შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ზმანება (17 ნაწილი)


8-11-2015, 16:40
ავტორი ანკა
ნანახია 5 058

მეორე დილას დემე ადრიანად წავიდა, რომ დედაჩემს არ შემოესწრო. ცოტა გამიკვირდა, როდესაც დედაჩემი დილის 9 საათზე გამომეცხადა პალატაში.
-როგორ ხარ? - მკითხა მზრუნველად და საქმიანად დაიწყო ფუსფუსი.
-კარგად.. - ვუპასუხე და ეჭვით ავათვალიერე.
-დღეს ექიმისგან ნებართვა ავიღე და გაგწერეს - მახარა და ჩანთიდან ტანსაცმლების ამოლაგება დაიწყო. - ესენი წამოგიღე, იმედია მოგეწონება - მითხრა და სულ ახალი ტანსაცმელი დამიწყო.
-წამომიღე თუ იყიდე - ვკითხე და სამოსი შევათვალიერე.
-ნუ, რა მნიშვნელობა აქვს... ჩაიცვი და წავიდეთ, დღეს ბევრი საქმე გვაქვს - მითხრა მოუთმენლად.
-რა საქმე?
-რადა წვეულებას ვაწყობ, ბიზნესმენები მოვიწვიე. მამაშენი რომ გარდაიცვალა მას შემდეგ კომპანიას მე ვმართავ, შენ როცა სრულწლოვანი გახდები კი შენი გახდება. ამიტომ საჭიროა ხალხს უკეთ გავეცნოთ. ყველაფერმა დიდებულად უნდა ჩაიაროს - თქვა ენთუზიაზმით.
-ამმ... იცი, მაშინ მგონი ჯობს მაღაზიაში გავიაროთ და მე თვითონ ავირჩიო ტანსაცმელი - ვუპასუხე დაეჭვებულმა, რადგან დედაჩემის ნაყიდმა კაბამ მაინცდამაინც ვერ მომხიბლა. ცუდი არ იყო, მაგრამ ჩემს სტილში არ ჯდებოდა.
-კარგი როგორც გინდა. და ხო.. - ერთწამს შეჩერდა - მოდი დავივიწყოთ რაც იყო კარგი? იმიტომ გიყვიროდი, რომ დეპრესიაში ვიყავი. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. მხოლოდ შენღა დამრჩი და არ მინდა შენც დაგკარგო - მითხრა თვალცრემლიანმა.
-დე.. არ ინერვიულო, მე არასდროს არ დამკარგავ - ვუპასუხე მაშინვე და ჩავეხუტე. როგორ მომნატრებია ჩემი დედიკო. ისევ ისეთი თბილი და გამგებიანი... რა თქმა უნდა დედაჩემი უზომოდ მიყვარდა და არ შემეძლო რამდენიმე ჩხუბის გამო მისთვის ხაზი გადამესვა.
-კარგი... რესტორანი უკვე შერჩეულია. ყველაფერი მოვაგვარე და საღამოს ცხრა საათზე დაიწყება. მანამდე დრო გვაქვს მოვემზადოთ - მითხრა და შემდეგ ტელეფონი აიღო. ვიღაცამ დაურეკა კომპანიასთან დაკავშირებით. მალე მოაგვარა საქმეები და ისევ მე მომიბრუნდა. - ახლა შენ ჩაიცვი, მე გარეთ დაგელოდები - შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
-ვაუუ.. აი გარდაქმნაც ასეთი უნდა - გავიფიქრე გაკვირვებულმა და ტანზე ჩავიცვი - თეთრი ჯინსები, ღია ცისფერი ზედა და შავი კეტები. თმები ხელით გავისწორე როგორც შევძელი, ტელეფონი ავიღე და ოთახიდან გამოვედი. დერეფნის ბოლოში იდგა და მელოდებოდა. ნაბიჯს ავუჩქარე და მასთან მივედი.
-წავიდეთ?
-კი, ახლა მძღოლი მოვა - მითხრა საქმიანად და ტელეფონის ეკრანს დახედა. - აი მოვიდა... - თქვა კმაყოფილმა და გასასვლელისკენ წავიდა. მეც მას მივყევი. შავი BMW X6 პირდაპირ საავადმყოფოს კართან იყო გაჩერებული. დედაჩემი წინ დაჯდა, მე კიდევ უკანა სკამზე კომფორტულად მოვთავსდი და მანქანაც დაიძრა.
-რომელ მაღაზიაში გინდა? - მკითხა დედაჩემმა.
-ამმ... არ ვიცი.. არ ააქვს მნიშვნელობა.. - ვუპასუხე მხრების აჩეჩვით.
-კარგი - მითხრა და მძღოლს რაღაც გადაულაპარაკა.
რამდენიმე მაღაზიაში ვიყავით და, სიმართლე გითხრათ, მომეწონა კიდეც კაბები, თუმცა საბოლოო არჩევანის გაკეთება მაინც მიჭირდა. დედაჩემმა თავისთვის გრძელი, ტანზე მომდგარი კაბა იყიდა, რა თქმა უნდა - შავი. მე კიდევ საბოლოოდ ავირჩიე ცისფერი ძალიან ძალიან ლამაზი კაბა. იმდენად მომეწონა, რომ მინდოდა იქვე ჩამეცვა, თუმცა თავი შევიკავე. შენაძენებით კმაყოფილები სახლში დავბრუნდით. აქ დედაჩემს სტილისტები ყავდა მოწვეული. ორივეს მაკიაჟი და ვარცხნილობები გაგვიკეთეს და წავიდნენ. ეს სამზადისი საღამოს ექვსი საათისთვის მორჩა. ტანზე ჩემი ახალი კაბა მოვირგე და რესტორნისკენ გავემართეთ.

ღამის ზმანება (17 ნაწილი)


ყველაფერი ზღაპრულად იყო მოწყობილი. ეტყობა დედაჩემს სერიოზულად ჰქონდა გადაწყვეტილი სახელის დამკვიდრება. არა, ეს მართლაც რთულია. მეც ამიტომ მოვინდომე ასე ძალიან გამოპრანჭვა. აქ ხომ ყველა ფულით და გარეგნობით გაფასებს. ეს ყველაფერი ოჯახის ბიზნესისთვის თითქმის გადამწყვეტი იყო.
-მე პატარ-პატარა რაღაცეები მაქვს მოსაგვარებელი და შენ სტუმრებს დახვდი კარგი? - მითხრა დედაჩემმა.
-კი, არაა პრობლემა - ვუპასუხე მაშინვე და საათს დავხედე. ჯერ 8 საათი იყო. სავარაუდოდ ხალხი მოსვლას ნახევარ საათში დაიწყებდა. დემეს ნომერი ავკრიფე და მის პასუხს დაველოდე.
-რაო პრინცესა, მოგენატრე? - მკითხა პირდაპირ. ასეთ მოსალმებაზე ჩამეცინა და შემდეგ მეც ვუპასუხე.
-როგორ ხარ?
-რავი, ნორმალურად. შენ?
-მე კარგად ვარ. დღეს დილით საავადმყოფოდან გამომწერეს. დედაჩემი კიდევ წვეულებას აწყობს და ნახევარ საათში დაიწყება.
-აჰაა... რა წვეულებაა?
-მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ბიზნესს სათავეში დედაჩემი ჩაუდგა და ამიტომ საჭიროა ყველა პირადად გაიცნოს.
-დარწმუნებული ვარ ულამაზესი ხარ - მითხრა დამთბარი ხმით.
-ნეტა ახლა შენთან ვიყო - საწყლად ამოვიოხრე.
-გინდა მოვიდე?
-არა. დღეს არა - ვუპასუხე დაუყოვნებლად. - იცი, დედაჩემმა შენზე არ იცის. მამაჩემმა ხომ ვერ უთხრა. ამიტომ უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ დედაჩემი შეეგუება ამ ყველაფერს.
-ეგ კარგია, მაგრამ გიო? - მკითხა ეჭვით.
-ვაიმე, გიო! - თავში ხელი შემოვირტყი - ეგ აღარც მახსოვდა! აუ, შეიძლება დღეს აქ იყოს.. - ჩავილაპარაკე დანანებით.
-იცოდე, რამე ზედმეტი თუ მოუვიდა, ოდნავაც კი მითხარი - თქვა დაძაბულმა.
-არ ინერვიულო, არაფერი არ მოხდება
-იმედია... როგორც კი მოახერხებ დამირეკე კაი? შუაღამეც რომ იყოს მაინც
-კარგი... ახლა უნდა წავიდე, დროებით - ვუთხარი, როდესაც მომავალი სტუმრები დავინახე.
-კაი, მიყვარხარ და აბა შენ იცი, ჭკვიანად
-მეც მიყვარხარ, დროებით.. - ტელეფონი გავთიშე და სახეზე ღიმილი ავიკარი.
ცხრა საათამდე სტუმრები მოსვლას არ წყვეტდნენ... 15 წლიდან დაწყებული 70 წლით დამთავრებული ყველა ასაკის სტუმარი გვყავდა. სულ იმას ვფიქრობდი ამდენი რაამბავია-თქო. რამდენიმე ბიჭიც მოვიდა და აშკარად შევატყვე, რომ თვალები დამადგეს, მაგრამ ის ვიღაც გიო არცერთი მათგანი არ იყო.
-მგონი ყველა მოვიდა - დედაჩემთან მივედი და ყურში ჩავჩურჩულე.
-არა, ერთი დარჩა - მითხრა დარწმუნებულმა.
-ვინ?
-არ გაბრაზდე ოღონდ, კარგი? - მითხრა დედაჩემმა ფრთხილი ტონით.
-კარგი.. - მობეზრებულად ამოვიოხრე.
-გიორგია მოსასვლელი თავის ოჯახთან ერთად.
-ის გიორგი ხო?
-ხო - მიპასუხა ხმადაბლა.
-იმედია ისევ იმ აზრზე არ დგახარ - ეჭვისთვალით დავაკვირდი და ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე.
-კი მაგრამ... იცი რამდენი ხანია ეგ ბიჭი შენთვის გვყავდა მე და მამაშენს შერჩეული? არაჩვეულებრივი ბიჭია, აი ნახავ ძალიან მოგეწონება - „დამაიმედა“ თავისი ჭკუით.
-და თუ არ მომეწონება? - ვიკითხე სავარაუდო მომავლის დაზუსტების მიზნით.
-მოგეწონება - მომიჭრა მოკლედ და ღიმილით გაემართა სტუმრების შესახვედრად. საშუალო ასაკის ცოლ-ქმარს უკან ერთი ბიჭი მოყვებოდა. მგონი ეს იყო გიორგი. უნდა ვაღიარო, გარეგნობა საკმაოდ კარგი ჰქონდა.. მაღალი, დაკუნთული, ქერა ბიჭი იყო... დამინახა თუ არა გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა.

ღამის ზმანება (17 ნაწილი)


-გამარჯობა
-გამარჯობა - ვუპასუხე ზრდილობიანად.
-ძალიან ლამაზი ხარ - მითხრა პირდაპირ.
-მადლობა - მორიდებისგან თავი ჩავხარე, შემდეგ კი მზერა ავარიდე. არ ვიცოდი მასთან რაზე უნდა მელაპარაკა ან რა უნდა გამეკეთებინა.
-მადლობა საჭირო არაა... ალბათ იცი ხომ ვინც ვარ?
-კი... - ვუპასუხე მოკლედ.
-წინააღმდეგი ხომ არ ხარ უკეთ გაგიცნო?
-გააჩნია რამდენად უკეთ - ვუპასუხე და წარბი ავზიდე.
-ოჰოო.. ეს უკვე საინტერესოა - ჩაიცინა და მზერა ისევ გამისწორა. - აქამდე მხოლოდ სურათებში მყავხარ ნანახი. სიმართლე გითხრა, რეალობაში ბევრად უფრო ლამაზი ხარ...
-ამდენი კომპლიმენტი საჭირო არაა - ვუთხარი და გავიცინე.
-როცა ლამაზ გოგოს ვხედავ თავს ვერ ვიკავებ კომპლიმენტებისგან. იმედია არ გაღიზიანებს..
-ცოტა უხერხულ სიტუაციაში მაგდებს - ვუპასუხე გულწრფელად.
-მაგას მიეჩვევი - გაიცინა და ხელი წელზე შემიცურა. ეს რაღაც ძალიან უცხო იყო ჩემთვის, ამიტომ მაშინვე უკან გავხტი.
-რას შვები? - ვკითხე შეწუხებულმა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ადამიანი ჩანდა, მისი შეხება სასტიკად არ მესიამოვნა.
-არაფერს, წამოდი დავსხდეთ - მითხრა და ახლა ხელი გამომიწოდა. ხელკავი გამოვდე და ისე დავიძარით უზარმაზარი მაგიდისკენ.
მე ჩემს ადგილზე დავჯექი, თვითონ კი ჩემს მოპირდაპირე მხარეს. მთელი საღამო მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა. არ ვიცი, ამდენს როგორ ვახერხებდი, მაგრამ მის მზერას არ ვიმჩნევდი. შემდეგ საცეკვაოდ გავედით. დედაჩემს რომ არ დაეძალებინა არ ვეცეკვებოდი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვა. გიოს მჭიდროდ ვყავდი თავის მკლავებში მოქცეული, ისე თითქოს სადმე გავიქცეოდი და ეს სულს მიხუთავდა. მოვრჩით თუ არა ცეკვას, დედაჩემს გამოვუცხადე, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და მძღოლმა სახლში მომიყვანა. ისე წამოვედი გიოს წესიერად არც დავმშვიდობებივარ, თუმცა ახლა ეს არ მანაღვლებდა. დრო მჭირდებოდა იმისთვის, რომ დავფიქრებულიყავი და ამეწონ-დამეწონა ყველაფერი, რაც ხდებოდა...
უნდა მომეფიქრებინა როგორ მოვქცეულიყავი, როგორ გამეცნო დემე დედაჩემისთვის და როგორ მომეშორებინა გიორგი თავიდან. ეს საკმაოდ რთული იქნებოდა და დარწმუნებული ვარ ამის გამო რამდენიმე „კონცერტის“ გადახდაც მომიწევდა, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. დემეს უბრალოდ ვერ დავთმობდი. მორჩა და გათავდა... სახლში მივედი თუ არა, პირველ რიგში ტანზე გამოვიცვალე და აბაზანაში ვინებივრე. იქიდან დასვენებული და მოდუნებული გამოვედი და პირდაპირ ჩემს ოთახს მივაშურე. დედაჩემს გაფრთხილებული ვყავდი, რომ სახლში გამთენიისას მოვიდოდა, რადგან წვეულება დიდხანს გაიწელებოდა. ტელეფონი ავიღე და საათს დავხედე - ღამის 1 საათი იყო. ალბათ დემეს ეძინებოდა, თუმცა ახლა რომ არ დამერეკა მერე გამიბრაზდებოდა. ხმაზე ისედაც შევატყვე, რომ ეჭვიანობდა. პასუხმა ცოტა დააყოვნა, თუმცა საბოლოოდ მაინც გავიგე დემეს ხმა.
-ალო..
-გაგაღვიძე? - ვკითხე, როდესაც მისი ნამძინარევი ხმა გაიგო.
-ჩამძინებია მარა არაუშავს... ასე მალე მორჩა?
-არა, მე წამოვედი ადრე. იქ გაჩერება აღარ მინდოდა
-როგორ ჩაიარა წვეულებამ?
-კარგად. ისე, როგორც დაგეგმილი იყო
-კაია... ვიღაც გიოც იყო? - მკითხა ცოტაოდენი პაუზის შემდეგ.
-აჰაამ.. - ვუპასუხე ხმადაბლა.
-რაო მერე გიომ - დამცინავად ჩაილაპარაკა მისი სახელი და ჩემს პასუხს დაელოდა.
-რავი... ისეთი არაფერი...
-იცოდე, რამე ზედმეტში თუ გადაუვა..
-ვიცი, ვიცი.. - გავაწყვეტინე მაშინვე - არ ინერვიულო... ზედმეტის უფლებას არ მივცემ - შევეცადე დამემშვიდებინა.
-ეს რამდენიმე საათი საშინელება იყო - ამოიოხრა დაღლილმა.
-რატომ?!
-ათასნაირად წარმოვიდგინე რა შეიძლებოდა გაებედა იმ განებივრებულ ბიჭს
-კარგი რაა.. - ვუთხარი და გამეღიმა. თურმე რამდენად ეჭვიანობდა.
-ნიტა არაა ეგრე ადვილი. რომ მეუბნები კარგი რაო, იცი რას ვგრძნობ? - მითხრა ცოტა გაღიზიანებულმა - ისედაც სულ შენთან ყოფნა მინდა და შენზე ვფიქრობ. და ახლა როცა წარმოვიდგინე, რომ სხვასთან იყავი... - სათქმელი აღარ დაასრულა. ღრმად ამოიოხრა და გაჩუმდა.
-ხომ იცი რომ მიყვარხარ - ვუთხარი თბილად.
-ვიცი.. - მიპასუხა მომლბალი ხმით. მგონი იმწამს გაღიმებული იყო.
-ისიც ხომ იცი რომ სხვა სულ არ მაინტერესებს
-ეგეც ვიცი..
-ხოდა აბა დამშვიდდი, სანერვიულო არაფერია - ვუპასუხე მხიარულად.
-ჯერ პატარა ხარ და ვერ ხვდები ხალხი რაზეა წამსვლელი მიზნის მისაღწევად. შენ კი გენდობი, მაგრამ იმას არ ვენდობი - მითხრა სერიოზულად.
-არ ჩანს ცუდი ადამიანი... - ვუთხარი და ჩემთვის მხრები ავიჩეჩე.
-იმედია...
-კარგი, ახლა უნდა დავიძინო, დროებით
-ხვალამდე პრინცესა, მიყვარხარ..
-მეც - ვუპასუხე და ტელეფონი გავთიშე. შემდეგ ტანზე საღამურები ჩავიცვი და საბანში შევძვერი.


........
ველი შეფასებაას!
მიყვარხართ ყველა ძალიან ძალიან და აბა გამახარეთ!
შევეცდები შემდეგიც მალე დავდო...
ღამის ზმანება (17 ნაწილი)



№1  offline მოდერი წითური გოგონა

ძალიან ცუდი გემოვნება გქონია!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline მოდერი ანკა

წითური გოგონა
ძალიან ცუდი გემოვნება გქონია!

გემოვნებაზე არ დაობენ საყვარელო fellow ასე რომ მაგაში ვერ დაგეთანხმები

 


№3  offline მოდერი წითური გოგონა

ანკა
წითური გოგონა
ძალიან ცუდი გემოვნება გქონია!

გემოვნებაზე არ დაობენ საყვარელო fellow ასე რომ მაგაში ვერ დაგეთანხმები


სამაგიეროდ აზრის გამოხატვასაც არავის უშლიან 'საყვარელო'
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№4  offline მოდერი ანკა

წითური გოგონა
ანკა
წითური გოგონა
ძალიან ცუდი გემოვნება გქონია!

გემოვნებაზე არ დაობენ საყვარელო fellow ასე რომ მაგაში ვერ დაგეთანხმები


სამაგიეროდ აზრის გამოხატვასაც არავის უშლიან 'საყვარელო'

ეგ არც დამიშლია fellow

 


№5  offline მოდერი წითური გოგონა

ანკა ქეთი ვარ wink არ ვიცი გახსოვარ თუ არა, მაგრამ როგორც წინათ ახლაც ჩემი ეკლებით ვიკბინებოდი... უბრალოდ როგორც წინათ 'ვიკამათეთ' იმგვარი დიალოგით დავიწყე საუბარი :))

P.S გილოცავ 'ახალბედა სტატუსის' მოპოვებას... კიდევ ბევრი წარმატება მოგეპოვებინოს არა მარტო ამ საიტზე არამედ იქაც სადაც შენ გსურს winked fellow
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№6  offline მოდერი ანკა

წითური გოგონა
ანკა ქეთი ვარ wink არ ვიცი გახსოვარ თუ არა, მაგრამ როგორც წინათ ახლაც ჩემი ეკლებით ვიკბინებოდი... უბრალოდ როგორც წინათ 'ვიკამათეთ' იმგვარი დიალოგით დავიწყე საუბარი :))

P.S გილოცავ 'ახალბედა სტატუსის' მოპოვებას... კიდევ ბევრი წარმატება მოგეპოვებინოს არა მარტო ამ საიტზე არამედ იქაც სადაც შენ გსურს winked fellow

კი მახსოვხარ :)) დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვისს <3
დიალოგის დასაწყისის რა გითხრა, მაგრამ გაგრძელება მომეწონა wink love

 


№7  offline მოდერი წითური გოგონა

FB-ზე თავიდან დაგამატებ wink
უნდა 'გეჭორავო' ჩემებურად ^^ love
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№8  offline მოდერი ანკა

წითური გოგონა
FB-ზე თავიდან დაგამატებ wink
უნდა 'გეჭორავო' ჩემებურად ^^ love

კარგიი ^^ აბა გელოდები love

 


№9 სტუმარი ანნუ ანნა

მაგარია ყოჩაღ

 


№10  offline წევრი lamazmani

ძაან მომეწონა რამედნი ხანია კომენტარი არ დამიდია მარა სულ ვკითხულობდი love
ძაან მომეწონა დემე ძაან საყვარელია კარგი თავი იყო love
მაგარი გოგო ხარ უნიჭიერესი love
მიყვარხარ ძაან love love love

 


№11  offline მოდერი ანკა

ანნუ ანნა
მაგარია ყოჩაღ

დიდი მადლობაა love
lamazmani
ძაან მომეწონა რამედნი ხანია კომენტარი არ დამიდია მარა სულ ვკითხულობდი love
ძაან მომეწონა დემე ძაან საყვარელია კარგი თავი იყო love
მაგარი გოგო ხარ უნიჭიერესი love
მიყვარხარ ძაან love love love

დიდი მადლობა მეც ვგიჟდები შენზე ჩემო ტკბილო!! <3 love

 


№12 სტუმარი სოფიკო5

გააგრძელე და ნუ აგვიანებ ვეოდები შემდეგ თავს love

 


№13  offline მოდერი ^paradise^

ეიიი ჩემი გოოოგოოო love ძაან მაგარია და ველოდები უფრო მეტს.. ხომ იციიი ცოტა "ცეცხლი" აკლია,მარა აი სხვა დანარჩენში "იმენა" შეასრულე .. მიყვარხარ <3

 


№14  offline მოდერი sopiko

გემოვნებაზე მართლა ვერ შეგედავები მაგრამ ეს ნიტა გადარეული იყო მამამისზე და ახლა მამის სიკვდილის შემდწგ ცისფერი, გამომწვევი კაბა უნდა ჩაეცვა? თუ მისთვის მხოლოდ დემე არსებობს? რა ვიცი... რა ვიცი...

 


№15  offline მოდერი ანკა

სოფიკო5
გააგრძელე და ნუ აგვიანებ ვეოდები შემდეგ თავს love

შევეცდები აუცილებლაად <3 love
^paradise^
ეიიი ჩემი გოოოგოოო love ძაან მაგარია და ველოდები უფრო მეტს.. ხომ იციიი ცოტა "ცეცხლი" აკლია,მარა აი სხვა დანარჩენში "იმენა" შეასრულე .. მიყვარხარ <3

მეც მიყვარხაარ! "ცეცხლიც" იქნება მალე wink love
sopiko
გემოვნებაზე მართლა ვერ შეგედავები მაგრამ ეს ნიტა გადარეული იყო მამამისზე და ახლა მამის სიკვდილის შემდწგ ცისფერი, გამომწვევი კაბა უნდა ჩაეცვა? თუ მისთვის მხოლოდ დემე არსებობს? რა ვიცი... რა ვიცი...

აქ დემე არაფერ შუაშია... უბრალოდ ეს წვეულება მომავალია, მამამისი კი წარსული. ამიტომ წარსდგა ნიტა ასეთი კაბით ხალხის წინაშე :) შენიშვნა მისაღებია, თუმცა იმედია ჩემეულ ვერსიასაც მიიღებ love

 


გააგრძელე გელოდები love მალეე ))

 


№17  offline წევრი Bubus Page

აუუუ :/// მალე დადე რა გთხოოვვ შემდეგი თავი მოუთმენლად ველოდებიიი^_^ ცოტა დაუჩქარეეე გთხოოვვ:(( no მაგრადდამევასაა ://

წითური გოგონა
ძალიან ცუდი გემოვნება გქონია!

ცუდს რას ხედავ საყვარელო^_^ მაგალითია დღევანდელი თაობისთვის რაარის ცუდი ამაში არ გედავები მაგრამ მგონი არავის დასაწუნი არარის ეს ისტორია^_^ love fellow

 


№18  offline წევრი sayvareloooo

მალე დადე რაააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent