ნათელი წერილი (8 თავი)
მერვე თავი რადგან გადაწყვეტილება მივიღეთ, მოქმედებაც დავიწყეთ. ოთარი თავის ბიჭებთან (დაცვის თანამშრომლებთან) ერთად მაიას ბინას უთვალთვალებდა. ნიკამ სთხოვა:- არაბი მეზობლები, თუ გამოჩნდებიან ჩვენი კორდინატები გადაეცი და უთხარი, რომ დაკონტაქტება გვინდაო. რამოდენიმე დღე არავინ ჩანდა, ალბათ ასეც ჯობდა ამ პერიოდში მაიკსა და ჟაკლინს უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობდი, ამდენი ხნის უნახავები, ერთად ყოფნის თვითოეული წუთით ვტკბებოდით. მაია იმდენად მოწონდათ, რომ ცოტა ეჭვიანობაც კი დავიწყე. მე თითქოს ვეღარ მხედავდნენ, ჩემმა სამყარომ მთლიანად მაიას გარშემო იწყო ბრუნვა. სამაგიეროდ ნიკასთან და ნინოსთან ურთიერთობა ერთი-ორად მიკომპენსირებდა დანაკლისს. იქ როლები იცვლებოდა, ამჯერად ეჭვიანობას მაია იწყებდა, ნინო დეიდამ არ იცოდა რითი ესიამოვნებინა ჩემთვის. - ერთი ჩამოგივიდეს თეო და გნახავ როგორ „იფარცქვალებ“ სიძესთან. მაგრამ უნდა გენახათ მაიას ეჭვიანობა, როცა თეოც ჩამოვიდა. ამჯერად მოვლენები პირიქით განვითარდა, თეო და მე უცებ დავმეგობრდით. გოგონა კარგად ერკვეოდა სპორტში. განსაკუთრებით ფეხბურთში, რასაც ვერ ვიტყოდი მაიაზე. საერთო ენის გამონახვა არ გაგვიჭირდა. - ეს უკვე უსინდისობაა! - ღიმილით აღნიშნავდა მაია - მე მშობლები სულ რაღაც ორი კვირით წაგართვი, უფრო სწორედ ვითხოვე, შენ კი სანაცვლოდ მშობლებიც წამართვი და შვილიც .... - ეს სიტყვები რა თქმა უნდა ხუმრობით იყო ნათქვამი, სინამდვილეში კი ორივე ძალიან კმაყოფილები ვიყავით, რომ ურთიერთობები ასე კარგად ლაგდებოდა. საცხოვრებლად დროებით მაიასთან გადავედი. ფაქტიურად სულ ერთად ვიყავით, სამსახურში ერთად მივდიოდით, რაც შეეხებოდა ფაბრიკის მშენებლობის საკითხს, გადავწყვიტეთ პროფილი შეგვეცვალა და რძის ნაწარმის მწარმოებელი ქარხანა გაგვეკეთებინა. ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდებოდა, რადგან იმ მხარეში მეცხოველეობა კარგად იყო განვითარებული. ალბათ საქმიანობის სფეროც უფრო ნაცნობი იქნებოდა და მოსახლეობასაც არ გაუჭირდებოდა ადაბტაცია. თავისთავად ვუშვებდით იმასაც, რომ უცხოელი სპეციალისტების დახმარებაც დაგვჭირდებოდა ლაბორატორიებში და ხარისხის ტესტებზე. სულხანი ჩამოვაშორეთ უძრავი ქონების ნასყიდობებს. მიწის ნაკვეთების შერჩევა უშუალოდ იურიდიულმა განყოფილებამ იტვირთა. გამყიდველ მხარეებს მაია ესაუბრებოდა და მისთვის საინტერესო საკითხებს თვითონვე არკვევდა. სულხანი ფაბრიკისთვის საჭირო აპარატურის მოძიებით იყო დაკავებული და არ გაუპროტესტებია, როცა ვუთხარით, რომ მიწის ნაკვეთების შეძენის ვალდებულებას მთლიანად იურიდიული განყოფილება აიღებდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს გაუხარდა კიდევაც. - გეუბნებით, ცუდი ბავშვი არ არის. - ამბობდა ნიკა - შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ადამიანს, ხომ არ უნდა გადააყოლოთ. ოჯახი რთული რამეა, ყოველთვის ვერ უძლებ წნეხს... - კარგი, დრო გვიჩვენებს. ჩვენი არაბი მეზობლები კარგახანს არ ჩანდნენ, საბოლოოდ როგორც იქნა გამოჩნდნენ, მაგრამ დაკონტაქტებისგან ჩვენც თავს ვიკავებდით და ისინიც. შემთხვევთ კიბეებზე თუ შევხვდებოდით. ერთმანეთს შევხედავდით და მდუმარედ გავუვლიდით, როგორც წესი რამდენიმე დაცვის თანამშრომელი მუდმივად თან გვახლდა. ამას ემატებოდა ჩუმი მოთვალთვალეც, არაბული ნომრებით, დავდიოდით ასე ესკორტებით, თითქოს ერთმანეთს ვერ ვამჩნევდით. ალბათ შორიდან ძალიან სასაცილო სანახავები ვიყავით. ერთ-ერთი ასეთი სახლში დაბრუნების დროს მეზობელი სადარბაზოში შეგვხვდა. - უკაცრავად! - ინგლისურად მივმართე მე. დაიბნა, ალბათ არ ელოდა, თუ დაველაპარაკებოდო. აქეთ-იქით გაიხედა ვინმე სხვას ხომ არ ესაუბრებაო, მაგრამ სადარბაზოში ჩვენ ორის გარდა არავინ იყო. - თქვენთან საუბარი მინდოდა, თუ არ შეგაწუხებთ, იქნებ ცოტა ხნით მესტუმროთ. მეზობელმა დიდად თავი არ გამოიდო და სახლში შემომყვა. მაია უკვე შინ იყო. ჩვენ რომ დაგვინახა სუფრაზე ტკბილეული გაგვიშალა და ოთახიდან გავიდა. - რით შემიძლია გემსახუროთ? - მკითხა მეზობელმა. - თქვენ უფროსთან მინდა დაკავშირება. - ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ? - თავს იკატუნებს ის. - ჩემი სახელი კლოდ სკოტია. მე მაიკ სკოტის გარდაცვლილი დის შვილი ვარ, მამაჩემი... - არ არის აუცილებელი თქვენი ვინაობის გამჟღავნება, ჩვენ ეგ ისედაც დიდი ხანია ვიცით! - ღიმილით, მეგობრული ტონით მეუბნება იგი. - მაშინ მაიას ბინის დარბევა რატომ დაგჭირდათ? - მიკვირს მე. - ჩვენ ვეჭვობდით, რომ ბატონი ნიკა გეკონტაქტებოდათ, შემდეგ - ქალბატონი მაიაც, რადგან უშუალოდ თქვენ ვერ გნახულობდით, თქვენთან კავშირის დამამტკიცებელ საბუთებს ვეძებდით. - ისე მიხსნის თითქოს მათი ქმედება აბსოლიტურად ნორმალურ საქციელად ითვლებოდა. - მე მეძებდით? თუ მეძებდით, კარგა ხანია აქ ვცხოვრობ... - ჩვენ თავიდან თქვენი მოძებნა დაგვავალეს, არ გვინდოდა ვინმესთვის ზიანის მიყებენა. არც იმას ველოდით, რომ დარბევის ღამეს თქვენ მოყვებოდით ქალბატონ მაიას, ვიცოდით რომ ურთიერთობა გქონდათ. გვეგონა მამის დავალებით კურიერის როლს ასრულებდა. არც კი გვიფიქრია, თუ თქვენი საცოლე იქნებოდა. - შემდეგ რა მოხდა? - თქვენი გამოჩენის შესახებ ოჯახს შევატყობინეთ, ძალიან გაუხარდათ. გვთხოვეს დავრწმუნებულიყავი, რომ საფრთხე არ გემუქრებოდათ და შემდეგ ინსტრუქციებს დავლოდებოდით. - მაიას შესახებ რა იციან? - ჩვენ ვუთხარით, რომ მამათქვენის პარტნიორის ქალიშვილთან მეგობრობთ და მასთან ცხოვრობთ. - ასე რატომ თქვით? - გამიკვირდა მე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემმა მეზობელმა იცის ჩვენი ქორწინების შესახებ. - ჩვენ მითითება მხოლოდ თქვენი დაცვის თაობაზე მივიღეთ, თქვენ ოჯახის უფროსი ბრძანდებით. არ გვინდოდა ჩვენი დაუდევრობით ქალბატონ მაიას საფრთხე შექმნოდა. - საფრთხე? მაია ჩემი ოჯახია, თუ მე მიცავთ, ისიც უნდა დაიცვათ, რადგან მე და მაია ერთნი ვართ. მეზობელი თვალს მარიდებს: - მესმის ბატონო კლოდ, მაგრამ ოჯახისთვის უპირატესი თქვენი სიცოცხლეა და შემდეგ ნებისმიერი... - თქვენც ეთანხმებით?! - სიბრაზე მემატება მე - თუ გსურთ მოგცეთ საშუალება ჩემთან ახლოს იყოთ, მაიას უსაფრთხოებასაც დაიცავთ. - ბატონო კლოდ, ჩვენ ისედაც ასე ვიქცევით! - ქალბატონ მაიას მუდმივად თვალყურს ვადევნებთ. არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენი მეუღლე ცოტა ძნელად გამოსაცნობი პიროვნებაა. ზოგჯერ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებაც იცის. ამიტომ ვცდილობთ მუდმივად ვუთვალთვალოთ. ისე ვითარდებოდა ყველაფერი, ვფიქრობდით მისი საქმიანობის გამო ძნელი იქნებოდა მისი დაცვა. - თბილისში ოჯახის რომელიმე წევრი არის? - თქვენი ბიძაშვილი მუსტაფა. - მასთან შეხვედრაში დამეხმარები? - მეზობელს ეღიმება. - უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ შეიძლება გავიგო შეხვედრის მიზეზი? - ალბათ, ჯობია შეხვედრისას ვუთხრა, ვფიქრობ სასაუბრო ბევრი გვექნება. - იგი იღიმება - ალბათ... მე თქვენთვის სახელი არ მითქვამს, მუსტაფა მე ვარ! - ხელი გამომიწოდა და ალალი ღიმილით გამიღიმა. - სასიამოვნოა! - თბილად ვუღიმივარ მეც. - თქვენი მოძებნა უცხო ადამიანებს ვერ ვანდეთ. შეგვეშინდა მოწინააღმდეგე მხარეს არ გაეგო. ამიტომ უშუალოდ ოჯახის წევრები ჩავერთვეთ. თქვენს შესახებაც მხოლოდ ჩვენ ვიცით. მამამ გვთხოვა, თუ თქვენი სურვილი არ იქნებოდა, ჩვენ არ გვეაქტიურა და კონტაქტზე არ გამოვსულიყავით. ძალიან გამიხარდა ცოცხალი რომ ხართ. უკვე იმედიც აღარ გვქონდა. - ცრემლებით ევსება თვალები მუსტაფას. - მაიკო, თუ არ შეწუხდები იქნებ ცოტა ხანს შემოხვიდე. - ვთხოვე მეუღლეს. - თქვენთვის ხელის შეშლა არ მინდოდა! - მოგვიბოდიშა მან. - მინდა მამაჩემის ძმის შვილი, ჩემი ბიძაშვილი მუსტაფა გაგაცნო! - ღიმილით ვეუბნები მე - მაია ჩემი მეუღლეა!. - ბიძაშვილი? თან ალალი. არ მეგონა ასეთი ახლობლები თუ გამოდგებოდით! - მაია შინაურულად იქცევა, მისთვის ჩვეული უშუალობით ვხვდები, რომ მუსტაფაც მოხიბლა. - საქართველოში ბიძაშვილი ძმასავითაა. - ჩვენთანაც, ქალბატონო! - მიხარია, თქვენი გამოჩენა. ოჯახი ძალაა. მით უმეტეს თქვენ, ალალი ბიძაშვილი. იმედია მართლა ძმებივით იქნებით. - ჩვენც ამის იმედი გვაქვს. - ეთანხმება მუსტაფაც. მაია სიტყვის ჩაგდებას აღარ მაცდის იმდენ კითხვას უსვამს. - ოჯახში ბევრი ხართ? კიდევ გყავთ დედ-მამის შვილები?... მამა.... დედა? - მუსტაფაც ღიმილით უყვება ყველაფერს. მსიამოვნებს ჩემთვის უცნობი ადამიანების შესახებ საუბარი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი. იმ დროში როცა დედ-მამა ცოცხალი მყავდა. მუსტაფას მოყოლილი ზოგიერთი ეპიზოდი ჩემს მეხსიერებაშიც ტივტივებდა. რაც ღრმად დალექილი მგონია უცებ ცოცხლდება. გული სევდით მევსება, როცა მუსტაფა ჩემი მშობლების გარდაცვალებისა და ჩემი გაუჩინარების ამბავს იხსენებს. - ჩვენ ძალიან ვდარდობდით. მამა უცებ დაბერდა. მთლად გაჭაღარავდა. წლობით ოჯახში გლოვა არ სრულდებოდა. ერთხელ ჩვენი შორეული ნათესავი გვესტუმრა. საუბარში ახსენა, რომ ბატონი მაიკი ნახა, მამას ძალიან უყვარდა გარდაცვლილი ქალბატონი და ბატონ მაიკსაც დიდ პატივს სცემდა. ამიტომ დაწვრილებით გამოკითხა მაიკთან შეხვედრის შესახებ, სწორედ ამ საუბარში ახსენა ჩვენმა ნათესავმა, რომ მაიკს ვაჟიც ახლდაო. ამან დიდი გაოცება გამოიწვია, რადგან ყველამ იცოდა, რომ მაიკს შვილი არ ყავდა. როგორ არაო - ამტიკიცებდა ნათესავი ჯიუტად. ალბათ, თქვენ გეშლებათო, თორემ მაიკის ვაჟი იმ ასაკის არის, როგორც ჩვენი გარდაცვლილი პრონცი იქნებოდაო. მამას აღარაფერი უთქვამს. ნათესავს დაეთანხმა. ალბათ ამდენი დარდისგან მეხსიერება მღალატობსო, მაგრამ ამ დღიდან გაჩნდა ეჭვი, რომ მაიკის ვაჟი შესაძლებელია გადარჩენილი „პრინცი“ ყოფილიყო. - პრინცი? - კითხულობს მაია. - დიახ, ბატონ კლოდს, ოჯახში პრინცს უწოდებდნენ. იგი ბატონის ნანატრი მემკვიდრე იყო. ეჭვი დღითი დღე მატულობდა. ბოლოს მამამ დაიჟინა სამარხის გახსნა და ექსპერტიზის ჩატარება. ამის შესახებ მოწინააღმდეგე მხარემაც გაიგო და თქვენი ძებნა მათაც დაიწყეს. ამ დროს უკვე ცნობილი ფეხბურთელი იყავით. მამას არ უნდოდა რაიმე საფრთხე შეექმნა, ამიტომ თქვენს კარიერასა და ცხოვრებას შორიდან ვაკვირდებოდით. იმდენად პოპულარული იყავით, რომ თქვენი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოძიება ძნელი არ იყო. დღემდე მახსოვს, მამა ჟურნალებიდან ამოჭრილ ფოტოებს როგორ აგროვებდა. ყოველ საღამოს ეფერებოდა და ისე იძინებდა. ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ მე და ჩემი ძმები ფოტოებზე ვეჭვიანობდით. მამამ თითქოს დაგვივიწყა, მხოლოდ თქვენით არსებობდა. მისთვის იმედი იყავით. სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა. ამტკიცებდა:- ამ ბავშვთან ერთად ჩემი ძმაც გადამირჩა, ჩემი ძმის სული მასში ცოცხლობსო... სამწუხაროდ, როგორც უკვე ვთქვი, თქვენი არსებობის შესახებ მოწინააღმდეგე მხარემაც გაიგო. სანდო ხალხმა გაგვაგებინა, რომ თქვენს მკვლელობას გეგმავდნენ, მამამ თავის დაზღვევის მიზნით ბიძია მაიკს გააგებინა ეს ამბავი. სწორედ აქ დაუშვა შეცდომა. მას ეგონა თქვენს დაცვას ოჯახი შეძლებდა და მაიკს შესთავაზა კიდევაც, მაგრამ ბიძია მაიკმა უარი განაცხადა. მამას გამოუცხადა: - რომ მისი დის გარდაცვალების შემდეგ თქვენ მათი ოჯახის ერთადერთი იმედი იყავით და ამჯერად თქვენს სიცოცხლეს ვერავის ანდობდა. ეს იყო და ეს... ამ დღიდან მოყოლებული თქვენს შესახებ აღარაფერი გაგვიგია. მივხვდით, რომ მაიკმა გადაგმალათ, მაგრამ მამა ამას ვერ ინელებდა. - ეს ბავშვი ჩემი ძმის შვილიცააო. - ამტკიცებდა ის - მაიკზე ნაკლებად არც მე მიყვარსო. ასე იყო თუ ისე, ჩვენ თვალთვალი მაიკს დავუწყეთ. იმედი გვქონდა, რომ ადრე თუ გვიან თქვენს კვალს მივაგნებდით. არც მაიკი მოდუნებულა, სიფრთხილეს არ კარგავდა. მასთან ხშირად ქართველი მეგობარი ჩამოდიოდა. მამას ეჭვი ქონდა, რომ თქვენს დამალვაში მაიკს ის ეხმარებოდა. - შეიძლება გავიგო, რატომ მიიტანეთ ეჭვი მაინც და მაინც მამაჩემზე? - დააინტერესდა მაიკოს. - თქვენს გაქრობამდე ცოტა ხნით ადრე ბატონი ნიკა სტუმრობდა მაიკს, ისედაც მამა ამტკიცებდა, მაიკი ხშირად ახსენებდაო და ყოველთვის ამბობდა, რომ მამაცი კაცია. ძალიან ერთგულიო. იგი აღტაცებული იყო მამათქვენით ამიტომაც ვარაუდობდა, რომ ამ ყველაფრის უკან ბატონი ნიკა იქნებოდა. მამათქვენის ამ ამბავში ჩარევაზე, ეჭვი მხოლოდ ჩვენ არ გვქონდა. მეორე ჯგუფი ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა სიმართლის დადგენას. ამის შედეგი იყო, მამათქვენზე ორი თავდასხმა. თავიდან ვიფიქრეთ, რომ თქვენც მაიკსა და ნიკას შორის შუალედური რგოლი იყავით. რადგან რამოდენიმეჯერ მათთან გნახეთ, მაგრამ კლოდის კვალს მაინც ვერ ვპოულობდით. ვიდრე ბათუმში თქვენი ინიციდენტი არ მოხდა, დაგვაინტერესდა ვინ იყო ის უცხოელი ყმაწვილი თქვენ რომ გამოგესარჩლათ და გაგვიმართლა კიდევაც. მამას მაშინვე გავაგებინეთ, რომ გიპოვეთ. გვითხრა: - ფრთხილად იყავით, მაიკი არ გააღიზიანოთო. ამიტომ არც გამოვჩნდით. სავარაუდოდ არც შეგაწუხებდით, თბილისში რომ არ ჩამოსულიყავით, თქვენ თქვენი ვინაობა გაამჟღავნეთ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მოწინააღმდეგე ჯგუფი არ გაჩერდებოდა. ამიტომაც ჩვენი მხრივ თქვენი დაცვა გადავწვიტეთ. - უცნაური დაცვის ფორმა კი აირჩიერთ! - მსუბუქად საყვედურობს მაია. - ბოდიში გვაქვს მოსახდელი, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ ყურადღების მისაპყრობად. ამ მეთოდმა კი შედეგი გამოიღო. ბიძია მაიკი ჩამოვიდა, თუ რაიმე სახის პატარა ეჭვი არსებობდა ისიც გაქარწყლდა. მაიკი მამას დაუკავშირდა და უთხრა, რომ აღარ იყო წინააღმდეგი ცვენთან ურთიერთობის, თუ ეს თქვენი სურვილიც იქნებოდა. მაგრამ ქალბატონო მაია ცუდად ნუ გაგვიგებთ, ოჯახში არ გავამხილეთ თქვენი დაოჯახების ამბავი. არ მინდა იფიქროთ თითქოს თქვენი ბედი არ გვაღელვებს. მამა ისედაც ღელავს. სულ კლოდის უსაფრთხოებაზე აქვს აქცენტი, რომ გვეთქვა ცოლიც ყავს მეთქი, მთელ ოჯახს აქ გამოგზავნიდა. რძალიც დაიცავითო. ოჯახის უპატრონოდ დატოვება კი არ შეიძლება. მტრები ჩვენც არ გვაკლია. მაია იღიმება: - ნუ ღელავთ, მე და კლოდი იმედია მოვახერხებთ თავის დაცვას, ჩვენ ეხლა დიდი ოჯახი ვართ, ჩემი ოჯახი, თქვენ, მაიკი.. არა მგონია ეს პატარა ძალა იყოს, ჩემზე უკეთესად თქვენ იცით, როგორც აჯობებს. ნუ გააგებინებთ ჩვენს ქორწინებაზე. მე არ მეწყინება, როცა დრო მოვა ისედაც ყველაფერს გაიგებენ. - დიახ, ჩვენც ასე ვფიქრობთ. ცოტა რომ დაწყნარდება ყველაფერი, ალბათ მამაც ჩამოვა და თვითონაც გაიგებს ყველაფერს. - შეიძლება მითხრათ კლოდის სრული სახელი როგორ გამოითქმის? - კითხა მაიამ. - ჩვენ წარმოშობით ქალაქ ჯიდადან ვართ. მისი სახელი არის აბდელ აზის ას საუდი, ბიძაჩემმაა მაჰმუდ აზიზ ას საუდმა ჩამოაყალიბა ნავთობ მწარმოებელი კომპანია „ექსპორტი“, რომლის მფლობელიც აბდელია. - წარმოუდგენელია! კომპანია „ექსპორტი“... - გაოცებას ვერ მალავს მაიკო - ცოტა უნდა ვივარჯიშო, საკუთარი მეუღლის სახელი, რომ დავიმახსოვრო. - ხუმრობს იგი. მუსტაფას თბილად დავემშვიდობეთ და ვთხოვეთ, ბიძია ომარს დაკავშირებოდა და ეცნობებინა, რომ მე ოჯახში ვბრუნდებოდი. ჩვენი საქმეები თბილისში ჩვეულ რიტმში მიდიოდა, თანამშრომლები და მე შევეჩვიეთ ერთმანეთს. მაიაც მხარში მედგა, საჭიროების შემთხვევაში, არც უფროსი თაობის წარმომადგენლები გვაკლებდნენ მხარდაჭერას. რაც შეეხებოდა ჩემს ოჯახში დაბრუნებას, ბიძია ომარმა გაიგო თუ არა ჩემი სურვილის შესახებ, მაშინვე საფუძვლის მომზადება დაიწყო. პარტნიორებს გამოუცხადა, რომ ნამდვილი მემკვიდრე ცოცხალი ვიყავი. მეტი დამაჯერებლობისთვის ჩემი დეენემის ანალიზიც წარვადგინეთ, ჩემს გამოჩენას დიდი ხმაური გამოუწვევია. ამდენი ხნის გარდაცვლილი მემკვიდრის "გაცოცხლება", ალბათ ბევრისთვის სასიამოვნო არ იქნებოდა. თუმცა ბიძია ომარი იმდენად ბედნიერი იყო, რომ სულ ღიმილით მიყვებოდა იმ წვრილ-წვრილი პროტესტების შესახებ. - შენ არ ინერვიულო, აქ რისთვის ვარ?! შენს ჩამოსვლამდე ყველაფერი მოწესრიგდება. ამათ ვინ ეკითხება? მემკვიდრე შენ ხარ და ან დაგემორჩილებიან ან არა და .... - ამ არა დას არასოდეს აკონკრეტებდა. მისი ოპტიმისტური განწყობა გადამდები იყო. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ჩვენი ქორწინებიდან სულ რაღაც სამ-ოთხ თვეში მაიკომ მითხრა ორსულად ვარო. ამ ამბით ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ მეგონა ფრთები გამომესხა. ღმერთს მადლობას ვუხდიდი ამხელა მოწყალებისთვის. თითქოს ყველაფერი მოგვარდა და დალაგდა. მე დავიწყე არაბეთში გასამგზავრებლად მზადება. ნიკასთან და მაიკთან შეთანხმებით, მაიკოს თბილისში ვტოვებდი. არ მინდოდა მის მდგომარეობაში წაყვანა. ცოტა ხნით ადაბტაციას გავივლიდი. ახალ გარემოს შევეჩვეოდი. იქაური ხალხიც „შემეჩვეოდა“. ვეცდებოდი მტრებთან და კონკურენტებთანაც მომეგვარებონა ურთიერთობა, როცა ამ ყველაფერს დავასრულებდი, მაიას წაყვანასაც შევძლებდი. ორივენი ვხვდებოდით, რომ საკმაოდ რთული გზა გველოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. მაია ცდილობდა, როგორმე დავეყოლიებინე და თვითონაც წამოსულიყო. სავარაუდოდ ჩემს დათანხმებას შეძლებდა კიდევაც ნიკას და მაიკს კატეგორიული უარი რომ არ ეთქვათ. - მარტო უფრო მიხედავს საკუთარ თავს. შენ კი ბავშვზე იზრუნე, რომ ჯანმრთელი და ძლიერი დაიბადოსო. მართალია მაიას დატოვება მაღელვებდა. არაბეთში კი რა მდგომარეობა დამხვდებოდა არ ვიცოდი. აეროპორტში დიდი ზარ-ზეიმით გამაცილეს. ჩემს გამგზავრებას მთელი ოჯახი ესწრებოდა. მაიკიც კი ჩამოვიდა თბილისში. მუსტაფა და კიდევ ოთხი არაბი თანმხლები პირი ჩემთან ერთად მოდიოდნენ. მაიას მუცელი უკვე ეტყობოდა, სასაცილო და ძალიან საყვარელი ორსული იყო. თვალები ცრემლებით ქონდა სავსე. - გეხვეწები, მეც წამიყვანე! - ჩუმად მეხვეწებოდა იგი. თან ისე, რომ ნიკას და მაიკს არ გაეგოთ. - ხომ იცი, რომ არ შეიძლება, გპირდები სწრაფად წაგიყვან. თქვენს გარეშე ისედაც ვერ გავჩერდები. - მის გაბერილ ღიპს ვეფერები - ჩვენი შვილი ისედაც დიდი მოუსვენარი ეტყობა! - ვიღიმები მე, როცა ვგრძნობ, როგორ მირტყამს ნაყოფი - გთხოვ, შენს დარდს ნუ გამაყოლებ. მინდა იღიმებოდე. მაია მეხუტება და ჩუმად ტირის. - დამირეკე ხოლმე. ხომ იცი, უშენოდ ვერ გავძლებ! - ვიცი! - ცრემლიან თვალებს ვუკოცნი - მაგრამ ისიც ვიცი, რომ ძლიერი ხარ. მიყვარხარ და მინდა ეს გახსოვდეს! გჯერა ჩემი? - უკვე მერამდენედ ვეკითხები. - მჯერა. მაიკი და ნიკა საბოლოოდ დარიგებებს არ იშურებენ. ორივენი გულში მიკრავენ. ნინო დეიდა ვინ იცის მერამდენედ მეკითხება: - იქნებ არ წასულიყავი? განა რა საქმეა ისეთი, რომ მაიას მშობიარობამდე ვერ იცდის? შემდეგ ერთად წახვიდოდით. ცოლ-ქმრის დიდხანს შორს ყოფნა არ შეიძლება. - კარგი დედა, ასეა საჭირო... კლოდი მალე დაბრუნდება ან მე წავალ მასთან. ნინოს მაიას წამოსვლის გაგონებაც არ სურს: - შვილო, აბა შენ იცი. სწრაფად დაგვიბრუნდი, თავი არ მოგვანატრო. თვითმფრინავი ნელ-ნელა იწევა ჰაერში. თბილისი ხელისგულივით მოჩანს. ღრუბლებში ავდივართ. ლამაზი, ცისფერი ცა. თვალებს ვხუჭავ და ისევ მაიას ვხედავ. მხარზე მეხება მუსტაფა და ჩემი ზმანებაც იფანტება. გამოფხიზლება არ მინდა. ვჭირვეულობ. თვალს ვახელ. თავიდან ვერ მივხვდი სად ვარ. თვითმფრინავი უკვე დაშვებულა. ილუმინატორიდან რამდენიმე შავ ავტომობილებს შორის ვხედავ ასაკოვან, თეთრ თავსაბურიან მამაკაცს. გარშემო რამოდენიმე შეიარაღებული პირი ახლავს. თვითმფრინავიდან ჩასულებს მამაკაცი ღიმილით გვხვდება. ეს ჩემი ბიძა ომარ აზიზ ას საუდია. - შვილო, აბდელ! - მეხვევა იგი. დღემდე ვერ შევეჩვიე ჩემს არაბულ სახელს. იქვე კერძო ვერტმფრენი გველოდება და მისი მიმართულებით გავრბივართ. დუბაიდან პირდაპირ ჩემს მშობლიურ ქალაქ, ჯიდაში მივფრინავთ. ჯიდა არაბულ ქალაქებთან შედარებით მცირე ზომის ქალაქია. ირგვლივ მშენებლობა მიმდინარეობდა. თითქოს ცივილიზაციას ხარბად ისრუტავდა. რომელ მხარესაც კი გაიხედავდით ყველგან რაღაცას აშენებდნენ. ცათამბჯენები აქაც აქტიურად იყო განთავსებული. ჩვენი ოჯახი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით იყო დასახლებული. კარგად მახსოვდა დიდი ბაღი, რომლის შუაგულშიც მამაჩემის სახლი იდგა. არ ვიცი ამ ტიპის ნაგებობას რამდენად შეიძლება სახლი ვუწოდო. აღმოსავლური სტილის გუმბათებით დამშვენებული ალბათ არაბულ ზღაპრებში დახატულ სასახლეს უფრო მოაგონებდა ადამიანს. სახლში დიდი ფუსფუსი იდგა. - არ მინდოდა ზედმეტი ხალხი. დღეს მხოლოდ ოჯახის წევრები მოვიწვიე. - მეუბნებოდა ბიძია ომარი, თუმცა ოჯახის წევრების რაოდენობა ნამდვილად თვალშისაცემი იყო. ყველა მიღიმოდა. თბილად მხვდებოდა, როგორც ბატონს თავს მიხრიდნენ. ქალებს მამაკაცისთვის პირდაპირ შეხედვა ეკრძალებოდათ. თავზეც თავსაბურავები მოეხვიათ. ბიძია ომარი ყველას მაცნობდა, მაგრამ სახელებს ვერ ვიმახსოვრებდი. ჩემს ყურს მხოლოდ მისი სიტყვები წვდებოდა. - ბიძა, ბიძა, მამიდა... ბიძაშვილები... თავბრუ მეხვეოდა ჩემს გარშემო იმდენი ადამიანი ირეოდა. ყველა მხრიდან ხმამაღალი მუსიკა და ხალხის ხმაური ისმოდა. ერთი სული მქონდა, როდის მომეცემოდა საშუალება, რომ როგორმე ჩემს აპარტამენტებში ავსულიყავი და დამესვენა, მაგრამ ოჯახისაც მერიდებოდა. ისე უხაროდათ ჩემი ჩასვლა არ მინდოდა გული დამეწყვიტა. - ადგილზე ჩავედი! - მესიჯს ვწერ მაიას - აქ ბევრი ხალხია. როგორც კი საშუალება მექნება, დაგირეკავ. დროის სხვაობის გამო დარეკვას ვეღარ ვახერხებ, სტუმრები გვიანობამდე არ დაიშალნენ. მეორე დღეს ისე ვარ, როგორც მთელი ღამის ნაბახუსევი. თავი მისკდება. დიდად გამოძინებას ვერ ვახერხებ. მაიას მესიჯი დამხვდა. - უკე მენატრები, გამიხარა კარგად რომ იმგზავრე. შენს ზარს დაველოდები. მის მესიჯს ვკოცნი: - მეც მომენატრე, გახსოვდეს, რომ მიყვარხარ.. ჩემი ოცნება ხარ... ასე მიწერ- მოწერებში ვიყავით მე და მაია. როგორც კი მარტო ვრჩებოდი, მაშინვე მესიჯს ვაგზავნიდი. პირველივე რაც ბიძას ვთხოვე ოჯახის უფროს წევრებთან შეხვედრის მოწყობა იყო. მაინტერესებდა ამდენი წლების მტრობის დასასრული როგორ ესახებოდათ. შეხვედრა იმ საღამოსვე დაინიშნა. უხუცესები ნელ-ნელა იკრიბებოდნენ. მოსამსახურემ შემატყობინა, რომ სტუმრები მოდიოდნენ. მე და ბიძა ომარი სტუმრების შესახვედრად განკუთვნილ ოთახში ვიყავით. აღმოსავლური სტილით მოწყობილი ოთახი იყო. სკამების მაგივრად დიდი ზომის ბალიშები ეწყო. იატაკზე კი დიდი ხალიჩა. ეს იყო და ეს. სტუმრები ჩუმად შემოდიოდნენ და მათთვის განკუთვნილ ბალიშებზე თავსდებოდნენ. ეტყობა ყველამ იცოდა წინასწარ რომელი ადგილი იყო მისთვის განკუთვნილი და პირდაპირ იმ იმართულებით მიდიოდნენ. - მოგესალმებით, ბატონებო! მადლობას გიხდით, რომ არ დაიზარეთ და შეხვედრაზე დამეთანხმეთ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა. სტუმრებიდან ყველაზე უხუცესი დგება და მესალმება. - ჩვენთვის დიდი სიხარულია ჩვენი ბატონის ხილვა. მადლობელი ვართ ბედისწერის, რომ ცოცხალი გიხილეთ. - ბატონებო, ალბათ ხვდებით რეატომ მოგიწვიეთ. ბიძია ომარი აგიხსნიდათ, მაგრამ მინდა თქვენი აზრიც მოვისმინო. მე მამაჩემის დაწყებული გზა მინდა გავაგრძელო. მის კომპანიებს ჩავუდგები სათავეში. თქვენი, მთელი ოჯახის თანადგომის იმედი მაქვს. არ დამავიწყდება არც კონკურენტები. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ისინი კვლავ ეცდებიან დარტყმები მოგვაყენონ. შესაბამისად საფრთხე თქვენთან ერთად მეც მემუქრება. მინდა, რომ გამოსავალზე ერთად ვიფიქროთ. ვიდრე დაპირისპირებაზე გადავათ, მინდა ვიცოდე, თუ შეიძლება ამ დავის მშვიდობიანად გადაწყვეტა. - მშვიდობიანი გზა არსებობს... - მეუბნება უხუცესი - არ დაგიმალავთ. დიდი იმედი გვქონდა, რომ თქვენ ბრძოლის ნაცვლად დავის მშვიდობით გადაწყვეტას ინებებდით. - ამ ომის უკან ადამიანების სიცოცხლეა. ჩემის აზრით ისედაც საკმარისი სისხლი დაიღვარა. არ მინდა მეტი მსხვერპლი იყოს. - ვამბობ მე. - ბატონო! - საუბარში ომარი ერთვება - ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, როგორ შეიძლება ამ დავის მშვიდობით მოგვარება. ყველაზე კარგი გამოსავალი დაპირისპირებულ მხარეებს შორის ქორწინება იქნებოდა. - ქორწინება? - გამიკვირდა მე - მერე როგორ ფიქრობთ ეს დავა შეწყდება? - რა თქმა უნდა! - ეთანხმებიან გვარის უხუცესებიც - თუ ორი კლანის წარმომადგენლები იქორწინებენ, მემკვიდრეც ორივე ოჯახის წევრი იქნება. შესაბამისად აღარც გასაყოფი ქონება იარსებებს. ოჯახები გაერთაინდება. მათი მსჯელობა ლოგიკას მოკლებული არ არის. - წყვილი უკვე შეარჩიეთ? - ვკითხულობ მე. - დიახ, დაპირისპირებულ ოჯახის კლანის მეთაურს ლამაზი ქალიშვილი ყავს. ოცდახუთი წლის. გოგონას ევროპაში აქვს განათლება მიღებული. ცოტა თავქარიანია, მაგრამ ლამაზია. - კარგით, თუ სარძლო ყველასთვის მისაღებია, სასიძოდ ვინ შეარჩიეთ? - ვინტერესდები მე. - სასიძო აუცილებლად ოჯახის თავი უნდა იყოს. ისეთი ვის სიტყვასაც ფასი აქვს. ჩვენი აზრით - თქვენ. უხუცესების სიტყვები მეგონა მომესმა. ვიფიქრე ალბათ, ჩემი დამტვრეული არაბულით სწორად ვერ გავიგე მეთქი. - რა მითხრა? - გაკვირვებულმა ვკითხე მუსტაფას. - სწორედ ის რაც გაიგეთ! თქვენი დაქორწინება სურთ! - გაგიჟდნენ? მე ხომ ცოლი მყავს. - ინგლისურად ვეუბნები მას. - მათ ეს არ იციან! ისედაც ჩვენი კანონებით მამაკაცს, თუ შესაძლებლობა აქვს რამდენიმე ცოლი შეუძლია ყავდეს! - რა სისულელეა! მე ახალი ცოლი არ მინდა! - ვცხარობ მე. - ბატონებო, ალბათ რაღაც გაურკვევლობაა. მე ცოლის მოყვანას არ ვაპირებ. უხუცესებმა ერთმანეთს გადახედეს. მათი სახეებით მივხვდი, რომ ჩემი პასუხი არ მოეწონათ. - თქვენ თუ უარს იტყვით, დაპირისპირება გარდაუვალი გახდება! - კარგად დაფიქრდი, ამ ხალხის უკან ოჯახებია. მათ შვილები ყავთ. დღეს ძველი დრო აღარაა, როგორც ადრე. ისედაც ნახევრად საომარ მდგომარეობაში ვართ. არაბები ერთმანეთს ვეღარ დავუპირისპირდებით. ყველაზე კარგი გამოსავალი ქორწინებაა, თან საპატარძლო საკმაოდ ლამაზი ქალია. - არ მაინტერესებს. - ვცხარობ მე - სხვა გზა ეძებეთ მშვიდობისათვის. მე არ ვიქორწინებ!. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.