შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხვალ შეიძლება აღარ ვიყო,დღეს მინდა შენთან!


15-12-2015, 19:55
ავტორი Tay194
ნანახია 2 498

დღეს პირველი ივნისია,ბავშვთა დაცვის დღე.მოკლედ,რომ ვთქვათ ბავშვთა ბაირამობის დღეა.ხუთი წლის ნიკო ბოლოჯერ მიდის ბაღში და ამისთვის განსაკუთრებულად ემზადება.თავის ფიგურას სარკეში ათვალიერებს და საროჩკაზე მორგებულ პატარა ჰალსტუხს ისწორებს.კმაყოფილი უყურებს თავის სილუეტს და აციმციმებული თვალებით შეჰყურებს გვერდით მდგომ დედას, რომელიც რაღაცას არიგებს და ესეც ყურადღებით, ყურებდაცქვეტილი უსმენს.რა სასაცილოა არა?!ჰო სასაცილოა, როცა ასეთი პატარა ბიჭი გოგოს გამო ეწყობა ასე.თუ მის პატარა თითებს დავაკვირდებით, რომელსაც ნერვიულობით ერთმანეთში უაზროდ ხლართავს ან მუშტავს შევნიშნავთ,რომ აშკარად საპასუხისმგებლო საქმეზე მიბრძანდება.დიახ დღეს გადაწყვიტა თავის ბაღელ ნატას უთხრას, რომ უყვარს.უყვარს ბავშვს და რა ქნას?!მშობელიც ხელს უწყობს და არიგებს როგორ აუხსნას სიყვარული. ერთი ამას უყურეთ რამდენი შოკოლადი გაუმზადებია, აღარაფერს ვამბობ ულამაზეს გვირილების თაიგულზე, რომელიც საგულდაგულოდ შეუფუთავს ლამაზ შესახვევში და მასთან ერთად ამაყად მიაბიჯებს წინ.მაშინვე შეაღო ოთახის კარი და იქვე პატარა წითელ, ფუშფუშა კაბაში გამოწყობილ გოგონასთან მივიდა, რომელსაც ფეხიფეხზე გადაედო და გემრიელად მიირთმევდა ნამცხვარს.მალევე გაემართა თავისი სიყვარულისკენ და მის წინ დადგა კოპეპშეკრული.გაბრაზებილი სახე აქვს, მაგრამ ვერ ხვდება რატომ?!პატარაა, ნერვიულობს, მაგრამ უნდა შევახსენო ამ ჩერჩეტ ბავშვს, რომ თაიგული რომელსაც ზურგს უკან მალავს გოგოს უნდა მისცეს და აწითლებული ლოყებიც მალევე მოიფერიანოს.ნუ შეუძლია ის შოკოლადები დატოვოს,მაგრამ არა მოქრთამვაც საჭიროა.დაბნეული იდგა სანამ გოგონას ხმამ არ გამოაფხიზლა გამარჯობა ნიკოო!ამას უფრო შერცხვა,მალევე მიაჩეჩა თაიგული,შოკოლადები მაგიდაზე დაუწყო და გიჟივით გამოვარდა გარეთ.ეჰ არა ამით ხომ ყველაფერი გააფუჭა.ვინ იცის კიდევ როდის ნახავს ამ გოგოს?არა რა საცემი კი არა მოსაკლავი ხარ!იყავი ახლა მასე და ღვარე ცრემლები.ტირის ხომ პატარა ბიჭია და ტირის, რა ქნას?ვერ გაბედა და ვერ უთხრა რომ უყვარს!ჩუმად შევიდა ერთ ოთახში და სკამზე დაღვრემილი სახით დაჯდა.მალევე მოიშირა ობოლი ცრემლი და ხელები დამუშტა.უცებ წამოხტა ფეხზე, დოინჯზე შემოიწყო ხელები და წარბებშეკრულმა დატოვა ბაღი.მარტო წამოვიდა არც მასწავლებლები გაააფრთხილა და არც არავინ.გამოიპარა აი ასე ადგა და წამოვიდა.ქუჩაში მიდის ეს წერტილა ბიჭი და ფიქრობს!ვკვდები ისე მაინტერესებს რაზე ფიქრობს?!არა არა კარგად უნდა დავუგდო ყური, რომ არაფერი გამომეპაროს!მოწყენილი სახით მიაბოტებს და ხვდება, რომ ცუდად მოიქცა. ისე მოიქცა რაც ნამდვილ ვაჟკაცს არ შეეფერება,საყვარელ გოგოს ვერ უთხრა, რომ უყვარს.საინტერესოა ამ ასაკში საერთოდ თუ იციან რა არის სიყვარული,ახლა დამებადა ეს შეკითხვა როცა ამ პატარა კაცის ფიქრებს შევეჯახე.ისინი ხომ ძალიან პატარები არიან და რა არის მათთვის სიყვარული როცა არ იციან ეს რა გრძნობაა?იქნებ ეს ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ პატარებს ყველაზე გულწრფელი და წმინდა სიყვარული შეუძლიათ!იქნებ ნამდვილი სიყვარული ნებისმიერ დროს შეიძლება გეწვიოს,მაგრამ შენმა ცუდმა ან მცდარმა ქმედებებმა უბრალოდ დაგავიწყოს ის,დაჩრდილოს და უკან წარსულში დატოვოს.არ მისცეს გაშლის, გაფურჩქვნის უფლება ამ გრძნობას და შენს გულში ჩაკლას,სამუდამოდ დაასამაროს, მაგრამ რა იქნება თუ ბედმა გაგვიღიმა და ნამდვილი, წრფელი სიყვარული არ წაგვართვა. რა იქნება თუ ჩვენ შევეცდებით მაინც იმ გრძნობის შენარჩუნებას და შენახვას, რომელიც სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება ჩვენს მეხსიერებაში. ამ შემთხვევაში ჩვენ არ დავკარგავთ გრძნობას,იმ წრფელ გრძნობას, რომელიც სიცოცხლის ძალას და უკეთესი მომავლის იმედს მოგვცემს
_ნიკო არ მოდიხარ?ხმამაღლა დაუყვირა ძმაკაცს, რომელიც გაშტერებილი ერთ წერტილს უყურებდა და დამიანეს ხმა არც ესმოდა.მალევე გადმოვიდა დამიანე მანქანიდან, სიგარეტის კოლოფიდან ბოლო ღერიღა ამოიღო,სათვალეები თვალებიდან შუბლზე გადაიტანა და ნიკოს გვერდით ამოუდგა
_რომელი საათია?არც შეხედა ძმაკაცს ისე კითხა და პასუხის მოლოდინში ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი
_სულ გამოშტერდი შე***!რათ გინდა საათი ტო?დამიანემ გაღიზიანებულმა გახედა და სიგარეტს მოუკიდა_ან ამ სკოლასთან რაღა გვინდა?წამოდი სახლში გავიყინე
_ახლა გამოვა!მთელი სერიოზულობით თქვა და წარბაწეულმა გახედა გვერდით მჯდომ ძმაკაცს, რომელიც უაზროდ იცინოდა
_შენი გამოსწორება არ იქნება!უთხარი მაინც,რომ გიყვარს?!ეჭვისთვალით გახედა ძმაკაცს. ხმა, რომ არ ამოიღო ხელი ჩაიქნია ამას არაფერი ეშველებაო და მობეზრებულად დახედა საათს _ახლა გამოვა შენი გოგო!თვალი ჩაუკრა ნიკოს და ახლა ორივე ერთდროულად მიაშტერდა სკოლის კარს
_ჯერ ადრეა, პატარაა!მხარზე ხელი მსუბუქად მისცხო დამიანეს და პატარა ბავშვივით გაეკრიჭა _გამოვიდა!უცებ დაიყვირა დამიანემ და ნიკოს გახედა.ნიკომ უცებ მოიშორა რეიბანები და გაფართოვებული თვალებით დაიწყო სასურველი ქალბატონის შეთვალიერება
_ ლამაზია არა?!ისე უყურებდა ეზოში მდგარ გოგონას, რომ მის მეტს ვერავის ამჩნევდა.თითქოს ნიკო და ის ერთად და სხვა არავინ და არაფერი.მაინც როგორ გაზრდილა, თან როგორ გალამაზებულა.ამ ათ წელიწადში სად მოასწრო ასე გალამაზება _სხვებს არ გავს ნიკო!არ აწყენინო!ჩემი უბნელია და მაგ პონტში,ხო აზრზე ხარ!აწყენინოს?რატომ უნდა აწყენინოს გოგოს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს!ან ძალიანაც, რომ უნდოდეს როგორ აწყენინებს ვერ არის ეს ბიჭი კარგად
_წავედით!უცებ გამოაცხადა და ფეხზე წამოდგა
_მორჩა, დამთავრდა კინო?გაკვირვებულმა გახედა ნიკოლას,რომელიც უკვე მანქანასთან მისულიყო.მალევე წამოდგა დამიანეც და მის გვერდით დაიკავა ადგილი _საით?
_ბარში რატისთან!მალევე გასცა ბრძანება და მანქანაც მაშინვე მოწყდა ადგილს
*********************************************************************************************


_ნატალი მალე!
_ რა იყო თოვლი დადნება? მობეზრებულად გახედა დაქალს და სახეზე ჩამოცვენილი თმა ყურებთან გადაიწია
_ყველა გარეთ არის გოგო, მალე გამოადგი ფეხები!ისევ დაუყვირა ნატალის ნინამ და სკოლის კართან მდგომ ნატას თოვლის გუნდა ესროლა.ოსტატურად აიცილა თავისკენ წამოსული თეთრი გუნდა ნატამ ,რომელიც მის უკან არსებულ ვარდისფერ კედელს შეასკდა
_გოგო გაგიჟდი? დამაცადე გარეთ გამოსვლა..დაუბღვირა პატარა ბავშვივით, კბილებდაკრეჭილ დაქალს და ფოიეში მდგომ კარის დარაჯს და დამლაგებელს მორიდებით გადახედა_ნანა დეიდა ბოდიში არ უნდოდა..უცებ გააწყვეტინა ქალმა სიტყვა , თბილად გაუღიმა გოგონას და თვალებით ანიშნა, არაფერია წადი, გაერთეო.მოგეხსენებათ თბილიში თოვლის მოსვლა რამხელა ამბავია.როგორც ყოველთვის ამ მომენტს დიდი თუ პატარა ყველა განსაკუთრებულად ელოდება და ციდან წამოსულ თოვლის ფიფქებს ყველა ჟრიამულით და ერთი დიდი ზეიმით ხვდება.ბუნებამაც თუ გაიმეტა და ცოტა დიდი თოვლი გვაჩუქა თბილისებეს ხო საერთოდ, ჭკუაზე აღარ ვართ.აი ახლაც მთელი სკოლა მოსწვალე მასწავლებლიანად გარეთ არიან გამოსულები და გუნდაობენ.არა ეს მოსწავლეები კარგი ჯანდაბას, მაგრამ ეს ამხელა ბიოლოგიის მასწავლებელი რამ გააგიჟა.იმხელა ქალი პატარა ბავშვებთან ერთად გუნდაობს,გული არ ბერდებაო, ზუსტად ამაზეა ნათქვამი.თვითონ ნატალი გიჟდება თოვლზე და ყველაფერზე რაც ზამთართან ასოცირდება.უყვარს ზამთრის სუსხიანი დღეები.საშნლად სიამოვნებს სიცივე, რომელიც სახლიდან გარეთ გამოსულს სასიამოვნოდ ხვდება და გაურკვეველ გრძნობას ანიჭებს.ჯერ კიდევ შემოდგომის გაქრობისას დაიწყო ზამთრის ფიფქებზე ფიქრი.ყოველდღე ელოდებოდა თოვს და აი ახლა როცა დაუდგა ეს ბედნიერი წამები უნდა ,რომ ფრთხილად ,წყნარად შეიგრძნოს ფაფუკი ფიფქები, თითქოს გულით უნდა მათი არსებობის შეგრძნება და მოზღვავებული ადრენალის დაოკება.ფრთხილად გავიდა გარეთ ,ჯერ თეთრად გადაპენტილ არემარეს მოავლო თვალი ,შემდეგ კი სკოლის ეზოში არსებულ პატარა ნაძვს გახედა, რომელსაც ძველი მწვანე სამოსი გაეხადა და თეთრი ქურთუკი მოერგო გაყინულ სხეულზე,ალბათ გათბობის სურვილი ქონდა ,მაგრამ ცივი და ამავდროულად თბილი ფიფქები არ აძლევდნენ ამის საშუალებას,მთლიანად ზედ ეკვროდნენ ნაძვს და თავის ცივ მანტოს არაფრის დიდებით არ აშორებდნენ.თავისი თაფლისფერი თვალებით, გაფაციცებით აკვირდებოდა ყველაფერს და სხეულში დიდი სითბო ეღვრებოდა.თითქოს ზამთარს მისი გული გაეთბო და ახლა მის სხეულში სიტკბო და სითბო დაეტოვა
_ნატა მოდი..ფიქრებში წასული ნატა გიგას ხმამ გამოაფხიზლა,ღიმილით გახედა გიგას და მისკენ წავიდა_როგორ მომენატრე!მეგონა არ მოხვიდოდი..ორივე ხელი მაგრად მოხვია სასურველ სხეულს და გულში ჩიკრა მონატრებული მეგობარი
_რა სისულელეებს ლაპარაკობ ,არ გრცხვენია?!დატუქსასავით გიგამ ნატა
_რავიცი ამ ბოლო დროს სკოლაში სულ აღარ ხარ..აღარ მოდიხარ..დაბნეული ლაპარაკობდა ნატა და გიგას საშინელ სიფათს არ იმჩნევდა
_პრობლემები მქონდა!მოკლედ მოუჭრა გიგამ
_ყველაფერი კარგად არის? შემიძლია დაგეხმარო?ანერვიულებულმა, უცბათ მიაყარა შეკითხვები გაღიმებულ ბიჭს
_კი მოვაგვარე, შენ არ ინერვიულო!შუბლზე მიადო გიგამ ცხელი ტუჩები და ნატას აწითლებულ ლოყებს დაწვრილებულმა გახედა
_კარგია..აღარ ჩაეძია გიგას პრობლემებს ამიტომ მოკლედ უპასუხა.ამ ბოლო დროს სხვანაირი მზერა დაიჭირა გიგას თვალებში ნატამ ,მაგრამ არ იმჩნევს ,უფროსწორად არ უნდა შეიმჩნიოს .უკვე უნდა, რომ ბოლოს და ბოლოს რაღაც გააკეთოს, მეტი გაიგოს მაგრამ როცა ამაზე იწყებს ფიქრს ,მაშინვე ჩერდება და ყველაფერს ისევ ისე ტოვებს როგორც იყო.ალბათ არ უნდა რაღაც უცხოს და ცუდს გადააწყდეს,რადგან თვითონაც ხვდება რომ ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოუტანს არც მას და არც გიგას
_ნატა მინდა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ცოტა მოუკლო აქეთ იქით სიარულს!მოულოდნელად გამოუცხადა გიგამ გაოგნებულ ნატას და სიგარეტის ნამწვავი ურნაში მოისროლა
_ამას რატომ მეუბნები? მოსმენილით გაოგნებულმა, უცებ ჭყიტა თაფლისფერი თვალები და ნერვიულად ახლართა თითები ერთმანეთში
_უბრალოდ გაიგე რასაც გეუბნები!ზედმეტად სერიოზული იყო გიგა
_ამიხსენი რა ხდება და გავიგებ..
_არა ვერ აგიხსნი..
_მაშინ არ დაგიჯერებ..პატარა ბავშვივით გადაიჯვარედინა ხელები ერთმანეთზე და პასუხის მოლოდინში მყოფმა ნერვიულად დაიწყო ერთმანეთში გადახლართული ხელების უფრო ახლართვა
_რადგან ვიცი შენი ხასიათი გეტყვი! გაბრაზებულმა გახედა გიგამ და სიგარეტი ისევ პირში გაირჭო_ნატა მისმინე ,მამაშენის მკვლელი ჩამოვიდა!ვერ გეტყვით რა მოუვიდა ,რადგან ამხელა ტკივილის გადმოცემა სიტყვებით და არა გრძნობით უბრალოდ წარმოუდგენელია.ორივე ხელი ძლიერად შემოხვია გუგას და თავი მის ყელში ჩადო.


გამარჯობა მეგობრებო <3 დაგიბრუნდით ახალი ისტორიით <3 მოთხრობის წინა ნაწილი აქ უკვე მედო მაგრამ არ გამიგრძელებია..არვიცი უბრალოდ სხვა შინაარსით გადავწყვიტე მისი გაგრძელება)) ველი თქვენს შეფასებებს <3



№1  offline წევრი მოლურჯო

ძალიან კარგი არ იყო პირველი შთაბეჭდილება
მაგრამ იმედია უფრო კარგად გააგრძელებ.
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent