თვალები (3 თავი)
სახლში წამოვედი, ფიქრიაც მალევე მოვიდა. ვიცი აინტერესებდა რა მოხდა ჩემსა და გიორგის შორის, მაგრამ არ მკითხა, მეც არაფერი მითქვამს. გიორგის უტიფრობით იმდენად ვიყავი გაბრაზებული, რომ ფიქრიასაც კი გავებუტე. დღემდე ვერ მივხვდი რა მოუვიდა მაშინ ძაღლს, რატომ მოიქცა ასე. იმაზეც ვფიქრობდი, რა მოხდებოდა, მართლაც რომ დავთანხმებოდი ცოლობაზე, თუმცა წარსულის დაბრუნება მაინც შეუძლებელი იყო, იქნება მისი ცხოვრებაც სხვაგვარად წასულიყო, თუმცა ამისი თქმა დანამდვილებით ძნელია. ამ ამბიდან რამდენიმე დღე გავიდა, გიორგი არ გამოჩენილა. მეც მაინცდამაინც არ მქონია მისი ნახვის სურვილი. ალბათ, გექნებათ ნანახახი, სოფლის თავში, რომ ბეწვის ხიდია, მაშინ ეგ ხიდი საკმაოდ სავალალოდ გამოიყურებოდა, ფიცრები ალაგ-ალაგ იყო დაკრული და უშველებელ ღრიჭოებში არაგვი მოჩანდა. იქაური მაცხოვრებლები ისე იყვნენ მიჩვეული, რომ ამ ხიდზე (თუ ხიდის ნარჩენზე) თავისუფლად გადადიოდნენ, ჩვენ: მე, ფიქრია და მისი ძმები იქვე ვიჯექით და “ჯოკერს” ვთამაშობდით სურვილების შესრულებაზე. საუბედუროდ სწორედ მე წავაგე. ბიჭებმა სიცილით გამომიცხადეს, რომ ხიდზე უნდა გადავსულიყავი. მეშინოდა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და ხიდზე ავედი, მოაჯირებს კარგად მოვეჭიდე და ფიცრებზე ნელ-ნელა დავიწყე მოძრაობა, თითქმის შუა ხიდამდე მივედი, ვცდილობდი დაბლა არ დამეხედა. უცებ ხიდზე ბიჭებიც ამოვიდნენ და ხტუნაობა დაიწყეს. შემეშინდა, მინდა ვაღიარო, რომ ასე არასოდეს შემშინებია, წონასწორობას ვეღარ ვიკავებდი, ისინი კი იცინოდნენ და ჩემს რეაქციაზე ხალისობდნენ, თავბრუ მეხვეოდა და ვგრძნობდი წინასწორობას ვკარგავდი, სწორედ ამ დროს გიორგის ხმა გავიგე: - გადაირიეთ?! რას შვრებით?! – ბიჭებმა ხტუნაობა შეწყვიტეს, მაგრამ ხიდი მაინც ირწეოდა. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ მოაჯირებს ხელს ვერ ვუშვებდი, ჩავცქეროდი შავ მდინარეს და თავბრუ უფრო მესხმოდა. - ხელი მომკიდე! - მითხრა მოახლოებულმა გიორგიმ, მისი გამოჩენა იმდენად გამიხარდა, რომ წყენა დამავიწყდა. - არ შემიძლია, თავბრუ მესხმის და ხელს ვერ ვუშვებ. – გიორგიმ თვითონ ჩამჭიდა ხელი და ხიდიდან ნელ-ნელა ჩამომიყვანა. - რამე რომ მოსვლოდა?! – შეუღრინა მან ბიჭებს. ისინი დამნაშავე ბავშვებივით თავდახრილნი იდგნენ. გიორგი ხელს არ მიშვებდა, თავბრუს ხვევამ გადამიარა თუ არა, ისევ გამახსენდა გაბუტული რომ ვიყავი და ხელი სწრაფად გავინთავისუფლე. ჩაეღიმა. - პატიება მინდოდა მეთხოვა. იმ Dდღეს გავცხარდი. - გასაგებია, ეტყობა ძაღლთანაც მაგიტომ ჩამიშვი მარტო?!- ცინიკურად ვეკითხები მე. - შენ სიკვდილი დაამარცხე და ვიცოდი რომ ძაღლსაც აჯობებდი!. – იგი ჩემს პასუხს არ დალოდებია, შებრუნდა და წავიდა. გიორგი ყოველ საღამოს მოდიოდა ფიქრიასთან, ბავშვები ვერთობოდით, ხან კარტს ვთამაშობით, ხან ბამბიქტონს, შეიძლება ვინმე იქაური ახალგაზრდაც შემოგვმატებოდა, გიორგი გართობაში არ ერეოდა, იჯდა ჩუმად და ჩვენს გართობას აკვირდებოდა. ზოგჯერ მის დაჟინებულ მზერას ვიგრძნობდი, თუმცა თქმით არაფერს ამბობდა. შემდეგ უხმოდ ადგებოდა და მიდიოდა, მისი ასეთი ქცევა ყველას გვიკვირდა, ვერ ვხვდებოდით რას დარდობდა, თუმცა დასკვნა უკვე გაკეთებული მქონდა: - „გიჟი იყო“. ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს, საუბარი ცხენებზე ჩამოვარდა. - ცხენზე ჯდომა იცი? – მკითხა ფიქრიას მეზობელმა ნიკომ. - არა. თუმცა ცხენები ძალიან მიყვარს. - გინდა გასწავლო? - რა თქმა უნდა! - მისი შემოთავაზება ნამდვილად გამიხარდა. - მაშინ ხვალ ცხენებს ვიშოვი და ვისეირნოთ. რა მოულოდნელიც არ უნდა ყოფილიყო, მეორე დღეს ცხენით ნიკოს ნაცვლად გიორგი მოვიდა, სიმართლე გითხრათ მისი დანახვა დიდად არ მესიამოვნა, თუმცა იმდენად მინდოდა ცხენზე ჯდომა, რომ ცდუნებაზე უარი ვერ ვთქვი. - ბოლოსდაბოლოს რა მნიშვნელობა აქვს, ნიკო იქნება თუ გიორგი, მთავარია ცხენზე ჯდომა ვისწავლო. – გავიფიქრე მე. შინდისფერი ლამაზი ულაყი იყო, ამაყად კისერ აწეული დააბიჯებდა, ლაგამი გიორგის ეკავა და წინ მიგვიძღოდა, უნაგირზე მქონდა ხელები მოჭერილი, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა. ბავშვობის ოცნება მისრულდებოდა, ცხენზე ვიჯექი. იმდენად კმაყოფილი ვიყავი, რომ იქვე მყოფ ახალგაზრდებს როგორ მოვშორდით ვერც ვიგრძენი, როცა უკან მოვიხედე, ისინი ოდნავღა მოჩანდნენ. - უკან მოვბრუნდეთ!. - რატომ, ჩემთან დარჩენის ხომ არ გეშინია? – მის კითხვაში ირონია ვიგრძენი. - არა, მაგრამ დაბრუნება მინდა. - გავიაროთ კიდევ, ცოტა….. ხმას არ ვიღებდით არც ერთი. - კარგი იქნებოდა ამ გზას დასასრული რომ არ ქონდეს. – ამოიოხრა მან და მე შემომხედა. ხმას არ ვიღებდი, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. - ვინმემ, რომ შემოგვხედოს ზღაპრის გმირებს ვგევართ. – როგორც იქნა დავარღვიე დუმილი. - ვართ კიდევაც, უბრალოდ შენ ვერ ამჩნევ. - ბედნიერი კაცი ხარ, ზღაპრების გჯერა!…- მხიარულად ვიცინოდი მე. - არა, ზრაპრების არა, სასწაულების – კი. შენ რომ ჩემი ცხოვრება გაგევლო, შენც დაიჯერებდი. შემობრუნდა, ისეთი სერიოზული სახე ქონდა, რომ ღიმილი სახეზე შემეყინა. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. - ცხენზე ჯდომაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, მამაჩემი იყო წინააღმდეგი და ცხენოსნობაზე არ მატარა, შენი წყალობით კი ეს ოცნება ამისრულდა. - თუ ჩემთან დარჩები, სხვა ოცნებებსაც აგისრულებ. – იმდენად ნაღვლიანი ტონით მითხრა, რომ ღიმილი ვერ შევიკავე. - ჩვენ, ზედმეტად განსხვავებულები ვართ, მე ცოტა – გიჟი, შენ ...... - გავჩუმდი, ვერ მოვიფიქრე რას შემედარებინა – ძალიან სხვადასხვა. გავა დრო და შენც მიხვდები. - ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნება, მაშინ კომიდან, რომ გამოვედი, მეგონა ჩემი ზმანება, უბრალოდ ოცნება იყავი. წარმოსახვით შექმნილი არსება, ამიტომ არც გეძებდი, აზრადაც არ გამივლია, რომ სადღაც ჩემი ოცნება დააბიჯებდა, ბედისწერამ შენით მოგიყვანა ჩემამდე. ძალიან გამიჭირდება უშენოდ. შეიძლება ჩემთან არ დარჩე, ამას ვერ გაიძულებ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს ჩემთვის წამება იქნება. უშენობა ძნელი იყო, მომავალში – სატანჯველი იქნება. აღარასოდეს გეტყვი, ვინ ხარ ჩემთვის, ალბათ ვერც ვერავის ვეტყვი, გიჟად ჩამთვლიან, რადგან სხვაზე მეც ასე ვიტყოდი. ვიცი, რომ არ გჯერა. ვერც გაიძულებ. მინდა გითხრათ, რომ პირობა შეასრულა. ამ დღიდან მოყოლებული სიყვარულზე სიტყვაც არ დაუძრავს. ფშავშვი დასასვენებლად თითქმის ყოველ წელს ჩამოვდიოდი ოჯახთან ან ბიძაშვილებთან ერთად, ვერ გეტყვით, რომ გიორგის ვნახულობდი, თანდათან იმ ზაფხულის ამბები მივიწყებასაც მიეცა. სტუდენტი ვიყავი, ახალი სამეგობრო, ახალი თაყვანისმცემლები, თავისთავად ჩემს ცხოვრებაში გიორგის ადგილი აღარ დარჩა. ფიქრიას როცა ვნახულობდი, ერთი ორი სიტყვით თუ ახსენებდა ბიძაშვილს. ჩვენს გვერდზე ახალი მეზობლები დასახლდნენ, ორი თითქმის ჩემი ასაკის გოგონა ყავდათ. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. საკმაოდ ბევრნი ვიყავით და მშვენივრად ვერთობოდით. ყოველ საღამოს ცეცხლის დანთება და კოცონზე სიმინდის ტაროების შეწვა ტრადიციად გვექცა, ვხალისობდით, დავდიოდით ლაშქრობებზე. ფიქრია გათხოვდა და გიორგისთან დამაკავშირებელი ძაფიც თითქმის სულ გაწყდა. ერთხელ ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა: - ჩამოდი მდინარეზე ვართ საბანაოდ და შენ გელოდებითო. სასწრაფოდ წამოვავლე ხელი შორტებსა და საბანაო კოსტუმს და მეც მათთან გავიქეცი, ის იყო ეზოდან უნდა გამოვსულიყავი, რომ კარებში გიორგი დავინახე. - გამარჯობა, თამარ!… - გაგიმარჯოს. – ამდენი წლების შემდეგ უნდა ვაღიარო, რომ მისი ნახვა ძალიან გამიხარდა, ძველი წყენაც კარგახნის დავიწყებული მქონდა – მიხარია შენი ნახვა. - ეტყობა მიდიოდი, მე კი შენთან მოვედი სტუმრად. - გოგოებმა დამირეკეს მდინარეზე გელოდებითო, მაგრამ არ არის პრობლემა, დავრჩები, მობრძანდი.. - არ არის აუცილებელი, ფიქრიას წერილი ჩამოგიტანე, გუშინ ვსტუმრობდი და რომ ვუთხარი, სოფელშია დასასვენებლად მეთქი, გამომატანა.… გამიკვირდა, ნეტა ჩემი აქ ყოფნა, როდისღა გაიგო მეთქი, მაგრამ კითხვის დასმა ვერ გავბედე. – ყოველ საღამოს მოვდივარ და გხედავთ შენ და შენი მეგობრები როგორ ერთობით. შორიდან გიყურებთ და ახლოს მოსვლას კი ვერ ვბედავ. – ეს სიტყვები ისე მითხრა, რომ ტანზე დამბურძგლა, მის ხმაში ისეთი სევდა იყო, გამიკვირდა. - ვერ ბედავ? რატომ?! - არ ვიცი, თქვენ ერთნი ხართ, მე კი - სრულიაც უცხო!… - მგონი რაღაცას ამძაფრებ,… თუ ჩვენთან ყოფნის სურვილი გაქვს, მოდი საღამოს, გავერთობით!… შემომხედა, ცოტა ხანს მაკვირდებოდა, ჩემს ნათქვამზე არაფერი მიპასუხა. ჩუმად მივდიოდით ორივენი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გუშინ ვნახე და წლების დაშორება არ არსებობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.