შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუტას ამოფარებული სექსუალური ჯიჰადი (მეხუთე თავი)


29-08-2015, 01:54
ნანახია 2 637

მეხუთე თავი - ზღვარზე

ერაყი, სადღაც ჯურღმულში 2015 წლის მარტი

ეზოს ვგვიდი. წელი მეტკინა და დავიმართე, ზურგზე მოუხერხებლად მოვისვი ხელი, წინ უაზროდ ვუყურებოდი, გონებაში სიცარიელე მიტრიალებდა. შიშისმომგვრელია, როცა არაფერზე ფიქრობ... თავს ისე გრძნობ თითქოს აღარ არსებობ. გზაზე შორიდან მომავალი ადამიანი შევნიშნე, მზე პირდაპირ თვალებში მანათებდა და ვერ გავარჩიე კაცი იყო თუ ქალი. მას ხელში რაღაც ეჭირა, ჩავთვალე რომ სანოვაგით სავსე მოზრდილ ტომარას მოათრევდა. ზოგიერთს ძალიან უმართლებდა, სახლში საკვების მიტანა შეეძლო. ეზოს რომ მოუახლოვდა უცხოში ჩემი ძმა ამოვიცანი. სიხარულით მუცელში ქარიშხალი დამიტრიალდა, მერე კი მთელ სხეულს მოედო, ცოცხი გამივარდა, სანამ ნაბიჯს გადავდგამდი, წამით გული გამიჩერდა, გაღებულ პირზე ხელი ავიფარე, ყველა შიში და ეჭვი, რომელიც გასული დღეების განმავლობაში მღრღნდა, უკვალოდ გაქრა. დარწმუნებული ვიყავი, რომ აწი ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჯამარისკენ გავიქეცი, ალბათ ასე სწრაფად არასდროს მირბენია. მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრამ ხელში სამი-ოთხი წლის ბავშვი ეჭირა. პატარას ფეხებზე სისხლიანი ბინტები ეკეთა. შუბლი შეხვეული ჰქონდა, სახეს ,,სანტავიკები“ უფარავდა.
-ჯამარ... - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. ბედნიერების ცრემლები მომერია.
-როგორც დაგპირდი, დავბრუნდი... - ჩადრზე ხელი გადამისვა, დაღლილი სახე ჰქონდა, მაგრამ დაქანცულობას ოდნავაც არ იმჩნევდა. მომეჩვენა, რომ ორ კვირაში ათი წელი მოემატა.
-როგორ ხარ? - ვკითხე და ხელზე ვაკოცე.
-ძალიან კარგად. ცოცხალი დაგინახე. ამაზე უკეთესად მაშინაც ვერ ვიქნებოდი ფულის მთა რომ დამხვედროდა სახლში.
-ეს ვინ არის? - ბავშვზე ვანიშნე.
-შადი. მე დავარქვი სახელი. მშობლები დაეხოცა. დაჭრილი ვიპოვე. სახლის ნანგრევებში ეგდო. ტიროდა... ექიმმა მესამე ხარისხის დამწვრობაც დაუდგინა...
-მამა სად არის?
-ვერ ვიპოვე.
-გაიტაცეს?
-არა, მითხრეს რომ ძველმა მეგობარმა მოაკითხა და სიხარულით გაჰყვა.
-ანუ მიგვატოვა და შიმშილით სიკვდილისთვის გაგვწირა? - წარბები შევკარი.
-არ ვიცი. მოდი ფაქტების გარეშე დასკვნებს ნუ გამოვიტანთ და ცილს ნუ დავწამებთ.
-შენ რა ამართლებ მას?! - დოინჯი შემოვირტყი.
-ერთი შენი თავი დაგანახა. ზეჰრასავით იყურები. - გაიღიმა. - უი, დედა სად არის?
-დედა... ლოგინად ჩავარდა.
ჯამარს სახე წაეშალა, ჩანთა ძირს დააგდო და ბავშვი შემომაჩეჩა.
-ახლა სძინავს. - დავძინე.
სახლში ელვისებური სისწრაფით შევარდა და საწოლზე გვამივით დადებული მშობელი დაინახა. მას თვალები ამოშავებოდა, ლოყები ჩაცვენოდა, ამის ფონზე ყბა და ყვრიმალები გამოჰკვეთოდა, სახეზე ნაცრისფერი ედო, ძვალზე მხოლოდ ტყავი გადაჰკროდა.
-ეს რა მოგსვლია, დედაჩემო... - ჯამარი ნანახმა სურათმა შეძრა. დედა ხელებში მოიქცია და მიიხუტა. -ფარჰანა, წყალი მოიტანე! წყალი მაინც ხომ გვაქვს სახლში?
ბავშვი სამზარეულოში დავსვი და ძმას ჭიქა წყალი მივურბენინე.
-შენ არ გწყურია, ჯამარ?
- საფირონის სამაჯურები რატომ არ გაყიდეთ? - მკითხე ისე თითქოს ჩემი ნათქვამი არც გაუგონია და ზეჰრას წყალი დაალევინა.
-კადისას ღამღამობით საჭმელი გადმოაქვს. დედას რამდენჯერმე ვაჭამე, მერე სულ უარს მეუბნებოდა...
-თავს იკლავ?!- იყვირა შეძრწუნებულმა ჯამარმა. მივხვდი, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩემს ძმას დედა უყვარდა და ზრუნავდა მასზე. ზეჰრამ თვალები გაახილა.
-შვილო... - ჯამარს ხელი დაადო, თითების მოჭერა სურდა, მაგრამ ძალა არ ეყო. ჩემი ძმა ჩანაფიქრს მიუხვდა და ხელი ჩაჰკიდა.
-მე კი პურიც ვერ დაგახვედრე სახლში... - გულისწყვეტით ჩაიბუტბუტა დედამ.
-არ იდარდო. საკვებს გიშოვი და შეჭამე, კარგი?
-კარგი... - უცნაური დასანახი იყო დედაჩემი. მაშინაც კი არ იყო ასეთი სუსტი და დაუცველი, როცა მამაჩემი გამეტებით ურტყამდა. გაქცევა ან მუსტაფას მოგერიება შეეძლო, მაგრამ ცემასა და ლანძღვას ოჯახის ღირსების დასაცავად იტანდა.
ზეჰრას რომ დაეძინა სამზარეულოში, შადისთან, გავედით. ჯამარმა ბავშვი მუხლებზე დაისვა და მოეფერა.
-ხმას რატომ არ იღებს? - დავინტერესდი და შადი შევათვალიერე.
-მომხდარმა დაამუნჯა...
-მთელი ცხოვრება მუნჯი იქნება?
-ენა და იოგები დაზიანებული არ აქვსო, ასე მითხრა ექიმმა. ნერვული სისტემის დარღვევაა.
-შეიძლება ითქვა, რომ შოკშია?
-კი, გრძელვადიან შოკში... ოდესმე ალაპარაკდება, თუმცა შეუძლებელია თარიღის წინასწარ განსაზღვრა. შეიძლება ეს ათ წელიწადში ან თუნდაც ხვალ მოხდეს...
-ფული იშოვე? - იმედით სავსე თვალებით ვუცქერდი. თავიდანვე ერთი სული მქონდა ამ თემას როდის წამოჭრიდა. ძალიან გააჭიანურა, ამიტომ შევახსენე.
-კი. - მოკლედ მომიჭრა.
-ვიცოდი! ვიცოდი! - უკნიდან მოვეხვიე ჯამარს.
-მაგრამ...
-ვიცი, ვიცი! - წინადადება გავაწყვეტინე, - ეკონომიურად უნდა ვხარჯოთ.
-ჯიბეში არ მაქვს.
-შენი ჩანთა საძინებელში შევიტანე.
-ფარჰანა, ვერ მიმიხვდი... - ჯამარმა დაიწყო, მაგრამ გაჩუმდა. გონებაში შემაშფოთებელმა ფიქრმა გამკრა, გამაკანკალა, მაგრამ თავის გაქნევით მოვიშორე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ჩემმა ძმამ ამოიოხრა.
-დავხარჯე...
-რაში?
-შადი ექიმთან მივიყვანე, წამლები და საჭმელი ვუყიდე... - უეცრად ხელებში ძალა გამომეცალა და უნებურად ჩამოვუშვი მისი ძლიერი მხრებიდან. ჩემი ცნობიერების დიდ ნაწილს ეს მხრები ძლიერ საყრდენად აღარ ეჩვენებოდა.
-გგონია, კადისა კიდევ დიდხანს მოახერხებს საჭმლის გადმოტანას? ერთ დღეს დედამისი გამოიჭერს და თმით ითრევს. მერე ალბათ სახლში ჩაკეტავს...
- ბრასლეტები გავყიდოთ.
-სულ ორი ცალია. რამდენს მოგვცემენ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში? კარგი. გავყიდოთ. მერე?
-ვიცი, გაწყენინე.
-არა. იმედი მომიკალი... იმედი, რომ შენს გამოჩენასთან ერთად ჩვენი ცხოვრება სულ ცოტა მაინც დალაგდებოდა.
-არ მინდა იფიქრო, რომ შენზე წინ ვინმე დავაყენე... უბრალოდ... არ შემეძლო შადი გამეწირა.
ფეხზე წამოვდექი.
-დიდი დოზით კეთილშობილება დაგღუპავს. გგონია, შენ რომ მის ადგილას ყოფილიყავი ვინმე დაგეხმარებოდა?
-სიკეთე გამორჩენის მიზნით არ უნდა გააკეთო, ეგ სიკეთე აღარ არის... ანგარებაა!
ეზოში გასვლა დავაპირე.
-მოიცადე, საუბარი არ დაგვიმთავრებია. შენ რა ჩაიდინე ყელსაბამთან დაკავშირებით?!
-მეგობარს მივეცი. მე- გო-ბარს! - კბილები ერთმანეთს დავაჭირე.
-ნუ მიმარცვლი. გადასარევად მესმის. რა განსხვავებაა მეგობარია თუ უცნობი, როცა ადამიანი კვდება? მითხარი, შენ შეძლებდი უგულოდ ჩაგევლო პატარა, დაუცველი, უდედმამოდ დარჩენილი, დასახიჩრებული ბავშვისთვის?
შადიმ ტირილი დაიწყო. ჩემმა ძმამ ჩაიხუტა. საშინლად ვიეჭვიანე, ვიღაც ლაწირაკი ჯამარის სიყვარულსა და ყურადღებაში მეცილებოდა.
-რატომ უნდა დახმარებოდი მაინც და მაინც შენ?! საზრუნავი არ გაქვს?
-იმიტომ, რომ ადამიანი ვარ! თუ გაჭირვებამ დაგავიწყა რა არის ადმიაინობა? რისთვის იზუთხავდი ყურანს? მიპასუხე, ჩაუვლიდი და სასიკვდილოდ გაიმეტებდი შადის?!
-კი, თუ სახლში მომაკვდავი დედა მელოდება!
-მე... არ ვიცოდი... მაგრამ, რომც მცოდნოდა იგივენაირად მოვიქცეოდი.
გაბრაზებულ ძმას გავერიდე. ეზოში დავბორიალებდი. მან ბავშვი დააწყნარა და დააძინა. შემდეგ სამკაულები აიღო და ბაზრისკენ გასწია.
ვინანე, რომ ვეჩხუბე. ვიცრუე, ვერც მე მივატოვებდი პატარას. არ ვიცოდი ის საშინელი სიტყვები რამ მათქმევინა. მე ხომ სასტიკი ადამიანი არ ვიყავი... სხვისი სიცოცხლე ფეხებზე არ მეკიდა! დავფიქრდი, რომ შეიძლება ზღვარზე დგომისას პიროვნება შეიცვალოს და საკუთარ თავში ურჩხული აღმოაჩინოს... ურჩხული, რომელსაც ადრე ღრმად ეძინა. ჩემი ძმით ვამაყობდი. ყველაზე რთულ მომენტში მან სწორი არჩევანი გააკეთა. შადიზე ზრუნვა დავიწყე, ჩემი დანაშაული რომ გამომესყიდა.
გვიან ღამით შიმშილისგან უკვე მუცელი მიყმუოდა... ღობის სიახლოვეს ვცქმუტავდი. მინდოდა ერთი თეფში საჭმელი ოთხ კაცზე გამეყო. მეზობელი სახლიდან ყვირილი და ჭურჭლის ლეწვის ხმა გავიგონე.
-სად მიიპარები, შე საძაგელო გოგო?! - სამირას ხმა ვიცანი. როგორც ჩანს, ენამ მიყივლა და ჩემი წინასწარმეტველება მალევე ახდა. ძალიან შემეცოდა ჩემი მეგობარი, მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მინდოდა დავხმარებოდი, მაგრამ არ ვიცოდი როგორ... სამირასთან დალაპრაკება მომინდა, მაგრამ შემეშინდა რომ სიტუაციას გავამწვავებდი.
ჯამარი განთიადზე დაბრუნდა სახლში. საფულე ისე გამომიწოდა, რომ ზედაც არ შემხედა.
-მინდა პატიება გთხოვო... შადის ღვიძლი დასავით გავზრდი. ჯამარ, ყველაზე კარგი კაცი ხარ, ვისაც კი ვიცნობ... ვინც კი არსებობს! როცა დილემის წინაშე ვარ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებადე ჩემს თავს ვეკითხები: ჩემი ძმა როგორ მოიქცეოდა? გუშინ დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე სიტყვები... ეშმაკი შემიჩდა ალბათ.
- სწორი თუ არასწორი... ორივე არჩევანი შენ გეკუთვნის! სინანულის თავიდან მოსაშორებლად შეცდომას ნურავის გადააბრალებ, თუნდაც ეშმაკს. მიიღე სასჯელი, რომელსა იმსახურებ... მხოლოდ ასე გამოისყიდი ჩადენილ ცოდვას. ყოველთვის კარგად დაფქრდი და მერე ილაპარაკე.
ვიგრძენი რომ ორივე სულით იმაზე უფროსები ვიყავით, ვიდრე ჩვენს ასაკს შეეფერებოდა. გაჭირვება, ომი, არეულობა ნაადრევად აღვინებს, აბრძენებს და აბერებს ადამიანს, ან ამწარებს და აბოროტებს.

*
რამდენიმე, მონჯღრეულ, ხის დახლზე დამჭკნარი ხილი და ბოსტნეული დაელაგებინათ. საკვებს ფერი დაეკარგა და ზედ სქელი მტვრის ფენა ედო. თავზე ბუზების ჯარი დაბზუოდა. სანოვაგის ფასი ორი კვირის განმავლობაში თითქმის გაორმაგებულიყო.
-ასე თუ გაგრძელდა შიმშილით დავწყდებით... - დავიწუწუნე.
-გინდ ტყვიას ან ბომბას მოუკლიხარ და გინდ შიმშილს... მაინც მოკვდები. - ვერ მივხვდი გამყიდველმა ასე მანუგეშა თუ ხმა ჩამაწყვეტინა.
შინ დაბრუნებულმა ფული გადავთვალე. კაპიკები მიუციათ ჩემს მზითვში.
-როგორ გგონია, სამუშაოს იშოვი? - ვკითხე ჯამარს, რომელიც შადის სახვევებს უცვლიდა. თვალი მოვკარი, რომ ბავშვს ცალ ტერფზე ექვსი თითი ჰქონდა. მეგონა მომეჩვენა და მეორედ გადავითვალე. ჩემმა ძმამ შენიშნა და სანამ კითხვას დავსვამდი თავად წამოიწყო ამაზე საუბარი:
-შადი განსაკუთრებული გოგონაა. ოჯახში ბედნიერების მომტანია, რადგან ექვსი თითი აქვს. არა, შადი?
მინდოდა მეპასუხა სიხარულის მომტანი, რომ იყოს მისი მშობლები ცოცხლები იქნებოდნენ-მეთქი, მაგრამ მივხვდი რომ კბილები ენის დასაჭერად გვაქვს.
-რაც შეეხება შემოსავლსი წყაროს... შადის თუ მიხედავ, რამეს ვიშოვი.
-ხომ დაგპირდი, ღვიძლი დასავით მოვექცევი-მეთქი.
ჯამარმა შადის დამწვრობებზე მალამო წაუსვა და გადაუხვია. ჭრილობები შეუმოწმა და, როგორც ექიმმა დაარიგა ისე, დაუმუშავა.
ვსადილობდით, როცა წუილის ხმა გავიგონეთ... წამში რაღაც უზარმაზარი აფეთქდა. ბგერის სიხშირე იმდენად სწრაფი და ძლიერი იყო, რომ სახლი შეზანზარდა, მიწა იძვროდა. გარეთ გავვარდით, შორიახლოს ავარდნილი, ნაცრისფერი სქელი ბოლი ცისკენ მიიზლაზნებოდა. აურზაური იყო, ხალხის კივილ-წივილი და ბღავილი ისმოდა, ქალები, ბავშები და მოხუცები ერთმანეთში ირეოდნენ. ალაგ-ალაგ შეირაღებული მამაკაცებიც ჩანდნენ.
-დაგვბომბეს... - აღმომხდა.
ჩემმა ძმამ სახლი შეათვალიერა. გაბზარული იყო.
-ბომბა ძალიან ახლოს ჩამოვარდნილა. გაგვიმართლა რომ არ დაგვეცა.
-რა უნდა ვქნათ? - ფრჩხილები მოვიკვნიტე.
-თავშესაფარში უნდა გავიხიზნოთ. აქ გაჩერება არ შეიძლება.
ჯამარმა დედა ხელში აიყვანა, მე შადი მოვიკიდე ზურგზე. ჩანთაში რაც ჩაგვეტია ჩავტენეთ და გავიქეცით.
ფალუჯაში სროლა არ წყდებოდა... მეგონა, რომ შევეჩვიე ამ ხმას, მაგრამ ყოველ გასროლაზე ვკრთებოდი და ჯამარს ხელს ვუჭერდი. ამ ქალაქში არსებობა გაუსაძლისად მეჩვენებოდა... ყოველ კუთხეში შეიძლებოდა სიკვდილს გადაყროდი. ყველა დილა ნამდვილად ალაჰის საჩუქარი იყო! ტანკის ბორბლების ხმა ადამიანის ხორცის საკეპი მანქანის ღრიალს გჰავდა... ჰგავდა? არა... ტანკი ადამიანის ხორცის საკეპი მანქანაა. მეჩვენებოდა, რომ გვიახლოვდებოდა, გაქცევას კი აზრი არ ჰქონდა, მაინც დაგვეწეოდა და დაგვანაკუწებდა. ერთადერთხელ ჩამეძინა... ძილში კი თურმე ვბოდავდი:
-ალაჰ, შეწყდეს ომი... ალაჰ, დაიღალა ხალხი...
ბრძოლა ორი დღე და ღამე გაგრძელდა. როცა ყველაფერი ჩაწყნარდა და გარეთ გამოვედით მიწა წითლად ატალახებული დაგვხვდა. ადამიანთა გვამები მიწაში იყო აზელილი. ყველა თავის ოჯახისწევრს ეძებდა ან უკვე ნაპოვნი ჰყავდა და დასტიროდა. სახლი დანგრეული დაგვხვდა... ჩემი იმედები საბოლოოდ გაცამტვერდა. ბღავილით დავეცი მუხლებზე, თავს გიჟივით ვაქნევდი, არ მინდოდა დამეჯერებინა რომ უსახლკაროდ დავრჩით. ჩემმა ძმამ ნანგრევებში სკივრის ძებნა დაიწყო.
-ნეტავ, საღსალამათი დამხვდეს, ალაჰ... გემუდარები... - ერთი და იგივეს გაიძახოდა და სასოწარკვეთილი ისროდა ქვებს.
სახეს ვიხოკავდი, ჩადრი მოვიხსენი და თმა დავიპუტე. თავადაც არ ვიცოდი რას ჩავდიოდი. აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდნილი მორს ვეცი და თავში გამეტებით ჩავირტყი.
-უნდა მოვკვდე, უნდა მოვკვდე, ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვს...
ჯამარი მომვარდა და მორი გამომღლიტა. თავი უკვე გამსკდარი მქონდა და სისხლი მომჩქეფდა.
-ჭკუიდნა შეიშალე? ღმერთმა გადაგარჩინა, შენ კი თავს იკლავ?! - თავი შემითვალიერა, შადისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი სახვევი ჯიბიდან ამოიღო და შემომახვია, მერე თავშალი დამაფარა.
-ისედაც რთულ სიტუაციაში ვართ და ნუ დამიმატებ პრობლემებს, გთხოვ! შენი დამხარების გარეშე არაფერი გამომივა... მოდი, ასე გავაკეთოთ... შენ თავშესაფარში დაბრუნდები, შადის და დედას უპატრონებ, მე კი გადარჩენილ ნივთებს მოვზიდავ. კარგი?
ჩემს ძმას არ ვუყურებდი.
-ფარჰანა, თვალებში შემომხედე! - ჯამარმა ჩემი სახე მტევნებში მოიქცია.
-გასაგებია...
ფეხზე წამომაყენა. მთელი სხეულით ვცახცახებდი.
-გიყვარვარ, ფარჰანა?
-რა დროს სიყვარულზე ლაპარაკია, ჯამარ... - ხმა გამიწყდა.
-მიპასუხე!
-კი, მიყვარხარ.
-მაშინ სიყვარული საქმით დამიმტკიცე და დამეხმარე!

*
ჩემმა ძმამ სკივრში შენახული ქვეშაგები, ქალის და მამაკაცის ორი წყვილი ტანსაცმელი, შანდალი და სამი უცხოური თეფში ანუ ჩვენი ოჯახის მთელი ავლადიდება, ძლივს გაყიდა. ბორცვის ქვეშ გამოთხრილ თავშესაფარში ვცხოვრობდით სხვა დაზარალებულებთან ერთად. კადისაზე ხშირად ვფიქრობდი. არავინ იცოდა მისი ოჯახის ამბავი. ღამით, როცა ყველა დაიძინებდა ჩუმად ვტიროდი... დღისით კი, როგორც ჯამარმა დამარიგა, არავის ვაჩვენებდი ცრემლებს. დედას მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და მისი ექიმთან წაყვანა მოგვიწია...
-კარგად უნდა იკვებოს. რამდენიმე თავ წამალსაც გამოვუწერ... - გვითხრა ექიმმა.
წამლებიც და საკვებიც რთული საშოვნელი იყო. რაც ვიპოვეთ, შევიძინეთ. კვლავ უკაპიკოდ დავრჩით.
-მებრძოლებს უნდა შევუერთდე... - მითხრა ტიგროსის ნაპირთან ძმამ.
-მამასავით უნდა მიგვატოვო?
-იქნებ რამე ვიშოვო და სახლი ავაშენოთ, როდედსე ვიცხოვროთ მათხოვრებივით? საჭმლის ფულს მაინც გამოვაგზავნი...
-ხალხის დახოცვისა და გაძარცვის ხარჯზე?
-გვამებზე მეტაც ცოცხლებს სჭირდებათ საკვები, სამოსი და წამლები...
-იმდღესვე მოვკვდები შენ რომ წახვალ... - თავი კალთაში ჩავუდე.
-როგორ გგონია, მსოფლიოში კარგი ადამიანების ადგილი არის? - გულწრფელად მკითხა ჯამარმა.
წყლისთვის თვალები გამეშტერებინა. პასუხი არ მქონდა. უეცრად ტიგროსში ჯვარი გამოისახა. თვალები გამიფართოვდა. ქრისტიანების სიმბოლო ვიცანი. თავი წამოვწიე.
-დაინახე, ჯამარ? - ხელი მდინარისკენ გავიშვირე.
-რა უნდა დამენახა?
-ჯვარი!
-ჯვარი?
-ხო. შენ რა ვერ შენიშნე?
-არაფერი ჩამოუტანია ტალღებს...
ჩემს ძმას ალბათ ეგონა, რომ გავგიჟდი. თავი გააქნია და ჩამეხუტა.
-დაივწყე, რაც დაინახე...
-კი, მაგრამ მე რომ დავიწყება არ მინდა? - წარმოვთქვი გულში.



გამარჯობა,
ჩვეულებრივი ტემპიდან ამოვვარდი და ერთი დღით დაგიგვიანეთ ახალი თავი. გმადლობთ მოთმინებისთვის.
გადავყვიტე მომავალი თავისთვის შეგამზადოთ, მას დავარქმევ ,,ალაჰი შეგვინდობს." მინდა გაგაფრთხილოთ, რომ პერსონაჟებთან დაკავშირებით იმედები გაგიცრუივდებათ, წასაკითხად იქნება საზარელი. დაგანახებთ როგორ იქცევიან უკიდურესობამდე მისული ადამიანები. ვფიქრობ, ეს თავი ძალიან მნიშვნელოვანია... ასევე, ვუახლოვდებით თავებს, სადაც გაიშიფრება ნაწარმოების სახელი.
რაც შეეხება ამ თავს...
გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები პერსონაჟებზე: მაქთ ხასიათზე, გადაწყვეტილებებზე, ქმედებებზე. ალბათ დამეთანხმებით რომ ნაწარმოების გმირებს საინტერესო პორტრეტები აქვთ, შესაბამისად არც თუ ისე ცოტაა მათზე სასაუბრო. პლუს, შეიძლება ზომა თითოეული მათგანის რომელიმე ქცევა მიზანშეწონილად მიიჩიოს, სხვება კი ამორალურად.

 


№2  offline მოდერი ლილიანა

წერის სტილი ისეთია რომ არაფერი გეზედმეტება გემრიელი ნამცხვარივით უცებ შემომელია.
მე პირადად მაოცებს ჯამარის ადამიანობა,ნუთუ იქ იმ საშინელ გარემოში ასეთი დიდსულოვანი ხალხი არსებობს?
ფარჰანა_ ცოტა ეგოისტი,ცოტა მესაკუთრეა,ოცნებებში ცხოვრობს ჯერ კიდევ.
დედა- არ ვიცი რა ვთქვა,უგულობა,უნიათობა,უპასუხისმგებლობა,უსიყვარულობა,სითბოს ნაკლევობა,ეგოისტობა_ ამ ქალს ყველაფერი სჭირს.
სათაურზე კიდევ ერთხელ უნდა მეკითხა მაგრამ ახსენე რომ მომდევნო თავში ახსნი ჰოდა გელოდები.
თავები მეცოტავება,გაზარდე აუცილებლად,ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე.
მინდა გითხრა_ ყოჩაღ,უნიჭიერესი ხარ,
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline მოდერი nicol

ხუთი წუთია ვცდილობ რამე დავწერო და ვერ ვახერხებ..... დავიჯერო სიტყევბი არ მყოფნის?
არადა სათქმელი მართლაც ბევრია...
ერთ-ერთ წინა კომენტარში დავწერე „ადამიანს საზოგადოების გავლენა იმდენად აბრმავებს, რომ ინსტიქტებიც კი უქრება-მეთქი.“ ამაში ზეჰრა ვიგულისხმე და მისი დედობრივი ინტინქტების არ არსებობა... თუმცა ჯამარი ამის ბოლომდე მტკიცების საშუალებას არ მაძლევს... როგორი დიდსულოვანი უნდა იყო ადამიანი, რომელიც საკუთარ დანაზოგს მთლიანად გაიღებს სხვის დასახმარებლად, თუნდაც ეს დაუცველი პატარა ბავშვი იყოს... მითუმეტეს რომ მას უსაზღვროდ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს ოჯახის და დის მიმართ. მაშინ როცა მისი მოპოვებული თითოეული კაპიკი ჰაერივით აუცილებელია მათთვის...
ფარჰანას მესაკუთრეობა რაღაც დოზით მესმის... მისთვის ჯამარი ერთადერთი ადამიანი იყო ვინც არ უარყო და ყველაფრისგან იცავდა და ახლა უჭირს თუნდაც მისი მცირედი ყურადღება სხვას გაუნაწილოს... ვფიქრობ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ძმას შადიზე მზრუნველობას შეპირდა, მისი ძმის სიყვარული (ან უბრალოდ სიბრალული) იყო ამ პატარა ბავშვის მიმართ... მოუვლის იმიტომ რომ ჯამარს უნდა ასე... (ეს ჩემი აზრია winked )...
ბოლოს მდინარეში გამოსახულმა ჯვარმა დამაინტრიგა... მე მგონი რაღაც ისეთისკენ მიგყავს სიუჟეტი, რაზეც დასაწყისში ვერც კი გავიფიქრებდი... ძალიან მომწონს...
რაც შეეხება მომდევნო თავის სიმძიმეს... უჰ... რა გითხრა... ვხვდები, რომ ასეთი სიუჟეტი წარმოუდგენელია მძიმე მომენტების გარეშე, მაგრამ „მძიმე“ ყოველთვის მძიმე წასაკითხად რჩება... კარგია რომ შეგვამზადე love
შენზე რა უნდა ვთქვა... ისედაც ყველაფერი ნათელია... ძალიან კარგი ხარ... ისთი კარგი, რომ დილით სამსახურში წასვლამდე ყოველთვის ვამოწმებ საიტს, შენი ისტორიის თავის წასაკითხად... მერე ისე შევყვები ხოლმე რომ ცოტა მაგვიანდება კიდეც და კისრისტეხით გავრბივარ wink ახლაც ვაგვიანებ wink
და ბოლოს კიდევ ორი კითხვა:
1 ეს შენი პირველი ნაწარმოებია, თუ გაქვს კიდევ დაწერილი?
2 ერაყში ნამყოფი ხარ?

პატივისცემით ნიკოლი
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4 სტუმარი likuna

ავტორ, ვნახე შენი კომენტარი და...აი,ზუსტად მაგიტომ არ ვკითხულობ ამ ისტორიას,რომ ვიცი წინ საზარელი რამეები იქნება როგორც ახსენე, რადგან "მუტა" და "ჯიჰადი" არც შეიძლება სხვანაირი იყოს.

 


№5  offline მოდერი ლილიანა

ახლა გავერკვიე რას ნიშნავს მუტა-ანუ დროებითი ქორწინება რომელიც დაკანონებულია ყურანით და გრძელდება 1 დღიდან 99 წლამდე, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ ეს ლეგალური პროსტიტუციაა.
ავტორს კი მინდა მივმართო ვთხოვო,ნაწარმოებს ნუ გააჯერებ სექსუალური სცენებით,მითუმეტეს ამორალურით ,
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6 სტუმარი Elene

avtors mivmartav mec,dzalian gtxov satauri an shecvale,an ravi,rame uqeni.
rogorc satauri iuwyeba,male chveni jihadi,prostituciit dakavdeba,savaraudod,rac arasaxarbieloa.
istoria sainteresoa,ubralod me mchirdeba sxva personajebic,axali saxeebic...
gelodebi avtor,da mokrdzalebulad gtxov meore istoriac muslimanuri ar ginda,siaxle gvchirdeba da erti da igiveti agar dagvainteresebs.
vici,rogor xar religiaze gadartuli mteli arsebit magram droebit daiviwye es religia da shemdegi istoria ecade gansxvavebuli iyos.

siyvarulit,elene

 


ელენე, სათაურს არ შევცვლი და არ5ც ჩანაფიქრს გადავუხვევ. როგორ შეგიძლია იმსჯელო იმაზე, რაც არ იცი? გონებაში მიზიხარ თუ საიდან იცი, რომ ჰარჰანა გაბოზდება? უფრო ჭკვიანური იქნეოდქა თუ დინებას მიყვებოდი, მომდევნო თავებს წაიკითხავდი და ამი შემდეგ წამოჭრიდი ამ თემას.
ჩემი აზრით, მწერალს სრული უფლება აქვს თავად აარჩიოს საკუთარი ნაწარმოების სათაური და მკითხველი არ უნდა შეიჭრას მის ამ კომპეტენციაში. ხომ არსებობს წითელი ზოლი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო? მე მოუთმენლად ველოდები ყოველი თქვენგანის აზრს და კომენტარს, როგორც უარყოპფით ასევე დადებით შეფასებას. ყველას- შენ, სხვას- შეგიძლიათ გააკრიტიკოთ პერსონაჟები ან მიმემხროთ მათ, დაიწუნოთ წერის სტილი, გრამატიკა, მხატვრული ხერხები, სიტუაციის აღწერისას სიტყვათა სიმწირე ან პირიქით, გადაჭარბება, მაგრამ არა:
1. სათაური
2. პერსონაჟების სახელები
3. სიუჟეტის განვითარება
4. პერსონაჟთა რაოდენობა
5. აქტუალური საკითხები და პრობლემები, რომელიც წამოჭრილი მაქვს თხზულებაში.

რადგანაც ახალი პერსონაჟების სიმცირეს ჩივი... მოდი გადავხედოთ ხუთ თავს, რომელიც წაიკითხე...
პირველი თავი - ჯამარი, ზეჰრა, სამირა, ფარჰანა
მეორე თავი - მუსტაფა და სალა
მესამე თავი - ჯარისკაცები, რომლებმაც დატყვევებული ფარჰანა დაამცირეს.
მეოთხე თავი - კადისა, დლინი, დლინის ლაქია
მეხუთე თავი - შადი, გამყიდველი

აქედან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერსონაჟებია: ჯამარი, ზეჰრა, სამირა, ფარჰანა, მუსტაფა, კადისა, დლინი, შადი.

დარწმუნებული ხარ რომ ახალი პერსონაჟების დანაკლისია ნაწარმოებში? როცა ყოველ თავში ახალ ადამიანც იცნობ?

რატომ ჩათვალე რომ მომდევნო ისტორია მუსლიმანური იქნება? გგონია, უფანტაზიო ვარ და თავში სხვა არაფერი მომდის? ჰმ... მაწყენინე... ,,მუტას ამოფარებული სექსუალური ჯიჰადი" მხოლოდ რლიგიაზე აწყობილი რომანი არ არის... იდეაში, რელიგიას სულ არ შთავუგონებივარ. როგორც ავტორი, მე თითოეულ თავში გთავაზობთ დატოტილ და გაფოთლილ ხეს... ანუ, ნაწარმოებში ჩადებულია ბევრი მნიშვნელოვანი იდეა, კოდი და აქცენტი გაკეთებულია სიმბგოლიზმზეც. ელენე, ყურადღება თუ მიაქციე მუსტაფა რომ ცალთვალაა... როგორ გგონია, რაზე მიგითითებს ეს? რატომ დაიბადა ფარჰანა ქერა? რატომ აქვს შადის 6 თითი და აშ...

პატივისცემით და სიყვარულით, ნაწყენი და გულდაწყვეტილი დამიანე ნითანელი

ლილიანა
ახლა გავერკვიე რას ნიშნავს მუტა-ანუ დროებითი ქორწინება რომელიც დაკანონებულია ყურანით და გრძელდება 1 დღიდან 99 წლამდე, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ ეს ლეგალური პროსტიტუციაა.
ავტორს კი მინდა მივმართო ვთხოვო,ნაწარმოებს ნუ გააჯერებ სექსუალური სცენებით,მითუმეტეს ამორალურით ,

როცა ჩათვლი, რომ ნაწარმოების კითხვა ტყუილად დროის კარგვაა, მომავალი თავის იმედით ნუ განაგრძობ მის კითხვას. იქვე ჩახურე და მისკენ არ მიიხედო. ეს მხოლოდ ,,მუტას ამოფარებულ სექსჯიჰადს" არ ეხება....
___
ზემოთა კომენტარის პასუხად: არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ ცნობისმოყვარე და სულსწრაფი ადამიანები მომწონს. ალბათ იმიტომ რომ თავადაც მასეთი ვარ გარკვეულწილად. შენი თვალით დანახული პერსონაჟების პორტრეტები, საინტერესო და ლოგიკურია. თავები, რომ გავზარდო მერე ასე ერთი ამოსუნთქვით ვერ წაიკითხავ... თუ სიუჟეტი მოითხოვს, რა თქმა უნდა, დიდ ულუფას მოგართმევ და რამდენიმე თავად არ დაგინაწევრებ. მადლობა ქათინაურისთვის. შენი კომენტარი ძილის წინ წავიკითხე და ტკბილად ჩამეძინა...

likuna
ავტორ, ვნახე შენი კომენტარი და...აი,ზუსტად მაგიტომ არ ვკითხულობ ამ ისტორიას,რომ ვიცი წინ საზარელი რამეები იქნება როგორც ახსენე, რადგან "მუტა" და "ჯიჰადი" არც შეიძლება სხვანაირი იყოს.

ერთმა მკითხველმა სოციალურ ქსელში მომწერა: ,,რამდენს დავკარგავდი ამის კითხვა რომ არ დამეწყო..." აქედან დასკვნა: ნუ იმსჯელებ საჭმელზე რომ მარილიანი ან მჟავეა, სანამ არ გასინჯავ.

ნიკოლ,

პირველ გირში, მინდა ბოდიში მოგიხადო სამსახურში რომ გაგვიანებ. გაგიმართლა, რომ ჩემნაირი უფროსი არ გყავს. ძალიან მკაცრი ვარ ჩემს თანამრომლებთან. შენი კომენტარის წაკითხვის შემდეგ იმაზეც კი დავფიქრდი, ცოტა ხომ არ მოვლბე-მეთქი.
1. არა, ეს ჩემი პირველი ნაწარმოები არ არის.
2. კი, ერყაყში ნამყოფი ვარ.

ძალიან დიდი მადლობა პერსონაჟების განხილვისთვის. მთელი ინტერესით, სუნთქვაშეკრული წავიკითხე... იმდენად, რომ ყავა როცა შემომიტანეს შევცბი. მგონი, მდივანი გავაგიჟე. ალბათ იფიქრა რომ კომპიუტეში უწმაწურობებს ვუყურებდი და გამომიჭირა.

პატივისცემით, დამიანე ნითანელი

 


№8  offline წევრი TIME

aranairi shenishvna ar maqvs,ra sisulelea. saocrad wer !gakvirvebuli var ra ar wamikitxavs am saitze,magram msgavsi araferi.did shromas deb yovel tavshi getyoba da es dasafasebelia.bravo!yochag!♥

 


№9 სტუმარი Likunaaa

მე ეტყობა აზრი არასწორად გამოვთქვი. შენს ნიჭიერებას,წერის სტილს და მსგავს რამეებს არც ვეხები. სათაურიდანვე გეტყობა რომ განსხვავებული ხარ. უბრალოდ,მე მგონია რომ ამ ისტორიას არასწორ ადგილას დებ. აქ შენ რომ ელი, უფრო სწორად როგორსაც ეს ისტორია იმსახურებს ისეთი გამოხმაურება არ და ვერ ექნება მგონია. და, რაც შენი კომენტარები წავიკითხე უფრო დავრწმუნდი:). წარმატებებს და იმედების გამართლებას გისურვებ ამ საიტზე,ამ ისტორიასთან დაკავშირებით.

 


№10  offline მოდერი nicol

მოლბი... ჯობია ნამდვილად, რა იცი მათი დაგვიანების მიზეზიც ასეთი საპატიო იყოს winked გეთანხმები მე არ მყავს ძალიან მკაცრი უფროსი... დიდსულოვნად მპატიობს ხოლმე პატარ-პატარა დაგვიანებებს... (სხვა მხრივ ყველანაირად მოწესრიგებული თანამშრომელი ვარ winked ) ეტყობა აფასებს ხანდახან გვიანობამდეც რომ ვრჩები თუ საქმე მაქვს (ცოტა მივამადლე ახლა wink )
წარმომიდგენია როგორ გაუცრუვდებოდა იმედი შენს მდივანს, რომ ვერ გამოგიჭირა wink ნეტა იცოდე ჩვენ, „დაქვემდებარებულ პირებს“, როგორ გვახალისებს უფროსებს რამეში რომ გამოვიჭერთ ხოლმე... მერე მთელი დღე ვხალისობთ ამაზე wink

პ.ს. სად შეიძლება ვნახო შენი სხვა ნაწარმოები?

პატივისცემით ნიკოლი
--------------------
თინა ნიკოლ

 


№11  offline მოდერი ლილიანა

მე დავწერე და კიდევ ვიტყვი ზედმეტად კარგია ამ საიტისათვის ეს.მე მოჯადოებული ვარ უბრალოდ არ მინდა ეს რიფორია ვულგარულმა სცენებმა ჩამაშხამოს ფანარჩებს ავიტან ალბათ ჩემიბროგორც მკითხველის გესმის
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№12  offline წევრი ფორთოხალი

არ ვიცი, ეს რომანი ('ისტორია' ზოგადადაც მეხამუშება, ახლა განსაკუთრებით) ამ საიტზე უნდა იდებოდეს თუ არა, მაგრამ სიამოვნებით ვიქონიებდი სრულ ვერსიას pdf-ად. მე მგონია, ისეთი მიზანი გაქვს, აუცილებელიც კია, ყველაფერი პირდაპირ (თუნდაც უხეშად) გამოხატო. არამგონია, ჩემი თქმა გჭირდებოდეს, მაგრამ მაინც: არაფრის შეცვლა არ ღირს. პირიქით, როგორც ვატყობ აწი უფრო სუნთქვისშემკვრელი მომენტები იქნება. არაფერი არ დამკლებია. პერსონაჟები - მით უმეტეს. არა მგონია, ამ ყველაფრის გასააზრებლად ერთი წაკითხვა მეყოს. რომ დაამთავრებ, თავიდან ბოლომდე კიდევ წავიკითხავ (ალბათ, არაერთხელ).
ძალიან საინტერესო სახეებს ქმნი. ძალიან! თან იმდენად 'ეგზოტიკურია' ეს ყველაფერი მითუმეტეს აქაურობისთვის, ისე ვკითხულობ, როგორც ჩვეულებრივ სქელყდიან წიგნს. თანაც, სუნთქვაშეკრული. სიუჟეტი ისეთია, ამოსუნთქვის შანსი არ გაქვს.
მოკლედ, აღფრთოვანებული ვარ ამ ნაწარმოების ყველა კომპონენტით (სათაურის ჩათვლით) და გელოდები ყოველ დღე. ბოლოს მთლიანს თუ გამომიგზავნი ძააალიან დამავალებ!

 


№13  offline მოდერი malena

მდააა... მიუხედავად იმისა, რომ პირველმა კომენტარმა გადამაწყვეტინა არ წამეკითხა ეს ისტორია, მოვფრთხილებოდი ნერვებს... ვიწყებ კითხვას. რიგითი ცნობისმოყვარე მდედრი გახლავართ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.
მოგვიანებით მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს რომანთან დაკავშირებით. :)

 


№14  offline ახალბედა მწერალი lullaby

ზეჰრა - კი, ცივი და სასტიკი ადამიანია, მკაცრი დედაა, მაგრამ მჯერა, რომ ფარჰანას ასაკში, ან კიდევ უფრო დიდიც ასეთი გულქვა არ იქნებოდა.
მუსტაფა - უბრალოდ ამაზრზენი ადამიანია. არ მინდა, რომ გამოჩნდეს.
ჯამარი - ამ ბიჭში კაცობრიობის სიკეთე ბუდობს და საოცრად ნათელი პერსონაჟია, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ მას რაღაც ძალიან ცუდი ელის... არ ვიცი, თუ გამართლდა ეს, ამას როგორ ავიტან.
ფარჰანა - ცოტა მიამიტია. მომწონს, როგორ ოცნებობს. მის გარშემო ყველაფერი ისეთი მკვდარი, უსახური და ნაცრისფერია... ის კი მაინც ცისარტყელას ჰგავს. მომწონს მისი და კადისას მეგობრობა, გულწრფელი და უანგარო. გამიხარდრბა, თუ ერთმანეთს კვლავ იპოვიან.
ჯვარი - პირველად დლინის მაღაზიაში შეგვხვდა და ტანზე ეკალმა დამაყარა, ახლა მეორედ აქ და იგივე განმეორდა. ფარჰანამ ეს არ უნდა დაივიწყოს.
გოგოს ქერა თმა - როცა ეს ფერი აღმოაჩინეს, მივხვდი, რაღაც განსაკუთრებულთან გვქონდა საქმე. გული დამეწვა, როცა დედამ შავად შეუღება, თითქოს შემთვის შეეღებოთ.

დამიანე, ძალიან ნიჭიერი ხარ. ვერ დავეთანხმები თანასაიტელებს, რომ ეს რომანი ამ საიტისთვის შეუფერებელია. პირიქით, ჩემთვისაც და ბევრი სხვა ავტორისთვისაც სამაგალითო უნდა იყოს თავისი პროფესიონალიზმით, გრამატიკით, ზომიერებით, გაწინასწორებულობით, თემატიკით, პერსონაჟების პიროვნებებით და უამრავი სხვა რამით...

საოცარი ლექსიკა გაქვს...
ფარჰანას, ქალის მხრიდან, მისი ენით ძალიან მარტივად წერ და მომწონს. მეც დამიწერია ბიჭის მხრიდან ( რა შედარებაა ჩემი და შენი ნაწერის სიძლიერეს შორის ) და ვიცი რა რთულიცაა...
წარმატებებს გისურვებ შენც და შენს პერსონაჟებსაც უფრო ალბათ ( მაპატიე :დ )
მოხიბლული ვარ...

 


№15  offline წევრი irinka123

ძალიან მომწონს ეს ისტორია და გთხოვ ნუ აგვიანებ დადებას...კიდევ მაინტერესებს სხვა ისტორიები ან ბლოგი თუ გაქვთ?

 


№16 სტუმარი nina

zalian momtsors es natsarmoebi, gansxvavebulia.... avtori mxolod shekebas imsaxurebs. ar schirdeba mimartulebis micema, ra unda datseros da rogor!

 


№17  offline ახალბედა მწერალი lullaby

კიდევ, რაღაცის მეშინია და ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ერთხელ უკვე იყო და განმეორებას ვერ გადავიტან ალბათ.

 


№18  offline წევრი nini :)

ძაან მაგრი ისტორია მართლაც რა საშინელი ცხოვრება აქვთ მუსულმანურ ქვეყნებში მითმეტეს კკი ერაყში, ძნელია როცა ასეთ სიტუაციაში გიწევს ცხოვრება და ამ პრობლემების ატანა, მინდა რომ ფარჰანა ბედნიერი იყოს ჯამართან ერთად და ბედნიერებმა იცხოვრონ ერთად, მათ ხომ ერთმანეთი ძალიან უყვართ მითუმმეტეს როგორ უვლიდა ჯამარი როცა ფაჰრანა პატარა იყო, ძალიან კარგად წერ მომწონს ეს ისტორია love

 


TIME
aranairi shenishvna ar maqvs,ra sisulelea. saocrad wer !gakvirvebuli var ra ar wamikitxavs am saitze,magram msgavsi araferi.did shromas deb yovel tavshi getyoba da es dasafasebelia.bravo!yochag!♥

მადლობა, რომ ხედავ ამას... ნამდვილად ძალიან დიდ შრომას მოითხოვს თითოეული თავი. ამიტომ ვაგვიანებ ნაწარმოების დადებას.

nicol
მოლბი... ჯობია ნამდვილად, რა იცი მათი დაგვიანების მიზეზიც ასეთი საპატიო იყოს winked გეთანხმები მე არ მყავს ძალიან მკაცრი უფროსი... დიდსულოვნად მპატიობს ხოლმე პატარ-პატარა დაგვიანებებს... (სხვა მხრივ ყველანაირად მოწესრიგებული თანამშრომელი ვარ winked ) ეტყობა აფასებს ხანდახან გვიანობამდეც რომ ვრჩები თუ საქმე მაქვს (ცოტა მივამადლე ახლა wink )
წარმომიდგენია როგორ გაუცრუვდებოდა იმედი შენს მდივანს, რომ ვერ გამოგიჭირა wink ნეტა იცოდე ჩვენ, „დაქვემდებარებულ პირებს“, როგორ გვახალისებს უფროსებს რამეში რომ გამოვიჭერთ ხოლმე... მერე მთელი დღე ვხალისობთ ამაზე wink

პ.ს. სად შეიძლება ვნახო შენი სხვა ნაწარმოები?

პატივისცემით ნიკოლი


ნიკოლ, არ მიწყინო...
ჯერჯერობით, არ მსურს სხვა ნაწარმოებების გამოქვეყნება. ისინი ჩემს სეიფში ინახება. კომპიუტერშიც კი არ მაქვს შეტანილი. ფურცელზე წერა მირჩევნია. რა ძველმოდური ვარ, არა?

ლილიანა
მე დავწერე და კიდევ ვიტყვი ზედმეტად კარგია ამ საიტისათვის ეს.მე მოჯადოებული ვარ უბრალოდ არ მინდა ეს რიფორია ვულგარულმა სცენებმა ჩამაშხამოს ფანარჩებს ავიტან ალბათ ჩემიბროგორც მკითხველის გესმის

რა თქმა უნდა, შენი მესმის.. რაც შეეხება ფრაზას, რომ ნაწარმოები საიტისთვის ზედმეტად კარგია. ლიკუნას მივწერე და აქაც დავწერ. წარმოიდგინეთ ორი მშიერი ადამიანი, ერთი გურმანია, მეორე - არა. რომელს მიიწვევთ გემრიელი საკვებით სავსე მაგიდაზე? მე ორივეს მივიწვევდი... სწორედ ამიტომ ვდებ ამ საიტზე ,,მუტას ამოფარებულ სექსჯიჰადს." მერე რა რომ უფრო ხშირად ბულვარულ ლავ სთორებს კითხულობენ. თქვენ ხომ სხვა ჟანრფითაც ინტერესდებით. პლუს წარმოუდგენელია ჩემი რომანი მინიმალური სიყვარულის გარეშე. მეც მიზიდავს ოდნავ ამაფორიაქებელი სასიყვარულო ისტორიები.

 


ფორთოხალი
არ ვიცი, ეს რომანი ('ისტორია' ზოგადადაც მეხამუშება, ახლა განსაკუთრებით) ამ საიტზე უნდა იდებოდეს თუ არა, მაგრამ სიამოვნებით ვიქონიებდი სრულ ვერსიას pdf-ად. მე მგონია, ისეთი მიზანი გაქვს, აუცილებელიც კია, ყველაფერი პირდაპირ (თუნდაც უხეშად) გამოხატო. არამგონია, ჩემი თქმა გჭირდებოდეს, მაგრამ მაინც: არაფრის შეცვლა არ ღირს. პირიქით, როგორც ვატყობ აწი უფრო სუნთქვისშემკვრელი მომენტები იქნება. არაფერი არ დამკლებია. პერსონაჟები - მით უმეტეს. არა მგონია, ამ ყველაფრის გასააზრებლად ერთი წაკითხვა მეყოს. რომ დაამთავრებ, თავიდან ბოლომდე კიდევ წავიკითხავ (ალბათ, არაერთხელ).
ძალიან საინტერესო სახეებს ქმნი. ძალიან! თან იმდენად 'ეგზოტიკურია' ეს ყველაფერი მითუმეტეს აქაურობისთვის, ისე ვკითხულობ, როგორც ჩვეულებრივ სქელყდიან წიგნს. თანაც, სუნთქვაშეკრული. სიუჟეტი ისეთია, ამოსუნთქვის შანსი არ გაქვს.
მოკლედ, აღფრთოვანებული ვარ ამ ნაწარმოების ყველა კომპონენტით (სათაურის ჩათვლით) და გელოდები ყოველ დღე. ბოლოს მთლიანს თუ გამომიგზავნი ძააალიან დამავალებ!

სრული ვერსია ჯერ არ მაქვს. წერის პროცესში ვარ. ძალიან მესიამოვნა შენი კომენტარის წაკითხვა. გამახარე request მაპატიე, რომ გალოდინებ ხოლმე.

malena
მდააა... მიუხედავად იმისა, რომ პირველმა კომენტარმა გადამაწყვეტინა არ წამეკითხა ეს ისტორია, მოვფრთხილებოდი ნერვებს... ვიწყებ კითხვას. რიგითი ცნობისმოყვარე მდედრი გახლავართ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.
მოგვიანებით მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს რომანთან დაკავშირებით. :)

რა კარგია, რომ შემოგვიერთდი! მოუთმენლად ველოდები შენს მოსაზრებას მიმდინარე მოვლენებზე, პერსონაჟებზე, ელემენტებზე და სიმბოლიკაზე.

irinka123
ძალიან მომწონს ეს ისტორია და გთხოვ ნუ აგვიანებ დადებას...კიდევ მაინტერესებს სხვა ისტორიები ან ბლოგი თუ გაქვთ?

ბლოგი არ მაქვს. არ ვიცი სხვა ნაწარმოებს თუ ვანახებ მზის სინათლეს... ,,მუტას ამოფარებული სექსჯიჰადი" განსაკუთრებული შემთხვევაა. შეიძლება ამის მერე საერთოდ დავიკარგოი.. ვაგვიანებ იმიტომ რომ ძალიან დიდ შრომას და დროს მოითხოვს თითოეული თავი, მე ხომ ჩემთვის კარგად ნაცნობ და ჩვეულ გარემოს, ტრადიციებს, ცოხვრების სტილსა და ადამიანებს არ ავღწერ... რომ არ მოგატყუოთ, ყველაფერიუ რეალური რომ იყოს სერიოზულად მუშაობა მიწევს.

lullabY,

ზეჰრასადმი შენი შეხედულება ძალიან ჯანსაღია... რა თქმა უნდა, გვემა ადამიანს ცვლის და ფსიქიკურად გაუწონასწორებელს ხდის. ხშირ შემთხვევაში დაჩაგრული ადამიანები მათზე სუსტების დაჩაგვრას იწყებენ, საკუთარი ეგოს ასამაღლებლად.
ჯამართან დაკავშირებით რასაც ფიქრობ სრული სიმართლეა. თავს ვუხრი ქალურ ინტუიციას.
ერთ-ერთმა მკითხველმა მითხრა, რომ ფარჰანა ძალიან პესიმისტი პერსონაჟია. შენ კი სრულიად საპირისპიროდ აღიქვამ მას. სწორედ ამიტომ მიყვარს მკითხველის აზრის მოსმენა. ყველანი ინდივიდუალურები ხართ. ფარჰანას წინ ძალიან რთული გზა და ბევრი იმედგაცრუება ელის.
მიხარია რომ ელემენტებს ყურადღებას აქცევ. ამ თემაზე სხვას არაფერს ვიტყვი. ცოტა იდუმალი ხომ უნდა იყოს ჩემი შემოქმედება?
გეთანხმები, როცა საპირისპირო სქესის ენით წერ ბეწვის ხიდზე გადიხარ. არეაფერი უნდა დააკლო და არც ზედმეტი დაწერო.

nina
zalian momtsors es natsarmoebi, gansxvavebulia.... avtori mxolod shekebas imsaxurebs. ar schirdeba mimartulebis micema, ra unda datseros da rogor!


ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. გმადლობ რომ კითხულობ ,,მუტას ამოფარებულ სექსუალურ ჯიჰადს."

თუკა
დამიანე! წავიკითხე შენივე კომენტარები და მხოლოდ ერთი რაღაც მინდა შეგახსენო.
საიტს თავისი ცენზურა გააჩნია, ამასთავანზე ძალიან ბევრი სიტყვა ავმომატურად იბლოკება და ხდება გახცრილვა საიტის მიერვე.
მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ რომ ცენზურა დაიცავი და გამოიყენე **** როდესაც რაიმე უხამს დაწერ,
ჩვენ უკვე გვქონდა ასეთი შემთხვევა და ამის გამო დიდი პრობლემები...


თუკა ლოგინის სცენების აღწერას არ ვაპირებ... მადლობა რჩევისთვის, თუ მსგავსი სცენები დამჭირდება ცენზურას აუცილებლად დავიცავ. არ ვაპირებ ვინმე გავაღიზიანო. ვიცი რომ ასეთი შემთხვევები გქონდათ.

 


№21  offline მოდერი ლილიანა

ამ ისტორიით თუ დაამთავრებ აქ მოღვაწეობას მე როგორც მკითხველს ძალიან დამწყვეტ გულს.სანთლით ვეძებ ღირსეულ ნაშრომებს და ნუ დაიკარგები გთხოვ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


[quote=nini :)]

დიდი მადლობა. მეც მიყვარს ჩემი პერსონაჟები და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მათ, მაგრამ ლამაზი მომენტებით რომ გავაჯერო თხზულება, კონკიას ზღაპარს დაემსგავსება... დისნეიმ არაჩვეულებრივი ეკრანიზაცია გაუკეთა მას და ჩემი დახმარება არ სჭირდება. გთხოვ, ბოლომდე დარჩი ჩვენთან ერთად. კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის.

 


№23  offline ახალბედა მწერალი lullaby

რა თქმა უნდა იდუმალი უნდა იყოს, "სპოილერების" წინააღმდეგი თავად ვარ... მირჩევნია მოულოდნელად წავაწყდე საშინელებას თუ ბედნიერებას ნაწერებში winked დიახ, ძალიან წვრილმანი ელემენტების დამახსოვრება და აღმოჩენა მიყვარს, ხშირად ისინი არა წვრილმანები, არამედ მთავარი რგოლები ხდებიან ხოლმე ^^
პ.ს. მეც ძველმოდური ვარ... ფურცელზე წერა და შემდეგ წიგნაკებში გადათეთრება მირჩევნია ))

პ.ს.ს. თუ საიტზე აპირებ დარჩენას, გამიხარდება შენს სახელს და გვარს თუ ახალბედა მწერლებში ამოვიკითხავ )) ახლა ჩემ სტატუსს რომვუყურებ, ამ ნაწარმოების შემდეგ მეუხერხულება კიდეც ახალბედებში ყოფნა )) feel

 


№24  offline მოდერი nicol

მოლბი... ჯობია ნამდვილად, რა იცი მათი დაგვიანების მიზეზიც ასეთი საპატიო იყოს winked გეთანხმები მე არ მყავს ძალიან მკაცრი უფროსი... დიდსულოვნად მპატიობს ხოლმე პატარ-პატარა დაგვიანებებს... (სხვა მხრივ ყველანაირად მოწესრიგებული თანამშრომელი ვარ winked ) ეტყობა აფასებს ხანდახან გვიანობამდეც რომ ვრჩები თუ საქმე მაქვს (ცოტა მივამადლე ახლა wink )
წარმომიდგენია როგორ გაუცრუვდებოდა იმედი შენს მდივანს, რომ ვერ გამოგიჭირა wink ნეტა იცოდე ჩვენ, „დაქვემდებარებულ პირებს“, როგორ გვახალისებს უფროსებს რამეში რომ გამოვიჭერთ ხოლმე... მერე მთელი დღე ვხალისობთ ამაზე wink

პ.ს. სად შეიძლება ვნახო შენი სხვა ნაწარმოები?

პატივისცემით ნიკოლი[/quote]

ნიკოლ, არ მიწყინო...
ჯერჯერობით, არ მსურს სხვა ნაწარმოებების გამოქვეყნება. ისინი ჩემს სეიფში ინახება. კომპიუტერშიც კი არ მაქვს შეტანილი. ფურცელზე წერა მირჩევნია. რა ძველმოდური ვარ, არა?

სწორედ ამ "ძველმოდურობაშია" შენი ხიბლი love
მესმის შენი... ყველაფერს თავისი დრო აქვს... მაგრამ იმისიც მჯერა რომ ასე უბრალოდ არაფერი ხდება სამყაროში... რახან დაიწერა მკითხველამდეც მივა...
ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ ერთხელაც მოვა დრო და სხვა ნაწარმოებებსაც გამოაქვეყნებ... იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ წიგნადაც გამოიცემა და მე შვილიშვილებს ამაყად მოვუყვები, რომ მე შენი ერთ-ერთი პირველი მკითხველი ვიყავი და "მუტას ამოფარებულ სექსუალურ ჯიჰადს" ჯერ კიდევ წერის პროცესში ვკითხულობდი-თქო...

იმის დაწრა მე მგონი ზედმეტია, რომ ახლაც აქ შენი ისტორიის ახალი თავისთვის შემოვედი winked

პატივისცემით ნიკოლი
--------------------
თინა ნიკოლ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent