შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭი (თავი 4 )


23-11-2015, 11:12
ავტორი კიმ ანა
ნანახია 2 252

თავი 4
ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა,მაგრამ თავი გვერძე გავწიე უარის ნიშნად.არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე,მაგრამ ახლა ასე მერჩივნა.ლეის არც დაუძალებია.ხელი მაგრად მომიჭირა და მხარზე თავი დავადე.ორივეს ჩახუტებულებს მინდორზე ჩაგვეძინა.შუაღამისას კი ოდნავ სიცივემ გამაღვიძა,ლეიმ კი თავისი მკვრივი ხელები მჭიდროდ შემომხვია და მეც მჭიდროდ ავეკარი გულზე.ჯერ აქამდე არ შემიმჩნევია,რომ მას ასეთი სურნელი ასდიოდა.ვერ ვძღებოდი მისი შეგრძნებით.მთელი ღამე იქ გავატარეთ.დილით 9 საათისკენ კი დედამ დამირეკა.
- გისმენ დედა.
- ლენა დღეს მამას წერენ სავადმყოფოდან.მოასწრებ ჩამოსვლას?
- კი რათქმაუნდა.დედა ამ დილით ძალიან გამახარე.
- კარგი,მაშინ გელოდები.
როცა დედას ველაპარაკებოდი ლეისთან ზურგით ვიჯექი.შევბრუნდი რომ მისთვის მეთქვა,მაგრამ მას გაღვიძებოდა და როდესაც მივტრიალდი,ის წამოწეული იყო და მასთან სახით ახლოს ავღმოვჩნდი.მოულოდნელად ნერწყვი გადამცდა.ძვლივს ამომხდა სიტყვები,რომ სასწრაფოდ ქალაქში უნდა წავსულიყავი.
- ასე ადრე რატომ მიდიხარ?ყველაფერი რიგზე?
- კი........ უბრალოდ მამას დღეს სავადმყოფოდან წერენ.იქ უნდა ვიყო.
ამ ლაპარაკში ლეი კიდევ მოიწევდა ნელა-ნელა ჩემკენ.ამ მჯერად უარის თქმა არ მინდოდა.ვინ იცის ასე როდის შევხვდებოდით კიდევ ერთმანეთს.თვალები დავხუჭე და ნაზი შეხება ვიგრძენი ტუჩებზე.ტანში საშინლად გამაჟრიალა.მას საპასუხოდ მეც ვაკოცე,შეწყვეტა არ მინდოდა,ქვედა ტუჩზე ვუკმინე,ტუჩი გამილოკა და ეს უცბად შეყდა.თმა ყურზე გადამიწია,ყელში ნაზად მაკოცა.ამან კი მთლიანად ეკლები დამაყარა.
- ქალაქში მე წაგიყვან.
თავი დავუქნიე და მას წავყევი.
- დიო,დიო,დიო,დიო ..... გაიღვიძე.!
- რა?რა? რა ხდება?
- მე ვარ სულელო.
- ჯანდაბია მია გული გამიხეთქე.
- ამ დილით ლეი და ლენა არ გინახავს არსად?
- კი როგორ არა,წეღან ჩაი დავლიეთ.
- მართლა?
- რა მართლა.ვერ ხედავ ეხლა შენ გამაღვიძე.
- კარგი,კარგი.მე მოვძებნი.
ლეიმ მანქანა ისე სწრაფად ატარა,რომ სამ საათზე ნაკლებ დროში ჩავედით.გზაში არაფერი გვითქვამს.
- მადლობ რომ მომიყვანე.
- მომწერე როგორ ჩაივლის ყველაფერი.
- კარგი.
- შუბლზე რბილად მაკოცა და წავიდა.მე მამას პალატაში სწრაფად ავედი.უკვე მზად იყვნენ და მე მელოდებოდნენ.
- მამიკო უკვე კარგად ხარ.როგორ მომენატრე.
- ჩიტივით ვარ.ვერც წარმოიდგენთ ისე მომენატრა სახლი,თქვენთან ერთად ყოფნა და სამსახური.
- საყვარელო ცოტახნით სამსახურზე მაინც არ იფიქრო.
- ძვირფასო ამაზე კამათი არ ღირს,რაც მალე მორჩება ყველაფერი მით უკეთესი.
- ჰო მაგრამ ჯერ კიდევ სუსტად ხარ.
- მე?რამე მეტყობა?აი ნახე როგორ ვტრიალებ.ღმერთმა ასეთი ძლიერი ქმარი გაჩუქა.ნუთუ არ გიხარია?
- ძლიერი მაგრამ უტვინო.
- კარგი მოდი მალე წავიდეთ სახლში.მამა მოდი ხელს მოგკიდებ.
სავადმყოფოდან რომ გამოვედით გარეთ მაქსიმი დაგვხვდა,სახლში მას უნდა წავეყვანეთ.
- ბატონო რეი,ნამდვილად უკეთესად გამოიყურებით.შედარება არ არის.
- მაქსიმ,შენ სულ ჩემს გვერდით ხარ.იცოდე გაფასებ.ახლა სახლში წავიდეთ,ჩემს ოჯახთან მინდა დღევანდელი დღე გავატარო.
გზაში მამას გვერდით ვიჯექი და სახლამდე მას არ მოვშორებივარ.ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა,თითქოს არც არაფერი მომხდარა.მთელი საღამო ერთად ვიყავით სამივე.ვივახშმეთ,ვისაუბრეთ.მამამ ჩემი სკოლის ამბებიც იკითხა და კმაყოფილი დარჩა.
საუბრით დაღლილები შუაღამისას დავიშალეთ.12 საათი სულდებოდა.მინდოდა ლეისთვის მიმეწერა,მაგრამ ტელეფონი რომ გავხსენი მისი შეტყობინება დამხვდა.
- ''როგორ ხარ?მამა ხომ კარგადაა?''
- ''კი.ისე გამოიყურება თითქოს არც არაფერი მოსვლია.შენ რას აკეთებდი მთელი დღე?''
- ''მთელი დღეა შენზე ვფიქრობ.''
გამეღიმა.მომინდა ამ მომენტში მასთან ვყოფილიყავი.
- ''მეც''
- ''ახლა ძმაკაცები მეძახიან.ხვალ შეგეხმიანები.''
- ''კარგი ძილინებისა.''
-დილით ადრე ავდექი.სკოლაში წასასვლელად მოვემზადე.სამზარეულოში ჩავეი წყლის დასალევად და უცბად მამაც შემოვიდა ფორმით.
- მამა შენ რა სამსახურში მიდიხარ?
- კი,რა იყო?
- ერთი დღე მაინც დაგესვენა?დედამ რა თქვა?
- მეჩხუბა ამ დილით.მაგრამ ჩემი სექსუალურობით დავამშვიდე.
- მამა კარგი რა. - გულიანად გამეცინა - რაღადროს შენი ეგეთებია.
- რა იყო.მამაშენი ასე დაბერდა?
- არა რას ამბობ.შენ მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მყავხარ.მე სხვა მხრივ ვოგულისხმე.
- შენ რაზე ფიქრობ ერთო?წამოდი დილით მე მიგიყვან სკოლაში.
სკოლაში რომ მივედი ორი გაკვეთილი მია ხმას არ მცემდა.ეწყინა გაუფრთხილებლად რომ წავედი,თანაც ლეისთად ერთად.
- მია კარგი რა.მაპატიე.თან ვიცი ინტერესი გკლავს რა მოხდა.
სიცილს ვერ იკავებდა,დანებებაც არ უნდოდა,მაგრამ ბოლოს მაინც ვეღად გაძლო,შემომიბრუნდა და კითხვები მომაყარა.
- დილით ადრე რატომ გახვედით?ღამით რა მოხდა?კიდევ როდის ნახავ?ბოლოსდაბოლოს რამე უთხარით ერთმანეთს?
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ემოციებს ცეღად მალავდა.
- ხალხო ამას შეხედეთ.ბატონი რეი სამსახური გამოვიდა.
- ყველას მოგესალმებით.როგორ მომენატრა აქაურობა.
- ჩვენც მოგვენატრეთ,მაგრამ ცოტახნით დაგესვენათ.
- აბა შემომხედე ლუკა... ისეთ კაცს ვგავარ ვისაც მოცდა შეუძლია?ჰაჰა.... მაქსიმუს.... ერთი წუთით კაბინეტში შემოდი.
- დიახ,ახლავე.
- ბანდაზე რამე ახალი არის?
- სამი დღის წინ კიდევ ერთი ბანკი გაძარცვეს.პოლიციის მისვლამდე მოახერხეს წასვლა.
- ჯანდაბა.... ჩემი ხელით მოვკლავ ყველას.ამაზე დღესვე უნდა დავიწყოთ მუშაობა.
გაკვეთლები უკვე დამთავრდა,მე დამია სკოლიდან გამოვედით,გარეთ კი ლეი დაგხვდა.
- აქ რას აკეთებ?
- გადავწყვიტე დღე ერთად გაგვეტარებინა.
- და ჩემი გადაწყვეტილება არ გაინტერესებდა?
- ისიც გადავწყვიტე რომ თანახმა იქნებოდი.
- საიდან გაიგე სად ვსწავლობ?
- ეს უკვე აღარაა საინტერესო.მიდი ჩაჯექი და წავიდეთ.
- ლენა რაღას უცდი.საღამოს შეგეხმიანები.
მანქანაში ჩავჯექით და მაშინვე მოვწყდით ადგილს.სანაპიროზე წავედით.ლეის თან პლედი და საჭმელი ქონდა წამოღებული.
- მომზადებული წამოსულხარ.
- მშიერს ხომ არ დაგტოვებდი.
- რა მზრუნველი ხარ.
ჩემსკენ გადმოიწია და მაკოცა.
- წამოდი ფრანი გავუშვათ.
- ძალიან ორგანიზებული ხარ.
მხოლოდ ჩვენ ორნი სანაპიროზე ფრანით ხელში გიჟებივით დავრბოდით.კოლას ვსვამდით და ლეი სულ ხელში მატრიალებდა,სილაში ვაგორავებდით ერთმანეთს,ვიცინოდით და ვხალისობდით.
ჩვენ ადგილას გულამოვარდნილები დავბრუნდით.წყალს ვსვამდით და ამ დროს ლეის ტელეფონზე დაურეკეს.
- გისმენ.... - არც თუ ისეთი კმაყოფილი სახე ქონდა - ახლა?აუცილებელია? ........ კარგი დამელოდეთ.
- რა ხდება?
- ბიჭები მეძახიან.ერთად ვმუშაობთ და უნდა წავიდე.
- სად მუშაობთ?
- ჩვენ..... ოფისებს ვღებავთ.კარგადაც იხდიან.
- აჰ.... გასაგებია.
ყველაფერი ავალაგეთ,მანქანაში ჩავჯექით და ლეიმ სახლამდე მიმიყვანა.კოცნით დამემშვიდობა და მაშინვე წავიდა.
მთელი დღე დავალებების კეთებაში გავატარე.ველოდებოდი მის შეტყობინებას მაგრამ არაფერი არ მოდიოდა.
- ბატონო რეი სწრაფად საკონფერენციო დარბაზში გვიძახებენ.
ყველამ ყურადღებით მომისმინეთ.ძარცვის შესახებ შეტყობინება შემოვიდა.თუ სწრაფად არ ვიმოქმედებთ ისევ გაგვასწერებენ.რეი მაქსიმ წაიყვანეთ თქვენი ხალხი და აიყვანეთ.
- მაქსიმ სწრაფად დრო არ გვაქვს.
- ყველანი სწრაფად.ალყა შემოარტყით შენობას.არ უნდა გაგვექცნენ.
- თქვენ,მეორე დანაყოფი მარცხნივ,პირველი მარჯვნივ.
- მათ იციან რომ აქ ვართ,არ გამოვლენ ჩვენ უნდა შევიდეთ.
სამ თვლაზე.... ერთი.... ორი....
თვალ სამან დამთავრდებოდა მძარცველები მანამდე გამოვიდნენ და მაშნვე ყველამ სროლა ატეხა.
ამ სიტუაციაში გაბნეულებს რეი ერთ-ერთ ნიღბიანს დაეტაკა.მანაც მალევე მოქმედება დაიწყო და წინააღმდეგობა გაუწია.ამ ჭემთხვევისას რეის იარაღი გადაუვარდა,მაგრამ მოახერხა,რომ მისთვისაც წაერთმია და ერთმანეთ ხელებით უსწორდებოდნენ.ერთმანეთს გამეტებით ურტყავდნენ.ამ დროს თავში რეის რაღაც ჩაარტყეს და გათიშეს.
- სწრაფად ადექი,გავეცალოთ აქაურობას..... ჯანდაბა სულ სისი გდის.
*****
რეი კაბინეტში გამწარებული შევარდა.
- ეს ნაბიჭვრები.ის ერთი როგორ გამექცა,ხელში მყავდა.
- ეხლა მოთქმას აზრი არ აქვს.კარგად არიან მომზადებულნი.
- ერთხელაც იქნება ყველას სათითაოდ ვაზღვევინებ.
- ეგ დღე მალე დადგება.შენ რომ ნაცები ხარ სახე დაიმუშავე და სახლში ისე წადი.ცოლზეც იფიქრე.
- დიახ.
სახლში მე და დედა მამას ველოდებოდით,უკვე გვიანი იყო,ვივახშმეთ და ტელევიზორს ვუყურებდით.ამ დროს კი მამა შემოვიდა და დედა მაშნვე წამოხტა,მამას ნაიარევები ერტყობოდა.პანიკები დაიწყო.
- მეი დაწყნარდი არაფერია.
- როგორ თუ არაფერი.ნაცემი ხარ.
მამა რომ დავინახე მეც შემეშინდა.ოთახში აიყვანა რომ ზედ მალამო წაესვა.მეკი მოწყენილმა სამზარეულოში გავედი მამასთვის საჭმელი გამემზადებინა.
დედა ოთახიდან ჩამოვიდა,დამშვიდებული ჩანდა.
- როგორაა?
- წამოწოლილია.ძალიან მანერვიულებს.არ ვიცი რა ვუყო.საჭმელს ზევით ავუტან.გთხოვ შენ კი მორჩენილი საჭმელი გაიტანე და რომ შემოხვალ მალევე დაწექი უკვე გვიანია და ხვალ სკოლა გაქვს.
- კარგი დედა.
პარკი ავიღე და გარეთ გავედი.აზრები მეფანტებოდა.გონების ერთი ნაწილი მამაზე ფიქრობდა,მეორე კი ლეიზე.ნარჩენბი რომ გადავყარე შემოვბრუნდი და უნებლიედ ხმამაღლა დავიყვირე.ჩემს წინ სილუეტი იდგა,ჩამსკენ მოდიოდა.ის ლეი იყო.შორიდან არ ჩანდა სიბნელის გამო და როცა მომიახლოვდა დავინახე,რომ წარბი და ტუჩი გახეთქილი ქონდა.
- ლ...ლეი,რა მოხდა?
- ძალიან გთხოვ უბრლაოდ მომეხვიე.
ჩემსკენ მოვიდა,მომეხვია და მთელი მისი ძალით დამეყრდო.არ ვიცოდი რა მექნა,მის ნაიარევებს კი ვერაფრით ვხსნიდი.



№1 სტუმარი teenele

Dzaanmagaria. Gaagrdzelera..maledade❤❤

 


№2  offline წევრი marikuna (1)

მალე რააააა <3

 


№3 სტუმარი dlgl bff

მაგარია <3 ძაან მაარა ბოლოს ლეის დაერხევა :/

 


№4  offline წევრი კიმ ანა

მიხარია თუ მოგწონთ <3 მაგრამ დღეში ერთხელ შემიძლია დადება.7 თავი დაწერილი მაქვს.. თორმეტის მერე დავდებ ^_^

 


№5  offline წევრი Li Zi

დღეს წავიკითხე ყველა თავი აი უმაგრესია ძაააალიან მომწონს არ დაიგვიანო საყავარელო დადება მოუთმენლად ველი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent