შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი 11


22-07-2015, 16:20
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 4 454

#ვაჩეს ნაამბობი
უკვე 2 საათი იყო ტელეფონის ზარმა რომ გამაღვიძა. ნაცნობ ნომერს თვალი მოვკარი თუარა სწრაფად წამოვხტი ლოგინიდან და აივანზე გავედი
-გისმენ
-საქმე გაკეთებულია. მუცელში დავჭერი და არამგონია მოკვდეს-ჩაიცინა მან
-იპოვეს?
-ეხლა ვაკვირდები. ვიღაც ქალმა იპოვა და სასწრაფოში დარეკა. მალე მოვლენ. როგორც მოვლენ მე მივიმალები
-ხოარავის დაუნახიხარ?
-არა რათქმაუნდა. კარგი შეგიძლია ფულის მეორე ნახევარიც გადმორიცხო.
-კარგი უახლოეს 2 საათში ფული ანგარიშზე დაჯდება-ჩავიცინე და ტელეფონი გავთიშე. ოთახში დავბრუნდი ხატიას ისევ ეძინა. არ გამიღვიძებია მაიკა გადავიცვი და სახლი სწრაფად დავტოვე. 1 საათში უკვე ფული გადავრიცხე და კვლავ სახლში დავბრუნდი.ხატია უკვე ფეხზე იყო და ბუხარს ანთებდა
-მოვედი-გავუცინე და ლოყაზე ვაკოცე
-სად იყავი?
-საქმე მქონდა და სანამ გეძინა წავედი. მოდი დაგეხმარები-მასთან მივედი და ბუხრის ანთებაში დავეხმარე
-მშია-დაიწუწუნა და თავი მხარზე დამადო. ღიმილით ვაკოცე შუბლზე და ხელი მოვხვიე, სამზარეულოში ერთად გავედით
-რა გაგიკეთო?-ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. მხრები აიჩეჩა და მაგიდაზე შემოჯდა
-რაც გინდა. ოღონდ მშია-თვალები გადაატრიალა და მაგიდიდან ჩამოხტა. სწრაფად დატოვა ოთახი, მეც სიცილით დავიწყე საკვების მომძადება. 1 საათში უკვე ყველაფერი მზად მქონდა და ორივე გემრიელად მივირთმევდით.
-ნათიამ დაგირეკა? მე არდამირეკია-ანერვიულებულმა მკითხა ხატიამ
-კი. კვირის ბოლოს გამოწერენ. გეგის კი ალბათ კიდევ დიდხანს მოუწევს იქ ყოფნა. შემდეგ საფრანგეთში წავა-ვუთხარი მოკლედ
-რატო?-გაოცებულმა ამმხედა
-სამკურნალოდ. ნარკოტიკებს გადაეჩვევა
-კარგია-კმაყოფილმა თქვა
-არგინდა წაგიყვანო დედაშენის სანახავად?-ვკითხე და გავუღიმე
-კიი-თვალები აენთო და ფეხზე წამოხტა
-კარგი მიდი ჩემს კარადაში რამე სპორტული ნახე და ჩაიცვი-ღიმილით ვუთხარი და ცარიელი თეფში ნიჟარაში ჩავდე. ზემოთ რომ ავედი ხატიას უკვე გამოცვილი ჰქონდა.
-წავედით?-ვიკითხე და წელზე ხელი მოვხვიე
-თუ ძალიან სასაცილოდ აარ გამოვიყურები კი-თავი სიცილით დამიქნია და ტანზე დაიხედა
-არა გიხდება.-გავუღიმე და ვანიშნე გარეთ გასულიყო. წინა სავარძელზე დასკუპტა და ღვედი შეიკრა. მეც გავუღიმე და მანქანა დავძარი. მთელი გზა ხმა არ ამოუღია არც მე მკლავდა საუბრის სურვილი. საავადმყოფოში შესულმა დარეჯანს (დიმიტრის დედას) რომ მოვკარი თვალი წარბები კუშტად შევკარი. ხელი მაგრად მოვხვიე წელზე ხატიას და ნათიას პალატისკენ წავედი. უხმოდ ავუარე გვერდი ჩემზე მოშტერებულ გაცოფებულ დარეჯანს და ნათიას პალატის კარი გავაღე. პირველი ხატია შევატარე და შემდეგ მე შევყევი.
-ვაჩე რა გაგაფრთხილე მე?-გადმომხედა გაბრაზებულმა ნათიამ
-იმის ბრალია-გადავაბრალე ღიმილით ხატიას.
-რაარი ჩემი ბრალი? დედა შენზე ძალიან გაბრაზებული ვარ-უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ნათიას მიუბრუნდა
-რატო დე?-თბილად ჰკითხა ნათიამ
-რატომ არ მითხარი?-ნაწყენმა კითხა და ლოგინზე დედის ფეხებთან დაჯდა
-ტყუილად ინერვიულებდი, თან ნახე რა კარგია. 1 კვირა ვისვენებთ-სიცილით უთხრა
-გეგი როგორაა? ამ საავადმყოფოშია?
-კი აქაა დედი ოღონდ არ ვიცი რომელ პალატაშია.-ბედნიერი შევყურებდი დედა შვილის საუბარს და არც მახსოვდა რომ ეხლა ამავე საავადმყოფოში ჩემი ნახევარ ძმა სიკვდილს ებრძოდა.
-კარგი დე. გეგის ნახვაც მინდა და მერე ტელეფონზე დაგირეკავ კარგი? იცოდე ექიმებს დაუჯერე-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად და შუბლზე აკოცა. გაღიმებულებმა დავტოვეთ პალატა მაგრამ სიცილი სახეზე შემახმა ჩემს წინ დარეჯანი რომ დავინახე. სწრაფად შევკარი წარბები და ისე გავხედე
-რა გნებავთ?-ზრდილობიანად ვკითხე
-შენი გაკეთებულია. არ შეგარჩენ ამას. შენ გინდოდა ჩემი შვილის მოკვლა.-იყვირა ქალმა და ხელი სახეში გამარტყა. სიბრაზისგან ძარღვები დამებერა და გაბრაზებულმა მოვისვი ხელი ლოყაზე. ხატია ჩემს უკან „ჩავმალე“ და დარეჯანს მივუტრიალდი
-დარეჯან შენი თავი ნამდვილად არ მაქვს. თუ შენმა შვილმა რაღაც სი*რობა გააკეთა და მოსაკლავად დაზდევენ რა ჩემი ბრალია? შენ კიარა მე არ შეგარჩენ ამ დარტყმას. შენ გამო**ევებულ შვილს რომ ეგრე ურტყავდი ეხლა მაგიტოა ჭკუანაკლული და ჩემი ბრალი არაა, პირიქით შენი ბრალია შენი უაზრო წიკები რომ არა ჩვეულებრივი ძმებივით გავიზრდებოდით, და შეიძლება ეხლა დავხმარებოდი კიდეც ამ სიტუაციაში და შური მეძია. ეხლა კი გამატარე შენთან საუბრისთვის ნამდვილად არ მცალია-გაბრაზებულმა მივაყარე და ხატიას ხელი მაგრად მოვკიდე გვერდი ავუარე და საავადმყოფოდან გაბრაზებული გამოვედი.
-მაპატიე არ უნდა ყოფილიყავი ამის მომსწრე-სიმწრით გავიღიმე და ხატიას მივუბრუნდი
-ის ქალი დიტოს დედა იყო? არ გეჩვენება რომ ზედმეტად ცუდად ელაპარაკე?-თვალებგაფართოებულმა მითხრა
-ზედმეტად კარგადაც კი ველაპარაკე ნუ ღელავ.-გავუღიმე და ჩავეხუტე
-დიტოს რამე სჭირს?
-ჰო დღეს დილას ესროლეს შუა ქუჩაში-ჩავიცინე როდესაც გამახსენდა რომ ეს ჩემი ბრძანებით მოხდა და სულაც არ მაწუხებდა სინდისის ქენჯნა
-ეს შენ არ გაგიკეთებია არა?-ეჭვის თვალით შემომხედა
-არა არ გამიკეთებია-გავიცინე ჩემს ტყუილზე და ხატიას უფრო მაგრად მოვხვიე ხელები. ისევ შევბრუნდით საავადმყოფოში და დალეწილი გეგი მოვინახულეთ. ბევრი დასცინა ხატიამ და მალევე წამოვედით. აგარაკზე აღარ ავბრუნებულვართ. მინდოდა ხატიას დედაჩემი გაეცნო მაგრამ რათქმაუნდა არ ვაპირებდი ეს მისთვის მეთქვა. ლუკას დავურეკე და ვთხოვე ჩემთან ამოსულიყო. მანქანა კორპუსთან გავაჩერე და გადავედით
-აქ რაგვინდა?-გაკვირვებულმა მკითხა და ისიც გადმოვიდა მანქანიდან
-წამოდი-ხელი ჩავკიდე და კიბეებისკენ დავიძარი. ფეხით ავირბინეთ და აქოშინებულმა დავრეკე ზარი კარზე. კარი გაღიმებულმა დედამ გამიღო
#ხატიას ნაამბობი
-რაიყო დედი ირბინე?-მომესმა ქალის თბილი ხმა და სწრაფად დავახამხამე თვალები რომ გამეგო ნამდვილად რეალობაში ვიყავი თუ არა. ამ იდიოტმა თავის სახლში მომიყვანა. ჯერ კიდევ მის ზურგს უკან ვიდექი და მაგრად ვუჩქმიტე ზურგზე
-მეტკინაა-მომიბრუნდა დაბღვერილი ვაჩე
-რომ გტკენოდა მაგიტომ გიჩქმიტე-არც მე დავაკელი და უხერხულად გავხედე ჩემს წინ მდგარ მომღიმარ ქალს
-ესაა ხატია დე?-კითხა ვაჩეს და ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ
-ხო დე აბა ვის მოგიყვანდი ეხლა სხვას-გაიცინა ვაჩემ, სწრაფად მომიახლოვდა ჩემი სიმაღლის ქალი და ჩამეხუტა გაოცებულმა გავხედე ვაჩეს და ხელით ვანიშნე მოგკლავთქო
-რა ლამაზი ხარ დედი-თბილად მითხრა ქალმა და ამათვალიერა. ეხლაღა გამახსენდა რომ ვაჩეს სპორტულები მეცვა და უხერხულად გადავუხადე მადლობა
-კაი ეხლა შემოუშვი სახლში.-სიცილით უთხრა დედამისს.
-დედი გაიგე დიტო რო დაუჭრიათ?-შეშფოთებულს აღმოხდა ქალს როდესაც სახლში შევედი
-კი დე დღეს დარეჯანი ვნახე და მე მაბრალებდა. ხელი გამარტყა. სუფთა ინდაურია-სიცილით ჩაილაპარაკა ვაჩემ ბოლო სიტყვები
-ვაჩე! რას გაფრთხილებ მე. უფროსებს წესიერად მოექეცი და ნუ იძახი ეგეთ რაღაცეებს-გააფრთხილა ქალმა ვაჩე და თითი დაუქნია მათ ამ დიალოგზე გამცინა ვაჩემ უკმაყოფილოდ გააქნია თავი
-კიდევ 5 წლის ვგონივარ-გადმომჩურჩულა და სხმამაღლა გაიცინა
-მოგკლავ შენ-მეც ჩუმად ვუთხარი კიდევ ერთხელ ვუჩქმიტე ხელზე
-მტკივაა-დაიწუწუნა და ხელი დაიზილა
-მოგიხდება-ენა გამოვუყავი და მისგან რაც შეიძლება შორს გავიწიე
-დედი გშიათ?-გაოგძახა სამზარეულოდან
-არა დე წამოსვლის წინ ვჭამეთ-გასძახა ვაჩემაც და ჩემსკენ მოიწია
-რა ქვია დედაშენს/?-ჩემთვის საინტერესო საკითხს მიივუბრუნდი
-ელენე-ღიმილით მითხრა დედის სახელი
-სამაზი სახელია-გავიღიმე მე
-წამო სამზარეულოში გავიდეთ-ფეხზე ამაყენა და სამზარეულოში გამიყვანა. ნამცხვარს ჭრიდა ელენე და პარალელურად ყავას აკეთებდა
-რამდენი წლის ხარ შვილო?-მომიბრუნდა და თბილად გამიღიმა
-16ის ვხდები ერთ კვირაში-ვუპასუხე ღიმილით
-მართლაა? როდის??-გამიღიმა
-28 აპრილს-გავუღიმე. მართალია შარშან მამა 1 წლის გარდაცვლილი იყო მაგრამ დედამ მაიძულა და დაბადების დღე გადამახდევინა.
-მე რატომ არ ვიცოდი ეს?-გადმომჩურჩულა ვაჩემ
-ეხლა გამახსენდა მეც-სიცილით ვუთხარი
-სულელო-ლოყაზე მსუბუქად მიჩქმიტა და გაიცინა, ამასობაში ელენემ ყავა და ნამცხვარი დაგვიდო წინ და თვითონაც გვერდით მოგვიჯდა
-ეს არაფერს არ მიყვება და მომიყევი ეხლა როგორ გაიცანით ერთმანეთი-გაიღიმა ქალმა და შვილს გაბრაზებულმა გადახედა, არვიცოდი რა მეპასუხა სად გავიცანი პირველად და ქუჩაშითქო მეთქვა? თქვენს შვილს მუშტი გავარტყი ყბაშითქო? იგრძნო გლოველმა ჩემი დაბნეულობა და თვითონ წაიყო საუბარი
-სკოლაში რომ ვიყავით მე და ლუკა მისულები ნინის გამოსაყვანად და იქ შემასკდა-წარბაწეულმა გადმომხედა
-მე შეგასკდი? შენ არ იხედები წინ-სწრაფად ავუბი მხარი ტყუილში
-მე ვიყავი ისიც ხო სახეში რო მლეწე?-დაიღრინა და ხელით მანიშნა იმ ადგილზე სადაც გავარტყი
-ღირსი იყავი და იმიტო გაგარტყი-მუშტი კიდევ მოვუღერე
-არვიყავი ღირსი.
-იყავი-ცხვირი ავიბზუე და ელენეს შევხედე რომელიც ლამის იყო სიცილისგან სკამიდან გადავარდნილიყო
-დედაა-გაბრაზებული მიუტრიალდა ვაჩე ელენეს
-მაგიტომ გქონდა ყბა დალურჯებული?-სიცილი არ შეუწყვეტია ელენეს
-დიახაც-ამაყად ვთქვი და ვაჩეს ენა გამოვუყავი.
-სამაგიეროდ შემდეგ პაემანზე ხო კარგად წამომყევი-გაიცინა ვაჩემ და მანაც გამომიყო ენა
-არმინდოდა მე წამოსვლა თუ კარგად გახსოვს-ცხვირი ავიბზუე
-რა საყვარლები ხართ ბავშვებო-სიცილით თქვა ელენემ და ორივეს თბილად გაგვიღიმა

----------
ჰმმ...რასფიქრობთ?? ძალიან მაინტერესებს თქვენნი აზრი. :3



№1  offline წევრი sergio ramos

Magaria.velodebi axal tavs da tu shezleb 12is mere tom dado haaa ? :-(

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

sergio ramos
Magaria.velodebi axal tavs da tu shezleb 12is mere tom dado haaa ? :-(

კი შევძლებ და აუცილებლად დავდებ:*

 


№3  offline წევრი tikuna1999

ძაააააან კარგი დაველლოდები ახალ თავს.. ძალიან მომწონს ეს ისტორიააა <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

tikuna1999
ძაააააან კარგი დაველლოდები ახალ თავს.. ძალიან მომწონს ეს ისტორიააა <3

<3 <3 <3

 


№5  offline წევრი დადუ♥♥

Dzalian kargia <3 <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Momewona mm

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent