სიყვარულს ხომ ყველაფერი შეუძლია?! (სრულად)
-ჩემი ძილის დროა რა გთხოვ-თვალები ავატრიალე მე -ჯერ კიდევ საღამოს 8 საათია, ვანდა, ნუ გამაგიჟე-ჩამყვირა ყურმილში ნინიმ -არა, ეხლა ვერ წამოგყვები, გთხოვ მეძინება-კვლავ დავიწყე წუწუნი -ადექი ფეხზე, ძირს გელოდები!-მითხრა და გამითიშა. ზოზინით წამოვდექი ლოგინიდან, ზამთარი იყო ამიტომ გარეთ ბნელოდა მითუმეტეს იმისა რომ 8 საათი იყო. -მამა, გაკოცებ?-გვერდით მივუჯექი მამას -ფული ჯიბეშია-არც აუწევია გაზეთიდან თავი ისე მითხრა -მაგ ვიცი-გავიცინე მე -აბა?-გაღიმებულმა ამომხედა მან -მეგობრები გამომივლიან და შეიძლება წავიდე?-თვალები ავუჟუჟუნე მე -არ იცელქო ოღონდ-ხელი მხრებზე მომხვია ღიმილით. -კარგი რა მა, უკვე მეათე კლასელი ვარ-ენა გამოვუყავი მე -გაკვეთილები ჩამაბარე-შუბლი წამიერად შეკრა მამამ შემდეგ კი სიცილი დაიწყო -კარგი ხო ვიხუმრე-ჩემს გაბრაზებულ სახეზე ხელები დანებების ნიშნად მაღლა აწია. -მალე მოვალ გპირდები-ლოყაზე ვაკოცე და სწრაფად შევვარდი ოჯახში. თეთრი თხელი სვიტერი და შავი შარვალი ჩავიცვი, ყელზე შავი შარფი მოვიხვიე და ამავე ფერის ტანზე მომდგარი მანტო მოვიცვი. თმა მათლა ავიწიე და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე. კიდევ ერთხელ ვაკოცე მამას და სახლიდან გავედი. ნინი მართლაც ჩემს სადარბაზოსთან იცდიდა. ღიმილით გადავკოცნე და ფეხით გავუყევით გზას -1 კვირის წინ ინტერნეტში ბიჭი გავიცანი, დღეს უნდა შევხვდე-მომახსენა მან სიტუაცია -მე რომ არ წამოგეყვანე არ შეიძლებოდა მერე? მეძინებოდა-კვლავ დავიწყე წუწუნი -ნამდვილი ქათამი ხარ-ხუმრობით მითხრა და მხარზე ხელი ოდნავ მიმარტყა. -სად უნდა შეხვდე?-ვკითხე და ის ადგილი მოვათვალიერე სადაც იმწამს გავჩერდით, პატარა პარკივით იყო, რამოდენიმე გოგონა იჯდა ბავშვთან ერთად ზოგიც შეყვარებულთან ერთად იყო, ზოგი მარტო. -აქ მოვა-მხრები აიჩეჩა მან -რომ არ მოვიდეს?-თვალები გამიფართოვდა მე -ვაფშე იოცნებოს რომ ვხვდები-თვალები აატრიალა ნინიმ. შავგრემანი იყო, ჩემზე გაცილებით მაღალი და ლამაზი, დიდი შავი თვალები ჰქონდა და ოდნავ კეხიანი ცხვირი. მე კი მასზე ერთი თავით დაბალი, ქერა და ცისფერთვალება ვარ, პატარა სწორი ცხვირით, სიმართლე რომ გითხრათ არ ვთვლიდი ჩემს თავს ლამაზად, და ბიჭთან არც არავისთან მქონია ნორმალური ურთიერთობა, ჯერჯერობით ესე იყო, მაგრამ მშვენივრად ვიცოდი რომ ჯერ პატარა ვიყავი. 16 წლის, ნინი 19-ის იყო. უნივერსიტეტის მეორე კურსზეა. მე და ის ბავშვობიდან ვმეგობრობთ, თუმცა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები ვართ, რათქმაუნდა კარგად სწავლობდა თუმცა ყოველთვის ჰყავდა შეყვარებული, ხშირად ისიც მომხდარა ორი რომ ჰყოლია, მიჩვეულია ბიჭები მის გამო რომ ჩხუბობენ, მე კი ეს ყოვლად დაუშვებლად მეჩვენება, შეყვარებული ბოლოს მეშვიდე კლასში მყავდა ისიც მხოლოდ 1 კვირით, ვერ გამიძლო ალბათ და დამშორდა, არ მინერვიულია, ხშირად მწერენ ბიჭები სოციალურ ქსელებში თუმცა არცერთ მათგანს არ ვხვდები განსხვავებით ნინისა. -მოდიან-ხელი ოდნავ მკრა ნინიმ და ჩვენსკენ მომავალი ორი ბიჭისკენ მანიშნა -ორი რატომ არიან?-გამიკვირდა მე -მე ვუთხარი დაქალი მომყავსთქო და იმან მეც წამოვიყვან ძმაკაცსო და მეთქი კარგითქო-უცებ ამიხსნა სიტუაცია და სახეზე უხერხული ღიმილი აიკრა, ვერ ვუარყოფ რომ ორივე საოცრად სიმპატიური იყო! თუმცა ამ შემთხვევაში ჩემთვის ზედმეტად დიდები. -გამარჯობათ-ღიმილით მოგვესალმა მარჯვნივ მოსიარულე თმებ აჩეჩილი ბიჭი და ნინის ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი მე გადამკოცნა. -ეს თორნიკეა, ჩემი ძმაკაცი-გაგვაცნო თავის ძმაკაცი რომამ (ვისაც ნინი უნდა შეხვედროდა) -ეს ვანდა-მოკლედ მოუჭრა ნინიმ -მე და ნინი გავალთ, მალე დავბრუნდებით კარგით?-გაიღიმა რომამ და ნინის სწრაფად ჩაკიდა ხელი შემდეგ კი სადღაც გააქანა. -რამდენი წლის ხარ ვანდა?-მკითხა უხერხული სიჩუმის მეცხრე წუთში თორნიკემ -16-ისე ვუპასუხე არც შემიხედავს მისთვის იქვე სკამზე დავჯექი და ფეხები მომლოდინედ ავაბაკუნე -მეათე კლასში ხარ ხო?-კვლავ დამისვა მან კითხვა -ხო, შენ?-მოვალეობის მოხდის მიზნით დავუბრუნე კითხვა -მე ვმუშაობ, 24 წლის ვარ-ჩაიცინა მან -დაბერებულხარ-გავეხუმრე მე და გავიცინე -აბა შენ ეგა თქვი?-ჩაიცინა მან -ცოლი გყავს?-ამჯერად მე გამოვიჩინე ინიციატივა. -არა-თავი გააქნია უარყოფის ნიშნად -აუ სადწავიდნენ-ამოვიწუწუნე და თავი უკან გადავწიე, თვალები დავხუჭე და გავირინდე, არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ესე ბოლოს, ყელში ვიღაცის სუნთქვა ვიგრძენი შემდეგ კი ვიგრძენი როგორ დამასო კბილები, გაოცებულმა გავხედე ჩემს წინ მდგომ ნინის რომელიც იცინოდა, შემდეგ კი მის უკან მდგარ რომას რომელიც უცნაურად მიყურებდა. -რაიყო პატარა, გეძინება?-მომმართა ნინიმ ჩემი ზედმეტსახელით -ხო-თვალები გადავატრიალე მე -ადექი, ბიჭები სახლამდე მიგვიყვანენ-სწრაფად ამაგდო ფეხზე. -ფეხით წავალ რა-თვალები ავატრიალე მე -თორნიკე წავიდა, საქმე ქონდა, ამიტომ თუგინდათ ფეხით მიგაცილებთ-მხრები აიჩეჩა რომამ -პირველი მე მიმაცილეთ, ახლოს ვცხოვრობ-წამოიყვირა ნინიმ და რომას თვალი ჩაუკრა -კარგი წავიდეთ-მხრები ავიჩეჩე, ნელა გავუყევით გზას, რომა და ნინი ჩუმად საუბრობდნენ, მე კიდევ გარშემომყოფებს ვაკვირდებოდი და ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი, ჩემი ყვითელი, პინგვინებიანი პიჟამა ჩამეცვა და ლოგინში შევწოლილიყავი -ვანდა, ტელეფონი გირეკავს-ხელი მკრა ნინიმ -ხო, ეხლავე ვუპასუხებ-სწრაფად ამოვიღე ტელეფონი და ეკრანზე მამას სურათს რომ მოვკარი თვალი გამეღიმა -ხო-ვუპასუხე მე -ვნერვიულობ-დაიწუწუნა მან, მინდა ვაღიარო, წუწუნა ხასიათში მას ვგავდი. -მოვდივარ მა უკვე, ნუ ნერვიულობ-გავიცინე მე -ჩემი პატარა-თბილად მითხრა მან -კარგი ეხლა, წავედი, მალე მოვალ, იცოდე უჩემოდ არ დაიძინო-სიცილით ვუთხარი და არც დავაცადე პასუხის გაცემა ისე გავუთიშე -რაიყო, პაატა იყო?-გაიცინა ნინიმ -ხო-ვუპასუხე და მამაჩემის გახსენებაზე გული სითბოთი ამევსო. -როგორც ჩანს მამა ძალიან გიყვარს-გაეღიმა რომას -ხო, ის ჩემი ერთადერთი ოჯახისწევრია -დედა?-გაუკვირდა რომას -დედა არა მყავს-ვუთხარი და გავუღიმე -ცუდია-სინანულით თქვა ბადალიანმა (რომას გვარი). საუბარში ნინის სადარბაზომდეც მივაღწიეთ, ნინიმ ჯერ რომა გადაკოცნა, შემდეგ მე ჩამეფსკვა და ერთი საათი არ გამიშვა, შემდეგ კი სირბილით ავიდა ჩაბნელებულ სადარბაზოში. -წავედით ეხლა შენი სახლისკენ-გაიცინა რომამ -ხო წავედით-მეც ავყევი სიცილში -საყვარელი სიცილი გაქვს-კომპლიმენტი მითხრა, ოდნავ წამოვწითლიდი სახეზე, კიდევ კარგი ღამე იყო, ვერ შენიშნა. -მადლობა-ჩუმად ვუთხარი და თავდახრილმა გავაგრძელე გზა, 15 წუთში უკვე ჩემს კორპუსთან ვიყავით. -მადლობა და კარგად-2 თავით მაღალ სილუეტს ავხედე და გავუღიმე -რაღაც უნდა გითხრა-ნერვიულად გადაისვა, აჩეჩილ თმაზე ხელი. -გისმენ-მშვიდად ვუთხარი და დაველოდე როდის მეტყოდა „ნინი მომწონს დამაახლოვე რა უფრო მასთან“ „ჩამიწყვე რა ნინისთან საქმე“ „აუ მითხარი რა რას ფიქრობს ნინი ჩემზე“ -იცი მე მომწონხარ-მითხრა მტკიცედ და თვალი თვალში გამიყარა. -ღადაობ?-გავიცინე მე -არა-შუბლი შეკრა მან -ნინისთან შესახვედრად იყავი და მე რატომ მეუბნები მომწონხარო?-გაბრაზებულმა ავუწიე წარბი ბადალიანს -ნინისთან იმიტომ მომიწია შეხვედრა რომ შენ გამეცანი-ნერვიულად გააწკლაპუნა ტუჩები და შარვლის ჯიბეში ჩაიწყო ხელები. -და ეს ნინიმ იცის?-კბილების ღჭიალით ვკითხე -ხო, მისი იდეა იყო, გაცნობის სცენა, თვითონ თორნიკე მოსწონს-ჩაიცინა მან -ნინი ხომ სულელია, შენ უარესი ხარ-მობეზრებულმა ავიქნიე ხელი და სირბილით მივედი ლიფტანმდე, სწრაფად მივაჭირე ღილაკს ხელი და დაველოდე როდის გაიღებოდა კარი. შორიდან მომესმა რომას სიცილის ხმა. მალევე ავედი სახლში, კარი გავაღე და პირდაპირ მისაღებში გავედი, მამა ამჯერად კომპიუტერზე იჯდა -მოვედი მაა-ჩავყვირე ყურში და ვიგრძენი როგორ შეხტა -რა მაიმუნი ბავშვი ხარ.-სიცილით წამოხტა მამაჩემი ფეხზე. -წავედი დავიძინე თორემ საშინლად მეძინება-სიცილით ვაკოცე ლოყაზე და ოთახში გავედი -დღეს შენთან ვიძინეებ-დავიყვირე ოთახში შესულმა და სწრაფად გამოვიღე კარადიდან ჩემი პიჟამა -როგორც გინდა-გამომძახა მამამაც --- -უნდა გეთქვაა-ამოვიწუწუნე მე და ნინის მხარზე თავი დავადე. -21 წლისაა, არაა ძალიან დიდი, შესაფერისია, თან ნახე რა სიმპატიურია, სწავლობს, მეოთხე კურსს ხურავს, ჩემს უნივერსიტეტში. თან რამდენი ხანია შეყვარებული არ გყოლია, კარგი რაა- მემილიონედ მიმეორებდა იგივე ტექსტს ნინი -კარგი გავიგე, კარგი ბიჭია, მაგრამ მე ჯერ არ მინდა არავისთან ურთიერთობა, ხო ხვდები არაა-თვალები ავატრიალე მე -კარგი მაგრამ მაინც შეხვდები, უნდა დამპირდე-სწრაფად წამოხტა ფეხზე ნინი და ტაში შემოკრა -გააჩნია როგორ მოიქცევა-მხრების ჩეჩვით ვუთხარი და არც დავმშვიდობებივარ ისე შევედი სკოლაში. ---- -გარეთ გადი, სწრაფად-მომივიდა მესიჯი ნინისგან მესამე გაკვეთილზე. -რამოხდა?-მივწერე და თან ქართულის მასწავლებელს გავხედე ხომ არ მიყურებს მეთქი -გთხოვ, უბრალოდ, გადი-მომივიდა კვლავ მესიჯი -მას-ხელი ავიწიე მე -გისმენ, ვანდა-გამიღიმა ქართულის მაწავლებელმა -2 წუთით რომ გავიდე შეიძლება?-მორიდებით ვკითხე -კი, რათქმაუნდა-გამიღიმა, მეც გავუღიმე და სწრაფად დავტოვე კლასი. ნელა მივაბიჯებდი სკოლის დერეფანში და ვერ ვხვდებოდი რა საქმე უნდა ჰქონოდა ნინის. გარეთ გასულს სკოლის წინ დაყუდებული რომა რომ დავინახე თვალები გამიფართოვდა -აქ რაგინდა?-გამარჯობის მაგივრად მივახალე უხეშად -შენი ნახვა მინდოდა-მხრები აიჩეჩა მან -მაგიტომ გამომიყვანე ქართულის გაკვეთილიდან?-გაბრაზებულმა დავაკვესე თვალები -ხო, ისედაც ზედმეტად ბევრი იცი, ერთ გაკვეთილს თუ გააცდენ არაფერი მოხდება-გაიღიმა ბადალიანმა -მომისმინე, არ მინდა შენთან ურთიერთობა-პირდაპირ ვუთხარი და შევტრიალდი რომ წავსულიყავი. -მე მინდა, და ჩვენ უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს-მომაძახა და მხოლოდ მაშინ დატოვა ტერიტორია როდესაც სკოლაში შესული დამინახა --- -გისმენთ-ვუპასუხე უცხო ნომერს გაბრაზებით რომელმაც მშვიდი ძილი დამიფრთხო -შენ რა გეძინა?-გაოცებულმა მკითხა ნაცნობმა ხმამ რომელშიც რომას ხმა ამოვიცანი -ხო, რაგინდა?-ვკითხე და თვალები კვლავ დავხუჭე -ჯერ ხომ 9 საათია?-კვლავ გაკვირვებულმა წარმოსთქვა მან -მე 8 საათზე ვიძინებ, ამიტომ ძილს მიფრთხობ, თუ რამე აუცილებელია მითხარი თუარა ვთოშავ -ძირს თუარ ჩამოხვალ, შეიძლება მეთვითონ ამოვიდე-გაოცება სიცილში გადაეზარდა ბადალიანს -სად ძირს?-ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა ვერ გავიაზრე რას მეუბნებოდა -შენს კორპუსთან ვარ, ჩამოდი, თორემ მომიწევს მე ამოგაკითხო-მითხრა და ტელეფონი გათიშა. იმის შიშით რომ აქ არ ამოსულიყო, სწრაფად წამოვდექი ფეხზე, იმის მიუხედავად რომ არ ვიცნობდი და არ ვიცოდი რაზე იყო წამსვლელი. ჩემს პიჟამაზე სპორტული ქურთუკი მოვიცვი და მისაღებში გავედი. -მა მე დაბლა ჩავალ და ამოვალ მალე-ვუთხარი და ცალი თვალი დავხუჭე, ცალი თვალით კი გზა გავიკვლიე, ბოლოს ჩემს თავზე გამეცინა და თვალი შევანაცვლე. რომა მართლაც რომ ძირს იყო, ჩემს დანახვაზე გაეცინა -უნდა გავითვალისწინო რომ წიწილა ხარ-თვალი ჩამიკრა მან -ქათამიო ნინი ეგრე მეძახის-ვუპასუხე ნიშნისმოგების -ჯერ 16 წლისააო და რადროს ქათამია-ენა გამომიყო და სწრაფად მომხვია ხელები -რასაკეტებ?-გაკვირვებულმა დავიხსენი თავი მისი მკლავებიდან -გეხუტები-თქვა და კიდევ სცადა ჩემთან ჩახუტება -მე ეს არ მინდა-ვუპასუხე აწითლებულმა და სწრაფად გამოვბრუნდი უკან -მე კი მომწონს რომ წითლდები-უკნიდან მომეხუტა და საფეთქელზე მაკოცა, დავიბენი, ჟრუანტელმა დამიარა, სახეზე დარწმუნებული ვიყავი რომ სულ წითელი ვიყავი, არცერთი ბიჭი არ ყოფილა ჯერ ესე ახლოს ჩემთან, არ ვიცოდი რა უნდა მექნა ან რა უნდა გამეკეთებინა, ფრთხილად შევბრუნდი მისკენ და საშუალება მივეცი ჩამხუტებოდა -ეგრე არ ჯობს?-თბილი ხმით მიჩურჩულა და კიდევ ერთხელ მომაწება ტუჩები შუბლზე. -უნდა წავიდე-ვუთხარი და სწრაფად დავუძვერი ხელებიდან -ხვალ დილით გამოგივლი და სკოლამდე მიგაცილებ-ლოყაზე მაკოცა, და სწრაფი სვლით დატოვა სადარბაზო, მეც სირბილით ავიარე 7 სართული და სახლში შევვარდი -შეყვარებული გყავს?-კარებში შემომეგება მამა -არა საიდან მოიტანე?-ამოვილუღლუღე და აწითლებულმა გავიძრე ქურთუკი -მამი, არაა ეგ დასამალი, მინდა ვიცოდე, სრულიად ნორმალურია, შენს ასაკში გოგოს შეყვარებული რომ ჰყავდეს, არ დაგიშლი, უბრალოდ მინდა მენდობოდე და ყველაფერი მიტხრა-თბილად მითხრა მამამ და მიმიხუტა -ერთი ბიჭია, რომა ჰქვია, ძალიან სიმპატიურია, მითხრა რომ მოვწონვარ, სკოლაში მომაკითხა, დღეს აქ იყო, მითხრა ხვალ გამოგივლიო, მგონი მომწონს-მზერა ავარიდე მამაჩემს. -ჩემი ლამაზი, მიდი ეხლა დაიძინე-ღიმილით მითხრა მამამ და საჯდომზე ხელი მომცხო (იმედია მიხვდებით რა მნიშვნელობით დავწერე) -- -გელოდები-მომივიდა რომას ნომრიდან მესიჯი, ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და კაშნეში ცხვირი ჩავმალე, მამა უკვე სამსახურში იყო, ამიტომ კარები გასაღებით გამოვიკეტე და სირბილით დავეშვი დაბლა. -ლიფტი არ არსებობს?-ჩავედით თუარა ლოყაზე მაკოცა ბადალიანმა -არა-თავი გავაქნიე და გაყინული ხელები ჯიბეებში ჩავიწყე რომ გამეთბო -ხელი ამოიღე ჯიბიდან-მიბრძანა და მარჯვენა ხელი ჯიბიდან ამომღებინა, მერე თავის მარცხენა ხელი შემაგება და ჩვენი თითები ერთმანეთში ახლართა, მერე კი ორივეს ხელი თავის მოსაცმელის ჯიბეში ჩაიდო, წამიერად გამითბა ხელი, არ ვიცი, ეს უბრალოდ იმ სითბოს ბრალი იყო რომელსაც მისი ხელი გამოჰყოფდა თუ თბილი ქურთუკის. -იცი, ძალიან მინდა ჩემი შეყვარებული იყო-მითხრა და გამომხედა -ადრე ხომ არ არის?-მშვიდად ვუპასუხე და ვცადე ჩემი ხელი მისგან მეხსნა მაგრამ უფრო მაგრად მომიჭირა და უფლება არ მომცა ხელი გამეთავისუფლებინა. -ხო რათქმაუნდა, უბრალოდ მე ძალიან მომწონხარ, და მინდა ჩვენს ურთიერთობას სერიოზული სახე მიეცეს. -მე კი ჯერ ეს არ მსურს-ვუთხარი და მზერა ავარიდე -იცი თითქმის 3 თვე არ ვიცოდი შენი ვინაობა-შუბლი შეკრა მან -3 თვე?-გავოცდი მე -ერთ დღეს დაგინახე, ნინი რომ მოაცილე უნივერსიტეტში, მაშინვე ჩამივარდი გულში, მის მერე ვერ მოგკარი თვალი, ნინიც ძლივს ვიპოვე ამდენ ბავშვებში, მერე სოციალურ ქსელში დავამატე და სიტუაცია ავუხსენი. მითხრა რომ აუცილებლად დამეხმარებოდა-ღიმილით მიხსნიდა სიტუაციას. -სკოლაში მაგვიანდება-მისი ნათქვამი დავაიგნორე და უფრო ავუჩქარე სიარულს, თუმცა რომამ ამის საშუალება არ მომცა -ჯერ ნახევარი საათი გვაქვს, სკოლა კი 10 წუთის სავალზეა-მითხრა მშვიდად და გამიღიმა -გაკვეთილები უნდა გადავიმეორო-შუბლი შევკარი მე და ჩემმა სიჯიუტემ იმდენი გაიტანა რომ 5 წუთში სკოლაში ვიყავი. ხოლო თავისუფალი დრო 25 წუთი მქონდა დარჩენილი, რაც მუსიკების მოსმენას დავუთმე -- -სკოლა რომელზე გიმთავრდება?-მომივიდა ბოლო გაკვეთილზე რომას მესიჯი -20 წუთში-მოკლე პასუხი მივწერე და ისტორიის მასწავლებელის მოსმენა გავაგრძელე. გაკვეთილი გამოვიდა თუარა ჩანთა ჩავალაგე და გარეთ გავედი, რომა იყო იქვე, ვიღაც გოგოს ესაუბრებოდა დამინახა თუარა ღიმილით დაემშვიდობა გოგონას და ჩემკენ გამოემართა. -მომენატრე-ლოყაზე მაკოცა და ხელი მხრებზე მომხვია -დილით მნახე-გავიცინე მე -მერე რა, აუ ისე დილის 9 საათიდან 3 საათამდე სკოლაში როგორ ჩერდები?-შუბლი შეკრა მან -რავი-მხრები ავიჩეჩე -არ გშია?-მკითხა ღიმილით ბადალიანმა -კი-შეწუხებული სახით ვუთხარი და სახლისკკენ დავიწყე სვლა -წამოდი, რამე ვჭამოთ, მეც ძალიან მშია-მითხრა და უკან ამედევნა -არმინდა, მირჩევნია სახლში ავიდე, მადლობა-გავიღიმე მე -აუ გთხოვ რა-საწყალი სახით გამომხედა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. -კარგი-სიცილით დავეთანხმე და ხელკავი გამოვდე. -ეგრე არ ჯობს?-მკითხა თბილად და ცხვირზე მაკოცა -დილანდელი შემოთავაზება ძალაშია?-ვკითხე ჩაფიქრებულმა -რომელი?-გაოცდა რომა -აი შეყვარებულობაზე-აწითლებულმა ვუთხრი და მზერა ავარიდე -რათქმაუნდა-გახარებულმა მითხრა -თანახმა ვარ-ვუთხარი გაღიმებულმა -ჩემი სიცოცხლე, ჩემი გოგო, ჩემი პატარა-გახარებული მომვარდა და ჯერ ლოყაზე მაკოცა, მერე შუბლზე, საფეთქელზე, ცხვირზე, მერე კი მეორე ლოყაზე. -როგორ მიყვარხარ რომ იცოდე-ამოიგმინა და ამჯერად ფრთხილად შეეხო ჩემს ტუჩებს -მე შეყვარების პროცესში ვარ-სიმართლე გავუმხილე და ეხლა მე ვაკოცე ლოყაზე. დაწერეთ აზრი :* :* მეორე ნაწილი აუცილებლად იქნება :* :* ოღონდ ცოტა მოგვიანებით :* :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.