შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა?_წესების გარეშე!(5)


4-07-2015, 17:44
ავტორი Tay194
ნანახია 2 870

რასაც ქვია სრულ გაუგებრობაშია ქეთა.თითქოს რაღაც დაეცა თავში და ბუმ, დადუმდა,მოწყდა ყველაფერს,აღარ არის, უცებ მოშორდა ამ სამყაროს და უფსკრულში გადაეშვა.დივანზე ზის ფეხიფეხზე გადადებული. ცალ ფეხს იატაკზე აბაკუნებს, ხელები კი მუხლზე აქვს დალაგებული და უაზროდ იყურება
_ქეთა შვილო..დუმილი რომლეიც უკვე მომაბეზრებელი გახდა ისევ ნინამ დაარღვია და აცრემლიანებული თვალებით გახედა შვილს.ნერვიულობს ნინა და თან როგორ.როგორია დედამ შვილი ასე უბრალოდ გაატანო სხვას, თან რისთვის, იმ მიზნებისა და გეგმებისთვის, რომელიც ქეთასთან ახლოსაც კი არ არის.იცის შვილს,რომ სულ სხვა გეგმები აქვს.ჯერ თვრამეტი წლისაა,მაგრამ უამრავი გეგმა აქვს რის განხორციელებასაც სწავლის დაწყებასთან ერთად აპირებს,მაგრამ ახლა რა იქნება? ერთი წელი ის უნდა გააკეთოს რაც დარწმუნებულია,რომ ქეთას არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს საფრთხეშია მისი ოჯახი,ამიტომ ზუსტად იცის ნინამ,რომ შვილი არ გაწირავს მათ,მაგრამ ისიც იცის,რომ ამით ძალიან ატკენს ერთადერთ შვილს გულს
_მე ვფიქრობ,ფიქრის საშუალება უნდა მივცეთ ! ფეხზე წამოდგა ლევანი,შარვლის ჯიბეში ხელები ჩაილაგა და ისე დაიწყო აქეთ იქით სიარული
_ფიქრი? ფიქრი რათ მინდა მამა?თქვენ მე მყიდით!უემოციოდ,ძალაგამოცლილმა წარმოთქვა ეს სიტყვები და ყელში გაჩხერრილი ბურთულა მძიმედ გადააგორა
_ჰო ასეა გყიდით!
_ლევან!უცენ დაუყვირა განრისხებული სახით მდგარ ლევანს ნინამ
_რა იყო ნინა ასე გამოდის,რომ შვილს ვყიდი!რამე მოვიტყუე? მე რა კაცი ვარ ან რა მამა? იმდენიც არ შემიძლია, რომ საკუთარი ოჯახი დავიცვა.ვიღაც გაღლეტილ, თავშიავარდნილ ბიჭს ერთადერთ ქალიშვილს ვატან!იმის გამო, რომ ოჯახი გადავარჩინო საკუთარ შვილს ვწირავ!მთელი ძალით მისცხო ხელი კედელს და სკამზე ჩამოჯდა მამაკაცი.თავი ხელებში ჩარგო და თვალზე მომდგარი ცრემლი უცებ მოიშირა_ მე რა მამა ვარ!ან რა ქმარი!თავისთვის ბურტყუნებდა და სახეზე ჩამოღვრილ ოფლს ხელით იშორებდა.უცებ იგრძნო მამაკაცმა ცხელი ტუჩების შეხება ყელთან და შემდეგ ის სითბო, რომელიც ნებისმიერ დროს სასიამოვნო შვებას გვრის.აი ის სითბო,რომელსაც მხილოდ ქეთასგან გრძნობს და რომელიც წამით აგრძნოვინებს,რომ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი მამაკაცია იმის გამო, რომ ყავს შვილი,სახელად ქეთა,რომ შეუძლია მას ჩაეხუტოს და ის სითბო მიიღოს,რომელიც წამით აგრძნობინებს, რომ ყველაფერ უბედურებასთან ერთად ამ ცხოვრებაში არის რაღაც,რაც სიცოცხლის უფლებას და საშუალებას აძლევს.როცა საკუთარ სისხლსა და ხორცს იკრავს გულში ხვდება,რომ ჯერ კიდევ ცოცხლობს,ჯერ კიდევ ცემს მისი გული და აიძულებს იცოცხლოს თუნდაც მხოლოდ ქეთასთვის.ახლა როცა მთელი არსებით არის მიკრული ეს ციცქნა გოგო მასზე ხვდება,რომ გაიზარდა,გაიზარდა შვილი და გაუგო.მიხვდა, რომ ის პატარა ქეთა რომელიც მხოლოდ ფერად და ზღაპრულ დღეებზე ფიქრობდა,ოცნებობდა, სადღაც გაქრა,რეალობას გაუსწორა თვალი და მიხვდა, რომ ცხოვრება სულაც არის არის ისეთი ფერადი როგორიც მას ეგონა
_ჩვენი ოჯახისთვის მა!თან ერთი წელი არაფერს დამაკლებს რა იცი როგორი მოჩხუბარი გამოვიდე!სანატრელი ბიჭიც გეყოლებით!მთელი ძალით მოხვია ხელები მამამის და მთლიანად აეკრო სხეულზე
******
გიგა დადიანი?ჰომ ეს ცალკე თემაა.საინტერესო პიროვნებაა ალბათ იმიტომ,რომ მთელი მისი ცხოვრება საიდუმლოებებით არის მოცული.ნუ რომელ ბიზნესმენს არ ქონია რაღაც პატარა მიჩქმალული ამბები,მაგრამ ეს გიგას საქმეებთან ახლოსაც ვერ მივა.გამუდმებით იმაზე ფიქრობს რაიმე შეცდომა არ დაუშვას.მიუხედავად იმისა, რომ 26 წლისაა მაინც ნებისმიერ საქმეს დიდი ყურადღებით განიხილავს და ისე იღებს გადაწყვეტილებებს. ფიქრობს, რომ ბავშვური შეცდომების დაშვება აღარ ეპატიება და ალბად ამიტომაც არის ასეთი დასპეცებული თავის საქმეში.უყვარს ყველაფერი რაც მას ეკუთვნის.ვერ ვიტყვი,რომ მთელი ქონება და დიდება მარტო თვითონ მოიხვეჭა თავისი შრომით,მაგრამ არც თვითონ მჯდარა გულხელ დაკრეფილი.თექვსმეტი წლის ასაკში დაიწყო ბიზნესში გარკვევა.მამამისთან ერთად კომპანიაშიც დაიწყო მისვლა და დროთაგანმავლობაში მიხვდა, რომ ამ საქმისთვის იყო დაბადებული.გამზადებული კომპანია ჩააბარა შვილს ბატონმა ნიკოლოზმა როცა სრულწლოვანი გახდა.მას შემდეგ მხოლოდ თვითონ აიღო მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და თავისი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა.კომპანიაც გააფართოვა და სხვადასხვა ქვეყნებშიც გაითქვა სახელი.მისთვის ამ ეტაპზე თავისი საქმე ყველაზე და ყველაფერზე წინ დგას.ალბათ იმიტომ,რომ რაღაც განსაკუთრებული არაფერი მომხდარა მის ცხოვრებაში, ისეთი რაც შეცვლიდა ან წამით აფიქრებინებდა,რომ იყო რაღაც,რაც ყველანაირ საქმეზე წინ უნდა მდგარიყო გიგას ცხოვრებაში.ყოლია თუ არა მეგობარი გოგო?არა ეს შეკითხვა არც უნდა დაუსვათ, რადგან ძალიან უაზრო შეკითხვა იქნება და ისევ თქვენ იგრძნობთ თავს უხერზულად.როგორ შეიძლება ამხელა კაცს ეს აკადროთ. შეხედეთ აბა რა აქვს დასაწუნი!ზუსტად ისეთია ყველა გოგო,რომ აშტერდება და შემდეგ მასზე შეყვარებულები დაშტერებულები დაყვებიან უკან და ცდილობენ იქ მოხვდნენ, სადაც ბატონი გიგა ყავას დალევს ან უბრალიდ გამოჩნდება.ალბათ გგონიათ,რომ ვაზვიადებ,მაგრამ არა, სიმართლეს ვამბობ. აი ახლაც მოაკითხა იფისში ერთედთმა მორიგმა და ტვინს უჭამს
_მარი,ჩვენ ყველაფერი დავამთავრეთ!წარბაწეულმა გახედა მის წინ სავარძელში მჯდარ ქერას,რომელიც თავის შხვართ ფეხებს უაზროდ კლაკნავდა და მომღიმარი სახით უყურებდა მამაკაცს
_კარგი რა გიგა არ გრცხცენია?ჩვენ ხომ ჯერ ახლა დავიწყეთ ურთიერთობა?გამომწვევად დააშორა ფეხები ერთმანეთს და მაცდური, ეშმაკი მელასავით ათვალიერა გიგა,რომელიც ყურადღებას არც აქცევდა
_მე მოვრჩი!კატეგორიულად გამოაცხადა და ალმაცერად გახედა ქერას უნაკლო სხეულს.ჯერ ფეხებზე დაასო თვალები შემდეგ კი მკერდთან გაჩერდა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.ოჰ კი გააგრძელებდა ურთიერთობას ამ ცეცხლოვან ქალთან, მაგრამ არა, ასეთი საქციელი არ ეკადრება.უკვე ნახა ქერაზე ლამაზი ქალი ნატა, უჰ ნატაც რა კარი მადიანი ქალია ნეტა იცოდეთ,ამიტომ შორდება ამ ქერას. გიგას წესებში არ შედის ორ ქალთან ყოფნა.ყავს ერთი,მაგრამ ზე ქალი,უნაკლო სხეულით და მორჩა.ქერას შვაგვრემანი ანაცვლებს, შავგვრემანს წითური,წითურს ისევ ქერა და ასე ხდება ყოველთვის..მჯობზე მჯობი არ დაილევაო გაგიგიათ ალბათ, ჰოდა გიგაც ამ პრინციპით ცხოვრობს უკვე კაი ხანია.
_სხვა გყავს ხო?უცებ წამოდგა ფეხზე ქალი და დაბოღმილმა აათვალიერა მის წინ მჯდომი მამაკაცი
_ნატა ქვია შენზე გრძელი ფეხები აქვს და შენზე დიდი მკერდიც აქვს !ირონიულად აათვალიერა აწითლებული ქალი და ხელით ანიშნა დამტოვეო.ისიც გამწარებული ისე გავარდა გარეთ ლამის ერთმანეთში აეხლართა ის გრძელი ფეხები და ყველას დანასანახად გაიშხლართა იატაკზე
_ბატონ გიგას მოკითხვა!უცებ შემოყო ოთახში თავი გიორგიმ და ძმაკაცს გაეკრიჭა

_რამდენჯერ გითხარი აქ ნუ სვამთქო!უცებ დატუქსა ძმაკაცი და თვალების ბრიალით უკან გააბრუბა, მაგრამ ნეტა შენ აზრი?ორ წუთში ისევ შემოვარდა გიორგი იღონდ მასთან ერთად კიდევ ორი მაღალი სილუეტი გამოჩნდა,რომლებსაც უკვე შეეძინათ სასმელი და კითხვისნიშნიანი თვალებით მიშტერებოდნენ სახედამანჭულ ძმაკაცს
_არადა დღეს ბევრი საქმე მქონდა ბიჯო!ხელი ჩაიქნია მამაკაცმა და მომარაგებული საბუთები გვერდზე გაადაწყო
_წავიდეთ შეჩ***!სულ გამოშტერდები აქ ტო!სითხით სავსე ჭიქა მიაწოდა გიორგის მათემ და გიგას წინ სავარძელში ჩაეშვა
_აქედანვე სვავთ?!სიცილი დაიწყო მამაკაცმა და ბიჭებს გადახედა
_ხო რა ესე ასწორებს,ბარში კიდე დავამატებთ და ეგაა!უნდა გაერთო რა ან ძმაკაცი არ იცი ან რავიცი ტო ძაან ჟმოტი გახდი ხოიცი!ნატა მაკას მეტი აღარაფერი გახსოვს!მაშინვე ჩამოურაკრაკა წინასწარ მიმზადებული ტექსტი გიგას და უცებ გახედა გიორგის და რატის იმის დასამოწმებლად, რომ ყველაფერი კარგად თქვა.ბიჭებმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს და პასუხის მოლოდინში გართულებმა მთელი ტუჩები დაიჭამეს

_დავაი დავგაზეთ!უცებ შემოკრა ტაში გიგამ, მათე სავარძლიდან წამოაგდო და ადგილი ბიჭებმა ერთი სიცილროხროხით დატოვეს



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

მინდა წინა თავის კომენტარს გამოვეხმაურო,აქ შეიძლება დევს ასეთი ისტორიები, მაგრამ ყველას თავის სტილი აქ წერის და შენ ძალიან კარგად წერ ასე გააგრძელე და მალე დადე მომდევნო თავი ვისაც არ უნდა ნუ წაიკითხავს .

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

აღარ აგრძელებ?

 


№3  offline წევრი ფსიქო.13

გააგრძელე :/
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent