შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის აივნის შეხვედრა, ანუ რაც გინახავს კიდევ ნახავ! (თავი 9)


22-12-2015, 19:41
ავტორი მანდარინკა
ნანახია 2 815

ბიჭების მიერ მოჩენილ ოთახში მყუდროდ გამოვიკეტეთ მთელი სადაქალო. ძილის სურვილის მიუხედავათ მათთან ლაპარაკი ძალიან მინდა და მჭირდება კიდეც...

-მე მოვუყევი რაღაცეები მო. არ მეჩხუბო რა..._ხვეწნით გამომყურებს დინა, თან დინჯად პასუხობს კითხვას, თუ საიდან გაიგო თინიმ ჩემსა და ტატოს შორის მომხდარი ამბის შესახებ.
-ეეე, ვერ გავიგე ჩვენთვის თქმას საერთოდ არ აპირებდი?_დინასგან განსხვავებით ლილეს გაბრაზებული ხმა აკერია პირზე. მეცინება და ლოგინზე მოკალათებული, გემრიელად ვეხვევი მკლავზე.
-როგორ არა... უბრალოდ არ ვიცოდი როგორ..._ჩვალილი ღამეების გახსენებისას ლოყები უგზოუკვლოდ მიწითლდება.
-დინ მეგონა მეხუმრებოდი როცა ამბობდი რომ ჩვენი მარგო შეყვარებულია!
-არ ვარ თინია!
-ხარ! რომ არ იყო, ასეთი იდიოტური გამომატყველება არ გექნებოდა სახეზე ტატოს ყურებისას!

„ნუთუ მართლა მიყვარს?!“_ვეკითხები ჩემს თავს. ეჭვიც არ მეპარება რომ მის მიმართ რაღაც უცნობი გრძნობა მიტრიალებს გულში მაგრამ ნუთუ ესაა სიყვარული? ასეთი უბრალო და უსუსური?
საკუთარი ფიქრების გამო სრუალიად მოულოდნელი უაზრობით, თვალები უფერული ცრემლით მეფარება. თვალის დახამხამებაში კი გოგოების ჩუმი ხვეწნა და ჩემი ბავშვური ბღავილი ავსებს ოთახს.

-მო, როდემდე უნდა ფიქრობდე რომ შენი მშობლების ბედი შენ ცხოვრებას უნდა წყვეტდეს? ტატომ?! ტატომ უნდა დაგტოვოს? არ გადამრიო ადამიანო! ვერ ხედავ როგორ გიყურებს? რამხელა სითბო დევს მის მზერაში შენი დანახვისას!
-ვიცი დინ მაგრამ...მაინც მეშინია! გახსოვთ როგორ სძულდათ ჩემ მშობლებს ერთმანეთი? არ მინდა მეც ასე დამემართოს. არ მინდა ტატო შემძულდეს...
-მო, გავა წლები და მარტოობა შეგძულდება. მარტო გაღვიძება, მარტო დაძინება. როდესაც არავინ არ გყავს გვერდით, არც დღე, არც ღამე..._დინას მოწყენილი სახე მაკვირვებს, ბავშვობიდან არ მინახავს ასეთი. -გგონია რადგან მე მყავდნენ პარტნიორები მარტოდ არ ვგრძნობდი თავს? იცი რა ძნელია როდესაც ერთი ღამის შემდეგ ხვდები რომ ისევ მარტო ხარ...
-მე ყოველ ღამე ისედაც მარტო ვიყავი_ცვალებადი ხასიათის კვალი აქაც მალევე დამეტყო და მალევეც გამოვკეთდი. ჩემი სიტყვები ოდნავ სიცილს გვრის განაბულ გოგოებს, მაგრამ ლილეს კითხვებს მაინც ვერ ვიცილებ თავიდან.
-აუ მო როგორი იყო? მოგეწონა?_ცაში მოფარფატე ქალბატონი გაკრეჭილი სახით გამომყურებს თან ლოგინზე წამოკოტრიალებული, მოუსვენრად ცქმუტუნებს აქეთ იქით. მისი სიტყვების გამგონი დინა, თინის ჩათვლით, ჩემს პასუხს მთელი მოულოდნელობით ელოდება. თავიდან ოდნავი გაურკვევლობა მხუთავს თუმცა მალევე ვხვდები ლილეს კითხვის არსს და მაშინვე ცივი ოფლი მასხავს სახეზე. უბრალოდ, ჩემი პირად ცხოვრებაზე არასდროს არ მილაპარაკია ოჯახის წევრებთანაც კი, არამცთუ ბავშვობის მეგობრებთან.

-მარგო ოცდარვა წლის ქალი ხარ და სექსზე ლაპარაკის გრცხვენია!?
-არა, უბრალოდ არ ვიცი...
-ჰა?_ერთხმად ნათქვამი „ჰა“ მახალისებს, სამი ქალის გაკვირვებით სავსე სახე კი ამწუთამდე მოელის პასუხს.
-ვერ წარმომიდგენია რამდენად კარგი და სასიამოვნო იყო..._ვგრძნობ რომ სისხლი ლოყებსი ასხავს. ჭარხალზე წითელი ვარ ალბათ.
-რაო?!

„დინას აღფრთოვანება მარტო მე მაკვირვებს თუ მეჩვენება? რამე არასწორად ვთქვი?“

-ძალიან მომეწონა ყველაფერი..._გადიდებული თვალებით დინჯად გავყურებ სამ ქალს რომლებსაც კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა ახატიათ მზერაში.
-ორგაზმი პირელივე ჯერზე? ოჰოო! ყოჩაღ ჩვენს არჯევანიძეს!_თინის შეძახილს ყველა იმავე რეაქციით პასუხობს.
-აუ მე კიდე პირველი სექსისი მერე ნახევარი წელი დეპრესიაში გავატარე_საწყლად იჯღანება ლილე. -ჰო რა იყო, რას მიყურებთ ეგრე? თაზო ყველაფერში მაგარი კი არაა...უფროსწორედ ‘არ იყო’! იმ ღამეს იმდენად გამოვთვერით რომ ლოგინი კიარა საკუთარი სახელები აღარ გვახსოვდა..._მეგობრის სიცილი ყველას ხალისიანად გვედება გულზე.
-კი ამბობდა მხეცი ვარო და..._ხარხარისგან აცრემლებულ თვალებს ძლივს იწმენდს თინი, თან წამოზრდილი მუცლით ძლივს თავსდება განიერ ლოგინზე.
-მხეცი ეხლაა. ისიც, ჩემი დამხეცებულია თორე ხომ იქნებოდა აქამდე უმანკო.
-აღარ შემიძლია მეტი ლილე!_მეგობრის ლაქლაქზე სასოწარკვეთილად ვიცინი, ისე რომ რამისაა სული ამომვარდეს სხეულიდან. ჩემი გიჟები რომ არ მყავდნენ ხომ მოვკვდებოდი მატოობით...
-აუ გოგოებო, ამ ლაპარაკმა რაღაც ხასიათზე მომიყვანა და საერთოდაც წავედი მე ჩემ მხეც ნომერ მეორესთან._ლოგინიდან წამომხტარი თინი რუსული „კალაბოკივით“ მიემართება კარებისკენ, ამაყი სახით.
-მოკლედ ამ ფეხმიმე ქალების ჰორმონები და ცვალებადობა რა... აბარემ მეც წავალ თორე რამისაა ჩამომეძინოს.
-წამო დინ წამო..._ღიმილით მიაბოტებენ გოგოები ოთახიდან, თან ლოგინზე გემრიელად გათხლაშულს მტოვებენ. სანამ ზღურბლს გადააბიჯებს, ცბიერი ხმით მეჩურჩულება ლილე, იქნებ ამ ღამეს მაინც მოიხელთო და ჩაიცვა თინის საჩუქარიო, თან ნახევრად მძინარე დინას აწვება ზურგზე...

***

წესით ალბათ უნდა მეძინოს და სიზმრებში მწვანე მდელოებზე მორბენალ ცხენებს ვხედავდე მაგრამ, რა მომახუჭინებს თვალს? ტვინი ფიქრებით მაქ გადატენილი ისე რომ ნორმალურად ჭუაზეც ვერ მოვდივარ. ჩემი და ტატოს ლაპარაკის აზრი აქამდეც ვერ გამიგია.

„შემირიგდა თუ არა?“

არადა წესით მე უნდა ვიყო ნაწყენი. თავიდან თვითონ არ გამაფრთხილა „გულები და რომანტიკა“ საჩემო საქმე არააო? მაშინ ჩემგან რაღა უნდა? სექსის მეტი არც არაფერი არ მომითხოვია...ნუ ყოველშემთხვევისთვის თავიდან მიანც...

„ახლა რას ვთხოვ?“

არ ვიცი. თვითონ რომ არ გადმოედგა პირველი ნაბიჯი ალბათ, დღემდე ერთმანეთის სათამაშოებივით ვიქნებოდით. და რატომღაც ეჭვი მეპარება რომ ასეთი ურთიერთობაც კი, ყველანაირი გრძნობების გარეშე, როდესმემ მომბეზრებულიყო. უბრალოდ მე და სიყვარული ცალ-ცალკე განზომილებაში დავიბადეთ, ამიტომ ურთიერთობები თავიდანვე ყველანაირი გრძნობის გარეშე მერჩივნა...

-არადა მაინც რომ მინდა მის გვერდით ყოფნა?_საცოდავათ ვეჩრჩულები საკუთარ თავს ისე რომ თეთრ ჭერს წამითაც ვერ ვაშორებ თვალს. -ჯანდაბაშიც წასულა ყველაფერი...
ლოგინიდან სასწრაფოდ წამომხტარს, როგორც ყოველთვის, არც საღამური არ მაცვია და არც რაიმე ამდაგვარი, თუმცა ამჯერზე, ვფიქრობ ღირს უბრალო მაისური მაინც გადავიცვა...

ცოტა ხანში ტიტლიკანა მივემართები ოთახის კარისკენ რომელიც მჭიდროთაა დახურული. ვაღებ თუ საიმედოდ ვზვერავ განიერ კორიდორს რომლის წამწკრივებაზეც რამდენიმე ოთახია.
ბეჯითი მიმოხედვის შემდეგ ამაყად მივიწევ ნაცნობი კარისკენ, რომლის უკანაც ჩემ „რიჟას“ გემრიელად უნდა ეძინოს.
ბნელ ოთახში შესვლამდე გული გიჟივით იწყებს ფეთქვას.

„ვაი და არ სძინავს?“

ჯანდაბას ყველაფერი, მოვიფიქრებ რამესთქო გავიფიქრე და წყნარად შევედი საძინებელში. ვაჟბატონს ისევ აივნიანი ოთახი ამოურჩევია რომლის კარი ახლაც ღიაა. იქიდან შემოული წყნარი სიო კი გვერდით მდგარ განიერ ლოგინს საყვარლად აფენს ჰაერის გრილ ნაკადს. მიხურულ კარებს ცივი ზურგით ვეყრდნობი როდესაც ჰაერი ერთიანად მაკლდება, თან ისეთი გრძნობა მენიჭება რომ რამისაა გული ამომვარდება გაყინული მკერდიდან.
თხელი გადასაფარებლის ქვეშ მყოფი სხეული ჰარმონიულ ძილს მისცემია. დაკუნთულ შიშველ თეძოებზე ჩამოკიდული ტრუსი ძალიან სექსუალურ სანახაობას მთავაზობს. გაუნძრევლად ვდგავარ ცოტა ხანს, სანამ სურვლის უზარმაზარი ნაკადი არ მაწვება და ლოგინთან მიახლოვებას მაიძულებს. ვცდილობ რაც შეიძლება უხმოდ მოვკალათდე რბილ საწოლზე, ის რომ არჯევანიძეს ტკბილ ძილს ხელი არანაირად არ შევუშალო.
მაგრამ, მიუხედავათ ამისა,მისი შეხების მონდონდომება მაინც თავისას შვება. მკერდით ცხელ ზურგს ვეკრობი თუარა ჟრუანტელი ისევ მახსენებს თავს. ტუჩებს ნაზად ვახებ ძლიერ კისერს, მერე კი, ენის ოდნავი დასმით ღიმილით ვეფლობი მძინარე მამაკაცის გემრიელ სურნელში...

***

არც ვიცი როგორ ჩამეძინა, ან საერთოდაც რამდენი ხნით. თვალების გახელას ნიავის თბილი ნაკადი მაიძულებს, რომელიც სახეზე გემრიელად მეფინება. ქუთუოებს ვწევ თუ არა უცნაური გრძნობა მივლის— მომენტალურ შიშში არეული სიხაული რომელიც ნარკოტიკივით მოქმედებს და პარალიზებულ მდგომარეობაში მტოვებს რამდენიმე წამით, თუმცა ნაცნობი სახის დანახვისას ამჯერად მხოლოდ სიამოვნება თუ მიპყრობს. ჩემს ზემოდან მოქცეული ტატოს არწივივით თვალები მოუსვენრად მათვალიერებენ.
გარეთ ისევ ბნელა, საათის მიხედვით ჯერ მხოლოდ სამი დაიწყო.

-მეგონა ეს საკითხი გადაწყვეტილი გვქონდა._ყინულივით მკაცრი ხმა, რაც არ უნდა საკვიველი იყოს, თბილ ჟრუანტელს მგვრის კანზე.
-უბრალოდ ვერ დავიძინე მარტომ..._აწითლებული სახით ზანტად ვპასუხობ.
წარბს გაკვირვების ნიშნად ზევით წევს.

-და ჩემს გვერდით ჩაგეძინა?
-ჰო. ძალიან თბილი ხარ და ადვილად მომერია ძილი.

„მეჩვენება თუ იღიმის?“

უეცრად, ატმოსფერო თითქოს ერთიანად იცვლება. ელექტროიმპულსები ერთიანად მუხტავენ დამძიმებულ ჰაერს. აფანცქალებული გული კიდევ უფრო გიჟდება, როდესაც სხეული ძლიერად მოვარდნილი ტატოს შეხებებს იგერიებს.

-ჯანდაბაშიც წასულა ყველაფერი, მინდიხარ მო..._მისი აღრენილი ხმა მაგიჟებს, ჭკუიდან გადავყავარ...
თავს ზემოთ დაჭერილი ხელებით ძლიერად მეკრობა ტანზე. კანით ვგრძნობ რომ ვუნდივარ, ისე როგორც არასდროს, და მიხარია რომ ზუსტად მე ვარ ამ სურვილის მიზეზი. არა სოფო, არა სხვა ქალი, არამედ მხოლოდ მე. თავისუფალი ხელით ძლიერად მიჭერს ტუჩებზე თითებს და ასეთივე სიძლიერით მკბენს კანზე. სხეულის შუაგულში უცნაური გრძნობა იღვიძებს, წინა ღამეების მსგავსი, თუმცა უფრო ძლიერი და ინტენსიური.

-მენდობი?
თავს მორჩილად ვუქნევ, ფართოდ გახელილი თვალებით. გული ამოვარდნას მაქვს, როდესაც თეთრი მაისური მკერდიდან ზემოთ მისრიალებს და წამში ისევ შიშველი ვარ. ტატოს ერთი ხელი ჩემი ტანის დაზვერვაში აქეთიქით დაფათუნებს, მეორე კი გაურკვევლად ეძებს რაღაცას იატაკზე. როგორც იქნა პოულობს სასურველ ნივთს— ტყავის სქელი ქამარს, რომელიც ცოტა არ იყოს მაბნევს.
მამაკაცის ხელების ორიოდე ამოკვრით, თავს ზემოთ აზიდული და მჭიდრო კანძში გახვეული ჩემი მტევნები, ლოგინის საზურგეს ემაგრებიან.

დამაბა?!

-ასე უკეთესია... ახლა ვეღარსად ვერ გამექცევი_ექიდნური ხმით ნათქვამი სიტყვები, მაინც უზომოდ მაღგზნებენ. ემოციების გადამეტებული ნაკადი მაიძულებს რომ აქეთ იქით ვიფართხალო, უჰაერო თევზივით, მაგრამ ვინ გაცდის. საწოლიდან ზანტად წამომდგარი მაღალი მამაკაცი, რომელიც ზემოდან გადმომყურებს, ძლიერად მიჭერს წელზე ხელებს და რბილ ლოგინს მაკრობს.
-თუ არ გაჩერდები ფეხებსაც შეგიკრავ.
-არ გინდა...
-და ნუ ხმაურობ თორემ შენი გემრიელი პირის გაჩუმებაც მოგვიწევს. ჩვენს გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანია ამ სახლში, რომელბსაც შეიძლება ესმით ყველაფერი._მტკიცე ტონი მაოცებს. რაღა დამრჩენია მეტი, თუ არა მორჩილება. ეჰ მარგო, არადა ერთ დროს ყველა საკითხში შენ იყავი უფროსი...

ოთახში მოსიარულე მამაკაცის ყურება ტანჯვაში მიწევს. როგორ მინდა მისი შეხება, კოცნა... მაგრამ გახსოვდეს ჩემო საწყალო თავო რომ დაბმული ხარ!
ვხედავ როგორი ნელი, თითქმის ზარმაცი მოძრაობით იძრობს შავ მაისურს განიერი მხრებიდან.

როგორც ვფიქრობ, ჩემი სხეულის ხედი ძალზედ ახალისებს, მისი ცბიერი გამომეტყველებიდან გამომდინარე.
მოულოდნელად ვიბნევი, როდესაც თვალთახედვიდან ტატოც და მისი მოკაშკაშე თვალებიც ქრებიან. ოდნავი ხმაურის მიხედვით ვხვდები რომ სხეულიდან ყველაფერი გაიძრო და ამჯერად სრულიად შიშველია.
მალევე ვგრძნობ ძლიერი ხელების სითბოს რომელიც ჯერ წელზე მივლის, მერე კი თეძოების გავლით ქვემოთ მისრიალებს. იმასაც მალევე ვიაზრებ რომ ამჯერად აღარც მაისური და არც ქვედა საცვალი არ მაცვია.

-ტატო..._თვალებმინაბულს, ერთადერთი რისი თქმის თავიც მაქვს მამაკაცის სახელია, რომელიც ძალზედ აღმაგზნებლად მეჩვენება.
-მოგწონს, ფისო?_ზანტად ნათქვამი სიტყვა კიდევ უფრო მაგიჟებს. ზარმაცად ვუქნევ თავს, თან ვცდილობ ზედმეტი კვნესისგან თავი რამენაირად მაინც შევიკავო. იქნებ მართლაც ესმით ჩვენი სხვებს...
-კი..._კატისებრი კრუტუნი ამომდის ტუჩებიდან.
ჩემს ზემოდან მოქცეული, ტანს არ მახებს, მაგრამ მაინც ვგრძნობ მის ცეცხლოვან სუნთქვას კანზე.
საკუთარი მოუსვენარი ხელების წყალობით, მახსენდება რომ მაჯები შეკრული მაქვს. რა სამწუხაროა...

ჩემი გავარვარებული ხორცის კბენით ყელზე მიაცურებს კბილებს, ისე რომ ტანზე გემრიელი ანაბეჭდების სიმხურვალეს ვგრძნობ. ყელის „დაკბენის“ შემდეგ, მკერდზე შემოჭდილ მოქნილ თითებს მტანჯველი სიამოვნებით ნეკნებზე მასობს, თვითონ კი ტუჩების მწვავე მორაობით მუცლისკენ მიიწევს.
თვალების გახელას უსუსურად ვცდილობ, თორემ რამისაა გული წამივიდეს ამ ყველაფრისგან.
ჩემს რეაქციაზე ყურადღებით დაკვირვებული არჯევანიძე, მუცლიდან ტუჩებაუღებლად მწვავე ღიმილს მარტყავს სახეზე.

-იცით თუ არა მარგო, რომ ძალიან გემრიელი ქალბატონი ბრძანდებით?_მაქეზებს ის. ამ ბოხი ბარიტონისგან, მკერდში ათასი ნემსის ტკბილ ჩხვლეტას ვგრძნობ. დახშული ემოციები გულის სიღრმიდან სასწრაფოდ ვარდებიან ამიტომ მოუსვენარი კატასავით მეხლართება სხეული.
მამაკაცი მოულოდნელად ჩერდება, ელოდება სანამ არ დავწყნარდები, თან მოჭუტული თვალებით მახსენებს რომ „ფეხების შეკვრაც“ შეუძლია. კარგით ხო, ბატონო ტატო, ვჩერდები, ვჩერდები!
-და ის იცით თუ არა, რომ თქვენი სიჯიუტეც ძალიან მომწონს, ქალბატონო მარგო?

ხმამაღალი კვნესა უნებურად პოულობს საშველს ჩემი ყელიდან.
უღონო მუხლებზე ძლიერ ტკივილს ვგრძნობ, რომელც თან და თან ბარძაყებისკენ მიემართება, ხორცის მწარე მოჭერით.
პარალელურად, ტკივილი მკერდზეც მახსენებს თავს. კბილების ცივი გამოკვრით, ხორცი წითელ ანაბეჭდებს იტოვებს სიამოვნებისგან დახორკლილ კანზე.
მეუცნაურება ის ფაქტიც რომ ყოველ ჩემს კვნესას სასიამოვნო ტკივილი მოყვება. თავი დასჯილი, ცელქი გოგოსავით მეჩვენება.

-ტატო...
-რა გინდა ფისო?_დარწმუნეული ვარ, რომ მამაკაცის არაფრისმთქმელი ხმის უკან სიამოვნების ულევი დოზა იმალება, რომელიც ჩემი უძლური რეაქციებიდანაა გამოწვეული.
მორიგ კვნესას ეხლაც ტკივილი მოსდევს თან... ტკივილი რომელიც საოცრად მაგიჟებს.
-შენ...შენ მინდიხარ..._დაღლილი ტანი კიდევ ერთხელ იკლაკნება ნეტარებაში.
-ჰმ, როგორი გაუმაძღარი გოგო ყოფილხართ, ქალბატონო ამილახვარო...
მის ტონში ამჯერად ღიმილის დაფარულ ნაწილაკს ვარჩევ. დაღლილ თავს კიდევ ერთხელ ვწევ როდესაც მისი თითები ტუმბოში შენახული პატარა ქაღალდისკენ იწევენ.

„პრეზერვატივი როგორც ყოველთვის არ ავიწყდება“_გაკრეჭილი მეორე ამილახვარი სიცილით ადევნებს თვალს მამაკაცის მოქმედებას. მთელი სახე, ტანი და საერთოდ კანის ყოველი მილიმეტრი უზომოდ მიწითლდება სიტკბოში არეული სირცხვილისგან. თუმცა მიუხედავათ ამისა, უზარმაზარი სიამოვნებთ ვახვედრებ სხეულს აგმინებულ ჟღარს რომელიც რიტმულად აყოლებს ტანს ჩემს კვნესას, თან სანუკვარ იმპულსებს უგზავნის ტვინის ყოველ უჯრედს.

***

-მმმ..._გემრიელი გაზმორვით, ფართოდ ვწევ ხშირ წამწამებს, სახეზე კი მაშინვე მზის თბილი სხივები მეფინებიან. ლოგინზე წამომჯდარს გუშინდელი კადრები მიტივტივებს თავში, სახეზე კი სულელის ღიმილი მედება. სხეული იმდენად აღარ მტკივა როგორც რამდენიმე კვირის წინ, პირველად რომ გავატარეთ ღამე ერთად მე და ტატომ. მაგრამ მიუხედავათ ამისა წელზე მაინც მეტყობა წითელი ანაბეჭდები რომლების დანახვაც ახლა მხოლოდ ღიმილს იწვევს ჩემში და არა გაბრაზებას როგორც ადრე.
ჩემს გვერდით მწოლიარე მამაკაცი ჯერ კიდევ უდარდელად ფშვინავს. ვაკვირდები მის მოწითალო წამწამებს რომლებიც საყვარლად ფარავენ უძირო თვალებს. ვუყურებ მის სწორ ცხვირს, რომელიც შეუმჩნეველი კეხით უერთდება განიერ შუბლს. ვხედავ წითელ ტუჩებს, გუშინდელი ღამის მერე რომ დახეთქილან ჩემი სადისტური კბენისგან და რომლებსაც დიდი სიამოვნებით გავუსინჯავდი გემოს კიდევ ერთხელ.

-მორჩა ბატონო არჯევანიძე, ამიერიდან მხოლოდ მე მეკუთვნით!_ამაყი ხმით დავჩრჩულებ ყურზე თან ოდნავი კბენით გამოვკრავ კბილებს კანზე. ღიმილით შეირხა, მაგრამ ჩემდასაბედნიეროდ არ გაუღვიძია.

„ჯობია ჩავიცვა და დანარჩენებს ჩავხედო.“ _საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად სკეპტიკური ვარ დღეს რატომღაც. მაგრამ ჩემს სიტყვებში სიმართლის ნაწილაკი რომ დევს მაგას ლაპარაკიც არ უნდა, უკვე თორმეტი საათია ჩვენ კი ჯერ კიდევ არ ჩავსულვართ დაბლა.

იატაკზე ქაოსურად მიგდებულ ქვედა საცვალსა და მაისურს ხელი დავავლე, თან ჩაცმა-ჩაცმით ზარმაცად წავედი კარებისკენ. სანამ ოთახს დავტოვებდე კარგად ვზვერავ კორიდორს, თუმცა ყველაფერი ზედმეტად წყნარად მეჩვენება. ბიჭების ხმა არსად არ ისმის, არადა ხომ ვიცი ლექსო დილის პერიოდში ყავის გადამკიდე გიჟურად ენერგიულია ხომე.

ჩემს ოთახში შესული საიმედოდ ვხურავ კარს, ლოგინზე ვეხეთქები და ისევ ფიქრს ვიწყებ, სანამ კედელზე ჩამოკიდებულ სარკეზე არ მეჩეხება თვალები. სასწრაფო მოქმედებით წამომხტარი გაკვირვებული თვალებით გავყურებ ანარეკლიდან მომღიმარ ქალს, რომელსაც ზოლებიანი მოტკეცილი მაისური და შავი ქვედა საცვალი აცვია. ულიფოდ ახლაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა რომ დაბერილი მკერდი საკმაოდ გამომწვევად მოჩანს მატერიით დაფარული ტანიდან. ვარცხნილობა, თუ საერთოდ შეიძლება ამ ქაოსს ასე ვუწოდო, ბალიშ აფეთქებულივითაა. სასწრაფოდ ვისწორებ შავზე შავ თმებს რომლებიც როგორც იქნა იბრუნებენ ნორმალურ იერს.
საკუთარი მოშავო თვალის ფერის გარჩევა დღემდე მიჭირს მაგრამ, მათში მორბენალი გიჟური ნაპერწკლების დანახვა არხეინად შემიძლია. უცნაურია. არასდროს არ ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი.
სისხლივით წითელ ტუჩებს რაც შეეხება, ისინი გუშინდელის მერე გაუხეშებულან, კიდევ უფრო დაბერილან, თითქოს მეტი გამოცდილება მიუღიათო და ამაყად იწონებენ თავს მრგვალ სახეზე.
კისერზე ვიდებ თხელ, მიტკალივით თეთრ თითებს. მფეთქავ არტერიასთან ოდნავ სიწითლეს უჩენია თავი, ამიტომ შევარდისფრებული კანი ისევ მიხურს სასიამოვნო დამწვრობით.
ყურებამდე მეღიმება.

-მეჩვენება თუ ნამდვილად შევიცვალე?_გადიდებული თვალებით ვეკითხები საკუთარ ანარეკლს. ადრინდელთან შედარებით უფრო ამაყად გამოვიყურები, მიუხედავათ იმისა რომ ადრეც არ მაკლდა დედოფლის სახე. საკუთარი მრგვალი ფორმების სხეულს ამჯერად ძალიანაც დიდი სიამოვნებით ვაფასებ, სულაც არ მჭირდება დაკლება, ძალიანაც კარგი წონა მაქვს. მართალია ზედმეტი კილოგრამები მაინც მიჭამენ გულს, მაგრამ სამაგიეროდ ხელს რომ შემახებ ძვლები არ შეგესობიან წვრილი ნემსებივით.

-დიახ! ძალიანაც ლამაზი ვარ!_საკუთარი თავის შექება ზედმეტი სულაც არაა.
ალბათ კიდევ დიდი ხანი გავაგრძელებდი სარკეში ყურებას რომ არა ტუმბოდან არეკლილი მოციმციმე მობილური.
თინისგან გამოგზავნილი შეტყობინება ყურებამდე მაღიმებს.

From: ჩემი თინი <3
To: მარგო
შერლოკ ჰოლმსის ბიძაშვილმა ლილემ დღეს დილით შემოგაკითხა ოთახში, ჰოდა რო არ დახვდი მაშინვე მოტვინა ყველაფერი. ტვინიკოსმა დინამ გეგმის მეორე ნაწილი მოიფიქრა. კაროჩე, თბილისში წავედით ყველა, ბიჭები მოვატყუე, იქაური ჰაერი მომენატრათქო. შუადღისკენ სადმე რესტორანში შევათრევთ, ასე რომ შენდა შენს ვაჟბატონს საღამომდე გაქვთ დრო, ყველაფრის მოსაგვარებლად. ჩამოვალთ თუ არა, ყველაფერს მოგვიყვები от и до.
პ.ს შოკოლადს წამოგიღებ. ამჯერად აღარ დამავიწყდება <3

მეგობრის წერილს ოცდამეცხრე ცაზე ავყავარ. ასეთი გენიოსი დაქალები რომ არ მყავდნენ ხომ დავრჩებოდი შინაბერა?

***
სამზარეულო და ზოგადად სახლი ძალიან თანამედროვე სტილშია მოწყობილი. მისაღებში დიდი ბუხრის წინ, რომლის თავზეც ტყის პეიზაჟის სურათი კიდია, განიერი დივანი და მის გვერდით ორ-ორი სავარძელია მოთავსებული, ფუმფულა ბალიშებითა და კოხტა მუთაქებით. სავარძლის წინ შუშის დაბალი მაგიდა დგას სადაც რამოდენიმე სამშენებლო ჟურნალი და კატალოგი ინახება.
სამზარეულოც ამავე სტილშია მოწყობილი. მასიური ხის კარადები და ბარი მბჟუტავი ნათურებითაა განათებული. მაგიდაზე ხილის კალათას უჩენია თავი.

რადგანაც მაცივარი ახალმოტანილი პროდუქტებით გადაგვეტენა მსუყე საუზმის მომზადებასაც მალე შევუდექი. მართალია სამზარეულოსთვის არ გამაჩინა ღმერთმა, დანას ძლივს ვიჭერ ხელში მზა საჭმელების გადამკიდე, მაგრამ მარგუშა მიანც აქებდა ჩემს კულინარიულ ნიჭებს.
შავ ქვედა საცვალსა და წელზე შემომჯდარ მაისურში გამოწყობილს, მალევე მივლის მზარეულობის აზარტის ტალღა ამიტომ აცანცარებულო გოგოსავით დავხტივარ აქეთ იქით საუზმის კეთებაში. ტვინში ისევ გუშინდელი ღამე მიტრიალებს. გაღიმებული სახით ვაგრძელებ ყვითელი კვერცხის თქვეფვას ომლეტის მოსამზადებლად, თან მახსენდება გავარვარებული ტუჩების შეხება კანზე, ამ წუთამდეც რომ მეწვის. სველი ენის აღმაგზნებელი შეხება ყელზე, მკერდზე...

„ბრრრ...“_მეორე მარგოს სასიამოვნო ჟრუანტელი მეც მედება, ამიტომ მთელი ტანი დახორკლილი მარწყვივით წითლდება.

ფიქრებიდან ადუღებული წყლის ხმა მაღვიძებს, ამიტომ სასწრაფოდ ვასხავ ჭიქებში ჩაის და მაგიდაზე ვდგავ. ხორცის შეწვის დროა. მთავარია მშვიდობიანად დამაჭრევინია ხორცი, საკუტარი ხელების დაუსერავად.
აბა რა ვქნა, საჭმლის კეთება მე არავინ არ მასწავლა. თვითონაც სულ მზა კერძებს ვყიდულობდი რადგან სამუშაოს გადამკიდე არც მომზადების თავი და არც სურვილი არ მქონდა.

დანას ხელის კანკალით ვიმარჯვებ და ძლივს-ძლივობით ვუსმევ წითელ ხორცს, რომელიც ბასრი ზედაპირის შეხებისას წამში იკვეთება. მზადებით გართული მე ვერც კი ვამჩნევ როგორ მიახლოვდება ნაცნობი სხეული ზურგიდან. თითების სრიალით მაჯებისკენ მოაქვს ხელები რომლებსაც სულ მალე დაძაბულ მტევნებზე მაწყობს. კისერში ჩარგული ტუჩებით მაინც ახერხებს საჭრელ დაფაზე კონცენტრირებას. წამის მეასედში ხორცის მოზრდილი ნაჭერი ერთი ზომის კუბიკებათ დაფლეთილი მხვდება.
მე რომ გამეკეთებინა ასე ალბათ საკუტარ ხელსაც ჩავაყოლებდი ტაფაში, არამცთუ ძროხის ხორცს.

-თქვენი სამზარეულო ტალანტები მაოცებენ ბატონო ტატო_აღტაცებით გავყურებ მამაკაცს რომელსაც ჩემი წელიდან მტევნები ჯერ კიდევ არ მოუშორებია. კუნთების ძლიერი მასა მჭირდოთ მეკვრის კუდუსუნზე, ისე რომ არჯევანიძის აღგზნებას მინაბული სახით ვახვედრებ სხეულს.

„ისევ? მართლა სექს-გიგანტი ყოფილა ჩვენი ტატო და ეგაა რა...“_მამაკაცის მწვავე რეაქციით გაოცებული ალტერ ეგო მაინც დიდი აღტაცებით შემოკრავს ტაშს, თან ათიანს მიწერს ყოფა-ქცევაში.

-მე თქვენ მაგიჟებთ ქალბატონო ამილახვარო._ახალგამოღვიძებული ჟღარის ჩახლეჩილი ხმა ძალზედ მიმზიდველია.
-ნუთუ?_მის სიტყვებს თამაშის ხასიათზე მოვყავარ, მითუმეტეს დღეს ძალიან ბედნიერი ფეხით გავიღვიძე, ამიტომ თეძოებს უფრო ძლიერად ვაკრობ მამაკაცის ტანს. მისგან კი მხოლოდ ოდნავ გმინვასა და ზედმეტად აღმაგზნებელ პასუხს ვიღებ.
-რომ შემეძლოს, აქვე...დაგსჯიდი ასეთი... გამომწვევი ქცევისთვის, ფისო._მოკლე პაუზას აკეთებს, თითქოსდა სწორი სიტყვის შესარჩევად. -ძალიან, ძალიან უხეშად..._ როგორც ჩანს ჩემი ფერომონები არჯევანიძეზე განსაკუთრებულად მოქმედებენ, ამიტომ მალევე მებმევა თამშში. თუმცა სამწუხაროდ, წამში იყვანს თავს ხელში და ისევ ჩვეულებრივი ადამინის სახეს იბრუნებს, ყოვლისშემძლე მეფე ლომის როლს კი უკან ტოვებს. -მაგრამ ჯობია შენი გემრიელი ტანი საღამოსთვის შემოვინახოთ, ვფიქრობ მერე უფრო გამოგვადგება...

ტუჩებში მსუბუქი კოცნით სასწრაფოდ მშორდება თან საჯდომზე მწარედ მარტყავს გაშლილ მტევანს. ოდნავი შეკივლიბით გამოვხატავ მოულოდნელ რეაქციას (რომელიც სხვათაშორის ძალიანაც მახალისებს)
ჩემს წინ მოკალათებული ტატო, მაგიდას იდაყვებით ეყრდნობა და პატარა ცელქი ბიჭის მზერით მადევნებს თვალს. მოწითალო თმები გუშინდელი ღამის შემდეგ სასაცილოდ აჩეჩვია.

-დამცინით ქალბატონო ამილახვარო?_ხალისიანი ხმით პასუხობს ჩემ ჩუმ ღიმილს.
-თქვენნაირი მკაცრი აღმზრდელის დაცინვა ჩემს ინტერესებში არ შედის ბატონო ტატო._მისი მწვავე მზერის მიხედვით, ვხედავ რომ „აღმზრდელის“ არსს მალევე ჩაწვდა. -ვხვდები, კიდევ ერთი სასჯელი გარანტირებული მავს, არა?_ირონია მერევა ხმაში.
-სასჯელი პროცენტებით! ამიტომ დღეს მთელი ენერგიის დაზოგვა მოგიწევთ.
-მაშანტაჟებთ ბატონო არჯევანიძევ?
-როგორ გეკადრებათ!_ისევ აზარტული ტონი. -თქვენნაირი სექსუალური ქალების შანტაჟი ჩემს პრიოტიტეტებს არ ეკუთვნის.
-იმედია კომპლიმენტია.
-რათქმაუნდა.

ღიმილით ვაქცევ ზურგს და ნახევრად შიშველი კურტუმის ქნევით გაზქურიდან შემწვარ ხორცსა და ომლეტს ვიღებ.
მაგიდასთან შემომსხდრები, უხმოდ მივირთმევთ ძლივს-ძლივობით მომზადებულ კერძს რომელის სულაც არაა ცუდი. მართალია კვერცხის ნაჭუჭის პატარა ნატეხები შემყვა მაგრამ მაინც ვამაყობ ჩემი თავით!
სიჩუმე მანამდე გრძელდება სანამ ორივე არ ვამთავრებთ ბოლო ლუკმას და ერთმანეთის ყურებით სკამების საზურგეებს ვეყრდნობით. თვალი-თვალში გაყრილი მზერით მათვალიერებს თავიდან ფეხებამდე.

-არ მითხრა რომ ხედით მოიხიბლე._ცინიკური ხმით ვიჯვარედინებ ხელებს გულზე ისე რომ ულიფო მკერდი, მაისურის ქვეშ, კიდევ უფრო მიმზიდველად ჩანს. თვალებზე იმავე წამს ეკიდება ცეცხლი.
-ვერც კი წარმოგიდგენია რამდენად, მარგო...
ჩახლეჩილი ხმა როგორც ყოველთვის ჟრუანტელს მგვრის.
-სადმე ხომ არ გაგვესეირნა დღეს? ვხედავ მაინც მარტოები ვართ სახლში._სრულიად შეცვლილი, შედარებით წყნარი ხმით ძალიან კარგ იდეას მთავაზობს.
-აუ კი!_სიხარულისგან უნებურად მეკვრის ტაში. -დამავიწყდა მეთქვა შენთვის, თინის კაპრიზებს ყველა თბილისში წაუყვანია, ჰოდა საღამომდე ვერ მოვალთო.
-ესეიგი მთელი დღის განმავლობაში თქვენს განკარგულებაში ვარ ქალბატონო მარგო._მიკვირს რამდენად ცვალებადი ხასიათი აქვს. ისევ ცბიერი თვალებით გამომყურებს. არადა წეღან ასეთი წყნარი და უვნებელი სახე ქონდა, ახლა გეგონება მგლის ხახაში შევყავი თავიო.
- მარტო დღის განმავლობაში?_ვითომ მოწყენილად ვბრიცავ ტუჩს.
-ღამის განრიგი უკვე გაწერილი გვაქვს ამიტომ თორმეტი საათის შემდეგ მხოლოდ ჩემი ბრძანდებით._ოდნავ აღრენილი ხმა მაგრძნობინებს რომ ისევ სურვილი იღვიძებს მასში.
საბოლოოდ მავლებს თვალს, ტბილად მიღიმის და ზანტად დგება მაგიდიდან.

ცოტა ხანში მაგიდაც ავალაგეთ და საჭმელიც დავაბინავეთ, ამიტომ მეორე სართულზე ასულებმა დღევანდელი დღის დაგეგმვა განვაგრძეთ და გადავწყვიტეთ რომ წყაროსთან გასეირნება სულაც არ გვაწყენდა.
ოთახიდან მესმის, რომ ჩემს შემდეგ აბაზანიდან ახალგამოსული ტატო წყნარად მიაბიჯებს კორიდორში და წყაროზე წასასვლელად ემზადება.
კარების მიუხურავი ღრიჭოდან მის მიმავალ სხეულს ვადევნებ თვალს. ჩემ თავზე მეღიმება, ოცდარვა წლის ქალი მოზარდი ბავშვივით ვიქცევი რომელიც ჩუმათ უთვალთვალებს შეყვარებულს.

ჰაჰ, შეყვარებული... რა სასაცილო სიტყვაა. ხმარებაში გაცვეთილი და დაძველებული სიტყვა რომელსაც არანაირი აზრი აღარ აქვს.

-ჯანდაბა..._საცურაო კოსტუმის შესაკრავმა ზედმეტად გამაწვალა. არ შეიძლება რაიმე ადვილი შეკერონ დიზაინერებმა და არა ლაბირინთი რომლის თავიდან გასვლა გიწევს ყოველ ჯერზე როცა კუპალნიკს იცვამ?
-მოგეხმარები.._უფერული ხმით მოახლოვებული ტატო ოსტატურად კვანძავს შესაკრავს, მერე ხერხემალზე დაჯილდოვებული კოცნით მცილდება და შორიდან მათვალიერებს. მალევე ვძვრები იქვე დაკეცილ ტანსაცმელში, სანამ არჯევანიძე დაკვირვებით მადევნებს თვალს.

-წავედით?
-წავედით...

***

ბუნება შესანიშნავია. არც კი მიფიქრია რომ აქაურობა ასეთი ლამაზი იქნებოდა. გაშლილი მინდვრის ნახევარს ხეების დაბურული ნაწილი ავსებს, სადაც პატარა ხევს უჩენია თავი. რამდენიმე მეტრის მოშორებით წყნარი ღელე განიერ დანაგუბად იქცევა რომელიც საკმაოდ ღრმა მოჩანს. მდინარის გარშემო სალ კლდეებს ამოუხეთქიათ თავი მიწიდან. ალაგ ალაგ მდელოსებრი გამონაზარდებიც გხვდება რომლებიც სკმაოდ კომფორტულ მოსაკალათებლად მოჩანს. ჩვენც ზუსტად აქ დავბინავდით.

დაახლოვებით ერთი საათი იქნება რაც აქამდე მოვაღწიეთ. ხალხი არსად არაა ამიტომ ყველაფერი ჩვენს განკარგულებაშია.
თითქმის უცნობმა არჯევანიძემ, რომელმაც მიუხედავათ ამისა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, ძალიან ბევრი რამ მომიყვა.
თუმცა ყველაზე მეტად იმის გაგებამ დამშოკა რომ ჯერ მხოლოდ ოცდაოთხი წლისაა. ახლაც მის მამაკაცურ სახეს ვუყურებ და ვფიქრობ, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი მიმზიდველი და ვნებიანი იყოს...

-რა?_ჩემს გვერდით მჯდარი მამაკაცი კიდევ ერთხელ მჩუქნის უსაყვარლეს ღიმილს. დაბნეულად ვაქნევ თავს პასუხის ნიშნად.
მის შემყურეს ჩვენი უაზრო კამათიც მახსენდება. ბაკურიანში დაუფიქრებლად რომ ვუთხარი ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არისთქო. მეღიმება. უცნაურია თუ როგორ მწყალობს ბედი რომ არჯევანიძეს გვერდიდან წამითაც არ მაშორებს.

-ტატო..._ტკბილ ფიქრებთან ერთად მწარე მომენტებიც ტივტივებენ თავში. ხმის კანკალით ვცდილობ სიტყვების ერთმანეთზე გადაბმას. -სოფო?
წამში ეცვლება გამომეტყველება, როგორც კი ჩემი კითხვის არსს წვდება.

-სოფო წარსულია მარგო. ყოველთვის იყო და ახლაც არაფერი არ შეცვლილა.
-გასაგებია..._არ ვიცი უნდა მიხაროდეს ეს ყველაფერი თუ არა. საკუთარი გრძნოიბების არ მესმის.
-მო...სოფო ჩემვის არასდროს არავინ არ ყოფილა. ბავშვობიდან ვიცნობ და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც ლოგინს არც გასცდენია. თუ იმ დღეზე ფიქრობ, შენ რომ შეგხვდა ჩემ ბინაში, მაშინ უბრალოდ ლაპარაკი მჭირდებოდა, ვინმესთან მაინც.
-უბრალოდ არ მინდა რომ ჩემს გამო ცუდათ იგრძნოს თავი..._იქნებ ნამდვილად ცუდათ მოვიქეცი სოფოს მიმართ? ტატოს თუ არა, იქნებ იმ ქალს აქვს არჯევანიძისადმი რაიმე გრძნობა მაინც. თანაც მაშინ რომ იჩუბეს, ურთიერთობის ახალ სტადიაზე გადაყვნა უნდოდა...
-მარგო. მე. მინდიხარ. მხოლოდ. შენ._დამარცვლითი სიტყვები უდიდესი სიამოვნებით მედება სულზე. -სოფომ ყველაფერი გაიგო და გაიაზრა რომ ჩვენი მომავალი ერთიანი არც არასდროს არ იყო და არც იქნება. მე მხოლოდ ერთადერთ ქალთან მინდა დროის გატარება. იმ ქალთან რომელიც ახლა წინ მიზის და გადიდებული თვალებით მიყურებს._ცხვირზე თითის ჩამოკვრით მიჭერს ლოყაზე ხელს, მერე კი ნელი მოძრაობიც ცილდება ცივ ქვას და ამაყად დგება ფეხზე, გამოწვდილი მტევნითა და ღიმილიანი სახით. -გაიხადე.
-ჰა? აქ?_თვალები კიდევ ერთხელ ამდის შუბლზე. ნუთუ ახლა მოუნდა ჰორმონებით თამაში?
-წყალში ჩასასვლელად მარგო, წყალში ჩასასვლელად. აი რაზეც შენ იფიქრე, მაგით ღამეც არ მოვიწყენთ.

***

რამდენიმე ხანში სველებმა და გაწუწულებმა როგორც იქნა ამოვაღწიეთ თბილი მდინარის წყლიდან. შუადღის მწველი მზის გამო ქვები ცხელი კი არა გავარვარებულია.

-ცელქი კი არა, მეორედ მოსვლა ვიყავი._სიცილით ვეუბნები ისედაც ჩაბჟირებულ მამაკაცს. დიახაც, უკვე საათზე მეტი იქნება რას ასე უაზროდ ვყბედობთ და ძველ ამბებს ვიხსენებთ. -ტკბილეული მიყვარდა ძალიან და სულ ლოგინის ქვეშ ვმალავდი. საწყალმა ლაილამ იმდენი შოკოლადი ჭამა რომ შემეშინდა მეთქი რამე არ მოუვიდესთქო, ჰოდა უკეთესი სამალავი მოვიგონე. ტანსაცმლის კარადა!_ცაში აზიდული საჩვენებელი თითით ბავშვობის იდეის „გენიალურობას“ ვუსმევ ხაზს. არჯევანიძე აციმციმებული თვალებით გამომყურებს.

-რა გაცინებს, რამისაა დიაბეტი დავიმართე._ვითომდა ნაწყენი სახით ვეუბნები, მერე კი გაბუტვის ნიშნად ხელებს ვიჯვარედინებ ნახევრად მოშიშვლებულ მკერდზე, თუმცა მამაკაცის წელზე შემოხვეული ხელი და ტკბილი ღიმილი ვალევე ვავიწყებენ „გაბუტვას“.
-ლაი მარტო დატოვე?_გაკვირვებით მეკითხება ცოტა ხანში. როგორც ჩანს ძალიან მოეწონა ჩემი ძაღლუკა.
-ბებოსთან გაიყვანე. იქ იქნება რამდენიმე დღით, მერე ჩემი მშობლები ჩამოდიან და წასვლა მომიწევს, ბარემ ლაისაც მერე გამოვიყვან.
-წასვლა?_ხალისიანი გამომეტყველება წამში ნაღველით ეფარება. ნუთუ ასე ძალიან უნდა რომ მის გვერდით ვიყო?
-ჰო._მეც მერევა მისი მოწყენილობა. რა ვქნა, ძალიან მივეჩვიე ამ ადამიანს ასეთ მოკლე დროის პერიოდში. -როგორც იქნა კადრულობენ ჩამოსვლას მარგოს სანახავად და მინდა რომ მის გვერდით ვიყო. ისედაც ძალიან ნერვიულობს.
-ყველაფერი კარგად იქნება მო, არ იდარდო.
-იმედი მაქვს ტატო. უბრალოდ მათი გაყრის შემდეგ ოჯახის მიმართ ძალიან შემეცვალა დამოკიდებულება..._გული უზომო სევდით მეფარება მწარე წლების გახსენებისას. ჟღარიც იმ წამსვე გრძნობს ჩემს მოწყენილობას.
-მო არ მინდა მოწყენილს გხედავდე...
-არა, კარგად ვარ, მართლა. უბრალოდ მინდა ვინმეს მაინც გადავუშალო გული._ჩემი იმედიანი თვალების დანახვისას თბილად მიკრავს გულში, მე კი მკერდით მისი ცხელი სხეულის სითბოს ვგრძნობ და მთელი არსებით მიხარია რომ გვერდით ასეთი ადამიანი მიდგას...



№1 სტუმარი Ani

Dzalian momwons da velodebi shemdeg tavs apanckvalebuli!!! :3

Umagresi istoriaa moutmenlad velodebi ufro did tavs.siamovnebit cavikitxe 8 tavi ertad.ikneb meti dado raa.ar gagvacbilo da male dade.magari xar dzalian

 


№2 სტუმარი ტატუკა

რატომ აგვიანებ 10 თავის დადებას? გელოდებიიიით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent