შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(24 ნაწილი)


1-08-2015, 21:57
ავტორი ანკა
ნანახია 5 052

დილით როდესაც გავიღვიძე, თავს უკვე უკეთ ვგრძნობდი. ოთახში მიმოვიხედე და ვიკას მაგივრად ბაჩოზე მიყავი მიხუტებული. თითები სახეზე ნაზად ჩამოვუსვი და ისიც გამოფხიზლდა.
-გუშინ გვიან მოხვედით? - ვკითხე ინტერესით
-არა, უბრალოდ აღარ გაგაღვიძე - გამიღიმა და დაბოხებული ხმით მიპასუხა.
-რა გაარკვიეთ?
-მოგვიწევს ციხიდან გამოვიყვანოთ - ამოიოხრა და უკმაყოფილოდ მიპასუხა. ამაზე ხასიათი მეც შემეცვალა, როდესაც გამახსენდა რამდენად სასტიკად მექცეოდა და ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება - დამამშვიდა ბაჩომ და ხელით ჩემს თმებს წაეთამაშა.
-ფულის ანგარიშიდან გამოტანას როდის შეძლებ? - ვკითხე და გამამხნევებლად გავუღიმე.
-ჯერ გარკვეული ოპერაციებია შესასრულებელი. იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ მისი შვილი ვარ, კიდევ გარდაცვალების ცნობა და სხვა რაღაცეები. რაც უფრო მალე მოვაგვარებ უკეთესია.
-დღეს უნდა წახვიდე?
-არ ვიცი, ალბათ... აბა რას ვუცადო. ახლა კი მაგას თავი დავანებოთ და მაკოცე, თორემ ძალიან მომენატრე - პირდაპირ ტუჩებზე დამაცხრა და ვნებიანად დამიკოცნა, შემდეგ ყელში გადმოინაცვლა. ერთი ხელი წელს ქვემოთ შემიცურა და ტანზე ამიკრა, მეორე ხერხემალზე ამოასრიალა და სიამოვნებისგან თავბრუ დამახვია. გახელებული მეც ავყევი კოცნაში, თმებში თითები შევუცურე და ჩემკენ მოვიზიდე. მალე დამტოვა წელს ზემოთ ტანსაცმლის გარეშე და მკერდი მხურვალედ დამიკოცნა. ისე პროფესიონალურად დაათამაშებდა თითებს ჩემს სხეულზე, რომ სიამოვნების გამოძახილებს ვერ ვიკავებდი. მკერდიდან კისერში გადმოინაცვლა და მთელი ტანით ამეკრო. ვიგრძენი როგორ ამეწვა მთელი სხეული მისი შეხებისას და გული ორმაგად ამიჩქარდა. კისერში სველი კოცნა დამიტოვა, შემდეგ ნიკაპზე მსუბუქად დამასო კბილები, რასაც ჩემი კვნესა მოჰყვა და ბოლოს ტუჩებზეც მეამბორა. სიამოვნებისგან იმდენად გაბრუებული ვიყავი, ჩემი სახელი რომ გეკითხათ ვერ გიპასუხებდით. ბაჩო ვნებიანად და მომთხოვნად მიკოცნიდა მკერდს, კისერს და ტუჩებს მონაცვლეობით და ყურში მეჩურჩლებოდა რომ ვუყვარდი, შემდეგ ქვედა საცვალი გამაძრო და ფეხებს შორის მომექცა. ცოტა ხანში ოთახში გამეფებულ სიჩუმეს ჩემი სიამოვნების ამოძახილები არღვევდნენ. ისევ განვიცადე ძველი სიამოვნება: მთელს ტანზე ეკლებმა და ბუსუსებმა დამაყარეს, შიგნიდან სულ ავხურდი და გრძნობებს გასაქანი მივეცი... ბოლოს, დაღლილი ბაჩო გვერდზე მომიწვა, ხელი წელზე მომხვია, თავი ჩემს კისერში ჩარგო და ხმაურიანად მაკოცა. მე კიდევ მისკენ მივბრუნდი, ხელი კისერზე მოვხვიე და ჩემი გრძელი თითები მის თმაში ავხლართე. ბედნიერების ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან და საყვარელი სურნელით ფილტვებს ვივსებდი.
-ყველაზე მეტად მიყვარხარ ნინი! - მითხრა უეცრად ბოხი ხმით, წელზე მოხვეული ხელით უფრო მჭიდროდ ამიკრა სხულზე და ფეხები ჩემსაში ახლართა.
-მეც მიყვარხარ! აი, უზომოდ!!! - გავიცინე და თითების რიტმულად თამაში განვაგრძე.
-ძალიან მშია და თუ მალე არ მაჭმევ შენ შემომეჭმები! - გამაფრთხილა ეშმაკურად და ჩემი სურნელი ხარბად ჩაისუნთქა - ისე საჭმელზე გემრიელი კი იქნები - ჩაიფხუკუნა თავისთვის.
-გამიშვი მაშინ, გავაკეთებ საუზმეს - ვუთხარი და მისი ტორებიდან თავის დაღწევა ვცადე.
-გოგოო! რით ვერ დაიმახსოვრე, რომ სანამ სადმე წახვალ უნდა მაკოცო! - თავი წამოყო, ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და გვერდზე გადაწვა, რომ ადგომა შემძლებოდა.
ფეხზე წამოვდექი და საცვლების ამარა ჩავფრატუნდი პირველ სართულზე. ორი ჭიქა ყავა გავაკეთე, მაცივრიდან ნამცხვარი და შოკოლადები გამოვიღე, სინზე დავაწყვე და ოთახს მივაშურე.
-მოვედიი... - ვთქვი შედარებით ხმადაბლა და ჩემს დანახვაზე სახეგაბადრულ ბაჩოს გავუღიმე.
-მოდი ჩემო კუსკუსაა... აბა რა მომიტანე? იცოდე თუ არ მეყოფა მერე შენ შეგჭამ!
-შესაჭმელად არ გეცოდები? - ვკითხე და ტუჩები გამოვბუშტე, თან სინი საწოლზე დავდე და იქვე ჩამოვჯექი. ტუჩის კუთხე ჩატეხა, ღიმილით მოიქცია ჩემი სახე თავის ხელებში და ტუჩები ნაზად დამიგემოვნა. ხელები კისერზე მსუბუქად შემოვაწყვე და კოცნაში ავყევი. დიდხანს ნაზად ვეალერსებოდით ერთმანეთს. ეს ისეთი სასიამოვნო იყო, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ!.. აი, მაგალითად.. არაა... ამაზე მაგალითის მოყვანა შეუძლებელია. ესაა რაღაც წარმოუდგენელი, ძალიან სასიამოვნო. აი ისეთი, შიგნიდან სითბოთი და სიყვარულით რომ გავსებს და ახალი დღის დაწყების ხალისსა და სურვილს რომ აღძრავს. ორივე თვალებგაბრწყინებული მოვშორდით ერთმანეთს... უხერხული პაუზა ჩამოწვა და მეც, ჩემი სიმორცხვის გადამკიდემ, თავი დავხარე. ბაჩომ ჩუმად ჩაიცინა, ისე, რომ მე არ გამეგო, თუმცა არ გამოუვიდა.
-შენი სიმორცხვე მაგიჟებს ჩემო პატარა კუსკუსა ქალბატონო - მითხრა თბილად, ორი თითი ნიკაპქვეშ ამომიდო, თავი ამაწევინა და მოწყვეტით მაკოცა ბაგეებზე - ახლა ვჭამოთ, თორემ ძალიან ძალიან ძალიან მშია - გამიცინა და სინს მიუბრუნდა.
ორივემ დავიწყეთ ჭამა. ნამცხვარს ჩემი შოკოლადები დავაყოლე და გემრიელად მივირთვი. შემდეგ მოულოდნელად ბაჩო პირისკენ წაღებულ ხელზე დამეტაკა და შოკოლადის ფილა ჩაკბიჩა.
-აუ ბაჩოო!.. - ამოვიბუზღუნე უკმაყოფილოდ, რაზეც ბაჩოს გაეცინა.
-რა გინდა - მკითხა, ვითომც არაფერიო და მეორე ლუკმა ჩაკბიჩა.
-იქაც ხომ დევს შოკოლადი, რაღა ჩემსას დაეტაკე - ვუთხარი და მისი საყვარელი თვალების დანახვისას მაინც ჩამეღიმა.
-მე შენი ლამაზი თითებიდან მინდა ვჭამო - უცბად მოიფიქრა ჩემი დასადუმებელი ხერხი და დარჩენილი ნატეხიც კბილებით გამომართვა.
-სულ შემიჭამეე... - ჩავიდუდუნე ჩემთვის და ტუჩები დავბრიცე.
-აჰა, მოდი შენც გაჭამო - ტუჩებში მაკოცა და ენით შოკოლადის პატარა ლუკმა ჩემს პირში გადმოაცოცა. საოცარი შოკოლადის კოცნა იყო. აი ისეთი, მაშინვე რომ შემომირიგა, ხელები კისერზე შემოვაწყვე, კალთაში კომფორტულად ჩავუხტი, ფეხები წელზე მოვხვიე და ტუჩებში ვაკოცე. კოცნაში ისიც მომენტალურად ამყვა, ხელები ფეხზე ამოასრიალა და წელზე ძლიერად მომხვია. უეცრად ბაჩოს ტელეფონზე ზარი გაისმა. მოშორებას არ აპირებდა, თუმცა ჩემი ხვანცალის შემდეგ უკმაყოფილოდ მომშორდა, ეკრანს დახედა, ამოიხვნეშა და უპასუხა
-ხო თემო... კი, ხელი შემიშალე... ხო მაგაში... - თვალებს გაბრაზებული აბრიალებდა და მოკლედ პასუხობდა ძმაკაცის კითხვებს - ამოგაძრობ ახლა ენას... - გაეცინა და ისევ ყური დაუგდო - ჰო რა გინდოდა... მე გამოგივლი, ნინის თათასთან დავტოვებ და წავიდეთ
-აუ ბაჩო, მეც წამოვალ... სად მიდიხართ? - საუბარი შევაწყვეტინე და უცბად მივაყარე.
-კაი, მოკლედ გამოვალთ რა ჩვენ... - ტელეფონი გათიშა და მე მომიბრუნდა
-ყველგან წამოსვლა როგორ გინდა კუსკუს - გაეცინა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცხვირზე მაკოცა.
-სად მიდიხართ? - არ დავნებდი და ისევ ვკითხე.
-ბანკში, რომ თანხა გამოვიტანოთ. ჯობს თათასთან ერთად იყო - მითხრა და ჩემი „განძიდან“ ერთი შოკოლადი აიღო.
-კარგი - გავუღიმე და ახლა მე წავართვი ხელებიდან შოკოლადი.
ასეთ სიცილ-ხარხარში და სიყვარულში გაგვითენდა ეს დღე. 12 საათზე კი, თემოს მეხუთე ზარის შემდეგ ვიკადრეთ და საწოლიდან ავდექით.
ბაჩომ თემოს სახლში მიაკითხა, მასთან ერთად ბანკში წავიდა, მე კი თათასთან დავრჩი.
-დიდი ხანია არ მინახიხარ - გადამეხვია თათა და მისაღებ ოთახში შემიძღვა. გალიიდან მოჭიკჭიკე ჩიტის ხმები მოისმოდა.
-ეს ჯერ არ ლაპარაკობს? - ვკითხე და დივანზე მოვკალათდი.
-თითქოს რაღაცეებს ბურტყუნებს, მაგრამ ჯერ გარკვევით არა. ყავას დალევ? - მკითხა და მზერა ჩიტიდან ჩემზე გადმოიტანა.
-არა, ახლა დავლიე. ნაყინი გაქვს?
-ნაყინის მეტი რა არის საყინულეში! ახლავე მოვიტან! - გადაიკისკისა მხიარულად და სამზარეულოს მიაშურა.
-გოგო, შენ მერამდენე თვეში ხარ? - გავძახე გვერდითა ოთახში მოფუსფუსეს.
-მეორე, რაიყო?
-არაფერი, მეც მეორეში ვარ და... - გამეცინა და ტელევიზორი ჩავრთე.
-ხოო? აუ რამაგარია! ერთ დღეს თუ გაგვიჩნდა შვილები მერე ეგ იქნება მაგარი - გაეცინა და ნაყინიანი ჭიქა გამომიწოდა.
-ჰოო... პირველი ბიჭი გინდა თუ გოგო?
-მე და თემო სულ მაგაზე ვჩხუბობთ. მაგას ბიჭი უნდა, მე -გოგო - ამოიოხრა მობეზრებულად.
-მე და ბაჩოს ბიჭი გვინდა. ჩემს პატარა გოგოს დამცველი ეყოლება რომ გაიზრდება - ვუთხარი კმაყოფილმა.
-სახელები მოიფიქრეთ?
-კი... ბიჭს ერეკლე და გოგოს ანასტასია. შენ?
-არ ვიცი... გოგოს მარიამი მინდა დავარქვა და ბიჭს ალბათ ნიკოლოზი. - საღამომდე დრო ჭორაობაში გავიდა. თურმე მალე თათა ექიმთან უნდა წასულიყო და მე ვუთხარი მეც წასასვლელი ვართ-მეთქი. მერე იმან მითხრა თუ გინდა ერთი და იგივე ექიმთან ვიაროთო და მეც სიხარულით დავთანხმდი. ნაკლებად დამეზარებოდა ასე გამოკვლევებზე სიარული. საღამოს კარზე ზარი გაისმა და სახლში დაღლილი ქმრები შემოვუშვით. თემო პირდაპირ სავარძელში ჩაეშვა, ბაჩო კი მე მომიჯდა დივანზე და ხელი გადამხვია.
-რა ქენით? - იკითხა თათამ.
-მოვაგვარეთ ყველაფერი. რატის ფულიც გადავიხადეთ და ხვალ ან ზეგ გამოუშვებენ - თქვა თემომ. - თათუშ, მიდი რა ცივი წყალი გამომიტანე - ცოლს გახედა და საწყალი თვალები მიაპყრო.
-აბა, ხომ არ მოიწყინეთ? - მკითხა ბაჩომ და ჩემს თმებზე ხელი ჩამოასრიალა.
-არა, ჭორაობაში გავიყვანეთ დრო - ვუპასუხე და თემოს ყვირილზე შიშისგან შევხტი
-ვერ მითხარით ეს ჩიტი თუ გამოშვებული გყავდათ?! ნახე როგორ მიკბინა! ჩემს გარდა ვერავინ ვერ ნახა ამ დედააფეთ*ებულმა? - დაიწყო ბუზღუნი და გინება, თან ნატკენ თითს იზელდა.
-რა თქმა უნდოდა მაგას. გალიის კარი ღიაა... - გაიკვირვა თათამ და ქმარს წყლიანი ჭიქა მიაწოდა.
-დამილურჯდება ახლა მე ეს - ჩაიდუდუნა თემომ და გალიის თავზე შემოსკუპებულ ჩიტს წარბშეკრულმა გახედა. იმანაც, თითქოს იგრძნო თემოს მტრობაო, ისე აჭიჭყინდა, ყურები გაგვიხვრიტა ყველას.
-აუ, ახლა მე ამ ჩიტს მოვისვრი აქედან - ფეხზე წამოხტა თემო და პირდაპირ ჩიკოსკენ გაემართა.
-კაი, რას მოისვრი! გაგიჟდი?! - გაეკიდა თათა სიცილთ და ხელზე დაექაჩა.
-აბა რა უნდა! ნახე როგორ მიშლის ნერვებს! პატარა დემონია სუფთა, მეტი არაფერი! - გამოსცრა კბილებს შორის და ისევ მისკენ წაიწია, თუმცა თათამ უკან მოქაჩა და ძველ ადგილას დააბრუნა.
-არ გახსოვს ეგ ჩიტი რისთვის იყიდე? - ჰკითხა ოდნავ მომლბალმა.
-მახსოვს - ამიოხრა და თვალები გადაატრიალა. - ეგ დღეც ჩამიშალა ამ ავაზაკმა - დაამატა მობეზრებულად.
-მერე რა! ძალიან ორიგინალური და დასამახსოვრებელი იყო და ჩიკო ჩვენი სიყვარულის სიმბოლოა... - თბილი ტონით ნელა და აუჩქარებლად უხსნიდა და ახერხებდა კიდეც თემოს დამშვიდებას.
-ესაა გოგო ჩვენი სიყვარულის სიმბოლო?! არ გრცხვენია? - ამოიბუზღუნა, თუმცა თათამ მალევე გააჩერა
-ჩუუ... მე ჩიკო იმ დღეს მახსენებს ხელი რომ მთხოვე. მაგ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი...
-კარგი ჯანდაბას. ამ ჩიტს შენ რომ არ ყავდე აქამდე დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა - ხელი აიქნია და დანებებული დაუბრუნდა სავარძელს.

………………………
დღეს ძლივს მოვიცალე დასაწერად, მაგრამ მაინც შევძელი დროის გამონახვა...
იმედი მაქვს მოგეწონებათ და ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ დააკომენტაროთ ერთი სიტყვით მაინც... ამით ძალიან გამახარებთ ჩემო საყვარლებოო...
ველი შეფასებას...



№1  offline წევრი Tako Gogelia

ძალიან მომეწონაა

 


№2  offline მოდერი ანკა

Tako Gogelia
ძალიან მომეწონაა

დიდიიი მადლობა ჩემო საყვარელოო love love love

 


№3  offline წევრი ROLIKA

დადააამმმმ❤ კარგიი იყოო...შენ უფრო კარგი ხარ...ნიჭიერი და კარგი გოგო ხარ ❤❤ ველოდები შემდეგს ❤❤.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

მეჩვენება თუ თათასთან არაა თემო რაღაც ბაჩოსავით თბილი და მოსიყვარულე? ო.ო

 


№5  offline წევრი cancara

Kaia kai maledade

 


№6  offline მოდერი ანკა

ROLIKA
დადააამმმმ❤ კარგიი იყოო...შენ უფრო კარგი ხარ...ნიჭიერი და კარგი გოგო ხარ ❤❤ ველოდები შემდეგს ❤❤.

დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო <3 <3 <3 ძალიან გამახარეე <3 love


ტომაჩკა
მეჩვენება თუ თათასთან არაა თემო რაღაც ბაჩოსავით თბილი და მოსიყვარულე? ო.ო

თათასთან მოსიყვარულეა, ჩიტზე სჭირს ალერგია wink wink love

nini5852
აანკა რომ მიყვარხარ გითხარი უკვე?? :დ ძალიან კარგი იყო, მართლა ზედმეტია სიტყვები ისეთი თავი იყო :დ

კიი, მითხარი და მეც გითხარი უკვე, რომ ძალიან ძალიან მიყვარხაარ!!! love

cancara
Kaia kai maledade

აუცილებლაად <3 მადლობა დიდიიი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent