აკრძალული ხილი(20 ნაწილი)
მეორე დღეს ბაჩომ საწოლიდან დილიდანვე წამომაგდო. ასე მითხრა ექიმთან მალე უნდა მივიდეთ და თანაც გზა გვაქვს გასაგრძელებელიო. მეც სხვა რა გზა მქონდა, საწოლიდან ნელა და აუჩქარებლად წამოვიზლაზნე და ჩემი ქმარუკას ნებას დავყევი. რაღაც ძალიან მომწონდა ეს სიტყვა - ქმარუკა. ხუმრობით ასე ვეძახი ხოლმე ბაჩოს და ისიც სახეგაბადრული ასრულებს ჩემს კაპრიზებს. ძალიან ჭირვეული ორსული არ ვარ, ამას თქვენც ნახავთ მოგვიანებით... ცუდად გახდომის კი რა მოგახსენოთ, ხან ისე ვარ და ხან ასე... ექიმმა გვითხრა, რომ ყველაფერი წესრიგში მიდიოდა და არაფერი არ გვქონდა სანერვიულო. ხშირად ისეირნე და ბევრი ხილი ჭამეო - მხოლოდ ეს დამიბარა. პალატიდან მანქანამდე სიხარულისგან სულ ფრენა-ფრენით მივედი. ბაჩომ მანქანაში ჩამსვა, თვითონ მეორე მხრიდან მოუარა და საჭეს მიუჯდა -აქ მანქანა საიდან გყავდა? - ვკითხე გაკვირვებულმა -მალე გაიგებ - თვალი ჩამიკრა, ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა და გზას გაუდგა. - ახლა მაღაზიაში შევიდეთ, ხილი უნდა გიყიდო - გამოაცხადა ბედნიერმა საზეიმოდ და მანქანა რაღაც დიდი მაღაზიის წინ გააჩერა. აი ჩვენთან რომ გუდვილია, დაახლოებით ეგეთთან ჩემთვის გაურკვეველი წარწერებით. რაც კი ხილი ნახა ყველაფერი იყიდა, თან იმდენი, რომ პარკები ძლივს უძლებდა და მეშინოდა არ გამწყდარიყო. -ბაჩო, რათ გინდა ამდენის ყიდვაა... ვინ არის ამის მჭამელი. გაფუჭდება ყველაფერი!.. - ვუთხარი უკმაყოფილომ -ვინ და შენ ქალბატონო. ექიმმა თქვა ბევრი ხილი უნდა ჭამოსო. შენც დაჯდები და შეჭამ!.. - მითხრა დამრიგებლური ტონით და კმაყოფილი ღიმილით ჩაალაგა ნავაჭრი საბარგულში. -თურმე როგორი მზრუნველი ქმარუკა მყოლია - კისკისით შემოვხვიე ხელები მხრებზე და ტუჩებზე მსუბუქად ვაკოცე. ბაჩომაც არ დააყოვნა საპასუხო რეაქცია - ხელები წელზე მომხვია, ტანზე ამიკრო და მხურვალედ დააგემოვნა ჩემი ბაგეები. -ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ჩემო კუსკუს - ჩამჩურჩულა ყურში, კისერში მაკოცა და მანქანის კარისკენ წამიყვანა. ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ ვიგრძენი, რომ დავიღალე და თავი ბაჩოსკენ გადავატრიალე. -კიდევ ბევრი დაგვრჩა? - ვიკითხე წუწუნით. -კი, დაიღალე? - თბილი ღიმილით გადმომხედა, ჩემი მარცხენა ხელი თავისაში მოიქცია და ნაზად მაკოცა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ტუჩები გამოვბუშტე. - როცა ტუჩებს ეგრე შვები გულგრილად ვერ გიყურებ - მანქანა გზიდან გადააყენა და ტუჩებზე ვნებიანად დამეწაფა. -ბაჩოო... წასასვლელები ვართ - ამოვილუღლუღე სიამოვნებისგან გონებაწართმეულმა და სათქმელი ძლივს გადავაბი ერთმანეთს. უკმაყოფილოდ მომშორდა და მანქანის ტარება განაგრძო. იმდენად დავიღალე, რომ როდის ჩამეძინა ვერ მივხვდი. ყოველ წამს ხასიათი მეცვლებოდა... ხან მეძინებოდა და ხან კიდევ ჩემზე ენერგიული არავინ მეგულებოდა. ბუნდოვნად გავიგე როგორ ელაპარაკებოდა ბაჩო ვიღაცეებს, შემდეგ კი რბილი საწოლი და სუფთა თეთრეულის სუნი ვიგრძენი. ისევ გადავეშვი სიზმრების სამყაროში და ბალიშს ჩავეხუტე. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, თუმცა თვალები რომ გავახილე უკვე მოსაღამოვებული იყო. დიდ თეთრ საწოლზე ვიწექი. ოთახის ავეჯი და კედლები ნაცრისფერის სხვადასხვა ტონებში იყო გაწყობილი და ძალიან მყუდროდ გამოიყურებოდა. ფეხზე წამოვდექი... ოთახი, როგორც ჩანდა, პირველ სართულზე იყო, რადგან შუშის კარის წინ, რომელიც ეზოში გადიოდა, აუზი და მწვანე მდელო იყო. ძალიან ლამაზი სანახაობა გადამეშალა თვალწინ. კუთხეში დადებული ჩემოდნებიდან ჩემსას ხელი მოვკიდე და საწოლისკენ გამოვაჩოჩე. სპორტული შარვალი და ზედა ჩავიცვი და ოთახის კარიც გამოვხურე. არც თუ ისე გრძელ დერეფანს გავუყევი და მისაღებ ოთახში ამოვყავი თავი. დერეფანში სხვა ოთახების კარებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ალბათ ისინიც საძინებელი ოთახები იყო. სამზარეულოში გამოვედი და ვიღაც მოხუცი ქალი დავინახე. პატარა ბურთს მოგაგონებდათ, რომელიც მოქნილად ტრიალებდა სამზარეულოში და იქეთ-აქეთ ფუსფუსებდა. ფაქტი იყო, რომ მასთან საუბარს ვერ შევძლებდი პორტუგალიურად, ამიტომ უხმოდ ავიღე ჭიქა და ცივი წყალი მოვსვი. -გამარჯობა შვილო, შენ ნინი ხომ? - მკითხა მოხუცმა და თბილად გამიღიმა. გამიკვირდა, ქართული საიდან იცოდა, თუმცა სახეზეც შეატყობდით, რომ აქაური არ იყო. იქნებ ბაჩოს ბებია იყო?.. არ ვიცი, ამას მოგვიანებით გავარკვევდი. -დიახ. თქვენ? - მეც არ დავიშურე სითბო და სახეგაბადრული დაველოდე მის პასუხს. -მე დალი მქვია გენაცვალე. - მიპასუხა და თან ქვაბში კოვზით მორევა დაიწყო. -ბაჩო ხომ არ იცით სადაა? - ვკითხე და ჭიქა თავის ადგილას დავაბრუნე. -არ ვიცი, ასე თქვა მალე მოვალო -დიდი ხნის წასულია? -არა, ერთ საათზე მეტი არ იქნება - ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და სკამზე ჩამოჯდა. -კარგით, მე ოთახში ვიქნები მაშინ. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა - გაუღიმე და კარისკენ წამოვედი, როდესაც წინ ხანშიშესული კაცი გადამიდგა. -გამარჯობა ნინი, მე ჯაბა მქვია. სასიამოვნოა შენი გაცნობა! - ხელი გამომიწოდა და მეც ღიმილით ჩამოვართვი. -ჩემთვისაც. - ისიც მოვიკითხე და ჩუმი ნაბიჯებით იმ ოთახში შევიძურწე, სადაც გავიღვიძე. ალბათ ესენი ცოლ-ქმარი არიან, მაგრამ ბაჩოსთან რა კავშირი აქვთ? დავიჯერო ბებია-ბაბუა აქ ყავს? მაგრამ ხომ მეტყოდა მაშინ... თუმცა რომ დავუფიქრდე, საერთოდ არ მეუბნებოდა სად მივდიოდით და არაა გამორიცხული ეთქვა, რომ მის ბებიასთან და ბაბუასთან მივდიოდით. თუმცა ამ უკანასკნელში ეჭვი მეპარებოდა. საწოლზე კომფორტულად დავჯექი და ლეპტოპი მუხლებზე დავიდე. კიდევ კარგი თათა „ონლაინში“ დავიჭირე და ტელეფონით დარეკვა არ დამჭირდა. პასუხი მანაც არ დააყოვნა -რას შვება გატაცებული პრინცესა? - მკითხა თათამ კისკისით. -რავიცი გოგო აბა - ვუპასუხე სიცილით. -მიაღწიეთ ბოლო გაჩერებამდე? - მხიარულ ნოტას არ ივიწყებდა ქალბატონი. -კი -სად წაგიყვანა მითხარი რაა!.. ძალიან მაინტერესებს მოვკვდი ცნობისმოყვარეობით!!! - კინაღამ ეკრანიდან გამოხტა და ინტერესიანი მზერა მომაპყრო. -არ ვიცი გოგო სად ვარ!.. წარმოდგენა არ მაქვს - ვუთხარი და სიცილი ამიტყდა - ახლა გავიღვიძე და სადღაცაა წასული. ასე დაუბარებია მალე მოვალო -დაუბარებია?! ვის დაუბარა? - ახლა ამან მკითხა გაკვირვებულმა -არ ვიცი სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად და ვიღაც მოხუცი ქალი იყო იქ. -და არ მითხრა, რომ ორ დღეში ნასწავლი პორტუგალიურით ელაპარაკე - სიცილისგან კინაღამ საწოლიდან გადავარდა. -ორ დღეში პორტუგალიურს რა მასწავლიდა. - ხელი ავიქნიე მობეზრებულად - ქართულად მელაპარაკა. ქართველია მგონი, სახეზე არ ეტყობა რომ აქაურია - ჩემი დასკვნები ხმამაღლა გავანდე დაქალს. -ოჰოო, საინტერესოაა... - ცალ ხელზე თავით დაეყრდნო და წარბი აზიდა. -კარში კიდევ, ოთახში რომ მოვდიოდი, ვიღაც მოხუცი კაცი შემეფეთა. მგონი ეგ მაგის ქმარია - ახლა მეორე კაცის არსებობაც გავანდე -შენ რა საგამომძიებრო სამუშაოებით ყოფილხარ დაკავებული - მხიარულად გადაიკისკისა - ვინ არიან არ იცი? -არა, ბაჩოს არ უთქვამს არაფერი. ვფიქრობ ბებია და ბაბუა ხომ არ არიან-მეთქი, მაგრამ არამგონია... - ჩავილაპარაკე ეჭვით. -გოგო, ბაჩოს რამე ხომ არ უთქვამს რამე ისეთი?! თემო რაღაც უცნაურია, თითქოს რაღაცას მიმალავს და იქნებ ბაჩომ იცის... - მითხრა დაეჭვებულმა -რასთან დაკავშირებით?! - ვკითხე ინტერესით -არ ვიცი. მეუბნება ისეთ არაფერიო, მაგრამ ლამისაა მთელი დღე ტელეფონში ჩაძვრეს -ვკითხავ ბაჩოს რომ მოვა. მე არ შემიმჩნევია არაფერი - ჩავილაპარაკე ეჭვით და გონებაში ბაჩოს ქცევები გადავამოწმე, რომელიც ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მე არ შემიმჩნევია არაფერი... -აუ თათა, ამ ჩიტს მოვკლავ ახლა! - ოთახის კარი მობუზღუნე თემომ შემოაღო და ჩემი დანახვისას გახარებული მიუჯდა თათას გვერდით. - ვაუ ნინუუც! როგორ ხარ, რას შვებით ახალს? -რავიცი თემო აბა. მომენატრეთ უკვე ძალიან! - ვუპასუხე მისი ნახვით გახარებულმა -შენი ქმარი სადაა? - მკითხა ინტერესით -არ ვიცი, სადღაცაა წასული და მალე მოვა -აჰაა, კარგი... -თუთიყუშს რას ერჩი? -ვკითხე სიცილით, როდესაც თემოს პირველი რეპლიკა გამახსენდა. -რას ვერჩი კი არა, ცოცხალი რომ არის ეგ ფრინველი მადლობა თქვას - გამოსცრა კბილებს შორის უკმაყოფილოდ და თათას გახედა დაბღვერილმა -ჩემგან რა გინდა, მე კი არ ვიყიდე! - თავი იმართლა თათამ სიცილით. -ნახე რაა! კიდე იმას რო იცავს!.. - გაბუტვით თქვა თემომ და ოთახში შემოფრენილ და თათას მხარზე დამჯდარ ჩიკოს მტრული მზერა სტყორცნა. -როდის უნდა შეიგნო რომ ჩიტიაა!.. - უთხრა სიცილით და თავი მობეზრებულად გააქნია. მათი კინკლაობით გართულს ხმის ამოღებაც დამავიწყდა. -ნინი სად დაგვეკარგე? - მკითხა თემომ და ისევ მე გამომხედა -არსად... ჩემს თათას ხომ არ მიწვალებ შენ?! - ვკითხე მოჩვენებითი სიმკაცრით -მე რას გავაწვალებ, აქეთ მიმწარებენ სიცოცხლეს. ეს ჩიტი სულ მკბენს და თათა კიდევ იცავს! ვამბობ მოაშორეთ სახლიდან-მეთქი! ოჯახურ იდილიას არღვევს, მაგრამ ვინ მისმენს! - მოჰყვა წუწუნს და ბუზღუნს. -მერე ოჯახში კაცი რისთვის ხარ! - მომესმა მარცხნიდან ბაჩოს მხიარული ხმა და გახარებულმა გავხედე. -ოჰჰ!.. დაკარგული ძმაკაციც გამოჩნდაა! - წამოიძახა თემომ მხიარულად -ბიჭო, სად მოიტაცე ჩემი დაქალი მითხარი ახლა! - იკითხა თათამ და ერთ ადგილას ცქმუტვა დაიწყო. -სად და, რიო დე ჟანეიროდან მოშორებით, აგარაკების უბანია ასე ვთქვათ და მანდ - თქვა, საწოლზე გვერდით მომიჯდა და ხელები ისე მომხვია, რომ გულში ჩავეკარი. -აჰაა, გასაგებია. როდის ჩამოდიხართ? - იკითხა თათამ -აცადე გოგო, დღეს ჩავიდნენ და უკვე როდის ჩამოდიან იმას ეკითხები? - აფხუკუნდა თემო და თათას ხელის გარტყმაც დაიმსახურა. -არ ვიცით ჯერ - ვუპასუხე მხიარული ტონით და მოჩხუბარი ცოლ-ქმრის ყურადღების მიპყრობა ვცადე. -კაი ტო, პატარა ბავშვები ხართ ასე რომ კინკლაობთ? - იკითხა ბაჩომ და ჩაიცინა. -მე ვარ ბავშვი ხო?! - იკითხა თემომ და წარბი აზიდა -აბა რა ხარ ტო! ჩიტი გაჩმორებს და ცოლს ეჩხუბები - ახარხარდა ბაჩო და თემოს აჭრილ სახეზე უფრო უმატა სიცილს -ბედი შენი აქ რომ არ მიზიხარ! - დაემუქრა თემო მოჩვენებითი სიბრაზით და ისევ ჩიტზე გადაიტანა მზერა. -კაი წავედით ახლა ჩვენ და მერე დაგირეკავთ კიდევ! - დაემშვიდობა ბაჩო. -ერთ წუთი არ დახარჯო აბა შენ იცი! - უპასუხა თემომ ფხუკუნით და სკაიპი გათიშა. მეც გამოვრთე და ლეპტოპი დავხურე. -სად იყავი?? - ვკითხე, ხელები კისერზე მოვხვიე და კისერში ნაზად ვაკოცე. -რაღაც საქმეებზე, ისეთი არაფერი - მიპასუხა უდარდელად და თავში თათას ნათქვამი ამომიტივტივდა, თუმცა ახლა ამ დეტალზე ჩაძიების თავი არ მქონდა და მოსალოდნელი საუბარი მოგვიანებით განსახილველ თემად გადავდე. -დალი და ჯაბა ვინ არიან? - ვკითხე ინტერესით და თითების მის თმებში ხლართვა დავიწყე. -გაიცანი უკვე? - მკითხა და ჩაიცინა - დალი ჩემი გამზრდელია. ჯაბა კი მისი ქმარი. ორივე ძალიან მიყვარს. ეს სახლი უპატრონოდ რომ არ იყოს, ისინი ცხოვრობენ რა... ფულს ვუხდი და თან აქაურობას უვლიან - ჩამოაყალიბა ყველაფერი ისე, რომ ერთი კითხვაც კი არ გამჩენია. -ანუ ეს შენი სახლია ხომ? - სახეზე კმაყოფილი ღიმილი გამომესახა და გაბრწყინებულ თვალებში შევხედე. ალბათ ჩემიც ასე ციმციმებდა, ან უფრო მეტადაც... -კი, ჩვენი სახლია... - ჩაასწორა და ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა. - ხილი შეჭამე რომ გიყიდე?! - მკითხა გამაფრთხილებლად და საჩვენებელი თითი ჰაერში აზიდა. -არა - დავიჩურჩულე დამნაშავე ბავშვივით. -ჰოდა წავედით ახლა ვჭამოთ და მერე გავისეირნოთ - ჰაერში ამიტაცა და სამზარეულოსკენ ხელებში აყვანილმა გამაქანა. .......... როგორ მიყვარხართ თითოეული თქვენგანი ჩემი ძვირფასებო ვერ წარმოიდგენთ! შეიძლება დაგღალეთ კიდეც ჩემი სიყვარულის ახსნებით, თუმცა რა ვქნა რომ სხვანაირად არ შემიძლია... გუშინ ისე გამახარეთ, რომ მაშინ ვიგრძენი როგორ მენატრებოდით ეს დღეები! ახლაც ბედნიერმა და გაღიმებულმა დავწერე ახალი თავი და იმედი მაქვს ისიამოვნებთ!.. ველი შეფასებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.