ძირითადი ამოცანა ქალაქის გალავნიი დაცვაა.თუმცა წარმოდგენაც არ აქვტ რისგან ან ვისგან იცავენ. წესით შეუპოვრები უნდა მაშინებდნენ. წესით ვერ უნდა ვხვდებოდე რა კავშირი აქვს ცხვირის ნესტოში გაყრილ რკინის საყურის რგოლებს სიმამაცესტან. მატარებლის საყვირის ხმა ჩემს მკერდში ექოსავით გაისმის.მისი სვლის რიტმს ვგრძნობ .მოძრავი მატარებლის ვაგონებიდან გადმომხტარი შავტანისამოსიანი ახალგაზრდების ჯგუფს ვხედავ.შეუპოვრები ხტებიან.ზოგი მათგანი ძირს ეცემა, ზოგი ფეხზე დგება.ზოგიერთები წონაწორობის აღდგენას მაშინვე ახერხებენ. ვტრიალდები და ისტორიის გაკვეთილზე მივდივარ. სადილის შემდეგ ტესტირება იწყება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.