შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზი გავლით - 4


17-12-2015, 19:49
ავტორი D-roni
ნანახია 6 353

- სად მიგყავარ ! დამსვი ველურო ! - გაგიჟებული ყვიროდა ხმადაბლა და დროდადრო გამვლელებს უაზროდ ეკრიჭებოდა რამე არ იფიქრონო.
- გაჩუმდი - უკანალზე ხელი მიკრა და გაიცინა , როგორც კი გვერდით მოხუცმა გაუარათ.
- სახეს დაგკარწრავ ! - დაემუქრა და ფეხები გააჩერა .
- ზურგი , რომ დამფხაჭნო არ გინდა ? - ირონიული ღიმილით დასვა და მანქანაზე ააყუდა , ხელები თეძოებზე მოუჭირა და გაუღიმა , როგორც ყოველთვის მისი საყვარელი ღიმილით.
- თავხედო - ნერწყვი ძლივს გადააგორა სასულეში და ტუჩები აამაცმაცუნა დაბნეულმა.
- წამომყევი კარგი ? - შუბლი შუბლზე მიადო და ოდნავ გაუღიმა.
კიკნაძემ უბრალოდ თავი დაუქნია და გამოღებულ კარში შეჯდა.
- კარგი ხბოჩოლა ხარ - შუბლზე აკოცა და ღვედი თავისი ხელით შეუკრა.
- საზიზღარი ხარ - გაბუტულმა აიბზუა ტუჩები და ლოყები აუხურდა სვანის ტუჩები , რომ იგრძნო კნოპკა ცხვირზე.
- ახლაც საზიზღარი ვარ ? - როგორც კი საჭესთან თავისი ადგილი დაიკავა მაშინვე დაქოქა მანქანა.
- ნუ ახლა ... - გაიკრიჭა და გზას მიაჩერდა - არ მეტყვი სად მივდივართ?
- ნწ - თავი გაუქნია ღიმილით და მარცხენა მოსახვევში შეუხვია .
- აქეთ ეკლესია არ არის ? - გაოგნებულმა ამოილაპარაკა და გვერდულად გადახედა გაზდელიანს.
- რა იყო შენ გგონია ჯვარი უნდა დავიწეროთ ? - გადაიხარხარა და გაბრაზებულის ხელი თავისაში მოიქცია - მაგის დროც მოვა - თვალი ჩაუკრა და ენაც ჩააგდებინა მუცელში.
- რას ქვია ... - გონს მოსულმა ძლივს ამოილუღლუღა .
- გადმოდი - ღვედი შეიხსნა და უბიძგა გადასულიყო.
- ეს ? აქ რა გვინდა ? - ცხენების დანახვაზე კმაყოფილმა გაუსვა ტუჩები ერთმანეთს.
- შენ ხომ გიყვარს ცხენები ? - წარბი აუწია და ხელით წელზე შეეხო .
ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში და სითბო ჩაეღვარა სულში.
- საიდან იცი ეგ ? - გაკვირვებულმა გადახედა და ერთ-ერთი ცხენისკენ წაიღო ხელი - რამეს ხომ არ დამიშავებს ? - კითხვისნიშნიანი მზერით გადახედა იქვე მდგომ უცხო მამაკაცს.
- არა როგორ გეკადრებათ , ეს ყველაზე წყნარი ცხენია - თავი გაუქნია და იმის დაზასუტებლად , რომ ნამდვილად ყველაზე წყნარი იყო თვითონ მოეფერა.
- საყვარელი - ოდნავ მოეფერა და გაზდელიანს გახარებულმა გადახედა .
- დავჯდეთ ?
- მე , რომ ჯირითი არ ვიცი ? - მოწყენილმა დახარა თავი.
- ჩემთან ერთად დაჯექი - ხელი მოკიდა და უკვე მომზადებულ ცხენზე ჯერ თვითონ შეჯდა და შემდეგ კიკნაძე შეისვა წინ.
- ჩქარა არ იარო რა - ქვემოთ ჩაიხედა და ეგონა ევერესტზე იდგა ისეთი სიმაღლის მოეჩვენა.

- არ შეგეშინდეს - ყურში ჩასჩურჩულა და უფრო აიკრა ზურგით გოგონა - ახლა წავა და კარგად მომეყუდე გიჭერ მე !
- რა მაგარია - თვალები დახუჭა და მამაკაცის მხარს დაადო გადაკონწიალებული კისერი , ტუჩები მისი ყელისკენ გააცოცა და თავი იქ ჩამალა.
ვერც კი მიხვდა ისე აუჩქარა ტემპს გაზდელიანმა და როგორ შევიდა ხეებით სავსე ტყეში.

- ეგრე ნუ აკეთებ თორემ საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ ვაგებ - მის სიტყვებზე გააცნობიერა როგორ იქცეოდა და თვალებდაჭყეტილმა წამოყო თავი.
მას შემდეგ უსიტყვოდ სეირნობდნენ ცოტა ხანი ცხენით .
- გინდა სცადო ? - შესთავაზა და სადავეები ხელში გადასცა.
- რაიმე შეცდომა , რომ დავუშვა ? - თვალებმოჭუტულმა გახედა და ხელი მოუჭირა თოკებს.
- მერე აქ არ ვარ მე ? - წარბი აუწია და გაუღიმა - მიდი ნუ გეშინია სცადე!
- კარგი ... - ფრთხილად და ნაზად მოუჭირა ფეხები გვერდებში , ისე როგორც ამას აკო აკეთებდა და ნელა , რომ წავიდა ცხენი კისკისი დაიწყო. - მიდის შეხედე ... მე მიმყავს - იცინოდა და უფრო და უფრო უჩქარებდა ტემპს.
- მოუჩქარე - მისცა განკარგულება და კარგად მოუჭირა ხელები , მასაც და ნახევრად სადავეებსაც.
ცოტაც და ელვისსისწრაფით შეიჭრნენ სივრცეში.
- მეშინია - აჩქარებულ გულზე მიიდო დაკავებული ხელი და უფრო აეკრო სხეულზე აკოს.
- შევუნელოთ თანდათან - მიეხმარა და სულ მალე ხესთან გააჩერა ცხენი.
ჯერ თვითონ ჩამოხტა , შემდეგ კი კიკნაძეს ჩაავლო თეძოებში ხელები და ძირს ჩამოსვა.
ცხენი თოკით მიაბა ხეს და იქვე მინდორზე ჩამოჯდა ასიასთან ერთად.
წამწამები ააფახუნა სიჩუმით დაღლილმა კიკნაძემ და თმა გაიშალა .
- მდინარე , რომ იყოს რა კაი იქნებოდა არა ? - ცალი თვალით გახედა მამაკაცს.
- აუზი არ გაწყობს ? - გაიცინა და თვალში გაუყარა თვალი.
- წავა რა - გაიცინა და მინდვრიდან მოწყვეტილი პატარა ბალახით თამაში დაიწყო.
- რა სიწყნარეა - ოდნავ წამოჯდა და სიგძეზე გაწვა , თავი კიკნაძის მუხლებში ჩადო და თვალებში ახედა ლოყებაფარკლულს - რასაც შენს გულზე ვერ ვიტყვით - ცინიკურად ჩაიღიმა და უფრო დაჟინებით ააშტერდა თვალებში.
- ახლა იცი რას გიზამ ? - წარბები შეკრა და ხეს მიეყრდნო.
- რას ? - გადაიხარხარა ლამაზი სიცილით.
- რას და ... - დაიბნა და უცებ აათამაშა წარბები ეშმაკურად - გიკბენ - ოდნავ დაიხარა და ლამაზი ცხვირის წვერზე უკბინა - აი ამას ! - ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და კისკსით გაიქცა ფეხზე წამომხტარი.
- შენი ნებით ჩამბარდი - დაუღრიალა შეპარული ღიმილით და ერთ ნახტომში , კიკნაძის ზემოთ მოექცა - ახლა სადღა გამექცევი ? - ირონიული ღიმილით ჰკითხა და დაბნეულს ქვედა ტუჩზე საჩვენებელი თითი გადაუსვა.

- ვინ გითხრა , რომ გაქცევა მინდა ? - ჰკითხა და ხელები მის კისერზე შემოაწყო.
- აბა რას გარბოდი წეღან ? - პირველად დააფიქსირა სიტყვაზე , რომ გამოეკიდა , მისი შეკრული წარბები ისე მოეწონა და მკაცრმა გამომეტყველებამაც ისე მიიზიდა გრძნობები ვეღარ დაიოკა , ქვედა ტუჩზე ენა გადაისვა და მადიანად გაილოკა ორივე ტუჩი . - სიტყვები ზედმეტია - გაიღიმა აკომ მაცდურად და ისევ ისე ვირულად დააკვდა ბაგეებზე , როგორც სჩვევია , უკოცნიდა ჯერ ზედას , შემდეგ ქვედას და ბოლოს ორივე ბაგეს ერთად.
ხან კბილებს უნაცვლებდა ხან ენას და სიამოვნებისგან აგიჟებდა ასიას. - რა გემრიელი ხარ ხბოჩოლა - ცხვირზე აკოცა მოწყვეტით და მინაბული თვალების გახელა აიძულა დაკარგული სიახლოვით - მგონი ისე გაერთე , ზემოდან , რომ გაწევხარ მაგასაც ვერ ხვდები - ჩაისისინა და გადაიხარხარა.
გაწითლებულმა კიკნაძემ მკლავზე უჩქმიტა და ფეხზე წამოხტა .
- გინდა ვითამაშოთ ? - კითხა და ფეხები აათამაშა მინდორზე - ხალხს გიჟი ვეგონები რა ფორმაში ვარ - გაიცინა და "შლოპანცებს" გაუსწორა თვალი.
- მთავარია მე მესექსუალურები - ვნებიანად დასჩურჩულა და მოწვეტით აკოცა აწითლებულ ბაგეებზე - რა ვითამაშოთ ?
- დამალობანა - მხრები აიჩეჩა და გაიღიმა - ან გაშეშობანა - გადაიკისკისა და იქვე ჩამოჯდა მამაკაცის წინ.
- მე უკეთესი აზრი მაქვს - გაიცინა და ჯიბიდან "ზაჟიკალკა" ამოაძრო.
- რა სიმართლე და მოქმედება ? - გაიღიმა და მის ძლიერ ხელებს , ფრჩხილები აუსვდაუსვა.
გაზდელიანმა სიცილით დაუქნია თავი და მის თითებს თავისი გადაუსვა.


^^^



დრო როგორ გაეყვანათ გონს არ იყვნენ.
მობილურიც არ იჭერდა კარგად.
მოსაღამოვებული იყო და ისინი კიდევ ტყეში იჯდნენ და ყველაფერზე საუბრობდნენ.
არასდოს ეგონა როდესმე ასე ახლოს თუ იქნებოდა მამაკაცთან.
თქვენ არ იცით რამხელა ბედნიერება იყო მისთვის მასთან ასე ახლოს ყოფნა.
როცა უნდოდა შეეხებოდა , როცა უნდოდა დაელაპარაკებოდა , სიცილის არ შერცხვებოდა , ყველა თემაზე გაესაუბრებოდა.
მის წინ გავლაზეც აღარ იოცნებებდა , უბრალოდ მოსათმენი ექნებოდა.
შეეძლებოდა მაშინ შეეხედა და მზერა გაესწორებინა როცა მოიდნომებდა.
მაშინ გაეღიმა , როდესაც მოუნდებოდა.
ეს დღე მათი ურთიერთობის საწყისი წერტილი ხდებოდა.
და რაც ყველაზე მთავარია მათი ურთიერთობა ახლა იწყებოდა.


^^^


სახლში შუაღამეს დაბრუნდნე , თქვენ გგონიათ ძილს აპირებდნენ ?
ეზოში ჰამაკში მოთავსდნენ და პლედი გადაიფარეს.
ღიმილით გადადო სიგარეტი გვერდით აკომ , რომელიც მთელი ღამე იყო რაც არ მოეწია.
გამორთული მობილურიც მიაყოლა და გადახვეული ხელით უფრო აიკრა სხეულზე სასურველი გოგონა.
- ჯერ პატარა ვარ - უმიზეზოდ ამოიფრუტუნა და თავი მხარზე კარგად დაადო , ცალი ხელით კი მუცელზე მიეფერა.
- გააჩნია რისთვის - შუბლზე აკოცა და მისი ხელი თავისაში მოიქცია - მოისვენე - გაუცინა .
- მგონია , რომ ყველაფრისთვის პატარა ვარ - ამოიფრუტუნა ისევ და თავი მის კისერში ჩამალა.
- ჩემი სულელი ხბოჩოლა ვინ არის ? - გადაიხარხარა და კისერში აკოცა .
- კარგი რა ნუ დამცინი , მე სერიოზულად გეუბნები !
- და მინამიოკებ , რომ ამ ურთიერთობისთვისაც პატაარა ხარ ? - წარბი აუწია ჰაერში გაბრაზებულმა და წამოაჯინა.
- არა ... მე ეგ არ მითქვამს - თავის მართლება დაიწყო - მე ვგულისხმობ იმას , რომ ...
- თუ მაგას გულისხმობ შეგიძლია პირდაპირ მითხრა - მთელი დღის განმავლობაში პირველად აიღო სიგარეტი ხელში გაზდელიანმა.
- დაახლოებით მაგას ვგულისხმობ - საკუთარ თავში ვერ გარკვეულმა ამოიოხრა და ხელები ძირს დაუშვა.
- ანუ ? - ღრმა ნაპასი დაარტყა და იქვე გადააგდო ჩაცლილი ბიჩოკი .
- ანუ , აუ არ ვიცი აკო - თავი გადააქნია და სახე დამანჭა.
- რა არ იცი , გინდა თუ არა ჩემთან ასეთი ურთიერთობა ? - წარბები გაბრაზებულმა შეკრა გაზდელიანმა.
- არა ... არასწორას გამიგე მე მინდა შენთან ასეთი ურთიერთობა , უბრალოდ ჯერ მზად არ ვარ ! - ძლივს ჩამოაყალიბა სათქმელი.
- ანუ ? - მეორე ღერი ამოაძრო კოლოფიდან და სწრაფად მოუკიდა.
- ანუ ...
- ასია ნუ ლუღლუღებ ! თქვი შენი სათქმელი ! - ხმა გაიმკაცრა ნერვებმოშლილმა.
აბა როგორია ელოლო მეცხრე კლასელის გაზრდას , დაინახო დაქალებული სიყვარული , დაამყარო მსგასი ურთიერთობა , იცოდე , რომ მასაც ისევე უყვარხარ როგორც შენ გიყვარს და ცოტახანში გეუბნებოდეს არ ვარ მზადო ?
- ასე ნუ მელაპარაკები - გაბრაზებულმა დაქაჩა თვალები .
- კარგი ! იყოს ისე როგორც შენ გინდა - ნახევარი სიგარეტი ისროლა ძირს , მობილურს დაავლო ხელი , სიგარეტის კოლოფიც აიღო და სახლში შევარდა გაბრაზებული.


---


კანკალით გააყოლა თვალი საყვარელ სხეულს და როგორც კი თვალს მიეფარა მაშინვე ცრემლები გადმოყარა.
ყველაზე ჩამოუყალიბებელ ადამიანდ შერაცხა საკუთარი თავი.
გული ეტკინა ასე ერთი ხელის მოსმით , რომ დაანგრია ყველა ოცნება და ძლივს შემდგარი ურთიერთობა.
ყველაზე მეტად იმის გამო ვერ იტანდა საკუთარ თავს , რომ ასე ატკინა გული საყვარელ მამაკაცს.
ღვაღვარით მოსდიოდა ცრემლები და უკვე გაორებულად ხედავდა იქვე მიგდებულ ნახვრად ჩამწვარ "ბიჩოკს".
ფეხზე წვალებით წამოდგა და სახლში შევიდა.
გაყინული შეწვა გოგონებთან და ჩაძინებულებს ჩაეხუტა.
მთელი ღამე ტირილში გალია.
მხოლოდ შიგადაშიგ თუ ჩაეძინებოდა და ისიც საკუთარი თავის ძაგებაში იღვიძებდა.
უნდოდა ყელში წაეჭირა საკუთარი თავისთვის ხელები და იქვე მიეხრჩო.
არაფერზე არ ფიქრობდა , მხოლოდ ის აინტერესებდა რას შვებოდა და როგორ იყო გაზდელიანი.
ღმერთს ევედრებოდა , რომ შეცდომის გამოსწორებაში დახმარებოდა .
არ იცოდა ამხელა შეცდომას როგორ გამოასწორებდა მაგრამ ზუსტად იცოდა მის გარეშე დიდ ხანს , რომ ვერ გაძლებდა.


^^^


მეორე დილით ძლივს გაეღვიძა.
- აკო დილას მართლა თბილისში წავიდა ... მანქანა დაუტოვებია და მიშოს მივყავართ აქედან - ანა შემოვიდა ოთახში და ანიშნა ჩაიცვიო.
დაქალი როგორც კი გასული დაიგულა ოთახიდან მაშინვე ასლუკუნდა და თავი ბალისში ჩარგო.

ნამტირალები ჩაჯდა მანქნაში და სახლში მისვლამდე სიტყვა არ დაუძრავს.
სადარბაზოში , შემთხვევით შეხვდა მეზობელს , ნაძალადევად გაუღიმა და სახლში შეიძურწა.
კვირა იწურებოდა , ის კი ჰორიზონტზე არ ჩანდა.
არც სკოლასთან , არც სახლთან არც არსად !
მხოლოდ მასთან გატარებულ ყოველ წამზე ფიქრობდა და მის შეხებაზე ოცნებობდა.
საკუთარი თავის ლანძღვით იწყებდა და ასევე ამთავრებდა დღეს.
ბოლო ზარამდე არ უნახავს.
სკოლაში ფრთხილად შეაბიჯა და "ფართუკი" შეისწორა.
აქეთ იქით იხედებოდა ყოველ წამს და იმის იმედით აგრძელებდა იქ მოძრაობას , რომ სადმე გადააწყდებოდა.
ბოლოს ხელი ჩაიქნია და მოწყენილი ჩამოდგა დარბაზის კართან.
სანამ ბოლო რეპეტიციას გაივლიდნენ , ხალხით გადაჭედილ დერეფანში გაჩერდა და ბოლოჯერ მოათვალიერა იქაურობა.
ის ის იყო უნდა შესულიყო ნაცნობი შეხება , რომ იგრძნო .
ძლიერი ხელი მხარზე შეახეს და მონატრებულმა ხმამაც გაიჟღერა მის ყურებთან.
- შეიძლება მეც დაგაწერო ? - გაიგო , საგრძნობლად დაბოხებული და მკაცრი ხმა , ადგილზე შეკრთა და მაინც ბედნიერებისგან გაიბადრა.


ვიცი , ვიცი ძალიან პატარა თავია , მაგრამ ბებიაჩემთან ვიყავი საავადმყოფოში და ერთი საათის წინ მოვედი სახლში , არც კი მოვწესრიგებულვარ ისე დავჯექი და დავიწყე წერა , ძალიან მიყვარხართ და გამახარებთ კომენტარებით <3 გავიქეცი გადახედვას ვერ ვასწრებ :(( ჩემს ბებიკოსთან მინდა ყოფნა <3



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ვგიჟდები ამათზე love love შენზე ხო საერთოდ wink

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

uuh magaria dzaaan malee dade shemgdegii ❤️

 


№3  offline წევრი LoNdA DM

როგორ მიყვარს და ველოდები შემდეგ თავს

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძაან მაგარი იყო მომეწონა საყვარლებიიი♡♡♡ძაან მაგარი ხააააარ♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№5 სტუმარი qeti

სასწაულიიი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent