შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მჭერი (16)


1-09-2015, 02:48
ნანახია 2 853

შუადღე იყო უშგულში რომ ჩავიდნენ. მანქანა ხიდთან გააჩერა თარაშმა და გადმოვიდნენ.
თვალებგაფართოებული, ემოციებს ვერ მალავდა დეა. აღტაცებული იყო კოშკებით და მთებით, რომლებიც სოფელს გარს შემორტყმოდნენ.
-აი იქ, თამარ მეფის კოშკებია. - ხელი გაიშვირა თარაშმა გორაკებისკენ, რომლის თავზეც, ტყიდან, კოშკის ნანგრევები მოჩანდა.
-რა სილამაზეა. ჩემი სორცხვილი აქამდე რომ სვანეთში არ ვყოფილვარ. - ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფმა ჯავახიამ წამოიძახა და კიდევ ერთხელ დატრიალდა წრეზე, გარშემო რომ ყველაფერი დაეთვალიერებინა.
-სვანეთი ფართო მცნებაა, ძვირფასო. - ღიმილით წამოიწყო ჯაყელმა და ხელი გადახვია გოგონას. - ძალიან განხსვავდება ზემო და ქვემო სვანეთი. განსხვავდება როგორც დიალექტით, ასევე ინფრასტრუქტურით. - კავკასიონზე თვალებმილურსმული უხსნიდა დეას.
ერთხანს ასე იდგნენ. მერე მანქანიდან ბარგი ამოალაგა თარაშმა და ხიდზე გადაიტანა, რადგან მანქანა სახლთან ვერ მიდიოდა. ჯავახია ხიდზე გაჩერებულიყო და მდინარის დინებას უყურებდა.
-დეა! - შორიდან მოესმა კაცის ხმა.
-დეა! - ისევ განმეორდა ძახილი.
თვალი მოწყვიტა ენგურს და მამაკაცის მიმართულებით გაიხედა.
-დეა, ადგილიდან არ გაინძრე. - მისკენ ფრთხილად მოდიოდა ჯაყელი და მითითებებს აძლევდა. ვერ გაეგო რატომ ეუბნებოდა ამას, თუმცა მართლაც არ განძრეულა.
-არ გაინძრე, არც წინ გაიხედო. ეგრე იყავი, როგორც ხარ და ახლოს რომ მოვალ, ხელი ჩამჭოდე. - შეშფოთება დასტყობოდა მამაკაცს ხმაში.
შიშმა აიტანა ჯავახია. ხვდებოდა, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ ვერ გაეგო - რა და ეს აშფოთებდა. მამაკაცის მოახლოვება რომ იგრძნო, სწრაფად მოეჭიდა მის ძლიერ მკლავს და თარაშის ნებას დაჰყვა, ხელმა თავისკენ მიიზიდა სხეული.
-ახლა მაინც არ მეტყვი, რა მოხდა? - თვალებახამხამებული შეჰყურებდა ჯაყელს.
მამაკაცი ჯერ კიდევ მძიმედ სუნთქავდა. მერე შეამჩნია, რომ მათკენ ვიღაცები მოდიოდნენ, ანერვიულებული და შეშინებულები.
ხიდიდან გადავიდნენ. ხელს არ უშვებდა თარაში. უფრო და უფრო ძლიერად უჭერდა გოგონას მარჯვენას.
-გაითვალისწინე, რომ ენგური სახუმარო მდინარე არაა. ისე წკიპზე იდექი ხიდზე, ცოტაც და შეგიტყუებდა. ასე იცის, თვალს ჭრის ადამიანს და შიგ თუ ჩავარდი, მერე რა მოგახსენო... - ნერვიულად ჩაიცინა კაცმა.
ჯავახია მდინარის დინებას დააკვირდა. მართლაც, ძალიან სწრაფად მიდიოდა და მალევე დარწმუნდა კაცის ნათქვამში, რომ საეჭვო იქნებოდა იქ ვინმე გადარჩენილიყო.
მათკენ მომავალი ხალხი, თარაშის მშობლების მეზობლები აღმოჩნდნენ. სიყვარულით მოიკითხეს კაცი. ჯაყელმა დეა მათ თავის საცოლედ გააცნო.
მალევე შეუყვარდა ჯავახიას თითოეული მათგანი. მართალია კარგად არ იცნობდა, მაგრამ ბავშვობიდან იმდენი კარგი რამ ჰქონდა სვანებზე გაგონილი, როგორ შეიძლებოდა ტრადიციების დამცველი და სამშობლოსა და მშობლიური კუთხის მოყვარული ხალხი არ დაეფასებინა, არ შეჰყარებოდა?!
ვიწრო გზებზე დადიოდნენ, სანამ სახლამდე მიაღწევდნენ. კოშკები და ქვის სახლები ახლო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. სოფელში ძაღლების ყეფის ხმა ისმოდა, რის გამოც გვერდიდან არ შორდებოდა თარაშს დეა.
-უბანს, სადაც მე ვცხოვრობ, ჩაჟაში ჰქვია. უშგულს ეკუთვნის მურყმელი - პირველი უბანი, ჩაჟაშის მერე ჩვიბიანია, სულ ბოლო კი ჟიბიანი.
ჯავახიამ თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა. წარბაწეულმა გამოხედა კაცმა და ორ საფეხურიან კიბეზე ააბიჯა.
-ბოდიში, არ მინდოდა გამცინებოდა, მაგრამ ისეთი სახელებია, როგორ უნდა დავიმახსოვრო წარმოდგენა არა მაქვს. - თავი იმართლა უცებ გოგონამ და მამაკაცს უკან მიჰყვა.
წითელი მეტალის ფირფიტებით გარშემორტყმული სახლის პატარა ეზოში თარაშის ოჯახის წევრები ელოდნენ სტუმრებს.
კინაღამ ტირილი წასკდა ჯავახიას, მოზღვავებული ემოციებისგან, დედა-შვილის შეხვედრა რომ დაინახა. ისე ძლიერად ჩაიკრა ქალმა დიდი ხნის უნახავი შვილი გულში- საოცრად მოუნდა, თვითონაც განეცადა ეს გრძნობა, რასაც შვილის სიახლოვისგან მონიჭებული ბედნიერება ჰქვია.
სანამ ქალი თარაშს მოესიყვარულებოდა, მანამდე დეას გაეცვნენ დანარჩენები.
თარაშის მამა - მაიზერი, და - მარინა, ძმა - დიდა, რძალი - მეგი და მათი შვილები, რომლის სახელებიც ვეღარ დაიმახსოვრა გოგონამ.
-გაიცანით,დეა ჯავახია, ჩემი ცოლი. - ღიმილით გააცნო ოჯახის წევრებს დეა. ხელს არ უშვებდა ჯავახია ჯაყელს, ისე ჩაბღაუჭებოდა მის თითებს, თითქოს ვინმე ართმევდა და არ უნდოდა, რომ დაეთმო მისთვის.
-ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს, შვილო. ჩემს შვილს რომ ასე ბედნიერს ვხედავ, ვრწმუნდები, შესანიშნავი პიროვნება რომ იქნები. - პირჯვარი გადაწერა თარაშის დედამ - დალიმ და მერე ჯავახია ჩაიკრა გულში, თარაშთან ერთად.
***
-გილოცავ, ჩემს ოჯახის წევრებს მოეწონე და ამაღამ გარეთ ძილი არ მოგიწევს. - მოგუდულად ჩაიცინა თარაშმა და თავზე აკოცა ჯავახიას.
გაცნობისა და მოკითხვის ცერემონიალს უკვე ჩაევლო და სუფრაზე ეპატიჟებოდნენ წყვილს.
თვალები დაუბრიალა დეამ ‘ქმარს’.
-ფრთხილად იყავი, გარეთ დაძინებამ შენ არ მოგიწიოს. - თვალი ჩაუკრა თარაშს და სახლში შევიდა ახლად გაჩენილ ოჯახის წევრებთან ერთად.
***
-ისწავლე და იცოდე, რომ აი, ეს არის ნამდვილი, სვანური კუბდარი და არა ის თბილისში რომ აქვთ ხოლმე საცხობებში - დაპატენტებული კუბდარი. - სერიოზული გამომეტყველებით ლაპარაკობდა მამაკაცი. დეა ღიმილით უქნევდა თავს.
მთელი საღამო გვერდიდან არ იშორებდა ქალბატონი დალი რძალსა და შვილს.
ყველანი, განსაკუთრებით კი თარაშს და - მარინა მოეწონა დეას. შეეცოდა, რომ გაიგო, მისი ნაადრევად დაქვრივების შესახებ. ატყობდა, რომ ყველაზე მეტად მას დაუახლოვდებოდა.
-ღომი გიყვარს? - გადაუჩურჩულა თარაშმა დეას და ღვინის ჭურჭელს დასწვდა თან, რომ დაესხა.
-არა მაქვს გასინჯული, თუმცა არც სურვილი მაქვს, სიმართლე რომ გითხრა. - სახე დამანჭა დეამ.
-ეგ არ გააგონო ამათ, თორემ მერე მართლა გარეთ დაძინება მოგიწევს. - ჩაიცინა. - ძალიან გემრიელია, სხვათაშორის, მიდი გასინჯე.
თავისი ხელით გადმოუღო თეფშზე ღომი, მაგრამ ჯავახიამ რომ პირი არ დააკარა, პატარა ბავშვივით დაუწყო ჭმევა. ვერ შეეწინააღმდეგა იმდენ ხალხში კაცს, თვალების ბრიალით კი ვერაფერს გახდა.
მერე არ აღიარებდა, თორემ ძალიანაც კი მოეწონა მეგრელებისა და სვანების ერთ-ერთი საყვარელი კერძი.
მოსაღამოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იყვნენ დაღლილები, მაინც მოინდოდა დეამ უშგულის დათვალიერება.
პირობა ჩამოართვა თარაშს, რომ წაიყვანდა და ეზოში გავიდა.
კაცები სვამდნენ და ქალები საქმეზე გაიკრიფნენ.
ბავშების ჟრიამული ეზოს აყრუებდა.
სკამზე ჩამოჯდა ეზოში და ღიმილით ადევნებდა თვალს მარინასა და მეგის შვილებს.
ბავშვებმა რომ შესთავაზეს ცხენით გაგასეირნებთო, თავდაპირველად დაფრთხა, მაგრამ მერე, კავკასიონს რომ გახედა, წარმოუდგენელი სიამაყე და ძალა იგრძნო. ბავშვებს დათანხმდა გასეირნებაზე და მართალია მარტო ვერ გაბედა, მაგრამ მარინას 12 წლის ბიჭთან ერთად კი შემოასკუპდა ცხენს.

***
სიცივე შეეპარა გვერდებში. ამოიგმინა და ხელები მოაფათურა საწოლზე - ცარიელი დახვდა. ზლაზვნით წამოდგა ლოგინიდან და ოთახში გაიარ-გამოიარა. სახსრებმა ტკაცუნის ხმა გამოსცეს.
კარადიდან თბილი სვიტერი და შარვალი გამოიღო და სწრაფად ჩაიცვა.
ნოემბერში თუ ასე ძალიან სიცივე იქნებოდა, ვერ წარმოიდგენდა. თბილი ბატინკებიც ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
საძინებლად სხვა შენობას იყენებდნენ, სამზარეულო კი დიდი სახლის წინ ჰქონდათ აგებული.
კიბეებზე მყოფმა შენიშნა თარაში, მამამისთან და ძმასთან ერთად შეშას რომ ჩეხავდა და სიამაყით აევსო გული.
ნელი ნაბიჯით დაიძრა მათკენ, მერე ღიმილიანი სახით უსურვა მშვიდობიანი დილა ხალხს და ჯაყელს ამოუდგა გვერდით.
-რა იყო, ვერ გაძელი უჩემოდ? - ჩაიცინა კაცმა და გოგონა მკლავებში მოიქცია.
-ვერა. შემცივდა ძალიან. - ამოიკრუსუნა და გაყინული ცხვირით გაეხახუნა ლოყაზე. - სხვა დროს ასე აღარ მოიქცე. - წარბებაწკეპილა დააფრთხილა კაცი და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე. ეუხერხულებოდა, არ უნდოდა, რომ ოჯახის წევრებს შეემჩნიათ და მალევე მოშორდა კაცს.
თარაშმა ნაჯახი ჯირკზე დადო და დეა აბაზანაში წაიყვანა. სამზარეულოზე მიეშენებიათ პატარა ოთახი, სადაც საშხაპე, ნიჟარა და უნიტაზი იყო.
წყალი რომ მოუშვა ხელ-პირის დასაბანად, ერთი ისეთი შეჰკივლა, შეშინებულმა ჯაყელმა კარები დაუკითხავად გააღო რა მოუვიდაო.
-ძალიან ცივი წყალია. - თავის მართლებასავით გამოუვიდა დეას და ონკანი დაკეტა.
-მოკვლას უპირებ ამ გოგოს? არ იცოდე მაინც, რა ცივი წყალია. - თვალები დაუბრიალა ძმას სამზარეულოდან გამოსულმა მარინამ და ჩაიდანი, რომელშიც თბილის წყალი ესხა - გაუწოდა.
-კეთილი ინებე და დაუსხი. - კიდევ ერთხელ შეუბღვირა წარბებშეკრულ ძმას და სახლში შევიდა.
-ცივი წყლით არვიცი და ისე კი შეიძლება შემომაკვდე მეტისმისმეტი სიყვარულისგან. – „დააიმედა“ დეა სერიოზული გამომეტყველებით მოლაპარაკებ და წყალი დაუსხა.
-შენ იცი? ვერ შეედრება თბილი წყლის სითბო, შენი თითებით გამთბარ იანვარსო? - გულიანად გადაიკისკისა ჯავახიამ და სველი თითები გაიქნია, მამაკაცს რომ შესხმოდა.
-ორი თვეც აღარ დარჩა და მოვა იანვარი, მერე როგორ იჭიკჭიკებ ვნახავ. - სიცილით ჩაუკრა თვალი კაცმა.
სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა. სახლში შესვლის წინ, გემრიელად ჩაეხუტა ‘ცოლს’ და წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ტუჩებიც დააგემოვნა.
-ნუ ხარ დამპალი, რომ დაგვინახონ, სირცხვილი არაა? - სახეალეწილმა ჩაიბუტბუტა.
-სულაც არ შემრცხვება ჩემს ცოლს თუ ვაკოცებ. - ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა კაცმა.

***
საუზმის შემდეგ, ფეით გაუყვნენ თარაში და დეა გზას. ჯერ ჩაჟაში არსებული ნიჟარაძეების მუზეუმი დაათვალიერებინა გოგონას, მერე ჟიბიანში მყოფი და ბოლოს, სოფლის ბოლოში, გორაკზე აღმართულ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას - ლამარიას მიადგნენ.
პირი გააღო ჯავახიამ, უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. სრულიად მოეხიბლა დეას არსება უშგულის სიმშვენიერეს.
პირჯვარი გადაიწერა მონუსხულმა და ისე, რომ არაფერი უთქვამს თარაშისთვის და არც დალოდებია, აღმართს აუყვა, ეკლესიამდე რომ მისულიყო.
-აი, მესმის სამოთხე. - ძლივს ამოთქვა ბოლოს და ბედნიერებისგან აცრემლებულმა ჯაყელს შეხედა.

ნოემბერი იყო. დიდებულად აღმართული უზარმაზარი მთები, თამარის კოშკები, ლამარია და ენგური - ყველა ერთად შესცქეროდნენ სიცივის მიუხედავად, სიყვარულითა და ერთმანეთთან სიახლოვით გამთბარ ორი გულისწორის ფიგურებს.
შემოდგომა იწურებოდა და მაინც, მაინც ხედავდა თარაში დეას თვალებში უთვალავ პატარა მზეებს.



№1  offline მოდერი malena

ვაიმე, ეს რა ტკბილობა რამეა და ისე უცებ შემომეკითხა... რა ვქნა ახლა მე, როდის იქნება გაგრძელება?
კარგი გოგო ხარ ძალიან, ერთს გთხოვ "სტეკლო" და "ჯელტმენი" აღარ გამოიყენო რაა... :)

 


malena
ვაიმე, ეს რა ტკბილობა რამეა და ისე უცებ შემომეკითხა... რა ვქნა ახლა მე, როდის იქნება გაგრძელება?
კარგი გოგო ხარ ძალიან, ერთს გთხოვ "სტეკლო" და "ჯელტმენი" აღარ გამოიყენო რაა... :)

"სტეკლო" ჰო :D უი, ჯელტმენი მიწერია? ბოდიშს გიხდით ამის გამო :/ იყოს "ჯენტლმენი".
გამახარე ძალიან love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent