სექსი და სხვა წამლები (6) დასასრული
- არ მჯერაა,-მანქანაში უცებ ჩავხტით და ადგილს მოვწყდით. - არც მე ,-ჩემი ხელი სახესთან მიიტანა და ნაზად აკოცა.. - ხომ არ ვჩქარობთ?,-სრულიად ბუნებრივი კითხვა დავსვი,რომელზეც ერეკლეს განსხვავებული რეაქცია ჰქონდა.. მანქანა გზიდან გადაიყვანა,ღრმად ჩაისუნთქა და ჩემსკენ მოტრიალდა.. - მესმის,რომ ეჭვი გეპარება,მაგრამ მე ის ადამიანი ვარ,რომელიც გაგაბედნიერებს გესმის? ჩემს გვერდით სულ სხვანაირი ხარ,განსხვავებული,უფრო მშვენიერი და ბედნიერი. განა მეტი რა არის საჭირო ცხოვრებაში? მიყვარხარ,იმაზე მეტად,რამდენადაც შენ წარმოგიდგენია,მინდა გიშველო.. გიხსნა იმისგან რაშიც გაგხვიე,გთხოვ არ დამისვა არანაირი კითხვები,უბრალოდ მენდე,ცხოვრებაში ერთხელ ,-ლიზაა,ჩემო საყვარელო,ტყემალზე ზიხარ და ვინ იცის რას ჭამ!! ფარ-ხმალს ვყრი და მივუყვები ცხოვრების დინებას .. - დარწმუნებული ხარ რომ მზად ხარ?,-მეორე ბუნებრივი შეკითხვა. - რა თქმა უნდა,-გამიღიმა და ისევ დაქოქა მანქანა.. მთელი გზა კარგ ხასიათზე კი არა,არაბუნებრივ ხასიათზე ვიყავი.. ცოტაც და გავშლიდი ფრთებს. ჩემდა საუბედუროდ გზა სიღნაღამდე ძალიან დამღლელი იყო,ამიტომ ისე ჩამეძინა მე თვითონ ვერ გამიგია.. ვიგრძენი მამაკაცის მკვრივი ხელები,ბუნდოვნად მახსოვს კიბეები და ფაფუკი ლოგინი.. დილით ნაცნობმა სურნელმა გამაღვიძა. სასიამოვნოდ გავიზმორე და ხელით ერეკლეს დავუწყე ძებნა.. - ფრთხილად გოგო,-ელვისებური სისწრაფით წამოჯდა ლოგინზე,როდესაც ხელი უხერხულ ადგილას მომიხვდა.. - რა მოხდა?,-გაკვირვებულმა ავხედე და სიცილი დავიწყე,როდესაც მის დაბუშტულ სახეს შევხედე. - რა გაცინებს?,-სიცილში ისიც ამყვა და წამში ზემოდან მომექცა,- ეხლა მე შენ უნდა დაგსაჯო,გუშინ ცოლად მოყვანა მინდოდა შენი და ცაგეძინა.. საცოლეს ჩაეძინა შეიძლება ასე?,-ხელი საბნის ქვეშ შეაცურა და ნაზად მაკოცა კისერზე. - ხოო რა ვქნა,სანამ შენ აქამდე მოჩანჩალდი ჩამეძინაა,-პატარა ბავშვივით ტავის გამართლება დავიწყე და ხელებით სახე ავაწევინე,-ერეკლეე,- შეშინებული წამოვჯექი ლოგინზე . - სახე დასიებული გაქვს,ვერ გრძნობ?,-თითები სახეზე მივადე და ფრთხილად შევატვალიერე. - აა,არაუშავს ხდება ხოლმე ,-უცებ წამოდგა ლოგინიდან,ჯიბიდან რაღაც ამოიღო და აბაზანაში გავიდა. - ცუდად ხო არ ხარ?,-თხუთმეტ წუთზე მეტი იყო გასული. სააბაზანოს კართან ბოლთას ვცემდი.. - ერეკლე ხმა გამეცი,-კარებზე დავაკაკუნე,ბოლოს შეშინებულმა შევაღე და კედელს მიყრდნობილი უგონო ერეკლე დავინახე,გული ხელში მეჭირა.. პირველი რაც გავაკეთე პულსი გავუსინჯე.. მერე ტელეფონი მოვიმარჯვე და სასწრაფო გამოვიძახე,თუმცა ადგილი ზუსტი არ ვიცოდი,ამიტომ სასტუმროდან მალევე გამოვვარდი და კედელზე აკრული აბრა წავიკითხე დადიანის ქუცა ნომერი 19.. ისევ ნომერში ავვარდი და ერეკლეს სახე დავიჭირე.. ცრემლები სხაპასხუპით ეცემოდა იატაკზე.. სასწრაფო მალე მოვიდა,რამდენიმე კითხვა დამისვეს და ერეკლე საკაცეზე დააწვინეს.. ტანზე ჩავიცვი,ოდნავ მაინც მოვწესრიგდი და საპირფარეშო შევათვალიერე,იატაკზე დავარდნილი წამლის ყუთი ავიღე,უბრალოდ „ნოშპა“ იყო,მაგრამ მაინც ცავაგდე ცანტაში და სასტუმრო დავტოვე.. საავადმყოფოს კარები შევაღე და მოსაცდელში დავჯექი. - ერეკლე ბერძენიშვილის ვინ ბრძანდებით?,-ჩემთან ნაცნობი ექიმი მოვიდა და უაზრო კითხვების დასმა დაიწყო. - როგორ არის? რა მოუვიდა? ,-სულ დამავიწყდა რას მეკითხებოდა,- მე, მე საცოლე ვარ.. - წამობრძანდით,უკეთ არის,-მესამე სართულზე ავედით,კარები შევაღე და ფერწასული ერეკლე დავინახე. - ერეკლეე,-მისკენ მივირბინე,მუხლები მომეკეცა და მისი ხელი დავიჭირე. - ლიზუ,-თვალები გაახილა და ხელი ხელზე მომიჭირა. - თქვენს საქმროს სისხლში გადაჭარბებული დოზით ფსიქოტროპული წამლები აღმოვუჩინეთ,ამიტომ ორგანიზმა ვერ მიიღო იგი. ერეკლე „ბრომაზეპამის“ რეცეპტი თან ხომ არ გაქვთ? ან თქვენს ფსიქოლოს რა ქვია,იქნებ შევძლო დავუკავშირდე.. - არ მიმიღია არანაირი ფსიქოტროპული წამლები,მითუმეტეს რომ ფსიქოლოგიც არ მყავს..,-ერეკლეს თვალები გაუფართოვდა და ლოგინზე წამოჯდა.. ექიმმა ეჭვის ტვალით შეათვალიერა და გასასვლელისკენ წავიდა.. - კარგით,ახლა დაისვენეთ და საღამოს ისევ დაგისვამთ რამდენიმე შეკითხვას.. - რა ხდება? ერეკლე ?,-ლოგინზე დავჯექი,ჩემმა გულმა უკვე ფეთქვა შეწყვიტა.. - არაფერი,ეს წამლები ჩემი არ არის,უნდა დამიჯერო,-მისი სიტყვები დამაჯერებლად ისმოდა ოთახში. - ერეკლე,მე ყველაფერი უნდა ვიცოდე,ტან ახლავე მითხარი რატომ გიდევს სახლში იარაღი,ან ის წერილები რატომ დევს პარკში და ლოგინის უკან ჩაგდებული? ან რატომ გაგიკვირდა,როდესაც ალექსანდრე ვახსენე,გთხოვ მითხარი,ეს ყველაფერი უკვე მოსვენებას არ მაძლევს.. - კარგი,ოღონდ ლიზა შემპირდი,რომ არ მიმატოვებ,გთხოვ.. ,-მე მხრები ავიჩეჩე და მისი ხელი სახესთან მივიტანე.. - წერილები ჩემი ყოფილი შეყვარებულისგანაა,როგორც იცი გარდაიცვალა,ყოველდღე მწერდა წერილებს,რომლის არსებობის შესახებ მე არაფერი არ ვიცოდი..,-ღრმად ამოისუნტქა და თვალები დახუჭა.. წარმომიდგენია როგორ უჭირს,რადგან ის გოგო ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა.. - ლიზა,კარგი რადგან დავიწყე უნდა გიტხრა სიმართლე,არ ვიცი ამას როგორ მიიღებ,მაგრამ წინასწარ გეუბნები,რომ ძალიან შემიყვარდი,ცხოვრებაში მეორედ და არ მინდა შენც დაგკარგო.. გთხოვ კარგად მომისმინე.. იმ დღეს ბარში,როდესაც გნახე უკვე გიცნობდი.. ერეკლემ „დამიქირავა“.. უნდოდა,რომ ორი თვის მანძილზე ისე გამეკეთებინა,რომ მასთან წასულიყავი.. მაგრამ პირველი დანახვისას შემიყვარდი,გეფიცები.. ,-რას ვგრძნობდი? თითქოს ზურგში დანა ჩამარტყეს.. თითქოს შუაზე გამხლიჩეს.. ადამიანი,რომელსაც ვენდობოდი,თურმე ისიც ერეკლეს გამოგზავნილი აღმოჩნდა.. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა,სახე ხელებში ჩავრგე.. - ლიზა,გთხოვ დამამთავრებინე,-ხელები სახიდან ჩამომაღებინა და ახლოს მოიწია.. ,-ყოველდღე ერეკლეს ვურეკავდი და ვეუბნებოდი შენზე,რომ ბედნიერი იყავი,რომ თავს კარგად გრძნობდი.. ამიტომ გეგმის მეორე ნაწილზე გადავედით.. ალექსანდრე ერეკლემ გამაცნო.. ისიც გეგმის ნაწილია.. - რატომ? ,-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე ,გული მეწვოდა,თუმცა ამის რეალური მიზეზი მეც ვერ გავიგე.. არაფრის მოსმენა აღარ მინდოდა.. სიმართლე გითხრათ დავიღალე ამდენი უაზრობებით.. ერეკლეზე გაბრაზებული არ ვიყავი,რატომ ადამიანს თუ მერე შევუყვარდი,ფაქტი ფაქტად რჩება! - ბოდიში,უნდა წავიდე,-ერეკლეს შუბლზე ვაკოცე და ოტახი დავტოვე.. ყველაფერი უნდა გადამეხარშა,ამეწონ-დამეწონა .. მივსეირნობდი სიღნაღის ქუჩებზე და ვფიქრობდი.. რატომ მოუნდა ადამიანს,რომელმაც მიღალატა,“უკეთესი“ ნახა,უბრალოდ რატომ მოუნდა ურთიერთობის შენარჩუნება,თან ასეთი ბოდიშით მაგრამ არაკაცური გზით?! მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. ახლა რა ვქნა ?! დაღამდა,ტელეფონზე ზარები არ ჩერდებაა.. - გისმენ?,-უცხო ნომერი იყო. - ლიზი,სად ხარ?,-იმ ადამიანის ხმა იყო,რომელიც ასე ძალიან მაღიზიანებდაა.. ტანში გამცრა.. - რა შენი საქმეა,-ტელეფონი გავთიშე და საავადმყოფოსკენ ავიღე გეზი. ერეკლეს ეძინა.. ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი,საიდან ასეთი წამლები? რა სჭირდა? დაღლილი ჩუმად ჩამოვუჯექი საწოლზე და თმებზე ფერება დავუწყე.. - მიყვარხარ,-ჩუმად ჩავუჩურჩულე და ლოყაზე ვაკოცე.. - მეც ძალიან,-ხელი მაჯაზე მომკიდა და ახლოს მიმწია.. იცით რას მივხვდი? ცხოვრებაში შეიძლება უაზრო რაღაცეები მოხდეს,მაგალითად ასეთი,მაგრამ ამ უაზრო სიტუაციაში იპოვო უაზრო გამოსავალი.. დინებას მიყვე.. მე ხომ ერეკლე მყავს,ადამიანი რომელიც მიყვარს,მართალია მისი ნამდვილი სახე ჯერ არ ვიცი,მაგრამ ვგრძნობ რომ ის ჩემია.. ვგრძნობ მის სიყვარულს,რომელიც ყველა შავ ლაქას ფარავს. ტამამად ვიტყვი,მე მასთან ბედნიერი ვარ.. უკვე წარსულები არ მაინტერესებს,ზოგჯერ უნდა ისწავლო ნაბიჯის წინ გადადმა,დაივიწყო წარსული ტანჯვა და იარო გამართულმა. ისე,რომ მეორედ იმავე ქვას არ წამოკრა ფეხი,ისე რომ მეორედ იგივე არ გამოიარო და რაც მთავარია!! წარსულებს არ უბრუნდებიან,მათ გვერდით იყენებენ,რომ თავიანთი ბედნიერება უკეთ დაანახონ,თუმცა დაბრუნებით მხოლოდ სულელები იბრუნებენ. პ.ს ცოტა მივაფორთხიალე ბოლოში.. უბრალოდ ჩემს ცხოვრებაშიც ანალოგიური რამე ხდება და საერთოდ არ ვიცი როგორ მოვიქცე.. თითქოს მინდა მიყვარდეს,ვუყვარდე,ისე როგორც ადრე,მაგრამ მეორე ‘მე“ ამბობს,რომ ეს ყველაზე საშინელი ნაბიჯი იქნება შენს ცხოვრებაში.. ამიტომ უბრალოდ ვუღიმი შორიდან და გულში ვიკლავ სევდაას.. აი ასეთ საშინელ დღეში მაქვს სული. იმედია რამე ცუდი ემოცია არ გადმოგდეთ,თორე თავს მოვიკლააავ :დ მინდოდა პოზიტიური ყოფილიყო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.