შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის თეორია (3)


27-12-2015, 16:06
ავტორი N7
ნანახია 2 006

III.
პიანინოსთან ჩაიმუხლა, მის კიდეზე იდაყვები შემოაწყო და სახე თითებში მიმალა. ჯერაც სასიამოვნოდ უვლიდა სხეულში მელოდია, რომელიც დიდი ხნის წინ დამთავრებულიყო.
ყავას აღარ ასდიოდა ორთქლი, სიცივე მოსდებოდა და თავისი მისიის აღსასრულებლად აღარც სურნელს აფრქვევდა.
მამაკაცი ისევ იმ პოზაში იჯდა, რიტმულად სუნთქავდა და მიშტერებულ მზერას არ ცვლიდა. უნდოდა ისევ აეჟღერებინა პიანინო, მაგრამ ხელებზე ბორკილები დასდებოდა. თითქოს იქ არ ყოფილიყო, სადღაც შორს, ზღვაში ცურავდა. უფრო სწორად, უნდოდა ეცურა, მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა, მიდიოდა ფსკერისკენ და სუნთქვაც აღარ შეეძლო.
ცივმა ოფლმა დაასხა და წამოდგა. ვეღარ ჩერდებოდა, წასვლა უნდოდა. უკვე დილას მოეკიდა ფეხი, სინათლეც უკითხავად იჭრებოდა ოთახში და აღარც ქმედებები იყო ღამის წყვდიადის ჩარჩოებში მოქცეული. არაფერი უთქვამს, უკითხავად გადაჭრა ოთახი და წავიდა.
ქალი კი ისევ ისე იყო. სუნთქავდა რიტმადარღვეულად და ვერ აზროვნებდა. სიცხე მთელს სხეულში იფანტებოდა, უკვე საშინლად უჭირდა ფხიზლად დარჩენა. მითუმეტეს კი მაშინ, როდესაც ამისთვის არც არაფერს აკეთებდა.
***
პირველად დააგვიანდა სამსახურში. არა, ადრეც დაჰგვიანებია, მაგრამ მხოლოდ 5-10 წუთით. ახლა კი, მთელი საათი ელოდნენ, მაგრამ არ მივიდა. ანა უკვე ნერვიულობისგან ვერ ჩერდებოდა. თავიდან ტელეფონს ათამაშებდა ხელში, მერე ფეხს აყოლებდა და აკაკუნებდა, ბოლოს წამოდგა და ოთახში ნერვიული მიმოსვლა ატეხა.
- რა განერვიულებს? - სიცილით ჰკითხა რეზიმ, საყვედურგარეული ხმით.
- ხომ იცი, რომ არ ჯდება ქეთას სტანდარტებში ჯერ დაგვიანება და მერე მობილურზე პასუხის არ გაცემა?! - გაბრაზებით დაუსვა კითხვა და სკამზე დაღლილი ჩაეშვა.
- უაზროდ ნერვილობ!
- წავალ რა და იმორიგევებ ჩემს მაგიერ? - ყელი ვედრების ნიშნად გამოუწია.
- მიდი და მალე თუ დაბრუნდები, გამახარებ, - სიცილით დაუქნია თავი.
- გაიხარე, რეზ! მიყვარხარ! - აფერისტულად შორიდან გაუგზავნა კოცნა, მოსაცმელს გადასწვდა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი.
გზაში რეზის ამ უგულო საქციელზე ფიქრობდა. ვერ მოსდიოდა აზრად, რომ მამაკაცი, რომელიც ოდესღაც ეთაყვანებოდა ქეთას, ასე ზერელედ უყურებდა მის გაუჩინარებას. კიდევ კარგი, ამაში მაინც გამოიჩინა ვაჟკაცობა და სამუშაო საათები მიიმატა.
ბრაზშერეულმა და ბევრად აღელვებულმა სწრაფად დაძრა მანქანა და დიდი სიჩქარით გაემართა ნაცნობი მიმართულებით.
***
კარზე ზარის რეკვას გაბმულად მოჰყვა. თითი რომ ეტკინა, ბრახუნი ატეხა. ქეთას ნაცვლად, მეზობელმა, მოხუცმა ქალმა, თავზე თეთრ ლენტაწაკრულმა გამოხედა.
- რა ხდება, მშვიდობაა? - იკითხა სასხვათაშორისოდ.
- უკაცრავად, ხომ არ დაგინახავთ ქეთა დღეს სახლიდან გამოსული? - ანერვიულებულმა საფეთქელზე ხელისგული მიიჭირა.
- რა ვიცი შვილო. გამოსული არა და დილით კი პიანინოზე უკრავდა ვიღაც, მთელი კორპუსი შეგვაფიქრიანა! - ბარბაცით წამოიწია წინ და ჯიბიდან გასაღები ამოაცურა. - ეს დამიტოვა რამდენიმე კვირის წინ, რა ვიცი რა ხდება, გქონდესო.
სწრაფად გამოგლიჯა ხელიდან გასაღები, მოარგო კარს და გააღო.
შეშინებულმა შეჰკივლა, როცა მისაღებში შესულს საშინელი სურათი დახვდა; ქეთა იატაკზე მორთხმით დამჯდარიყო და გაფითრებული სახე პიანინოს კიდესთან, ხელებზე ჩამოედო.
- სასწრაფოში დარეკეთ! - დაიკივლა და დაქალთან ჩაიმუხლა, პულსის მოსაძებნად.
***
ცხვირში უსიამოვნოდ მოუღიტინა პალატაში ფეხმოკიდებულმა წამლების საშინელმა სურნელმა. ქუთუთოები დამძიმებოდა და უპეები ჩავარდნოდა. ნელა და ძალდატანებით გაახილა თვალები. ოთახში ფარდაგაწეული ფანჯრიდან შემოპარულმა მზის სხივებმა უმალ მონახეს გზა მის თვალებამდე და აატკიეს. თითქოს ყველა ძვალი დაჭერილი ჰყოლოდათო, ძლიერი მომჭერით, ისეთი შეგრძნება ჰქონდა. ღებინებაც უნდოდა, მაგრამ არ ამოსდიოდა. ხელზე გრძნობდა მიერთებულ წვეთოვანს და გვერდიდან რითმულად კიოდა აპარატი.
პალატა ცარიელი იყო. უფრო სწორად რომ ვთქვა, მხოლოდ ქეთას სუნთქვა და დიდი ტკივილი იშლებოდა თეთრ კედლებში. სწრაფად მოძებნა გოგონამ ექიმთან ზარის ღილაკი, წვალებით ასწია თავისუფალი ხელი და დაუძახა. დიდი ხანი არ დაუყოვნებია, მალევე შემოვიდა სასიამოვნო აღნაგობის მამაკაცი.
- აბა, საღამო მშვიდობის. როგორ გრძნობ თავს? - გამამხნეველი ტონი ჰქონდა მამაკაცს.
- რომ არ მოგატყუოთ, არც ისე კომფორტულად, - ჩაიდუდღუნა ძლივს. - რატომ ვარ აქ?
- მაღალი სიცხე გქონდათ და წნევა დაგივარდათ.
- მნიშვნელოვანია რამე? - შეშინებულმა ამოიჩურჩულა.
- კი. ვირუსია საკმაოდ სერიოზული ჯერაც თქვენს ორგანიზმში და რამდენიმე დღე მოგიწევთ საავადმყოფოში დარჩენა.
- მეხუმრებით? – თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა. – აქ არ დავრჩები!
- მნიშვნელობა არ აქვს დარჩებით თუ არა, რადგან შეტევები კიდევ გექნებათ და თავს ვერ მოუვლით, – მხრები უდარდელად აიჩეჩა ექიმმა.
- მისმინეთ... – ჩაახველა და ოდნავ წამოიწია საწოლზე, უფრო კომფორტულად რომ ეყურებინა ექიმისათვის. – ბატონო... ექიმო ლევან! ექთნის აყვანა ხომ შემიძლია? რატომ ართულებთ ყველაფერს? ერთი–ორი ძლიერი ანტიბიოტიკი და ეშველება ამ საქმეს.
- კიდევ ბევრჯერ მომიწევს თქვენთვის გამეორება, რომ ჩვეულებრივი ვირუსთაგანი არ ბუდობს თქვენს ორგანიზმში? – გაღიზიანდა ექიმი და ქეთას სურვილი გაუჩნდა რამე ჩაერტყა თავში.
კიდევ უნდოდა საუბრის გაგრძელება და მისთვის დამტკიცება, რომ ნამდვილად კარგად იყო და თავს მოუვლიდა სახლში გაწერის შემთხვევაში; უნდოდა ეთქვა, რომ ვერ იტანდა ამ ცარიელ კედლებს, თუნდაც ადამიანებით სავსეს; უნდოდა ეთქვა, რომ ყველა საშინელი მოგონება საავადმყოფოსთან აკავშირებდა... მაგრამ კინაღამ კარი შემოგლიჯეს და მისმა ყურადღებამაც იქითკენ გადაინაცვლა.
– შემიშვით! თქვენ ვინ გეკითხებათ? – ყვიროდა ანა და ეჭიდავებოდა მცველს.
– შემოუშვი! – ხმამაღალი ტონით გასძახა ექიმმა ახმახ მამაკაცს, რომელმაც უმალ ასწია ჰაერში ხელები, დანებების ნიშნად.
ანამ საბოლოოდღა უთავაზა გულ–მკერდის არეში მუშტი მცველს და ამაყად შემოვიდა პალატაში.
ქეთას გაეცინა.
– ქალბატონო... – წამოიწყო ექიმმა, მაგრამ ვინ აცადა?!
– საქალბატონე! – შეუსწორა და სახეზე ჩამოშლილი თმა მოხდენილად გადაიყარა უკან.
– საქალბატონე, – სიცილით დაიწყო ხელახლა და, როგორც საქმეზე მივიდა, მაშინვე დასერიოზულდა, – იმედია აცნობიერებთ, რომ აქ შემოსვლით საფრთხეს უქმნით თქვენს ჯანმრთელობას? საკმაოდ საშიში ვირუსია, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.
– და თქვენ? – წარბები უკმაყოფილების ნიშნად შეკრა.
– მე ექიმი ვარ და მინდა თუ არა, რისკის ქვეშ ვარ მუდმივად.
– თქვენ მაზოხისტი ხართ! – არ დაუმალავს შთაბეჭდილებები და სანამ რამეს ეტყოდა, მანამ ჩაუარა გვერდი და მოხითხითე ქეთას საწოლთან შეჩერდა. – მაინც კარგ ხასიათზე ხარ, არა? – უჩურჩულა.
– წამლები, რომლებიც საავადმყოფოში არ გვაქვს, თქვენ უნდა მოიტანოთ, საქალბატონე.
ალმაცერად გახედა ანამ და შეათვალიერა. ხელში ქაღალდი ეჭირა, ნაწერებით სავსე.
– საავადმყოფოში წამლები არ უნდა გქონდეთ?! – დასვა სრულიად ლოგიკური კითხვა და შემდეგ კი ფურცელი გამოგლიჯა ხელიდან.
– ცოტა ფრთხილად, საქალბატონევ, თორე შეგრჩებათ ეს წოდება სიბერემდე! – სიცილით ‘დაულოცა’ და სწრაფად გავიდა პალატიდან.
– აი, რა უნდა? – საწყალი სახით გადახედა სიცილისგან აწითლებულ დაქალს ანამ და რომ ვერ გააჩერა უბრალო მზერით, ოდნავ უბწკინა ხელზე. – რა? – ჰკითხა ფხუკუნით.
– ჩემთან გაირბინე, ბარათი მაქვს ჩანთაში, კოდიც იქვე იქნება და გამოიტანე რაც დაგჭირდება, – ამოიჩურჩულა ძლივს.
– ხუმრობ ხო? – შეუბღვირა.
– რაზე?
– წავედი.
– აუ, გთხოვ, ტელეფონიც წამომიყოლე და შენთვის პირბადე, – მიაძახა გასასვლელთან მდგარს.
ოთახში ისევ სიმარტოვის მძაფრი შეგრძნება შემოფრინდა, მოგონებები, განცდები, ტკივილები შემოაპარა. გარეთ კი შემოდგომის ქარი ქროდა, მაგრამ შიგნიდან ხურდა, იწვებოდა ქალი. არ უნდოდა, მაგრამ მოფრენილი შეგრძნება ახსენებდა წარსულს, რომელიც მეტადრე უკავშირდებოდა საავადმყოფოს. თეთრი კედლები და თავზე მოციმციმე ნათურები სძულდა. სითეთრე სძულდა, ყოველწამში რომ ნაცვლდებოდა შავით. სძულდა წარსული, სისხლით შეღებილი. უნდოდა ახლა, დედის მუცელში მყოფს, ახლად დაეწყო დაბადება. პირველად ამოევსო ფილტვები ჟანგბადით და პირველად შეეხედა სამყაროსთვის, რომელიც ასე ფერადი ჩანდა.
***
10 წლის წინ.
ერთი თვის განმავლობაში ესიზმრებოდა საშინელი სურათი: ავტოშემთხვევა და გვამები. ვერ ხედავდა გარდაცვლილთა სახეებს, თუმც სტანჯავდნენ ყოველ წამს მათი დასახიჩრებული სხეულები.
ზაფხული იყო და, როგორც ყველა, ისიც დასასვენებლად გაემგზავრა, დედასთან ერთად, მაღალმთიან სოფელში. იმგზავრებდნენ კარგად, რომ არა უღელტეხილზე მოცურებული დიდი ავტობუსი და გადაჩეხილი პატარა კლდიდან. ჩვიდმეტი მგზავრიდან ცამეტი გარდაცვლილი, მათ შორის დედაც. მიუხედავად იმისა, რომ იბრძოლა, ებრძოლა სიკვდილს მთელი არსებით, საავადმყოფოში დალია სული.
დიდი ოპერაციის შემდეგ, ნარკოზიდან გამოსულს, უკვე დედა აღარ ჰყავდა. და ეს მაშინ, როდესაც პირველად დაუწყეს წინასწარმეტყველურმა სისზმრებმა ‘შემოტევა’. თოთხმეტი წლის ბავშვს უკვე ერქვა ობოლი.
***
დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, ტკბილებო.
მუზა არ მეწვია და... ნუ ეს გამოვიდა, რაც გამოვიდა.
ძაან თუ შევტოპე ამ 'სიზმარ–სიზმარ' მითხარით <3
მიყვარხართ!



№1  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Dzalian emociurii tavi iyo dagvianebas araushavs ♥

 


№2  offline წევრი N7

gvanciko_gvancunia
Dzalian emociurii tavi iyo dagvianebas araushavs ♥

დიდი მადლობა, ტკბილო, გაგებისთვის love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

პირიქით.
არც იფიქრო, რომ შეტოპე. ასე განაგრძე.
იმის გამო, რომ გიგვიანდება არ აჩქარდე.
მშვენიერი თავი იყო მარიამ.
ძალიან ძალიან მომწონს ასეთი ისტორიები. ფანტაზიორი ვარ და იმიტომ :დდ
გელოდები სრულიად მოთმინებით <3

 


№4  offline წევრი EmyLee

მმ.. კარგია მარიკუნა:* მალე დადე ვეღარ ვითმენ:ეს საინტერესო იყო.. :**
--------------------
Rain Of Native Girl

 


№5  offline წევრი N7

lullaby
პირიქით.
არც იფიქრო, რომ შეტოპე. ასე განაგრძე.
იმის გამო, რომ გიგვიანდება არ აჩქარდე.
მშვენიერი თავი იყო მარიამ.
ძალიან ძალიან მომწონს ასეთი ისტორიები. ფანტაზიორი ვარ და იმიტომ :დდ
გელოდები სრულიად მოთმინებით <3

დიიიდი მადლობა!
მახარებ, ძალიან love
პრინციპში და ვგავართ ამ შემთხვევაში ერთმანეთს, მაგრამ მაინც, მთლად არ გავაგიჟო ამ სიზმრებში ქეთა, მეშინია wink love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

ნოუ ნოუ!! აი, როგორც გაგისწორდება ისე დაწერე. მაგასთა. დაკავშირებით მკითხველის აზრი ნუ შეგაშინებს, თუ ეს გაბრკოლებს.
მე პორადად ვიცი, რომ მომეწონება.
და მიხარია, რომ ამაში ვემსგავსეთ. :დდ

 


№7  offline წევრი N7

EmyLee
მმ.. კარგია მარიკუნა:* მალე დადე ვეღარ ვითმენ:ეს საინტერესო იყო.. :**

ელიი, ახლა ვნახე ეს კომენტარი love
მთელი არსებით ვეცდები მალე დავდო და მიხარია, რომ მოგწონს love

lullaby
ნოუ ნოუ!! აი, როგორც გაგისწორდება ისე დაწერე. მაგასთა. დაკავშირებით მკითხველის აზრი ნუ შეგაშინებს, თუ ეს გაბრკოლებს.
მე პორადად ვიცი, რომ მომეწონება.
და მიხარია, რომ ამაში ვემსგავსეთ. :დდ

თენქს, სვიითი love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო....
ეს რა იყო :ოო
ფანტასტიკის ელემენტი? ფანტასტიკურად წერ? ^_^
love love აჰა... ახლა უფრო მომეწონა, რომ უბრალო სიყვარულის ისტორია არ არის მარტო <3 <3
მიყვარხარ მიყვარხარ...
ძალიან საინტერესოა.
მალე განაგრძე, აბა შენ იცი ტკბილუნია <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline წევრი N7

ერკე
ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო....
ეს რა იყო :ოო
ფანტასტიკის ელემენტი? ფანტასტიკურად წერ? ^_^
love love აჰა... ახლა უფრო მომეწონა, რომ უბრალო სიყვარულის ისტორია არ არის მარტო <3 <3
მიყვარხარ მიყვარხარ...
ძალიან საინტერესოა.
მალე განაგრძე, აბა შენ იცი ტკბილუნია <3

ერკეეე! გამახარე, იცი?
ფანტასტიკა მეტ-ნაკლებად, ანუ ფანტაზიაა რა, ხშირად გხვდება 'ღრძო', რომელსაც ყველა სიზმარი უხდება? wink wink
მიყვარხარ მეეეც ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№10  offline მოდერი წითური გოგონა

ვუაჰა!
გშურდეთ! am
ქეთიო, ქეთიო lol
სამივე წავიკითხე საქალბატონო შვიდუნი!
მომეწონა, რომელია! wink
ჰო, ხარვეზებიც აღმოვაჩინე, მაგრამ ეშველება...
აღფრთოვანებული ვარ!
პერსონაჟი მხოლოდ სახელით მგავს მე :(( :3
თუმცა, თუმცა...
ველი მომდევნო თავს.
ისა, ჰო, wink ეს გოგო ვანგა ხომ არ არის შემთხვევით? wink
--------------------
მწვანე ლიმონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent