შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(26 ნაწილი)


3-08-2015, 17:25
ავტორი ანკა
ნანახია 5 126

დილით ბაჩოს მზრუნველმა და თბილმა ხმამ გამაღვიძა:
-კუსაა, გაიღვიძეე... - ხელით სახეზე მომეფერა და მეც სახეგაბადრულმა გავახილე თვალები. - საუზმე მოგიტანე - ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და წვენსა და კრუასანებზე მიმითითა.
-მმმ... როდის ადექი მე რომ არ გამიგია?! - ვკითხე გაკვირვებულმა სიცილით, საწოლზე წამოვჯექი და წვენი მოვსვი.
-ისე ავდექი რომ არ გაგღვიძებოდა - გამიცინა და თვითონაც ჭამას შეუდგა. ამის შემდეგ სიჩუმე ჩამოწვა. თავში ისევ გუშინდელი უსიამოვნო მოგონებები ამომიტივტივდა და დღევანდელ დღეზე ფიქრი დავიწყე.
-დღეს რას აპირებთ? - ვკითხე ცოტათი მოღუშულმა.
-დღეს შევხვდები. ნუ ნერვიულობ კაი? - მითხრა თბილი ტონით და თვალებში შემომხედა.
-შევეცდები - ვუპასუხე და მწარედ ჩავიცინე.
-ჩემი პატარა მზრუნველი ცოლი - გამიღიმა, ჩემთან მოჩოჩდა, ხელი წელზე შემიცურა და ტუჩებზე მაკოცა. ერთი ხელი მეც კისერზე მოვხვიე და კოცნაში ავყევი. - ვგიჟდები შენს ტკბილ ტუჩებზე - დამიჩურჩულა ბაგეებთან ტუჩების მოუშორებლად და ისევ მხურვალედ დამაცხრა. საწოლზე გადამაწვინა, თვითონ ზემოდან მომექცა და მთელი ტანით ამეკრო. ერთი ხელი მოკლე საღამურის ქვეშ შეაცურა და თითების წელზე თამაში დაიწყო. ტანზე ხორკლებმა დამაყარეს და სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ამოსუნთქვის საშუალება მომცა, კოცნით კისრამდე ჩამოვიდა და მხურვალედ დამიკოცნა. მეორე ხელიც საღამურის ქვეშ შემოაცურა, ნელ-ნელა ზემოთ ამოაცოცა და წელს ზემოთ შიშველი დამტოვა. მოწყურებული დამეწაფა მკერდზე და თან ხელების ჩემს ფეხებზე თარეში დაიწყო. იმდენად ჩამითრია ვნების მორევში, რომ ბაგეებიდან კვნესა აღმომხდა. მკერდიდან ქვემოთ ჩამოვიდა და მთელი მუცელი დამიკოცნა, შემდეგ ისევ მკერდზე მომეფერა, კისერს ამოუყვა და ვნებამორეულმა იპოვა ჩემი აწითლებული და გაბუშტული ტუჩები. მოულოდნელად ბაჩოს ტელეფონმა რეკვა დაიწყო. ყურადღებას არც ერთი ვაქცევდით და ზარიც შეწყდა, თუმცა მეორედ ისევ განმეორდა.
-ეს ხალხი ხო არაფერს არ გაცდის რა... - ავისმომასწავებლად გამოსცრა უკმაყოფილო ბაჩომ კბილებს შორის, ნელა მომშორდა და ტელეფონს უპასუხა.
-ხო რატი... რა ხდება... რამდენ ხანში?.. კარგი, გელოდები... ბიჭებსაც დავურეკავ... - ტელეფონი გათიშა და ახლა სხვა ნომრის აკრეფა დაიწყო.
-ლუკა... რას შვები? რატი გამოვა ჩემთან მალე და თემოს დაურეკე და გოგოები ჩაისვით და მოდით... რაც უფრო მალე მოხვალთ, უკეთესია... კარგი მიდი... - მობილური ტუმბოზე მობეზრებულად მიაგდო და მე გამომხედა. ჯერ კიდევ სიამოვნებისგან მქონდა თვალები მიბნედილი, დაბუჟებულ ტუჩებს თითებით შევისწავლიდი და მოშიშვლებულ მკერდზე გადასაფარებელი მქონდა გადაფარებული. ალბათ, სირცხვილისგან ლოყებიც აწითლებული მქონდა. თუმცა უნდა ვაღიარო, არც ის იყო კარგ მდგომარეობაში - აღგზნების პიკზე იყო და ტელეფონით წყალში გადაუყარეს მთელი მონდომება.
-არ მითხრა, რომ ახლა გრცხვენია - ჩაიცინა და გვერდზე მომიწვა, თან ერთი ხელი წელზე მომხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
-რა ხდება? - ვკითხე გაუბედავად და ჩემი ხმა ძლივს ვიცანი იმდენად შეცვლილი მქონდა.
-რატი გამოვა მალე და დანარჩენებსაც დავურეკე რომ მოვიდნენ.
-მაშინ ავდგეთ - მის ტორებში გავიფართხალე, რომ თავი დამეხსნა.
-სად გარბიხარ, ცოტა დრო კიდევ გვაქვს... - ყურში ვნებიანად ჩამჩურჩულა, ხელის ორი თითი ნიკაპზე მომკიდა და თავი მისკენ მიმატრიალებინა. ზედა ბაგეზე ნაზად შემეხო, შემდეგ ქვედა დამიგემოვნა და ბოლოს ორივე ერთად. მონაცვლეობით მიკოცნიდა ბაგეებს და მეც მისი ალერსით გაბრუებული თვალებმინაბული ვყვებოდი კოცნაში. ნიკაპზე მოკიდებული თითები კისერზე ჩამოასრიალა. სულ ეკლებმა დამაყარეს... გადასაფარებელს ჩაფრენილი ხელი, რომელიც მკერდს მიფარავდა ნელ-ნელა ქვემოთ ჩამომიწია და მოშიშვლებულ მკერდზე ხელით მომეფერა. სიამოვნების ამოძახილებმა კვლავ მოიცვა მთელი ოთახი. როდესაც შევატყვე, რომ უკვე ძალიან შორს შევტოპავდით ბაჩოს მკლავებში ავხვანცალდი მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მინდოდა ახლა მას მოვშორებოდი.
-მმმ... ბაჩოო... - ამოვიზმუვლე ნაწილ-ნაწილ და ხელები მკერდზე ნაზად მივადე რომ გაწეულიყო. საერთოდ არ მისმენდა, კბილები ნაზად დამასო ქვედა ტუჩზე და ისევ ამოვიკვნესე. თავისთვის ჩაიცინა და ნატკენ ადგილზე ნაზად მაკოცა. თან მკერდზე მოფერებას არ წყვეტდა და უფრო მაგიჟებდა ეს მაიმუნი ბიჭი...
-გა..გაჩე...მოიცა... - ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს და მკერდზე მიდებული ხელებით უფრო მეტად ვუბიძგე.
-ნინი, კაი რა... - წარმოსთქვა ბოხი ხმით და კისერში ჩამოვიდა.
-რა კაი რა ბაჩო... მოვლენ ახლა... - ამოვიკნავლე ვნებისგან შეცვლილი ხმით და სიამოვნებისგან თვალები მივლულე.
-ოოო... - ბუზღუნით მომშორდა და წარბშეკრული დამაჩერდა ზემოდან. ვნებიან მზერას ვერ იშორებდა და სურვილისგან ამღვრეული თვალებით მიყურებდა.
-კარგი რაა... - გავიცინე და საწოლზე წამოვჯექი - რა ჩემი ბრალია თუ ბავშვები უნდა მოვიდნენ - ჩემი გრძელი თითები მის თმებში ავხლართე, მეორე კი მკერდზე ჩამოვასრიალე.
-იცოდე, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ - მითხრა მკაცრად, ხელი წელზე შემიცურა, ტანზე ამიკრა და ტუჩებზე მხურვალედ მაკოცა.
ერთმანეთს ძლივს მოვწყდით, ტანზე ჩავიცვით და ქვემოთ ჩავედით. ერთი ჭიქა ცივი წყალი დავლიე და თითქოს გონზე მოვედი. საწოლს ვასწორებდი, როდესაც ოთახში ვიკა შემოვიდა.
-რას შვები ქალბატონო? - მკითხა მხიარულად.
-რავი ვიკუშ აბა... - გადავკოცნე და გასწორებულ საწოლზე ხვნეშით ჩამოვჯექი. - მოსულები არიან ყველა?
-კი, ქვემოთ არიან... რატიმ იარაღები მოიტანა და ბიჭებს ურიგებს... - ბოლო წინადადება მცირე პაუზის შემდეგ წარმოსთქვა და თვალებში დაკვირვებით მომაჩერდა რამე ემოცია რომ ამოეკითხა. პასუხად მხოლოდ ღრმად ამოვისუნთქე და შეძლებისდაგვარად გავუღიმე.
-წამოდი, ჩვენც ჩავიდეთ - ოთახის კარი გამოვიხურეთ და პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში შეკრებილ ბავშვებს თვალი მოვავლე.
-ნინის გაუმარჯოს! - მომესალმა თემო და ხელში დაჭერილი პისტოლეტის თვალიერება განაგრძო. - ბიჭო, ამას მაყუჩს საიდან უკეთებ - სიცილით მიაწოდა იარაღი რატის და დაკვირვება დაუწყო.
-ეს ცოტა სხვანაირი თოფია. აი ასე უნდა წამოაცვა - აუხსნა და მაყუჩიანი თოფი უკან დაუბრუნა.
-სპასიბა ბრატ - კმაყოფილმა აათამაშა იარაღი და ჯიბეში ჩაიდო.
-ბაჩო, ერთი მეც მომეცით რა... - მივიდა ვიკა და პატარა დაიკოსავით ჩამოეკონწიალა მხარზე, რაზეც გამეცინა.
-შენ რათ გინდა გოგო - გაუცინა და ცხვირზე თითი დაკრა.
-სროლა იცი? - ჰკითხა რატიმ გამომცდელად.
-კი - უპასუხა ყოჩაღად.
-ჰოდა მოგცემთ მაშინ. ერთი მაინც ზედმეტი გვქონდა. თან რა იცი, რაში დაგჭირდება - შავი პისტოლეტი ამოიღო და ვიკას გადაუგდო. მანაც კმაყოფილი ღიმილით დაიჭირა იარაღი ჰაერში და ჯიბეში ჩაიდო.
-რათ გინდა ეგ მაინც გამაგებინე - ამოიოხრა ბაჩომ და ტყვიები აიღო.
-აქაც რომ მოვიდნენ, მარტო რატის იმედზე ხომ არ ვიქნებით - დამცინავად გახედა და კერესელიძის ირონიულ მზერას გადააწყდა.
-რაღაც სათანადოდ ვერ მაფასებთ ქალბატონო ვიკა - ჩაიცინა და მზერა გაუსწორა.
-მაგას დღეს ვნახავთ - თვალი ჩაუკრა მანაც და კუნტრუშით გავიდა სამზარეულოში წყლის დასალევად. ვიკას მეც მივყევი და წარბაწეული მივაჩერდი.
-რა?! - გაიკვირვა და კითხვისნიშნიანი მზერა მომაპყრო.
-რათ გინდა იარაღი? - ვკითხე გამომცდელად.
-რა იცი რა ხდება - მხრები აიჩეჩა და ჭიქა თავის ადგილას დააბრუნა.
-ანუ ფიქრობ, რომ შეიძლება აქაც მოვიდნენ? - ვკითხე დაეჭვებულმა. ალბათ მიხვდა, რომ ამ ფაქტმა ამაღელვა და მაშინვე გახალისდა.
-ამმ... არ ვიცი, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ხომ გაგიგია... შენ მაგაზე არ ინერვიულო. ორი ორსული მყავხართ მისახედი - გადაიკისკისა და თემოსთან მოჟღურტულე თათას გახედა.
სამზარეულოდან გამოვედით. მე ბაჩოსთან მივედი და მხარზე მივეხუტე.
-რაო კუსკუს... - შუბლზე მაკოცა და გამიღიმა.
-არაფერი... - ერთი თავით მაღალს ავხედე და თვალებში მივაჩერდი.
-საღამომდე რა ვაკეთოთ? - იკითხა ლიკამ.
-გავერთოთ რამით - წამოიძახა ლუკამ უდარდელად.
-რა დროს გართობაა!.. - შეეპასუხა ვიკა უკმაყოფილოდ.
-გეგმას გადავხედოთ - წამოაყენა იდეა რატიმ. ყველა დაემორჩილა და დივანსა და სავარძლებზე მოვკალათდით. გეგმის მიხედვით, ბაჩო, ლუკა და თემო საღამოს 10 საათზე მეორე ბანდის შესახვედრად წავიდოდნენ. ასევე არსებობდა შანსები იმისა, რომ ნაწილი სახლში მოსულიყო, რათა ფული წაეღოთ. მათ ხომ არ იცოდნენ, რომ თანხა წყნეთში იყო გადამალული. ამისთვის კი გოგოებთან, ანუ ჩვენთან, დარჩებოდა რატი. თუ საჭირო გახდებოდა, იარაღი ვიკასაც ჰქონდა, რომელმაც, თუ დავუჯერებდით, სროლა იცოდა....
უკვე საღამო ხანი იყო... ბავშვები პირველ სართულზე იყვნენ. თემო და თათა ერთად ჭუკჭუკებდნენ. თათასაც ისევე ეტყობოდა მღელვარება ქმრის გამო, როგორც მე, თუმცა ის უფრო ახერხებდა თავის შეკავებას და ცდილობდა თემოსთვის არ ეგრძნობინებინა, რათა მისთვის ზედმეტი საფიქრალი არ მიეცა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ისედაც იცოდა, რომ თემო ფიქრებით სულ მასთან იქნებოდა. ნერვიულობა და შიში თანდათან მატულობდა... საძინებელ ოთახში ავედი და წინ და უკან სიარული დავიწყე. შემდეგ საწოლზე ჩამოვჯექი და მუცელს დავუწყე ფერება. მართალია მეშინოდა, თუმცა თუ რაიმე საფრთხის წინაშე დავდგებოდი, არ შევშინდებოდი. ამას ახლა ვამბობდი და საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა რას ვიზამდი არ ვიცოდი, თუმცა თითქოს ძალა შემემატა. მგონი უკვე დედის ინსტინქტი მქონდა გამომუშავებული. ვაპირებდი ჩემი და ბაჩოს პატარას გადასარჩენად ყველაფერი მეღონა. იმედს ვიტოვებდი, რომ ყველას ერთად ბედნიერი მომავალი გველოდა. თუნდაც რატისთან ერთად... მართალია ის დაგვპირდა, რომ ამ საქმის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში აღარ გამოჩნდებოდა, თუმცა თითქოს დავახლოვდით და მასზე წარმოდგენა შეგვეცვალა. არ იფიქროთ, რომ დამავიწყდა რაც მან გააკეთა... არა, ამას ვერასდროს დავივიწყებ და დარწმუნებული ვარ ვერც ბაჩო აპატიებს, თუმცა დაძაბული ურთიერთობა თითქოს სადღაც გაქრა... ზოგჯერ ერთმანეთს ვეხუმრებოდით კიდეც და ნერვებს ვუშლიდით. ასე მეჩვენებოდა, თითქოს ნელ-ნელა ერთმანეთს უკეთესად ვუგებდით. ფიქრებით ისევ ბაჩოსკენ გადავერთე. ყველაზე დიდ საფრთხეში ხომ ის იყო... პირისპირ შესახვედრად ის მიდიოდა და არა თემო და ლუკა. იარაღის მიზანში პირველად ის მოხვდებოდა, თუ ასეთი დაპირისპირება გარდაუვალი აღმოჩნდებოდა. თვალზე ობოლი ცრემლი ჩამომიგორდა. უეცრად კარის გაღების ხმა გავიგე. მისგან ზურგით ვიჯექი, ამიტომ ცრემლი მოვიწმინდე და უკან გავიხედე. ბაჩო უხმოდ მოვიდა ჩემთან და გვერდზე მომიჯდა.
-ჩვენი წასვლის დროა - მითხრა სერიოზული ტონით და შეძლებისდაგვარად გამიღიმა.
-ხომ მალე მოხვალ?- ვკითხე გულუბრყვილოდ პატარა ბავშვივით.
-არ ვიცი... მაგრამ აუცილებლად მოვალ, გპირდები... - თითები სახეზე ჩამომისვა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა.
-მართლა? - შევეკითხე ისევ. თითქოს პასუხით ვერ ვკმაყოფილდებოდი, თითქოს კიდევ მინდოდა იმის დამოწმება, რომ ხვალ ყოველგვარი საფრთხის გარეშე განვაგრძობდით ცხოვრებას და ერთმანეთით ტკბობას.
-კი - თავი დამიქნია - შენ კიდევ დამპირდი, რომ არ ინერვიულებ - საჩვენებელი თითი გამაფრთილებლად დამიქნია. სიმწრით ჩამეცინა და თვალზე მომდგარი ცრემლი უტიფრად გადმოვარდა ჩემს ღაწვებზე.
-ვერ დაგპირდები - ვუპასუხე პირდაპირ და ამღვრეული თვალებით ჩემს საყვარელ თვალებს შევხედე.
-აბა ახლა ცრემლები არ დამანახო!.. - გამიცინა გასამხიარულებლად, თუმცა სად ვაქცევდი ახლა ამას ყურადღებას. ორივე ხელი კისერზე მოვხვიე, მთელი ძალით ჩავეხუტე და ცხვირი მის კისერში ჩავრგე.
-მიყვარხარ! ყველაზე მეტად... ძალიან მიყვარხარ! - ტირილისგან შეცვლილი ხმით ვსლუკუნებდი და თბილი სითხის ნიაღვარი უფრო და უფრო იმატებდა.
-ჩუ, პატარა... კარგი რა... კი არ ვკვდები, მოვალ აუცილებლად... - ხელით თავზე მეფერებოდა და გულში ძლიერად ვყავდი ჩაკრული.
-ვიცი, ვიცი რომ მოხვალ... - ვუპასუხე მოულოდნელად და ქუთუთოები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს, რომ ცრემლები შემეკავებინა, თუმცა არ გამომდიოდა.
-ხომ იცი როგორ მიყვარხარ - მითხრა ბოხი ხმით.
-კი - სრუტუნით ამოვიკნავლე - ჩვენს პატარასაც უყვარხარ, ვგრძნობ... ვიცი, რომ ბიჭი გვეყოლება და შენსავით მამაცი და ძლიერი იქნება - გავუღიმე და დაბინდული თვალებით გავუსწორე მზერა საყვარელ მამაკაცს. დავინახე როგორ აუციმციმდა თვალები ჩვენი შვილის ხსენებისას. სულ ასე მოსდის ხოლმე, როდესაც ჩვენს პატარაზე ვლაპარაკობთ, თვალებში ეტყობა როგორი ბედნიერია და მისი ბედნიერებით მეც თავს მეცხრე ცაზე ვგრძნობ.
-მე კიდევ ვიცი, რომ მეორე შვილი შენსავით საყვარელი პატარა პრინცესა გვეყოლება - მითხრა მან და ცხვირზე მაკოცა. მხიარულად გავუცინე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე.
-ბიჭები ქვემოთ გელოდებიან - ოთახის კარი რატიმ შემოაღო. წამში გამიქრა ის სიხარული და ბედნიერება, რამაც მთელი სადარდებელი გამიქრო და თვალები ისევ ამიწყლიანდა.
-ჩამოვალ ახლავე - მიუბრუნდა რატის. მან კარი გაიხურა, ბაჩომ კი ისევ მე შემომხედა სევდიანი თვალებით.
-ნინი, ასეთს რომ გიყურებ გული მიკვდება. გთხოვ გაიღიმე... - მითხრა სევდიანად და ამღვრეული თვალები მომაპყრო. ფეხზე წამოვდექი და შეძლებისდაგვარად გავუღიმე.
-გელოდებიან - ვუთხარი ხმაჩამწყდარმა. ბაჩოც ფეხზე წამოდგა, ხელი წელზე შემიცურა და ტანზე ამიკრა. ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულისცემას, რომელიც მგონი ჩემზე სწრაფად უფრო უცემდა.
-ხო - მიპასუხა დასევდიანებულმა.
-ბაჩო, დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი მოგივა. ვიცი რომ არ მიმატოვებ და დაბრუნდები, უბრალოდ ვნერვიულობ შენზე... თავის შეკავებას ვერ ვახერხებ და ნუ მთხოვ, რომ არ ვინერვიულო, მაინც არ გამომივა. ერთს გეტყვი - ვიცი, რომ მოხვალ და მე დაგელოდები... - თითები სახეზე ჩამოვუსვი და ბაგეებზე ნაზად ვაკოცე.
-საუკეთესო ხარ - ამოიჩურჩულა მძიმედ და კარისკენ მიბიძგა.
ყველა პირველ სართულზე იყო. თათაც აცრემლებული შესცქეროდა თემოს და ეტყობოდა როგორ უჭირდა მისი გაშვება.
-აბა რძალო, შენს თვალზე ცრემლი არ დავინახო! - სიცილით მოგვიახლოვდა ლუკა და ბაჩოს ხელი ძმაკაცურად გადახვია.
-თემო, იცოდე გელოდები - უთხრა თათამ გაბზარული ხმით. თემომ რაღაც უჩურჩულა გაღიმებულმა და მთელი სახე დაუკოცნა.
შეიძლება ძალიან დრამატული გამომშვიდობება გამოგვივიდა, თუმცა სხვანაირად ვერც შევძლებდით. მათი მეორე ბანდის შესახვედრად გაშვება ნამდვილად ძალიან საშიში იყო. შეიძლება იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ჩვენთან ბიჭები ამხელდნენ... წასვლის წინ ბაჩომ კიდევ ერთხელ მაკოცა, შემდეგ ჩაიკუზა და მუცელზე მომეფერა. რატიმ გაკვირვებულმა ჭყიტა თვალები ბაჩოს ასეთ მდგომარეობაში დანახვისას, თუმცა ყურადღება არ მიგვიქცევია. ბიჭები სამი მუშკეტერივით გავუშვით და სახლის კარი ჩავკეტეთ.
დადარდიანებული ჩამოვჯექი მისაღებ ოთახში დივანზე და ბავშვებს თვალი მოვავლე.
-თქვენ ორსულად ხართ? - იკითხა დაეჭვებულმა რატიმ და მე და თათას გამოგვხედა.
-კი - დავუდასტურე ეჭვები და მუცელზე დავიხედე. ჩემი ბაგეები ღიმილმა გააპო...
-თავს ცოტა სუსტად ვგრძნობ და ზემოთ ავალ, წამოვწვები - თათა ფეხზე წამოდგა და კიბეებს ზლაზვნით მიაშურა.
-მოდი მოგეხმარო - ფეხზე ლიკა წამოხტა და გვერდით ამოუდგა. ვიკა გვერდზე ოთახში იყო გასული, ტელეფონზე ელაპარაკებოდა უცხოელ მეგობარს და ოთახში მარტო მე და რატი ვიყავით დარჩენილები. თითქოს მასთან შიშს და დისკომფორტს აღარ ვგრძნობდი. ხელში იარაღს ათამაშებდა ისე, თითქოს მარტო ყოფილიყო.
-ძალიან გიყვარს ხო? - მკითხა უეცრად
-ჰო - ვუპასუხე და მუცელზე დავიხედე.
-ბაჩოზე გეკითხები - დამიზუსტა შეკითხვა, რადგან ალბათ ეგონა ბავშვზე ვეუბნებოდი.
-კი, ყველაზე მეტად ის მიყვარს...
-თვალებში გეტყობათ... - გამიღიმა და იარაღი ჯიბეში დააბრუნა. მცირე პაუზის შემდეგ ისევ ხმა ამოიღო - ახლა ვხვდები მაშინ რომ მოგიტაცე ბაჩო როგორ ინერვიულებდა - ვერ მივხვდი ახლა ამ თემაზე საუბარი რატომ წამოჭრა... დუმილი არ დამირღვევია, ანდაც რა უნდა მეპასუხა? ყველაფერი ისედაც ნათელი იყო... - ვიცი, რომ პატიებას არ ვიმსახურებ იმის გამო, რაც მე გავაკეთე, თუმცა მინდა ბოდიში მოგიხადო... - თვალებში შემომხედა და სევდიანი მზერა მომაპყრო. ეტყობოდა, რომ ამ ყველაფერს გულწრფელად ნანობდა.
-არაუშავს - ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე.
-არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ... ნეტა მეც მყავდეს ასეთი მეგობრები, როგორებიც თქვენ ხართ... - ჩაილაპარაკა დანანებით.
-შეგიძლია შენი პირობა დაივიწყო - ჩავიცინე ჩემთვის და გულწრფელად გავუღიმე. მანაც ჩაიღიმა და ოთახში შემოსულ ვიკას გახედა.
-ჩაი ან ყავა გაგიკეთო? - ვკითხე რატის.
-ყავა იყოს - არ დააყოვნა პასუხი - მადლობა... - დაამატა მოგვიანებით.
ღიმილით შევკუსკუსდი სამზარეულოში და ყავის მზადება დავიწყე. ჩემთვის ნაყინი ავიღე და უკან ყავითა და ნაყინით დავბრუნდი.
-ოჰჰ, შენ ნაყინი და შოკოლადები არ დაივიწყო - გადაიკისკისა ვიკამ.
-აბა რაზე იცინით? - კიბეებიდან ლიკას ხმა მოგვესმა. - ნაყინზე არც მე ვიტყოდი უარს - თვალებგაბრწყინებულმა შემომხედა და შემდეგ ენერგიულად მიაშურა სამზარეულოს.
-აუ, მაშინ მეც მომიტანე რა! - გასძახა ვიკამ და დივანზე კომფორტულად მოთავსდა.
-ახლავე! - გამოსძახა გვერდითა ოთახიდან.
-მე ჩემს ოთახში ავალ - ვთქვი ყველას გასაგონად და კიბეებზე ავედი. ოთახის კარი შევაღე და არეულ გადასაფარებელს თვალი მოვავლე. აქ ხომ მე და ბაჩო ვისხედით. მიუხედავად ნერვიულობისა, მაინც ვიცოდი, რომ ის დაბრუნდებოდა... დაბრუნდებოდა და ისევ ჩამეხუტებოდა, ისევ მაკოცებდა და ალერსით გამომაშტერებდა, შემდეგ კი, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ ჩემი დადებილება შეეძლო, ჩაიცინებდა... როგორ მიშლიდა ასე ნერვებს... ახლა კი მეცინება... ნაყინი ტუმბოზე დავდე და საათს გავხედე. უკვე 3 საათი იყო გასული ბიჭების წასვლიდან. მობილურის ძებნა დავიწყე. უეცრად რაღაცის ჩალეწვის ხმა გავიგე. ფანჯრისკენ გავიხედე, სადაც შავებში ჩაცმული უცნობი იარაღს მიმიზნებდა.
-არ გაინძრე! - მიბრძანა მკაცრი ტონით და ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა...



.............
გუშინ ისე ძალიან ძალიან გამახარეთ, რომ პირობა შევასრულე და უფრო დიდი თავი დაგიწერეთ!
იმედი მაქვს ისიამოვნებთ და ისევ იაქტიურებთ ჩემო ძვირფასებო...
ყველა უზომოდ მიყვარხართ!
ერთმა თქვენგანმა დააკომენტარა გუშინ, რომ რატის და ლიკას წყვილს ისურვებდა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ რატისთან დაკავშირებით სხვა გეგმები მაქვს... იმედი მაქვს არ მიწყენ ჩემო საყვარელო და ჩემებური ვერსიაც მოგეწონება...
ველი შეფასებას...



№1  offline წევრი sali))

Dzalian kargiaaaa shen ar iicii roogoor geloodeeboodii aii dzalian magarii xarr sheni kvela istooria maqvs waakiitxuli dasul kvela umagresiaa aii umagresii aii dzalian magarii gogoo xar shennairii am saaitzee mgoonii araaviinaa (gtxoovt ar miiwkinot danarchenebma )kvelaze kai xar

 


№2  offline მოდერი ანკა

sali))
Dzalian kargiaaaa shen ar iicii roogoor geloodeeboodii aii dzalian magarii xarr sheni kvela istooria maqvs waakiitxuli dasul kvela umagresiaa aii umagresii aii dzalian magarii gogoo xar shennairii am saaitzee mgoonii araaviinaa (gtxoovt ar miiwkinot danarchenebma )kvelaze kai xar

ღმერთოო!!! როგორ შემაყვარე თავი ვერ წარმოიდგენ! love ძალიან ძალიან მსიამოვნებს ასეთი კომენტარები, შენ კიდევ უთბესი და უსაყვარლესი ხარ! love love love დიდი დიდიიიი მადლობა!.. love

 


№3  offline წევრი cancara

კაია მალე დადე

 


№4  offline მოდერი ანკა

cancara
კაია მალე დადე

მადლობა საყვარელოო! <3 <3 <3 love

 


№5  offline წევრი queen1

Vgijdebi me am istoriaze.. Ratqmaunda es sheni gadasawyvetia.. Mnishvneloba ar qonda rati vistan iqneboda.. Ubralod mindoda am gunds shemoerteboda.. Me yvelanairi varianti momewoneba darwmunebuli var.. Warmatebas gisurveb <3

 


№6  offline წევრი ROLIKA

Opliii... ^^ nuu mokleed shen rom magari gogo xar ees yvelam vicit da es istoria rom vabshe magaria amas laparaki ar undaa...kargi tavi iiyoo ^^ miyvarxar da velodebi shemdegs chemo tkbilo <3

 


№7  offline წევრი dreamer777

სასწაული ხარ!!!! ვგიჟდები შენზე და ამ მოთხრობაზე love love love

 


№8  offline მოდერი ანკა

queen1
Vgijdebi me am istoriaze.. Ratqmaunda es sheni gadasawyvetia.. Mnishvneloba ar qonda rati vistan iqneboda.. Ubralod mindoda am gunds shemoerteboda.. Me yvelanairi varianti momewoneba darwmunebuli var.. Warmatebas gisurveb <3

დიდი მადლობა და ძალიან გამახარე! <3 <3 <3 love შევეცდები იმედები გაგიმართლოთ! love love love

nini5852
Vaime exla amas araferi ar daemartos raa gexvewebi :D dzalian kargi iyoo, aii dzaaan dzaan magarii:*

შენ კიდევ ძაან ძაან დიდი მადლობა ჩემო საყვარელოოო!!! <3 love love love

ROLIKA
Opliii... ^^ nuu mokleed shen rom magari gogo xar ees yvelam vicit da es istoria rom vabshe magaria amas laparaki ar undaa...kargi tavi iiyoo ^^ miyvarxar da velodebi shemdegs chemo tkbilo <3

ჩემო საყვარელოო!!! მეც ძალიან მიყვარხარ და შემდეგ თავსაც მალე დავდებ! <3 love love love

dreamer777
სასწაული ხარ!!!! ვგიჟდები შენზე და ამ მოთხრობაზე love love love

ძალიან საყვარელო ხარ ჩემო ძვირფასო და დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის! <3 love

 


№9  offline წევრი darjania

აიი ძალიან ძალიან მაგარია. ♡♡♡

 


№10  offline აქტიური მკითხველი lalita

რა დროს გაწყვიტე რა.... საინტერესოდ წერ იმედია რატი არაფერს მიქარავს რატომღაც არ ვენდობი....

 


№11  offline მოდერი ანკა

darjania
აიი ძალიან ძალიან მაგარია. ♡♡♡

დიდი დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო!!! <3 love

lalita
რა დროს გაწყვიტე რა.... საინტერესოდ წერ იმედია რატი არაფერს მიქარავს რატომღაც არ ვენდობი....

მადლობაა, მიხარია რომ მოგწონს... love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent