შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ დაგთმობ (თავი 2)


15-09-2015, 00:37
ავტორი nicol
ნანახია 12 215

****
რაღაც შეიცვალა მათ ურთიერთობაში. ლაშა შეიცვალა. ხვდებოდა და გულის სიღრმეში აშინებდა კიდეც. არ იცოდა სადამდე მიიყვანდა ეს ყველაფერი. იმასაც კი ცდილობდა, რომ შორს ყოფილიყო. ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. მაინც ეწეოდა მისკენ რაღაც უხილავი. რაც ელე ჩამოვიდა, მას მერე აჩრდილივით დასდევდა უკან. გაუცნობიერებლად, ისე რომ თავსაც არ უტყდებოდა.
ტყეში გატარებული ღამის მერე გაურბოდა ელე. გაბრაზებული იყო ლაშაზე. ეს კიდევ უფრო ახელებდა ლაშას, დამატებითი სტიმული იყო გამუდმებით მოეძებნა. თვითონ ვერც ხვდებოდა ისე ეძებდა. ეძებდა ყველგან, ეძებდა მაშინვე, როგორც კი თვალს მიეფარებოდა. ეძებდა იქამდე, სანამ არ იპოვიდა. თქვენ წარმოიდგინეთ და მის ცეკვის გაკვეთილებსაც ესწრებოდა, ოღონდ ისე, რომ ელემ არ იცოდა. ვერ ხედავდა. სამაგიეროდ ლაშა ხედავდა. ხედავდა მის უნაკლო სხეულს და ამ სხეულის თითოეული მოძრაობისას სუნთქვა ეკვროდა, სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. ამ დროს ძლივს იკავებდა დაუძლეველ სურვილს. სურვილს იმისას, რომ მისულიყო მოხვეოდა და იგივე განეცადა, რაც მაშინ, ტყეში. როდემდე შეძლებდა თავის შეკავებას? ღმერთმა იცის. ან კი ღირდა შეეკავებინა? დაეკარგა ძვირფასი დრო? ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს ექნებოდა უფლება, თუნდაც შორიდან შეევლო თვალი?
იმ დღეს მთელი დილიდან არ ენახა. მეზობელ თემში იყო ძეობაზე. რა თქმა უნდა, დალოცვის და შინნახადი არყის გარეშე არ ჩაუვლია ამ ამბავს და ახლა მის სხეულში ალკოჰოლის საკმარისი დოზა, კიდევ ათასჯერ მეტად დაუძლეველს ხდიდა ელეს ნახვის სურვილს. სახლში არ იყო. იცოდა სადაც უნდა ეძებნა. ჰოდა, გაუყვა გზას. რა თქმა უნდა იქ იყო. გაკვეთილი უკვე დამთავრებულიყო, მაგრამ ელე მაინც არ ჩქარობდა წასვლას. ცეკვავდა. ამას თუ ცეკვა ერქვა. ლაშასთვის ეს მატადორის წითელი ნაჭერი იყო. ელეს სხეულის თითოეული მოძრაობა მისთვის მიკრო ინფარქტის ყველა აუცილებელ პირობას ქმნიდა. რაღაც უნდა ეღონა, თორემ მართლა გადავიდოდა ჭკუიდან.
ელემ დაასრულა ცეკვა. ოთახში ტაშის ხმა გაისმა, მიბრუნდა და კარების ჩარჩოზე გვერდულად მიყრდნობილი ლაშა დაინახა.
– ამ ცეკვას მარტო ცეკვავ თუ წყვილთან ერთად? – მოზრდილი ნერწყვი გადააგორა ლაშამ და დანისლული თვალებით შეხედა ელეს.
– კიზომბა ყოველთვის პარტნიორთან ერთად სრულდება.
– საცოდავი კაცები. – თავისთვის ჩაიბუტბუტა ლაშამ. ნათლად წარმოიდგინა ასეთი ცეკვის მერე როგორ შეეძლო თავი ეგრძნო კაცს.
– ოდესმე გიცეკვია? – ნელ-ნელა უახლოვდებოდა ელე.
ლაშამ რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. ხვდებოდა რაც შეიძლებოდა მოყოლოდა ახლა ელეს სიახლოვეს, მაგრამ ვინ აცადა?! ძალიან ახლოს მივიდა ელე. წინ დაუდგა, მის ხელს დაწვდა და საკუთარ წელზე დაადებინა. მეორეში თხელი თითები ჩაუდო და თავისუფალი ხელი კისერზე შემოხვია. ძალიან ახლოს მივიდა, ისე ახლოს, რომ ვაჟის პულსაციას ახლა ვერანაირი საზომი ვეღარ გაზომავდა და ეს ყველაფერი როდი იყო. ელეს რიტმულმა მოძრაობებმა საერთოდ ყველაფრის უნარი დააკარგვინა. ყელთან გრძნობდა მის სუნთქვას და თვითონ საერთოდ დავიწყებოდა, როგორ ესუნთქა. ასეთი შეგრძნება მანამდე არასოდეს განეცადა. მსგავსი აღმაფრენა, ცეკვის კი არა, სექსის დროსაც არ ჰქონია. ეს რაღაც ბევრად მეტი იყო ვიდრე სიახლოვე. ყოველი უჯრედით შეიგრძნობდა ელეს სხეულს. იქიდან წამოსულ ყველა იმპულსს გრძნობდა და ცეკვა კი არა ფეხზე დგომაც კი უჭირდა. საბოლოოდ დაკარგა თავი, ელე რომ შემობრუნდა და ახლა ზურგიდან აეკრო მის უკვე აკანკალებულ სხეულს. ხელი მუცელზე შემოახვევინა, ისე რომ რიტმული მოძრაობები არ შეუწყვეტია. აქ კი დაკარგა თავი ლაშამ და ათრთოლებული ტუჩები ელეს ყელისკენ წაიღო. ძალიან ნაზად შეახო კანზე, შეკრთა ელე, გაშეშდა, უკვე აღარ ცეკვავდა. ვეღარც კი ინძრეოდა. ლაშას ცხელ ტუჩებს გრძნობდა და მთელი სხეული უხურდა. გრძნობდა მის მუცელზე შემოხვეული ხელი თანდათან როგორ ამცირებდა, ისედაც პრაქტიკულად არ არსებულ მანძილს მათ შორის. მთელი სხეულით იკრავდა, თითქოს ცდილობდა როგორმე შეეღწია მასში, როგორმე საკუთარი სხეულის ნაწილი გაეხადა. ჭკუდან გადადიოდა ლაშა. თან ალკოჰოლის, არც თუ ისე მცირე დოზაც თავისას შვებოდა. შემოაბრუნა ელე და ორივე ხელით კედელს მიეყრდნო, ისე რომ ელეს ხელებისთვს არ გაუშვია. კედელზე აკრული აღმოჩნდა ელე. ახლა სახეზე გრძნობდა ლაშას გახშირებულ სუნთქვას და დამფრთხალი ბაჭიასავით უყურებდა თვალებში. ეშინოდა ელეს. ასეთი ლაშასი ეშინოდა. იცოდა სადამდეც მიიყვანდათ ეს მდგომარეობა. ხვდებოდა ადრე თუ გვიან შეეხებოდა ვაჟი მის ტუჩებს და ეს იქნებოდა მისი პირველი კოცნა. ძალიან მნიშვნელოვანი. უნდოდა, ძალიან უნდოდა, მაგრამ არა ასე. არა მაშინ, როცა ამ გრძნობების კორიანტელში რაღაც როლს ალკოჰოლიც თამაშობდა. ხვდებოდა რომ ნასვამი იყო ლაშა და ეს აძლევდა ასეთი სითამამის უფლებას. მას კი სხვანაირი პირველი ამბორი უნდოდა. ფხიზელი და ისეთი ორივესთვის დაუვიწყარი რომ იქნებოდა. უნდოდა ლაშასთვისაც პირველი კოცნის ტოლფასი ყოფილიყო. მასაც იგივე გრძნობა დაუფლებოდა, რაც ელეს. მასაც ისევე დაეკარგა თავი, როგორც ელეს... ამ სიტუაციაში კი არ იყო დარწმუნებული.
– ლაშა... – ძლივს გასაგონდ ამოიკრუსუნა ელემ და თითქმის ტირილამდე მისული თვალებით შეხედა.
ჩახედა თვალებში ლაშამ და გული მოეწურა. შიში დაინახა ელეს თვალებში. ნელ-ნელა მოშორდა. შებრუნდა და თმაზე ხელები ნერვულად ჩამოისვა. ელე ხვდებოდა, რომ ახლა უნდა წასულიყო, თორემ უკვე ვეღარ უძლებდა ამდენ მღელვარებას. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გარეთ გავიდა. ჰაერმა ცოტა აზრზე მოიყვანა... ელესთვის ათმაგად უცნაური და ამაღელვებელი იყო მომხდარი. მისთვის პირველი იყო მსგავსი გრძნობები. არასდროს, არავისთან არ განუცდია გრძნობების ასეთი ფეიერვერკი. პირველი იყო და ამან დააფრთხო. ვერც კი მიხვდა ისე გავიდა ბილიკზე. უმისამართოდ მიდიოდა.
არც ლაშას ადგა უკეთესი დღე. ამ შემთხვევამ მიახვედრა რას ნიშნავდა ელე მისთვის. ფაქტიურად მისთვისაც პირველი იყო. ერთია სიახლოვე ქალთან და მეორე, სიახლოვე საყვარელ ქალთან. არ მოგესმათ, მას უყვარდა ელე. გულის სიღრმეში დიდი ხანია იცოდა, მაგრამ ახლა უკვე ამაზე თამამად ფიქრის უფლება მისცა თავს. უყვარდა, უნდოდა ეყვირა მთელი ქვეყნის გასაგონად, მაგრამ რა ექნა იმ შიშისთვის, რომელიც ელეს თვალებში დაინახა? მიხვდა, რომ თავიდან ბოლომდე არასწორი ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ელეს მისი ნდობა არ ჰქონდა. მიუხვდა ელეს ფიქრებს. ის შიშიც დაინახა, რომელმაც აფიქრებინა, რომ ლაშას შეეძლო მისთვის ძალა დაეტანებინა, თუნდაც უბრალოდ შეხებოდა მისი სურვილის გარეშე. ჭკუიდან გადაყავდა ამას. გონებას უხშობდა ელეს შიშნარევი თვალები. მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ეს მისი ბრალი იყო. ჯერ კიდევ მაშინ, პირველი შეხვედრისას ზურგი რომ აქცია. თუნდაც მაშინ, ცხენზე მჯდომს გულში რომ ჰყავდა ჩახუტებული და მან კი საკუთარი იდიოტური თვითკმაყოფილების გულისთვის წასვლის უფლება მისცა. არ უნდა გაეშვა, თუნდაც მაშინ ტყეში დაკარგულს რომ მიაგნო და იმის მაგივრად, ეთქვა როგორ ნერვიულობდა და როგორი გახარებული იყო მისი პოვნით, ყველაფერი ჟენიას გადააბრალა. არადა თვითონ შეუჭამა მოხუცს ტვინი, სად არის აქამდეო. უნდა ეთქვა როგორ სიამოვნებდა მისი სუსტი, შეშინებული სხეულის შეგრძნება საკუთარ მკლავებში. უნდა ეთქვა როგორ სიამოვნებდა მთელი ღამე მისი პატარა გულისცემის მოსმენა, რომელსაც საკუთარ გულთან გრძნობდა. უნდა ეღიარებინა, რომ სულაც არ დაუტოვებია მთელი ღამე ტყეში იმისთვის რომ სამაგერო გადაეხადა. უნდა ეთქვა რომ უბრალოდ ვერ ელეოდა. უნდა სცოდნოდა, რომ ეს მაშინ გადაწყვიტა, როცა მის აფართხალებულ გულს გრძნობდა ძალიან ახლოს და ხელები ისე ძლიერად ჰქონდა შემოხვეული მისი სიფრიფანა წელისთვის, როგორც ძალიან სანუკვარისთვის, რომლის დაკარგვისაც ეშინოდა. ახლა კი... მისი ბრალი იყო ელეს შეშინებული თვალები.
ვერც მიხვდა ისე გამოვიდა თვითონაც გარეთ. ერთხანს იდგა ხეზე მიბმულ ცხენთან, ცოტა აზრზე მოსვლას ცდილობდა. ბოლოს მოახტა და გააჭენა. ბილიკზე რომ გავიდა, ელე დაინახა. მობუზული მიუყვებოდა გზას თავჩახრილი. არ მისცა თავს უფლება ისევ ძველებურად მოქცეულიყო და გარიდებოდა. მორჩა, აღარ იტყოდა უარს საკუთარ გრძნობებზე, აღარ აარიდებდა თავს.
ნელ-ნელა მიუახლოვდა.
– ელე...
გაჩერდა ელე, მაგრამ არ შეუხედავს, თავი ისევ ჩახრილი ჰქონდა. ლაშა გადაიხარა, ხელი წელზე შემოხვია და მსუბუქად შემოისვა წინ. იმიტომ რომ უნდოდა. სიგიჟემდე უნდოდა ელეს სხეულის კიდევ ერთხელ შეგრძნება. ელე ხმას არ იღებდა. არც იყო საჭირო. მთავარი იყო ლაშა გრძნობდა მის სხეულს, მის თავს საკუთარ მკერდზე. მკლავები მძლავრად შემოჰხვია და ლოყა ჩამოადო მის პატარა თავს. ალბათ ეს იყო სამოთხე, მისი პატარა სამოთხე დედამიწაზე. ლაშას ცხენის აღვირისთვისაც კი გაეშვა ხელი. მისი გონება მთლიანად ელეს მოეცვა. ჭკვიანმა ცხოველმა თვითონ მიიყვანა სახლამდე. უკვე ხუთი წუთი იყო, რაც ჭიშკართან იდგნენ, არ ემეტებოდა ლაშას გასაშვებად, მაგრამ როდემდე იდგებოდნენ? თავი მოაბრუნებინა და თვალებში ჩახედა.
– გთხოვ, ჩემი არასდროს შეგეშინდეს. – ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და თავზე აკოცა.
ფრთხილად ჩამოსვა ცხენიდან და იქამდე დაელოდა, სანამ კარებში არ გაუჩინარდა.


****
მეტისმეტი იყო ეს ყველაფერი ელესთვის. რაღაც ძალიან უჩველო და რთული. იმაზე რთული იყო ვიდრე ლაშას შეეძლო წარმოედგინა. აშინებდა ასეთი გრძნობა ელეს. აშინებდა ლაშაც, არ იყო დარწმუნებული მასში. გრძნობდა როგორი მნიშვნელოვანი ხდებოდა ლაშა მისთვის და ეს აშინებდა, სიკვდილზე მეტადაც. ის რასაც თვითონ გრძნობდა იმდენად დიდი იყო, რომ ვერც კი იტევდა. ეშინოდა რომ ერთხელაც ვერ შეაკავებდა და ამოხეთქავდა. ზუსტად აქ ეშინოდა ლაშასი. ისეთი ლაშასი, როგორსაც აქამდე იცნობდა, ცინიკოსის. ერთხელ მაინც რომ ეგრძნო მისი აგდებული დამოკიდებულება, იმაზე რასაც ელე მთელი არსებით გრძნობდა, ადგილზევე მოკვდებოდა. ახალი იყო ეს ყველაფერი ელესთვის და ზუსტად ეს სიახლე აშინებდა. აშინებდა ბევრად მეტად ვიდრე ამას თვითონვე იაზრებდა. თავისივე შეგრძნებებში იკარგებოდა, იხლართებოდა და ვეღარ არჩევდა საით უნდა წასულიყო და რა ეკეთებინა. ამიტომ ერჩივნა ისევ ისე, ძველებურად არაფერი შეემჩნია და ისევ ისეთ „მაგარ გოგოდ“ დარჩენილიყო. დაესწრო და თვითონ ყოფილიყო ცინიკოსი. ვიდრე საკუთარი გრძნობები გაეშიშვლებინა. სწორედ აქ ცდებოდა. სწორედ ეს არ უნდა ექნა. ლაშასაც ჭირდებოდა, თუნდაც მცირე სტიმული. რომელიღაცას უნდა გადაედგა პირველი ნაბიჯი. რომელიღაცას უნდა დაეწყო იმაზე ლაპარაკი, რასაც ორივე კეთროვანივით გაურბოდა. მაგრამ რაზე ვლაპარაკობთ? ესენი ხომ ლაშა და ელე იყვნენ, მსოფლიოში ყველაზე ჯიუტი გოგო და სამყაროს პირველი ხეპრე. არ გადადგამდა არც ერთი პირველ ნაბიჯს. ყველაფერი ისევ განგების ანაბარად უნდა დარჩენილიყო. ღმერთო გაუნათე გონება.
ივლისი იწურებოდა. ახლოვდებოდა ათენგენობის დღესასწაული. დღეობა ხევსურეთში, რომელსაც ყველა აღნიშნავდა, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. ეს სახალხო დღესასწაული უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საუკუნეებია, მთის ხალხი ერთგულად მიყვება მამა-პაპათა ადათებს. რა თქმა უნდა ელეც გეგმავდა წასვლას. არაფრით არ დააკლდებოდა ამ მხიარულებას. მითუმეტეს თომამ დაპატიჟა. უკვე ძალიან უყვარდა აქაურობა და უნდოდა ყველანაირად მისი ნაწილი გამხდარიყო.
კიდევ იმით იყო ის დღე განსაკუთრებული, რომ ლელა ესტუმრა. დიახ, დიახ, თავისი ფეხით ეახლა მეგობარი. ელეს კინაღამ ენა ჩაუვარდა, ის ეგაუხარდა. ერთი რაც მოახერხა შეჰკივლა და ისე ჩამოეკიდა კისერზე კინაღამ ორივემ მიწაზე მოადინა ზღართანი.
– არ უნდა გეთქვა? როგორ ჩუმად ჩამოიპარე? – საყვედურებით ავსებდა და ლოყებს უკოცნიდა მეგობარს ელე.
– სად დამერეკა? შენ როგორ არ შემეხმიანე? სულ გაეთიშე ცივილიზაციას. – არც ლელა აკლებდა საყვედურებს. – ისიც კი ვიფიქრე ალბათ გათხოვდა და ზრდის ახლა პატარა ხევსურებს მეთქი. ეგ კიდე ხო, მაგრამ იმას კი ვერ გაპატიებდი მეჯვარედ სხვა რომ წაგეყვანა.
ორივეს სიცილი აუტყდა.
– სად მოვასწრებდი, გოგო ასე უცბად ბავშვებს?
– ხომ იცი შენს შესაძლებლობებში არასდროს მეპარებოდა ეჭვი. – თავიდან აკაკანდა ლელა.
– კარგი, გეყოფა ახლა. გადაირევა ხალხი.
– უი, აქ ხალხიც არის? – არ ჩერდებოდა.
– გირჩევნია მსგავსი ფრაზებისგან თავი შეიკავო, თორემ მე რომ არ დავაჭირე ენას კბილი, კი ვიარე სიცხეში სამი კილომეტრი ფეხით, თან ცხრასანტიმეტრიანი ქუსლებით და ოცი კილო ჩემოდნით ხელში.
– შე საწყალო, – ლოყაზე ხელი იტაცა ლელამ. – ამას რას ვხედავ, მოგატეხეს რქები? მოგიკვდი შენ მე. რა გოგო გამოგიშვი და რა დამხვდი?!
– შენ მაინც არაფერმა გიშველა ხომ? – ხელები გადაიჯვარედინა ელემ. – არც მთის ჰაერმა და არც ბუნებამ.
კიდევ ბევრი ჰქონდათ სათქმელი მონატრებულებს, მაგრამ ჯერ სახლში უნდა შეეყვანა ელეს. ის იყო ჭიშკარში შესვლას აპირებდნენ, რომ ლელამ ხელახლა წამოიყვირა:
– ვინ არის გოგო, ის მხარბეჭიანი? – და აივანზე გადმომდგარ ლაშას გაუღიმა.
– რა გაყვირებს? თბილისშიც კი გაიგონეს. ისე იმხელა ხმა გაქვს რად გინდოდა ტელეფონი, გეყვირა იქიდან და გავიგებდი აქ.
– ვინ გაწითლდაო? – თვალებ მოჭუტულმა გადახედა მეგობარს. – არა, ისე ვაღიარებ, ასეთი რომ მყოლოდა, არც მე გამახსენდბოდი, ასე რომ დიდსულოვნად გპატიობ.
– ლელა...
– ჰა, რა ქენი, დაახვიე უკვე თავბრუ და მოუღე ბოლო? – არ ჩერდებოდა.
– ღმერთო, რა გააჩუმებს აწი ამას. – ხელები ზეცაში აღაპრო ელემ. – თან რამხელა ხმაზე გაჰყვირის?! რად უნდოდა ამას ამდენი ხმის იოგა, ვერ გაუნახევრე ღმერთო? ჩემს მადლსაც მოისხავდი და სამყაროშიც დაისადგურებდა სიმშვიდე რამდენიმე წამით მაინც. – ძლივს შეათრია სახლში.
ჟენია ძალიან გაახარა ახალმა სტუმარმა. მაშნვე დატრიალდა სამზარეულოში. თქვენ წარმოიდგინეთ ელეც ეხმარებოდა. აბა, აქ ამდენი ხანი უქმად კი არ ყოფილა, სადილების კეთებაც ისწავლა. ყველაფრის არა, მაგრამ ჟენიას ეხმარებოდა ხოლმე. ბევრის უფლებას მოხუციც არ აძლევდა, – შენ ისედაც ბევრს მუშაობ და მე აქ რისთვის ვარო. რაღაც ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. ჟენიასთვის ელე ის ადამიანი იყო ვისზე მზრუნეველობაც სიამოვნებას ანიჭებდა. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ჰყავდა და მასზეც ზრუნავდა, მაინც ვერ ხარჯავდა სრულად იმ სითბოს რისი გაცემაც შეეძლო. ელესთან კი შეეძლოთ დილამდე მჯდარიყო და ესაუბრათ ყველაფერზე, დაწყებული ჟენიას ახალგაზრდობთ, დამთავრებული საგარეო პოლიტიით და შიდა ეკონომიკური ვითარებით. ელესთვის კი ჟენია ის მშობლიური სითბო იყო, რომელიც ასე აკლდა მთელი ცხოვრების მანძილზე. ძალიან მიეკედლა მოხუცს. მისთვის უკვე ძალიან ძვირფასი ადამიანი გამხდარიყო. მის ამ იდიალიას ახლა ლელაც მიემატა და შეეძლო ეთქვა, რომ ამ მთების იქით, მისთვის საყვარელი აღარავინ რჩებოდა.
– ჟენია ბებო, ამდენს ნუ წუხდებით, გთხოვთ. მთელი ქორწილის სუფრა გაშალეთ.
– რა გჭირთ ამ ახალგაზრდებს, ჩიტებივით რომ იკიკნებით? იმიტომაც ხართ ასე გამხდრები.
რა თქმა უნდა დღეობაზეც წავიდნენ. ამას როგორ დააკლდებოდნენ?! საოცარი მხიარულება იყო. იხარშებოდა ლუდი, ახალგაზრდების გუნდი მღეროდა და ცეკვავდა. ამ დღეს თითქოს მთელი სამყარო ერთიანდებოდა ერთ ოჯახად. არ ჰქონდა მნიშვნელობა გიცნობდნენ თუ არა, მაინც თავისიანად გიღებდნენ. იქვე მოხარშული ლუდიც დააგემოვნეს. ძალიან ცოტა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა სითამამისთვის. ლელასთვის განსაკუთრებით.
– ეი, მხარბეჭიანო... – შესძახა როგორც კი ლაშა დაინახა. – გამარჯობა შენი. დილას არ მომეცა საშუალება მოგსალმებოდი. – კი შესძახა, მგრამ მაშინვე მარჯვენა ხელის არეში, სადღაც იდაყვის ზევით, საშინელი ტკივილი იგრძნო. „ვიღაცა“ გამეტებით ცდილობდა, მისთვის ხორცების მოგლეჯას.
– ვაიმე დედა? რატომ მჩქმეტ ხელზე? – მიუბრუნდა და საკმაოდ ხმამაღლა მიმართა ელეს, ისე ხმამაღლა რომ ეჭვი მაქვს ჟენიამაც გაიგო სამზარეულოში.
– ენაზე გიჩქმეტდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ არ აჩერებ ერთ ადგილზე და ვერ ვიჭერ. – კბილებში გამოსცრა ელემ და შებრუნდა, როგორმე სიწითლე რომ დაემალა.
ლაშას ეღიმებოდა, ხვდებოდა რომ ორივეს მოკიდებოდა უკვე ლუდი, სიმართლე ითქვას არც თვითონ უთქვამს უარი მსგავს სიამოვნებაზე და ახლა აჟუჟუნებული თვალებით, ელეს შეფაკლულ ღაწვებს რომ უყურებდა თავს ძლივს იკავებდა, რომ არ შემოეხვია წელზე ხელი და უკვე მერამდენედ, არ ჩაეკრა გულში.
ელემ ხელი დაავლო ლელას და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.
– რა გჭირს, გოგო? რა კეთროვანივით გაურბიხარ? – სწრაფი ნაბიჯით მისდევდა ლელა მეგობარს. – ვაიმე, ელე მართლა მოგატეხეს რქები? არ მჯერა. ჩემი ელე შეყვარებულია.
ელემ საპასუხოდ მხოლოდ შეუბღვირა და ისევ გზა გააგრძელა.
– ისე, რა გინდა, ვერაფერს დაუწუნებ, იდეალური ბიჭია. რა მხარბეჭი აქვს?! მხართეძოზე წამოწოლილიც კი დაეტევი ზედ.
– ლელა! – წყენით შემოხედა ელემ და თვალებზე მომდგარი ცრემლი ვეღარ დამალა.
– რა გჭირს? კარგი ელე რააა. შენ რა, მართლა გაქვს გრძნობები მის მიმართ? – მივიდა და აცრემლებულ მეგობარს ჩაეხუტა. – მაპატიე ელიჩკა რაა. ხომ იცი რამსიგრძე ენა მაქვს, პიში ვეღარ მეტევა და ვაჭარტალებ დაუსრულებლად. ჩემი გოგო. დამშვიდდი გეხვეწები. პირიქით გახარებული უნდა იყო, ზედვე ეტყობა იმ შენს მხარბეჭიანს, რომ არც თვითონ ადგას კარგი დღე როცა გიყურებს.
– ხეპრეა, ლელ, ნამდვილი ხეპრე. – ამოისლუკუნა ელემ და თვითონაც შემოეხვია მეგობარს. პირველად გამოუტყდა ვიღაცას, რომ მართლა გრძნობდა რაღაცას ლაშას მიმართ. პირველად გამოუტყდა საკუთარ თავსაც.
უკვე საღამოვდებოდა. უფრო მეტი მხიარულება იგრძნობოდა.
– ელე, არ იცეკვებ? – მეგობარს გადახედა ლელამ.
– რა ვიცეკვო? რუმბა, თუ ვენური ვალსი?
– რანაირი ხარ რა. შენნაირად შემეძლოს ცეკვა, ვინ დამაკავებდა?! რუმბასაც ვიცეკვებდი და ტანგოსაც.
– ელენე მას, იცეკვეთ რა. – მათ საუბარს ყური მოკრა თომამ და ყელი გამოუწია ელეს.
– შენ თუ გამიწევ პარტნიორობას ვიცეკვოთ. – გაუღიმა ელემ და მოცეკვავე წყვილებისკენ წაიყვანა თომა.
რა თქმა უნდა, არც რუმბა უცეკვიათ და მითუმეტეს არც ტანგო, ქართული ცეკვაც შესანიშნავად გამოსდიოდა ელეს. ყველა ოვაციებით შეხვდა სოფლის ქორეოგრაფის და მისი მოსწავლის ცეკვას. ყველამ დატოვა წრე და ახლა მარტო თომა და ელე ცეკვავდნენ. რა შეიძლება ელეზე ითქვას. არაერთმა მთის ვაჟკაცმა ამოიოხრა და თან ამოაყოლა, აწ უკვე დაუფარავი სურვილები. შესანიშნავი იყო ელე. მის ყურებას არაფერი სჯობდა. ყველა მას მიშტერებოდა ერთი ადამიანის გარდა. სწორედ იმ ადამიანისა, რომლის ყურადღებაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ელეს. გამნარტოებით ხესთან იდგა და ახალგაზრდა გოგოს ტკბილად ემუსაიფებოდა. ერთი შეხედვით იდილია ჰქონდათ. თვალებში შესციცინებდა გოგო. არც ეს „ხეპრე“ აკლებდა თვალების ჟუჟუნს. უცებ მოუდუნდა მთელი სხეული ელეს. რაღაც ჩასწყდა გულში. არაფერი იყო მათ საუბარში ისეთი, ელეს ასე რომ შეუცვალა ხასიათი, მაგრამ ელე მაინც განიცდიდა. თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა, ან რა უფლება ჰქონდა გაბრაზებულიყო. თუნდაც წყენოდა, მაგრამ სწყინდა. არ ემეტებოდა ლაშას თუნდაც მთვრალი, თუნდაც არა სათუთი, უბრალოდ ჟინიანი მზერა სხვისთვის. ისეთი, არაფერს რომ არ ნიშნავდა, მაგრამ ელეს ბოლო მოუღო, თუნდაც ამ ცარიელმა გამოხედვამ, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. უნდოდა მისი ყოფილიყო ლაშას თითოეული ემოცია. თუნდაც ირონია, თუნდაც სარკაზმი, თუნდაც ვნება, რომელიც ასე აშინებდა, თუნდაც მამაკაცური ჟინი. არ ემეტებოდა არავისთვის. აი, ეს უკლავდა გულს. დაამთავრა ცეკვა და გამოვიდა წრიდან. ოვაციებმა გააყრუა იქაურობა. არც კი მოუხედავს, არც დაინტერესებულა როგორ იცეკვა. ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. ლელაც გართული იყო, ბერიკაცთან საუბრით, რომელიც მონდომებით უხსნიდა ლუდის ხარშვის ტექნოლოგიას. ვერც კი შეამჩნია, როგორი ნაღვლიანი თვალები ჰქონდა ელეს. ვერც ის შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა იქვე ხეზე მიბმულ ლაშას ცხენს, როგორ მოეფერა ცხვირზე, როგორ ავიდა უნაგირზე, როგორ მოწყდა ცხენი ერთ ადგილს და გაიტაცა ელეც.
პირველი ლაშამ შეამჩნია, მაგრამ გაოცებისგან ვერაფერი მოფიქრა, თავისკენ მომავალი სახეწაშლილი ლელა, რომ დაინახა, გონს მერეღა მოვიდა და ერთიანად დაიძაბა.
– ცხენზე ჯდომა იცის? – აჩქარებით მიაძახა ლელას.
– რა ვიცი, აქ თუ არ გისწავლებიათ, პიველად ზის საერთოდ ცხენზე. – ხმა აუკანკალდა გოგოს.
ადგილიდან მოწყდა ლაშა, იქვე მდგარ ვიღაცის ცხენს გადაევლო და აწყვეტილი გაეკიდა ელეს.
„ოღონდ, არ გააჭენო, სადავე არ მიუშვა.“ – გულში იმეორებდა ლაშა. იცოდა თავისი ბედაურის ხასიათი. თვითონ ხშირად აჭენებდა, ქარზე უფრო სწრაფად. იცოდა რას ნიშნავდა მისთვის მიშვებული სადავე, აწყვეტილი გაფრინდებოდა. ლაშასაც დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა ამ დროს თავის შესაკავებლად და ელესთვის ეს საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა. საცოდავ ცხენს მთელი გვერდები დაუსისხლიანა ისე უჭერდა ქუსლებს. „უნდა დავეწიოთ, ცოტა უფრო ჩქარა, უნდა დავეწიოთ.“ – ბუტბუტებდა თავისთვის. წინ ხედავდა ელეს. საოცარი სანახავი იყო. ქარი გრძელ თმებს უფრიალებდა და ქალღმერთს ამსგავსებდა. გონებას უხშობდა ჯერ ასეთი სილამაზე და მერე ის რომ შეიძლებოდა ნებისმიერ დროს ჩამოვარდნილიყო. „ელე, გაჩერდი, გთხოვ, გაჩერდი.“ ნელ-ნელა უახლოვდებოდა, ცოტაც და გვერდით ამოუდგა.
– შეანელე სვლა!
– ვერ ვახერხებ. – ცოტა აკლდა ტირილს.
– კარგი, უბრალოდ ეცადე წონასწორობა შეინარჩუნო. – უთხრა და ძალიან ახლოს მიიყვანა თავისი ცხენი. – ახლა შევეცდები აქ გადმოგიყვანო, უბრალოდ ცოტა დამეხმარე. როგორც კი ხელს მოგხვევ, ეცადე მომეჭიდო და ფეხები ფრთხილად გამოიღე უზანგებიდან, არ აგეხლართოს.
ელემ თავი დაუქნია და ცრემლი გადაყლაპა. მერე წელზე იგრძნო ლაშას ძლიერი მკლავი და თავიდან ბოლომდე მიენდო. ყელზე შემოხვია თავისი სიფრიფანა ხელები და მსუბუქად გადმოისვა ვაჟმა თავისთან. თავი დაცულად იგრძნო, მის მკერდში ჩარგო სახე და ატირდა. ლაშამ უფრო ძლიერად მოხვია ხელი და გულში ჩაიკრა.
– მორჩა, რა გატირებს? უკვე ჩემთან ხარ. – ვერც კი ხვდებოდა ისე ეჩურჩულებოდა ყურთან ძალიან ახლოს. საკუთარ მკლავებში გრძნბდა მის ათრთოლებულ სხეულს და ლამის ჭკუიდან გადასულიყო. – რა სულელი ხარ, სულელი და ჯიუტი. რა იფიქრე ცხენზე რომ წამოიჭიმე გამოცდილი მხედარივით. რომ გადმოვარდნილიყავი, გიფიქრია რა მოხდებოდა? სულიც არ დაგყვებოდა მიწამდე. – საყვედურიც გაურია, მაგრამ ტონი მაინც თბილი და მოსიყვარულე ჰქონდა.
– იდარდებდი? – ქვევიდან ახედა ცრემლიანი თვალებით.
ლაშამ თვალებში ჩახედა. ჭკუიდან გადაჰყავდა ელეს ასეთ უმანკო გამოხედვას. ასეთ დროს უნდოდა საერთოდ შეეჩერებინა დრო და დაუსრულებლად ეყურებინა მისთვის.
– სულელი ბავშვი ხარ. – გაუაზრებლად ჩაილაპარაკა და უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში.
არ იყო ეს ის პასუხი, რისი მოსმენაც ელეს უნდოდა. ათასჯერ მეტად ეტკინა. სულ უბრალო კითხვაზეც ვერ გასცა ისეთი პასუხი, რაც დააწყნარებდა, რაც იმედს მისცემდა.
– ნეტავ, ჩამოვვარდნილიყავი. ასეთი მტკივნეული მაინც არ იქნებიდა. – ისე ჩუმად ჩაილაპარაკა, რომ მასთან ასე ახლოს მყოფმა ლაშამაც კი ვერ გაიგო.
მართალი იყო ელე, მიწაზე მთელი ძალით დანარცხებაც არ იქნებოდა ასეთი მტკივნეული, როგორ უსაშველოდაც სტკიოდა ახალა. ყინულივით ცივი ეჩვენებოდა ვაჟის გახურებული სხეული. არადა როგორ სჭირდებოდა ახლა, თუნდაც ერთი ბეწო სითბო. ნეტავ, ეგრძნო მაშინ ლაშას. ნეტავ, მიმხვდარიყო, როგორი მნიშვნელოვანი იყო ელესთვის ის, რის შეკავებასაც იგი მთელი ძალებით ცდილობდა. ნეტავ, მიეცა მაშინ საკუთარი გრძნობებისთვის თავისუფლება. იქნებ, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. იქნებ, აეშორებინა ელესთვის განსაცდელი, რომელიც მომავალში ელოდა, მაგრამ ვერ მიხვდა. ვერ მიხვდა ლაშა და ამით განაჩენი გამოუტანა იმ გრძნობას, რომელსაც უკვე მთელი არსებით გრძნობდა ორივე. ვინ იყო მათ ურთიერთობაში დამნაშავე? დუმილი, უთქმელობა, არაფრისმომცემი სიამაყე და შიში. სიმართლისთვის თვალის გასწორების შიში.
– დამსვი! ჩემით წავალ. – მისი მკლავებიდან განთავისუფლება სცადა ელემ. სახეზე აშკარად ეტყობოდა გაბრაზება. ტუჩები პატარა ბავშვივით დაებურცა და ცდილობდა როგორმე განთავისუფლებულიყო შემოხვეული მკლავებისგან.
– ელე... – ცოტა ხმა გაუმკაცრდა ლაშას.
– მე თვითონ წავალ. აღარ მინდა ცხენზე ჯდომა, გამიშვი. – კიდევ ერთხელ გაიბრძოლა.
არ ეთმობოდა ლაშას. არ უნდოდა გაეშვა, მაგრამ მიზეზი ვერ იპოვა. ვერ აიძულა დარჩენილიყო და ფრთხილად ჩამოსვა. სიცივე იგრძნო. ელეს გარეშე სციოდა. ეყინებოდა სხეულიც და გულიც. შუა ივლისში ელეს გარეშე კანკალებდ.. არა სიცივისგან, უიმისობა უყინავდა სხეულს და მთელ არსებას. არ შეეძლო მის გარეშე, ძალიან დიდხანს უყურებდა მიმავალ ელეს. თითოეული მისი გადაგმული ნაბიჯი უფრო და უფრო სტკიოდა.
იტყვით ალბათ თუ ასე უყვარდა რატომ არაფერს აკეთებდაო? იმიტომ რომ „ხეპრე“ იყო, როგორც ელე იტყოდა, „გაუთლელი ხეპრე.“ როგორც კი თვალს მიეფარა ელე, თავისი ცხენის მოსაძებნად წავიდა.

****
– სულ გაგიჟდი, გოგო? – მიაყარა ლელამ, როგორც კი დაინახა. – რას მოახტი იმ ცხენს? რომ გადმოვარდნილიყავი?
– ამაზე მეტად, მაინც ვერ მეტკინებოდა. – ცრემლი ჩამოუგორდა თვალზე.
– ელე... – გული მოეწურა ასეთი მეგობრის დანახვაზე. – კრგი ელე რა. ჩემი გოგო. გეხვეწები ასე ნუ ხარ, თორემ გამისკდება გული.
– სახლში წავიდეთ!
წავიდნენ. მთელი გზა არცერთს ამოუღია ხმა. ელეს სურვილი არ ჰქონდა, ლელა კი სიტყვებს ვერ პოულობდა მის სანუგეშებლად.
მაშინვე დასაწოლად წავიდნენ. ძალიან მძიმე იყო ელესთვის ეს დღე. ემოციებისგან გადაღლილიყო და არაფრის თავი აღარ ჰქონდა. იწვა ლოგინში და ჭერისთვის გაეშტერებინა თვალი. არანაირი ემოცია აღარ შერჩენოდა. არ ინძრეოდა, თვალებსაც არ ახამხამებდა, მე მგონი აღარც სუნთქავდა. ღამის მყუდროებას მხოლოდ ლელას მშვიდი ფშვინვა არღვევდა. ეს გარეგნულად ჩანდა ასე უემოციო, მაგრამ შიგნით. შინაგანად ბოლო ხმაზე მოთქვამდა. თითქოს არაფერი ისეთი არ მომხდარიყო დღეს. რა იყო უჩვეულო? უბრალოდ სხვას ესაუბრებოდა. მაგრამ ელესთვის ესეც საკმარისი იყო. იმდენად დიდი იყო ის გრძნობა, რასაც ელე განიცდიდა, რომ ამ გრძნობისთვის უმნიშვნელოც კი აუტანლად მტკივნეული იყო. თან იმ „სხვაში“ საკუთარი თავი ამოიცნო. ხვდებოდა როგორი ძლიერი იყო ეს გრძნობა და ამან შეაშინა. მოსალოდნელი ტკივილის შეეშინდა. იმის შეეშინდა, რომ ლაშასგან იმის მეასედსაც ვერ გრძნობდა, რასაც თვითონ განიცდიდა. პირველი იყო ელესთვის და ამის შეეშინდა. პირველად ცხოვრებაში უარყოფის შეეშინდა.
ძალიან დიდი ხანი იწვა თავლგახელილი და ფიქრობდა. ვერაფრით დაიძინა და წამოდგა. ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე უნდა გასულიყო თორემ აქ სუნთქვაც უჭირდა. აივანზე გავიდა და ერთხანს მთებს გადაჰყურებდა. აი, ამიტომ არის შესანიშნავი მთიანი მხარე. საიდანაც არ უნდა გაიხედო, გადაშლილი ხედი აუცილებლად მოგხიბლავს. დიდი ხანი იყო ასე. მე მგონი თვალებსაც კი არ ახამხამებდა. აბა რითი აეხსნა აცრელმებული ორივე თვალი? შეუძლებელი იყო ელენე შერვაშიძე ვაჟს აეტირებინა. არც ტიროდა ლაშას გულისთვის, სიყვარულისთვის ტიროდა.
ხელისგულით მოიწმინდა თვალები, შებრუნდა და სახლის სხვენიდან ჩამომავალ რამდენიმე საფეხურს ახედა. საკმაოდ მაღლა იყო პირველი საფეხური, მაგრამ ფეხის შედგმა არ გასჭირვებია. მოცეკვავისთვის ეს ნორმალურია, საკმაოდ კარგად ფლობდა სხეულს. კატასავით მოქნილად აძვრა, ჯერ სხვენში და იქიდან სახურავზე. კიდესთან ძალიან ახლოს იდგა. საოცარი სანახავი იყო, ღამით თეთრ გრძელ სარაფანში გამოწყობილი იდგა სახურავზე და სახე ნიავისთვის მიეშვირა. ღამის მოჩვენებას ჰგავდა.
გული გაუხეთქა ლაშასაც, რომელმაც ფანჯრიდან დაინახა სახურავზე აფრიალებული თეთრი კაბა და კინაღამ გაგიჟდა მასში ელე რომ ამოიცნო. ვერ გეტყვით რა იფიქრა. კარგი რომ არაფერი ეს ფაქტია. მაშინვე მოიცვა შიშველ ტორსზე პერანგი და ჟენიას სახლისკენ გაემართა. ახლოს რომ მივიდა, მიხვდა ელეს თვალები ჰქონდა დახუჭული, ვერც კი შენიშნა ლაშას ეზოში შესვლა. ერთხანს დაბლიდან უყურებდა. ელემ ხელები გაშალა და სახე ცისკენ მიატრიალა. გულმა ვეღარ მოუთმინა ლაშას. არ იცოდა რას აპირებდა ელე, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო ყველაზე ნაკლებად იყო. სწრაფად ავიდა სახურავზე. ელე იმდენად გათიშული იყო გარესამყაროსგან, რომ ვერც გაიგო. ნელა მიუახლოვდა ლაშა.
– ელე... – ფრთხილად შეახო მხარზე ხელი.
არ ელოდა, ერთი შეკივლა, წაბარბაცდა და ვაჟის ძლიერი ხელი რომ არა, გადავარდებოდა. სწრაფად ჩაიკრა გულში ლაშამ და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
– სულ გაგიჟდი? რას აკეთებ? – ქვევიდან ამოხედა გაბრაზებულმა ელემ.
– მეგონა გადახტომას აპირებდი.
– და გადაწყვიტე, ყოველი შემთხვევისთვის ხელი გეკრა, ვაიდა გადამეფიქრა ხო?
– ელე... – საყვედურით სავსე თვალებით შეხედა.
– კიდევ დიდხანს გეყოლები ასე, თუ გამიშვებ ნელ-ნელა? – ეს პერანგი მაინც შეეკრა. მისი შიშველი ტორსის შეგრძნება უკვე მეტისმეტი იყო ელესთვის.
ლაშამ ამოიოხრა და ხელი გაუშვა. არადა როგორ არ ეთმობოდა.
– რას აკეთებდი აქ?
– მანძილს ვზომავდი.
– რა მანძილს?
– ზღვის დონიდან.
ღრმად ამოისუნთქა ლაშამ. შეუძლებელი იყო ელესთან ლაპარაკი. ისევ ის ძველი ელე დაბრუნებულიყო, თავხედი და ამპარტავანი.
– ელე... – დაიწყო ლაშამ.
ელე შემობრუნდა და თვალებში ჩახედა. ელოდა ელე. ნეტა სცოდნოდა, როგორ ელოდა ლაშასგან სულ მცირე მანუგეშებელ სიტყვას. უყურებდა და თვალებით სთხოვდა.
– ჩავიდეთ დაბლა, გაცივდები. – ბოლო იმედიც ჩაუკლა. ნეტა სცოდნოდა, საბოლოოდ როგორ გაანადგურა. როგორ გაუყინა პატარა გული.
მიტრიალდა და წავიდა. არც კი დაელოდა ლაშას, ისე ჩავიდა სახურავიდან და ოთახში შევიდა. დანახვაც არ უნდოდა მისი. ან ეშინოდა, რომ თვითონ ლაშა დაინახავდა მის თვალებზე აბრჭყვიალებულ ცრემლს. ემოციურად გამოფიტულს ჩაეძინა.
მეორე დღეს ყველაფერი შეიცვალა. ამ ყველაფერს კი ის მოყვა, რომ ელემ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ყველაზე გაუაზრებელი ნაბიჯი გადადგა. აფექტის მდგომარეობაში, მაგრამ მაინც უპატიებელი.



№1  offline ადმინი შამანი

...და მე ისევ პირველი ♥
ახლა წავიკითხავ ♥
ვიცი,დიდი სიამოვნება მელის წინ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline მოდერი nicol

შამანი
...და მე ი სევ პირველი ♥
ახლა წავიკითხავ ♥
ვიცი,დიდი სიამოვნება მელის წინ ♥

ვინ დაგასწრებდა love love love
ჩემი გოგო ხარ love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline მოდერი chica sol

ჰჰჰჰ... ეს რა ვნახეე... გელოდებოდი ნიკოლ...
წავიკითხავ ახლავე თორემ, რა დამაძინებს ისე...
გაგეცინება და წინასწარ მომწონს სიგიჯემდე და რომ წავიკითხავ, რა იქნება მერე ღმერთმა იცის... wink
სიყვარულით...
შენი მარი love

 


№4  offline მოდერი nicol

მარიამ ზაქარაშვილი
ჰჰჰჰ... ეს რა ვნახეე... გელოდებოდი ნიკოლ...
წავიკითხავ ახლავე თორემ, რა დამაძინებს ისე...
გაგეცინება და წინასწარ მომწონს სიგიჯემდე და რომ წავიკითხავ, რა იქნება მერე ღმერთმა იცის... wink
სიყვარულით...
შენი მარი love

ვაიმე მარიკუნა wink wink wink შენ რა გითხარი love
ისე მე შენს ისტორიას ველოდები tongue
სიყვარულით ნიკოლი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№5  offline წევრი Tini Gadrani

Saocrad wer! Vgijdebi ukve am istoriaze

 


№6  offline წევრი ნინი_ნინი

ვაიმე რა ნაბიჯიიიი ? :\\\\ ინტრიგა ნუუუ

 


№7  offline მოდერი chica sol

იქნება მალე <3
ჩემი თბილი და უნიჭიერესიი...
სითყვებს თავს ვერ ვუყრი... ახლა ხევსურეთში ვარ გონებით :DD

 


№8  offline ადმინი შამანი

მმმ,არაჩვეულებრივი თავი იყო! ^^
მე დავიწვი ამათი საცოდაობით..:(
ბოლოში მაინც როგორ იცი ხოლმე,ჩვენი დაინტრიგება :დ მაგრამ,მგონი ვხვდები რაც მოხდება ^^
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. ♥
ახლა ტკბილად დამეძინება ♥
მიყვარხარ ინტრიგანო თინი ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№9  offline მოდერი Kira

Vaime ra kargia.. Nicol nu ai arvici ra gitxra an raunda vtqva iseti ro sheni istoria shevafaso.. Umagresi xar.. Velodebi shemdegs moutmenlad love love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№10  offline მოდერი nicol

Tini Gadrani
Saocrad wer! Vgijdebi ukve am istoriaze

ნინი_ნინი
ვაიმე რა ნაბიჯიიიი ? :\\\\ ინტრიგა ნუუუ

მარიამ ზაქარაშვილი
იქნება მალე <3
ჩემი თბილი და უნიჭიერესიი...
სითყვებს თავს ვერ ვუყრი... ახლა ხევსურეთში ვარ გონებით :DD

შამანი
მმმ,არაჩვეულებრივი თავი იყო! ^^
მე დავიწვი ამათი საცოდაობით..:(
ბოლოში მაინც როგორ იცი ხოლმე,ჩვენი დაინტრიგება :დ მაგრამ,მგონი ვხვდები რაც მოხდება ^^
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. ♥
ახლა ტკბილად დამეძინება ♥
მიყვარხარ ინტრიგანო თინი ♥

ჩემი თბილები... ტკბილები... ჩემი წერის სტიმულები ხართ love
თურმე როგორ მაკლდით ამდენი ხანი... love
მორჩა... დადგენილი ამბავია... მე ყველაზე თბილი და ყველაზე მაგარი მკითხველი მყავს... love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№11  offline წევრი xatia wurwumia

gexvewebi nu awameb amat asee :-( :-D usashvele rame tore damewva guli da momeshala nervebi :-D :-D magari gogo xar :-*

 


№12  offline მოდერი nicol

xatia wurwumia
gexvewebi nu awameb amat asee :-( :-D usashvele rame tore damewva guli da momeshala nervebi :-D :-D magari gogo xar :-*

მადლობა ხატია... love
ვაიჰ... რა გითხრა... შემდეგ თავს უფრო სევდიანს ვგეგმავ no
--------------------
თინა ნიკოლ

 


№13  offline მოდერი chica sol

ვაიმეე... ჩემო ნიკოოლ...
დავიწვი და დავიდაგე ამათი ცოდვით...
დაეხმარე რაა... love

 


№14  offline მოდერი nicol

მარიამ ზაქარაშვილი
ვაიმეე... ჩემო ნიკოოლ...
დავიწვი და დავიდაგე ამათი ცოდვით...
დაეხმარე რაა... love

აუცილებლად დავეხმარები მარი, მაგრამ ჯერ ადრეა am
მეც დავიწვი, მაგრამ ხომ იცი „ჯიუტი თხა“ და „ხეპრე“ რომ გადაეყრებიან ერთმანეთს, იქ მთავრდება ყველაფერი wink wink wink
--------------------
თინა ნიკოლ

 


№15  offline აქტიური მკითხველი grafo

ვაიმეე, ეს გოგო დებილია თუ...კაცს რომ მიუცუცქდები და ამ ზე სექსუალურ ცეკვას ეცეკვები, იმპოტენტი უნდა იყოს რომ რეაქცია არ ჰქონდეს, თან ხედავს რომ ბიჭი მთვრალია. კარგი რაა, წერე ბუნებრივ რეაქციებზე. 13 წლის გოგოზე რომ წერდე,ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ვერაფრით დავიჯერებ 20 წლის გოგომ არ იცოდეს ზედმეტ ხახუნს რა მოჰყვება. ან აფექტის მდგომარეობაში რამ ჩააგდო?! გოგო არის საკუთარი თავის ბატონ-პატრონი, და ასეთი გოგოები ასე არ იქცევიან. მყარად დგანან მიწაზე.ხომ გინდა როგორც ავტორი წინ წახვიდე, მე მაგალითად მომდევნო თავი თუ უკვე დაწერილი გაქვს სასწრაფოდ გადავასწორებდი, და ამ გოგოს სისულელის გაკეთების უფლებას აღარ მივცემდი, მარტო იმიტომ რომ წინა ისტორიებისგან რაღაცით მაინც განსხვავდებოდეს ეს. იცი,რომ ძალიან მომწონს შენი ისტორიები,რადგან ემოციურად და თბილად წერ, მაგრამ მე მგონი უკვე დროა ეს ყველაფერი სწორად გადმოსცე. რა ვქნა, არ უნდა წამეკითხა შენი პირველი ისტორია და არ გადაგეკიდებოდი, მაგრამ შემომეკითხა და ახლა კეთილი ინებე და "წინ წადი":)))).

 


№16  offline წევრი nini :)

დედა რა ინტრიგანი ხარ მალე დადე შემდეგი თავი თორე ვერ გავძლებ ხვალემდე და გული დამარტყავს wink ველოდები შემდეგს love

 


№17  offline მოდერი nicol

grafo
ვაიმეე, ეს გოგო დებილია თუ...კაცს რომ მიუცუცქდები და ამ ზე სექსუალურ ცეკვას ეცეკვები, იმპოტენტი უნდა იყოს რომ რეაქცია არ ჰქონდეს, თან ხედავს რომ ბიჭი მთვრალია. კარგი რაა, წერე ბუნებრივ რეაქციებზე. 13 წლის გოგოზე რომ წერდე,ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ვერაფრით დავიჯერებ 20 წლის გოგომ არ იცოდეს ზედმეტ ხახუნს რა მოჰყვება. ან აფექტის მდგომარეობაში რამ ჩააგდო?! გოგო არის საკუთარი თავის ბატონ-პატრონი, და ასეთი გოგოები ასე არ იქცევიან. მყარად დგანან მიწაზე.ხომ გინდა როგორც ავტორი წინ წახვიდე, მე მაგალითად მომდევნო თავი თუ უკვე დაწერილი გაქვს სასწრაფოდ გადავასწორებდი, და ამ გოგოს სისულელის გაკეთების უფლებას აღარ მივცემდი, მარტო იმიტომ რომ წინა ისტორიებისგან რაღაცით მაინც განსხვავდებოდეს ეს. იცი,რომ ძალიან მომწონს შენი ისტორიები,რადგან ემოციურად და თბილად წერ, მაგრამ მე მგონი უკვე დროა ეს ყველაფერი სწორად გადმოსცე. რა ვქნა, არ უნდა წამეკითხა შენი პირველი ისტორია და არ გადაგეკიდებოდი, მაგრამ შემომეკითხა და ახლა კეთილი ინებე და "წინ წადი":)))).


wink wink wink როგრც ყოველთვის შეუდარებელი ხარ თითოეულ კომენტარში wink ვიცინოდი კიდეც wink ხახუნი, რომ ბევრ რამეს იწვევს კი იცოდა ქალბატონმა, მაგრამ ასე ეხახუნებოდა ეგ თავის ყველა პარტნიორს და მაშინ არ უგრძვნია არაფერი wink wink wink „პროფესიული“ კუთხით მიუდგა რა... იმდენი მაგას რა ვუხარი wink მოდი ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ არც ლაშა აკლებს სისულელეებში. თუ ასე გიყვარს, ხომ შეგიძლია რამეთი აგრძნობინო ადამიანს და თვითდაჯერებულობა შემატო? (ისე ვამბობ, გეგონება ეგ პერსონაჟი ჩემი შექმნილი არ იყოს lol ) რაც შეეხება შემდეგ თავს... კი მაქვს დაწერილი და ზუსტად ვიცი დაგაწყდება ნერვები feel მაგრამ გადაკეთებას აზრი არა აქვს, მაშინ შემდეგ თავში უნდა დავასრულო... როცა ყველაფერი კარგადაა იქ დასაწერიც აღარაფერია... დიდხანს და ბედნიერად მკითხველის გარეშეც აგრძელებენ ცხოვრებას პესონაჟები... love კიდევ ერთი თავი აიტანე და მეოთხე თავით სულ მთავრდება ისტორია love ის რომ შემთხვევით შემოგეკითხა ჩემი პირველი ისტორია და ახლაც კითხულობ, ნეტა იცოდე როგორ მახარებს love მოუთმენლად ველი შენს კომენტარებს და დამიჯერე ვითვალისწინებ ხოლმე. ახლა იტყვი, რა გეტყობაო, მაგრამ შემდეგ ისტორიაში ვეცდები დამეტყოს. love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№18  offline აქტიური მკითხველი grafo

კარგი ხმის ამომღები არ ვარ, თუ შემდეგ ისტორიაში გამოასწორებ. მერე რაა?! შენ გგონია თუ ორ თავში დაამთავრებ ისტორიას გისაყვედურებ?! შენ ისე წვრილმან ემოციებს ეკიდები (ოღონდ, უმეტესად არასწორად) რომ არც უნდა გაწელო ისტორია და მკითხველიც არ უნდა გვაწვალო. მომწონს მე შენნაირი ავტორები. ოოო, ესენი რომ ზოგიერთისთვის მეთქვა აქ ამბავი დატრიალდებოდაააა:))). ამისთვისაც ყოჩაღ შენ:*. ქალი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, კაცის უფლებები სხვამ დაიცვას:)).

 


№19  offline მოდერი nicol

grafo
კარგი ხმის ამომღები არ ვარ, თუ შემდეგ ისტორიაში გამოასწორებ. მერე რაა?! შენ გგონია თუ ორ თავში დაამთავრებ ისტორიას გისაყვედურებ?! შენ ისე წვრილმან ემოციებს ეკიდები (ოღონდ, უმეტესად არასწორად) რომ არც უნდა გაწელო ისტორია და მკითხველიც არ უნდა გვაწვალო. მომწონს მე შენნაირი ავტორები. ოოო, ესენი რომ ზოგიერთისთვის მეთქვა აქ ამბავი დატრიალდებოდაააა:))). ამისთვისაც ყოჩაღ შენ:*. ქალი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, კაცის უფლებები სხვამ დაიცვას:)).

მადლობა love
ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივესალმები love

ენენე
ესენი ხომ
ლაშა და ელე იყვნენ - მსოფლიოში
ყველაზე ჯიუტი გოგო და სამყაროს
პირველი ხეპრე.-imdenad realuria es sityvebi,uneburad gamacia... kitxvis dros,yvela momentze vtrtodi da sulelivit vigimodi. zustad gaqvs agwerili xasiatebi.. xom ici,ar var gulchvili da ar vtiri xolme,magram cremlebi momdioda.. maswebic gavagije,
moswavleebic,
da gakvetilze yvela me momchereboda.
magram,ici ratom metkina?
roca davsvi kitxva,
am momentshi martla ase moiqceodi?
pasuxi iyo-ki.
imdenad amagelvebelia eles grdznobebi,
sityvebit ver gadmovcem...
lasha ki xeprea,kretini da idioti!
ar gaugia mainc bichma unda gadadgas pirveli nabijio?!!
vitom gamosworda,magram amas isev dzveli nagloba jobda.

-რას აკეთებდი აქ?
-მანძილს ვზომავდი.
-რა მანძილს?
-ზღვის დონიდან.

amaze cudad gavxdi :D arafers vambob,lelas da eles dialogze. arasdros myolia lelasnairi daqali... zustad,chems ocnebebshi afatureb xels tinano,Rac ar vici kargia tu cudi. magram,mtkivneulia.

miyvarxar me shen <3 <3

ვაიმე ნენუცააა... მე ეს შევძელი... შენი აცრემლება შევძელი. ნეტა იცოდე როგორ მახარებს, რომ ელეს რაღაცით მაინც ამართლებ, რატომღაც მეგონა რომ გაგაბრაზებდა, მაგრამ წინ მესამე თავია... აი, აქ როგორი რეაქცია გექნება მის საქციელზე ეს აღარ ვიცი...
ცოტა იუმორიც აუცილებელი იყო ამ ისტორიისთვის, თორემ ისე მართლა ცრემლების გუბე გამოვიდოდა. ლელასნაირი დაქალი კი ყველას გვიჭრდება და იმედი მაქვს შენც გეყოლება ოდესმე love ისიც მიხარია რაღაცეები, რომ გამოვიცანი და მოგამსგავსე პერსონაჟი. love ხოდა კიდევ ერთი... ნუ კითხულობ გაკვეთილზე და ნუ აგიჟებ მასწავლებლებს... wink არსად გაგექცევა ეგ და სწავლისთვის საჭირო დრო ისე გამოგელევა, რომ ვერც მიხვდები love
მაინცჩემი გიჟი გოგო ხარ love

nini :)
დედა რა ინტრიგანი ხარ მალე დადე შემდეგი თავი თორე ვერ გავძლებ ხვალემდე და გული დამარტყავს wink ველოდები შემდეგს love

კი ნინი... დიდი ინტრიგანი ვარ...
დღეს საღამოს 12-ის მერე დავდებ აუცილებლად
--------------------
თინა ნიკოლ

 


№20  offline წევრი marisa

ვაიმე, მართლა რა პატარა ბიჭივითაა ეს ლაშა. მე მქონია ბიჭთან ურთიერთობა, რომელმაც პირდაპირ მითხრა, თუ შეგეხებიო, შენთან სექსი მომინდება და მერე რა ვქნაო?! დაქალი რომ ჩართე, ეგ ძალიან მომეწონა. ელეს კი მინდა ერთი მაგრად ვფეთო :D ძალიან კარგად გამოხატავ ემოციებს. შენც ეგეთი მგონიხარ, ემოციური. აქამდე არ გკითხულობდი, ახლა წავიკითხე ეს ბოლომდე და მომეწონე. ყველაზე მეტად კი იმას ვაფასებ, რომ აღრენით არავის წერ. თუ კი ვინმე საყვედურს გამოთქვამს, მაშინვე არ წერ, რომ თუ არ მოსწონთ, სხვა რამ წაიკითხონ. ჰოდა, მეც ჩავეწერები შენი მკითხველების სიაში <3

 


№21  offline წევრი cisa

vaimee iseti kargi iyo ro ar vici ra gitxra raa :* saocrebaa yoveli bgera yoveli sityvaa ♥♥ rogori sayvarlebi ariaan magraam cota daxlove raa ♥♥ kargo xaar ♥♥

 


№22  offline მოდერი nicol

marisa
ვაიმე, მართლა რა პატარა ბიჭივითაა ეს ლაშა. მე მქონია ბიჭთან ურთიერთობა, რომელმაც პირდაპირ მითხრა, თუ შეგეხებიო, შენთან სექსი მომინდება და მერე რა ვქნაო?! დაქალი რომ ჩართე, ეგ ძალიან მომეწონა. ელეს კი მინდა ერთი მაგრად ვფეთო :D ძალიან კარგად გამოხატავ ემოციებს. შენც ეგეთი მგონიხარ, ემოციური. აქამდე არ გკითხულობდი, ახლა წავიკითხე ეს ბოლომდე და მომეწონე. ყველაზე მეტად კი იმას ვაფასებ, რომ აღრენით არავის წერ. თუ კი ვინმე საყვედურს გამოთქვამს, მაშინვე არ წერ, რომ თუ არ მოსწონთ, სხვა რამ წაიკითხონ. ჰოდა, მეც ჩავეწერები შენი მკითხველების სიაში <3

ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო, love
ჩემთვის ყოველთვის მისაღებია ჯანსაღი კრიტიკა... აი ყველამ რომ გაქოს მაშინ უნდა დაფიქრდე იმაზე, რომ რაღაც ვერ გაქვს რიგზე...
მე ამ ისტორიებს მკითხველისთვის ვწერ და არა საკუთარი თავისთვის, ამიტომ ყველანაირ შენიშვნას გავითვალისწინებ.
შენ კიდევ ძალიან გამახარებ თუ ჩაეწერები ჩემს მკითხველთა სიაში love

cisa
vaimee iseti kargi iyo ro ar vici ra gitxra raa :* saocrebaa yoveli bgera yoveli sityvaa ♥♥ rogori sayvarlebi ariaan magraam cota daxlove raa ♥♥ kargo xaar ♥♥

დაახლოვდებიან სად წავლენ wink
მადლობა თბილი სიტყვებისთვის love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№23  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaiih rakargiaa male dadee raa ❤️❤️ neta ra qna asetii :((

 


№24  offline მოდერი nicol

uchveulo
vaiih rakargiaa male dadee raa ❤️❤️ neta ra qna asetii :((

აუცილებლად დავდებ ამაღამ love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№25  offline მოდერი sopiko

რაც არ უნდა ჩაიდინოს ამ გოგომ უკვე ისეთი გაბრაზებული ვარ ლაშაზე რომ ყველანაირად ელეს გავამართლებ. რა საჭიროა ამდენი თავის დაფასება ბიჭისგან არ მესმის და მომკალი! :-D მოკლედ ემოციებისგან გავიჟღენთე და ჯერ კიდევ არ დავცლილვარ. შენი წერის სტილი განსხვავებულია და ძალიან მომწონს, მრავალწერტილი ხომ ჩემი განუყრელი მეგობარია :-D მოკლედ ველოდები შემდეგს და ინტრიგებით დახუნძლულს <3

 


№26  offline წევრი cisa

nicol
marisa
ვაიმე, მართლა რა პატარა ბიჭივითაა ეს ლაშა. მე მქონია ბიჭთან ურთიერთობა, რომელმაც პირდაპირ მითხრა, თუ შეგეხებიო, შენთან სექსი მომინდება და მერე რა ვქნაო?! დაქალი რომ ჩართე, ეგ ძალიან მომეწონა. ელეს კი მინდა ერთი მაგრად ვფეთო :D ძალიან კარგად გამოხატავ ემოციებს. შენც ეგეთი მგონიხარ, ემოციური. აქამდე არ გკითხულობდი, ახლა წავიკითხე ეს ბოლომდე და მომეწონე. ყველაზე მეტად კი იმას ვაფასებ, რომ აღრენით არავის წერ. თუ კი ვინმე საყვედურს გამოთქვამს, მაშინვე არ წერ, რომ თუ არ მოსწონთ, სხვა რამ წაიკითხონ. ჰოდა, მეც ჩავეწერები შენი მკითხველების სიაში <3

ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო, love
ჩემთვის ყოველთვის მისაღებია ჯანსაღი კრიტიკა... აი ყველამ რომ გაქოს მაშინ უნდა დაფიქრდე იმაზე, რომ რაღაც ვერ გაქვს რიგზე...
მე ამ ისტორიებს მკითხველისთვის ვწერ და არა საკუთარი თავისთვის, ამიტომ ყველანაირ შენიშვნას გავითვალისწინებ.
შენ კიდევ ძალიან გამახარებ თუ ჩაეწერები ჩემს მკითხველთა სიაში love

cisa
vaimee iseti kargi iyo ro ar vici ra gitxra raa :* saocrebaa yoveli bgera yoveli sityvaa ♥♥ rogori sayvarlebi ariaan magraam cota daxlove raa ♥♥ kargo xaar ♥♥

დაახლოვდებიან სად წავლენ wink
მადლობა თბილი სიტყვებისთვის love

dzanaacc nu dagvtanjaaav :D

 


№27 სტუმარი Sexy Mädchenn

წელს ვიყავი ათენგენობაზე გუდანში,სასწაულიაა ნამდვილი :3 დიალოგები შემოიტანე რა უფრო,მონოტორული თხრობა მომაბეზრებელია..

 


№28  offline წევრი ekaterinee

ეს რა იყოო? ზუსტად 10 წუთში ორივე თავი წავიიკითხე, უმაგრესი იყო!!! love
ზუსტად მითხარით შემდეგი როდის იქნება love ძალიან მაგრად მომწონს! ყოჩაღ love

 


№29  offline მოდერი nicol

ekaterinee
ეს რა იყოო? ზუსტად 10 წუთში ორივე თავი წავიიკითხე, უმაგრესი იყო!!! love
ზუსტად მითხარით შემდეგი როდის იქნება love ძალიან მაგრად მომწონს! ყოჩაღ love

დღეს ღამე დავდებ უცილებლად შემდეგ თავს.
ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№30  offline წევრი მოლურჯო

დედაა ხევსურზე უნდა გავთხოვდეე შემატენეთ ვინმეე wink
როგორ მიყვარს ეს ბიჭი რაღაცნაირია თბილია
როგორ ორივეს ეტყობა რომ როგორ უნდა მოექცნენ ერთმანეთს არ იციან
მაგრამ ყველაზე მაგარი ისტორია ყველა ტკბილი თბილი love
უბრალოდ გეტყვი რომ ძალიან მაგარი ხარ! ♥
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent