შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები [5]


30-07-2015, 00:56
ავტორი prettygirl
ნანახია 4 468

აკრძალული თამაშები [5]

- უსამართლობაა!! ჯერ სასამართლოც კი არ ყოფილა... ღრიალებდა წყობიდან გამოსული და უშედეგოდ იბრძოდა გათავისუფლებისთვის უკვე პოლიციის მანქანაში მჯდომი...
-ის მაინც მითხარით რისთვის მაკავებთ.
ბოლოს ამოილაპარაკა ღონეამოხდილმა და პოლიციელებს გადახედა...
-ციხეში არ მიგვყავხარ..მაგრამ არც უკეთესი ადგილი გელის.. საზიზღარი ღიმილით ჩაილაპარაკა პოლიციელმა და მძღოლს რაღაცა გადაჩურჩულა...მანაც თავი დაუქნია და გზა გააგრძელა...
- თქვენი სამართალი და კანონები შე**ცი მე! ფუი! ამოილაპარაკა რამის ბრაზისაგან გამსკდარმა და თავი მინას მიადო..დიდი ხანი იარეს... ბოლოს მანქანა მიტოვებულ საწყობთან გაჩერდა ... დანიელი შიგნით შეიყვანეს... საშინელი სუნი იდგა...
-კეთილი იყოს თქვენი ფეხი აქ ბატონო დანიელ! მოემსმა ნაცნობი ხმა,რომელსაც ასე ვერ იტანდა.. ეს ხომ ჯანდაცვის მინისტრის ხმა იყო...ნიკოლოზ გუგავასი..
ორმა პოლიციელმა ბერიძე სკამზე კაპრონის მსხვილი თოკებით დააბა და იქაურობა დატოვა....თავაწეული ,მაინც ამაყად უყურებდა მის წინ მდგომ მინისტრს და მზერას არ არიდებდა...
-ესეიგი ცნობებს აგროვებთ სასამართლოსთვის..ირონიულად ჩაილაპარაკა მინისტრმა და აქეთ იქით სიარულს მოჰყვა..
- ისევე ვიქცევი,როგორც ყველა მოწინააღმდეგე სასამართლოს წინ..თქვდნგან განსახვავებით კანონსაწინააღმდეგო არაფერი გამიკეთებია!
მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა და მტრული მზერა ესროლა...
-კანონები.. სამართალი.. გგონია სასამართლოს მართლა მოიგებ?! სიცილით ჰკითხა და მის წინ შეჩერდა...
-აქ რისთვის მომიყვანეთ მისი კითხვა დააიგნორა და ხელების შეხსნა სცადა,უშედეგოდ..
-ცოტა აზრზე რომ მოხვიდე და ჩაიწყნარო შენი მეამბოხე სული.. ირონიით ჩასჩურჩულა ყურში ...
ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა..ყბებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს და ღრმად სუნთქავდა თვალებდახუჭული..
-ნუგო! გასძახა ვიღაცას იქითა დერეფანში
-ამას მიხედე რა! ჩაილაპარაკა და სკამზე დაბმულს გვერდულად გადმოჰხედა,თვითონ კი ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ბნელი დარბაზი...ცოტახანში გასასვლელში სავარაუდოდ "ნუგო" გამოჩნდა... ნელი ნაბიჯებით მოიწევდა დანიელისკენ და ხელში რამდენიმე არცისე სახარბიელო იარაღს ატრიალებდა...წამით შიშის ეკალმა გაჰკრა დანიელს გულში.. იძალავა..ხან ფრჩხილებით ,ხანაც ხახუნით,ხანაც ძალით,მაგრამ თოკს ვერაფერი მოუხერხა...
კაცი მიუახლოვდა ... მოულოდნელად შედგა.,"ჭკუაზე მოსაყვანი" იარაღები სკამოს გვერდით დაალაგა.. დანიელთან ახლოს მიიწია და ხმადაბლა უთხრა:
- სანამ ნუგო მითიშული "ნებივრობს" იატაკზე აწიე ერთი ადგილი და ნელა გამომყევი უკან,თორე ავყროლდი ამ კაცის ფორმაში გამოწყობილი..
კოტე! კოტეს ხმა იყო! მგონი ასე არასოდეს გახარებია ამ ხმის მოსმენა! ბედნიერების და იმედის ეკლებმა დააყარა... საინტერესოა რა უნდა კოტეს აქ,მაგრამ ახლა ამისი დრო არაა...სწრაფად გადააჭრევინა ძაფები და ფრთხილად წამოდგა ფეხზე..მთავარია მშვიობით გააღწიონ...უხმოდ მოჰყვებოდა ძმაკაცს ... როგორც იქნა გააღწიეს..საწყობის უკან დაყენებულ კოტეს მანქანაში ჩაჯდნენ და სწრაფად დატოვეს ტერიტორია..ჯერ კიდევ აგონიაში მყოფი კოტე აზრზე მოსვლას ცდილობდა ...
- ნებას გრთავ შემაქო ან მადლობა მითხრა.. სიცილით გადმოხედა კოტემ გვერდით მჯდომს და მანქანის სიჩქარე შეანელა...
-როგორ მომაგენი?! გაკვირვებულმა უთხრა მეგობარს და დაბნეული ალუღლუღდა...
-ჯეიმს ბონდ! სიცილით თქვა კოტემ და მანქანა თავისი კორპუსის ავტოფარეხში შეაყენა...
-ამო ამო ჩემთან და მოგიყვები.. სიცილით დაჰკრა მეგობარს ხელი მხარზე და მანქანიდან გასაღები გამოაძრო.. დანიელს უკან მიჰყვა და ლიფტის მოსვლას დაელოდა მასთან ერთად...
- რამ დაგაშტერა?! გაკვირვებულმა უთხრა მეგობარს და ხელი ცხვირწინ აუფრიალა..
- არაფერი არაფერი.. ჩქარჩქარა ჩაილაპარაკა დანიელმა და ლიფტში შევიდა...
***
-ჰოდა ასე..მოვედი შენთან.. კლინიკაში...დავინახე მანქანაში რომ გტენიდნენ საავადმყოფოს უკანა ეზოში, მოვწვი ეგრევე რაცხდებოდა და გამოგყევით ისე რომ არშევემჩნიე მაგათ..მერე ეს შენი ნუგო "მივაძინე",მინისტრი ზუკამ "მიაძინა" და დატყდა ეგრევე მანქანით.. "The End!" სიცილით დააყოლა ბოლოს და ჭიქებში ჯეკ დენიელსი ჩამოასხა...
- თქვენ რომ არ მყავდეთ რა... ამაყად ჩაილაპარაკა დანიელმა და დენიელსი გადაჰკრა.
კოტემ საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა და თვითონაც მას მიბაძა....
მოგვიანებით ზუკაც შემოუერთდათ.გვიან დაიშალნენ...
^^^^
-ვინაა ამ შუაღამისას! წუწუნით წამოდგა ნატა ფეხზე და ფრატუნით გავიდა კარებამდე..
-მოიცა მე გავაღებ! დღევადელი ინციდენტით დაზაფრულმა გადაუღობა დას გზა და წელსზევით შიშველმა გამოაღო კარი
-----------
ღამე 5:15 ზეა ზუსტად ეს და წინა თავი დაწერილი,ალბათ საკმაოდ იქნება შეცდომები და მომიტევეთ :/ ამდროს მეწვევა ხოლმე მუზა და ნახევრად ძილბურანში ვწერ ხოლმე .,.. აი ახლაც თავზე მათენდება :დ მადლობა ყველას ველი შეფასებას...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent