შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(22 ნაწილი)


30-07-2015, 17:37
ავტორი ანკა
ნანახია 4 978

-ბაჩო, მეც მოვდივარ! - განვაცხადე მყარად და დოინჯი შემოვირტყი.
-შენ?! შენ იქ რა გინდა! - გაიკვირვა ბაჩომ და მაისურის ძებნა დაიწო გარდერობში.
-მინდა! - გავიმეორე ჯიუტად.
-კარგი რა ნინი! - ამოიოხრა ბაჩომ და ამღერებულ ტელეფონს დახედა - ჰო! ჩემთან მოდით ჯერ და მერე წავიდეთ! - უპასუხა და მალევე გათიშა.
-თემო იყო?
-ხო - მითხრა მოკლედ.
-რატომ არ გინდა რომ მეც წამოვიდე?! - ახლა სხვა მხრიდან მივუდექი.
-ციხის სიტუაცია სახარბიელო სანახავი არაა - წარბი აზიდა და ცალყბად ჩაიცინა.
-მერე მე იქ ციხის დასათვალიერებლად კი არ მოვდივარ - ტუჩები გამოვბუშტე და კეტების ჩაცმა დავიწყე.
-აბა რატი მოგენატრა?! - მკითხა ირონიული ტონით.
-ბაჩო, რა გჭირს?! - ვკითხე ოდნავ გულნატკენმა მისი ასეთი ტონის გაგებისას.
-არაფერი არ მჭირს ჩემო პატარა, უბრალოდ არ მინდა ტყუილად დაიღალო - მოვიდა, შუბლზე ნაზად მაკოცა და გამიღიმა.
-გთხოვ, წამოვალ რა... - შევეხვეწე და ძაღლის თვალებით შევხედე. ერთი ღრმად ამოიოხრა და შემდეგ თვალებში ჩამაშტერდა.
-კარგი, ჯანდაბას წამოდი.
-იესსს!!! - ვიკივლე გახარებულმა და ბაჩოს კისერზე ჩამოვეკიდე. ხელები წელზე მჭიდროდ მომხვია, ტუჩებში მსუბუქად მაკოცა და ხელში აყვანილმა ჩამიყვანა პირველ სართულზე, სადაც ლუკა და თემო გვიცდიდნენ.
-ნინი, შენც მოდიხარ? - მკითხა ლუკამ მხიარულად.
-აჰაამ - დავეთანხმე კმაყოფილი.
-მოდის ხო, აბა სახლში ეს არ ჩერდება და... - ამოიოხრა ბაჩომ და მე შემომხედა. მაინც გამოეპარა თბილი და სიყვარულით სავსე მზერა და მეც ეშმაკურად ჩავიცინე. - რა ეშმაკუნა მყავხარ! - გაეცინა ბაჩოსაც და გულში ჩამიკრა.
-აბა, წავედით გვრიტებოო! - წამოხტა ფეხზე თემო და ენერგიულად მიაშურა კარს.
ყველანი მანქანაში ჩავსხედით და ციხისკენ დავიძარით. მიუხედავად თემოს მცდელობებისა გავეხალისებინეთ, მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა. ყველას ერთი სული გვქონდა გაგვეგო რატის დიადი საიდუმლო, ის საფრთხე, რაც მისი თქმით, ჩვენ გვემუქრებოდა...
-პატიმართან ორ კაცზე მეტს ვერ შეგიშვებთ - გვითხრა ერთ-ერთმა პოლიციელმა და ოთხივე აგვათვალიერა.
-ჩვენ შევალთ და თქვენ აქ იყავით მაშინ ხო? - მიუბრუნდა ბაჩო ბიჭებს და ჩემი მარჯვენა ხელი თავისაში მოიქცია.
-კარგი გელოდებით - უთხრა ლუკამ, თემოს ხელი გადახვია და მოგვაძახა - მანქანაში ვიქნებით!
ბაჩომ მხოლოდ თავი დაუქნია და ჩვენც ერთ-ერთ კაცს გავყევით. პატარა ოთახში შეგვიძღვა, მტვრიანი მაგიდა და ორი სკამი იდგა. ბაჩო იქვე დადგა ოთახის ერთ კედელთან და მეც მას მივყევი. რამდენიმე წუთში ხელზე ბორკილებდადებული რატი გამოჩნდა ორ პოლიციელთან ერთად. დავინახე ბაჩოს როგორ დაეჭიმა ძარღვები მისი გამოჩენისას და ამის გამო ცოტა დავფრთხი. თუმცა ახლა ამისთვის სად მეცალა. მე იქ ჩემი სიცოცხლე დავლიე მისი დანახვისას. თვალწინ გამიელვა იმ სასტიკმა დღეებმა და ტანში ცივმა ეკლებმა დამაყარეს. სახეზე რომ დავაკვირდი, ლოყები ოდნავ ჩაცვენილი და წვერი გაუპარსავი ჰქონდა. „ალბათ ჭკუა ისწავლა რამდენიმე თვე ციხეში ყოფნისას“ - ჩავიქირქილე გულში და ბოროტულადაც ჩავიცინე. რატიმ ორივეს ირონიული მზერა მოგვაპყრო, რამდენიმე წამი ჩემს მუცელსაც აკვირდებოდა. ალბათ ვერ მიხვდა ორსულად ვიყავი თუ გავსუქდი, რადგან ჯერ მაინცდამაინც არ მეტყობოდა. პოლიციელებმა ის მაგიდასთან მდგომ სკამზე დასვეს. ერთი მათგანი უხმოდ გავიდა ოთახიდან, მეორე კი ჩვენ მოგვიბრუნდა
-პატიმართან სალაპარაკოდ რამდენიმე წუთი გაქვთ. მე კართან ვიდგები და დრო რომ ამოიწურება შემოვალ - რატის ცივი მზერა სტყორცნა და ოთახი დატოვა.
-გაუმარჯოს დიდი ხნის უნახავ კაცს! - ირონიულად გაგვიღიმა რატიმ და სკამის საზურგეს კომფორტულად მიეყრდნო.
-რა ჩაიფიქრე! - პირდაპირ საქმეზე გადავიდა ბაჩო. ორივე ხელი დამუშტული ჰქონდა და ალბათ თავს ძლივს იკავებდა, რომ ჩემს თვალწინ არ მოეკლა კერესელიძე.
-ასეთი სიმკაცრე რა საჭიროა! - გაიკვირვა რატიმ და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-დროზე გამეცი პასუხი! აქ შენს მოსანახულებლად და მოსაკითხად ნამდვილად არ ვარ მოსული! - დაიგრგვინა საზარლად.
-კარგი, კარგი! - ხელები ჰაერში ასწია დანებების ნიშნად და ღრმად ამოისუნთქა.
-გისმენ! - უთხრა შედარებით დამშვიდებულმა და ხელები გადაიჯვარედინა.
-როგორც იცი, მამაშენი ბიზნესმენობას ცდილობდა... - დაიწყო მოყოლა - არ ვიცი, რა და რამდენად გამოუვიდა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მის ანგარიშზე ბევრი ფულია. - ბაჩოს სახეზე აშკარა გაკვირვება დაეტყო, რაზეც რატის ჩაეცინა და თხრობა განაგრძო - ზოგიერთებს მისი ფული სურთ. მე ვიცი ვისაც... ამას კი შენი მოკვლით ან შანტაჟით აპირებენ. - არ ვიცი, საიდან ჰქონდა ამ კაცს ასეთი გამბედაობა, რომ სრულიად მოდუნებული უდარდელად ყვებოდა ამ ამბავს ისე, როგორც ზღაპარს, რადგან ბაჩო დაბმულ მხეცს გავდა - ანუ, სამიზნეში ან შენ ამოგიღებენ და ან შენს შეყვარებულს. - თქვა და ახლა მე გადმომხედა. არ იცოდა, რომ მე და ბაჩო უკვე ცოლ-ქმარი ვიყავით, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა ჩვენთვის არ ჰქონდა. ახლა იმაზე ვნერვიულობდი, რომ შეიძლებოდა ვინმეს ბაჩო მოეკლა. მხოლოდ ეს მადარდებდა, ჩემი თავი არა...
-რატომ უნდა დაგიჯერო - ჩაიცინა ბაჩომ ირონიულად და გამომცდელად შეხედა.
-ეგ შენზეა დამოკიდებული, მაგრამ მე გაგაფრთხილე. მერე ინანებ.
-დავუშვათ და მასეა, შენ რაში მჭირდები?! - დასვა ბაჩომ მორიგი შეკითხვა და მის პასუხს დაელოდა.
-მე მათზე გარკვეული ინფორმაცია მაქვს, როგორიცაა ის შავ-ბნელი საქმეები, რაც მათ ჩაიდინეს. ეს შეიძლება მათ დაჭერაში გამოვიყენოთ, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩვენც შარში არ აღმოვჩნდეთ. ასევე მათი მთავარი ბაზის ადგილსამყოფელი და სუსტი წერტილები ვიცი. ჩემი დახმარებით სრულიად უპრობლემოდ გაუმკლავდებით მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამას ვინმე შეეწიროს - განუმარტა მშვიდად.
-სანაცვლოდ რას ითხოვ - ბაჩომ ღრმად ამოისუნთქა და თავი მობეზრებულად გააქნია.
-ასეთი ანგარებიანი გგონივარ?! - შეიცხადა რატიმ მაშინვე. რამდენიმე წამი სახეზე ემოცია არ შეცვლია, თუმცა როდესაც მიხვდა, რომ ბაჩოს ვერაფერს გამოაპარებდა, ჩაიცინა და თითები ერთმანეთში ახლართა - მე მხოლოდ აქედან გამოსვლა მინდა. გპირდები, რომ აღარ მოგეკარები და შენი ცხოვრებიდან საერთოდ გავქრები.
-თუნდაც ეს რატომ უნდა დავიჯერო - ჩაიცინა ბაჩომ და ცივი ტონით მიმართა.
-იმის მიზეზი არ მაქვს, რომ ისევ მტრად გადაგეკიდო. შენ ძმა მომიკალი, მე შობლები. დედაჩემის მკვლელი უკვე საფლავში წევს. ასე ვთქვათ ბარი-ბარში ვართ - უპასუხა დაუყოვნებლად. ამ განმარტებამ, როგორც ჩანდა ბაჩო მართლა დაარწმუნა რატის სიტყვების სიმართლეში. არა მარტო ის, მეც თითქოს გულით ვიგრძენი, რომ სიმართლეს ამბობდა. აი დანარჩენი კი არ ვიცი... შეიძლება ეს ყველაფერი გამოგონილი ზღაპარი იყო ციხიდან თავის დასაღწევად.
-გეგმა გააქვს? - ჰკითხა ბაჩომ.
-ჯერ მაგაზე არ მიფიქრია. თუ შენი შეყვარებული დათანხმდება შეიძლება ის სატყუარად გამოვიყენოთ - მე გამომხედა და დაკვირვებით ამათვალიერა.
-გამორიცხულია! - უპასუხა ბაჩომ დაუყოვნებლად.
-კი, მაგრამ ბაჩო... მე შემიძლია... - შევეპასუხე, თუმცა დამთავრება არ მაცადა
-არა-მეთქი და მორჩა ნინი! - მიპასუხა მკაცრად.
-როგორც გინდათ - მხრები აიჩეჩა რატიმ - როგორც უკვე ვთქვი, მათი სუსტი წერტილები ვიცი და სხვა ხერხითაც შევძლებთ საქმიდან მარტივად გამოძრომას.
-თქვენი დრო ამოიწურა - ოთახის კარი ხმაურიანად შემოაღო ოფიცერმა და პირდაპირ რატისკენ წავიდა.
-იფიქრე ჩემს ნათქვამზე! - მოგვაძახა რატიმ კარიდან და ოფიცერს მორჩილად გაჰყვა.
............
გზაში დუმილი არცერთს არ დაგვირღვევია. ბიჭებმა იკითხეს, რაზე ილაპარაკეთო და ბაჩომაც უთხრა, მოგვიანებით მოგიყვებით ყველაფერსო. ისეთი მკაცრი და ეჭვებით სავსე გამომეტყველება ჰქონდა, რომ ბიჭებიც ვეღარ შეეპასუხნენ და უხმოდ გაუყვნენ გზას.
-ნინი, დედამისთან დავტოვოთ და მერე ჩვენ დავილაპარაკოთ - განაცხადა ბაჩომ მკაცრად.
-კარგი - უპასუხა საჭესთან მჯდარმა თემომ.
აღარ შევწინააღმდეგებივარ. ახლა ალბათ ერჩივნა, ჩემზე დარდის და ნერვიულობის გარეშე განეხილა საქმე ცივი გონებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მე და ბაჩოს არ გვიჩხუბია ან რამე მაგდაგვარი, მაინც თითქოს გულნატკენი ვიყავი. შეიძლება მისი ეს სიცივე იმ ნერვიულობითაც იყო გამოწვეული, რაც რატისთან შეხვედრამ გამოიწვია, თუმცა არ ვიცი...
-კარგად - ბიჭებს დავემშვიდობე და მანქანიდან უსიტყვოდ გადმოვედი. ბაჩოს არ დავმშვიდობებივარ, ისე მივაშურე სადარბაზოს და მონატრებულ გარემოს თვალი ოდნავი ღიმილით მოვავლე.
-ნინი, რა გჭირს? - უკან ნაბიჯების და ბაჩოს ხმა გავიგე, თუმცა არ შევტრიალებულვარ, ჯიუტად განვაგრძე ჩემი გზა. - ნინი!.. - ხელი მაჯაზე წამავლო და მისკენ მიმატრიალა.
-არაფერი - დავიჩურჩულე ჩემთვის და თავი დავხარე. არ ვიცი, შეიძლება ორსულობამ გამხადა ასეთი ემოციური და ყოველ დეტალზე დაკვირვებული, ან ბაჩოს ალერსს იმდენად მივეჩვიე, რომ ერთი დღის გაძლებაც კი არ შემეძლო, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ახლა მისი კოცნა და მოფერება ყველაზე მეტად მინდოდა. თუნდაც ერთი თბილი სიტყვა და გამოხედვა. ვიგრძენი როგორ გამეჩხირა ყელში ბურთი...
-ხომ იცი რომ ვერ მომატყუებ - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და პირდაპირ თვალებში მომაჩერდა. პასუხის ნიშნად ღრმად ამოვიოხრე და თვალები გადავატრიალე. - ვიცი მე შენ რაც გჭირს!.. - ჩაილაპარაკა ბაჩომ გამარჯვებული სახით და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-არაფერი არ მჭირს-მეთქი... - გავუძალიანდი და მის ხელებში ავფართხალდი. ერთი ხელი წელზე მჭიდროდ მომხვია, რომ ვერ გავქცეოდი, მეორე კი სახეზე ჩამომისვა და ჩემი ტუჩებისკენ ნელა დაიხარა. მისი სუნთქვა ტუჩებზე დამეცა და კოცნის მოლოდინში თვალები მივლულე. ცხვირი ლოყაზე მსუბუქად გამიხახუნა, შემდეგ ქვედა ბაგეზე შემეხო და ნაზად მაკოცა. ნელა და აუჩქარებლად მიკოცნიდა ზედა და ქვედა ტუჩს მონაცვლეობით, ან ორივეს ერთად და ნელ-ნელა მაბრუებდა. იმდენ ხანს მკოცნა, სანამ ჰაერი სულ მთლიანად არ გამომელია. შემდეგ კი ნელა მომშორდა. ტუჩები სულ დაბუჟებული მქონდა ამდენი კოცნისგან. ენა გადავისვი, რომ შემემოწმებინა ორივე ადგილზე იყო თუ არა და ჩემივე ფიქრებზე გამეცინა. გაღიმებულმა ავხედე თვალებაციმციმებულ ბაჩოს, რომელიც ჩემი საყვარელი ღიმილით მიცქერდა თვალებში. შუბლზე მაკოცა, ნელა მომშორდა და უსიტყვოდ მიაშურა მანქანას.
გული ლამის საგულედან ამომხტარიყო. იმდენად მესიამოვნა ბაჩოს ალერსი, რომ ბედნიერებისგან დავფრინავდი. მანქანას თვალი გავაყოლე, საიდანაც ბაჩო ისევ მომღიმარი მიმზერდა და სანამ თვალს არ მიეფარნენ, მანამდე სადარბაზოში ვიდექი...
-მოდი, ნინი! როგორ მომენატრე! - კარი დედაჩემმა გამიღო და გახარებული მთელი ძალით ჩამეხუტა.
-მეც ძალიან მომენატრე დედაა! - ლოყები დავუკოცნე და კარი მივხურე. - აბა ახლა ტირილი არ დამანახო! - მოჩვენებითი სიმკაცრით დავტუქსე დედაჩემი, როდესაც მის თვალზე მომდგარი ცრემლი დავინახე და ისევ გავუღიმე.
-შემოდი აბა, დაგინახო! წესიერად როდის გელაპარაკე ეგეც აღარ მახსოვს. ეგრე უნდა დამივიწყო?! - მისაყვედურა დედაჩემმა და მისაღებ ოთახში შევიდა. დივანზე მის გვერდით დავსკუპდი და ფეხები ავკეცე.
-მუცელი გაგზრდია დე! - მითხრა მომღიმარმა და ხელი ნაზად მომკიდა.
-ჰოო - დავეთანხმე მეც - გოგოებმაც ეგ მითხრეს - ჩავიცინე და მათი მოწყობილი სიურპრიზი გამახსენდა.
-აბა როგორია ბაჩოსთან ერთად ცხოვრება? ბოლო-ბოლო სად წაგიყვანა ერთი გამაგებინე! - გაიცინა და ინტერესიანი თვალები მომაპყრო.
-სად წამიყვანა და... ჯერ რიო დე ჟანეიროში გავჩერდით ერთი დღით სასტუმროში, აიტეხა ექიმი უნდა ვნახოთო და მეორე დღეს კიდევ მის სახლში. ქალაქიდან 2-3 საათის სავალია. იცი რა მაგარი იყო იქ? ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. ბაჩოს ძიძა და მაგისი ქმარი ცხოვრობენ, ბაჩო ფულს უხდის და ისინი სახლს უვლიან. ყველაფერი ულამაზესია! მერე შენც უნდა წაგიყვანო! თან იცი რა საყვარელი მოხუცები არიან? ძალიან თბილები! თანაც ქართველები! - აღტაცებული ვტიტინებდი პატარა ბავშვივით და თვალწინ ყოველი დეტალი მიდგებოდა.
-კარგად გაგიტარებიათ დრო - გამიღიმა დედაჩემმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
-ხოო...
-და ექიმმა რაო?!
-ყველაფერი კარგად მიმდინარეობსო. ისეირნე და ბევრი ხილი ჭამეო... ბაჩო უნდა ნახო როგორია, როცა სახლშია სულ ხილით დამსდევს რომ მაჭამოს - გამეცინა და თვალწინ ბაჩო დამიდგა.
-კარგ ხელში ყოფილხარ! - მითხრა მხიარულად. უეცრად კარზე ზარი გაისმა.
-მე გავაღებ! - ფეხზე წამოვხტი და ჭუჭრუტანაში გავიხედე. არც მეტი და არც ნაკლები - ქალბატონი დარეჯანი იდგა კარის წინ. გავაღე და გავიწიე, რომ შემოსულიყო.
-ოჰჰ.. ნინიიი!!! აქ ხარ?! რამდენი ხანია არ მინახიხარ!(შენიშვნა: ვიცი, რომ სწორი ფორმაა მინახავხარ, უბრალოდ ცუდად ჟღერს...) - გადამეხვია და ქოთქოთით შემოფოფინდა მისაღებ ოთახში.
-გამარჯობა დარეჯან! - მიესალმა დედაჩემიც. ჩვენი ჭორიკანა მეზობელი ხვნეშით დაეშვა სავარძელში და დედა-შვილს თვალი მოგვავლო - რამე ხომ არ გინდა?
-კი, კი... ნიორი მჭირდება და ვიფიქრე შენ ხომ არ გექნება-მეთქი. დაავიწყდა ზურიკოს ყიდვა და ახლა ცოდოა საყიდლად რომ გავუშვა. ეჩქარება, წუთი-წუთზე სადღაცაა წასასვლელი - ჩამოარაკრაკა ერთ ამოსუნთქვაზე.
-კი, როგორ არ მაქვს. მოგცემ ახლავე - ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.
-ნინიკო! აბა როგორია ახალ სახლში ახალი ცხოვრება? სად დაისვენეთ? მომიყევი ყველაფერი, ძალიან მაინტერესებს!.. - კითხვები დამაყარა და მომლოდინე მზერა მომაპყრო. სხვა რა გზა მქონდა, ღრმად ამოვისუნთქე და ყველაფერი „ჩავუკაკლე“.
რამდენიმე საათში, როდესაც დარეჯანმა ჩვენთან ჭორაობით გული იჯერა და ნიორიც თავისად დაიგულა, სახლში წასვლა გადაწყვიტა და მეც ბედნიერმა მივაცილე სახლის კარამდე.
-არა რაა... დარეჯანის ქოთქოთიც მომნატრებია! - ჩავიცინე ჩემთვის და მისაღებ ოთახში დავბრუნდი.

..........
ესეც შემდეგი თავი ჩემო საყვარლებო. წინა თავში თქვენი აქტიურობა დამაკლდა და ახლა ველი ბევრ-ბევრ კომენტარებს!..
ძალიან უყვარხართ თქვენ ანკას და იმედი მაქვს რამდენიმე სიტყვას არ დაიშურებთ...
ველი შეფასებას...



№1  offline წევრი lamazmani

პირველი ვარ როგორ შეიძლება ისეთი ისტორიის წაკითხვის მერე კომენტარი დაიშურო love ეს ჩემი აზრით წარმოუდგენელია მე ასე ვფიქრობ რდგან ძაან მომწონს ეს ისტორია love
დაძაბული თავი იყო love
ჩემ ბაჩოს და ნინის არაფერი მოუვიდეთ თორე დავხოცავ ყველას wink
მაგარი გოგო ხარ love
ველი შემდეგს მოუთმენლად მალე დადე თორე გავგიჟდები love
მიყვარხარ ძაან love love love

 


№2  offline მოდერი ანკა

lamazmani
პირველი ვარ როგორ შეიძლება ისეთი ისტორიის წაკითხვის მერე კომენტარი დაიშურო love ეს ჩემი აზრით წარმოუდგენელია მე ასე ვფიქრობ რდგან ძაან მომწონს ეს ისტორია love
დაძაბული თავი იყო love
ჩემ ბაჩოს და ნინის არაფერი მოუვიდეთ თორე დავხოცავ ყველას wink
მაგარი გოგო ხარ love
ველი შემდეგს მოუთმენლად მალე დადე თორე გავგიჟდები love
მიყვარხარ ძაან love love love

ბაჩოს და ნინის შენი იმედი აქვთ wink შენ თუ გადახოცავ ყველას wink
როგორ მიყვარს მე ეს გოგოო!!! love ვგიჟდები შენზე ჩემო ცუნცულ-კუსკუსა <3 <3 <3 love

 


№3  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№4  offline წევრი lamazmani

ანკა
lamazmani
პირველი ვარ როგორ შეიძლება ისეთი ისტორიის წაკითხვის მერე კომენტარი დაიშურო love ეს ჩემი აზრით წარმოუდგენელია მე ასე ვფიქრობ რდგან ძაან მომწონს ეს ისტორია love
დაძაბული თავი იყო love
ჩემ ბაჩოს და ნინის არაფერი მოუვიდეთ თორე დავხოცავ ყველას wink
მაგარი გოგო ხარ love
ველი შემდეგს მოუთმენლად მალე დადე თორე გავგიჟდები love
მიყვარხარ ძაან love love love

ბაჩოს და ნინის შენი იმედი აქვთ wink შენ თუ გადახოცავ ყველას wink
როგორ მიყვარს მე ეს გოგოო!!! love ვგიჟდები შენზე ჩემო ცუნცულ-კუსკუსა <3 <3 <3 love

ვაიმე აბა მე კითხე როგორ მიყვარხარ და როგორ ვიჟდები შენზე love love love ხო ბაჩოს და ნინის ჩემი იმედი აქვთ wink love love love

 


№5  offline მოდერი ანკა

cancara
Kaia kai male dade

აუცილებლაად <3 love

 


№6  offline წევრი Ugly

ვგიჟდები ამ ისტორიაზე ^_^ ძალიან მაგარი გოგო ხარ, იმედია ამ ისტორიას ,,ჰეფი ენდი" ექნება <3

 


№7  offline წევრი KaTE:))

მოდი ძველ დროს გავიხსენებ და ისე შეგაფასებ-->78%-ით

გქონდა მოულოდნელი შეცდომები (( ამის გამო დაგაკელი 10%
მეორე 10% დავაკელი დღევანდელ თავს, ვიცი, რომ დაძაბული და კარგი თავი იყო ამ მხრივ, მაგრამ რაღაცით ვერ დავკმაყოფილდი. ვერ ავხსნი რა იყო ეს ამიტომაც დაგაკელი. შეიძლება ძალიან ბევრს მოეწონა ეს თავი, მაგრამ არ დამრჩა მე ძალიან კარგი შთაბეჩტილება და რა ვქნა? ხომ იცი, რომ მიყვარხარ, მაგრამ რასაც ვფიქრობ სწორედაც, რომ მაგას გიწერ. თორემ სიყვარულით აღსავსე სიტყვების დაწერას რა უნდა? არც არაფერი, უბრალოდ მსურს რასაც ვფიქრობ ის დაგიწერო.
2% კი მოცულობის გამო დაგაკელი, რაღაც უცებ ჩაარიკრიკე შენებურად. ვიცი ახლა გაიფიქრებ ეს, რომ თავებს წერს იმასთან შედარებით ჩემი ჟირაფივით დიდი არისო, მაგრამ შენგან დიდ თავებს ვარ მიჩვეული და რა ვქნა? wink love
წარმატებები ^_^
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№8  offline მოდერი ანკა

Ugly
ვგიჟდები ამ ისტორიაზე ^_^ ძალიან მაგარი გოგო ხარ, იმედია ამ ისტორიას ,,ჰეფი ენდი" ექნება <3

კიი აუცილებლად winked love

KaTE:))
მოდი ძველ დროს გავიხსენებ და ისე შეგაფასებ-->78%-ით

გქონდა მოულოდნელი შეცდომები (( ამის გამო დაგაკელი 10%
მეორე 10% დავაკელი დღევანდელ თავს, ვიცი, რომ დაძაბული და კარგი თავი იყო ამ მხრივ, მაგრამ რაღაცით ვერ დავკმაყოფილდი. ვერ ავხსნი რა იყო ეს ამიტომაც დაგაკელი. შეიძლება ძალიან ბევრს მოეწონა ეს თავი, მაგრამ არ დამრჩა მე ძალიან კარგი შთაბეჩტილება და რა ვქნა? ხომ იცი, რომ მიყვარხარ, მაგრამ რასაც ვფიქრობ სწორედაც, რომ მაგას გიწერ. თორემ სიყვარულით აღსავსე სიტყვების დაწერას რა უნდა? არც არაფერი, უბრალოდ მსურს რასაც ვფიქრობ ის დაგიწერო.
2% კი მოცულობის გამო დაგაკელი, რაღაც უცებ ჩაარიკრიკე შენებურად. ვიცი ახლა გაიფიქრებ ეს, რომ თავებს წერს იმასთან შედარებით ჩემი ჟირაფივით დიდი არისო, მაგრამ შენგან დიდ თავებს ვარ მიჩვეული და რა ვქნა? wink love
წარმატებები ^_^

მადლობა საყვარელოო <3 love

 


№9  offline მოდერი ^paradise^

ძაააან მაგარი გოგო ხარ love მომწონსსსსსს და ველოდები ახალ თავს am

 


№10  offline მოდერი ანკა

^paradise^
ძაააან მაგარი გოგო ხარ love მომწონსსსსსს და ველოდები ახალ თავს am

აუცილებლად ჩემო საყვარელო, თორემ ვიცი სიკვდილს ვერ გადავურჩები wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent