შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამკიდე ხელი (12 დასასრული)


19-12-2015, 21:42
ავტორი zak
ნანახია 2 295

-სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება,რომელიც ითვალისწინებს,დავით გოცირიძის,ირაკლი აბუთიძის,სანდრო დვლიასა და ბექა ხეცურიანის სამიდან-ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას,ძალადობისა და მორალური ზიანის მიყენებისათვის,მოქალაქე ლიკა ბაკურაძეზე.გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება განხილვას...მოსამართლემ ჩაქუჩი ძლიერად დაჰკრა მაგიდას და ფეხზე წამოდგა.მანამ სანამ დარბაზიდან გავიდოდა მალულად და ყველასათვის შეუმჩნელად მსუბუქად გაუღიმა გოგონებს და ასევე შეუმჩნევლად დაუკრა თავი.
-ლიკუ გესმის საყვარელო?გავიმარჯვეთ,ჩვენ ეს შევძელით...გახარებული ანი ძლიერად ჩაეკრა ლიკას და მოუთმენლად დაეწაფა მის ბაგეებს.შეუმჩნეველი არ დასჩენიათ მოსამართლის ჟესტი და თავადაც მსუბუქი ღიმილით უპასუხეს მას.ყველა გახარებული იყო.
-აქედან ყველა რესტორანში მივდივართ.დღეს ტელი რესტორანი თავზე უნდა დავიმხოთ...ხმამაღლა შესძახა გიგიმ და ლიკას კიდევ ერთხელ ძლიერად გადაეხვია...ახლავე დაურეკეთ ბატონ ნიკოლოზს.მოემზადოს და აქედან პირდაპირ მას გავუვლით...ღიმილით გააგრძელა საუბარი,უფრო ყვირილი გიგიმ და ზიზღნარევი მზერით გადახედა ოთხ მამაკაცს რომლებიც პოლიციის თანმხლებით გაიყვანეს ოთახიდან.მალე ლიკას მშობლებთან ერთად ისხდნენ რსტორანში და გაბადრულნი ილოცებოდნენ.სახლში გვიან მოუხდათ დაბრუნება ოდნავ შეაზარხოშებულნიც იყვნენ და უაზროდ გაღიმებულნი ჩამოსხდნენ სავარძელზე,რომლიც ამ დრომდე სახლში მყოფ ცუგოს მიესაკუთრებინა.
-ანი,გახსოვს რას შემპირდი?...ინტერესით შეხედა ქალს და ეშმაკურად გაიცინა.
-მე ბევრ რამეს შეგპირგი ლიკუ,კონკრეტულად რაზე მეუბნები?
-ბავშვზე,ხომ მითხარი როგორც კი სასამართლო დამთავრდება გინეკოლოგთა მაშინვე მივალო?
-კარგი,ხვალ სამსახურში აუცილებლად უნდა წავიდე,შესვენებაზე გმოგივლი და ჩემს ნაცნობ ექიმთან წავიდეთ,კარგი?...დამაიმედებელი,თბილი მზერით გადახედა გაბადრულ გოგონას და მის ვნებიან ამბორს თავადაც კოცნით უპასუხა.
-მიყვარხარ,ანი,ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ...ამოიჩურჩულა ქალის ბაგეებთან ლიკამ და კიდევ უფრო ძლიერად მოქაჩა თავისაკენ.
-მეც,ლიკუ,შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი ხარ,ჩემი ერთადერთი,ჩემი ტკბილი და პატარა გოგო.ახლა კი მაკოცე ისე,თითქოს ეს პირველი დ უკანასკნელი ყოფილიყოს...ვერდაოკებული ვნებით ეძგერა გოგონას მკერდს და სწრაფად შეუხსნა შარვლის ელვა შესაკრავი,თან პარალელურად მის მოშიშვლებულ ზურგზე დაასრიალებდა ხელებს.ლიკამ ქალის პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო და ბიუსჰალტერის შეაკრავს დასწვდა,მალე საძინებელ ოთახში,ფართო საწოლზე დაწოლილნი ერთმანეთს ნაზად და ამავდროულად მოუთმენლად ეალერსებოდნენ.ძლიერად ეფერებოდნენ ერთამანეთს და სიამოვნებისაგან ხმებს ვერ იმორჩილებდნენ.სიახლოვისაგან დამტკბარნი ერთმანეთის ალერსით ვეღარ ძღებოდნენ.რამდენიმე წუთში,ორივე მათგანი მძიმედ სუნთქავდა,ფრთხილად გადაიწია ლიკა ქალისაკენ და მის ბაგეებს კიდევ ერთხელ ეამბორა.თითქოსდა მართლად უკნასკნელი ყოფილიყო მათთვის.
დილით კვლავ ლიკას თბილმა ხმამ გააღვიძა ანი,ამჟერადაც სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა სახლში,ყავის და რაღაც საუცხოო კერძის.
-ანი,ადექი რა,თორემ გაცივდა საჭმელი,ყავაც,მიდი თორემ სამსახურში დაგაგვიანდება,ანი!...ბოლოს ყურის ძირში ემბორა ქალს და მისი სიამოვნებისაგან მინაბული თვალები რომ დალანდა ეშმაკურად ჩაეღიმა.ქალმა მწარედ დაასო კბილები გოგონას ნიკაპს და შემდეგ სველი კოცნა დაუტოვა იმავე ადგილას.
-ანი,ხომ გითახრი არა მტკივა მეთქი,მიდი ახლა ადექი და მოემზადე...გაბუსულმა უსაყვედურა ქალს და ნატკენ ადგილას ხელი მოისვა.
-აუ ხუთი წუთიც რა,ჩემო ლამაზთვალება...მთქნარებით ამოილუღლუღა ქალმა და გვერდი იცვალა.
-იცოდე ხუთი წუთი,სამზარეულოში გელოდები...ძლიერად აკოცა ლოყაზე და ოთახიდან გავიდა.სამზარეულოს მაგიდაზე ორი ფინჯანი ყავა და მის გვერდით ორი ადამიანისათვის განკუთვნილი პატარა სუფრა იყო გაშლილი.კერძს ოხშივარდთან ერთად სასიამოვნო სურნელიც ასდიოდა.იქვე მაგიდის წინ უკანა ფეხებზე დასკუპებულ ძაღლს გადახედა და გაუღიმა.
-აბა,ჩაპუ,გშია?გშია ცუგო?მოდი შენ რა გაჭამო...ღიმილით გადაუსვა ხელი ცუგოს თავზე და მაცივარს მიუახლოვდა.მალე ჩაპასთან დიდი სტეიკით ხელდამშენებული დაბრუნდა და სპეციალურად მისთვის განკუთვნილ ლამბაქზე დაუდო ის.ცუგოც გემრიელად შეექცა საუზმეს.ხელები გადაიბანა და სამზარეულოში მთქნარებით შემოსულ მოწესრიგებულ ქალს გაუღიმა.
-მოდი ისაუზმე და შენთვის სიურპრიზი მაქვს...ეშმაკურად აუციცმციმა თვალები ტრფობის ობიექტს და მაგიდას მასთან ერთად მიუჯდა.
-მმმ,ძალიან გემრიელად გამოიყურება,რა ჰქვია ამ კერძს?...ღრმად შეისუნთქა წვნიანის არომატი და კოვზს დასწვდა.
-ეს სოკოს წვნიანია,დედამ მასწავლა ადრე,მიდი გასინჯე...ღიმილით მიუთითა ქალს საჭმელზე და კოვზი მანაც ხელში მოიმარჯვა.
-მმმ,გემრიელია,თან რა გემრიელი,მაგრამ შენს ტუჩებს ვერ შეედერება,პირველი ლუკმის დაგემოვნების შემდეგ გოგონასკენ გადაიხარა და მისი ბაგეებს დასწვდა.შემდეგ კი საუზმობა განაგრძეს.
-შენთვის სიურპრიზი მაქვს...ეშმაკური ღიმილით გადმოხედა ანის გოგონამ და კარადისაკენ დაიძრა...თვალები დახუჭე...ანიმ გოგონას ბრძანება გასაჩივრების გარეშე შეასრულა და სიურპრიზის მოლოდინში გაიბადრა...შეგიძლია თვალები გაახილო...ფრთხილად დაიწყო თვალების გახელა და მაგიდაზე დადებულ მის საყვარელ ნამცხვარს კიდევ უფრო გაბადრულმა დახედა.
-გილოცავ დაბადებისდღეს,გეგონა დამავიწყდებოდა?...ძლიერად აკოცა ქალს ბაგეებზე და შემდეგ გადაეხვია.
-გმადლობ,ჩემო თვალებხატულა,მე არც მახსოვდა.რომ იცოდე როგორ მიყვარხარ...ძლიერად ჩაეხუტა გოგონას და თავისდაუნებურად ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან...შენ ისეთი კარგი ხარ,ვერ ვხვდები აქამდე შენს გარეშე როგორ ვცხოვრობდი.
-სამაგიეროდ ახლა ვეღარასოდეს მომიშორებ...ღიმილით წარმოსთქვა გოგონამ და ყელზე ძლიერად აკოცა ქალს...ახლა ნამცხვარი გამისინჯე და მერე სამსახურში წადი,დღეს გინეკოლოგთანაც უნდა წავიდეთ.
-კარგი გამოგივლი შესვენებაზე…ქალმა ცრემლები მოიწმინდა,შემდეგ გაღიმა და მხოლოდ მას შემდეგ დატოვა ბინა რაც გოგონას გემრიელი ბაგეები კიდევ ერთხელ დააგემოვნა.მოუთმენლად ელოდა ორივე მათგანი თუ როდის შესრულდებოდა ორი საათი და როდის მიაკითხავდნენ ანის მეგობარ გინეკოლოგს რათა კიდევ უფრო გაემყარებინათ ოჯახი,რომელიც ახლაც ჩვეულებრივზე უფრო მყარი იყო.
-ლიკუ ხუთ წუთში ბინასთან ვიქნები და ჩამოდი ხო?...ქალის ხმაში აღელვება იგრძნობოდა.ლიკამ ღრმად ამოისუნთქა და ბინის კარები გამოაღო,უკვე კარგა ხანია რაც მზად არის.საავადმყოფომდე გზა სასწაულად გაიწელა,მაგრამ ჯიუტად ანიც,ლიკაც და ტაქსის მძღოლიც კი ხმას არ იღებდნენ.
-თუ ბიჭი იქნება რა დავარქვათ?...ბოლოს ისევ ანიმ გაბედა ხმის ამოღება და გაბრწყინებულმა გადახედა გოგონას.მისმა ღიმილმა ლიკასაც ღიმილი მოჰგვარა და საჩვენებელი თითი დემონსტრაციულად დააჭირა ქვედა ტუჩს.
-თუ ბიჭი იქნება გიგი დავარქვათ,დაიმახსოვრე ნათლიაც გიგი იქნება.თუ გოგო მაშინ-ელენე.რამდენ ელენესაც შევხვედრილვარ ყველა საოცრად კეთილი და საყვარელია,ნამდვილი ანგელოზები,ასე რომ თუ გოგონა გაჩნდება ელენე დავარქვათ კარგი?...წამოაყენა მისთვის სასურველი იდეა ლიკამ და კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმა.
-გიგი და ელენე,მომწონს,მაგრამ გოგონამ რომელმაც მე ამირჩი ცხოვრების თანამგზავრად არც სახელის შერჩევაში შესცდებოდა…თავმომწონედ იხუმრა ანიმ და გოგონას ძლიერად ჩაეხუტა.საავადმყოფოში შესვლა და ნერვიულობის ახალი ტალღის დავლა ერთი იყო.გინეკოლოგის კაბინეტს რომ მიუახლოვდნენ გაორმაგრბულად აუძგერდათ გულები მოსალოდნელი პასუხების მოლოდინში,მაგრამ მაინც გაბედულად დააკაკუნეს კარებზე.დალი ექიმი სანდომიანი ქალი აღმოჩნდა,არც აქამდე ეპარებოდათ ეჭვი მის პროფესიონალიზმში,მაგრამ ახლა ეს აზრი კიდევ უფრო განუმტკიცათ.დალი ექიმმა,დაახლოებით ნახევარ საათიანი კონსულტაციის შემდეგ ექიმის კაბინეტიდან გაბადრულები გამოვიდნენ.ხელოვნური განაყოფიერებისათვის ხვალ უკვე ყველაფერი მზად იქნება და სულ რაღაც ცხრა თვეში მათ სრულყოფილ ოჯახს ან პატარა გიგი ან ფერია ელენე მიემატებათ.ოჯახის წევრებსა და მეგობრებს იმ საღამოსვე შეატყობინეს ყველაფერი.საბოლოო ჯამში ყველა კმაყოფილი დარჩა მათი უეცარი გადაწყვეტილებით.
-ანი,გაიღვიზე რაა,დღეს მაინც ადექი ადრე,საავადმყოფოში არ უნდა დავაგვიანოთ...ამჯერადაც ლიკამ გააღვიძა ქალი,გოგონა ვერც კი ხვდება რამდენად დიდ სიამოვნებას ანიჭებს ქალს მისი ამ საქციელით.გემრიელად ისაუზმეს და გადაწყვიტეს საავადმყოფომდე ფეხით გაევლოთ.
-ანი,მოდი შევთანხმდეთ რომ როდესაც პატარა გაჩნდება ყოველ დღე ვისეირნებთ ამ პარკის ახლო-მახლო.ჩვენს შვილსაც,რომელიც დარწმუნებული ვარ შენსავით დამოუკიდებელი და თავისუფალი პიროვნება იქნება,ჩვენთან ერთად გავასეირნებთ ხოლმე.
-გპირდები რომ არც ერთ საღამოს არ გამოვტოვებთ,თუ რა თქმა უნდა უკეთესი გეგმები არ გვექნება...ეშმაკურად ჩაიცინა ქალმა დაძლიერად მოჰკიდა ხელი გოგონას.რომელმაც სწრაფად გაუშვა ხელი და ღიმილით გაემართა იმ უკანასკნელი გადასასვლელისაკენ რომელიც გოგონებს თავიანთ ოცნებასთან აშორებდათ.აღფრთოვანებულმა გამოხედა ქალს და გაუღიმა.რამდენიმე წამში კი თითქოს ყველაფერი გაშეშდა და გაუფერულდა.ანი მხოლოდ გოგონას სხეულს ხედავდა,რომელსაც უკვე საკმაო რაოდენობის ხალხი ეხვეოდა გარს.ერთ-ერთმა მათგანმა სწრაფად აიტაცა მისი სხეული და საავადმყოფოსაკენ გააქანა,მას მიჰყვა უკან ჯერ კიდევ გაოცებული ანიც.ოც წუთში კი სამეგობროს ყველა წევრი,ლიკას მშობლებთან ერთად საოპერაციოს წინ იყვნენ შეკრებილნი და ექიმის გამოსვლას ელოდნენ.ოპერაცია ჩვეულებრივზე მეტხანს გაგრძელდა,მალე ოფლში გახვითქული ქირურგიც გამოჩნდა და იქ მყოფ საზოგადოებას მიმართა.
-პირველად რომ მოიყვანეთ აქ,სასწაულებრივად გადარჩა,ახლაც ამის იმედი მქონდა,მკერდის ძვალი გატეხილი,მე-3 და მე-7 მალები მთლიანად ჩამსხვრეული,ქვედა მარჯვენა კიდური მოტეხილობა და სისხლცაქცევები აღენიშნებოდა,ამას დაემატა შინაგანი სისხლდენა ტვინის არეში და სამწუხაროთ...მისი გადარჩენა ვერ შევძელით...სვენებ-სვენებით ამოთქვა კაცმა,რომელიც თვალს ვერ უსწორებდა მათ.იმ დროს ანისათვის სიცოცხლე მორჩა,ის უბრალოდ განადგურდა,ეგონა რომ ეს უბრალოდ ბოროტი ტყუილი იყო და მეტი არაფერი.მისი მეუღლე,მისი ლამაზთვალება ლიკა აღარ იყო,აღარ იყო ის გოგონა რომელმაც პირველად ყველაზე დიდებული გრძნობა განაცდევინა მის ცხოვრებაში.იმ წამს ყველაფერმა ფასი დაკარგა მისთვის,ყოველი წუთი გაუფერულდა.აღარ ესმოდა არაფერი,მხოლოდ იქ მყოფი საზოგადოების განადგურებულ სახეებს ამჩნევდა და მაინც,მაინც ვერ დაეჯერებინა რომ ლიკა აღარ იყო.
უკანასკნელი რაც ამ საშინელი დღეებიდან ახსოვს,იყო ის თუ როგორ დაჰყურებდა კუბოს,რომელიც ნელ-ნელა მიწით იფარებოდა.ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა რომ ლიკა აღარ ჰყავდა.
#ოთხი წლის შედეგ
-ელენე,მოდი აქ იცოდე თედო ძია ყველაფერს ვეტყვი...მოჩვენებითი წყრომით მისდევდა ქალი პატარა,ქერა კულულებიან გოგონას და თან მის შეჩერებას მუქარით ცდილობს.
-ნათლია დამიცავს,აბა დამეწიე...პატარა ფერიამ ანცად გამოხედა ქალს და დაეჭყანა.
-შვილო,ანი,ბატონი ნიკოლოზი რეკავს,აინტერესებს როდის ჩახვალთ და როდის შესძლებს შვილიშვილის ნახვას...ეზოში ნაზი ბებო გამოვიდა მობილურით ხელში და შვილიშვილს მიაჩერდა.
-ხვალ საღამოს მათთან ვიქნებით...უყოყმანოთ გასცა პასუხი ქალს და ახლა ფერიას მიუბრუნდა...ელო წამოდი თორემ ტაძარში გადვაგვიანდება.
-მოვდივარ,თორნიკე ძიას ხომ ვნახავთ?...გახარებული დაეკითხა დედას და ძლიერად ჩაეხუტა ქალს.
-კი ვნახავთ...ახლა ზაფხულია,ზუსტად ის დღე,როდესაც ლიკამ და ანიმ ჯვარი დაიწერეს.მათი პატარა ფერია და ანი ნიკორწმინდის ტაძარში მიდიან,მოსალოცად და თორნიკე ძიას მოსანახულებლად.ქალს ძლიერად აქვს პატარა გოგონასათვის ხელი ჩაჭიდული.
-დე,ლიკა დედიკო ახლა გვხედავს?
-კი დე...თბილათ უპასუხა გოგონას კითხვას ანიმ.
-ჩვენი ესმის?
-მემგონი კი...ცოტა დააბნია ბავშვის მსგავსმა კითხვამ.
-ხოდა იცოდეს რომ მიყვარს.
-იცის ცემო ფერიავ და მასაც უყვარხარ...ქალი და პატარა ოქროს კულულებიანი გოგონა მზის სხივებით განათებულ ქუჩას მიუყვებიან.ქალს ძლიერად აქვს მისთვის ხელი ჩაჭიდული და რაც არ უნდა მოხდეს,არასოდეს გაუშვებს მას...
* * * * * * * *
ესეც დასასრული.ვიცი რომ ცუდი დასასრულები არ მოგწონთ,ისიც ვიცი რომ მათი ერთად დარჩენა სიმბოლური იქნებოდა,მაგრამ უბრალოდ ასე გამოვიდა.გმადლობთ ვინც კითხულობდით.გთხოვთ ახლა მაინც დააფიქსირეთ თქვენი აზრი.
სიყვარულით zak



№1  offline წევრი Firefly

მომწონდა ეს ისტორია...დასარულმა კი გუნება გამიფუჭა,მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მომეწონა.რაც მთავარია განსხვავებული იყო,რეალობასთან ახლო რადგან ასეთი ადამიამები არსებობენ და საზოგადოებამ არ უნდა გარიყონ ისინი!
კარგი ხარ,იმედია მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით♥
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი zak

♥მარიამი♥
მომწონდა ეს ისტორია...დასარულმა კი გუნება გამიფუჭა,მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მომეწონა.რაც მთავარია განსხვავებული იყო,რეალობასთან ახლო რადგან ასეთი ადამიამები არსებობენ და საზოგადოებამ არ უნდა გარიყონ ისინი!
კარგი ხარ,იმედია მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით♥

გმადლობ ასეთი თბილი კომენტარისათვის.არც მე მინდოდა ასე ცუდათ დამთავრება მაგრამ იმ წუთას მსგავსი იდეა მომივიდა.სულ სულელი მუზების ბრალია.ახალი ისტორიის წერას უკვე ვიწყებ.რამდენიმე თავი რომ დაგროვდება ატვირთთვასაც დავიწყებ.გმადლობ კიდევ ერთხელ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent