შენ თუ გგონია დაგთმობ როდისმე ცდები (11)
არანორმალურობიდან სიგიჟემდე - მეგობრები, გართობა, დალევა, გიტარა, სიმღერა ყველაფერი ძალიან მაგარი იყო არ მინდოდა ეს წუთები დასრულებულიყო. - წყალში ჩასვლაზე რა აზრის ხართ? ( თოკო ) - ერთი ორი და სამი, წავედით ( ჯეკო ) ნატამ და თეკომ ზედები გაიხადეს და ბიჭებთან ერთად გაიქცნენ წყლისკენ. - შენ არ ჩახვალ? ( ლუკა ) - როგორც ხედავ არა. - რატომ ლამაზო წყლის გეშინია? ( ლუკა ) - მე რომ მისვავ კითხვას თვითონ რატომ არ ჩახვალ? - ალბათ მეც წყლის მეშინია. ( ლუკა ) დაბლა დავჯექი, იქვე ლუკას გიტარა დავინახე. - შეიძლება? - იცი დაკვრა? ( ლუკა ) - სამწუხაროდ არ ვიცი. - პირიქით კარგია, რომ არიცი ეს დღები ჩვენს ხელშია და საკმარისი დროა სწავლისთვის. ( ლუკა ) - ჰაჰა ღადაობ? დამიჯერე არ ღირს, საშინელად ჭირვეული და აუტანელი მოსწავლე ვიქნები, ძალიან დაგღლი. - არაუშავრს ყოველთვის მომწონდა ჭირვეულის მორჯულება. ( ლუკა ) უაზრო ღმილი ) პასუხი ზემდმეტად ჩავთვალე და უბრალოდ გავუღიმე. - ღმილილი ძალიან გიხდება. - შენ ყოველთვის ყველაფერზე მეუბნები, რომ ძალიან მიხდება. - არა რატო ტო მაგალითად რაღაც შავი ზედა, რომ გაქვს ის სულ ცოტათი გიხდება. ( ლუკა ) - მაგრამ მაინც მიხდება. - ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ყოველთვის ყველაფრით განსაკუთრებული იქნება ჩვენთვის. ( ლუკა ) შემომხედა და გამიღიმა, ნეტავ ამ სიტყვებში რა იგულისხმა, ნუთუ მე მისთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ვარ. მისი სიტყვები მაბნევს, მაგიჟებს ზოგჯერ მგონია, რომ მართლაც მნიშვნელოვანი ვარ მისთვის ზოგჯერკი მგონია, რომ არაფერს წარმოვადგენ. - არ წამომყვები? ( ლუკა ) - სად? - მინდა, რომ ჩემთან წაგიყვანო. ( ლუკა ) - რა? ძალიან დავიბენი, ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა ან მისი სიტყვები რას ნიშნავდა. - ჰაჰა კარგი ვღადაობ რა დაგემართა, ვაპირებ ბავშვებს შევუერთდე ( ლუკა ) - კარგი. - არ წამოხვალ? ( ლუკა ) - არა. - კარგი. არაფერი აღარ მითქვავს, მეგონა წავიდოდა მარა მოულოდნელად ჩემსკენ წამოვიდა და ხელში ამიყვანა. - გაგიჟდი? რას აკეთებ? - წყალში ჩავდივართ. ( ლუკა ) - იდიოტი ხარ იდიოტი ნამდვილი იდიოტი, ახალვე დამსვი ცურვ სიტყვის დაბოლოვება ვეღარ მოვასწარი, რომ წამებში წყალში აღმოვჩნდი, გარშემო ყველაფერმა ფერი დაკარგა, ჰაერი მჭირდებოდა ცოტაც და გავიგუდებოდი ვგრძნობდი როგორ ვიძირებოდი, მაგრამ სწორედ ამ დროს ვიგრძენი ვიღაცამ როგორ შემომხვია ხელები ეს ლუკა იყო. - ანამარია, ანამარიაა კარგად ხარ? ხმას ვერ ვიღებდი, ვერ ვსუნთქვადი, ჰაერი არ მყოფნიდა, სახეზე ხელები ავიფარე და ავტირდი, რამაც ყველა ძალიან შეაშინა ლუკამ ხელში ამიყვანა და წყლიდან გამომიყვანა. - ყველაფერი კარგადაა ტო ნუ ტირი. ( ლუკა ) - შენც კარაგი დებილი ხარ, არ მინდა ჩამოსვლაო ხომ გითხრა. ( ჯეკო ) როგორციქნა ხმის ამოღება შევძელი. - გეყოთ კარგად ვარ, უბრალოდ ძალიან შემეშინდა. - ჩემი ლამაზი, დამშვიდდი კარგი? სულმთლად კანკალებ. ( ლუკა) - შენი ლამაზი არ ვარ და საერთოდაც ხუთი წუთით მაინც შეძელი და თავი გამანებე. არაფერი არ უთქვამს ადგა და ბიჭებთან წავიდა. - გოგოებო კოცონზე რა აზრის ხართ? ( თოკო ) - ძალიან მაგარი აზრია, თან გიტარა ყველა ერთად ვიმღერეთ და უფრო გავერთობით. ( თეკო ) - ჩემი ჭიამაია, ნამდვილად კარგად ხარ? ( ნატა ) - კი ნატ უბრალოდ შემიშინდა მეტი არაფერი. - მეც შემაშინე, მოდი ჩემთან. ნატა ჩემსკენ მოიწია ჩამეხუტა. - დაინახე ლუკას რა მოუვიდა? სახეზე ფერი დაკარგა ისე შეეშინდა. - მან ჩამიყვანა წყალში და ამიტომ შეეშინდა ასე. - გაგიჟდი? მაგიტომ კიარა ასეთ მდგომარეობაში, რომ დაგინახა მისთვის ყველაფერი გაქრა და მხოლოდ შენ დარჩი. - სისულელა, კარგი აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, სანამ კოცონს დაანთებენ მიდი რაიმე სიმღერა ჩართე და ბოლომდე აუწიეე გართობა გრძელდება. გართობა მართლაც გრძელდებოდა, რადგან ჯერკიდევ ყველაფერი წინ იყო. რამდენიმე წუთში უკვე იმდენი რამ მოხდა, ლუკას ბრალი მართლაც არ იყო მან არ იცოდა, რომ ცურვა არ ვიცოდი მეკი ბოლომდე თქმა ვერ მოვასწარი, რომ უკვე წყალში აღმოვჩნდი. ძალიან შემეშინდა - მაგრამ მისი სახე, ასეთი არასდროს მენახა, მგონი ნატა მართალი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.