შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ თუ გგონია დაგთმობ როდისმე ცდები (7)


17-10-2015, 16:21
ავტორი Natta
ნანახია 4 165

მოსაღამოვდა და ამდროს ნატას ტელეფონის ხმაც გავიგეთ, ეს თოკო იყო.
- რას შვრებით?
- რავი არაფერს, დამღლელი დღის შემდეგ ცოტა დავისვენეთ და ახლა ვფიქრობთ რითი გავერთოთ.
- მე სოფელში აღარ ვარ, ერთ საათში მანდ ვიქნები და პირდაპირ თქვენთან მოვალ.
- კაი დაგელოდებით.
თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მშვიდი გარემო, თვალისმომჭრელი ბუნება, ორსართულიანი ხის სახლი და მეგობრები, ეს ყველაფერი ამ წუთებს განსაკუთრებულს ხდიდა. ერთი საათი ისე მალე გავიდა ვერცკი მივხვდით და ამ დროს თოკოს ხმაც გავიგეთ.
- თოკოო სულ რამდენიმე საათია რაც გიცნობ და უკვე ძალიან მახარებს შენი დანახვა. ( თეკო )
- ჰაჰა მართლა? ეგ იმას ნიშნავს, რომ მალე საერთოდ გაგიჟდები ჩემზე.
ეს სიტყვები „ სულ მალე საერთოდ გაგიჟდები ჩემზე“. ამ ხნის განმავლობაში როგორციქნა ლუკაზე არ მიფიქრია, თოკოს სიტყვების შემდეგკი ისევ გაჩნდა ჩემს გონებაში მისი მწვანე თვალები და ღიმილი. ნეტავ ახლა რას აკეთებს ანდაც საერთოდ მაინც თუ ფიქრობს ჩემზე, არამგონიაა ეს ხომ სისულელეაა დარწმუნებული ვარ ერთხელაც არ „გამიფიქრებდა“.
- ნეტავ ჯეკო რატომ არ ჩამოვიდა? ( ნატა )
- უი სულ დამავიწყდა, ჯეკოს ველაპარაკე იცის, რომ აქ ხარ და ხვალ აპირებს ჩამოსვლას. ( თოკო )
- მართლა? რა მაგარია, დილითვე თუ მოახერხებს ჩამოსვლას ხვალ სადმე წასვლას მოვასწრებთ. ( თეკო )
- ხო, თან როგორც მითხრა მარტო არ მოდის. ( თოკო )
- კიდევ ვინ არის ის ბედნიერი ვინც ჩვენთან ერთად გაერთობა?
- ძმაკაცთან ერთად მოდის. ( თოკო )
- ძალიანაც კარგი. ( ნატა )
- და სად ვაპირებთ წასვლას?
- ჩემი აზრით კარგი იქნება თუ ნაკრძალში წავალთ რაღაც პიკნიკის პონტში მოვაწყოთ, თან ჯეკოს ძმაკაცი გიტარაზე უკრავს და მაგრად გავერთობით. ( თოკო )
- კარგი აზრია, მე მომწონს. ( თეკო )
- ჩემი ჭკვიანი ბიჭი, მართლაც კარგი აზრია თან თუ მოვახერხებთ ჩანჩქერზეც ავიდეთ. ( ნატა )
- ეგ იასნა ტო მაგრამ თუ ვერ მოვასწრებთ პრობლემა არ იქნება შემდეგი დღისთვის გადავდებთ. ( თოკო )
- რა კარგია რა მაგრიაა ერთი სული მაქვს როდის გათენდება. ( თეკო )
თოკოს იდეა ძალიან მომეწონა, მთელი დღის განმავლობაში ისე გავერთობიდი ლუკაზე ფიქრის დროც აღარ დამრჩებოდა. ცოტა აცივდა ამიტომ გადავწყიტეთ სახლში შევსულიყავით.
- აბა რა გავაკეთოთ? ( თეკო )
- მე მაქვს რამდენიმე იდეა.
- გისმენთ ლამაზო. ( თოკო )
მაინც ვერ ვხვდები რა მოსწონთ ასეთ მიმართვაში - ლამაზო, ყველა ერთად გაგიჟდა თუ რა ბუზი ეტაკათ, არა ბუზი კიარა მგონი ეს ფაშისტი კოღო იქნებოდა. ჩემს ფიქრებზე თავი ვეღარ შევიკავე და უაზროდ გამეღიმა.
- ღიმილი ძალიან გიხდება. ( თოკო)
- რაიმე ფილმს ვუყუროთ, ოღონდ აუცილებლად კომედიას, ან ჯოკერი ვითამაშოთ.
- ჰაჰა ხო ბურაც ხომ არ ვითამაშოთ შემთხვევით. ( თეკო )
- თეკომ გაიხუმრა, ამიტომ ყველამ გავიცინოთ ( ნატა )
- არა ისე მე მომეწონა ანამარიას იდეა, ვითამაშოთ ოღონდ სურვილებზე. ( თოკო )
- კარგი აზრია, წავალ კარტს ვიპოვი.
ამ დროს ჩემი ტელეფონის ხმა გავიგე და გარეთ გავედი. ოთახშიკი თოკო და თეკო დარჩა, ისე რაღაცით გავდნენ ერთმანეთს, ორივე ყოველთვის ცდილობდა თავის გამოჩენას ვითომდა კარგი ხუმრობებით და საუკეთესო აზრებით, თანაც მათი სახელებიც ძალიან უხდებოდა ერთმანეთს, თეკოს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა რადგან ოთახში ნატა შევიდა კარტით ხელში.
- ანამარია სად არის?
- დაურეკეს და გარეთ გავიდა. ( თეკო )
- აი მეც აქ ვარ, დემემ დამირეკა არ უნდა აღიაროს მაგრამ როგორც ჩანს უკვე მოვენატრე.
- დემე ვინ არის? ( თოკო )
- ანამარიას ძმაა. ( ნატა )
- გაგსაგებია, კაროჩე მე და ანამარია და შენდა თეკო, როგორ მოგწონთ? ( თოკო )
- არა საყვარელო მე და ნატა და შენდა თეკო, მოგებას ვაპირებ ასე, რომ მირჩევნია შენ გაგამწარო .
- ჰაჰა ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ, რომ მოიგებ? ( თოკო )
- მაგას რა დარწმუნება უნდა შენ ხომ არცისე სიმპატიურთან ერთად არცისე კარგი მოთამაშეც ხარ. ( ნატა )
- მაგას არცისე ლამაზი მეუბნება? ( თოკო )
- კარგი გეყოთ, თამაში დავიწყოთ და გავიგებთ ვინ არის არცისე კარგი მოთამაშე. ( თეკო )
დაბლა დავსხედით და თამაში დავიწყეთ. ძალიან გავერთეთ ერთმანეთის გასამწრებლად ბევრს ვხუმრობდით. თამაშით ისე გავერთე ლუკა აღარც მახსოვდა, მაგრამ რათქმაუნდა ეს მხოლოდ დროებითი იყო. ერთი სული გვქონდა როდის გათენებოდა ყველამ ვიცოდით, რომ ხვალინდელი დღე ბევრად უკეთესი იქნებოდა.


რას ფიქრობთ? კარგი ისტორიაა თუ არა? :) მადლობა , რომ კითხულობთ და ყველაზე უფრო დიდი მადლობა იმას ვინც აფასებს და თავის აზრს კომეტარებში წერს. ♥



№1 სტუმარი nino

ძალიან პატარაა სულ ციციქნა. მეტის ღირსი არ ვარ? :( .... ისცი უფრო კარგი იქნება საინტერესო ადგილებში თუ გაწყვეტ ასე რომ დიდიც იქნება და სურვილიც გაიზრდება მომდევნო თავის წაკითხვის :) ველოდები ახალ თავს ისე ცნობისთვის კარგია :D :D

 


№2 სტუმარი guranda

Kargia monwonsss... :-) magram dzalian pataraa da ar myofniss.. cota gazarde ra tavebii flizz

 


№3 სტუმარი someone pretty girl

Au gtxov ra luka charte dialigebshi ra. Ise dzaan kargi istoria da cota tavebi gazare<3

 


№4  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№5 სტუმარი Lana

ვფიქრობ ჯეკოს ძმაკაცი ლუკაა :დ <3 კარგია მალე გააგრძელე^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent