შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (40)


16-10-2015, 21:29
ავტორი Keke27
ნანახია 16 870

ოქტომბერი უცებ მიიწურა.
დრო დაუკითხავად გადიოდა. ბუნებას ფერი ეცვალა. ნელ-ნელა ყველაფერი მზისფერი გახდა.
დილით ეზო გადაპენტილი იყო ყვითელი ფოთლებით.
ავალიანის მანქანაც იმოსებოდა ეზოში შემოდგომის ფოთლებით.

• * * *
სექტემბრის ბოლო იყო, თორნიკემ სვანეთში რომ დარეკა.
_ნენე, როგორ ხართ? - ავალიანმა და მოიკითხა.
_არაგვიშავს. შენ როგორ ხარ? - ნენეს ისევ ის ცქრიალა ხმა ჰქონდა.
_მე კარგად ვარ. მისმინე, მე ჩამოსვლას ვერ ვახერებ და ბესოს ხომ შეუძლია, რომ შენ და მამა ჩამოგიყვანოთ?
_როგორ არ შეუძია. ვაიმე რა ხდება თორნიკე? - შიშით იკითხა ნენემ.
_რომ ჩამოხვალთ მაშინ გეტყვით. ხვალ აქ იყავით, ახლა გავთიშავ, სამსახურში ვარ. - ასე სასწრაფოდ დაემშვიდობა დას ავალიანი და კმაყოფილს ჩაეცინა.
გადაწყვიტა, შენგელიებთან მამასთან ერთად მისულიყო და ოფიციალურად დაენიშნა გვანცა. დარწმუნებული იყო, ამით მოხუც მამას ძალიან გაახარებდა.


იმ დღის შემდეგ, რაც მანანამ და მალხაზმა გაიგეს თორნიკეს და გვანცას ამბავი, უმცროსი შენგელია რიდით უყურებდა მშობლებს. მისთვის აუხსნელი უხერხულობა ჩამოწვებოდა ხოლმე მათ შორის, ან იქნებ უბრალოდ გვანცა ფიქრობდა ასე.

_ზეგ შენთან ამოვალთ, - უთხრა ტელეფონზე საუბრისას სვანმა შენგელიას და სამსახურიდან დაღლილი მოსული ტახტზე მიესვენა.
_ამოხვალთ? – „თ“ გამოკვეთილად თქვა გოგონამ.
_დიახ. ჩემები ჩამოდიან სვანეთიდან.
_მერე? - ინტერესმა გაიჟღერა გვანცას ხმაში.
_მერე, დაგნიშნავ. - ისეთი ტონით უთხრა თორნიკემ, თითქოს რა დიდი მიხვედრა ამას უნდაო.
_ახლა გული გამისკდება!
_რატო? - გაეცინა კაცს.
_დედაჩემს და მამაჩემს ნორმალურად თვალს ვერ ვუსწორებ მის მერე, ახლა ნიშნობაო...
_გოგო! შენა გატკუცვა ხომ არ გინდა? - სცადა სერიოზული ტონი ჰქონოდა.
_კარგი რა, ბავშვივით ნუ მექცევი, სულ გატყიპვა და გატკუცვა ნუ გაკერია პირზე თუ რამეს ვაშავებ, - გაიბუტა გვანცა.
_შენ აბა ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალის აზროვნება გაქვს ახლა? ბედი ძლივს კარს მოგადგა და გრცხვენია და თვალს ვერ უსწორებ თურმე მშობლბს, - ავალიანი ყველა ღონით ცდილობდა რომ არ გასცინებოდა, არადა გვანცას გაბრაზება ძალიან უნდოდა.
_აჰა, ესე იგი მე მომადგა ძლივს კარს ბედი ხო? ისა და შემახსენე შენ რამდენი წლის ხარ? - შენგელია რისი შენგელია იყო, რომ ვერ მიმხვდარიყო სვანის ჩაფიქრებულ ოინს.
_მე რას მიყურებ? მე კაცი ვარ, ყელაფრის მიუხდავად ქალები ბუზებივით მეხვია გარს, ერთი თითის გაშვერა და იმ წამს მზეთუნახავი იქნებოდა ჩემი მეორე ნახევარი.
_უყურე ერთი ამას, - ხმა დაიწვრილა გვანცამ, - ნეტა ვინ დაგიშალა მერე მაგ თითის გაშვერა?
_შენ! რომ შემომივარდი სახლში და ჩამომეკიდე კისერზე, - უთხრა თორნიკემ და პირზე აიფარა ხელი, რომ სიცილი შეეკავებინა.
_ახლა შენ გაიტყიპები მაგის გამო, - იწყინა შენგელიამ ვითომ.
_რა არის? განა ასე არ იყო? - არ ეშვებოდა კაცი.
_შენ რომ დამიწყე თვალების ჟუჟუნი ეგ რა იყო?
_მერე რა? ეგრე ყველას ვუჟუჟუნებ მე თვალებს. შენც ანკესზე წამოეგე.
_ვინ ვის ანკესზეა წამოგებული კარგად ვხედავ, ნეტა ვინ აპირებს ზეგ ჩემთან ბეჭდით მოსვლას? - იკითხა გვანცამ და ფართედ გაიღიმა.
_შემიძლია გადავიფიქრო კიდეც, შენ მაინც გრცხვენია, გერიდება და „იზმენებში“ ვარდები მე რომ გიპირებ ქმრობას.
_გადაიფიქრებ და ეგეც არაა პრობლემა, იცი რამდენი მიცდის? ერეკლეთი დავიწყოთ თუ გინდა.
გვანცას ნათქვამმა ავალიანს ცხვირის ნესტოები დაუბერა. ბრაზი მოერია. პაუზა გააკეთა. შენგელია მაშინვე მიხვდა კაცის რეაქციას და ჯადოქრული სიცილით გაიცინა.
_ესე იგი, გიცდიან არა? - იკითხა გაბზარული ხმით.
_დიახაც მიცდიან, ერთი თითის გაშვერა და მზეჭაბუკი გახდება ჩემი მეორე ნახევარი. - თავდაჯერებულად უთხრა გოგონამ.
_მზეჭაბუკი არა? - გაიმეორა სვანმა.
_დიახ, მზეჭაბუკი! - დაუდასტურა გვანცამაც.
_გვანცა არ დამატრიალო ტრაგედიასავით შენს მზეჭაბუკებში, ფრთხილად იყავი. - ნათქვამს სიცილიც ახლდა თან. ორივენი იცინოდნენ.
_შენ ქარიშხალი ტორნადო არ გექნება ნანახი, რომ ჩამოვუვლი მაგ შენს მზეთუნახავებს, მართლა მზის უნახავს დაგიტოვებ ყველას, - ავალიანი ხარხარებდა უკვე, გვანცა ბავშვივით კისკისებდა.
_ჩემი გიჟი გოგო.
_აბა შენ რა გეგონა?
_მოიცა და აი, ხედავ რომ ქალი მიყურებს, ხომ ხვდები არა, როგორაც, შენ რას მოიმოქმედებ მაგ დროს? - ჰკითხა თორნიკემ და სმენად გადაიქცა.
_რავიცი, ალბათ მოვალ შენთან და ის ქალი რომ გვიყურებდეს ისე ძალიან მაგრად გაკოცებ.
_ლოყაზე? - გაეცინა კაცს.
_ჰმ! ლოყაზე რატო ვითომ, ტუჩებში! - მტკიცედ თქვა შენგელიამ და ლოყები შეეფაკლა.
_სად ხარ ახლა? - ჰკითხა თორნიკემ შეცვლილი ხმით.
_სახლში ვარ, რა არი რო?
_ჩამოხვალ თუ ამოვიდე?
_სახლში ხარ? - შეიცხადა გვანცამ და წამოდგა.
_კითხვაზე მიპასუხე, ჩამოხვალ თუ ამოვიდე?
_რატო, რა ხდება?
_ვიღაც ქალი მიყურებს აგერ, მოსვენებას არ მაძლევს....
_ჩამოვდივარ, - ჩასძახა სიცილით შენგელიამ და ტელეფონი გათიშა.


• * * *
იმის შემდეგ, რაც ალბეგმა გაიგო,რომ მის შვილს დაქორწინება გადაეწყვიტა, კაცი სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობდა.
თორნიკემ ვინაობა არ გაუმხილა არც ნენეს და არც მამას, თუ ვინ იყო მისი რჩეული.
_ჰე გავედით ახლა, თორნიკე ბეჭედი ხომ გაქვს ჯიბეში? - შეახსენა ნენემ გასვლის წინ.
ავალიანმა სწრაფად გაისვა ჯიბეზე ხელი.
_კი, კი აქ მაქვს.
_კარგი გავედით. ყვავილები და შოკოლადი მე მაქვს. ბესო ბავშვებს ჩაჰკიდე ხელი რა.. - დიდი ფაცი-ფუცით გავიდნენ სახლიდან. შორს არ იყვნენ წასასვლელი. რამოდენიმე წუთიც და შენგელიების ბინის კარებზე აკაკუნებდნენ.
კარი უფროსმა შენგელიამ გააღო. ომახიანად მიესალმა მოსულებს.
ავალიანი საშინლად ღელავდა.
მისაღებში მანანა გამოვიდა. ნენემ რომ დაინახა მანანა, ისე თბილად მოეხვია, როგორც საკუთარ დედას ჩაეკონება შვილი, თან ორსული რომ იყო, მაშინვე მიხვდა, გვანცას სახლში რომ იმყოფებოდნენ.
სტუმრები დიდი სიხარულით მიიპატიჟეს. თორნიკე გვანცას დაეძებდა თვალებით.
_გვანცა ახლავე მოვა, კარის მეზობელმა დაუძახა, ნანიმ, მოხუცი ქალია, წნევა მაქვსო და გასასინჯად გავიდა მასთან. - თქვა მალხაზმა.
ალბეგმა, სახელი გვანცას ხსენებაზე, კითხვით სავსე თვალებით გახედა შვილს. ავალიანმა ღიმილი მიაგება. მოხუცს სიხარული მოეფინა სახეზე.
მალევე დაბრუნდა უმცროსი შენგელია სახლში. ნენემ მის დანახვაზე სიხარულით შეჰკივლა და გადაეხვია მომავალ რძალს. გვანცამაც ძალიან გაიხარა მისი ნახვით. ბავშვებს მიეფერა და ბესო გადაკოცნა. ჯერი ალბეგზე მიდგა. კაცი სიხარულისგან გაშეშებულიყო და ცრემლით ავსებოთა თვალები.
_გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით? - მიესალმა და მოიკითხა გვანცამ.
_შენ... შენ ხარ ხო, ჩემი ფუძის ანგელოზი?... - მოხუცს ცრემლი მოერია და ათრთოლებული გოგონა გულში ჩაიკრა. თვალებით შვილი მოძებნა და მადლობით სავსე მზერით შეხედა. ავალიანი კმაყოფილი იღიმოდა.
გვანცა დანიშნეს.
ოქროს რგოლი მეტად ლამაზად მოიხდინა შენგელიას ნატიფმა თითებმა.
ქორწილის თარიღზეც მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, რომ გაზაფხულზე - აპრილის თვეში გაემართად.
ნიშნობიდან ერთი თვე გავიდა უკვე. ეს ერთი თვე კი ბედნიერებით სავსე იყო ჩვენი გმირებისთვის. ერთმანეთის სიხარულით ხარობდნენ და ერთმანეთის ბედნიერებას იზიარებდნენ.

• * * *
ნოებრის სამში მალხაზის დაბადების დღე იყო.
სუფრა გაშალეს. ახლაძე, გუჯა, თორნიკე და რამოდენიმე მზობლის კაცი იყვნენ. ღამის თეთრტმეტი საათი იყო რომ გააცილეს სტუმრები. ავალიანი და ახალაძე დარჩნენ.
_დე, შენ წამოწექი და მე ავალაგებ და დავალაგებ ყვლაფერს. - უთხრა გვანცამ დდას. მანანას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. ეს ბოლო რამდენიმე დღე სიარული უჭირდა და ყრუ ტკივილს გრძნობდა წელის არეში. მშობიარობამდე კი ჯერ კიდევ ორი კვირა იყო დარჩენილი.
ნელი სვლით გაემართა მანანა ოთახისკენ. გვნაცაც უკან გაჰყვა. საწოლზე ფრთხილად წამოწვა. გვანცამ პლედი მიაფარა, თავზე აკოცა და უკან გამობრუნდა.
მალხაზს ღვინო მოჰკიდებოდა და ტახტზე დამჯდარს ჩამოსძინებოდა.
გვანცამ მასაც მიაფარა პლედი და გამელოტებულ თავზე მიეფერა სიყვარულით.
_აბა, რაში მოგეხმაროთ გვანცა შენგელიავ ავალიანისა? - ჰკითხა პაატამ და გაიკრიჭა. თორნიკეს ჩაეცინა და თბილი მზერით შეხედა მომავალ ცოლს.
_მე ავალაგებ, თქვენ სამზარეულოში გაიტანეთ და დავრეცხავ მერე. - გასცა განკარგულება შენგელიამ ღიმილით. - მაგრამ თქვენ ნასვამი არ ხართ?
_ფეხი არ გვეშლება ჯერ და რავიცი, - ისევ გაიცინა ახალაძემ.
მაგიდა აალაგეს. მისაღები ოთახი დალაგდა. ახლა სამზარეულოში გადაინაცვლეს.
_ახალგაზრდებო, მე დაგტოვებთ მნიშვნელოვანი ზარი მაქვს განსახორციელებელი და რამოდენიმე წუთში დავბრუნდები, - თქვა პაატამ და გარეთ გავიდა.
_ვიცი მე შენი მნიშვნელოვანი ზარი ვინც არი, - მიაძახა მხიარული ტონით შენგელიამ და თეფშების რეცხვას შეუდგა.
_არ დაიღალე? - ჰკითხა თორნიკემ და მუცელზე შემოხვია ხელები. გოგონას ჟრუანტელმა დაუარა მთელ ტანში.
_ცოტათი...
_ჩემი საქმიანი გოგო, - ჩურჩულებდა კაცი, თან ყელზე კოცნიდა.
გვანცამ რეცხვა შეწყვიტა და თვალები მიენაბა. ავალიანს ტუჩის კუთხეში ღიმილმა გაურბინა და უფრო გათამამდა. სვიტერის საყელო ფრთხილად გადაუწია და ბეჭზე დაუწყო კოცნა. საყელოს ბიუსჰალტერის სალტიც მიაყოლა და მარცხენა ბეჭი მთლიანად მოუშიშვლა.
_თორნიკე, - ხმა არეოდა გვანცას, - გეყოს ახლა, - თან ეღიმებოდა.
_განა რა ვქენი ისეთი, რომ მეყოს?
ორივეს გაეცინათ.
შენგელია მოტრიალდა. პირისპირ იდგნენ და ვნება ჩამდგარი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს.
გვანცა ფეხის წვერებზე წამოიწია და კისერზე შემოხვია ხელები. მერე ყელზე აკოცა.
ის იყო მათ ბაგეებზე ერთმანეტი უნდა მოეძებნა, რომ უცებ მანანას მოგუდული კივილის ხმა შემოესმათ.
ორივემ ინსტიქტურად ოთახისკენ გაიხედა და ინერციით მოსწყდნენ ადგილიდა. გულგახეთხილი შევარდა გვანცა დედის ოთახში, დამფრთხალი შველივით გახდომოდა თვალები და ისე შესცქეროდა ტკივილისგან სახე დამანჭულ მანანას.
_დედი, დე, რა გჭირს? - ხმა უთრთოდა გოგონას.
_მგონი მშობიარობა დამეწყო, - ძლივს თქვა ქალმა და ტკივილმა კიდევ ერთხელ ააკივლა.
_ვაიმე თორნიკე, გააღვიძე მამაჩემი ჩქარა, საავადმყოფოში წავიყვანოთ უნდა. - გიჟს ჰგავდა გვანცა უკვე.
_მისმინე, დამშვიდდი, გესმის, დამშვიდდი, - დამარცვლით უთხრა ავალიანმა, - საშიში არაფერია, ნუ ნერვიულობ ეგრე, პირიქით დედა გაამხნევე, დაამშვიდე. გესმის? საშიში არაფერია, ყველაფერი კარგად იქნება, ხომ გესმის?
შენგელიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. თორნიკემ შუბლზე აკოცა და მალხაზის გასაღვიძებლად სწრაფად გაბრუნდა.
_ვაიმე, ამ ტკივილს ვერ გავუძლებ, ვაიმე, ღმერთოო, - მანანა ცდილობდა მისი ტირილი ხმით არ გამოსვლოდა, მაგრამ ვერ აკონტროლებდა ამას.
_დე, ნუ გეშინია, ცოტაც გაუძელი. სამშობიაროში წავალთ ახლავე, ცოტაც გაუძელი, ხომ გაინტერესებს როგორია ეგ მოუსვენარი და ონავარი? - ცრემლები სდიოდა დედის შემხედვარე, თან მის გამხნევებას ცდილობდა.
ოთახში დაფეთებული სახით მალხაზი და პაატა ერთდროულად შემოცვივდნენ.
ატირებული და ტკივილისგან ფერ დაკარგული ცოლი რომ დაინახა, უფრსმა შენგელიამ, სახეზე ნერვულად მოისვა ხელები. თვითონაც წაუვიდა ფერი.
_გვანცა გასაღები გამომართვი, შენ დაჯექი საჭესთან, მე ნასვამი ვარ, - უთხრა თორნიკემ და მანქანის გასაღები გაუწოდა.
_ჩანთა დევს მალხაზ კარადაში და წამოიღე, - გაჭირვებით წარმოსთქვა ქალმა და წამოდგომა სცადა. ახალაძე უცებ მივარდა და წამოდგომაში მიეშველა. გვერში ამოუდგა. მალხაზი კი მეორე მხარეს დადგა.
_მე წამოვიღებ ჩანთას, - თქვა ავალიანმა და კარადა გამოაღო, რომლისკენაც მანანამ მიუთითა წეღან.
რამოდენიმე წუთის შემდეგ მანქანაში სხდებოდნენ.
გვანცა საჭესთან დაჯდა, გვერდით თორნიკე მიუჯდა, ხოლო უკან მანანა და აქედან იქედან ახალაძე და მალხაზი ისხნენ. მანანას, გზა და გზა, აუტანელი ტკივილი უვლიდა. პაატას საყელოს ჩაფრენოდა და მთელი ძალით ქაჩავდა მას. მეორე ხელით კი ქმრის თმას ჩაბღაუჭებოდა. საბრალო ქალი რას აკეთებდა ტკივილისგან ვერ აკონტროლებდა თავს.
_მოვკვდები, მოვკვდები, ამას ვერ გავუძლებ, ვერ გადავიტან. - ტიროდა ქალი.
_მანანა ბიცოლა, ცოტას თუ არ გამიშვებ ხელს საყელოზე, შენზე ადრე მე მოვკვდები აქვე, - ახალაძე სახეზე ლურჯი ფერი ედო უკვე და გაჭირვებით იცინოდა.
_შენ, სულ როგორ უნდა ხუმრობდე ბიჭო, - სიცილი ვერ შეიკავა მალხაზმა, - აბა მე მკითხე რა დღეში ვარ, საფიცარი ორი ღერი თმა მქონდა და ისიც გამცვივდა, - თქვა სიცილით უფროსმა შენგელიამ. მისმა ნათქვამმა მანანაც გააცინა, სიცილი მალევე გადაეზარდა ისევ ტკივილისგან სახის დამანჭვაში.
_ეცადეთ, რომ ღრმად ისუნთქოთ, - უთხრა თორნიკემ, - ეს მეთოდი ტკივილის განეიტრალებას უწყობს ხელს და შინაგან სიმშვიდეს შეგინარჩუნებს.
მანანამ დაუჯერა და ღრმად სუნთქვა სცადა. მალევე მივიდნენ სამშობიაროში. რამოდენიმე წუთში მთელი, მომსახურე პერსონალი მისაღებში იყვნენ.
_მამას შეუძლია მშობიარობას დაესწროს, - თქვა ექიმმა, როდესაც მშობიარე გასინჯა.
_მე? - დაბნეულად იკითხა მალხაზმა.
_დიახ, თქვენ...
_კი, მაგრამ ექიმო, ჯერ ხომ ადრეა? - ჯერ კიდევ დაბნეული იყო უფროსი შენგელია.
_ორი კვირით დაასწრო მშობიარობის ვადას, ეს ნორმალურია და ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ სწრაფად მოხდა მენჯის გახსნა, ძალიან კარგია და გაუადვილდება მშობიარობა უფრო.- უთხრა თბილი ხმით ექიმმა და სამშობიარო ბლოკში შებრუნდა.
_მიდი მამა, მიდი... - მსუბუქად უბიძგა გვანცამ მამამისს. მალხაზი დასჯილი ბავშვივით შევიდა პალატაში.

ყველას ნერვიულობა ეწერა სახეზე და ახალი ადამიანის მოლოდინი.
_ნეტავ როგორია? გოგოა თუ ბიჭი? აჰ, როდის დაიბადება, როდის ავიყვან ხელში, - ბუტბუტებდა გვანცა და ნერვიულობისგან ლამის თითები დაიმტვრია.

_ცოტაც და დაიბადება, - წამოიძახა ექიმმა და გახარებული სახით ფერწასულ მამას და სახეზე, ოფლით დაცვარულ დედას შეხედა. - ნახე, ნახე, მოდი მამიკო, - არ მოეშვა ექიმი მალხაზს. უფროსმა შენგელიამ ორიოდე ნაბიჯი გადადგა, წამით შეავლო თვალი შვილის დაბადების პროცესს და გონწასული გაიშხლართა იატაკზე.
თვალები, რომ გაახილა სავარძელშ იჯდა, ექთანი ადგა თავზე, ნიშადურის სპირტში დასველებული ბამბით და ფართედ უღიმოდა.
_გილოცავთ, ბიჭის მამა გახდით!.....






№1  offline ახალბედა მწერალი Keke27

დიდი მადლობა ყველას პირადში მოწერილი წერილების და აქ დაწერილი კომენტარების გამო და თბილი სიტყვებისთვის.

მეც მიყვარხართ! love
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№2  offline მოდერი sopiko

მგონი მეორე ვაარ :-D პირველადვტოვებ ამ მოთხრობაზე კომენტარს და მინდა გითხრა რომ ძალიან ნიჭიერი ხარ ♥ ისე შემაყვარე გვანცა და თორნიკე, ერეკლეც კი თითქოს ნამდვილი ადამიანები იყვნენ. საოცრად მომწონს შენი წერის სტილი, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. მოკლედ სუპერ გოგო ხარ რა :-D ♥

 


№3  offline წევრი სოფი

Dzalian kargia,,imedia ase dzalian agar gvalodineb :)

 


რამდენი ხანი ველოდი! ^___^ მაგრამ ღირდა რა! <3 მაგარია ძალიან <3

 


№5  offline წევრი tamari123

madlooba madloba madloobaa :-* dzalian saayvareli xaar :-*

 


№6  offline მოდერი ლილიანა

რა საყვარელი თავი იყო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მართალია დიდი ხანი გვალოდინე მაგრამ ისეთი მაგარი თავი იყო არ ვიცი რა ვთქვა... უუუუუუმაგრეაიააა... ლამის სიცილისგან გავიგუდე...

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auuuuu magarii iyoo arr meyoooo ogonddd (( malee dadee axalii tavii

 


№9  offline წევრი vikipiki.

კეკე როგოორრ გამახარეეეე ♥♥♥♥

 


№10 სტუმარი mari

auuuuu magariaaa magram am motxrobas gapiceb samo dge ar weroooo gavgijdebi

 


№11  offline წევრი p♥♥h ^^

Kekeee usayvarlesiii xarrrr dzalian miyvarxarr
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№12  offline აქტიური მკითხველი uchveulo

keke saswauli xar male dade raa

 


№13 სტუმარი Marusia_maro

Umagresi xar :* dzaliangamixarda axali tavi ro dade :* dzlivs ar egirsat imedia kide ar aerevat urtiertoba :****

 


№14  offline წევრი sxivi

udzalianmagresiaaa kekee,velodebiit shemdeg tavs :*

 


№15  offline წევრი თამთა.გ

როგორ გამიხარდა ახალი თავი :Love: ვგიჟდები მე ამ პერსონაჟებზე, მინდა, რომ არ დასრულდეს და სამუდამოდ ვიკითხო ამათი ისტორია. მიყვარხარ კეკე შენი სასწაული გულით... ბედნიერი შენი მეუღლე, შენ, რომ ყავხარ გვერდით :)

 


№16  offline აქტიური მკითხველი lalita

ეს თავი ლოდინად ღირდა ....აი უმაგრესი ხარ wink

 


№17  offline წევრი dadeshqeliani

აი შეუდარებელი ხარ შენ კეკე როგორ მიყვახარ არ იცი love ყველაზე ყველაზე მაგარი ხარ შენ <3 თორიკე,გვანცა,ახალაძე,მალხაზი,მანანა აი სიგიჟემდე მიყვარს <3

 


№18  offline წევრი psychosocial

მმ ძალიან კარგია.. ყველა თავი გუშინ წავიკითხე და დღეს ამ თავით დავასრულეე

 


№19 სტუმარი vendi))))

rogor miyvars es motxroba.. ar gicnob mara shenc miyvarxar keke ai dzaan:* :*
male dade gtxoov:*

 


№20 სტუმარი keke 27

2 თავიღა დარჩა და დავასრულბ წერას. ((( მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს ამ რომანის დასრულება, მაინც უნდა დასრულდეს, ასეა წესი, მაგრამ ასე უცებაც არ შემიძლია. რაც უფრო მივუახლოვდი ბოლოს, მითუ უფრო რთული გახდა ჩემთვის მასთან განნშორება.
ვიცი, გეჩქარებათ, გაინტერესებთ, თუ რა მოხდება ახალ თავში, მესმის თქვენი, მაგრამ ფლიიზ მეც გამიგეთ და არ გამინაწყენდეთ დაგვიანების გამო.
დიდი პატივისცემით keke27.

 


№21 სტუმარი mari

dade ra orive ertad ai damelia suli...

 


№22 სტუმარი sali

rodis iqneba axali taviii????

 


№23  offline წევრი თამთა.გ

როგორ მეგონა, რომ ახალი თავი დამხვდებოდა... :(

 


№24  offline წევრი mimi

აუუ კარგი რა მართლა ექვსი დღე გავიდა უკვე,,,,,,,,,,,,,,,,,,,

 


№25 სტუმარი vendi))))

geli geli mogeliiiiiii.....:D

 


№26 სტუმარი sofiii

Au kekeeeee....

 


№27  offline წევრი p♥♥h ^^

Kai ra ra 2 taviiii. Or tavshii exla qorwili da namati daetevaaaaaaa??!
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№28 სტუმარი nana

გელი კეკე იმედია მალე დაამატებ შემდეგს....: ) :*

 


№29 სტუმარი mari

xom ar gadaipiqre wera nu ra ari ra...ar gewyinos magram texavs ramdeni xania velodebit...me piradad me cota mewyina...

 


№30 სტუმარი lizazu

იმედი მაქვს მათ მხოლოდ ქორწილით არ შემოიფარგლები და მათ ოჯახურ თანაცხოვრებასაც "გვაჩვენებ" და რათქმაუნდა შვილებსაც. smile ასეთი დაგვიანება კი მხოლოდ დიიიიდი თავით თუ გამოისყიდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent