აკრძალული ხილი(27 ნაწილი)
უეცრად რაღაცის ჩალეწვის ხმა გავიგე. ფანჯრისკენ გავიხედე, სადაც შავებში ჩაცმული უცნობი იარაღს მიმიზნებდა. -არ გაინძრე! - მიბრძანა მკაცრი ტონით და ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა... იარაღს მჭიდროდ ჩასჭიდვოდა, ასე მეგონა ხელში შემოეფშვნებოდა. გაქვავებული ვიდექი ერთ ადგილას და განძრევას ვერ ვახერხებდი. სწრაფად დაიძრა ჩემკენ... -აააააა!!!! მიშველეეთ!!!! - გამოვფხიზლდი უეცრად და რაც ძალა მქონდა ვიკივლე. -ხმა არ ამოიღო შე ძუ*ნა!!! - ხელი კისერში წამავლო, კედელზე ამაკრა და იარაღი საფეთქელზე მომადო. - ფული სადაა! - დაიგრგვინა შემზარავად. ხმის ამოღებას ვეღარ ვბედავდი. შიშისგან კანკალს ავეტანე და ცრემლები ნიაღვარად მოედინებოდნენ. - სადაა მიპასუხე, თორემ მიგასხმევინებ ტვინს ამ კედელზე! - მითხრა საოცრად ცივი და მკაცრი ტონით შედარებით დაბალ ხმაზე, რომ სხვებს არ გაეგოთ. - დროზე! - დამიყვირა ბოლო ხმაზე და იმდენად ჩამავლო კისერში მოჭერილი ხელი, რომ სუნთქვა გამიჭირდა. რამე უნდა მეღონა. ბუნებრივია ერთი-ერთზე ამხელა ახმახთან ვერაფერს გავხდებოდი, თუმცა დრო უნდა მომეგო. იქნებ რატის ან თუნდაც რომელიმე გოგოს გაეგო ჩემი კივილი. წიხლი მთელი ძალით ამოვარტყი ფეხებშუა სივრცეში და თავში ჩემი გონებამახვილობა შევაქე. ალბათ წარმოგიდგენიათ რა დაემართებოდა. სიმწრისგან მთელი სახე აუწითლდა და ერთ ადგილას ჩაიკეცა. -აააააა!!! რატიი!!!! მიშველეე!!! - ვკიოდი ბოლო ხმაზე და თან ხველებას ვერ ავუდიოდი. ბოლო-ბოლო ისე მაჭერდა იმ ხელს, რომ კინაღამ გავიგუდე. -მოგკლავ, შენი დ**** მო****ნ!!! - შეიგინა და იარაღი დამიმიზნა. -იარაღი დადე! დროზე!!! - კარი რატიმ შემოგლიჯა და პისტოლეტი უცნობისკენ გაიშვირა. შავებში ჩაცმული ტიპი ჯერ კიდევ ტკივილისგან ღრმად ქშინავდა, თუმცა როგორც ეტყობოდა, იარაღის დადებას არ აპირებდა. - დროზე!!! აღარ გამამეორებინო! დამიჯერე თვალისდაუხამხამებლად ამოგხდი სულს! - დაიგრგვინა და იარაღი პირდაპირ შუბლში დაუმიზნა. მე რას ვაკეთებდი ამ დროს?.. ჯერ კიდევ შოკში ვიყავი და არ ვიცოდი რა მექნა. კედელთან გაქვავებული ვიდექი და მუხლები მეკვეთებოდა. მთლიანად ვცახცახებდი და რატის მოქმედებას ველოდი... უცნობი კერესელიძეს მაინც არ უსმენდა. ძირს დაშვებული იარაღი უეცრად ასწია და რატის მუცელში ესროლა. სახტად დავრჩი... რატის იარაღი გაუვარდა და იქვე ჩაიკეცა. მუცელზე, ტყვიის ადგილას ხელი მიიდო და მჩქეფარე სისხლის შეჩერება სცადა, თუმცა ასე დიდხანს ვერ გაძლებდა. -აააა!!!!! - ვიკივლე ბოლო ხმაზე და ისევ სროლის ხმა გაისმა. ამჯერად უცნობი იყო დაჭრილი და იატაკზე ეგდო. გაფართოებული თვალებით კარისკენ მივტრიალდი და ვიკა დავინახე. -აქ რა ხდება? - მოვარდა უცბად დაფეთებული თათა და ორი დაჭრილი კაცის დანახვისას უგონოდ დაეცა ძირს. კიდევ კარგი ვიკამ რეაგირება დროზე მოახდინა და ხელი შეაშველა, რომ იატაკზე მთელი ძალით არ დავარდნილიყო. -ღმერთო! ეს რა უბედურებაა!!! - შეჰკივლა შეშინებულმა ლიკამ. -ახლა შენც აქ არ გაითიშო! - გააფრთხილა ვიკამ შეშინებული გოგონა. - ნინი, დროზე პოლიციაში და სასწრაფოში დარეკე! ლიკა, შენ კიდევ დამეხმარე თათა საწოლზე დავაწვინოთ - გასცა განკარგულება და თათას მიუახლოვდა. ხელის კანკალით მოვძებნე ეს დასაწვავი ტელეფონი, რომლის ძებნამაც ამდენი ხიფათი გამოიწვია და ნომრის აკრეფა ვცადე, თუმცა არაფერი არ გამომივიდა, ხუთ ციფრს ერთდროულად ვაჭერდი თითს და უშედეგოდ ვცდილობდი თითების დამორჩილებას. -ჯანდაბა!!! - დავიყვირე გამწარებულმა და კვლავ ვცადე ნომრის აკრეფა. ბევრი ჯახირის შემდეგ მოვახერხე პოლიციისა და სასწრაფოს გამოძახება და ანერვიულებული დავეშვი საწოლზე. -ყოჩაღ შენ რა ვიკა! - შევაქე ასეთი მობილიზებულობისთვის. -მგონი შენც ცუდად ხარ! - შემომხედა ეჭვით. - დამამშვიდებელს მოგიტან. -კი მაგრამ, ასე მშვიდად როგორ შეგიძლია იყო! - აღმომხდა გაოგნებულს -მერე მოგიყვები - თვალი ჩამიკრა და პირველ სართულზე ჩავიდა. -მეც არ მაწყენდა რამე დამამშვიდებელი - გულზე ხელი მიიბჯინა ლიკამ და სკამზე ჩამოჯდა. -აჰა დალიე - ხელში ჭიქა წყალი და რაღაც წამალი მომაჩეჩა ვიკამ და ახლა ლიკას მიუბრუნდა. - ლიკა, აჰა თათას ეს შეასუნთქე გამოფხიზლდეს - ნიშადურიანი ბამბა მიაწოდა და შემდეგ რატის მივარდა. -უჰჰ, როგორი აყროლებულია - სახედამანჭულმა გამოართვა ლიკამ და თათასთან ჩაიმუხლა. -ნინი, წყალბადის ზეჟანგი მინდა, ბამბა და სუფთა სახვევები სანამ სასწრაფო მოვა რომ გავუწმინდო ჭრილობა - მითხრა დაძაბულმა -ახლავე მოვიტან - მუხლების კანკალით წამოვდექი ფეხზე და გვერდითა ოთახიდან საჭირო ნივთები გამოვიტანე. -რატი, გესმის ჩემი? - ლოყაზე მსუბუქად მიუტყაპუნა ხელი, რომ გამოფხიზლებულიყო - ჯანდაბა! გათიშულია! - წამოიყვირა ნერვებმოშლილმა და თავი გულზე დაადო გულისცემა რომ გაეგო - რაც მთავარია ცოცხალია... - ამოილაპარაკა შედარებით დამშვიდებულმა და ჭრილობის დამუშავება დაიწყო. -ააჰჰ.... - ამოიზმუვლა დაჭრილმა უცნობმა, რომელიც სისხლისგან ნელ-ნელა იცლებოდა და კარგი ბედი არც მას ეწერა, თუმცა ახლა ის ვის ადარდებდა. ყურიც არ შეგვიბერტყავს ისე განვაგრძეთ საქმიანობა. -უჰჰჰ!!! რა ყარს! - ხმა ამოიღო თათამ და მოჭუტული თვალები მოგვავლო ყველას - ღმერთო! ეს რა არის! - შეჰკივლა შეშინებულმა -ახლა კიდევ არ წაგივიდეს გული! - გააფრთხილა ლიკამ თვალების ბრიალით. -ლიკა, მოდი შენ მომეხმარე - დაუძახა ვიკამ და სახვევებით ჭრილობის მობანა დაიწყო. -ორსულები გვერდზე ოთახში ან პირველ სართულზე, მალე! ჩადით პოლიციას და სასწრაფოს დახვდით! - გამოაცხადა ლიკამ და ვიკას მიუცუცქდა. -წამოდი თათა, მართლა სჯობს ჩავიდეთ - ხელი ჩავჭიდე და პირველ სართულზე ჩავედით. ახლა ვიგრძენი ზემოთ ოთახში როგორი დაგუდული ჰაერი იყო. სუფთა ჰაერმა ცოტა უკეთესად იმოქმედა ჩემზე. -გარეთ გავიდეთ, წამოდი - დამფრთხალი ხმით მითხრა და კარისკენ დაიძრა. მეც უხმოდ მივყევი და აივნის მოაჯირს მივეყუდე. თათაც ასე მოიქცა. -ხომ არ ჯობს ავიდეთ და დავეხმაროთ? - მკითხა დაეჭვებულმა -არამგონია. ახლა ჩვენთვის აქ ყოფნა ჯობს, ისე შეიძლება ხელი შევუშალოთ, თან ისედაც მიხედავენ ორნი. მეტი საჭირო არაა... - ავუხსენი და სივრცეს გავხედე. ცაზე მთვარეც კი არ ანათებდა, უკუნითი სიბნელე და სიჩუმე სუფევდა. -ნეტა ბიჭები როგორ არიან - ჩაიჩურჩულა თავისთვის. ბაჩოს გახსენებაზე ყელში ბურთი გამეჩხირა. -ვიცი, რომ სამივე დაბრუნდება. არაფერი მოუვათ... - დავამშვიდე გაბზარული ხმით, არადა ახლა აქეთ ვიყავი დასამშვიდებელი. გული ჩიტივით მიფართხალებდა. სიჩუმე პოლიციისა და სასწრაფოს ხმებმა დაარღვიეს. -ქალბატონებო, თქვენ გამოგვიძახეთ ჰო? - ორი პოლიციელი მოგვიახლოვდა. -დიახ, წამობრძანდით თქვენც და სასწრაფოც, ზემოთ კაცი დაჭრილია სერიოზულად - ვუთხარი და მეორე სართულისკენ წავედი. ყველა მე გამომყვა. ოთახში ლიკას და ვიკას რატი საწოლზე დაეწვინათ და ჭრილობას უმუშავებდნენ. -აქ რახდება! - წამოიძახა ერთ-ერთმა პოლიციელმა გაკვირვებით და მართლაც რომ საოცრად უცნაურ და საეჭვო გარემოს თვალი მოავლო. -ახლა ამის დრო არაა! ეს კაცი შემოიჭრა ჩემს ოთახში და ჩემი მოკვლა უნდოდა, შემდეგ კი რატის ესროლა ტყვია - ავუხსენი მოკლედ და გათიშული, შავებში ჩაცმული კაციდან მზერა რატიზე გადავიტანე. მოკლედ ძლივს დაკვალიანდა პოლიცია და სასწრაფო ვინ სად უნდა წაეყვანა. ცოტა სასაცილო სიტუაცია იყო და შეიძლება მერე ამის გახსენებაზე სიცილი დავიწყო, თუმცა ახლა სასაცილო ნამდვილად არაფერი არ იყო. პოლიციელებს დაკითხვაზე მივყავდით, თუმცა ისე მოვახერხეთ, რომ რატის საავადმყოფოში გავყოლოდით. დაკითხვით კი მოგვიანებით დაგვკითხავდნენ. -ნეტა ბიჭები სად არიან... - ჩავილაპარაკე დადარდიანებულმა. -დარეკავენ აუცილებლად როდესაც საქმეს მორჩებიან... - ვიკა გამამხნევებლად გადამეხვია და საავადმყოფოს მოსაცდელში ერთმანეთზე მიხუტებულ ლიკას და თათას გახედა. -წამოდით ვჭამოთ რამე, ან ყავა დავლიოთ - თქვა ლიკამ. -ახლა ჭამა საერთოდ არ მინდა - ამოიკნავლა ანერვიულებულმა თათამ -არც მე - დავეთანხმე და თვალიდან ცრემლი გადმომიგორდა. ჩვენთან თუ ასეთი რამ მოხდა, ბაჩო და ბიჭები რა დღეში იქნებოდნენ. იქნებ ტყუილად მჯეროდა იმის, რომ ბაჩო დაბრუნდებოდა? გული შუაზე გამეხლიჩა. დიდი სიამოვნებით მოვიკლავდი ამწამს თავს, თუმცა ჯერ კიდევ მქონდა იმის იმედი, რომ ბაჩო დაბრუნდებოდა და ჩამეხუტებოდა. გარკვეულწილად რატიზეც ვღელავდი და ამის გამო ცრემლები ნიაღვარივით მდიოდა. -რას ქვია არ გინდათ! აბა რა გინდათ... რატის მიუწვეთ გვერდზე პალატაში?! - მოგვმართა ვიკამ მკაცრად - ერთი ლუკმა მაინც უნდა შეჭამოთ და არ გამაგონოთ არ მინდაო! - ერთი ხელი მე მომკიდა, მეორეთი კი თათა წამოაყენა სკამიდან და სასადილოს მიაშურა. დაღლილი ლიკა უხმოდ გამოგვყვა უკან. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყელში საჭმელს კი არა, ეკლიან ბურთს ვუშვებდი, რომელიც არა და არ გადადიოდა საყლაპავში. უგემურად ვწიწკნიდი ჩემს წინ დადებულ ხაჭაპურს და ვიკას მკაცრი მზერის დანახვაზე უკმაყოფილოდ ვკბეჩდი პატარა ლუკმებს. -ვიკა, მართლა აღარ მინდა რაა... - დავიწუწუნე და საწყალი თვალები მივაპყარი. -კარგი, ჯანდაბას თქვენ თავს... - თავი მობეზრებულად გააქნია და ფეხზე წამოდგა. - წამოდით, გავიგოთ რატი როგორაა. მისი პალატის წინ მოუსვენრად დავდიოდი და ერთი სული მქონდა ექიმი როდის გამოვიდოდა. -ექიმო, როგორაა? - ვკითხე ოთახიდან გამოსულ შუახნის მამაკაცს და მომლოდინე მზერა მივაპყარი. -ძალიან მძიმედაა. მუცლის არეშია დაჭრილი და ბევრი სისხლი აქვს დაკარგული. სასწრაფოდ საოპერაციოში უნდა გადავიყვანოთ - სიტყვები ერთმანეთს მიაყარა და სირბილით გაუყვა დერეფანს. -ღმერთო!.. - ამოვიოხრე და სკამზე ჩამოვჯექი. ჯიბეში ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი, მაშინვე ამოვაცურე და ეკრანს დავხედე. -ხო ბაჩო - გულისფანცქალით ვუპასუხე. -ნინი, ამიხსენი აქ რა ხდება! ჩვენს სახლში სულ პოლიციელები რატომ არიან? ან შენ, გოგოები და რატი სად ხართ?! - მკითხა ანერვიულებულმა. -მოდი რა... ჩვენთან მოდით... - უეცრად ავტირდი და უაზროდ სლუკუნი დავიწყე. -ვინაა? - მკითხა ვიკამ. -ბაჩო - ვუპასუხე და თვალებდაბინდულმა ავხედე. -დამალაპარაკე - მაშინვე ტელეფონი გამომართვა და ყურზე მიიდო. -ბაჩო... ხო მისმინე... საავადმყოფოში მოდით და მერე მოგიყვებით ყველაფერს... ჩვენ კარგად ვართ, რატია ძალიან ცუდად... მერე გეტყვით, მოდით ჯერ... - მისამართი უკარნახა და ტელეფონი დამიბრუნა. -მოვლენ მალე - გამიღიმა გამამხნევებლად. -ხომ კარგად არიან? - იკითხა თათამ და ცრემლები მუჭით მოიწმინდა. -მგონი, არ ვიცი... მოვლენ და ნახავთ - დაამშვიდა და გვერდზე მომიჯდა. ახლა უკვე იმდენად აღარ ვნერვიულობდი. ბაჩოს ხმა გავიგე და დავრწმუნდი, რომ არაფერი არ სჭირდა, ან თუ სჭირდა უმნიშვნელო... -ცოტას გავივლი მე, აღარ შემიძლია ერთ ადგილას ჯდომა - ფეხზე წამოვდექი და დერეფანს გავხედე. -არ წამოგყვე? - მკითხა ვიკამ დაეჭვებით. -არა მადლობა - გავუღიმე და მცირე პაუზის შემდეგ გავაგრძელე... - მარტო მირჩევნია ყოფნა... -კარგი, როგორც გინდა - მიპასუხა და ღრმად ამოისუნთქა. ნელი ნაბიჯებით გავუყევი თეთრ კედლებს მანამ, სანამ სულ ბოლოში არ გავედი. ძირს დავჯექი, ხელები ფეხებზე შემოვიჭდე და თავი მუხლებს დავადე. ყოველი წამი საუკუნედ მეჩვენებოდა. გაუსაძლისი სიჩუმე ყურებს უფრო მტკენდა. ირგვლივ წამლების სუნი იდგა და ეს კიდევ უფრო ცუდად მხდიდა. ცრემლების თხელი ფენა გადამკვროდა თვალებზე. ფანჯრისკენ მქონდა თავი მიტრიალებული და სივრცეს უმისამართოდ გავყურებდი. ცოტა ხანში დროის სათვალავიც ამერია... თავი კედელს მივაყრდენი და თვალები დავხუჭე. -ნინი... - უეცრად ჩემს ყურებს საყვარელი ბარიტონი მისწვდა და მაშინვე თვალები ვჭყიტე. -ბაჩო! - ბედნიერმა წარმოვთქვი მისი სახელი, ფეხზე წამოვხტი და ხელებით კისერზე ჩამოვეკიდე. მანაც მთელი ძალით მომხვია ხელები და გულში ჩამიკრა, შემდეგ ჩემი ტუჩები მოძებნა და მოწყურებული დამეწაფა. ერთმანეთს დიდხანს შეუჩერებლად ვკოცნიდით.... შემდეგ ნელა მომშორდა და თვალებში შემომხედა. -ხომ კარგად ხარ ჩემო პატარა? - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მთელს ტანზე შემათვალიერა. -კი - ამოვიჩურჩულე უღონოდ. - შენ როგორ ხარ? -ჩემზე არ ინერვიულო... რა მოხდა? გოგოებისთვის არ მიკითხავს, მაშინვე შენთან წამოვედი. ასე მგონია მთელი საუკუნეა არ მინახიხარ, ძალიან მენატრებოდი... - მითხრა და ისევ ტუჩებზე დამაცხრა... ყველაფერი მოვუყევი და მის რეაქციას დაველოდე. -კიდევ კარგი არაფერი მოგივიდა... -ხო, მაგრამ რატია ძალიან მძიმედ... მუცლის არეშია დაჭრილი, პირდაპირ საოპერაციოში გააქანეს... - ვუთხარი დადარდიანებულმა. -იმედი მაქვს კარგად იქნება - ჩაილაპარაკა შედარებით ხმადაბლა - წამოდი ბავშვებთან გავიდეთ... - ხელი გადამხვია და დერეფანს გავუყევით. -ბაჩო, ხელზე სისხლიანი რატომ ხარ? - ვკითხე დაეჭვებულმა და მარცხენა ხელს გავხედე - მაისურიც გახეული გაქვს - გული ამიჩქარდა და პასუხის მოლოდინში ხმის ამოღება ვეღარ მოვახერხე. -ტყვია გამედო, თუმცა არაფერია. ნაკაწრია უბრალოდ... - მიპასუხა უდარდელად. -მანახე!.. - ვუთხარი მყარად. -არ გინდა, არაა საჭირო... -უნდა დავრწმუნდე, რომ არაფერი სერიოზული არაა!.. - შევეპასუხე და დოინჯი შემოვირტყი. თავი მობეზრებულად გააქნია და მაისური ხელზე აიწია. მართლაც არ იყო არაფერი სერიოზული, თუმცა დამუშავება მაინც სჭირდებოდა, მგონი... -ბაჩო აქ ექიმების მეტი რა არის. ვუთხრათ რომ დაგიმუშავონ ჭრილობა - თვალებში ავხედე და პასუხს დაველოდე. -არ მინდა-მეთქი ნინი!.. არაა სერიოზული - მიპასუხა მკაცრად - ნუ ნერვიულობ კარგი? - დაამატა თბილად - ახლა მაინც - ჩაიცინა, ხელი გადამხვია და ისევ დერეფანს გაუყვა. -ოოო რაა... - ამოვიოხრე დანებებულად და უხმოდ გავყევი. სანამ მათ მივუახლოვდებოდით ტელეფონმა დამირეკა. -ვინაა? - მკითხა ბაჩომ ინტერესით. -დედაჩემია, მიდი შენ ბავშვებთან და მოვალ მეც - გავუღიმე და ეკრანს ისევ დავხედე. -კარგი - შუბლზე მაკოცა და წავიდა. -ხო დე... - ვუპასუხე და ერთი ხელი წელზე შემოვიჭდე. -ნინი, როგორ ხარ? -რავი... შენ? ამ შუაღამისას რატომ დამირეკე? - ვკითხე და საათს გავხედე, რომელიც ღამის 3 საათს აჩვენებდა. -ამდენი ხანი არ უნდა გაგახსენდე?! - მკითხა დამტუქსავი ხმით. - მომისმინე, ახლა ნატომ დამირეკა ამ დღეებში ჩამოვა. ბათუმში არ წავიდეთ? -კი, ოღონდ ახლა დამაძინე რა რომ გამაღვიძე - ჩავიცინე და ძილი მოვიმიზეზე, გეგონება მართლაც შუა ძილიდან გამომაფხიზლესო... - მერე დაგირეკავ კარგი? - ვკითხე და ტუჩები ნერვიულად მოვიკვნიტე. -კარგი, კარგი... - გამითიშა და მეც ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე. -ახალი არაფერია? - ვიკითხე ბავშვებთან მისვლისას და რატის პალატას გავხედე. -ჯერ არა... - მიპასუხა ლიკამ და მანაც კარს გახედა. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, საოპერაციოდან ერთი ექიმი გამოვიდა და პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა. -რატი კერესელიძის ნათესავები თქვენ ხართ? - იკითხა და ყველას თვალი მოგვავლო. -მეგობრები ვართ. როგორაა? - იკითხა თემომ. -ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა მდგომარეობა მაინც ძალიან მძიმეა. არ ვიცით ნარკოზიდან გამოვა თუ არა... - ჩაილაპარაკა სერიოზულად და თანაგრძნობით გადმოგვხედა. -შეიძლება ვნახოთ? - შეეკითხა ლუკა. -ჯერ არა... ახლა ყველაზე რთული პერიოდი აქვს, მომდევნო რამდენიმე საათია გადამწყვეტი... - გვითხრა და დაამატა - მხოლოდ ღმერთის იმედზე უნდა ვიყოთ - და გაგვშორდა... ................. ესეც შემდეგი თავი ჩემო საყვარლებო... ჩემი პირადი გულის მალამოები ხართ! ისე მსიამოვნებს და მაბედნიერებს თითოეული თქვენგანის კომენტარი, რომ სიტყვებით გადმოცემაც კი მიჭირს. ახლა იტყვით, თუ ემოციის გადმოცემა არ შეუძლია რანაირი მწერალიაო, თუმცა რა ვქნათ... საქმეც იმაშია, რომ მწერალი არ ვარ... იმედი მაქვს ისიამოვნებთ!.. ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მიყვარხართ და ველი შეფასებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.