ოცნების მჭერი (17 - პირველი ნაწილის დასასრული)
ორდღიანი წვალების შედეგად ძლივს ასწავლა თარაშმა დეას ცხენით ჯირითი, მართალია კარგად ვერა, მაგრამ იმის მაინც არ ეშინოდა, რომ ცხენიდან გადმოვარდებოდა შეჯდომისთანავე. უშგულში ჩასვლიდან მესამე დღეს, ცხენებზე ამხედრდნენ ჯაყელი და ჯავახია და ენგურის დინების საპირისპირო მიმართულებით - ენგურის სათავისკენ გასწიეს. ნელის სვლით მიჰყავდათ ცხენები, თან უშგულის სილამაზით ტკბებოდნენ. წარმოუდგენლად ლამაზი იყო მოგუგუნე ენგური და მის გარშემო დარაჯებივით ამხედრებული უზარმაზარი მთები, თითქოს თავისი საყვარელის ქალის დასაცავად დარაზმულიყვნენ. მათი სატრფო კი საქართველო იყო, საქართველო და მთებში ჩაკარგული უშგული! სიამაყით ევსებოდა ჯავახიას გული, შხარას, კოშკების და მთელი ბუნების დანახვისას რომ აცნობიერებდა, მას ქართველი ერქვა და სიამაყით დააბიჯებდა ქართულ მიწაზე. არც ბავშვობაში უნატრია ქვეყნიდან წასვლაზე და ახლა ხომ, მით უმეტეს! არასდროს არაფერი მოწონებია ისე ძლიერ, როგორც საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე. -შენ ხომ აქ არაერთხელ ყოფილხარ?! - ისე წამოიწყო დეამ საუბარი, რომ მის წინ აღმართული შხარასთვის თვალი არ მოუშორებია. - მაინტერესებს, ყოველ ჯერზე, როდესაც ამ სილამაზეს უყურებ, ისეთი განცდა გეუფლება, როგორიც მე პირველად რომ ვნახე მაშინ? თარაშს ჩაეცინა გოგონამ გულუბრყვილო კითხვაზე. -შენ პირველად ხარ და აბა წარმოიდგინე, როგორ ვიქნები მე, როდესაც აქ გავიზარდე, ამ მიწაზე, ამ მთებს ვუყურებდი დილიდან საღამომდე... უამრავჯერ ავსულვარ შხარის ძირში და ჩამოვსულვარ... თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული, სადაც მისასვლელად ალპინისტობა არაა აუცილებელი - ყველგან ვყოფილვარ... ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ ფიქრობ, შენზე მეტად არ შევიგრძნობ ამ ბუნების მადლს? - მომღიმარმა გადახედა ყურებდაცქვეტილ გოგოს, სმენა რომ დაეძაბა, არაფერი გამომეპაროსო. - არ იწყინო ოღონდ, ცუდად არ მითქვამს. ჯავახია დუმდა. მდინარე უნდა გადაეკვეთათ, სხვა გზა არ ჰქონდათ, ვერ აუვლიდნენ გვერდს. ოღონდ კი ღრმა და მძლავრი არ ყოფილა, გვერდითა შენაკადი იყო და შედარებით პატარა დინება. დეა ცხენიდან ჩამოხტა. გაკვირვებულმა შეათვალიერა თარაშმა, მაგრამ მერე თვითონაც ჩამოქვეითდა. ტუჩი მოიკვნიტა გოგონამ, მაინც ეშინოდა მდინარეში გასვლის. უშგულში ჩასვლისთანავე, ისე დაფეთდა, რომ ალბათ დიდი ხანი ვერ მოიშორებდა წყლის შიშს. თარაში დეას ფიქრებს მიხვდა, ან ზედმეტად შეშინებული გამომეტყველება ჰქონდა. მარცხენა ხელით ცხენის სადავე დაიჭირა, მარჯვენა კი ჯავახიას ჩასჭიდა და გამამხნევებლად გაუღიმა. წყალში ფეხი ჩადგა თუ არა, ეგრევე უკან გამოხტა. -რა ცივია, ღმერთო. - გაოგნებულმა წამოიძახა. -ეს ზაფხულში ისე ცივია, რომ გაგიჭირდება გასვლა და აბა ახლა რას ელოდი, ნოემბერში რომ ენგურში გატოპვა გადაგიწყვიტე? - გულიანად გაეცინა მამაკაცს. თუმცა დეა მაინც არ აპირებდა დანებებას. რაც იქნება იქნებაო და ჯაყელს ანიშნა წავიდეთო. კაცის თქმის არ იყოს, ძალიან გაუჭირდა გასვლა. ლამის ჩაიკეცა სასოწარკვეთილი. ეგონა, რომ აღარასდროს გადაივლიდა ამ გაყინულ წყალს. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ფეხები წაერთვა. ვეღარ იმორჩილებდა კიდურებს. შუა მდინარეში გაჩერებულიყო და ადგილიდან ვეღარ იძვროდა. თავის ცხენს ხელი უშვა თარაშმა და დეას ცხენის სადავე დაიჭირა. მერე ცალი ხელით, როგორც შეეძლო, გოგონამ მიეხმარა ცხენზე რომ შემჯდარიყო. დიდი წვალების შედეგად გადალახა ჯავახიამ ენგური. -ასე მგონია ვერასდროს გავამოძრავებ ფეხებს. - ქვედა ყბა უცახცახებდა დეას და სიტყვებს ძლივს ამოთქვამდა. თვითონ რომ არ შეეძლო, ჯაყელმა ჩააცვა ფეხსაცმელი გაყინულ ფეხებზე. მერე ჯავახიას ცხენის სადავეს მოქაჩა და ასე იარეს ე.წ. „მჟავე წ....ბამდე“. სანამ ხიდს გადალახავდნენ, უზარმაზარ ქვაზე ავიდნენ და პლედი გაშალეს. ძალიან ციოდა. თარაშისკენ მიცოცდა დეა და მიეხუტა. არაფერი არ იქნებოდა იმ წუთებში იმაზე სასიამოვნო, ჯაყელმა რომ თერმოსიდან ცხელი ყავა დაუსხა ჯავახიას და თავისი ხელით დაალევინა. ორმაგად სასიამოვნო იყო ეს პროცედურა. ჯერ ხომ ყავა უყვარდა, მერე მით უმეტეს, ისე სციოდა, რომ მხოლოდ ცხელი წყალი რომ ყოფილიყო იმასაც დალევდა და თარაშმა რომ დაალევინა?! - წარმოუდგენელი და ჯერ აქამდე განუცდელი სიხარული იყო. გაყინული ტუჩებით აკოცა ყელში კაცს მადლობის ნიშნად. თარაშს გააჟრჟოლა. -მგონი შენს ტუჩებსაც უნდათ გათბობა. - წარბშეკრული დააჩერდა კაცი გოგონას სიცივისგან გალურჯებულ ტუჩებს და ჩაიცინა. თუ რამდენიმე წუთის წინ ჯავახიას ტუჩებმა მადლობა ყელში კოცნით გამოხატეს, ახლა კოცნაზე კოცნით უპასუხეს. წვიმას აპირებდა. ენგურის სათავემდე ჯერ კიდევ შორი იყო. *** -აუ, ძალიან დავიღალე და მე რომ აქ დაგელოდო არა?! - თან ეცინებოდა დეას, თან კი ისე სტკიოდა ფეხები, ლამის იყო ეტირა. ცხენები ბოლომდე ვერ ავიდოდნენ და ფეხით განაგრძეს სვლა. ლამარიადან რომ გახედა დეამ შხარას, ეგონა ორ ნაბიჯშიაო, მაგრამ რაც უფრო შორს მიდიოდა, რწმუნდებოდა, რომ კიდევ უფრო მეტი გზა ჰქონდა გასავლელი და რომ არა დასახული მიზნის - ენგურის სათავის მონახულების სურვილი - უკანაც კი გაბრუნდებოდა შუა გზიდან. თანაც იცოდა, თარაში არ დაანებებდა ამას. ფეხები დაბუჟებული ჰქონდა. სიცივე ძვალ-რბილში გაჯდომოდა და კიდურების მგრძნობელობა დაქვეითებოდა. -დამელოდე, მაგრამ ვინ იცის კიდევ როდის მოვალ აქ. - მხრები აიჩეჩა კაცმა და გზა განაგრძო. ჯავახიამ რომ გაიგონა ეს, დაფეთებული წამოხტა ფეხზე და უკან აედევნა თარაშს. ნამდვილად არ სურდა მარტო დარჩენილიყო სრულიად უცნობ ადგილას. -რა იყო, შეგეშინდა მგლებმა არ შემჭამონო? - ღიმილით გადახედა ჯაყელმა თავის გვერდით მიმავალ გოგონას, რომელის სახეზეც ნათლად იკითხებოდა დაღლილობა. -მოიცა, აქ მგლებიც არიან? - შეშინებულმა მოავლო თვალი მიდამოს და კიდევ უფრო ახლოს მივიდა კაცთან. ირგვლივ გორები და მათზე შეფენილი ბუჩქები მოჩანდა, რომლებიც ჯავახიას სიშორის გამო, ხეები ეგონა და მართლაც დაუშვა ის აზრი, რომ შეიძლებოდა მგლები ყოფილიყვნენ მათ ახლო-მახლოს. უამრავჯერ მოესმინა საინფორმაციო გამოშვებაში, რომ ზამთრობით, მშიერი ცხოველები სოფლებთან ახლოს მიდიოდნენ ხოლმე საკვებისთვის. თქმით ვეღარაფრის თქმა გაბედა, თუმცა კი ძალიან იყო შეშინებული. თუ აქამდე ყოველწამში დაღლილობაზე ეწუწუნებოდა ჯაყელს, მერე ხმა აღარ ამოუღია. რა სისწრაფითაც შეეძლო მიჰყვებოდა კაცს, რომელიც მეტისმეტად ბოროტობდა და სპეციალურად არ უნელებდა ნაბიჯს. *** ყინულის უზარმაზარ მასაზე იდგა და გრძნობდა, როგორ გამოედინებოდა მდინარე მისი სიღრმიდან. თვალს ვერ წყვეტდა მის წინ არსებულ უამრავ ქვის ლოდს, რომელიც ოდესღაც მთის ნაწილი ყოფილიყო. სიამაყის გრძნობა გაჯგიმული დგომის უფლებას აძლევდა, რადგან დაღლილობის მიუხედავად, მაინც შეძლო და დასახულ მიზანს მიაღწია. ზურგიდან ხელების შემოხვევა იგრძნო. მალევე მოელამუნა ჯაყელის სუნთქვა კისერზე. თვალები მილულა სიამოვნებისგან. -შემოდგომა არ არის დაცვენილი ფოთლები, ნოემბერი არ არის შენს ფანჯრებთან წვიმის ხმა, როცა უკვე გიჟი ვარ და ხის ტოტებს ვშორდები, მინდა ყელში სუნამოდ შენი თმები მივისხა. თარაშის ხმა ჩაესმოდა და ყოველ ბგერაზე ჟრუანტელის ახალ-ახალი ტალღა უვლიდა. არასდროს უფიქრია საყვარელ ადამიანთან ერთად ასეთ საოცარ ადგილას თუ მოხვდებოდა. რა უნდა ნდომოდა მეტი ბედნიერებისთვის? - საყვარელი მამაკაცი გვერდით, სრული ჰარმონია და სიმშვიდე... -ბავშვობაში, ყოველთვის, როცა აქ ამოვდიოდი, რაღაც ენით აღუწერელი გრძნობა მეუფლებოდა. ისეთ ძალას ვგრძნობდი და სიამაყეს, მეგონა, მტერს შიშველი ხელებითაც გავუმკლავდბოდი, ჩემს სამშობლოს რომ დასჭირდებოდა. სამწუხაროდ, 2008 წელს ილუზიები გაქრა და მე უკვე იარაღით ვიბრძოდი. - სიმწრით გაეღიმა თარაშს უსიამოვნო მოგონებების გახსენებისას. - ეს რა მოსატანია და ახლა, შენ რომ რაიმე სახის საფრთხე დაგემუქროს, არც შიშველი ხელებით და არც იარაღით, არცერთით მოვერიდები შენს დაცვას, თუნდაც ყველაფრის საფასოდ... წლებია ერთი აზრი მტანჯავს, ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, რომ ერთი ადამიანი ვერ დავიცავი, მაშინ, როდესაც მის მერე ხან სად მიომია და ხან - სად... - ხელები მომუშტა ნერვიულობა რომ დაეფარა. მძიმედ სუნთქავდა. ძლივს თოკავდა ძალას, არ უნდოდა შემთხვევით რამე ეტკენინებია დეასთვის. გული ეწვოდა ჯავახიას, გულთან ერთად კი მთელი შიგნეულობა. უნდოდა როგორმე დახმარებოდა კაცს, მაგრამ როგორც ადრე, არც ახლა ამბობდა რა აწუხებდა, რა იყო ის, რის გამოც წლების განმავლობაში ბედნიერების უფლებას არ აძლევდა საკუთარ თავს და სინდისის ქენჯნა სტანჯავდა გამუდმებით. მამაკაცისკენ შებრუნდა. ერთხანს დაჟინებით აშტერდებოდა სახეზე, უნდოდა თვალებში შეეხედა მისთვის, მაგრამ თარაში მზერას არიდებდა. თვალწინ ედგა ჯაყელს წლების წინ მომხდარი ფაქტის სურათი, როგორ იწვოდა სახლი და თვითონ კი ვერაფერს გახდა... წვიმას აპირებდა. მტვერში ამოგანგლუიყვნენ ცისფერი ღრუბლები და გრილი წყლით მოუნდომებით ხელ-პირის დაბანვა. თუ ღრუბლებსაც ეტირებოდათ?! რას გაიგებ... სწრაფად მოიკიდეს ზურგჩანთები და სოფლისკენ აიღეს გეზი. საშიში იყო მთაში რომ წვიმას მოესწრო. მთელი გზა კითხვები არ ასვენებდნენ ჯავახიას. აინტერესებდა რა მოხდა... თანაც, ვერ ბედავდა, რომ ეკითხა. დიდ ქვას რომ მიუახლოვდნენ, სადაც სოფლიდან მიმავალ გზაზე დარჩენას და იქ დალოდებას ფიქრობდა, გაოცებულმა ჭყიტა თვალები და მკლავზე დაქაჩა ჯაყელს. -მოხდა რამე? -მოიცა, მოიცა. ასე არ თქვი, ამ გზას არ გამოვივლითო? - აღშფოთებულმა ხელები აიქნია, მერე კი დოინჯი შემოირტყა. -მართალი ხარ, მოგატყუე, მაგრამ განა ის გინდოდა, მგლებს რომ შეეჭამე? - მოჩვენებითი სერიოზულობით იკითხა კაცმა. ჯავახიასაც აღარ ამოუღია ხმა. მგლის ამბავი დავიწყებული ჰქონდა და რომ გაახსენდა, შიშმა ისევ თავიდან იჩინა თავი. შვებით ამოისუნთქა ცხენებთან რომ მივიდნენ და ორივე საღსალამათი დახვდა. *** -ვხედავ, რომ ცნობისმოყვარეობა გკლავს და მაინც მიკვირს, რატომ არაფერს მეკითხები? ჰორიზონტზე ლამარია მოჩანდა. წვიმდა. ნელა მიჰყავდათ ცხენები... -რას? - ვერ მიუხვდა ჯავახია ნათვქვამს. -რა მოხდა წლების წინ... -რავიცი... თუ ამაზე ლაპარაკი არ გინდა... -ძალიან მოკლედ გეტყვი რა და როგორ იყო... - სივრცეს თვალი გაუშტერა თარაშმა და ამოიხვნეშა. - მაშინ 20 წლის ვიყავი. ჩემი და ქეთას - ასე ერქვა მას, ჩემს საცოლეს, ქორწილი უნდა ყოფილიყო. დღემდე არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ როცა მის სახლში მივედით, ჯვრის დასაწერად რომ უნდა წავსულიყავით, სახლს ცეცხლი ეკიდა. არ გჯერა არა?! ვერც მე ვუჯერებდი თვალებს. ვერაფერი მოვიმოქმედე. უკვე გვიანი იყო, ძალიან გვიანი... მამაკაცმა თხრობა დაასრულა. ყურებს ვერ უჯერებდა დეა. ვერ წარმოედგინა, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა სიმართლე ყოფილიყო... „ე.ი. თარაშს საცოლე ჰყავდა და ის... დაიწვა?“ - განგაშის ზარები რეკავდნენ გოგონას გონებაში. მის წინ მიმავალ, ცხენზე ამხედრებულ ფიგურას გააყოლა თვალი. ვერ იჯერებდა, რომ დაახლოებით 9 წლის წინ, ერთმა საბედისწერო ფაქტმა კაცის და არამარტო მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. სავსებით არა, თუმცა საგრძნობლად შეიცვალა მისი დამოკიდებულება ჯაყელისადმი. აქამდე რომ აფასებდა, ახლა ორმაგად დააფასა მამაკაცი... ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ ამსცენას ვერა... უნებურად გაუელვებდა ხოლმე თავში კადრები, როგორ იწვის სახლში თავისი საყვარელი მამაკაცის საცოლე... თითქოს მის ადგილზე ყოფილიყოს, მთელს სხეულზე იგრძნო წვა. გული აუჩუყდა. უნებურად წასკდა ცრემლები და ხმით ატირდა. გაკვირვებულმა თარაშმა ცხენი შეაყენა და გოგონასკენ მიბრუნდა. სევდიანად გაეღიმა მტირალი ჯავახიას დანახვაზე... -არ უნდა მომეყოლა არა?! - დამწუხრებულმა ჩაიალაპარაკა კაცმა და ატირებული გოგონა გულზე მიიკრა. ძლიერად მოხვია მკლავები და მისი თმის სურნელი შეიყნოსა... -უნდა დამპირდე, აუცილებლად უნდა დამპირდე, რამე რომ მომივიდეს ოდესმე, შენ კარგად იქნები! გესმის? კარგად უნდა იყო! - მოთქმით ტიროდა დეა და თარაშს ემუდარებოდა... წამით ყველაფერი დაუშვა. წარმოიდგინა, როგორ იწვის თვითონ, ან როგორ ილევა დღითი-დღე სიმსიმნით დაავადებული. იცოდა, სისულელე იყო, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებდა და ერთ საშინელ ფიქრს მეორე მოსდევდა თან. როგორ გაიტანა მანქანამ.. -ნუ ტირი, გთხოვ! - ხმა ჩახლეჩვოდა თარაშს... დიდხანს მოუწიათ ასე ყოფნა. ერთი ეხვეწებოდა, რომ პირობა დაედო, რაც არ უნდა მომხდარიყო, კარგად რომ იქნებოდა... *** ერთიანად გალუმოულიყვნენ სოფელს რომ მიაღწიეს. ჯერ კიდევ ვერ დაწყნარებულიყო ჯავახია ბოლომდე. წამდაუწუმ იმაზე ეფიქრებოდა, რა მდგომარეობაში იქნებოდა თარაში ქეთას გარდაცვალების შემდეგ და გული უკვდებოდა ყოველ ჯერზე. ვერ მოთვლიდა რამდენჯერ გრდაიცვალა ცოტა დროში. არ უგრძვნია არც ეჭვიანობის გრძნობა, არც სიხარულის ნაპერწკალი გაღვივებულა მის გულში, არცერთად, არც გულის სიღრმეში და არც კუნჭულში - ქეთა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ხომ თავისთავად გაიყრებოდა თავისი და ჯაყელის გზები? ეტირებოდა წლების წინ ტრაგიკულად დამთავრებულ სიყვარულის ისტორიაზე. ასეც ხდება თურმე. ყველაფერი ხდება. *** -ეს ეკლესია მოქმედია, ხომ? - ჩურჩულით ჰკითხა მამაკაცს დეამ, ისე, რომ მისი მუხლებიდან თავი არ აუღია. ლამარიასთან ისხდნენ ახლოს და ეკლესიას შეჰყურებდნენ. -კი. - იყო პასუხი. მოულოდნელად ღიმილმა გაუპო ბაგე ჯავახიას. გვერდი იცვალა და პირდაპირ სახეში ააცქერდა თარაშს. -იცი რა ვიფიქრე? - ტუჩი მოიკვნიტა და სახეზე ხელები აიფარა, სიწითლე რომ დაეფარა. -რა? - ინტერესით დააცქერდა ჯაყელი და თმებზე მიეფერა. -ჩვენ ხომ ხვალ ვბრუნდებით თბილისში? -კი, მერე? - მოუთმენლობა ეტყობოდა კაცს ხმაში. აშკარა იყო, ძალიან აინტერესებდა რა მოიფიქრა გოგონამ. -მერე ის, რომ... თუ შენ წინააღმდეგი არ იქნები... - სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს. ნერვიულობისგან თითებს ხლართავდა ერთმანეთში და მზერას არიდებდა კაცს. -ჩათვალე, რომ არ ვიქნები. - ჩაიცინა ჯაყელმა. -13 ოქტომბრის მერე სულ ჩვენს „ძალით“ ქორწინებაზე ვფიქრობ. მეშინოდა მაშინ, ძალიან ხომ არ გადავაჭარბე და ზედმეტი ხომ არ მომივიდა-თქო შენთან, სახლში, მაგრამ მაშინ .. - კიდევ ერთხელ წამოწითლდა სახეზე. - ძალიან მოულოდნელი იყო ის ყველაფერი ჩემთვის და მე... მე მზად არ ვიყავი. თარაშს არაფერი უთქვამს. არ უნდოდა მცდარი დასკვნები გამოეტანა ჯავახიას სიტყვებიდან და დუმილი არჩია. -ამაზე უკეთ ადგილას სად დავიწერთ ჯვარს? ხოდა, თუ რა თქმა უნდა, შენ გინდა... ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა აქ თუ დავიწერდით ჯვარს, რადგან მე ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე და დავრწმუნდი, რომ ამის მარტო სურვილი კი არ მაქვს, მზადაც ვარ შენი ცოლი რომ მერქვას. - ბოლო სიტყვები ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და მზერა მოარიდა მამაკაცს. მოულოდნელი ბედნიერებისგან ისე გაიცინა თარაშმა, დეას ეგონა დამცინისო და თვალები ცრემლებით აევსო. წელში გასწორდა, ჯაყელს მოშორდა და ოდნავ აქცია ზურგი. არ უნდოდა თვალებში შეეხედა მისთვის. ძლიერად რომ მოხვიეს ხელები და ფილტვები რომ ასტკივდა, მერე მიხვდა, სისულელეებს ფიქრობდა. ცრემლები წასკდა სიხარულსიგან. თვითონაც ჩაეხუტა კაცს და ეკლესიას გახედა. „მადლობა, უფალო“-ო ჩაიბუტბუტა და ცრემლებს თავისუფლად დენის ნება დართო. *** მთელს სოფელს ლამარიის წინ მოეყარა თავი. ზარების ხმა მთებს აწყდებოდა და ექოს გამოსცემდა. გეგონებოდათ, ბუმბერაზ მთებს წყვილის ბედნიერების გაზრიარება გადაეყვიტათ და მთელს კავკასიას უამბობენო მათი ჯვრისწერის შესახებ! ხარობდა ხალხი და მათთან ერთად ხარობდა ბუნება. ეკლესიიდან ჯვარდაწერილი წყვილი გამოციდა. ოვაციებით შეხვდნენ სვანები. მათი ხელისმოწერის და ჯვრისწერის დღე იყო დღეები, დღეები, რომლებსაც არ ჰყავდათ ფოტოგრაფი, მაგრამ ჰყავთან თვითმხილველი მთები და კოშკები, რომლებიც ვინ იცის, რამდენ თაობას მოუთხრობდნენ თარაშისა და დეას ლამარიაში, ღვთის წინაზე ფიცის დადების შესახებ, რომ ისინი ჭირში და ლხინში ერთმანეთის გვერდით იდგებოდნენ... „შეინარჩუნე, თუ შეგიძლია, ნაწილი მაინც შეინარჩუნე, რადგან უმზეოდ გაგიჭირდება, გაგიჭირდება, გაგიჭირდება... მზე ამოვიდა, მზემ გამაბრუა. მზეს შევეფარე. მზის იმედი მაქვს. მზით გავთამამდი, მზედ მინდა ვიქცე. მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან." პირველი ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება (როდისმე, ოდესმე, როდესღაც, სიკვდილამდე). ****** არვიცი, არვიცი, არვიცი. არვიცი რა იყო და რა გამოვიდა, მოგეწონებათ თუ არა, იმედები ძალიან გაგიცრუეთ თუ მეტს ელოდით, მაგრამ რაც ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში იყო - აი ესაა. დამთავრდა პირველი ნაწილი. თავიდან ასე დასრულება არ მქონდა ჩაფიქრებული და არცაა ეს დასასრული, მაგრამ აბიტურიენტობის ხანამ მიწია და თქვენც რომ არ დაგტანჯოთ, არც თავი რომ არ დავიტანჯო, ამიტომ როცა დრო მექნება ხოლმე დავწერ ცოტ-ცოტას და ან მეორე ნაწილს სრულად, ან ცოტა რომ დაგროვდება, მერე გამოვაქვეყნებ. რა მეთქმის უუუუდიდესი და უუუუღრმესი მადლობის გარდა თქვენთვის? თვქენი დამსახურებაა მე რომ არ ვიზარმაცე და მოვაბი რაღაცის მობოდვას თავი. მიყვარხართ ძალიან. პ.ს. კიდევ იმის იმედი მაქვს, ძალიან მიფუჩეჩებული რომ არ გამოვიდა ეს თავი. დარმწმუნებული ვარ, ამ ფაქტების გავრცობას ყფრო ელოდით თქვენ, ვიდრე ამას, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა უბრალოდ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.