აკრძალული ხილი(21 ნაწილი)
იმ დღეს დალი და ჯაბა უკეთესად გავიცანი. ორივე ძალიან საყვარლები და თბილები იყვნენ. საღამოს კი ვნებიანი ღამე გვქონდა. -ნინი, პატარაა... გაიღვიძე, საუზმე მოგიტანე - დილით სასიამოვნო ბარიტონი ჩამესმა ყურში და მეც კმაყოფილმა გავახილე თვალები. მომღიმარმა ბაჩომ ტუჩებზე ნაზად მაკოცა და საუზმე სინით საწოლზე დადო. -საუკეთესო ქმარუკა მყავს მთელს მსოფლიოში! - ხელები საზეიმოდ შემოვკარი და ბაჩოს კისერზე ჩამოვეკიდე. ხელები წელზე მომხვია, საწოლზე გადამაწვინა და ჩემს ბაგეებს დაეწაფა. -რა ტკბილი მყავხარ - ჩამჩურჩულა ყურში და იქვე მხურვალე კოცნის კვალი დამიტოვა. - ახლა ჭამე, თორემ მე შემომეჭმები - მითხრა მშვიდად და საწოლზე წამოჯდა. ალერსისგან დარეტიანებული ძლივს წამოვჯექი და ჭამას შევუდექი. -მე არ მაჭმევ? - მკითხა და ჩემი საყვარელი ღიმილით გამიღიმა. -მოდი - კინაღამ იქვე დავდნი ისე მიყურებდა. ჩემი ხელით ჩავუდე ვაშლის ნაჭერი პირში და მსუბუქად ვაკოცე. -ეს ბონუსი იყო?! - მკითხა კმაყოფილმა ბაჩომ და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -კიი - ვუპასუხე სახეგაბადრულმა და ახლა ბალი ავიღე, შემდეგ ბანანს დავწვდი, ანანასსაც ხომ ვერ გამოვტოვებდი და მოკლედ იმდენი რამე შევჭამე, კინაღამ გავსკდი. -რამდენს ჭამ გოგო რა არის - ჩაიხითხითა ბაჩომ და თვალებით სინზე მანიშნა, რომელიც თითქმის ცარიელი იყო. -რა ჩემი ბრალია, შენი შვილია გაუმაძღარი - გადავაბრალე უტიფრად ბავშვს ჩემი ღორმუცელობა და ისევ გავიცინე. -სიცილი რომ ძალიან გიხდება უკვე გითხარი? - მკითხა და მომეხუტა. -აჰაამ - თავი დავუქნიე და ცხვირი მის კისერში ჩავრგე. -ყველაფერი ყველაზე მეტად შენ გიხდება ჩემო კუსკუსაა - მითხრა და მთელი სახე დამიკოცნა: ლოყები, ცხვირი, შუბლი და ბოლოს ტუჩები... -ბაჩო, გუშინ რა საქმეზე იყავი? - ვკითხე ინტერესით, როდესაც ჩვენი გუშინდელი დიალოგი გამახსენდა. -რამე მოხდა? - მკითხა შეწუხებულმა -არა, ისეთი არაფერი... უბრალოდ თათამ მითხრა თემო ეს დღეებია უცნაურად იქცევა და ბაჩომ ხომ არ იცის რაშია საქმეო - სიტყვა-სიტყვით ჩამოვურაკრაკე და პასუხს დაველოდე. -აა, ხო... - მითხრა და ჩაფიქრდა. -რა ხდება? - ვკითხე და ინტერესით მივაჩერდი. -რადა, რატის დაურეკავს ამ დღეებში თემოსთვის, ციხიდან გამოსვლაში დამეხმარეთო. -თქვენ რატომ უნდა დაეხმაროთ?! - ვკითხე გაკვირვებულმა და გაბრაზებულმა. -ამბობს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ გეხებათ, მე კიდევ შემიძლია თქვენი დახმარებაო. -არ უთქვამს რა არის ეგეთი მნიშვნელოვანი? - ვკითხე ირონიული ტონით. -არა ჯერ, მაგრამ თემო ცდილობს გაარკვიოს. თან ის ამბობს სანამ არ გამომიყვანთ არ გეტყვითო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოუწევს თქმა. ისე შანსი არაა მაგას რამეში დავეხმარო. თუ დავინახე შეიძლება ხელში შემომაკვდეს იმის გამო, რაც შენ გაგიბედა! - გაბრაზდა და ძარღვები დაეჭიმა. -კარგი, დაწყნარდი - გავუღიმე და თითები სახეზე ჩამოვუსვი - ყველაფერი კარგად იქნება და იმასაც გავარკვევთ რა ხდება მასეთი სერიოზული. -არავის მივცემ უფლებას ამჯერად მაინც რამე დაგიშავონ. გპირდები, რომ სულ შენთან ვიქნები და მარტოს არასდროს დაგტოვებ - მითხრა სერიოზული ტონით და თვალებში ჩამხედა. -ვიცი და შენთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ... ძალიან მიყვარხარ!.. - ტუჩებზე ვაკოცე და ისიც ამყვა კოცნაში. როდესაც ერთმანეთის ბაგეებს მოვწყდით, სახეზე კმაყოფილი ღიმილი გამოსახვოდა და თვალებგაბრწყინებული მომჩერებოდა. -წამოდი გავიდეთ გარეთ, დალი და ჯაბა რას იფიქრებენ. ამდენი ხანი საწოლში რა უნდათო - ფეხზე წამოვდექი და ჩემოდანი გადმოვქექე. ტანსაცმელები ჯერ არ მქონდა ამოლაგებული და ამის გამო მიწევდა ყოველ ჯერზე ჩემოდანში მეძრომიალა. - არა რაა... დღეს უნდა დავალაგო გარდერობი, თორემ ასე ძლივს ვპოულობ იმას რაც მინდა - ამოვიოხრე და ღია ვარდისფერი სარაფანა გადავიცვი. -ულამაზესი ხარ - ბაჩოც ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავედით. -გამარჯობათ, ქალბატონო დალი - გავუღიმე სამზარეულოში მოფუსფუსე მოხუცს და სინი თეფშებიანად ჭურჭლის სარეცხ მანქანაში შევდე. -გამარჯობა შვილო, როგორ ხარ? ეს ქალბატონო მოაშორე, უბრალოდ დალი დამიძახე - ისევ თბილად გამიღიმა და თან მწვანილის დაჭრას შეუდგა. -მე კარგად ვარ. რამეში ხომ არ დაგეხმაროთ? - ვკითხე და გვერდზე ენერგიულად ამოვუდექი. -არა! როგორ გეკადრება! - შეიცხადა მაშინვე - შენ როგორ შეგაწუხებ! თქვენ მიდით ბავშვებო ახლა გადით გარეთ და გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. - თქვა და კარზე აყუდებულ ბაჩოსაც გადახედა. -როგორ მომენატრე დალიკოო - ბაჩო მოხუცს გადაეხვია და ლოყები დაუკოცნა. -მეც, მეც ჩემო ბიჭო. რამხელა ხარ! იმედია ცოტა ხანში შენს შვილებსაც ვნახავ და გავიხარებ! მეტი მე არაფერი არ მინდა - თქვა და ბაჩოს ქოთქოთით მოშორდა, მწვანილის დაჭრაში ხელს მიშლიო. -ეგ 8 თვეში იქნება ბეე... - ახარა ბედნიერმა. -მართლა შვილო?! - გადმომხედა გაოცებულმა გაფართოებული თვალებით. -დიახ - გავუღიმე და უხერხულად შევიშმუშნე. -დედა! რა ბედნიერებაა! გილოცავთ მთელი გულით!!! - ახლა თავიდან გადაგვეხვია ორივეს და გახარებულმა ორმაგი ენერგიით განაგრძო ხახვის ჭრა. - გადით ახლა თვალები აგეწვებათ. ბიჭო გაიყვანე ეს ანგელოზივით გოგო, სამზარეულოში რომ გამოამწყვდიე. ახლა უნდა მიხედვა ამას! - უსაყვედურა და ხელები ჰაერში ააფრიალა. -ახლავე - სიცილით მოვიდა ბაჩო, ხელი წელზე მომხვია და გარეთ გამომიყვანა - წამოდი თორემ მომკლავს ეს ქალი მე - ხითხითით გავედით გარეთ და ტყისკენ დავიძარით. სახლის მახლობლად დიდი და ლამაზი ტყე იყო. გარეთ როგორი სიცხეც არ უნდა ყოფილიყო, იქ მუდამ სასიამოვნო სიგრილე სუფევდა. როდესაც სეირნობით დავიღალე, ხესთან ჩამოვჯექით, ბაჩომ გულში ჩამიკრა და ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო. ყელზე მისი ცხელი სუნთქვა მეფრქვეოდა და სიამოვნებისგან ეკლები მაყრიდა. -ბაჩო, მართლა არ იცი რატი რატომ გთხოვს ციხიდან გამოსვლაში დახმარებას? - ვკითხე და წარბები უსიამოვნოდ შევჭმუხნე. -არა, არ ვიცი... რომ ვიცოდე ხომ გეტყოდი - გამიღიმა და ტუჩები ნაზად დამიკოცნა, რითიც ჩემი გაჩუმება მოახერხა. -ანუ ადრე აქ ცხოვრობდი ხომ? - სალაპარაკო თემა შევცვალე და გავუღიმე. ბაჩოს თვალდახუჭულიც კი ვენდობოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ რამე ახალი მოხდებოდა აუცილებლად მეტყოდა და არ მომატყუებდა. -კი, 3 წელი ვცხოვრობდი - დამეთანხმა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. უეცრად თვალწინ ჩემი და ბაჩოს პირველი შეხვედრა გამახსენდა და ჩამეცინა. - რაზე იცინი კუსაა? - მკითხა ინტერესით. -გამახსენდა პირველად რომ გნახე -აა, ჰოო... - მიპასუხა და ჩაფიქრდა - მაშინ რომ დაგინახე, პირველად შენი თვალები და ტუჩები შემიყვარდა. - მითხრა და ისევ ტუჩებზე მაკოცა. -მე კიდევ თვალები - გავუცინე მხიარულად და ხელით სახეზე მოვეფერე. - პროექტის დღეს როგორ გამაბრაზე?! - გავიცინე, როდესაც გამახსენდა, როგორ მეშლებოდა ნერვები მასზე. -რა მექნა, საქმე გამომიჩნდა და ვერ მოვახერხე მოსვლა - გაიცინა და თავის მართლება დაიწყო პატარა ბავშვივით. - ახლა მე უფრო მაგარი რამე გამახსენდა - თავხედურად ჩაიცინა და დავინახე როგორ აუთამაშდა თვალებში ჭინკები. -რა? - ვკითხე ინტერესით. -ჩვენი პირველი ღამე - ყურში ჩამჩურჩულა და კისერში მხურვალე კოცნა დამიტოვა. მთლიან სხეულში ელექტროდენმა დამიარა და სირცხვილისგან ლოყები ამიხურდა. - როგორი მორცხვი მყავხარ - ჩაიცინა და ცხვირზე მაკოცა. -შენ კიდევ უტაქტო - ხელი გავკარი და ჩავიცინე. -რითი ვარ უტაქტო - მკითხა და ინტერესით მომაჩერდა - რა გითხარი ახლა მე შენ ცუდი - გაიკვირვა და ჩემი პასუხის მოლოდინში გაირინდა. -რააც... - ვუთხარი ღიმილით და სირცხვილისგან ისევ ქვემოთ დავხარე თვალები. -კარგი, კარგი... მთავარია შენ გიყვარვარ ასეთი უტაქტო, თუმცა მე ვთვლი, რომ საერთოდ არ ვარ მასეთი - სიცილით ჩამოაყალიბა და გულში უფრო მჭიდროდ ჩამიკრა. საღამომდე ვსეირნობდით და ბოლოს, როდესაც ძალიან მომშივდა, ბაჩოს საწყალი თვალებით ავხედე. -ბაჩო, წავიდეთ რა სახლშიი... მშიაა!.. - შევჩივლე უღონოდ. -წამოდი - მითხრა თბილად და ხელი წელზე მომხვია. სასიამოვნო სიო უბერავდა და ამ ამინდში სახლში ჯდომა არ მინდოდა. აუზის წინ დავსხედით მაგიდაზე და ჭამას შევუდექით. -არ გინდა ახლა აუზში ვიცურაოთ? - მკითხა ბაჩომ, როდესაც ვახშმობას მოვრჩით და ყველა დაძინებული ეგულებოდა. -ახლა შეგვცივდება - ვუპასუხე და ვიგრძენი ტანში როგორ დამიარა ცივმა ტალღამ. -მე გაგათბობ - მითხრა და თვალებში დაჟინებით ჩამაცქერდა. -ხვალ რაა... - შევეხვეწე ისევ. -მე დღეს მინდა -აუუ... - -კარგი, წამოდი მაშინ დავიძინოთ - ამოიოხრა, ჩემთან მოვიდა და ხელი წელზე მომხვია. აუზს თითქმის გამცდრები ვიყავით, როდესაც ბაჩომ ხელში ამიტაცა და ჩემიანად წყალში გადახტა. -ააა! ვაიმე, ბაჩო მოგკლაავ!!! - ვიკივლე ცივი წყლისგან გაყინულმა. -გაგრილდები - მიპასუხა ხითხითით და წყალი სახეში შემომასხა. -მოდი მაშინ შენც გაგრილდი - ვუპასუხე და ახლა მე შევასხი სახეში წყალი მთელი ძალით. ამას აშკარად არ ელოდა. ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა, შემდეგ კი დავინახე როგორ აუთამაშდა თვალებში ჭინკები და ჩემკენ გამოცურა. -ახლა მე შენ გაჩვენებ სეირს!.. - დამემუქრა თითის ჰაერში აწევით. -აუუ, არა რაა!.. კაი ბოდიშიი!!! - თან სიცილით ვკვდებოდი და თან აუზის მეორე მხარეს მივცურავდი, რომ ბაჩოს რისხვა თავიდან ამეცილებინა. -ვერ გადამირჩები ქალბატონო, შანსი არ გაქვს! - მითხრა, უკვე ჩემს უკან მყოფმა და ფეხში ხელი ჩამავლო. მთელი წივილ-კივილი და ხელ-ფეხის ქნევა დავიწყე იქ, შემდეგ ბაჩომ მითხრა, ცოტა ჩუმად იყავი დალის და ჯაბას გააღვიძებო და მეც მომიწია გავჩუმებულიყავი. კისკისით და ფართხალით მიმწია ბაჩომ თავისკენ და ძლიერ ტორებს შორის მომიქცია. ჩემი სველი სარაფანიდან მომზირალი ტანი ხარბად შეათვალიერა, საიდანაც თითქმის ყველაფერი გარკვევით ჩანდა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. -იცი, ახლა სხვანაირი სასჯელი მოვიფიქრე... შენც მოგეწონება და მეც... - ჩამჩურჩულა ყურში ვნებიანად და ტუჩებზე დამაცხრა. ხელები ფეხებზე მომკიდა და წელის გარშემო შემომაწყობინა, ერთი ხელი წელზე ამოაცურა და უფრო მჭიდროდ ამიკრა სხეულზე. ხელები კისერზე მოვხვიე და მეც ცეცხლწაკიდებულივით დავეწაფე საყვარელი მამაკაცის ბაგეებს. წელზე მოკიდებული ხელის თითებს რიტმულად დაათამაშებდა ზემოთ-ქვემოთ და მთელ ჩემს სხეულში სასიამოვნო ტალღებს გზავნიდა. როდესაც ბოლომდე აენთო, აუზიდან ნელა ამოვიდა და ხელში აყვანილმა ალერსის შეუწყვეტავად მიაშურა საძინებელ ოთახს... როდესაც ერთმანეთით გული ვიჯერეთ, დაღლილები მივესვენეთ საწოლზე და ჩახუტებულები, ან უფრო გადაკვანძულები, გადავეშვით სიზმრების სამყაროში... .......... ჩვენი ბედნიერი თაფლობის თვე 3 კვირა გაგრძელდა. უფრო დიდხანს გვინდოდა დავრჩენილიყავით, თუმცა რატის საქმე არ იცდიდა. ასე ამბობდა, სანამ გვიანი არაა აქედან გამომიყვანეთ, თორემ ჩემს გარდა ვერავინ დაგეხმარებათო. არადა ბაჩოს გარეშე ვერაფერის მოგვარებას ვერ მოახერხებდნენ ბიჭები. სევდიანმა ჩავალაგე ბარგი, დალის და ჯაბას თბილად დავემშვიდობე და ბაჩოსთან ერთად სახლის გზას დავადექი. ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხუცი ცოლ-ქმარი უფრო ახლოს გავიცანი. ასე მითხრეს, ძალიან გაგვიხარდება თუ შენს და ბაჩოს შვილს ჩვენთან ჩამოიყვანთ ხოლმეო და ჩვენც სიხარულით დავთანხმდით. ამჯერად ძილის ხასიათზე ვიყავი. შოკოლადებით გადავსებული პარკით თვითმფრინავის სკამზე კომფორტულად მოვთავსდი და თავი ბაჩოს მხარზე ჩამოვდე... როდესაც გამეღვიძა უკვე საქართველოში ვიყავით შემოსულები და რამდენიმე წუთში აეროპორტშიც დავეშვებოდით. პარკიდან ხარბი მზერით ამოვაცოცე „სნიკერსი“ და გემრიელად ჩავკბიჩე. მას შემდეგ, რაც 4 „სნიკერსი“ გემრიელად გადავსანსლე, გამოცხადდა, რომ უსაფრთხოების ღვედები შეგვეკრა, რადგან აეროპორტში ვეშვებოდით. იქიდან გამოსულებმა პირდაპირ ბაჩოს (უკვე ჩვენს) სახლს მივაშურეთ. ბაჩომ კარში გასაღები გადაატრიალა, შიგნით შევედით და უცბად სხვადასხვა მხრიდან ბავშვები გამოხტნენ. -გილოცავთ დაბრუნებაას!!!! - წამოვიდა გახარებული ლიკა სირბილით და ისე ძლიერად ჩამეხუტა, რომ სუნთქვა შემეკრა. -გოგო, ნუ გაგუდე ახლა, ჩვენც გვაცადე ჩავეხუტოთ! - წამოვიდნენ ვიკა და თათა სიცილით და ისინიც გადამეხვივნენ. -ჩვენც გვაცადე მოვინახულოთ ამდენი ხნის უნახავი რძალი - გოგოების რიგი ლუკამ შემოარღვია და მას თემოც მოჰყვა. -ბავშვებოო! როგორ მომენატრეთ ყველაა!!! - სათითაოდ ჩამოვუარე და გადავკოცნე ისინი. -მუცელი გაგზრდიაა!.. - მითხრა ვიკამ და ხელით ნაზად მომეფერა. -ჰოო - დავეთანხმე ბედნიერი და მუცელზე დავიხედე. -აბა, დავლიოთ ახლა! - თემო შამპანურით ხელში მოგვიახლოვდა, კარგად აანჯღრია და ისე გახსნა, რომ ყველა გაგვწუწა. -აუ თემოო!!! - ამოიბუზღუნა უკმაყოფილო თათამ და დაბღვერილმა გახედა ცანცარა ქმარს. -რაიყო ძვირფასო? - ჰკითხა ფხუკუნით და თან მისაღებ ოთახში გავიდა. ყველა მას გავყევით და ჭიქები ხელში დავიჭირეთ. -რატო დამასველეე! ხომ გითხარი ისე გახსენი მე რომ არ დავსველდე-მეთქი?! - ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა უფრო მეტი დრამატულობისთვის და ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა. -ცენტრში იყავი გამოჭიმული დასაკლავი გოჭივით და რა მექნა - თავი იმართლა თემომ და თან წარმატებულ ხუმრობაზე ხითხითი ატეხა. -გოჭი ხო?! - ახლა დოინჯი შემოირტყა და წარბებშეკრულმა გადახედა. -გოჭი, აბა სხვა რა! - გაიკვირვა მაშინვე -ღირსი ხარ ჩიკო რომ გკბენს! - უპასუხა ნიშნისმოგებით და ნამცხვრის თეფშს დასწვდა. -ეგ ჩიტი სახლშიც მეყოფა და ახლა აქ არ გამახსენო რა! - ამოიოხრა თემომ მობეზრებულად და თავი გააქნია. ასეთ ხუმრობაში და ხორხოცში აღვნიშნეთ ჩვენი სახლში დაბრუნება, ბავშვები გავაცილეთ და შემდეგ ჩვენც დასაძინებლად დავწექით... ........... ესეც შემდეგი თავი ჩემო ტკბილებოო... შევეცადე უფრო დიდი დამეწერა და გამომივიდა კიდეც... მალე დაძაბული თავები გველოდება. იმედი მაქვს ისიამოვნებთ და როგორც ყოველთვის, ველი შეფასებას... პ.ს. დღეს ჩემი ინტერვიუ დაიდო და ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ წაიკითხოთ... მიყვარხართ ყველაა!!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.