შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირის სინდრომი (დასასრული)


27-08-2015, 11:42
ავტორი mariamabazidze
ნანახია 1 901

ყველანი მზად ვიყავით,საუკეთესო იარაღი გვქონდა,მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით,არავინ იცოდა ზემოთ რა გველოდა.არავი იცოდა რასთან მოგვიწევდა გამკლავება... ზემოთ ბიძიამ და ერთ ერთმა დაცვის წევრმა აგვაცილეს,საიდუმლო კარიდან გავედით,დაახლოებით 10 მეტრი სიგრძის გვირაბი გავიარეთ,მერე კიდევ რამდენიმე ხვრელი და გარეთ ავღმოჩნდით.იქ სრული კატასტროფა იყო,ეხლა დავრწმუნდი რომ იმ გზით,როლითაც ჩვენ ატლანტას საძებნელად მოვდიოდით ვერასდროს ვიპოვიდით,თან უამრავი დაავადებულის ხელში ავღმოჩნდებოდით.ასობით გადაქცეული იყო თავმოყრილი,და თხრიდნენ,ზოგი მილში გასვლას ცდილობდა,იმ წამსვე დაუკავშირდით ატლანტას,და მდგომარეობის შესახებ ვაცნობეთ,არავინ ედლოდა ასეთ ვითარებას,ეგონათ რომ მხოლოდ რამდენიმე გადაქცეულმა იპოვა შემოსასვლელი.5 კაცით,თუმდაც საუკეთესო მებრძოლებით ამდენი დაავადებულის დამარცხებას ვერ შევძლებდით.ამიტომ ატლანტა დახმარებას გვიგზავნიდა,დაახლოებით 50 ჯარისკაცს.ჩვენც ველოდით,მაგრამ იმათ მოსვლამდე გეგმა იყო მოსაფიქრებელი
-ჯეინ რა ვქნათ,ძალიან ბევრნი არაინ,შეიძლება უკვე შეაღწიეს კიდეც ატლანტაში.
-ასე მალე ამხელა გვირაბს ვერ გათხრიდნენ,ყველაფერი კარგად იქნება,მალე სხვებიც მოვლენ და ვიბრძოლებთ.
-საიდან უნდა შეუტიოთ?
-ნახე,იქეთ თითქმის არავინაა,იქედან შევიდეთ,გავიშალოთ და ყველა გავანადგუროთ
ამასობაში დამხმარე რაზმოც მოვიდა,ზუსტად გეგმის მიხედვით ვმოქმედებდით,ძალიან სწრაფად ვმოძრაობდი,უკვე ძალიან ბევრი დავხოცე,უცებ ჯარისკაცის ყვირილი გავიგონე,ის სამ გადაქცეულს დაეჭირა და კბენდა,მაგრამ დაცავი ჯილეტი ეცვა და ალბათ ჯერ ვერ შეაღწევდა კანში,მაშინვე მასთან მივვარდი და სამივე მოვაშორე.რამდენიმე საათი ვიბრძოდით,ყველანი ამოვხოცეთ,მაგრამ ვიცოდით რომ სხვებიც მოვიდოდნენ.
ბრძანება მივიღეთ რომ ატლანტაში დავბრუნებულიყავით,ყველანი ძალიან იყვნენ შეშფოთებულები,რადგან შემოსასვლელი იპოვეს.
-ბიძია,იქ კიდევ უამრავი მოვა,და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ბრძოლა.
-ვიცი ამიტომ საბჭო იკრიბება,დაუყონებლივ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ
-შენც უნდა წამოხვიდე
დიდი დარბაზში შევედით,საბჭოს ყველა წევრი აქ იყო.
-მდგომარეობა ძალიან რთულია,გამოსავალი კი არსად ჩანს-თქვა ერთ-ერთმა.
-რაიმე უნდა მოვიფიქროთ მალე ქალაქში ჩამოაღწევენ და ხალხს ვერ დავიცავთ
უცებ კაპიტანი შემოვიდა,და სიყვის თქმის უფლება ითხოვა
-გისმენთ კაპიტანო
-მგონი ვიცით რაც უნდა ვქნათ,მოკლეთ ის ადგილი რომელიც დღეს ჩვენებმა გაწმინეს უნდა ამოვავსოთ,ბეტონით და სამუდამოდ გავაქროთ ჭიშკარიც.
-კი მაგრამ ასე ატლანტადან ვეღარ გავალთ
-მართალია,ჯობია გარკვეული დრო აქ ვიყოთ,ვიდრე ისინი დაგვესხან თავს
-კი მაგრამ ჩვენი მისია,გადარჩენილების საძებნელად როგორღა წავლენ
-ვეღარ წავლენ,ამ დროისთვის საფრთხე ჩვენ გვემუქრება,თუ ჩვენ აღარ ვიქნებით მაშინ გადარჩენილებსაც ვეღარ უშველით,დღეს ბოლო ჯგუფი გავა გარეთ,და გადარჩენილებს მოძებნის,ეს ბოლო გასვლა იქნება,მანამდე კი ჩვენ შემოსასვლელებს დავლუქავთ.და გვირაბს ავაფეთქებთ.
-ეს სიგიჟეა
-ეს ერთადერთი გამოსავალია ბატონებო
საბჭო დიდიხანს ფიქრობდა,და ბოლოს დათანხმდა ამ გადაწყვეტილებაზე.ამჯერად მეც გარეთ გავდიოდი მხოლო ჩვენ საუკეთესოებს გვიშვებდნენ,დაღამებამდე უნდა დავბრუნებულიყავით,დაგვიანება გამორიცხული იყო,თორემ გარეთ დავრჩებოდით,ეს კი სიკვდილის ტოლფასი იყო
წუთითაც კი არ დაგვიყოვნებია,მაშინვე გზა გაუდექით,ალქსი აუცილებლად უნდა მეპოვა,მახსოვდა ბოლოს სადაც იყვნენ ამიტომ იქ უნდა მივსულიყავი,დანარჩენები სხვა გადარჩენილების საძებნელად წავიდნენ,9 საათზე როცა მზე ბოლომდე ჩავიდოდა ჭიშკართან უნდა შევხვედროდით ერთმანეთს.
ქოხი მალე ვიპოვე,მაგრამ შიგნით არავინ იყო,ალბათ წავიდნენ.მაშინვე კვალს გავყევი,მაგრამ ახლომახლო არავინ ჩანდა,გარდა დაავადებულებისა.ძალიან მეშინოდა რომ ალექსიც ასეთ დღეში არ მენახა.უცებ რაღაც ძველი დასახლება გამოჩნდა,მიტოვებული და გაპარტახებული.იმედი მქონდა რომ აქ მაინც ვიპოვიდი,ყველა სახლები დავიარე,გზად უამრავ გადაქცეულს ვხოცავდი.ერთ ერთ სახლში რომ შევედი,იქ არავინ დამხვდა,უკვე გამოსვლას ვაპირებდი რომ ქვემოდან ლაპარაკის ხმა მომესმა.სარდაფიდან მოდიოდა,იმედი მომეცა,რომ იქნებ ისინი იყვნენ.ქვემოთ ჩავედი და ყური მიუგდე,პოლის ხმა ვიცანი და სიხარულით შევედი შიგნით,უცებ იარაღი დამიმიზნეს
-პოლ მე ვარ ჯეინი
-რაა?ცოცხალი ხაარ? აქ როგორ მოხვედი ღმერთო ჯეინ აქამდე როგორ მოაღწიე
იარაღი ხელიდან გაუვარდა და ჩემკენ გამოიქცა
-დაიკო რა სხვანაირი ხარ,ყველაფერი მითხარი რა მოხდა
-მე ატლანტამდე მივედი იქ კი მომაკვდავს ვაქცინა გამიკეთეს,რომელმაც იმუნიტეტი გამომიმუშავა და ვაპირად გადამაქცია.ფილმა გააკეთა ეს,არხში ჩამაგდო,იმ არხმა კი ატლანტამდე მიმიყვანა,პოლ ალქსი სადაა
რამდენიმე წუთი თვალებგაფართოებული მიყურბდა
-ფილი ეგ ,ჩვენ გვითხრა რომ გარდაქმნა დაგეწყო და თავს იცავდა,ალექიმ ისე ცემა ძვალ რბილი გაუერთიანა
-სადაა ალქესი
-ყველანი აქ არაინ,მაგრამ...
-რა მაგრამ პოლ,მითხარი
-ალექსის ნაკბენი აქ
გულში ისეთი ძლიერი ტკივილი ვიგრძენი,რომ ცალი ხელით პოლს დავეყრდენი,რომ არ წავქცეულიყავი
-ახლავე წამოყვანე მასთან
რაღაც ვიწრო ოთხები გავიარეთ,და ერთ პატარა ოთახში შევდეით,3 სანთელი ციმციმებდა,დედა ალექს ეჯდა თავთან,სემი იარაღს აწყობდა,ხოლო ფილი ჭამდა.დედამ გაცებისგან შეჰყვირა
-ჯეინ ღმერთო,მკვდარი გვეგონე შვილო,ღმერთო დიდიება შენდა,დედას გადავეხვიე,ალექსის ცივი ოფლი ასხამდა,თვალებს ვერ ახელდა.ფილი შეშინებული მიყურებდა,მაგრამ მისთვის დიდი სიურპრიზი მქონდა მომწადებული,გაზაში პოლი გავაფრთხილე რომ არაფერი ეთქვა ფილისთვის.მვედი და გადავეხვიე
-ფილ როგორ ხარ?
ენა ჩუვარდა,შიშისგან კანკალებდა,ეგონა რო მაშინვე მოვკლავდი
-კი მაგრამ,როგორ გადარჩი-ენის ბორძიკით თქვა
-არაფერი არ მახსოვს,რა მოხდა,როცა თვალები გავახილე უკვე ატლანტაში ვიყავი,სამწუხაროდ მანამდე რაც მოხდა არაფერი მახსოვს არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი იქ
ფილმა შვებით ამოისუნთქა,მაგრამ ამაოდ,ძალიან მალე მითვის შესაფერის სიკვდილს მიიღებდა.
ალექსისთან მივედი და ვაკოცე,თავლები ძლივს გააჩილა,მთლიანად ოფლში ცურავდა
-ჯეეიინ საყვარელო,ჩემთაან ხააარრ
-ხო საყვარლო,ყველაფერი კარგად იქნება გადაგარჩენ
სასწაფოდ უნდა წამეყვანა ყველა,თორე უკვე მზე ჩადიოდა,ახნა განმარტებებისთვის დრო არ იყო,ალექსი,მე და სემს მოგვყავდა,ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მას აუცილებლად გადავარჩენდი.
სწრაფად უნდა გვევლო,რადგან უკვე მზე ჩადიოდა,როცა სახლიდან გამოვედით, შორიახლოს დაავადებულთა მთელი გროვა შევამჩნიე.ბევრნი იყვნენ,მათ ასე უბრალოდ გვერდს ვერ აუვლიდით,მე და პოლმა აიარაღები ამოვიღეთ,ერთი კი ფილს გაუწოდე,მანაც გამომართვა,ღმერთო როგორი დებილია,არც კი შეუმოწმებია დატენილი იყო თუ არა.ალექსი იქვე დავაწვინეთ,და გადაქცეულებს მიუახლოვდით,რამოდენიმე მათგანი მოვკალი,ხოლო რამდენიმე ცოტა მოშორებით იდგა,ფილი გვერძე მომეყვებოდა,უცებ ხელი ვკარი,მაშინვე საიქცა,ფეხში დავჭერი,რომ მისი სუნი ეგრძნოთ.ისინიც მაშინვე ჩენსკენ გამოიქცნენ,
-ჯეინ რას აკეთებ?
-ზუსტად იმავეს რაც შენ გამიკეთე,გეგონა მართლა არაფერი მახსოვდა?
-ძალიან გთხოვ მაპატიე,შენ ხომ ასეთი არ ხარ
-არა არ ვარ,მაგრამ შენ მაინც მოგკლავ,შენი ცოცხლად დატოვება ფიზიკურად არ შემიძლია.
ის ყვიროდა მაგრამ ყურადღებასაც არ ვაქცევდი,რა ვქნა არ შემეძლო მისი პატიება,ჩვენ დრო ვიხელთეთ და გავიქეცით,ჩემი თანაგუნდელები უკვე ჭიშკართან იყვნენ,ჩვენც მაშინვე შიგნით შევედით,მცველებმა ჭრკარი დალუქეს,მორჩა აქედან ვერსად წავიდოდით,თუმცა ეს ახლა არავის ადარდებდა,ალექსი სასწრაფოდ ქვევით ჩავიყვანე,ექიმი გაიცებული იყო
-ჩქარა ექიმო იგივე შრატი გაუკეთეთ რაც მე გამიკეთეთ
-კი მაგრამ იმ შრატმა მხოლოდ შენზე იმოქმედა,არ ვიცი მასზე იმოქმედებს თუ არა
-სხვა გზა არ გვაქვს,სრაფად სანამ ჯერ კიდევ ცოცხალია,გაუკეთეთ
ექიმმა მაშინვე შუყვანა ვენაში წამალი,მე თავს უჭერდი,მახსოვდა როგორი მტკივნეული იყო გარდაქმნა,იმედი იმიტომ მქონდა რომ ალექსი უკვე ზღვარზე იყო,ზუსტად ასეთ დროს მოქმედებს შრატი,დანარჩენებზე კი იმიტომ არ იმოქმედა,რომ მათ გარდაქმნამდე კიდევ ბევრი დრო იყო დარჩენილი,წამალი კი გარდაქმნის დროს ერწყმის დნმეს და ამიტომ ვხვდები ვამპირი.დარწმუნებული ვიყავი რომ ალექსიზეც იმოქმედებდა,რამდენიმე წუთი არ განძრეულა,უცებ აფართხალდა,ხელების ქნევა დაიწყო,ძლივს ვაჩერებდით,დაახლოებით 30 წუთი ასე ფართხალებდა,მერე დამშვიდდა,ხელები დაუშვა,დავინახე ხელებზე ნაკბენები როგორ გაუქრა,გული ძალიან ნელა მაგრამ მაინც უცემდა.
-მორჩა,ხომ გითხარით,ყველაფერი კარგად იქნებათქო-ექიმი ძალიან გახარებული იყო,ბოლოს და ბოლოს მიხვდა როგორ მოქმედებდა მისი შრატი.
ალექსიმ თვალები გაახილა,რამდენიმე წუთი,გაშტერებული იყო,მერე გამოერკვა
-ალექსს საყვარელო მე ვარ-ვუთხარი და წამოდგომაში მივეხმარე
-ჯეიინ? მართლა ცოცხალი ხაარ მეგონა შენი ხმა მეჩვენებოდა,სად ვარ?
-დაწყნარდი,ატლანტაში ხარ,ყველაფერ აგიხსნი
-კი მაგრამ მე ნაკბენი მქონდა,ცოცხალი რანაირად ვარ
-ვაქცინა მოქმედებს,ოღონდ მთლად ისე ვერა შენ რომ გეგონა
-აბა როგორ
-შენ უფრო დიდი შესაძლებლობები გაქვს,კარგი მხედველობა,სისწრაფე,გამძაფრებული მგრძნობელობა და ა.შ
-შენც იგივე გჭირს?კი მაგრამ ფილმა თქვა თავს დამესხაო
-ყველაფერი მოიგონა,არხში ჩამაგდო და სასიკვდილოდ გამიმეტა,მერე თქვენ მოგატყუათ რომ ვითომ თავს დავესხი,ამ არხმა კი ატლანტამდე მომიყვანა,და ახლა სავსებით ჯანმრთელი ვარ,ისევე როგორც შენ საყვარელო
-ვიცოდი რომ რაღაცას მატყებდა,ახლა სად არის?
-ჯანდაბაში,ის მიიღო რისი ღირსიც იყო.
ალექსი მოვიდა და ისე ძლიერად ჩამეხუტა რომ ცოტა არ იყოს მეტკინა
-ძალიან მენატრებოდა ჯეინ
-მეც.წამოდი ჩემს მეგობრებს გაგაცნობ
-ოჰჰ უკვე მოგობრებიც გაიჩინე არაა
-რათქმაუნდა,აბა ამდენი ხანი შენ დაგლოდებოდიი?-სიცილს ძლივს ვიკავბდიი
-შე მოღალატე-ალექსის სიცილი წასკდა და ვნებიანად მაკოცა.
ყველაფერი მშვენივრად იყო,უფლება მომცეს ალექსისთვის მე ამეხნა ყველაფერი,ის საფრთხელ არ წარმოადგენდა,საბოლოოდ ყველა ჩემთან იყო,ჩემი პატარა ოჯახი,მაგრამ რაღა პატარაა ჩემი ძალიან დიდი ოჯახი.მთელი ძალისხმევით ვიცავდით ატლანტას,ჩვენს პატარა ქალაქს.მაგრამ აუცილებლად დადგებოდა დრო რომ ისევ გარეთ მოგვიწევდა გასვლა,იქ კი პირსისხლიანი მონსტრების გარდა არაფერი იყო.
მაგრამ ნუ იქნებით პესიმისტები,რაც არ უნდა მოხდეს,გახსოვდეთ
"არასოდეს თქვა არასოდეს".მე სულით ხორცამდე ოპტიმისტი ვარ,თუმდაც ვაპირად გადავიქცე და თუმდაც მაქციად,ისევ ასეთი ვიქნები,ყოველთვის გამაოცებს ჩემი უნარი ვიყო მშვიდად როცა სამყარო თავზე მემხობა.



№1  offline წევრი nini :)

ძაან მაგარი იყო მთლიანად წავიკითხე დღეს ყველა თავი დაძალიან მომეწონა ყოჩაღ!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent