შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამკიდე ხელი (5)


17-11-2015, 16:05
ავტორი zak
ნანახია 1 551

-პირდაპირ სასწაულია,მაგრამ გადარჩა,როგორ ჩანს ღმერთს ძალიან უყვარს,გილოცავთ...სიხარულისაგან გაუაზრებლად ჩაეკრა მერაბი ექიმს და მხიარულად გადაიკისკისა.გააკანკალა იმის გააზრებაზე რომ კვლავ შეძლებს მისი მხიარული სიცილის მოსმენას,მის ჩახუტებას,მისი გულუბრყვილო მზერის დაჭერას.
-მის ნახვას როდის შევძლებ ექიმო?...მაშინვე შეეკითხა კაცს,როგორც კი ეიფორიიდან ოდნავ გამოერკვა.
-ალბათ,ორ სამ დღეში...ღიმილით მიუგო კაცმა...ახლა კი უკაცრავად,მაგრამ უნდა დაგტოვოთ.ღიმილით დაუქნია თავი ექიმს და ხელებაკანკალებული მიესვენა სკამზე.ბედნიერებისაგან თვალები მინაბა და სახე სულელურმა ღიმილმა გაუპო.მალე ლიკას,მის ლამაზთვალებას ნახავს და გოგონას სურნელოვან თმებში ახლართავს ხელებს.ამის წარმოდგენაზეც კი აკანკალებს ანის.ახლა კი ნამდვილად იცის რომ იმ არაკაცების წინააღმდეგ აუცილებლად შეიტანენ სარჩელს.ის ვინც მის პატარას რაიმე ზიანი მიაყენა სასჯელს იმსახურებს.მაგრამ იცის,სანამ სასამართლო მათ საკადრის სასჯელს დააკისრებს ერთი გვარიანად გამოლანძღავს თითოეულ მათგანს.დილამდე ასე იჯდა.მთლიანად მოსწყდომოდა სამყაროს და მხოლოდ მომავალი ორი,სამი დღის გასვლას ელოდა.ახლა გაახსენდა ჩაპა,ახლავე დაურეკავს დიკოს,იქნებ მოახერხოს და ცუგოს შეურბინოს და აჭამოს რამე,თორემ უკვე კარგა ხანია ძაღლი უპატრონოდ დატოვა.გიგიმ კი ინახულა რამოდენიმეჯერ მაგრამ,მაინც.იცის რამდეს ნიშნავს ჩაპა ლიკასათვის.პალატას ოდნავ გასცდა და მობილური ამოაცურა ჯიბიდან.სწრაფად აკრიფა მეგობრის ნომერი და მოუთმენლად დაელოდა მეგობრის პასუხს.
-ხო ანი,ლიკა ხომ კარგადაა...შეეკითხა დიანა აღელვებული ტონით და ანის პასუხის მოლოდინში გაისუსა
-კი ლიკა კარგად არის,მადლობა ღმერთს.დიკო რაღაც მინდა გთხოვო.შეგიძლია დღეს ჩემთან ახვიდე და ჩაპას მიხედო?...ჰკითხა ქალს.
-კი რა თქმა უნდა ანი.მერე შემოგივლით...იგრძნო ანიმ რომ გოგონა იღიმოდა.
-აი უღრმესი მადლობა.გკოცნი და საღამოს გელოდები...გახარებულმა მიუგო მეგობარს და მობილური გათიშა.უკან დაბრუნებულმა ლიკას ოთახის წინ ვიღაც მამაკაცი შენიშნა და ოდნავ გაკვირვებული გაემართა მისკენ.გონებაში იმ აზრმა გაუელვა,რომ შესაძლოა ეს იმ აეაკაცთაგან ერთ-ერთი ყოფილიყო და ნაბიჯს აუჩქარა.
-ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ?...ინტერესით დაუსვა კითხვა კაცს და მის პასუხს დაელოდა.
-მე ზურა ვარ,რამოდენიმე დღის წინ აქ გოგონა მოვიყვანე,შემთხვევით ჩიხში ვიპოვე...გაკვირვებულმა მიუგო ანის.აშკარად გააკვირვა მიხვდა რომ ქალში დადებითი ემოციები ვერ გაღვიძა.
-შენ,შენ მოიყვანე ის აქ?...ქალს გრძნობები მოეძალა და ძლიერად ჩაეხუტა ჯერ კიდევ გაოცებულ ბიჭს...ღმერთო,თქვენი საოცრად მადლობელი ვარ,არც კი იცით ჩემთვის რამდენად ღირებული ადამიანი გადაარჩინეთ.ცხოვრების ბოლომდე ვერ გადაგიხდით ვალს...თან ტიროდა და თან მთელი გრძნობით ეკვროდა კაცს.
-კარგით,დამშვიდდით...მსუბუქად შემოჰხვია ხელები ქალს და როგორც კი მიხვდა რომ ქალმა ტირილი შეწყვიტა,მსუბუქად,ნელი მოძრაობით გასწია უკან...მისი მდგომარეობის გასაგებად მოვედი.უკაცრავად აქამდე რომ მოვახერხე მოსვლა,მართლა არ მეცალა...
-არა რას ამბობთ,ისედაც იმდენი რამ გააკეთეთ ჩვენთვის.ახლახანს გაუკეთეს მეორე ოპერაცია.მადლობა ღმერთს რომ გადარჩა.კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა...სწრაფად მიმართა კაცს და ხელები ერთმანეთს მიაწება.
-მადლობის თქმა აუცილებელი არ არის,ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა.მთავარია რომ ახლა კარგად არის...იმედიანად გაუღიმა ზურამ ანის.მისმა ღიმილმა თავისდაუნებურად დაამშვიდა ანი.კიდევ უფრო დარწმუნდა იმაში რომ მალე ლიკას სასიამოვნოდ ლაღ ღიმილს დაინახავდა და ბედნიერების ტალღამ ერთიანად მოიცვა.მაგრამ გულის კუნჭულში მაინც გრძნობდა სიძულვილისა და შურისძიების სურვილით გამოწვეულ თრთოლვას და ერთი სურვილი ჰქონდა,როდის შეხვდებოდა იმ არაკაცებს პირისპირ,რათა ერთი გულიანად გამოელანძღ თითოეული მათგანი.
-თუ დარჩენას აპირებთ აქ ჩამობრძანდით,ფეხზე ნუ დგახართ...მიმართა ანიმ კაცს და პალატის წინ ჩამწკრივებულ სკამებზე მიუთითა.მამაკაციც სიტყვის უთქმელად გაემართა სკამებისაკენ და ახლა ღიმილით მომავალ ანის დაუწყო დაკვირვება.
-ქალბატონო...რაღაცის თქმა უნდოდა ქალისათვის,მაგრამ მისი სახელის არ ცოდნამ შეაჩერა.
-ანი,უკაცრავად რომ აქამდე არ გაგეცანით,ანი მქვია,სასიამოვნოა თქვენი გაცნობა...ისე იყო აღტკინებული ლიკას ამბებით,რომ სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა,მაგრამ მის ხმაში მაინც შეინიშნებოდა ნერვიულობა.
დიახ ქალბატონო ანი,აქ რომ მოვდიოდი,ახლო მახლოს ყავის აპარატი შევნიშნე,თუ ჯერ არ დაგილევიათ დიდი სიამოვნებით დაგპატიჟებდით ყავაზე...სასიამოვნო,ხავერდოვანი ხმით მიმართა ქალს და პასუხის მოლოდინში სახეზე დააჩერდა.
-არა ჯერ არ დამილევია,დიდი სიამოვნებით გეახლებით...ღიმილითვე უპასუხა ქალმა და სწრაფად წამომდგარ და ყავის აპარატისკენ მიმავალ მამაკაცს თვალი გააყოლა.ბატონი ზურა მართლაც რომ მომხიბვლელი,სიმპატიური,არა სასწაულად სიმპატიური იყო.სპორტული სტილის ტანისამოსი საოცრად უხდებოდა მის ასევე სპორტულ აღნაგობას და ნებისმიერ გოგონას ჭკუას დააკარგვინებდა თავისი ლურჯი თვალებით,მაგრამ არა ანის.მისი გული მთლიანად პატარა გოგონს მოეცვა,რომელიც ჯერ კიდევ გუშინ სიკვდილს ებრძვოდა.მალევე დაბრუნდა მამაკაცი,ხელში ორი,ოხშივარდავარდნილი ჭიქა ეჭირა და ღიმილით მოიწევდა ქალისაკენ.მის მზერაში იგრძნობოდა გოგონას მიმართ დაუფარავი ვნება,რაც ანიმაც შეამჩნია და ამ ფაქტით დიადად აღფრთოვანებული არც დარჩენილა.
-ინებეთ...ღიმილით გაუწოდა ფინჯანი ქალს და გვერდით მიუჯდა მას.
-გმადლობთ...მას შემდეგ რაც პირველი ყლუპი მოსვა,მსუბუქად ამოისუნთქა და ზრდილობიანად მიმართა მას.კარგა ხანს დარჩა ზურა საავადმყოფოში და ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა ქალის ყურადღების მიპყრობას.რამოდენიმეჯერ შეეცადა ანი მისი ორიენტაციის შესახებ ეთქვა კაცისთვის,მაგრამ ამის მიზეზი ჯერ ასე ღიად არ მიუცია კაცს.საღამო პირს დიკო,გვრიტები და გიგი მოვიდნენ.მათი მოსვლა და ზურას წასვლა ერთი იყო.ზრდილობიანად დაემშვიდობა ყველას და სკამიდან სწრაფად წამოიმართა.
-ანი ვინ იყო ეს სიმპატიური ახალგაზრდა...ღიმილით დაეკითხა დიანა ანის,როგორც კი ზურა თვალთახედვის არიდან გაქრა.
-ეს ის ბიჭია ვინც ლიკა საავადმყოფოში მოიყვანა,მის მოსანახულებლად მოვიდა.ხო მართლა ჩაპუნები როგორ არის?...შეეკითხა ღიმილით დიანას,რომელმაც ვნებიანი მზერა გააყოლა ზურას და მხოლოდ მას შემდეგ გამოჰხედა ქალს,რაც მამაკაცს თვალი ვეღარ მოჰკრა.
-რა უჭირს,იცი რამდენი ჭამა?მე თუ არ შემჭამდა არ მეგონა...ასევე ღიმილით მიუგო დიკომაც...ისე როგორი საყვარელი ეგ მაიმუნი.აშკარად ჯიშიანია,დიდი ცუგო გაიზრდება.შენ ის გვითხარი ლიკა როგორ არის...მიუგო ბოლოს ანის და აშკარად ყველა იქ მყოფის ასურველი კითხვა დასვა.
-ხო როგორ არის,ექიმმა გვითხრა სანამ აქ მოვიდოდით რომ გუშინ ოპერცია გაუკეთებიათ...ინტერესიანი მზერა მიაგება ნეკამ ქალს და პასუხის მოლოდინში ქმრის მკერდს აეკრა.
-ახლა კარგად არის,ხვალ ან ზეგ მის ნახვასაც შევძლებთ...გახარებულმა მიუგო მეგობრებს და სიამოვნებისაგან თვალები მინაბა.როცა ლიკა და მისი ყავისფერი,მეტყველი,და მგრძნობიარე თვალები დაუდგა თვალწინ კიდევ უფრო გაებადრა სახე და ბედნერმა გასხივოსნებული თვალებით შეხედა ლიკას პალატის კარებს.ახლა უფრო გაუსაძლისი იყო ლოდინი ვიდრე აქამდე.ზურა მომდევნო დღესაც მოვიდა და ისევ იმ ლამაზითვალების ჟუჟუნი დაუწყო ანის.ბავშვებიც მოვიდნენ და მოუთმენლად ელოდნენ იმ მომენტს,როცა ლიკას ნახვას შეძლებდნენ.დიანას თან ფოტოაპარატი მოეტანა.მეგობრების ინტერესიანი მზერა რომ შეამჩნია სხარტათ გასცა პასუხი.
-რა იყოთ.ასეთ კადრებს კიდევ სად ნახავთ ერთი მითხარი.მე მხატვარი ვარ,მაგრამ სულით ფოტოგრაფი.ასეთი კადრების გამაზვას,როცა ლიკა და ანი ერთმანეთს ნახავენ,ნაღდათ არ ვაპირებ...სრულიად სერიოზულად ჩამოარაკრაკა პასუხი და ფოტოაპარატი უკეთესად დაიჭირა.
-მერე მეც გადმომიგზავნე რაა...თხოვნით მიმართა ნეკამ ქალს და წყრომით გადახედა მოკისკისე გიგის და ანის.დიდი ხნით ლოდინი დასჭირდათ,მაგრამ როგორც იქნა მოიპოვეს იმის უფლება რომ პალატაში შესულიყვნენ და ანიც მოუთმენლად გაემართა კარისაკენ.სახელური ჩამოსწია და ფრთხილად შეაღო ოთახის კარი.საწოლზე მშიდად ეძინა ლიკას,რომელსაც სახეზე დაღლილობა აღბეჭდვოდა.ასევე ფრთხილად წავიდა მისი საწოლისაკენ ანი და აცრემლებულმა,აკანკალებული ხელი ჩამოუსვა გოგონას ფაფუკ თმებს.კარგა ხანს ეფერებოდა ატირებული ქალი ლიკას,როდესაც უეცრად გოგონამაც გაახილა თვალი.ღიმილმა გაუპო მასაც სახე,ოღონდ მის სახეზე ტკივილიც შეინიშნებოდა.
-ანი...ოდნავ გაჭირვებით წარმოსთქვა ქალის სახელი და მის ხელს ფრთხილად ჩასჭიდა თავისი.
-ჩემო ლამაზთვალება,ჩემო სიცოცხლე...ტირილს კიდევ უფრო უმატა ანიმ და ლიკას ჩაჭიდებულ ხელს კიდევ უფრო ძლიერად ჩასჭიდა თავისი ხელი.ფრთხილად დაიხარა მისკენ და მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე.გოგონაც აჰყა მონატრებულ ალერსში ანის და მეორე ხელი ქალის სახეზე ფრთხილად აასრიალა.გაყინული ტუჩები შეაგება ლიკამ ანის თბილ ტუჩებს და მთელს სხეულში ჩაღვრილი სითბოთი გააცნობიერა რომ მისი ტრფობის ობიექტს კოცნიდა.თავდავიწყებით ეალერსებოდნენ ერთმანეთს და ყურადღებას არ აქცევდნენ მათ ირგვლივ თავმოყრილ ბავშვებს და ერთი ორ მედდას,რომლებიც ამ სცენის შემხედვარე რთულად იკავებდნენ ცრემლებს.გოგონებმა კი მხოლოდ მაშინ მოახერხეს ბაგეების მოშორება ერთმანეთისათვის როცა ლიკას ჭრილობამ თავი შეახსენათ.ფრთხილად მოშორდნენ ერთმანეთის ბაგეებს.ატირებულმა ანიმ ლიკას მკერდზე მოხერხებულად მოათავსა თავი და მალე მთელი მისი ორგანიზმი გოგონას სურნელმა მოიცვა.ხელი უფრო ძლიერად ჩასჭიდა და ლიკას სურნელით ტკბობა დაიწყო.



№1  offline წევრი გაიღიმე

ერთი სიტყვის თქმა შემიძლია მარტო ამ ისტორიაზე, საზიზღრობაა !!

 


№2 სტუმარი solti

ძალიან კარგია !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent