შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა რომელიც შენამდე მოდის (7)

8-10-2015, 01:05
ავტორი keke11
ნანახია 3 127

ცოტაახანში ჩემმა ტელეფონმა დარეკა.
-ბატონო-ტელეფონს იქეთ მხოლოდ სუნთქვა მესმოდა.
-რომელი ხარ?-ტელეფონი გაითიშა. მთელი ღამე ვერ მოვისვენე. ან რა მინდოდა, ან საერთოდ რას ველოდი ცხოვრებისგან? რა მოხდება როცა ნატა გაიზრდება? მეე როგორ ავუხსნი, რომ მამას დავაშორე. თავი ამტკივდა ამდენი ქსელივით არეული პრობლემებით. გამთენიისას ჩამეძინა. უაზრო და აბდა-უბდა სიზმარი ვნახე. დილით არც კი მახსოვდა. ლუკას თბილმა კოცნამ გამაღვიძა.
-ინ,ბავშვს ბაღში გავიყვან. მერე ბიჭებს ვნახავ, დაველაპარაკები. შენც მოწესრიგდი და წადი, კახა ნახე.-თავი დავუქნიე უაზროდ და ისევ დაძინება ვცადე. კარის ხმა გავიგე. უხ,თვალი მაინც ვეღარ მოვხუჭე და ავდექი. სიგარეტს მოვუკიდე და გარეთ გავიხედე. ფუჰ,უწვიმია-გავიფიქრე თუმცა ფანჯარა მაინც ფართოდ გამოვხსენი და ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი.უხ, რა ადამიანი ხარ შენნ საერთოდ? რა გინდა ცხოვრებაში? რის მიღწევას ცდილობ?-ვეკითხებოდი ჩემს თავს და სიგარეტს უფრო მეტად ვექაჩებოდი, ფილტვებისკენ. ისევ ჩემმა ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ.
-როგორ ხარ?-მომესმა ტელეფონს იქეთ.
-კარგად რომელი ხარ?-ვიღაცამ მკაცრად ჩაახველა.
-კახა. ნატუკა როგორაა?
-კარგად.-მთელს სხეულზე ეკლებმა დამაყარა. "უბრალოდ შემცივდა"-დავაიმედე ჩემი თავი და ფანჯარა მივხურე.
-ინა, შენთან აუცილებელი საქმე მაქვს. დღეს შეძლებ მოსვლას?
-კი!
-დაგელოდები-ტელეფონი გაითიშა ან გათიშეს. ჩავიცვი და წავედი. გზაში ლუკასაც დავურეკე კახასთან მივდივართქო. თუმცა არ მითქვამს, რომ დამირეკა.
მანქანა გავაჩერე, თუმცა 10წუთი არ ან ვერ გადმოვდიოდი და ვფიქრობდი. როგორ ავუხსნა კახას, რომ ნატუკა მიმყავდა?ვიცი ჩემი წასვლა ნაკლებად აინტერესებს და დიდი სიხარულითაც გამიშვებს, მაგრამ ნატა, რომ არ გამატანოს? ცრემლები მახრჩობდა. თავს მოვერიე და ციხეში შევედი. ისიც მალე გამოჩნდა. კვლავ ძველი ნაცნობივით მომესალმა.
-იცი, მეც მაქვს შენთან საქმე-ვცადე არ შემტყობოდა ნერვიულობა ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავედი.
-გისმენ-დინჯად მიპასუხა. მის სხეულს დავაკვირდი. ფეხს ოდნავ ათამაშებდა. ხელები კი ერთმანეთზე გადაეჭდო და მაგიდას უკაკუნებდა ნერვიულად და მონოტონურად. თავი ოდნავ დაბლა ჰქონდა დახრილი.
-ინა, გისმენ-გამომაფხიზლა მისმა ნათქვამმა.
-შენ დაიწყე-სხვა ვერაფერი ვუთხარი.
-კარგი. ინა, რამდენიმე დღეში ჩემი ადვოკატი დაგირეკავდა და თავად გეტყოდა ყველაფერს. თუმცა ვამჯობინე მე მეთქვა. შენთან ოფიციალურად მინდა გაყრა. დიდი ხანია ოჯახი აღარ ვართ და ვფიქრობ ეს აქამდეც უნდა გვექნა. სულ ეს იყო ჩემი საქმე. ახლა შენ გისმენ.
-მე.. მე...-სიტყვებს გასაქცევი ვეღარ მოვუძებნე. მე მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ ბათუმში მივდივართ.
-ვინ თქვენ?
-მე, ლუკა და ჩემი შვილი.
-შენ, ლუკა და ჩვენი შვილი.-შემისწორა.
-ჰო. მინდოდა გცოდნოდა.
-ინა, შენ არ გაქვს უფლება მამა-შვილი დაგვაშორო.-სრულიად მშვიდად მითხრა.
-ჰო არა? შენ ნატას მაშინ დაშორდი გააზრებულად ლუკას, რომ ესროლე. ასე, რომ ვერ დამიშლი ჩემი ოჯახით სადმე წავიდე-მივხვდი ვყვიროდი. კახას შევხედე. ფერი შეეცვალა. არ ვიცი რატომ იმიტომ, რომ ჩემს თავს, ლუკას და ნატუკას ოჯახი ვუწოდე თუ იმიტომ, რომ დანაშაული "გავახსენე" უცებ წინ წამოიწია. ძალიან ახლოს მოვიდა. ხელები მხრებზე ოდნავ მომიჭირა, ირვლივ მიმოიხედა ხომ არავინ მიყურებსო და მითხრა:
-ეს ის დანაშაულია, რის გამოც ახლა აქ ვარ. ეს ის დანაშაულია, მთელი სიცოცხლე, რომ გამაწამებს. თუმცა სულს ჩახედე ინა. ჩემი უფრო ბინძურია თუ შენი? ნატას მიმიხედე ვიდრე გამოვალ... სანამ გამოვალ და მერე მე ვიცი- ხელი გამიშვა. მშვიდად ადგა სკამიდან და გავიდა.
მისი სიტყვები არასოდეს დამავიწყდება. რამოდენიმე დღეში ჩემთან კახას ადვოკატი მოვიდა. საბუთებს ხელი მოვაწერე და წავიდ. ამასობაში ლუკამაც მოავარა პრობლემები. წასვლისთვის ყველაფერი მზად იყო. ჩემი მანქანით წავედით.
-დე-დამიძახა ნატუკამ.
-ჰო, დე.
-მამასთან ხომ ჩამოვალთ ხოლმე?
-დაისვენე ნატუკა.-ვუთხარი მე.
-ჩამოხვალთ ნატ-თვალი ჩაუკრა ლუკამ. ნატამ ცოტახანში დაიძინა.
ბათუმში ცხოვრება ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა. თავიდან რუსოსთან ვცხოვრობდით. მერე ნელ-ნელა ლუკამ მუშაობა დაიწყო და ჩვენც ცალკე გადავედით საცხოვრებლად. რუსოს შვილი შეეძინა. ჩემი პატარა ნათლული, ულამაზესი იყო. დროის სწრაფად გავლას ნატუკას გაზრდით ვამჩნევდი. გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი პირველ კლასში შესვლა. მისი პირველი წარმატება სკოლაში და მის გარეთ. ახლა უკვე თითქმის 11 წლისაა. ცოტახანში ოქროს დაბადების დღე აქვს. ყველა განსაკუთრებულად ვემზადებოდით ამ დღისთვის. აი, ნატუკა კი ვხვდები ნელ-ნელა იზრდება. არადა როგორ მახსოვს პირველი ნაბიჯები. ახლაც თავის ოთახში ზის. დღეს უცნაურად იქცევა. მგონია, რაღაცის თქმა უნდა.
-ინა, ლუკა-ოთახიდან გამოდის ჩემი შვილი. მეც სახელით მომმართავს, რაც ცოტა წამოიზარდა.აი, როგორ ამიხსნა ეს:
-ინა, მე ლუკას მამას არასოდეს დავუძახებ. მე მყავს მამა და იმიტომ. რახან ერთად ცხოვრობთ. შენ დედა დაგიძახო და მას ლუკა-უცნაურია. ამიტომ ორივეს სახლით მოგმართავთ კარგი?-მოკლედ ასე გავხდი ინა.
-ჰო, ნატ.-გავდივარ მისაღებში.
-ლუკა სადაა? საქმე მაქვს.
-აქ ვარ.-ლუკაც შემოვიდა ოთახში.
-მოკლედ ორივე, რომ ძალიან მიყვარხართ ვიცი, რომ იცით. ლუკ ამდენ ხანს მამობას მიწევდი და ეს არასოდეს დამავიწყდება. ინ, შენ, შენ ხო იცი არა? უბრალოდ... მთელი ეს წლებია ვითვლი როდის გამოვა მამა. ჩემი დაბადების დღისთვის გამოსული იქნება. მე მინდა, რომ ვნახო. მინდა,რომ მოვიდეს. სულ ესაა-ლუკამ გამომხედა. მე თითქოს გამოსავალი ვიპოვე და იმ წამს წამოვიძახე.
-და თუ ვერ დავუკავშირდით?
-ინა, მე არ მითხოვია, უბრალოდ შენნ და ლუკა გაგაფრთხილეთ. მამა იქნება ჩემს ამ დაბადების დღეზე-გაგვიღიმა მამამისის ღიმილით და ოთახში შევიდა.
-ვიცოდი, რომ ეს დღეს მოხდებოდა.-ჩუმად თქვა ლუკამ და სახლიდან გავიდა.
ბავშვის დაბადების დღემდე 1 კვირდა რჩებოდა. ისევ კახა აფუჭებდა ჩემს ცხოვრებას. ასე საცოდავად, რომ ვცდილობდი აღმედგინა. ჩემმა ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ.
-ნატუკა მჭედლიძეს სთხოვეთ-კახას ხმა იყო. ნომერს დავაკვირდი ციხიდან აღარ რეკავდა. ისევ ეკლებმა დამაყარეს. ის ფიქრები, რომ აღარ მიყვარდა. ის, რომ ლუკამ ბედნიერ ქალად მაქცია-გაქრა. ისევ ტვინში მომაწვა სისხლი. ძალა მოვიკრიბე.
-თქვენ ვინ ხართ?
-მე კახა ვარ მჭედლიძე. მალაპარაკე ჩემი შვილი ინა-ისევ ის მწარე ჩაღიმება.
-არაა სახლში ჩემი შვილი.
-ინა, ჩემ ჩანთას ვერ ვპოულობ. სადაა?-ოთახიდან დაიძახა ნატამ.
-არ ვიცი, მოძებნე.-უსიცოცხლოდ დავუზახე. აღელვებით ველდი რას მეტყოდა კახა.
-ინა, არასოდეს გამოგდიოდა მსგავსი ტყუიილები-მხოლოდ ეს მითხრა.-უთხარი ჩემს შვილს, რომ 11ში ბათუმში ჩამოვალ-ტელეფონი გაითიშა. მეც უსიცოცხლოდ ჩავეშვი სავარძელში.

№1  offline წევრი Smiling girl

რაგაცნაირად საინტერესოა <3 :D გააგრძელე და დიდი თავები

№2  offline წევრი keke11

Smiling girl
რაგაცნაირად საინტერესოა <3 :D გააგრძელე და დიდი თავები

დიდი მადლობა მახარებ love

№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

რატომ მიდის ყველაფერი ასე? მართლა რა უნდა ამ ინას :დ რით ვერ გაიგო, რომ კახაზე აღარ უნდა გააჟრიალოს ვაააააააააააააააააააააა :| :დდდ
love ისე წეღან დავაკომენტარე მერვე თავი მინდა მეთქი და ამ თავს ვგულისხმობდი :D არ მახსოვდა რომელი თავი იყო და მეგონა ჯერ არ გქონდა დადებული, ასე რომ დავაგვიანე ბოდიში... love
მე სულ ყველა მიშლის ნერვებს, შვილიდან დაწყებული ლუკათი დამთავრებული :დ ინას სასიყვარულო სამკუთხედი მოკლედ რა :D ინა კი დაბნეულია, არ იცის რა ქნას, კახა წარსულია და მაინც ვერ დააღწია მას თავი, ლუკა კი მომავალი, რომელსაც წარსული მუდამ ფეხქვეშ ედება... ხო, ცოდოა ინა ძალიან და მაგრად მეცოდება რა. არა იმიტომ რომ შენ გინდა შემაძულო და განგებ ვამბობ ამას, უფრო იმიტომ რომ მართლა შესაცოდია. ორი კაცის ხელში წარმოვიდგენ, როგორ წელავენ აქეთ-იქიდან და ერთმანეთს "არა ჩემია" არა შენი კი არა ჩემია-ს ძახილით თავისკენ სწევენ. დაიღალა ეს გოგოც. ვაფშე დაადოს ორივეს და გაიქცეს სხვაგან :D :D
გააგრძელეე <3 კაი გოგო ხარ ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№4  offline წევრი keke11

ErckeMydass25

მადლობა მადლობა <3 ხომ ვერ შევძელიი ეს ინა დაგავიწყო რაა :DDDD :DD <3 არა პირიქით მიხარია <3 და ცოტა დამიგვიანდა თავის დადება ახლავე დავიწყებ წერას

№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

keke11

ოოო, რა დამავიწყებს. ორივე დაიკიდოს მე გამომყვეს ცოლად am love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent