შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამკიდე ხელი (4)


16-11-2015, 18:43
ავტორი zak
ნანახია 1 847

-აუ ანი,გთხოვ რა რამოდენიმე წუთი დარჩი რა.დიანას შენი დანახვა ძალიან გაუხარდება.შენი უფროსი გაგიგებს...მუდარით მიმრთა გოგონას ლიკას მა ორი თითი ყელთან მიიტანა.არ შეუძლია ანის უყუროს ამ გოგონას ლამაზ,მეტყველ თვალებს და უარი უთხრას რამეზე.ნეტავ რას უშვება ეს მაიმუნი,პატარა გოგო მას.
-კარგი,ჩემო ლამაზთვალება,ოღონდ იცოდე მალე უნდა წავიდე თორემ უმუშევარი დავრჩები და შენი ბრალი იქნება...ღიმით დაუქნია თავი გახარებულ გოგონას და მის ბიბილოს ძლიერად მოსდო კბილები.ჩაპას საკმარი საჭმელი დაუყარეს და ყავის მირთმევის შემდეგ კიბეებზე დაეშვნენ.გამოფენა მართლც რომ სასწაული იყო.ოციოდე წუთი გაჩერდა ანი გამოფენაზე,მაგრამ შემდეგ ლიკას ანიშნა მეჩქარებაო და გასასვლელისკენ ორივენი ერთად წავიდნენ.
-კარგი ლიკუ,ჩემო ლამაზთვალება,მართლა უნდა წავიდე,ბოდიში რა.აჰა ეს ფული გამომართვი,სახლში პროდუქტები წაიღე.ტაქსით წადი,არავინ მოგიტაცოს,ჩემო ლამაზო,ახლა მოდი გაკოცო და წავედი...ტაქსისთან უკვე მისულიყვნენ ანი ლიკას ბაგეს მისწვდა და შემდეგ სწაფად ჩაჯდა ავტომობილში.ყურადღება არ მიუქცევია წინა ქუჩაზე მდგარი ბიჭებისათვის რომლებმაც მამისმკვლელი მზერით გამოხედეს წყვილს.ისევ შენობაში დაბრუნდა და დიანასთან ერთად შეუდგა ნახატების თვალიერებას.იქიდან რომ წამოვიდა უკვე ბინდდებოდა.საჭირო პროდუქტები სწრაფად შეიძინა,მაგრამ ტაქსის გაჩერება გადაიფიქრა.ფეხიდ დაუყვა სახლისაკენ მიმავალ გზას და თან ჩანთაში შემთხვევით აღმოჩენილი ყურსასმენებით სიმღერების მოსმენა დაიწყო.Lana Del Rey-born to die ჩართო და თავადაც აჰყვა.ჩიხში შეუხვია და უეცრად ვიღაცას შეეჯახა.ზემოთ აიხედა და მასში იმ მამაკაცთაგან ერთ-ერთი ამოიცნო,დილით რომ შენიშნა.უკან დახევა სცადა მაგრამ ახლა ზურგით აეკრო ვიღაცის სილუეტს.აქეთ-იქით მიმოიხედა და როდესაც საშველი ვერსად ნახა თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.
-ნახე,დავით პატარა გარყვნილი ლეს***ელი...ირონიულად წარმოსთქვა იმან ვისაც შეეჯახა და შემდეგ ამაზრზენად გაიცინა.
-ისე ლეს***ელები ყოველთვის მომწონდნენ,მათ შედარებით უფრო მადისაღმძვრელი მკერდი აქვთ,ისეთი თითქოს რომ გეხვეწება,მოდი მიხ***ეო...აუბა მხარი მეორემ და ლიკას მკლავებზე საკუთარი ტორი ჯერ ააცურა შემდეგ კი ჩამოაცურა.სხეულში უსიამოვნო შეგრძებებმა დაუარეს.ვერ აიტანა ანის გარდა სხვისი ხელი რომ შეეხო მის სხეულს და მამაკაცს ფეხებშორის ძლიერად ამოარტყა.გაქცევა დააპირა მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა ძლიერად ჩაარტყა ზურგში რაღაც ბლაგვი.ბოლოს გრძნობდა,როგორ ურტყამდნენ ფეხებს მის სხეულს და ერთადერთი რაც ესმოდა ლანას სიმღერის მელოდია იყო.ბოლოს საერთოდ დაკარგა აღქმა,მაგრამ ახსოვს ვიღაცამ ხელში როგორ აიყვანა და გულზე მიიხუტა.თვალები რომ გაახილა საავადმყოფოს პალატაში იწვა,თავთან ანა ედგა და ნაზად ეფერებოდა თმებზე თავისი ნატიფი თითები.საწოლის გვერდით გიგის ეძინა.თავი საყვარლად გადაეგდო სავარძლიდან და სახეზე დაღლილობა აჰღბეჭვდოდა.კარებთან დიანა და გვრიტები იდგნენ,მათაც ისეთივე გაშეშებული მზერა ჰქონდათ,როგორც ანის.ოდნავ წამოწია ხელი და ანის მეორე ხელს დაადო.სწრაფად გამოხედა ქალმა და თვალები ცრემლით აევსო როდესაც ლიკას შეხედა.
-ლიკა,ჩემო ლამაზთვალება,ჩემო პატარა...ცრემლნარევი სიცილით წამოიყვირა და გოგონას ძლიერად აკოცა ბაგეებზე...დიკო ექიმს დაუძახე გთხოვ...მიმართა კარებში მდგარ მომღიმარ გოგოს.გიგიმაც გაიღვიძა ანის ყვირილზე და ღიმილით გაემართა ლიკას საწოლისაკენ.
-გაიღვიზე ტოო...სიცილით წარმოსთქვა ეს სიტყვები და გოგონას შუბლზე აკოცა...ვაჰ,როგორ გვანერვიულე შენ ხო აზრზე არ ხარ...როდესაც ყველა მოისიყვარულა ექიმიც შემოვიდა,ბავშვები ოთახიდან გაუშვა და პაციენტის გასინჯვა დაიწყო.
-ექიმო როგორ არის ლიკა...ნერვიულად შეეკითხა ანი ექიმს.
-არ დაგიმლავათ და ძალიან ცუდად.შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა,ოდნავ გვიან რომ მოგეყვანათ მისი გადარჩენა წაროუდგენელი იქნებოდა.ხერხემალი მსუბუქად აქვს დაზიანებული,კიდევ რამოდენიმე დღე მისთვის სიარული არ შეიძლება.მსუბუქი ტვინის შერყევა და სილურჯეები.შეიძლება ეს ჩემი საქმე არ არის,მაგრამ ვინც მას ასე მოექცა ნამდვილად საკადრისად უნდა დაისაჭოს...მას შემდეგ რაც ექიმმა ყველას გააცნო გოგონას მდგომარეობა,ოდნავ შემცბარმა მოახსენა მათ თავისის აზრი.
-ვიცი ექიმო და დამიჯერეთ ის არაკაცები აუცილებლად დაისჯებიან სასამართლოს წინაშე.როგორც კი ლიკა ფეხზე ადგება სასამართლოში წავალთ და განცხადებას შევიტანთ...მტკიცედ გასცა ანიმ პასუხი მამაკაცს და თვალები ოდნავ დააჭირა ერთმანეთს...ახლა შეიძლება მასთან შევიდეთ?
-ახლა დასვენება სჭირდება,სავარაუდოთ ხვალ უკვე მიიღებს მნახველებს.
-გმადლობთ ბატონი...ოდნავ შეყოყმანდა ანი,როცა მიხვდა რომ კაცის სახელიც კი არ იცოდა.
-მერაბი,მერაბი მქვია...სხრატათ მიუგო შესაშური გარეგნობის მამაკაცმა და ღიმილით გასცილდა ახალგაზრდებს.
-მერაბი ექიმის შემხედვარეს გადახრები დამეწყო...წარმოსთქვა გიგიმ აშკარად გამხიარულების მიზნით და მიზანსაც მიაღწია.მოუთმენლად ელოდნენ შემდეგ დღეს მაგრამ დაღლილობამ თავისი გასტანა და მათაც კინაღამ სკამზე ჩამოეძინათ.შემდეგ ანიმ ყველა გაუშვა,ხვალ მოდითო თავად კი მოსაცდელში ჩამოჯდა.ლიკას პალატასთან ექიმების რიცხვი იზრდებოდა.რასაც ანის ნერვიულობა ერთვოდა თან.სწრაფად მიირბინა მერაბთან,როგორც კი ხელთათმანების კეთებით იყო დაკავებული.
-ბატონო მერაბ,რამე ხდება?...შეეკითხა ნერვიულად კაცს.
-არ ვიცი მსგავსი რამ რანაირად მოხდა,ალბათ რამეზე ინერვიულა,მაგრამ ფაქტია რომ შინაგანი სისხლდენა კვლავ დაეწყო,არ მინდა ფუჭი იმედები მოგცეთ,გადარჩენის შანსები,თუ მის სუსტ სხეულს გავითვალისწინებთ,20-30%-ია...დანანებით წარმოსთქვა კაცმა.
-რამის გაკეთება თუ შეგვიძლია...ტირილის პირას მისულმა იკითხა ანიმ და იმედიანი მზერა შეავლო მამაკაცს.
-ამ ეტაპზე მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია...დანანებით წარმოსთქვა მერაბმა ბოლო სიტყვები და საოპერაციოში შევიდა.გარეთ კი განადგურებული ანი დატოვა.ილოცოს?! ილოცებს აბა რას იზამს...გაბრაზებულმა,სწრაფად გააბიჯა საავადმყოფოდან და ფეხით გაუყვა საავადმყოფოდან გამავალ ტროტუარს.პირველივე შემხვედრ ტაძარში შეაბიჯა და ღვთისმშობლის ხატს სწრაფად მიუახოვდა.
-ეს არის თქვენი სამართალი? ადრე უფალი ასეთი არ იყო,ის არ დაუშვებდა რომ ასეთი კეთილი ადამიანი როგორიც ლიკაა სიკვდილის სარეცელზე იწვეს.მერე რა რომ განსხვავებული ორიენტაცია მაქვს?,ბავშვობიდან ქრისტიანად აღმზარდეს,მე მართლა მწამს უფლის.ლიკასაც სწამს შენი.ნუ დაუშვებ რომ მას რამე დაემართოს,ის ამის ღირსი არ არის,ის ძალიან კარგია...ამოიტირა ქალმა და მუხლებზე დაემხო.ტიროდა ხმამაღლა,მთელი გულით,ბოლოს გული ამოუჯდა და სუფთა ჰაერზე გავიდა.ვეღარ სუნთქავდა,აღარ შეეძლო იმ ჰაერით სუნთქვა რომლითაც ახლა ის არაკაცები სუნთქავდნენ რომლებმაც ლიკა ასეთ სიტვაციაში ჩააგდეს.საავადმყოფოში უნდა დაბრუნდეს.ლიკას თუ რამე მოუვა აღარც თავად იცოცხლებს თავს მისი ლამაზთვალებას ღიმილის გარეშე სიცოცხლე არაფრად უღირს.ემოციებისაგან დაცლილი მილასლასდა საავადმყოფოში.როგორც შეიტყო ოპერაცია ჯერ ისევ მიმდინარეობდა.
მომდევნო რამოდენიმე საათი ანისთვი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.გაუნძრევლად,სახეგაყინული იჯდა ერთ ადგილას და თვალსაც არ ახამხამებდა.ის ფაქტი აშინებს რომ ოპერაცია ამდენ ხანს გაგრძელდა,თან გვერდითაც არავინ ჰყავს,მაინცდამაინც ახლა გაუშვა ყველა როცა გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდება.რა სიამოვნებით ჩამოადებდა ახლა ვინმეს მხარზე თავს და ერთი გულიანად იტირებდა.როგორც იქნა გამოჩნდა მერაბიც,დაცვარულ შუბლს ხელსახოცით იწმენდდა,როგორც კი ოთახიდან გამოვიდა ღრმად ამოისუნთქა და გარემო მოათვალიერა.როდესაც ქალი შენიშნა მისკენ გაემართა და ღიმილით მიმართა...

***************
მიუხედავათ იმისა რომ სავარაუდოთ არ მოგწონთ,მე მაიც ბოლომდე მივიყვან ამ ისტორიას.თუნდაც მხოლოდ ჩემთვის.



№1  offline წევრი LoNdA DM

ოჰ ოჰ ეს რა მოხდა, გიგი მომწონს ყველაზე მეტად , აი რა თემასთან დაკავშირებითაც წერ ეს ყველაზე განსხვავებულია აქ დაწერილ მოთხრობებს შორის, აუ და ეს გოგო რო გადარჩება ამათ შორის მესამე ადამიანი გამოაჩინე ბიჭი აუ და მე ძAან მომწონს გიგი და ეს მესამე იყოს გიგი გთხოვ, მაგრამ ეს ჩემი აზრებია მხოლოდ და სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent