შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარის ქალი (დასასრული)


6-07-2015, 21:42
ავტორი gijka13
ნანახია 4 106

დამიანის ჩანაწერებიდან.
ავღანეთი/11/01/2015.
მტერმა უკან დაიხია, გაგვიმართლა... სიხარულისგან აღარ ვიცი რა გავაკეთო, ალბათ მალე გამიშვებენ და ბელას ვნახავ... გულში ჩავიკრავ და ვეტყვი როგორ მიყვარს.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, რატი და გეგა ავღანეთში არ გაუშვეს, რადგან საჭირო აღარ გახდა. გეგა და ნატუკა ერთად იყვნენ და ძალიან ბედნიერებიც, ხშირად კამათობდნენ მაგრამ იმ წამსვე რიგდებოდნენ.
რატის და სალომეს შემთხვევაში ყველაფერ რთულად მოხდა. რატიმ ძლივს უთხრა სალომეს რომ უყვარდა, სალომემ პირდაპირ როგორ ვუთხრაო და ერთი კვირა აწვალა, არც ელაპარაკებოდა, ბოლოს მაინც სიყვარულმა გაიმარჯვა.
ბელას მუცელი ებერება და ებერება, ქალბატონი ნინო გაოცებულია სამითვისას ამხელა მუცელი როგორ უნდა გქონდეს აუცილებლად გოგოაო.
ახალი წლები სულ ყველამ ერთად გაატარეს, ბელას ოჯახი, ქალბატონი ნინო და ბატონი დემეტრე, ნატუკა და გეგა რატისთან და სალომესთან ერთად, ისინიც მათთან ერთად იყვნენ.
მარტო დამიანი აკლდათ და ამას ყველა განიცდიდა. იმედი თითქმის ყველას დაკარგული ჰქონდა მხოლოდ დედის გულმა და ბელამ იცოდა რომ დამიანი დაბრუნდებოდა.


13/01/2015.
იმ წელს თოვდა, საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა.
-დედა!
-ხო ბელუსა გისმენ!
გამოსძახა ნინომ ბელას სამზარეულოდან.
-დე გავისეირნებ ცოტას, თოვლი ძალიან მიყვარს.
-კაი დე ოღონდ ფრთხილად იყავი და თბილად ჩაიცვი არ გამიცივდეთ.
-კაი დე.
ბელამ შავი ჯინსის შარვალი, თეთრი მაღალყელიანი ჩექმები და ასევე თეთრი მანტო ჩაიცვა, გრძელი შავი შარფი მოიხვია, თბილი შავი ქუდი დაიხურა და სასეირნოდ გავიდა.
ეზოში ჩასვლისას შავი BMW-ს ფირმის მანქანა გაჩერდა, ბელას ყურადღება არც მიუქცევია, როცა იქედან მამაკაცი გადმოვიდა მძღოლს დაემშვიდობა და მანქანაც წავიდა.
ბელა მიდიოდა როცა ზურგს უკან ნაცნობი ბარიტონი მოესმა.
-ბელა!
აშკარად დაუძახეს, ამ ხმის გაგონებაზე გაშეშდა.
-დამიან!
არ შებრუნებულა, ხმამაღლა თქვა მისი სახელი და ცრემლები თავისით წამოვიდა მისი თვალებიდან.
დამიანი მიუახლოვდა. ბელაც შებრუნდა, ერთი წუთით დრო გაჩერდა, გაშტერებულები უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში.
-მომენატრე...
ცრემლებისგან ასლუკუნებულმა უთხრა ბელამ.
-მეც მომენატრე, მოდი ჩემთან. უთხრა დამიანმა.
ორივე ძლიერად ეხუტებოდა ერთმანეთს.
-აკადემიაში რატომ არ ხარ ავად ხომ არ გახდი?
ბელას მანტოში და შარფში მუცელი არ ეტყობოდა და დამიანს ვერც კი წარმოედგინა მისი მდგომარეობა.
-არა კარგად ვარ, სახლში წავიდეთ.
-კარგი.
ორივენი სახლში შევიდნენ, დამიანის დანახვაზე ქალბატონი ნინო ცრემლად იღვრებოდა, ბელამ მანტო და შარფი მაიხადა და შესასვლელში საკიდზე ჩამოკიდა, თვითონ კი დედამთილს და საქმროს შეუერთდა. დამიანი დედის ფერებას, რომ მორჩა ბელა მოიძია თვალებით, მისკენ გაიხედა და გაშტერდა.
მომდგარ მაისურში
ალავიძეს მუცელი უფრო გამოჰკვეთოდა.
-შენ... მოიცა... შენ...
ენა დაება დამიანს.
-ორსულადაა.
უთხრა ქალბატონმა ნინომ.
-მე... ესეიგი...
-მამა გახდები.
-თავდახრილმა უთხრა ბელამ.
დამიანი ბელას მივარდა ხელში აიყვანა და ჰაერში დაატრიალა.
-ვერ წარმოიდგენ რამდენჯერ მიოცნებია იქ იმ ჯოჯოხეთში ამაზე, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მალე ამიხდებოდა ოცნება.
ბელას გაეცინა.
-ეს პატარა მაიმუნი ღორმუცელაა, ნახე როგორ გამასუქა,
-მშვენივრად ხარ, საწოლში ქალი ხელში უნდა მოგხვდეს ხომ იცი?
ჩუმად ჩასჩურჩულა დამიანმა საცოლეს ყურში.
-მართლა? და რო არ შეიძლება იცი?
-ვიცი არაუშავს მანამდე სხვას ვნახავ.
-კაი ეგრე ქენი.
-შენ რაღაც ადვილად დამთანხმდი და სხვას ხომ არ დაადგი თვალი ჩემს ჩამოსვლამდე?
დამიანს გაეცინა.
-რატომაც არა?
ბელასაც გაეცინა.
-მშიერი იქნები დედი წამოდით ჭამეთ და მერე დაისვენე.
-კაი წავიდეთ.
სამივენი საჭმელად დასხდნენ.
-მამაშენი საღამოს მოვა.
უთხრა ქალბატონმა ნინომ.
-ვიცი მამა უკვე ვნახე.
-აკადემიაში იყავი?
ჰკითხა ბელამ.
-ხო პირველი შენი ნახვა მინდოდა, მაგრამ არ დამხვდი.
-ხო.
-დედა მეორე სკამი მოუტანე ბელას რა.
-რად მინდა მეორე სკამი?
-საყვარელო აბა ერთ სკამზე აღარ ეტევი და.
სრული სერიოზულობით უთხრა დამიანმა.
სულაც არ იყო ბელა მსუქანი, უბრალოდ მუცელი ჰქონდა წამოზრდილი, მისი ფორმები ისევ ისეთი იდეალური იყო როგორც ადრე.
-დამიან!
დაუბღვირა ქალბატონმა ნინომ დამიანს.
-ხო დედა რა იყო?
-ქალი ორსულობაში ძალიან მგრძნობიარეა და ნუ აღიზიანებ!
ნინომ თითით ბელასკენ მიანიშნა დამიანს, ბელას ცრემლები სცვიოდა, დამიანს გაეცინა.
-რა გაცინებს?
გაუწყრა ნინო დამინს.
ბელა ადგა და ოთახში გავიდა.
-კაი რა დედა სერიოზულად ამბობთ?
-ხო!
-კარგი წავედი დავამშვიდებ.
-მიდი.
დამიანი ოთახში შევიდა, შესულს ისტერიული სიცილი აუვარდა, როცა დაინახა ბელა სავარძელზე პატარა ბავშვივით მობუზულიყო და ტიროდა.
-ალავიძე შენ ტირი? თან მობუზული?
-გადი...
-ჩემი კოტრიალა მოდი რა ჩემთან მოკოტრიალდი...
-დამიან ნუ მაღიზიანებ არავარ მე მსუქანი.
-ხო არ ხარ მსუქანი კაი, რო არ იყო...
დაამატა ბოლოს.
-დამიან...
-ხო კაი რა გჭირს ნუ ტირი მოდი ჩემთან რა მოკოტრიალდი.
მუდარის თვალებით შეხედა დამიანმა. ბელამაც ვეღარ გაუძლო ამ თვალებს და ჩაეხუტა. დამიანმა უეცრად შეახო ტუჩები ბელას ტუჩებს, გაგიჟებული კოცნიდნენ ერთმანეთს,
-დამიან არ შეიძლება...
ვნებიანი ხმით აჩერებდა ბელა...
-ოთხი თვის შემდეგ...
-რა ოთხი თვის შემდეგ?
-ოთხი თვის შემდეგ არ შეიძლება.
-შენ რა იცი?
ტუჩები მოაშორა ბელამ და ეჭვის თვალით ახედა...
-მე კიდევ ბევრი რამე ვიცი,
ორივეს გაეცინა...
დამიანი გამეტებით უკოცნიდა მთელ სხეულს ბელას და მონატრებული კანის სურნელს ხარბად ისუნთქავდა.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.


6 თვის შემდეგ...

-ალავიძის ქმარი რომელია?
-მე ვარ...
-ტყუპები გოგო და ბიჭი.
უთხრა სამშობიარო ბლოგიდან გამოსულმა სანიტარმა დამიანს.
-რაა? ტყუპები?
-არ იცოდით?
გაეცინა სანიტარს.
-არა სქესის გაგება არ გვინდოდა.
დამიანი სიხარულს ვერ მალავდა ყველა იცინოდა და ჟრიამულობდა საავადმყოფოს ფოიეში,
აქ იყვნენ რატი, სალომე, გეგა, ნატუკა, დამიანისა და ბელას ოჯახიც.
მხოლოდ რატი და გეგა იდგა გაბღვერილი.
-შენ მოიგე თუ მე?
გადახედა რატიმ გეგას.
-არვიცი შე*ემა მემგონი ორივემ.
-რა ორივემ ბიჭო? ახლა რა ვქნათ?
-დავიკ*იდოთ ნიზლავი აბა რა უნდა ვქნათ.
-მაინც ეგრე გამოდის.
გაოცებული სახით ლაპარაკობდნენ ბიჭები.
——————————------—----------------
აქ ვამთავრებ, ალბათ იმიტომ რომ მეტს ვეღარაფერს ვხედავ... ახალი იდეები მომდის თავში და ამ ისტორიას მეტს ვეღარ ვაგრძელებ. იმედია ცუდად არ დავამთავრე ან არასაკმარისად. ძალიან დიდი მადლობა ბოდიში დაგვიანებისთვის და სულ მალე ახალი უფრო მაგარი ისტორიით დაგიბრუნდებით.



№1  offline წევრი BLATNOI

ჰააუუ მეგონა კიდე იქნებოდა მარა მაინც კაი იყო<3

 


№2  offline წევრი Chameleon ))

ხო ძალიან ძველია და ძალიან დასახვეწი მაგრამ 2020 წელსაც ვკითხულობ ისე მიყვარს ^^

 


№3 სტუმარი სტუმარი ელა

გამარჯობა კარგია მაგრამ ბელას პროფესია უფრო რომ გაეღემავებინა და ცოტა სხვანაირად წასულიყო უკეთესი იქნებოდა.თუმცა სასიამოვნო წასაკითხია,წაემატებიბი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent