შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(25 ნაწილი)


2-08-2015, 17:59
ავტორი ანკა
ნანახია 5 101

რატის გასათავისუფლებლად ფულის გადახდის შემდეგ ორი დღეს გავიდა. ის უკვე „სამშვიდობოზე“ იყო და თავისუფლად დაიარებოდა თბილისის ქუჩებში. შეხვედრა ერთ-ერთ კლუბში დაგვითქვა, რათა საუბარი და გეგმების დაწყობა შეგვძლებოდა და გაგვაფრთხილა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავით, რადგან ჩვენთვის უცნობი მტრები მოქმედებას დღე-დღეზე დაიწყებდნენ.
-მზად ხარ? - ოთახის კარი ბაჩომ შემოაღო, თავი შემოყო და შემდეგ ტანით შემოვიდა.
-კი - გავუღიმე და კრემისფერ კაბას სარკეში თვალი შევავლე.
იქ მისულებს თემო, თათა, ლუკა, ლიკა და ვიკა დაგვხვდნენ.
-რატი არ მოსულა ჯერ? - იკითხა ბაჩომ და ჩემთან ერთად დივანზე დაჯდა.
-დავურეკე და ერთ წუთში მანდ ვიქნებიო - უპასუხა ლუკამ. ამის თქმა და კლუბში რატის შემოსვლა ერთი იყო. შავი ჯინსები, შავი მაისური და შავი სათვალეები ეკეთა. წვერი გაეპარსა და შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა. ვიგრძენი როგორ დაეჭიმა ბაჩოს ჩემზე მოხვეული ხელი რატის დანახვისას. ალბათ როგორი დიდი სიამოვნებით გაიგდებდა წიხლქვეშ, თუმცა თავს იკავებდა. ახლა ერთ გუნდად უნდა გავერთანებულიყავით... შორიდან მომავალმა ირონიული მზერა გვტყორცნა სამეგობროს, ბარმენთან მივიდა და სასმლით ხელში მოგვიახლოვდა.
-მოგესალმებით ყველას - გვითხრა მოჩვენებითი სიხარულით და სახეზე ყალბი ღიმილი აიკრა - კარგია ამდენი ხნის შემდეგ თბილისის ქუჩებში კვლავ თავისუფლად სიარული - ხელები გაშალა, თითქოს სურდა ეჩვენებინა, რომ ჩიტივით თავისუფალი იყო. რამდენი ბურტყუნი იცის ამ კაცმა სანამ საქმეზე გადავა... მთელს სანათესაოს მოგიკითხავს, მაგრამ თუ შენ არ წამოაყენე ინიციატივა, ის საქმე საერთოდ არ გაახსენდება, რისთვისაც დაიბარე.
-გეყოფა ზედმეტი ბოდიალი, დაჯექი და მოგვიყევი რა იცი მათ შესახებ - შეუღრინა ლუკამ და დივანზე ანიშნა. რატიმ ტუჩის კუთხე ჩატეხა, სრულიად აუჩქარებლად მიუახლოვდა ცალკე მდგომ დივანს და კომფორტულად მოთავსდა. ბიჭები გაღიზიანებულები ადევნებდნენ თვალს რატის მოქმედებას და ყველა დაბმული ძაღლივით იყო, ერთ სული რომ აქვთ როდის აუშვებ, რომ მსხვერპლი დაგლიჯონ. გოგოებს კი რატის ქცევები და მისი ხმაც კი ზიზღს უფრო და უფრო გვიღვივებდა.
-ვიცი, რომ არავის გულზე არ გეხატებით… დამიჯერეთ, არც მე... მაგრამ სჯობს ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ ის დაძაბულობა რაც ჩვენს შორისაა, თორემ ასე არაფერი გამოგვივა - ჩაილაპარაკა რატიმ და ჭიქიდან ვისკი მოსვა.
-ჩვენ გადავწყვეტთ როგორ მოვიქცევით - კბილებს შორის გამოსცრა თემომ.
-აპირებ საქმეზე გადასვლას თუ არა?! - ახლა ბაჩომ დაიგრგვინა და კუშტად შეკრული წარბებით გახედა დივანზე მონებივრე კერესელიძეს.
-კარგით, გვეყოს ხუმრობა. დავიწყოთ - რატი დივნიდან წამოიჭიმა, სასმლიანი ჭიქა მაგიდაზე დადო და სერიოზული გამომეტყველება მიიღო. - ჯერ მოკლე ინფორმაციას მოგაწოდებთ მათ შესახებ... - ყველამ ინტერესიანი მზერა მივაპყარით და მოსმენა დავიწყეთ... - ესაა 5-კაციანი ბანდა. მათ საძმოში უფრო მეტი კაცია გაწევრიანებული, თუმცა ასეთ საქმეებზე ხუთზე მეტ კაცს არ გზავნიან. თუ რაიმე განსაკუთრებულია შეიძლება ექვსი ან შვიდი კაცით მოვიდნენ, მეტი არა... მათი ბოსი 25 წლის, ასე ვთქვათ, გზას აცდენილი ყმაწვილია. ნარკოტიკების გაყიდვითაა დაკავებული შავ ბაზარზე. სახელი და გვარი - დამიანე ვაწაძე. ადრე მეც ვიყავი მის ბიზნესში ჩართული, თუმცა შემდეგ თავი დავანებე. ამის გამო უთანხმოება მოგვივიდა. თუ მან გაიგო, რომ თქვენ გეხმარებით, ისევ ციხეში ამომაყოფინებს თავს. ამიტომ, მეც არ ვარ სახარბიელო მდგომარეობაში... - ვისკიანი ჭიქა ჩაცალა და თხრობა განაგრძო - მათი მთავარი სამიზნე ბაჩოა. ალბათ გაიგებდნენ უკვე იმას, რომ ანგარიშიდან ფული მოიხსნა. ამით შენი მკვლელობის შანსები გაიზარდა - თქვა და ბაჩოს გახედა - მათ იციან, რომ ფული ახლა ნაღდ თანხებში გაქვს და მის წასაღებად მოვლენ. ამას კი მსხვერპლის გარეშე არ გააკეთებენ. თუ მაინცდამაინც სიკეთის გამოჩენა მოუნდებათ, ნინით დაგაშანტაჟებენ - ახლა მე გადმომხედა - მგონი სულ ესაა, რამე კითხვები გაქვთ? - იკითხა და გარშემომყოფებს თვალი მოგვავლო.
-მათზე სხვა შავ-ბნელი საქმეები არ იცი? - ჰკითხა ბაჩომ.
-ყველაზე მეტად ხელსაყრელი ესაა, რადგან პირდაპირ მათ ბოსს უკავშირდება. თუმცა ამის გარდა უამრავი კაცი ყავთ მოკლული და გაძარცვული.
-აჰაა, გასაგებია... მაგრამ ეს ჩვენ არ გამოგვადგება. პოლიციაში იმის გამო ვერ წავალთ, რომ მათი დანაშაული ვიცით. თან ეს დიდი ხნის წინაა ჩადენილი და ეჭვს გამოიწვევს - ჩაფიქრდა თემო.
-მართალია - თქვა ლუკამ და ამოიოხრა.
-ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. ჩვენ არ ვიცით, ისინი როდის დაიწყებენ მოქმედებას - გვითხრა რატიმ - ფული მთლიანად გამოტანილი გაქვს ხო? - მიუბრუნდა ბაჩოს კითხვისნიშნიანი მზერით.
-კი, სახლშია.
-ბანკში ვერ შევიტანთ. სადმე უნდა გადავმალოთ ან დავმარხოთ, მისი სახლში გაჩერება დროებით საშიშია - თქვა რატიმ და ჩაფიქრდა სად შეიძლებოდა ფულის წაღება.
-ჩემი სახლის უკან რომ დავმარხოთ? - იკითხა თემომ
-შეიძლება, მაგრამ რაც უფრო შორს იქნება უკეთესია. სხვა ვარიანტები არ გაქვთ? - მაინცდამაინც არ მოიწონა რატიმ თემოს არჩევანი.
-დაჩაზე რომ ავიტანოთ წყნეთში? - იკითხა ვიკამ
-ეგ ჯობია - თქვა რატიმ - ეგ საქმე ამაღამვე უნდა მოვაგვაროთ, დრო არ იცდის. შეიძლება დღესაც გვიანია, თუმცა მთავარია ვცადოთ - ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდებოდა და ასეთივე სისწრაფით, მოულოდნელად დასრულდებოდა. გული ცუდს მიგრძნობდა მოსაუბრეებს ყურს ძლივს ვუგდებდი. ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული...
-წყნეთში მე წავალ, არაა პრობლემა - თქვა ლუკამ - უბრალოდ იქ ნამყოფი არ ვარ და ვინმე გამომყევით
-მე წამოვალ, ბოლო-ბოლო ჩემი სახლია - უპასუხა ვიკამ.
-კარგით, ეს საქმე მოვაგვარეთ... - ჩაილაპარაკა რატიმ შედარებით კმაყოფილი ტონით.
-ახლა? - ჰკითხა თემომ.
-ახლა მოცდა მოგვიწევს - უპასუხა დაუყოვნებლად.
-რას ვუცადო?! როგორ მოვლენ ჩვენს მოსაკლავად? - შეეპასუხა გაღიზიანებული ბაჩო.
-დამშვიდდი, ყველაფერს მოვაგვარებთ. მთავარია ყურადღებით ვიყოთ - თქვა რატიმ მშვიდი ტონით.
-რას ქვია ყურადღებით ვიყოთ? ასე ვისხდეთ და ველოდოთ? - ახლა მე ამომეწურა მოთმინების ფიალა და ხმამაღლა წამოვიყვირე.
-ნინი მართალია, რამე მოვიფიქროთ - მხარი ამიბა თათამ. საბოლოოდ ყველა იმ აზრზე დავდექით, რომ გეგმა უნდა შეგვედგინა. რატი თავიდან უარზე იყო, თუმცა საბოლოოდ ეგეც დაგვთანხმდა.
-მგონი ჯობს საუბარი ჩემთან განვაგრძოთ, სახლში, თან ლუკა და ვიკაც წავლენ წყნეთში - თქვა ბაჩომ. ყველანი გზას დავადექით. ლუკა და ვიკა ფულიანად წყნეთში გავუშვით, ჩვენ კი მისაღებ ოთახში დავსხედით და ფიქრი დავიწყეთ.
-იდეები გაქვთ? - იკითხა ლიკამ - იქნებ შეხვედრა დავუთქვათ? - წამოაყენა თავისი აზრი და შეფასებას დაელოდა.
-ასე პირდაპირ არ შეგვხვდებიან, ეგეთი სულელებიც არ არიან - დამცინავად ჩაილაპარაკა რატიმ და ოთახში წინ და უკან სიარული განაგრძო.
-მგონი შეხვედრა მართლაც კარგი აზრია - მხარი აუბა თემომ.
-ვუთხრათ, ვითომ ფული გვაქვს და მშვიდობიანად მიცემას ვაპირებთ - თქვა თათამ.
-მაგას არ დაიჯერებენ - შეეპასუხა რატი
-უკეთესი შენ მოიფიქრე! - შეუბღვირა თათამ და ცხვირი თემოს კისერში ჩარგო.
-უთხარით, რომ ნარკოტიკების ამბავი იცით და თუ არ შეგხვდებიან დასალაპარაკებლად პოლიციაში იტყვით. ოღონდ მე არ მახსენოთ საერთოდ - გვითხრა რატიმ.
-ეგრე დაგვთანხმდებიან? - იკითხა თემომ
-კი. ზედმეტი პრობლემები არ სჭირდებათ... - ჩაილაპარაკა დარწმუნებით.
-პირისპირ შევხვდები მათ ბოსს - განაცხადა ბაჩომ
-ბაჩო! გაგიჟდი?! - შევიცხადე მაშინვე ანერვიულებულმა და ვიგრძენი როგორ გამეჩხირა ყელში ბურთი.
-არ ინერვიულო პატარა, მე არაფერი მომივა... - ხელით სახეზე მომეფერა და რატის გახედა.
-პირისპირ გინდა შეხვედრა? - ჩაიცინა და ირონიული მზერა მიაპყრო.
-რამე პრობლემაა? - ირონია არც ბაჩომ დააკლო.
-არანაირი, უბრალოდ ყველაფერი მოჩვენებით იქნება. უკან ბანდის რამდენიმე წევრი ეყოლება გამოყოლილი. რაც არ უნდა დაიფიცოს, დარწმუნებული ვარ მარტო მოსვლისთვის გამბედაობა არ ეყოფა. ჩვენც ასე მოვიქცევით... - თქვა რატიმ.
-კარგი, მაგრამ გოგოებს მარტო ვერ დავტოვებთ! დაშანტაჟება მარტო ნინითი კი არა, ნებისმიერით შეუძლიათ - უთხრა ბაჩომ.
-გოგოებთან მე დავრჩები. არ მინდა მათმა ბანდამ დამინახოს, თორემ ძალიან დიდ პრობლემებს ავიკიდებ - უპასუხა რატიმ. იმის წარმოდგენაც კი, რომ რატისთან ერთად მარტო დავრჩებოდით, საშინლად მზარავდა და ჩემში შიშს აღძრავდა. რატომღაც ვიცოდი, რომ რატი არაფერ ცუდს არ ჩაიდენდა, თუმცა ძველი მოგონებები თავიდან არ მშორდებოდნენ. ბაჩოს ამის გაგებაზე ძარღვები დაეჭიმა. როგორც ჩანდა, არც მას გახარებია იმის გაგება, რომ რატის იმედზე გვტოვებდა.
-სხვა გზა არ გაქვს, უნდა მენდო! - ჩაიცინა რატიმ, როდესაც მიხვდა ბაჩოს ორჭოფობას და ამდენხნიანი სიარულის შემდეგ სავარძელში ჩაეშვა.
-იცოდე, თუ რამეს იზამ... - დაიწყო ბაჩომ
-არ ინერვიულო, არაფერს არ ვაპირებ - გააწყვეტინა რატიმ და მყარი ტონით მიუგო. ამ პასუხმა, თითქოს დაარწმუნა ბაჩო, რომ რატი ჩვენსკენ იყო, თუმცა ბოლომდე დაწყნარებულის არაფერი ეტყობოდა. ხელები წელზე მოვხვიე და გულ-მკერდზე მივეხუტე, რომ ასე უფრო დამემშვიდებინა, თუმცა რამდენად გამომივიდოდა არ ვიცოდი. მის აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობდი და არ მინდოდა გამეშვა. არ მინდოდა მის გარეშე ერთი წამიც კი ვყოფილიყავი. ალბათ ის დღე ჩემთვის ყველაზე მძიმე იქნებოდა, როდესაც ბაჩო მეორე ბანდის ბოსის შესახვედრად წავიდოდა... არ ვიცი...
ჩვენ შუაღამემდე ვაწყობდით გეგმებს და სავარაუდო შედეგებს. მას შემდეგ, რაც ბაჩომ განაცხადა, რომ პირისპირ შეხვდებოდა მათ და გოგოები რატისთან დავრჩებოდით, აზროვნების უნარი დამეკარგა. ბავშვების გასაცილებლად ადგომაც კი არ გამხსენებია. ფიქრებიდან მაშინ გამოვერკვიე, როდესაც დაცარიელებულ ოთახს თვალი მოვავლე და დერეფნიდან მომავალ ბაჩოს გავხედე. ყელში გაჩხერილი ბურთი უფრო აუტანელი გახდა, თუმცა თავს მაქსიმალურად ვიკავებდი, რომ ცრემლები არ წამომსვლოდა. მე ხომ ასე მეშინოდა... მეშინოდა რატისთან დარჩენის... ან შეიძლება ბაჩოს დაკარგვის უფრო... ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, თუმცა ეს ხომ ასეთი უსუსური რამ ჩანდა - იმედი... მხოლოდ ეს რჩება ადამიანს, რომელიც საფრთხის წინაშე დგას. იმედი იმისა, რომ საბოლოოდ ბედნიერი იქნება საყვარელ ადამიანთან ერთად. ბაჩოს დაკარგვას ვერ გადავიტანდი. თუ ის მოკვდებოდა თავს არც მე ვიცოცხლებდი. „რომეო და ჯულიეტას“ მსგავსი ისტორია კი გვექნებოდა, თუმცა მაგას რა მნიშვნელობა ჰქონდა. თუ ბაჩოს რამე დაემართებოდა ვერ გადავიტანდი და ნერვიულობით თუ არა, თვითმკვლელობით მაინც შევხვდებოდი იმქვეყნად... უაზრო ფიქრებისგან გასათავისუფლებლად თავი გავაქნიე და ბაჩოს ამღვრეული თვალებით ავხედე.
-მითხარი აბა რაზე ნერვიულობ... - ჩემს წინ ფეხებს შუა ჩაიკუზა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და სიყვარულით აკიაფებული თვალები მომაპრყო.
-შენზე... და კიდევ რატისთან დარჩენაზე... ჩვენს მომავალზე და საერთოდ ყველაფერზე - სიტყვები ლუღლუღით გადავაბი ერთმანეთს და ცრემლებს გასაქანი მივეცი. ბაჩო მაშინვე წამოდგა, გვერდით მომიჯდა და გულში მთელი ძალით ჩამიკრა. პატარა კნუტივით მივეწეპე საყვარელი მამაკაცის სხეულს და ცრემლებით მისი მაისურის უტიფრად დასველება დავიწყე.
-ჩუუ, პატარა... კაი, ნუ ტირი... ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე... მე არაფერი მომივა. რატიც არაფერს იზავს, დარწმუნებული ვარ. ხომ იცი, თუ რამეს გაბედავს არ ვაცოცხლებ... - თბილად მელაპარაკებოდა და თავზე ხელს მისვამდა, რომ დავემშვიდებინე. ხმის ტონზე საერთოდ არ ეტყობოდა ნერვიულობა, თუმცა გულის ცემით ხომ ვხვდებოდი, რომ ჩემი მდგომარეობის გამო ის ორმაგად უფრო აღელვებული იყო. ვცადე, ემოციები მომეთოკა, თუმცა ჯერ-ჯერობით თავს ვერ ვერეოდი.
-არ მინდა შენი დაკარგვა - ამოვისლუკუნე და ხმამაღლა ავტირდი. ასე მეგონა გული შუაზე მეხლიჩებოდა. არ მინდოდა იმის წარმოდგენაც კი, რომ ბაჩოს გარეშე მომიწევდა ცხოვრების გაგრძელება. ნუთუ სიკვდილი ისევ გამიმეტებდა კიდევ ერთი ტკივილისთვის.
-არც დამკარგავ, ჩემო პატარა... შენთვის ვიცოცხლებ და ჩვენი შვილისთვის... შენ კიდევ არ უნდა ინერვიულო, ჩვენს პატარაზე იფიქრე... მისი ჯანმრთელობა ახლა შენზეა დამოკიდებული. თავს უნდა გაუფრთხილდე, რომ კარგად იყოს. ჩემზე არ ინერვიულო, გთხოვ... - შუბლზე მაკოცა და ცერა თითით ცრემლები მომწმინდა. სტურუნით ავხედე ჩემს საყვარელ მომწვანო-მოცისფრო თვალებს და მასში არსებულმა იმედის სხივმა თითქოს ძალა შემმატა.
-აი ასე, დამშვიდდი - გამიღიმა გამამხნევებლად, როდესაც შენიშნა, რომ ნელ-ნელა ვწყნარდებოდი. - წამოდი დავიძინოთ, დაიღლებოდი - ხელში ბუმბულივით ამიტაცა და საძინებელს მიაშურა. ფრთხილად დამაწვინა, თვითონაც გვერდით მომიწვა, ხელები წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა.
-მიყვარხარ... - ჩავიჩურჩულე ნახევრად მძინარემ და ბაგეებზე ბაჩოს ცხელი ტუჩების შეხება ვიგრძენი...

................
ესეც შემდეგი თავი ჩემო საყვარლებო...
გუშინ ძალიან გამახარეთ თქვენი კომენტარებით და დღეს უფრო დიდი თავი დავდე.
თუ კიდევ გამახარებთ შევეცდები უფრო დიდი დაგიდოთ...
იმედია ისიამოვნებთ და ველი შეფასებას...



№1  offline წევრი Tako Gogelia

ძალიანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ მომეწონაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

 


№2  offline მოდერი ანკა

Tako Gogelia
ძალიანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ მომეწონაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

დიიდიიიიი დიდიიიიი მადლობა ჩემო საყვარელოო <3 <3 <3 love

 


№3  offline წევრი sali))

Dzalian dzalian magari ikoo Anka Dalian magari ggogo car Dalian mikvarxar

 


№4  offline მოდერი ანკა

sali))
Dzalian dzalian magari ikoo Anka Dalian magari ggogo car Dalian mikvarxar

მეც ძალიან შემიყვარდი უკვეე <3 <3 <3 love

 


№5  offline წევრი dreamer777

უმაგრესი ნაწილი იყო და ძალიან მომეწონა :) <3 ოღონდ გთხოვ ბაჩოს არაფერი დამართო რა თორე მაგასთან ერთად მეც მოვკვდები ისე განვიცდი ხოლმე ასეთ რაღაცეებსდ :D :D :D ^_^ <3 <3 <3 ამ ისტორიით ძალიან შემაყვარე თავი, და უნდა გამოგარჩიო,რომ სხვანაირი წერის მანერა გაქვს,რომელიც მომწონს <3

 


№6  offline მოდერი ანკა

dreamer777
უმაგრესი ნაწილი იყო და ძალიან მომეწონა :) <3 ოღონდ გთხოვ ბაჩოს არაფერი დამართო რა თორე მაგასთან ერთად მეც მოვკვდები ისე განვიცდი ხოლმე ასეთ რაღაცეებსდ :D :D :D ^_^ <3 <3 <3 ამ ისტორიით ძალიან შემაყვარე თავი, და უნდა გამოგარჩიო,რომ სხვანაირი წერის მანერა გაქვს,რომელიც მომწონს <3

ძალიან გამახარეე <3 <3 <3 აი ძალიაან!!! love სიხარულისგან ამწამს მეცხრე ცაზე ვარ!!! <3 ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ასეთი თბილი კომენტარისთვის! love love love სიტყვები არ მყოფნის... love

 


№7  offline წევრი queen1

Dzalian magari istoriaa.. Erti ragac minda vtqva.. Ratomgac mgonia rom rati kargi adamiania da ratomgac mesimpatiureba (chems piqrebshi).. Ratis da likas ertad vxedav.. Dzalin magari iqneba tu daaaxloveb.. An uketesi tu "-rdzaluli xili 2 " vixilav.. Es ubralod chemi pantaziaa da mindoda tqventvis gameziarebina <3

 


№8  offline მოდერი ანკა

queen1
Dzalian magari istoriaa.. Erti ragac minda vtqva.. Ratomgac mgonia rom rati kargi adamiania da ratomgac mesimpatiureba (chems piqrebshi).. Ratis da likas ertad vxedav.. Dzalin magari iqneba tu daaaxloveb.. An uketesi tu "-rdzaluli xili 2 " vixilav.. Es ubralod chemi pantaziaa da mindoda tqventvis gameziarebina <3

მართლაც საინტერესო ვარიანტია, თუმცა რატისთან დაკავშირებით სხვა გეგმები მაქვს, იმედია არ მიწყენ და მოგეწონება :) <3 <3 <3
დიდი მადლობა! love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent