შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(28 ნაწილი-დასასრული)


6-08-2015, 13:47
ავტორი ანკა
ნანახია 6 551

-შეიძლება ვნახოთ? - შეეკითხა ლუკა.
-ჯერ არა... ახლა ყველაზე რთული პერიოდი აქვს, მომდევნო რამდენიმე საათია გადამწყვეტი... - გვითხრა და დაამატა - მხოლოდ ღმერთის იმედზე უნდა ვიყოთ - და გაგვშორდა...
-ნინი, წამოდი სახლში წაგიყვან - მომიბრუნდა ბაჩო.
-არა, არ მინდა. მეც აქ ვიქნები - ვიუარე შემოთავაზება და სკამზე ჩამოვჯექი თათას გვერდით.
-დაიღლები - მომიჯდა ისიც და ხელი გადამხვია.
-არ დავიღლები, ძალიან კომფორტულად ვარ - ჩავიცინე, თავი მხარზე ჩამოვადე და თვალები დავხუჭე.
ალბათ მართლაც ძალიან დაღლილი ვიყავი, იმწამსვე ჩამეძინა. თვალები რომ გავახილე საწოლში ვიწექი. ალბათ ბაჩომ მაინც წამომიყვანა სახლში... ამოვიოხრე, ფეხზე წამოვდექი და პირველ სართულზე ჩავფრატუნდი, სადაც ბაჩო სამზარეულოში საქმიანობდა.
-გაიღვიძე პატარა? - გამომხედა და გამიღიმა.
-აჰაამ... რატი როგორაა ხომ არ იცი? - პირდაპირ დავსვი ჩემთვის საინტერესო კითხვა.
-ნარკოზიდან ჯერ არ გამოსულა. დღეს შეგვიძლია ვნახოთ
-კარგია, მაშინ წავიდეთ
-ჯერ ჭამე და მერე - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და ტაფა გადმოდგა. - ომლეტი გავაკეთე. ოთახში უნდა ამომეტანა მაგრამ სად მაცადე - გაიცინა და მაგიდას მიუჯდა. თეფშები და ჩანგალი დავაწყვე და მეც მაგიდას მივუჯექი. საუზმობის შემდეგ პირდაპირ საავადმყოფოში წავედით. იქ მხოლოდ ლუკა, ლიკა და ვიკა დაგვხვდნენ.
-როგორ ხართ ბავშვებო? - სამივეს ჩამოვუარე და გადავკოცნე.
-რავი აბა... ჩვეულებრივად - გამიღიმა ვიკამ. მისი მუდამ ხალისიანი განწყობა სადღაც გამქრალიყო...
-მძიმედაა? - ვიკითხე დასევდიანებულმა.
-ამჟამად მდგომარეობა სტაბილურიაო ექიმი ამბობს. იმაზე უკეთესადაა ვიდრე ველოდითო, თუმცა მაინც მძიმედაა საკმაოდ. ბევრი სისხლი დაკარგა... - ამოიოხრა და პალატის კარს თვალი გაუსწორა.
-დაკითხვაზე როდის უნდა წავიდეთ?
-დღეს, ცოტა მოგვიანებით. - მიპასუხა ლიკამ.
-კარგი, ვნახავ მე ახლა რატის... ბაჩო, წამოხვალ? - ვკითხე და პასუხს დაველოდე.
-კი, წამოდი... - ხელი ჩამჭიდა და ოთახის კარი შეაღო.
ოთახში აპარატის გაბმული წრიპინი ისმოდა. წამლის სუნმა პირდაპირ ცხვირი ამიწვა და უკმაყოფილოდ შევჭმუხნე წარბები. სახეზე ფერი ძლივს ედო. წელის არე შეხვეული ჰქონდა და გვერდით წვეთოვანი ედგა. გარეგნულად ეტყობოდა როგორი დასუსტებული იყო. სკამზე ჩამოვჯექი და კიდევ ერთხელ ავათვალიერე. ბაჩოც ანალოგიურად იქცეოდა. უხმოდ დააბიჯებდა ოთახში, თითქოს ხმის ამოღება აკრძალული იყოო... უეცრად აპარატმა წრიპინს აუჩქარა, ნელ-ნელა იმატებდა პულსი, შემდეგ კი ერთიანად გაჩერდა და გაბმულმა წრიპინმა ყურები აგვატკია.
-ბაჩო! სწრაფად, ექიმს დაუძახე! - ფეხზე წამოვხტი და გულაჩქარებულმა გავხედე ბაჩოს. მანაც არ დააყოვნა და მაშინვე უხმოდ გავარდა პალატიდან.
-რა ხდება?! - შემოვარდა ოთახში დაფეთებული ვიკა.
-ღმერთო! - ხელი პირზე აიფარა ლიკამ და ორი ნაბიჯით უკან დაიხია.
-გაიწიეთ ქალბატონებო! - ჩაგვიქროლა ექიმმა და პირდაპირ რატის მივარდა.
-სასწრაფოდ, რეანიმაცია გაამზადეთ! - გასცა ბრძანება რომელიღაცამ. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ 1 წუთში საკაცეზე დაწვენილ რატის სარეანიმაციოში მიაქანებდნენ.
-რა ხდება? რატი სად მიყავთ?! - იკითხა ახალმოსულმა თემომ.
-მგონი მოკვდა - ამოილუღლუღა ლიკამ.
-იმედია ექიმები რამეს მოახერხებენ - ჩაილაპარაკა თათამ.
ერთი საათი რეანიმაციაში იყვნენ შეკეტილები. არც არავინ გამოდიოდა ან შედიოდა, რომ გვეკითხა რა ხდებოდა. ყოველი წუთი გაუსაძლისად იწელებოდა და არ ვიცოდი დრო რითი გამეყვანა. როდესაც ოთახიდან ექიმი გამოვიდა, პირდაპირ მას მივცვივდით.
-გადარჩა? - ჰკითხა ლუკამ.
-კი, არ ინერვიულოთ. საბედნიეროდ დროზე მივუსწარით - გვახარა ექიმმა.
-მადლობთ - გახარებული თემო ექიმს გადაეხვია და ისე ჩაეხუტა კინაღამ გაგუდა კაცი. მანაც სიცილით დაჰკრა ზურგზე ხელი და შემდეგ მოშორდა.
-მადლობა საჭირო არაა, მე ჩემი მოვალეობა შევასრულე - გაგვიღიმა და დერეფანს გაუყვა.
ასეთი მოულოდნელობის შემდეგ რთული იყო დაკითხვისთვის მოვმზადებულიყავით, თუმცა სხვა გზა არ გვქონდა. პოლიციამ მოგვაკითხა და გვაცნობა, რომ გველოდებოდნენ. როგორც გავარკვიეთ, არც ის უცნობი იყო კარგ დღეში. რატიზე უარესად ის ყოფილა და ექიმები სულ მცირე იმედსაც კი ვერ იძლეოდნენ იმისა, რომ გადარჩებოდა.
დაკითხვა იმდენად დამძაბველი და დამღლელი იყო, რომ შემოსასვლელში უღონოდ მივენარცხე. უკვე მეორედ მომიწია პოლიციაში ჩვენების მიცემა ამ ერთი წლის განმავლობაში და ისიც ბაჩოს და მისი პრობლემების „წყალობით“.
.............
გავიდა ორი თვე. არდადეგები უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, ჩვენ კიდევ არსად არ ვიყავით ჯერ წასულები. უფროსწორედ, ერთად არ ვყოფილვართ, თორემ რიოში კი ვიყავით მე და ბაჩო. ნატომ ვეღარ მოახერხა გვანცასთან ერთად ჩამოსვლა და ბათუმში დასვენება მორიგი წლისთვის გადადო. საქმე იმაში იყო, რომ იმ პერიოდში ბევრ თანამშრომელს ჰქონდა აღებული შვებულება და მას აღარ მისცეს სამშობლოში წამოსვლის უფლება.
უცნობი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ციხეში ჩასვეს საკმაოდ დიდი ხნით. რატი ნელ-ნელა უკეთესად ხდებოდა და უფრო და უფრო ჯანმრთელდებოდა. მისი საავადმყოფოდან გამოწერის დღეს ჩვენთან სახლში პატარა წვეულება მოვაწყვეთ. იმ დღეს რატი უცნაურად იქცეოდა, ყველასთან ძალიან თბილი და მეგობრული იყო. მართალია, ზოგადად ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენდამი მას შემდეგ, რაც კომიდან გამოვიდა, თუმცა იმ დღეს მაინც სხვანაირი იყო...
გადაუწყვეტელი და გაურკვეველი მხოლოდ ფულის საკითხი რჩებოდა... ბიჭებმა თქვეს სადმე წავიდეთ დასასვენებლად და ვიგულაოთ ბოლო დონემდეო. თავიდან ეს აზრი ბაჩოსაც მოეწონა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესი დაეწყო ბიჭებთან ერთად. ახალი გეგმის გაცნობის მიზნით ყველა სახლში დავპატიჟეთ, მათ შორის - რატიც.
-აბა გაგვაცანი შენი გრანდიოზა გეგმები - პოზიტიური განწყობით შემოვიდა ლუკა მისაღებ ოთახში და ტახტზე ფეხმორთხმით დაჯდა.
-რომ გაწექი მაგ დივანზე, ჩვენ არ გვინდა დაჯდომა? - იკითხა რატიმ სიცილით, ლუკას მხარი გაკრა და გვერდით მიუჯდა.
-აუ წამოდით რა ჯერ ნაყინები ვჭამოთ! - წამოაყენა იდეა თათამ. ხო მართლა, მე და თათას მუცლები უკვე საკმაოდ გვეტყობოდა. ჯერ ძალიან გაბერილები არ ვიყავით, თუმცა არც გამხდრებად ვიწოდებოდით. ჩემს მუცელს თათას მუცელს რომ ვადარებდი, მე უფრო დიდი მქონდა. ბიჭები ღადაობდნენ, მაგხელა მუცლით რომ ამაყობ, შენ ისა თქვი ბავშვი თუ ვერ გამოეტიაო. ამ ხუმრობაზე მეც მეცინებოდა, თუმცა ენას ვუყოფდი და ისევ ჩემს საქმეს განვაგრძობდი.
-რა დროს ნაყინია გოგო, მგონი დაადგა იმ ფულს საშველი - სიცილით უთხრა ლუკამ.
-აუ ნაყინი მეც მინდა - წამოვხტი ფეხზე და თათას მივყევი.
-ოჰჰ, ორსულები ბატონობენ! - ჩაიცინა ლუკამ და ბაჩოს გახედა - ჰე ახლა, დაადგი საშველი და თქვი რამე. ორი თვეა ეგ ფული გამოუყენებლად დევს, შენ კიდევ დასაკლავი გოჭის თვალებით შემოგვცქერი - აროხროხდა და სიცილში რატიც აიყოლია.
-აბა მოვედით ჩვენც! - წამოიძახა თათამ და ჩემთან ერთად დივანზე დაჯდა.
-მოკლედ!.. - დაიწყო ბაჩომ - მოვიფიქრე, რომ რამე ბიზნესი დავიწყოთ ერთად. მაგარი იქნება ძალიან. აბა რას იტყვით? - გადახედა ძმაკაცებს.
-ქალებს არ ჩაგვრთავთ მაგ საქმეში? - თავი წამოყო ვიკამ.
-ქალები არ ხართ ბიზნესში შემოსაშვებები - ცხვირი აიბზუა ლუკამ.
-ამოგაძრობ მაგ ენას! - მოჩვენებითი სიმკაცრით დაემუქრა ვიკა.
-კარგი იდეაა, წარმატებებს გისურვებთ! - გაიღიმა რატიმ. - მე წავალ ახლა, აბა კარგად - ფეხზე წამოდგა და დერეფანს გახედა.
-მოიცა, მოიცა... ბიჭო შენ თავი რამეს ხო არ მიარტყი?! - გაიკვირვა თემომ.
-რა ხდება?! - იკითხა დაბნეულმა რატიმ.
-რა ხდება კი არა, დადე ეგ შენი უკანალი ამ დივანზე და მოვიფიქროთ რას და როგორ ვშვებით - „უბრძანა“ ლუკამ.
-შენც ჩვენთან ერთად ჩაგრთავთ ბიზნესში. აბა შენ რა გეგონა! - გაიცინა თემომ და რატის ხელი მხარზე ძმაკაცურად დაუტყაპუნა.
იმ დღეს საღამომდე ვმსჯელობდით, რას როგორ გავაკეთებდით და ასე შემდეგ. ბიზნესში ბიჭების გარდა ვიკა და ლიკა ჩაერთვნენ. ასე თქვეს, საქმე მაინც არ გვაქვსო. მე და თათა კიდევ ორსულად ვიყავით და უახლოეს მომავალში ბავშვებიც გვეყოლებოდნენ გასაზრდელები, ასე რომ ჯერ-ჯერობით სამსახური არ მოვინდომეთ. თან თემო და ბაჩოც ამის წინააღმდეგები იყვნენ. მართალია, სწავლის პარალელურად მუშაობა რთული იქნებოდა, თუმცა უნდა ვაღიარო ბაჩო, ლუკა და თემო აქამდე სწავლით თავს არ იკლავდნენ და არც ახლა შეცვლილან. გარდა ამისა, რატის სწავლა უკვე დამთავრებული ჰქონდა და თუ რამე სასწრაფო იყო და ბიჭები მისვლას ვერ ახერხებდნენ, თვითონ აგვარებდა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რაც ბაჩოში მოხდა და მგონი მე გამოვიწვიე იყო ის, რომ მოწევას თავი დაანება. ასე თქვა შენ და ჩემი შვილი ჯანმრთელები უნდა იყოთო. თავიდან ცოტა გაუჭირდა, თუმცა ნელ-ნელა მიზანს მიაღწია და ახლა სიგარეტს ზედაც არ უყურებდა, რაც ძალიან მახარებდა.
..................
უნივერსიტეტის მეორე სასწავლო წელი ხალისიანად და დამღლელად ჩამთავრდა. თუმცა არა... მოიცა, მოიცა... როგორ ჩამთავრდებოდა, მე და თათას ხომ ბავშვები არ გვყავდა გაჩენილი, არადა ეს როგორი მნიშვნელოვანია...
შაბათი დღე იყო, ორშაბათს შუალედური გამოცდები გვქონდა. ვის ახსოვდა სიყვარულის დღე. დიახ... 14 თებერვალი იყო... ბიჭები მუშაობდნენ, თუმცა ბაჩო დამპირდა მალე წამოვალ და მერე შენთვის სიურპრიზი მაქვსო. ვიკას რა ენაღვლებოდა, სასწავლი არაფერი არ ჰქონდა, აბა ჩემთვის და თათასთვის გეკითხათ... ამხელა მუცლებით ვიჯექით, მაგიდის მაგივრად მუცლები გვქონდა და ვსწავლობდით. უნივერსიტეტში აღარ დავდიოდით, თუმცა გამოცდებზე უნდა წავსულიყავით. ლიკა სავარძელში იყო მოკალათებული, მე და თათა კი ცალ-ცალკე დივანზე ვიყავით მიწოლილები. მართლა იმხელა მუცელი მქონდა, რომ სიარული მიჭირდა. თათაზე დიდიც კი მქონდა და სერიოზულად ვნერვიულობდი ბავშვის გამოტევის საკითხზე...
-აუუ, ეს რა უაზრობაა რა! - ამოიბუზღუნა თათამ - ახლა მე კი არ უნდა ვსწავლობდე, ჩემს პატარას უნდა ველაპარაკებოდე - ჩაიდუდუნა და ისევ წიგნს ჩააჩერდა.
-გოგო ადვილია, რა უნდა... - გაიკვირვა ლიკამ.
-აა, ვაიმეეე!!! - ვიკივლე უეცრად.
-კარგი ხოო, ცოტა რთული არის, თუმცა ეგეთიც არა - დანებდა თათა.
-მუცელი! - წამოვიყვირე ისევ გამწარებულმა. ღმერთო როგორ მტკიოდა!..
-ვაიმე! აუ ნიინ, ძაან გტკივა? - ფეხზე წამოხტა განერვიულებული ლიკა.
-გოგო სასწრაფოში დარეკე დროზე, მგონი ბავშვს ვაჩენ! აააა!!! - ძლივს გადავაბი სათქმელი ერთმანეთს და ტკივილის განმეორებისას ისევ მთელს ხმაზე შევკივლე. თათას და ლიკას მგონი ჩემზე უფრო მეტად ეშინოდათ. საბედნიეროდ სასწრაფო მალე მოვიდა და ბავშვი ჯერ გაჩენილი არ მყავდა, თუმცა ისე მტკიოდა ყველაფერი, რომ მეგონა მალე მოვკვდებოდი.
-ბაჩოსთან დავრეკავ ახლავე! - წამოიყვირა ლიკამ და ტელეფონი აიღო.
-აუ, ნინი, ცოტაც გაუძელი! - ხელი ხელზე მომკიდა თათამ და ამღვრეული თვალები მომაპყრო. სიმწრის ცრემლები მცვიოდა.
-სასწრაფოდ გაგვატარეთ! - ყვიროდნენ ექიმები და საკაცეზე დაწვენილი სადღაც მიმაქანებდნენ.
-ლიკა, არ დამტოვო რა! მეშინია! - ამოვიკნავლე საწყლად.
-არ ინერვიულო, შენთან ვარ ჩემო საყვარელო! - ხელი ძლიერად ჩამჭიდა და სირბილით გამომყვა.
მშობიარობა დიდხანს გამიგრძელდა. ლუკა კი ხუმრობდა, თუმცა მართლა გამიჭირდა ბავშვის გაჩენა. იმდენად გამომეცალა ძალები, რომ სუნთქვაც კი აღარ შემეძლო.
-ბიჭია, გილოცავთ! - თქვა გახარებულმა ექიმმა
-ჩემი ერეკლე - ამოვიჩურჩულე ღონემიხდილმა და თვალები დავხუჭე. ჩემი პატარას ტირილი იავნანასავით ჩამესმოდა ყურში და მეც სახეგაბადრული და კმაყოფილი ვიყავი.
-აუ ნინ, ერთი წამით გავალ და მოვალ მალე კარგი? - მითხრა და ოთახის კარისკენ წავიდა. ისეთი დაღლილი ვიყავი, პასუხის თავიც არ მქონდა. ოთახის კარი ბაჩომ შემოაღო.
-ჩემო სიცოცხლე - მაშინვე საწოლზე ჩამომიჯდა და ხელით სახეზე მომეფერა.
-ნახე? - ვკითხე და გაბრწყინებულ თვალებში ჩავხედე.
-კი, იცი რამხელა ბიჭი გვყავს? ექიმმა მითხრა, ამხელა ჯერ არ მინახავსო. ყოჩაღ შენს ცოლსო... - გაიცინა და დაამატა - თათას გოგო გაუჩნდა - მახარა ბედნიერად.
-თათას? - გავიკვირვე მაშინვე.
-ხო, შენზე ისე ნერვიულობდა მაგასაც მშობიარობა დაეწყო - გაიცინა - მაგათ პატარა მარიამი ყავთ. ჯერ არ მინახავს, პირდაპირ შენკენ გამოვიქეცი - ტუჩებზე ნაზად მაკოცა და ჩემს თმებს წაეთამაშა. - მე უნდა გამეკეთებინა სიურპრიზი და შენ დამასწარი - თვალი ჩამიკრა მხიარულად - ახლა დაიძინე და მერე კიდევ შემოვალ, კარგი? - მკითხა თბილად.
-აქ იყავი რა - შევეხვეწე და ხელზე ჩავეჭიდე.
-თემოსთან გავალ, მივულოცო. ეგეც მამა გახდა დღეს ბოლო-ბოლო და ერთ წუთში მოვალ - შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ვეღარც გავიგე ბაჩო როდის შემოვიდა. მაშინვე ჩამეძინა...
..............
ზაფხულის არდადეგები იწყებოდა. ყველას ძალიან გვიხაროდა. ბიზნესი უკვე ძალიან წარმატებული იყო და ვგეგმავდით ერთი ძალიან დიდი სახლი გვეყიდა, სადაც ყველა ერთად ვიცხოვრებდით. ჩემი პატარა ერეკლე ძალიან ჭირვეული ბავშვი იყო. თუმცა რაღა პატარა, ერთი კვირისა ზომებში ერთი თვის ბავშვს გავდა. ფუმფულა ლოყები და დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა. ისეთი საყვარელი იყო, რომ მისი მოფერებით ვერ გაძღებოდით და მე და ბაჩოც სიყვარულს არ ვაკლებდით.

აკრძალული ხილი(28 ნაწილი-დასასრული)


სულ ჭამა და ძილი უნდოდა და ღამით არ გვაძინებდა. თვალებჩაწითლებული ბაჩოს დანახვაზე სულ სიცილი მიტყდებოდა. შუაღამეს ბავშვი ტირილს რომ დაიწყებდა, ეს ბუზღუნით ყვებოდა და ასე დუეტები ჰქონდათ ხოლმე, თუმცა შემდეგ მაინც ღიმილით მიახლოვდებოდა და ბავშვის დამშვიდებაში მეხმარებოდა.
თათას გაუმართლა, ჩასაყლაპი პატარა ყავდა. ძალიან წყნარი და მშვიდი, ზედმეტი კაპრიზების გარეშე.
-ნინუც, რას შვები? - დამირეკა ვიკამ.
-რავი გოგო აბა, ერეკლე დედაჩემს გავუყვანე და სახლში მარტო ვისვენებ. ბაჩო მოვა მალე.
-მომისმინე, ბაჩომ მე მითხრა რაღაც საქმე გამომიჩნდაო - გაიკვირვა და ჩემს პასუხს დაელოდა.
-არ ვიცი, ჩემთვის არ უთქვამს არაფერი...
-მომისმინე, ახლა გოგოები გამოვალთ და უნდა გავერთოთ მაგრად გაიგე? დასვენების პირველი დღე უნდა ავღნიშნოთ - ჩამყვირა მხიარულად.
-კარგი გელოდებით - გავუთიშე და ბაჩოს დავურეკე. ტელეფონში სასწრაფოდ ჩამძახა არ მცალიაო და გამითიშა. გავბრაზდი, თან ძალიან... არ შეეძლო ერთი-ორი სიტყვით მეტი ეთქვა და ნორმალურად აეხსნა რა ხდებოდა?!
გოგოები სახლში შემოვუშვი და გაკვირვებულმა ავათვალიერე.
-გოგო, ეს რისთვის გამოიპრანჭეთ ასე? - ყველას განსაკუთრებული კაბები ეცვა და მაკიაჟი საგანგებოდ გაეკეთებინათ.
-მომისმინე, ახლა ჩვენ უნდა გავერთოთ მაგრად. შენ ეს კაბა მოგიტანეთ, თუმცა არ უნდა ნახო. - გამაფრთხილა ლიკამ.
-აი, ამ ლენტს გაიკეთებ თვალებზე - თათამ ხელში თეთრი ლენტი ააფრიალა და პირდაპირ თვალებზე ამაფარა.
-ასე მგონია მიტაცებთ - გავიცინე და ლენტი კარგად მოვირგე. - კი მაგრამ, კაბა როგორ ჩავიცვა?
-ჩვენ ჩაგაცმევთ, თან მაკიაჟიც გასაკეთებელი გაქვს და თმებიც - მითხრა ლიკამ საქმიანი ქალივით.
-აბა დროზე! შენს ოთახშიი!!! - წამოიყვირა ვიკამ საზეიმოდ და ოთახში ამათრიეს. რაღაც ძალიან დიდი კაბა გადამაცვეს. მაკიაჟის გაკეთებისას ლენტი მომხსნეს, თუმცა გამაფრთხილეს, რომ თვალები არ გამეხილა. მეც დავემორჩილე და დამჯერი ბავშვივით ვასრულებდი მათ ყოველ მითითებას. ერთსაათიანი მზადების შემდეგ, როდესაც ჩემი ჩაცმულობით კმაყოფილები იყვნენ, გამოაცხადეს, რომ წასასვლელები ვიყავით.
-გოგო, სახვევი მომხსენი რა, დავიმტვრევი ამ კიბეებზე - შევჩივლე ვიკას საწყლად და თავი უცნობი მიმართულებით გავატრიალე.
-შანსი არაა. მომკიდე ხელი და ჩაგიყვან - ლენტის მოხსნაზე მტკიცე უარის მიღების შემდეგ კიბეებზე ჩასვლის დროც მოვიდა.
-აუუ, რამხელა კაბაა. რა ჩაიფიქრეთ ეგ მაინც მითხარით... - დავიწუწუნე და ძლივს ჩავბაჯბაჯდი კიბეებზე. რაღაც მანქანაში ჩამსვეს და გზას გავუდექით.
-მოვედით! გადმოდი აბა - ვიკამ და თათამ ხელი წამავლეს და მანქანიდან გადმოვედი.
-ახლაც არ შეიძლება მოვიხსნა? - ვიკითხე იმედგადაწურულმა. ირგვლივ უცნაური სიჩუმე სუფევდა.
-მოიხსენი - მითხრა ლიკამ. მაშინვე მოვიძრე ლენტი, რომელმაც ასე გამაწვალა და როდესაც ირგვლივ მიმოვიხედე გაოცებისგან პირი დავაღე. კაბაზე დავიხედე და ბედნიერმა შევათვალიერე. ბაჩომ ყველაფერი ისევ ჩემთვის მოულოდნელად დაგეგმა. სამების წინ ვიდექი, უამრავი ადამიანი მიყურებდა ბედნიერი სახით და ელოდნენ, როდის დავიძრებოდი საკურთხევლისკენ.

აკრძალული ხილი(28 ნაწილი-დასასრული)


-ვიკა, მესიზმრება ხო? - ვკითხე და თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე. მე და ბაჩოს ჯვარი არ გვქონდა დაწერილი, მხოლოდ ოფიციალურად ვიყავით ცოლ-ქმარი. ყოველთვის ძალიან მინდოდა გრანდიოზული ქორწილი, როდესაც თეთრ კაბაში გამოწყობილი დავდგებოდი საკურთხევლის წინ, თუმცა ეს ბაჩოსთვის არასოდეს მითქვამს. ისიც მყოფნიდა, რომ იდეალური ოჯახი მყავდა. ეს კი... ეს რაღაც საოცრება იყო.
-არ იტირო ახლა, თორემ მაკიაჟს გაიფუჭებ - სიცილით გამაფრთხილა ვიკამ და ჩემკენ მომავალ დედაჩემს გახედა ბავშვით ხელში.
-დე, რა ლამაზი ხარ! - გადამეხვია დედაჩემი და ატირებული ერეკლეს დამშვიდება დაიწყო.
-არა, დეე... არ იტირო! - მივეალერსე ერეკლეს, რომელიც ჩემი ხმის გაგებისას მაშინვე გაჩუმდა.
-მიდი ახლა, ბაჩო გელოდება - გამიღიმა და ეკლესიას გახედა.
-ძალიან ბედნიერი ვარ - ვთქვი გაბზარული ხმით და შევეცადე კიდევ ერთი ცრემლი არ წამომსვლოდა, თუმცა უშედეგოდ.
-წამოდი, თორემ ძალიან დაგვაგვიანდება - მომესმა ბოხი ხმა. მივტრიალდი და მონატრებული სილუეტის დანახვისას, პირდაპირ მისკენ გავექანე.
-ბაბუუ!!! როგორ მომენატრე!
-მეც ჩემო პატარა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. მერე ჩამეხუტე. წავედით აბა, მზად ხარ? - ხელკავი გამოვდე და ღრმად ამოვისუნთქე.
-თაიგული! - ლიკამ ხელში დიდი თეთრი ვარდების თაიგული მომაჩეჩა და გვერდზე გადგა.
ნელა დავიძარით საკურთხევლისკენ. ღმერთო! არ შეეძლო ამ ბიჭს, რომ ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებში არ გამოვეშტერებინე? ჯერ ცოლობა ისე მთხოვა აზრზე ვერ მოვედი, შემდეგ მაშინვე ხელის მოსაწერად გამაქანა. ახლა კიდევ ჯვარს ისე იწერდა ჩემზე, რომ ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი. მაგრამ ისე რომ დავუკვირდი, ასე არ სჯობს? ასე უფრო მძაფრად განიცდი იმ ემოციას და სიხარულს...
როდესაც შავ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ბაჩო დავინახე, მაშინვე გული ამიჩქარდა. გაღიმებული მიყურებდა და მელოდა... მაინც როგორი სიმპატიური იყო... თვალისმომჭრელად მიღიმოდა და ამით ისედაც დაბნეულს კიდევ უფრო მაბნევდა, თუმცა თვალს არ ვარიდებდი. მეც მას მივჩერებოდი და ერთ სული მქონდა ჩვენს შორის არსებული მანძილი დამეფარა.
ბაბუაჩემმა ჩემი ხელი ბაჩოს გადააბარა და მომღიმარი გაგვშორდა.
-ულამაზესი ხარ - ჩამჩურჩულა ყურში, როდესაც თავისად დამიგულა.
-მიყვარხარ - გადავუჩურჩულე მეც და მღვდლისკენ მივბრუნდით. მე და ბაჩომ შევფიცეთ ერთმანეთს, რომ ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთის გვერდით ვიდგებოდით , მუდამ გვეყვარებოდა ერთმანეთი და კიდევ მრავალი რამ, რასაც ჩვეულებრივ შეყვარებული წყვილები ერთმანეთს ეფიცებიან.
-შეგიძლიათ აკოცოთ პატარძალს - გვითხრა მამაომ და ბაჩოც მოწყურებულად დამეწაფა ბაგეებზე...



.............
ესეც ამ ისტორიის დასასრული ჩემო საყვარლებო!..
იმედი მაქვს ისტორია მოგეწონათ და ისიამოვნეთ. ჩემი ძალიან ძალიან დიდი თხოვნა იქნება ყველამ, ვინც კითხულობდით, ერთი სიტყვით მაინც დააკომენტაროთ, ძალიან მაინტერესებს რამდენი ხართ. იმედია არ დაიზარებთ, რადგან ეს მხოლოდ ერთი წუთის საქმეა.
ზეგ დასასვენებლად მივდივარ, ამიტომ ახალი ისტორიით ცოტა მოგვიანებით დაგიბრუნდებით, რადგან ინტერნეტთან წვდომა არ მექნება. დაახლოებით 10 დღით გემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ!...



№1  offline წევრი თათა

Yvelaze tbilo da tkbilo avtoro rogor kargad daasrule,guli gamitba♥aba shen ici warmatebebs gisurveb♥kargad daisvene♥
--------------------
tatukakhorava

 


№2  offline წევრი sali))

Wow dzaliaan magarii xarr aii dzalian dzaliaan miikvarxar coota ki meewkiina room daamtavrdaa maagraam isee sasiaamoovnood daamtaavrda room wkenaa daamaaviiwkdaa da mjeraa room sheemdeegii istooriaac dzaliaan saiinteresoo iqneba ai darwmuunebuli var isev dzalian bevrs gvasiaamoovneb axal axali istoorieebiit uzoomod mikvarxar magarii gogo xar ai sitkvebi agar mkoofniis .. bednieraad daaisvenee gkoocnii

 


№3  offline წევრი dreamer777

არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ სასწაული ხარ! love

 


№4  offline წევრი milangirl

ძალიან კარგი და თბილი დასასრულია. ძალიან ვისიამუვნე მისი წაკითხვით. დარწმუნებულუ ვარ შემდეგი ისტორიაც ასეთივე კარგი იქნება

 


№5  offline მოდერი ანკა

თათა
Yvelaze tbilo da tkbilo avtoro rogor kargad daasrule,guli gamitba♥aba shen ici warmatebebs gisurveb♥kargad daisvene♥

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო <3 <3 <3 love

sali))
Wow dzaliaan magarii xarr aii dzalian dzaliaan miikvarxar coota ki meewkiina room daamtavrdaa maagraam isee sasiaamoovnood daamtaavrda room wkenaa daamaaviiwkdaa da mjeraa room sheemdeegii istooriaac dzaliaan saiinteresoo iqneba ai darwmuunebuli var isev dzalian bevrs gvasiaamoovneb axal axali istoorieebiit uzoomod mikvarxar magarii gogo xar ai sitkvebi agar mkoofniis .. bednieraad daaisvenee gkoocnii

მადლობა დიდიიი <3 <3 <3 ძალიან მახარებ შენი კომენტარებით love

dreamer777
არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ სასწაული ხარ! love

რა საყვარელი ხაარ! love love love

milangirl
ძალიან კარგი და თბილი დასასრულია. ძალიან ვისიამუვნე მისი წაკითხვით. დარწმუნებულუ ვარ შემდეგი ისტორიაც ასეთივე კარგი იქნება

დასასვენებლად რომ არ მივდიოდე შემდეგ ისტორიას ხვალვე დავიწყებდი, უკვე ვიცი რასაც დავწერ და ერთი სული მაქვს როდს დავიწყებ love იმედია მოგეწონებათ ყველას love love love

 


№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან ძალიან მომწონს ეს ისტორია... თუმცა ვისურვებდი ბიკას ლიკას ლუკას და რატის შესახებ რამე დაგეწერა ბოლოს ცოტა გაურკვევლობაში ვარ... რაც შეეხება ბაჩოს და ნინის ისტორია მართლაც ძალიან რომანტიკული და დახვეწილი ისტორიაა და დასასრული მართლაც რომ შეუდარებელი იყო...

 


№7  offline წევრი Just give me a Hand . . .

ძალიან მომწონდა და გული მწყდება რომ დამთავრდა ძალიან ძალიან კარგი ისტორია იყო ❤️❤️❤️

 


№8  offline მოდერი ანკა

nini5852
ვაიმეე ანკაა რა კარგი იყოო. სიტყვები ზედმეტია. ისე შემივარდა ეს ისტორია რო რავი რა ახლა რომ ვფიქრობ აღარ დაიდება ცუდად ვხდები, ისე შევეჩვიე....ძალიაან სასიამოვნო წასაკითხი იყო ღიმილი არ მომშორებია სახიდა. იციი რატომღაც მეგონა რო ვიკა და რატი ერთად იქნებოდნენ მაგრამ არაუშავს ასეც ძალიან კარგი იყო. შენ კი როგორც ყოველთვის ძალიან კარგი ხარ, სოტვებიც არაა საჭირო შენს დასახასიათებლად. ცუდად ვხდები ეხლა რომ ვფიქრობ 10 დღის განმავლობაში არ დაიდება შენი ისტორია მაგრამ მესმის შენი შენც ადამიანი ხარ და შენც დასვენება გინდა. წწარმატებები. მიყვარხარ ძალიან:* :*

მეც მინდოდა ერთად ყოფილიყვნენ, თუმცა დროის დეფიციტის გამო მიფუჩეჩებული გამომივიდოდა, ამიტომ ვარჩიე ისევ ჩვეულებრივად დამეტოვებინა ყველაფერი love მეც ძალიან მიყვარხაარ!!! love love love



oldman
ძნელია საიტზე იპოვნო ისეთი "მწერლები", რომლის ნაშრომები იქნება გამართული. სრულიად შემთხვევით შემოვედი შენთან და აღმოგაჩინე. შენს წინა ისტორიებს გადავავლე თვალი და აშკარად დახვეწილი ხარ. სიმართლე გითხრა (და იმედია არ გეწყინება), შენი ძველი ისტორიები, არც ისე..? არა, არ მომეწონა. ეს კი, არ ვიცი რა გითხრა. დახვეწილი ხარ, გამართულად წერ, როგორც სჩანს გრამატიკაც გიყვარს. ეს რამოდენიმე წესი არის მთავარი. ისტორია აუცილებლად უნდა იყოს გამართული ნაწერი, შინაარს რომ თავი დავანებოთ.
მომეწონა, შინაარსიც და წერის სტილიც. მიყვარს როცა საიტზე იხვეწებიან და შემდეგ კარგ მწერლებად ყალიბდებიან. აქამდე მინდოდა კომენტარის დაწერა, მაგრამ სოფელში ვიყავი და ჩემი ტელეფონის გადამკიდე, ვერ ვახერხებდი დაწერას. მოკლედ, წარმატებები და გელოდებით ახალი ისტორიით. <3

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო <3 <3 <3 გრამატიკა ნამდვილად კარგად ვიცი wink წინა ისტორიები... რა თქმა უნდა, ამას ვერ სჯობს, თუმცა ასეა... ნელ-ნელა უკეთესად ვწერ და იმედი მაქვს შემდეგი ისტორია ამაზე კარგი იქნება love ძალიან გამახარე ასეთი კომენტარით და დიდი მადლობა love love love

~
უცნობი ქ
ძალიან ძალიან მომწონს ეს ისტორია... თუმცა ვისურვებდი ბიკას ლიკას ლუკას და რატის შესახებ რამე დაგეწერა ბოლოს ცოტა გაურკვევლობაში ვარ... რაც შეეხება ბაჩოს და ნინის ისტორია მართლაც ძალიან რომანტიკული და დახვეწილი ისტორიაა და დასასრული მართლაც რომ შეუდარებელი იყო...

დიდი მადლობაა love love

Just give me a Hand . . .
ძალიან მომწონდა და გული მწყდება რომ დამთავრდა ძალიან ძალიან კარგი ისტორია იყო ❤️❤️❤️

მადლობაა... love love love

 


№9  offline წევრი Annee

ძალიან ძალიან მაგარი იყოო.. საოცრება იყო ნამდვილად. მომეწონა უსაშველოოდდ! !! :*:*:*:*

 


№10  offline მოდერი ანკა

Annee
ძალიან ძალიან მაგარი იყოო.. საოცრება იყო ნამდვილად. მომეწონა უსაშველოოდდ! !! :*:*:*:*

უღრმესი მადლობა საყვარელო love

 


№11 სტუმარი nina(nina)

აუ აი ძალიან,ძალიან,ძალიან მომეწონა.მიყვარს ესეთი რაღაცეები.ძალიან მაგარია,კიდევ კარგი ყველა თავი ერთად წავიკითხე თორემ რა მოითმენდა სანან სხვა თავებს დადებდი.კარგი ხარ. მიყვარს ჩახლართული ისტორიები,მითუმეტეს "აკრძალული ხილი". ყველაფერი მაინტერესებს და მიზიდავს რაც "აკრძალულია" <3 <3 <3

 


№12 სტუმარი Sofiko

Vau magari istoriaaa. Dzalian momewona magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent