იბრძოლე და გადარჩები(ნაწილი 4)
დღეები უსასრულოდ გადიოდა,მუცელი მეზრდებოდა,ზაზაც არ მექცეოდა ცუდად,მაგრამ მის მიმართ მაინც მხოლოდ ზიზღს ვგრძნობდი. 6თვის ორსული ვიყავი,როცა ზაზა დააკავეს,სამი დღე მის შესახებ არაფერი ვიცოდი,მერე კი გამაგებინეს რომ მაღაზიის ძარცვისთვის ის და მისი ორი მეგობარი დაუჭერიათ. არ მოგატყუებთ და ამ ამბავმა სიმშვიდე მომგვარა,ახლა არ მეშინოდა დაღამების.მაგრამ ვის გაუხარია ამ ქვეყნად დიდხანს,ჩემმა დედამთილმა ქვეყნა შეძრა და გირაოს საფასურად გამოაშვებინა.სწორედ იმ დღეს რუსეთ–საქართველოს ომი დაიწყო... ზაზა არც მინახავს ისე წამომიყვანა დეიდაჩემმა ქალაქიდან,არც ამ დღეებში მოვუკითხივარ მშობლებს მძულდა ყველა და ყველაფერი,ის ბავშვიც რომელსაც მუცლით ვატარებდი,მამამისიც,ჩემი მშობლებიც და მთელი ქვეყანაც. "რას იტყვის ხალხი" ამ სულელური ფრაზის გამო ჩემი ცხოვრება ორ წუთში სხვებმა დაგეგმეს,სად არის ჩემი აზრი,მაგრამ აქ ხომ საქართველოა ქვეყანა სადაც ყოველთვის იმას აქვს აზრი "რას იტყვის ხალხი" და არა იმას რას გრძნობ შენ. *** არ მოგიყვებით იმ წამებაზე,რაც ომის დროს გამოვიარე.20აგვისტოს დავბრუნდი ჩემს ქალაქში შემოვლითი გზით,რომლის გამოვლას სამარშუტო ტაქსი 9საათს მოუნდა. *** ისევ თავიდან დაიწყო ის საშინელი და უფერული დღეები,მეჩვენებოდა რომ ჩემს გარშემო ყველა ცხოვრობდა,ცოცხლობდა,ხარობდა,ტიროდა,იცინოდა,მე კი ამ ყველაფრის უნარი დაკარგული მქონდა. 8თვის ორსული ვიყავი,როცა ჩემს ბედკრულ ცხოვრებაში მზის სხივმა გამოანათა,ჩემი უმცროსი დაიკო ჩემს სანახავად გამოპარულა სახლიდან,კითხვა–კითხვით მომაგნო,როცა დავინახე ერთიანად ამოხეთქა ამდენი ხნის დარდმა,ტკივილმა და მონატრებამ.ერთმანეთს ჩახვეულები ბოლო ხმაზე ვტიროდით და თან ვიცინოდით.ზაზას და მის ოჯახს დიდად არ ესიამოვნათ ნუცას დანახვა,მეზობელს ვთხოვე და დედაჩემს დაურეკა ნუცამ,რომ არ ენერვიულა რამდენიმე დღით ჩემთან რომ რჩებოდა.ჩემდა გასაკვირად დედაჩემს არაფერი უთქვამს და ნება დართო რამდენი ხნითაც გინდა დარჩიო. იმ საღამოს ზაზა მთვრალი მოვიდა,ჩემი დის დანახვაზე ეს კიდევ აქ არისო დაიყვირა ბოლო ხმაზე.ჩემს დას შეეშინდა და მე ამომეფარა,მხოლოდ მე ვიცოდი ზაზას თვალებიდან მომზირალი მხეცის რეაქცია.როცა ასე მიყურებდა ჩემს სხეულზე აუცილებლად ჩნდებოდა დალურჯებული ადგილები,სიგარეტით ამომწვარი იარები და სხვადასხვა სახის ჭრილობები. *** პირველი დარტყმა თავში ვიგრძენი,მერე კი სახეში.იმხელა მუცელი მქონდა,გაქცევას კი არა,სიარულს ძლივს ვახერხებდი.მოულოდნელად შეწყდა ჩემს თავზე დარტყმები და თვალები გავახილე,ჩემს გვერდით კედელს უცბად რაღაც შეეხეთქა და ჩემს გვერდით დაეცა."ნუცაა"–ვიგრიალე და ჩემ უსულოდ დაგდებულ დის სხეულს ვეცი,სუნთქავდა მაგრამ უგონოდ იყო.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.