ღამის აივნის შეხვედრა, ანუ რაც გინახავს კიდევ ნახავ! (თავი 12)
დაახლოებით ერთ საათში დედაბუდიანად ჩალაგებული და მოწესრიგებული გრუხუნით მივაგორებ ჩემოდანს კიბეზე, თან სულ იმაზე მეფირება არჯევანიძე როგორ მოიქცევა. გოგოებმაც როგორც იქნა გაიღვიძეს ამიტომ დანარჩენებთან ერთად მისაღებში მელოდებიან. ისედაც მოწყენილი გული უფრო მეტად იწყებს გუგუნს როდესაც ჩემსკენ მომავალ მაღალ მამაკაცს ვახვედრებ თვალებს. გაყინულად მწველი მზერა უცნაურად მედება კანზე, აი, რისხვა და მიზიდულობის ძალა რომ ირევა ერთმანეთში. ისიც ერთი ორი დახამხამებით იფარგლება და მაშინვე მაშორებს გამყინველ თვალებს, მერე კი უგრძნობად მივლის გვერდით და მეორე სართულისკენ აგრძელებს სვლას. -ჯანდაბა..._გაბუტულად ვიწყებ ბუზღუნს, როდესაც ჩემოდნის ბორბალი შუა კიბეზე მეჭედება და ინერციით რამისაა არწივივით ჩავფრინდე პირველ სართულზე, რომ არა ნაცნობი თითების შეხება მკლავზე. -მოგეხმარები..._მეჩვენება თუ შედარებით მოულბა ხმა? -იმედია ამის უფლებას მაინც მომცემ._მკაცრი ხმა კიდევ ერთხელ მატანს ძვლებში, მაგრამ მიუხედავათ ამისა მისი სიტყვებიდან წამოსულ ოდნავ სითბოსაც ვატყობ, ამიტომ უხერულად მეღიმება თავის ქნევაში. ბარგს ხელის ერთი მოქნევით იტაცებს ჰაერში და სულ ერთ წუთში კორიდორში ჩნდება. -მადლობა..._ვცდილობ რაც შეიძლება ამაყად მეჭიროს თავი მიუხედავად აფანცქალებული გულისა და ვფიქრობ გამომდის კიდეც. -აუ მო, ძაან მოგვენატრები რა..._მისაღებში შესულს ლილე მაფრინდება მხრებზე მოწყენილი ხმით. მეც ძლიერად ვხვევ მხრებზე ხელებს და უაზროდ ვუღიმი. -გავალთ ჩვენ ცოტა ხნით დასამშვიდობებლათ._დინას ცეცხლოვანი თვალები მაფრთხობენ, თანაც ყველაფერს ისეთი ტონით ეუბნება ბიჭებს რომ ვგრძნობ ცუდი ამბავი დამატყდება თავს. -ილაპარაკეთ თქვენ მანამდე. მისაღებს ხელჩაკიდებული მატოვებინებს და სამზარეულოსკენ ქარივით მიმათრევს დინა. უკან ლილე და გაბერილი თინი მოგვყვებიან ასეთივე ქჩარი ნაბიჯებით. -გაგიჟდი შენ გოგო? გააფრინა ამ ქალმა მართლა რა..._გაცეცხლებული ბარანოვსკა ხმამაღალი, რამისაა კივილით გულს მიხეთქავს. დანარჩენებიც არანაკლებ განრისხებული სახეებით გამომყურებენ, არადა სულ ცოტა ხნის წინ ლილე ძალიან დიდი ენთუზიაზმით მეხუტებოდა. -რა ისტერიკებს უტეხავ ამხელა კაცს ადამინაო?_ამჯერად თინი შემოდის ლაპარაკში ცეცხლოვანი ხმით. -გგონია აქ იჯდება სანამ შენ თბილისში ხარ და გულის ხეთქვაში ატარებ დროს? ააა, აი თურმე რაშია საქმე, ბატონი ტატო და მისი ტირანული ხასიათი აქაც დამეწივნენ. ბიჭებმა იჭორავეს ალბათ და გამცეს ალბათ გოგობთან. -მესმის და ვიცი ყველაფერი მაგრამ, არ მომწონს რომ ჩემ გადასაწყვეტ საქმეს მხოლოდ თვითონ წყვეტს, ისე რომ ერთ სიტყვასაც არ მეუბნება. და საერთოდ რაზეა ლაპარაკი არ მესმის, ისედაც კარგად იცით რომ არ ვაპირებ თქვენი საყვედურების მოსმენას სრულიად წვრილმან თემაზე._ამჯერად მე მეკიდება ცეცხლი გულზე, თანაც იმდენად რომ საკუთარი ტონი განსაკუთრებული აგრესიით მხვდება ყურზე. - აღარ მინდა თქვენთან კამათი. მიყვარხართ ძალიან და ორ კვირაშიც გნახავთ._გოგოების მოწყენილი სახეების შემყურეს მალევე მილბება გული, ამიტომ ყველას ერთად ვეხვევი მხრებზე და გემრიელად ვუკოცნი ლოყებს. -მო, დაფიქრდი მაინც რა. ძალიან გვიყვარხარ ყველას და ვნერვიულობთ შენზე უბრალოდ. ლილეს ჯერ კიდევ მოწყენილი ხმა არასასიამოვნო მეცემა გულზე. როგორ ვერ ვიტან როდესაც ასე ველაპარაკები და მერე გულნატკენს ვტოვებ. ხომ შეუძლიათ დამანებონ თავი ჰა?! არა...იქნებ მართლა უკეთესი იქნება თუ ტატოც წამოვა? ჩემს უკითხავად კი გადაწყვიტა ყველაფერი მაგრამ აბა როგორ ვიქნები ორი კვირის განმავლობაში მის გარეშე, თანაც ნაწყენ გულზე? -კაროჩე, შემიჭამეთ ყველამ ტვნი რა!_ბუზღუნით ვიწყებ კარებისკენ სვლას, გოგოები კი გაკვირვებული სახეებით მადევნებენ თვალს. -ჰა, რას უცდით მანდ, არ გამაცილებთ მალე? თორე ბატონი ტატო დაიღლება ამდენხანს ლოდინით... „ხო, ხო! მოდის ჩემთან ტატო, მოდის!“_ორი წლის გაბრაზებული ბავშვივით ვფიქრობ გულში. -ახურებდი და გიხაროდა მარგარიტა ამილახვარო!_თინის ხმის გამგონე თვალები შუბზე ამდის, სიცილისგან. -ამას ძაან აურიეს ტვინი ჰორმონებმა! რა საპოჟნიკივით ილანძღები ქალო?_ახარხარებული დინაც არანაკლებ მაოცებს. სულ გამიგიჟდნენ ამხელა ქალები... -აუ შენ ჯობია ქართული ისწავლო რა, ქალბატონო... -მორჩა წავედით ეხლა, თორე კიდე გადაიფიქრებს მარგო და ჩაგვივარდება კოვზი ნაცარში... ღიმილით ვუყურებ მისაღებისკენ მიმავალ გოგოებს და მიმხარია, რომ გვერდში ასეთი გიჟი მაგრამ ყველაზე მაგარი დაქალები მიდგანან. -დაემშვიდობეთ ეხლა ამ გიჟებს და გავუშვათ ორივე თბილისში._მისი ჭკუით ვითომდა საქმეს მიკეთებს ლილე, არადა პირიქით ყველას გაკვირვებას იწვევს თავისი სიტყვებით. ბიჭები, ტატოს ჩთვლით, გაკვირვებული სახით მადევნებენ თვალს პასუხის მოლოდინში. მეც რაღა დამრჩენია, თუ არა პირველი ნაბიჯის გადადგმა. -წავედით?_ოდნავი უხერხულობით გავყურებ ტატოს, თანაც ნელი ნაბიჯით მივდივარ მისკენ. ისიც მორჩილად მიქნევს თავს და ეზოსკენ მიმაცილებს. -წავედით. *** ჯერ სარკიდან ვათვალიერებ საჭესთან მჯდარ ტატოს, მერე კი ამაყად ვაკვირდები მის სახეს მოჭუტული მზერით. -მეჩვენება თუ აღარ ხარ გაბუტული?_ჯერ ვითომდა არ იმჩნევს ჩემს საქციელს, მაგრამ სულ მალე ტუჩები მაინც ერხევა მალულ ღიმილში. -გეჩვენება._ჩემს ამაყ პასუხზე ამჯერად გაშლილად ეღიმება. სულ ერთი წამით მგონია რომ გული ცოტათი მაინც მომილბა, თუმცა მეორე მე მალევე მახსენებს რომ ტატო არჯევანიძე ერთი უდიდესი ტირანი და დიქტატორი ადამიანია! რაც შეეხება დინას და დანარჩენებს, მათ თბილად დავემშვიდობეთ მეც და არჯევანიძეც, მერე მანქანაში ჩავსხედით დედაქალაქში დასაბრუნებლად. მთელი ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ წინანდელი „დიალოგით“ თუ შემოვიფარგლეთ, და ისიც ისეთივე უგულო და ცივი იყო რომ ლაპარაკის გაგრძელების სურვილიც აღარ დამრჩა. ალბათ ამ კამათში, ჩემი წილიც დევს, სულ ცოტათი მაინც. არ ღირდა ჯიუტი თხასავით ქცევა, ჯობდა ნორმალურად დამელაპარაკა ტატოსთან ყველაფერზე. დროის დანარჩენი ნაწილი და მთის დაკლანილი გზები ძილში გავატარე, სანამ არჯევანიძე ოსტატურად მართავდა მანქანას. დაახლოებით ერთ საათში, თბილისამდეც ჩავაღწიეთ ჰოდა, სულ მალე მამაკაცის თბილი ხელების შეხებასაც ვგრძნობ მხარზე, ამიტომ ძილბურანში მყოფს მალევე მეღვიძება როდესაც ტატოს თბილი ხმა მწვდება სმენამდე. -მოვედით მარგო. რამდენიმე წამს გამმოფხიზლებას ვანდომებ, სანამ არჯევანიძე გრაციოზული მოძრაობით ავტომობილის კარს მიღებს და გადმოსვლაში მეხმარება, წელზე ხელშემოჭდილი. მიუხედავათ ადრინდელი ბრაზისა მისი ერთი შეხებისგან უკვე ჟრუანტელი მაყრის, მითუმეტეს რამდენიმე ხანია რაც ახლოსაც არ მომკარებია. -მადლობა ყველაფრისთვის ტატო. მოგვიანებით გნახავ...ალბათ..._ყოყმანით ნათქვამი სიტყვებით ვაქცევ ზურგს, თან რამოდენიმე ჩანთას ვიღებ ხელში და სადარბაზოსკენ მივემართები ნელი ნაიჯებით, როდესაც ბოხი ხმა მეწევა გზაში. -მოგეხმარები... -არა, თვითონ მოვახერხებ ყველაფრის ატანას. შენ ჯობია დაისვენო ამხელა გზაზე წამოსულმა. -ზრმუნავ ჩემზე თუ მეჩვენება?_მისი სიტყვები ცოტა არ იყოს ცბიერად მეჩვენება, მიუხედავათ იმისა რომ მთელი სერიოზულობითაა ნათქვამი. -გეჩვენება, ალბათ..._მეც რაღა დამრჩენია პასუხის გაცემა მიწევს, მაგრამ ხმა საკმაოდ ცივი და გაუტეხავი მაქვს, როგორც ყოველთვის. საბოლოოდ ვაქცევ მამაკაცს ზურგს და უკანმოუხედავათ ვტოვებ ეზოს, თუმცა ვიცი, ის ისევ იქ დგას და უდრეკი მზერით მაცილებს... *** ნაცნობი ბინის წინ ვდაგავარ და გადიდებული თვალებით მივშტერებივარ მეტალის კარებს. -ნუთუ მეშინია?_საკუთარი თავისთვის დასმული კითხვა ცოტა არ იყოს მაფრთხობს. ბავშბიდან აღარ მახსოვს რა არის შიში, ან რატომ იბუდებს ის ადამიანში, ახლა კი როდესაც ჩემი სახლის კარების გაღებაც მეუცხოვება, გულში თითქოს ეს საზიზღარი გრძნობაც იღვიძებს. -არა, მარგო, არ წავა ასე საქმე...დაწყნარდი, მორჩა!_უბრალო მონოლოგით ვცდილობ საკუთარი თავის ნუგეშს და როგორც იქნა ვწევ ურდლს. სიგარეტის ბოლი, ხმამაღალი ჟრიამული და ყაყანი ერთმანეთში ქაოსურად ირევა. არასასიამოვნო ჟრუანტელი მაყრის. ზღურბლზე დაბნეულად მდგარი, ასეთივე მზერით ვათვალიერებ არემარეს, როდესაც რამოდენიმე ნაცნობი სახე ჯერ უცნაურად მიყურებს, თითქოს ჩემს გახსენებას ცდილობს მერე კი გიჟივით მიქნევს ხელებს. როგორც ჩანს ნატას და ლევანს „წვეულება“ მოუწყვიათ, ძველი მეგობრების სანახავათ. რაღა დამრჩენია, მიუხედავათ დაბნეულობისა მეც იგივეს ვიმეორებ, თუმცა ნაკლები ენთუზიაზმით. -როგორ დაქალებულხარ საყვარელოოო! არ მჯერა რომ შენ ხარ!_ძალიან დიდი ხნის უნახავი, ფაქტიურად დავიწყებული ნაცნობები, ვითომდა კომპლიმენტებით მამკობენ. დავქალებულვარ კი არა გადავქალებულვარ უკვე— რამისაა ოცდაცხრაწლის ადამიანი და არა თექვსმეტი წლის გოგო ბოლოს რომ მნახეს. -ძალიან მოგვენატრე დედუ!_ქალის წვრილი, ოდნავ დანაოჭებული სახე ცოტა არ იყოს უცნაური მზერით მათვალიერებს. ვცდილობ მისი სახელის გახსენებას მაგრამ ტვინში სიცარიელეა. აბა თორმეტი წლის უნახავ ადამიანს რომ შეხვდები სრულიად მოულოდნელად, თანაც შენ საკუთარი ბინაში და ასეთ აყალმაყალში, როგორი რეაქცია უნდა გქონდეს კაცს?! -ძალიან სასიამოვნოა..._მაინც ვერ გავბედე ანალოგიური პასუხის გაცემა ასეთი ყალბი ღიმილისთვის, არამედ ცინიზმ შერეული ზერელე ხალისი ავიკარი სახეზე. „იდა! იდა არ ქვია?!“_ტრიუმფალური გამარჯვებით გამომყვირის ქვეცნობიერი რომელმაც როგორც იქნა მოახერხა და გაიხსენა ჩემს წინ მდგარი მოვლილი ქალბატონის სახელი, ყალბი კომპლიმენტებით რომ მავსებს. -ნატა და ლევანი ისე გელოდებოდნეეენ!_როგორც იქნა ვახერხებ მის საუბარზე კონცენტრირებას ნაცნობი სახელების გაგებისას, რომლებიც ცუდ მოგონებებს მიღვივებენ თავში. მაკანკალებს. ბოტოქსის დედოფალი, ქალბატონი იდა კიდევ რაღაცას ამბობს და სამზარეულოსკენ მანიშნებს. როგორც ვხვდები იქ ბრძანდებია ნჩემი ძვირფასი მშობლები. ფილოსოფურ ფიქრებშისა და მოლოდინში გართული ვერც კი ვიაზრებ რომ სამზარეულოში შესული რამისაა ოვაციებს ვიწვევ. აკივლებული ქერა ქალი ძლიერად მახტება მხრებზე, მოზარდი გოგოსავით. ცოტაოდენი პანიკა მივლის, უსიამოვნო კადრები კი ტვინში ჭინკებივით იწყებენ თამშს. მაგრამ მერე როდესაც ვიღაცის, რაც არ უნდა იყოს, სასიამოვნო ხმა ყურებადე აღწევს მეც უნებლიედ მეცინება, დაწყნარებულ გულზე. -მარგო, გოგო, როგორ მოგვანატრე თავი შენ არ იცი! ხო ასეა ლევან? -მაშ! ერთხელ არ მოიკითხო მშობლები!_ნატას და ლევანის სიტყვებმა რამისაა გაგიჟებულ ხარხარში ჩამაგდონ. ალბათ ნამდვილად გამეცინებოდა, სატირალი სიტუაცია რომ არ ყოფილიყო. -ჯერ ისაა გასარკვევი, ვინ ვის მოანატრა თავი, წელიწადში ერთხელ ჩამოსვლით, ნატა._სარკაზმი უნებლიერ მწყდება ტუჩებიდან, ზედმეტად დამცინავი ტონით. -და თუ არ ვცდები ტელეფონები, ოცდამეერთე საუკუნეში, ორმხრივია, ამიტომ დარეკვის პრობლემა არ უნდა გქონდეს ლევან._მამაკაცი ჯერ გაბუსხულ თვალებს მახვედრებს მერე კი ნატას ცივი სახის შემყურე მომენტის გამოსწორებას ცდილობს. -კაი, არ გვინდა ეხლა კამათი._უკმაყოფილოდ იქნევს ხელს ლევანი თან ყოფილ ცოლს ოდნავი ხელის კვრით დაწყნარებისკენ მიუთითებს. ისიც მაშინვე ჩვეულებრივ გამომეტყველებას უბრუნდება. -დაჯექი და მოყევი ეხლა, რა ქენით სოფელში?_მეკითხება ქალი, დაინტრიგებული ხმით. ბებომ უთხრა ალბათ რომ იქ ვიყავი. წყნარი ადამიანის სახეს რომ ვიბრუნებ, ბართან ვკალათდები. დიდად კი არ მწყურია მშობლებთან ლაპარაკი თუმცა პატარა კაპრიზული გოგო ხომ არ ვარ უტაქტოდ რომ მოვიქცე? -სიწყნარე და სიჩუმეა. თუმცა ოთხ დღეში დიდად ვერაფრის გარკვევაც ვერ მოვასწარი. -იქნებ სანამ აქ ვართ, ჩვენც როგორმე მოვახერხოთ სადმე მთაში ასვლა. რა რას იტყვი ლევან? ბავშვებიც არ უნდა იყვნენ წინააღმდეგი. -ძალიანაც კარგი იდეაა! ცოტა ხნით მაინც მოშორდება გიგა თავის ტელეფონს. თავიდან ვერ ვხვდები რაზეა საუბარი, ამიტომ დაბნეული ტონით ვიწყებ საუბარს. -თქვენებიც ჩამოიყვანეთ თუ რა ხდება?_თვალები კიდევ ერთხელ ამდის შუბლზე. -ჰო, მე გიგა წამოვიყოლე თან. არ უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ვიფიქრე მოუხდება თბილის ჰავათქო._რაც არ უნდა იყოს, მამის ასეთ უდარდელი ლაპარაკი გულს მტკენს. ბავშვობის წლები მახსენდება როდესაც სახლში მარტო ვეგდე, ნატა და ლევანი კი საყვარლებთან ერთობოდნენ. ამის მერე დაიბადა გიგა, ექვსი წელიწადით ადრე, სანამ ესენი გაეყრებოდნენ. სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ნატას საყვარელმა ალბათ პრეზერვატივის არსებობა იცოდა, ამიტომ მხოლოდ ოფიციალური განქორწინების შემდეგ მოიხელთეს შვილის ყოლა. -მე თეკო და ბაბი წამოვაცუნცულე. ვიფიქრე ნინუცასაც წამოვიყვანდი თქო მაგრამ გიამ დაიტოვა._დაიბენით არა? მეც, მაგრამ აგიხსნით ყველაფერს. პირველ რიგში, გია ნატას მეორე ქმარია, რომელთანაც, როგორც ვიცი, დედაჩემს ზეციურად კარგი ურთიერთობა აქვს. აი, თეკო, ბარბარე და ნინუცა ჩემი მორიგი ნახევარდები არიან. ასაკის მიხედვითაც ასეთი მიმდევრობით გაჩნდნენ. თეკო თუ არ ვცდები ცხრა წლისაა, ბაბი ხუთის. აი ნუნუცა კი ყველაზე პატარაა, სულ რაღაც სამი წლის. რა მიჭირს არა? ოთხი ნახევარდა-ძმა მიდგას მხარში რომლებიც ნორმალრად არც კი მიცნობენ, თანაც სულ სამჯერ-ოთხჯერ თუ ვართ შეხვედრილნი. -არ იცი სად არიან?_ისევ აგრძელებს საუბარს ყოფილი ცოლ ქმარი, მე კი ვზივარ და პირდაღებული ვუყურებ. -თეკო ეზოში ჩავიდა. ბარბარე გიგასთან უნდა იყოს._წყნარად სცემს პასუხს ლევანი ქალის დასმულ კითხვას, თან კოქტეილის ბოკალს მაწვდის. რამდენადაც არ უნდა მეხატებოდეს ლევანი გულზე, სასმელების გემოვნება ყოველთვის უზადო ქონდა! -აუ, მარგო გოგო, გიგა შენ ოთახშია და წინააღმდეგი ხომ არ ხარ? -არა ნატა, არაუშავს._დედაჩეი სიტყვებზე მეღიმება. როგორც ყოველთვის „გოგოს“ მეძახის, „შვილოს“ ან „დეს“ მაგივრად. ადრე კი მტკიოდა გული რომ დედაჩემი უბრალო ნაცნობივით აღმიქვამდა და არა შვილივით, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ამ ფაქტსაც შევეჩვიე. -ჩემ ნივთებს გამოვიტან ოთახიდან და დაგტოვებთ მარტოებს. -აღარ გამოივლი დღეს? -არამგინია ლევან. სასტუმროში ვარ მისასვლელი და კიდევ ათასი რაღაცაა გასაკეთებელი... -ჰო სხვათაშორის...ფირმის საქმეები როგორ მიდის? -წყელაფერი შესანიშნავადაა. მარა, ნეტა როდიდან დაგაინტერესა კომპანიის ამბებმა?_თვალების მოჭუტვითა და ოდნავი ღიმილით გავყურებ მამაჩემს რომელსაც არასდროს არ აინტერესებდა არც „მწვანე სხივი“ და არც არქიტექტურა. -უბრალოდ ჩემი შვილის ამბები მოვიკითხე რა იყო ჰო..._შვილისო...მეუცხოვება ამ სიტყვის გაგება. მაგრამ მაინც მსიამოვნებს... -კარგი, კარგი. მორჩა, წავედი ეხლა. მერე გნახავთ. -მიდი და დაგირეკავ მოგვიანებით, ყავა დავლიოთ სადმე._ამჯერად ნატა ერთვება საუბარში ტკბილი ხმით. მორჩილად ვუქნევ თავს, შეძლებისდაგვარი თბილი ღიმილით ვემშვიდობები და სამზარეულოს ვტოვებ, სტუმრებისგან აყაყანებულ მისაღებში გასასვლელად. -მიდიხარ უკვე დედუ?_იდა აქაც მიჭერს, წვრილი ხმით. -დიახ. ნივთებს ავიღებ და წავალ. -კარგი საყვარელო. უი, რა მინდოდა მეთქვა. ამ დღეებში ჩემი ბიჭი ჩამოდის საქართველოში და ვიფიქრე რომელიმე რესტორანში ხომ არ გავსულიყავითთქო?_თავიდან გაკვირვება მივლის სახეზე. ნეტა, როდიდან მოუნდა ჩემთან დაახლოვება დედაჩემის იმ დაქალს, რომელსაც ბავშვობაში ფეხებზე ვეკიდე სახლში მარტო რომ ვიყავი და ტირილში ვატარებდი ღამეებს. -არ ვიცი ქალბატონო იდა. ძალიან დაკავებული ვარ ამ კვირაში._ არადა არც არაფერი არ მაქვს გასაკეთებელი. უბრალოდ, მეზარება ამ ‘გამოჭიმულ სასტავთან’ ხლაფორთი. -უი, გასაგებია დედუ. მგრამ მაინც ცადე რა, იქნებ სულ ორი წუთით ჩემოგვირბინო. ძალიან გაუხარდება ჩემ ნიკუშას შენი ნახვა. -კარგით, ვეცდები რომ გამოვნახო დრო, ქალბატონო იდა. ახლა კი წასასვლელი ვარ. მოგვიანებით გნახავთ. ზერელე დამშვიდობების შემდეგ ჩემი ოთახისკენ ვიღებ გეზს, მაგრამ კარების გაღებისთანავე გამაგიჟებელი სანახაობა მხვდება. ნაცნობი სახის ბავშვები ფეხსაცმელ გაუხდელად დახტიან ლოგინზე თან ბალიშებით ჩხუბობენ ისე რომ დაფლეთილი ბუმბულები სულ აქეთ იქით იფანტებიან. -უკაცრავად!_შუბლზე თვალებასულს საქმელი სულ ერთ წამში მელევა, როდესაც ორი დაძაბული სხეული გაკვირვებუად მიყურებს. -ხელი ხომ არ შეგიშალეთ?! -მაო მოსულააა!_გოგონას წვრილი ხმა რაც არ უნდა იყოს სასიამოვნობ მივლის ყურზე. ჯერ ძლივსძლივობით ჩამოაქვს პატარა ტანი ლოგინიდან, მერე კი მთელი ძალით მეხეთქება მხრებზე. რაღა დამრჩენნია, მეც შეძლებისდაგვარად მხიარულად ვეხუტები. -როგორ მომენატრე მაო იცი? -მეც მომენატრე, ბი._ცოტა არ იყოს მოწყენილი ხმა კი მაქვს, მაგრამ თავს მაინც ცოცხლად ვიჭერ. -მარა ერთი მითხარი აბა, რა ცირკი გაგიმართავთ შენ და გიგას აქ, ჰა?_საკუთარი მკაცრი ხმა მახსენებს რომ ბავშვებთან კონტაქტი არასდროს არ გამომდიოდა ნორმალურად, ბარბარეს ჩათვლით, მიუხედავათ იმისა რომ ამ წრიპაზე ტვინი მეკეტება, ნახევარდის კვალობაზე. ალბათ ისაა ერთადერთი ვისგანაც ანალოგიურ დამოკიდებულებას ვგრძნობ. -ბიბი კარგი, პატარაა მაგრამ შენ რაღა დაგემართა გიგა? თექვსმეტი წლის ხარ თუ სამის?!_ვგრძნობ რომ თვალებიდან ცეცხლის ნაპერწკლები გადმომდის, ლევანის ვაჟი კი ზიზღით სავსე მზერას მჩუქნის. -ჯობია შენ თავს მიხედო მარგო და სამი წლის ბავშვები ისევ შენს ნაბიჭვრულ მხარეს მოიკითხო._კბილებში ცრის წინადადებას. ჩემი ნება რომ იყოს ძვლებიანათ გავგლიჯავდი შუაზე ამ ლაწირაკს! როგორ ეტყობა რომ ლევანის ნაშიერია. თანაც, ალბათ დედამისმა ჩააწვეთა ცუდი აზრები ჩემზე. -აუ არ გვეჩხუბო მაო რა. უბრალოდ ძალიან მოვიწყინე. ბოდიში რა..._თავდახრილი, რამისაა აცრემლებული ბიბი ბავშვური ტონით მეხვეწება და უფრო ძლიერად მეკორობა მხრებზე. -არ გეჩხუბები ბი, არა._მიუხედავათ იმისა რომ ბავშვებთან ყოველთვის მშრალად ვურთიერთობდი, ამჯერად პატარა ბარბარეს მზრუნველად ვკოცნი შუბლზე, მაგრამ აი გიგას ზიზღით სავსე თვალებს არ ვაკლებ. -აი რაც შეგეხება შენ, ხის თავიანო, ჯობია საკუთარ ენას მიხედო თორემ, ერთ დღეს შეიძლება გამოჩნდეს ვინმე ვინც დიდი სიამოვნბით ამოგაცლის პირიდან._ჩემი სიტყვები მგელის ღრენას უფრო გავს ვიდრე ნორმალურ წინადადებებს... ცოტა ხანში საჭირო ნივებიც ამოვკრიფე კარადებიდან და წასასვლელად მოვამზადე. -აალაგებ აქ ყველაფერ თორე არამარტო ენას, ხელებსაც დიდი სიამოვნებით დაგაძრობ._სანამ ოთახს საბოლოოდ დავტოვებდე ვაჟბატონს ბოლო გაფრთხილება დავუტოვე. ოთახიდან გამოსულმა, გასაცილებლად წამოსულ ბიბის ხელი მეგობრულად ჩავკიდე და მისაღებს მივაშურე ლევანსა და ნატასთან დასამშვიდობებლათ. მაგრამ ვაი ამ იდეას... მისაღებ ოთახში შესვლისას მხოლოდ ის გავიფირე მიწა რატომ არ გამისკდა და თან რატომ არ ჩამიყოლათქო. სხვა სტუმრებს შორის, ერთად მოკალათებულან სავარძელზე, თანაც ისე ახლოს და ისე გამომწვევად რომ გეგონება ვნების შეტევა ექნებათ და საძინებელს აიკლავენო. „სულ გააფრინეს?!“_ორმაგად გაბრაზებული ქვეცნობიერი ღრიალით მიყრუვებს თავს და ძალიან სწორადაც იქცევა. აბა მეტი რა რეაქცია უნდა მქონდეს როდესაც ათი წლის გაყრილ ცოლ ქმარს, რომლებსაც უკვე სხვადასხვა ოჯახები აქვთ, რამისაა კოცნაში ვუსწრებ. ბავშვებთანაც იგივეს გამეორება უნდათ როგორც მე მომექცნენ? ერთადერთი რისი გაკეთება შევძელი ამაზრზენი მზერა ვატაკე ორივეს შეშფთებულ თვალებს, მერე თბილი ჩახუტების შემდეგ ბიბის ვაკოცე შუბლზე და სასწრაფოდ დავტოვე ბინა. -თავში ქვაც უხლიათ!_ კი ვამბობ ასე მაგრამ, გულში მაინც ტკივილი იღვიძებს— ბიბიზე მტკივა გული. არ მინდა რომ მასაც ისევე მოეცქნენ როგორც მე ბავშვობაში, მის ასაკში რომ ვიყავი. მაინც რატო მივეჩიე ამ ბავშვს ჰა? იქნებ იმიტომ რომ ძალიან მგავს? თანაც ზუსტად ისაა ერთადერთი ვინც ჩემს მიმართ ზიზღს არ განიცდის, არამედ პირიქით, მგონია რომ მასაც ვუყვარვარ.თანაც ასე საყვარლად მეძახის ხომე მაოს. მახსოვს ერთი წლის იყო პირველად რომ ვნახე, ლაპარაკიც სულ ბუტბუტით გამოსდიოდა. ზუსტად მაშინ დამიძახა „მაო“ მაგროს მაგივრად და იმის მერე შემომრჩა კიდეც ეს სახელი. -არა, არა...მაინც არ მესმის რატომ მივეჩვიე ბარარეს ასე ძალიან... *** -ბებომ გენაცვალოს შენა. შემოდი, მარგო შემოდი._დიდი სახლის კარები იღება თუარა ხანში შესული მოჭაღარავო ქალის გაღიმებული სახე მეგებება. -პრივეტ, ლაიზ. რავა ხარ? -მე რა მიჭირს ბები. აი შენ მითხარი როგორ მოიარე სოფელი? -ძაან მაგრად, უბრალოდ მალე მომიწია წამოსვლა შენც იცი ვის გამო._გაბუსხულად ვანიშნებ ახალჩამოსული მშობლებისკენ. -ქალო, როგორ ძაან მომენატრეთ შენ და მარგო იცი? თან არც მეგონა რომ აქ იყავი. ჩემი ლაიზუკა! -წამო, სამზარეულოშია ბებიაშენი, სიგარეტს აბოლებს. ხო ვერ გადავაჩვიე ამ იდიოტობას რა. -ოჰ შენც ეხლა ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული არ იყო რა_სიცილით ვეუბნები აბუზღუნებულ ქალს. -მარგოოო, ქალო შენმა შვილიშვილუკამ მოგვაკითხა. -უი ბებო ენაცვალოს მაგას! -ჩემო ბებრუხანებო, როგორ მიყვარხართ თუ იცით!_გახარებული ბავშვივით ვახტები ორ ქალს მხრებზე, ჰოდა ისინიც იმავე რეაქციით მპასუხობენ და ლოყებს მიკოცნიან. -მიდი თქვენ იჭორავეთ, მე მანამდე შენ ლაილას მოვიყვან, გიჟივით რო დარბის ეზოში._სულ ცოტა ხანში როგორც ყოველთვის ენერგიული ლაიზა ლაის მოსაყვანად მიდის, მე და უფროს მარგოს კი სამზარეულოში გვტოვებს. -ბებო, მოდი ჩემთან დარჩი რა, არ გინდა არანაირ სასტუმროში წასვლა._ხვეწნით გამომყურებს მარგო. -ბე, ხო იცი რო არ დავრჩები აქ? შენი ასთმის გამო ისედაც გულისკანკალით დაგიტოვე ძაღლი. სანამ ნატა და ლევანი ჩემთან არიან, მე იქ ვიქნები. ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროს მოვიძებნი და ეგაა..._გემრიელად ვიზმორები ისე რომ აღფრთოვანებული გამომეტყველება არ მცილდება სახიდან. -ბე, დარწმუნებული ხარ შენ გადაწყვეტილებაზე? არ ჯობდა ისინი წასულიყვნენ სასტუმროში, შენ კიდე შენსავე სახლში დარჩენილიყავი? -რავი ბე, ვიფიქრე ჩემთვისაც კარგი იქნებოდა გარემოების გამოცვლათქო. -კარგი, შენი ნებაა, მაგრამ არ დამივიწყო ხომე მეც._მოწყენილ სახეზე კიდევ უფრო ემატება სევდა უფროს მარგოს, მე კი ირონიისგან უნებურად ვიღიმი. -კაი რა მარგუშ, აბა შენ ასე დაგტოვებ? გგონია ვის გამო ჩამოვედი იმ სიშორე სოფლიდან, ჰა? -ბებომ გენაცვალოს შენ, ძალიან რო მიყვარხარ!_მალევე მოდის ხასიათზე მარგო, შემდეგ კი შედარებით ხალისიანი ტონით ვაგრძელებთ საუბარს. სულ მალე ლაიზაც დაგვიბრუნდა ლაილასთან ერთად, რომელიც ისე გადაირია ჩემი დანახვისას რომ კუდის ქიცინი ნახევარი საათის განმავლობაშია არ შეუწყვეტავს. გოგოშკებთან გრძელი ჭორაობის შემდეგ როგორც იქნა მოვახერხე სახლიდან გამოტევა. ორმა დაქლმაც ბედნიერი გზა გვისურვა მე და ლაის, მერე კი დალოცვით გამოგვიშვეს გზაზე. მეც მაშინვე წინასწარ დაჯავშნულ სასტუმროს მივაშურე რომელიც ნამდვილად ისეთვე აღმოჩნდა როგორც მეგონა— ხედი შესანიშნავი, ოთახი არაჩვეულებრივი, მომუშავე პერსონალი სტუმართმოყვარე. ფართიც საკმაოდ დიდია სტანდარტული ოთახის კვალობაზე. ორი ძირითადი კედელი შუშისგანაა გამოყვანილი ამიტომ თბილისის მაღალი ხედებით მიწევს ტკბობა. მიუხედავათ იმისა, რომ ძაღლის გამო კიდევ ტონა ფულის დამატება მომიწია, მაინც უპრობლემოდ დავსახლდით მე და ლაილა, ამიტომ ტანსაცმელი ერთი ხელის მოსმით გავიძრე და განიერ ლოგინზე გიჟივით დავეხეთქე. -აბა ლაი რით გავირთოთ თავი მე და შენ დღეს?_ინტერესით ვეკითხები კუდის მოქიცინე ძაღლს რომელიც ხალისიანი ყეფვით მპასუხობს. მეც ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ანა ბებო მახსენდება. -რამდენი ხანია არ დამირეკია მისთვის! სირცხვლი ჩემ თავს!_სასწრაფოდ ვკრიფავ ნაცნობ ნომერს და სულ რამდენიმე წამში ყურმილიდან ბოხი ხმა მესმის. უცნაურია, არადა მგონი სწორი კონტაქტი მოვნიშნე... -გისმენთ. -უმმმ...გამარჯობათ, ქალბატონი ანა მინდოდა თუ დაკავებული არაა. -შეგიძლიათ ცოტა ხანში გადმორეკოთ? გასულია ამჯერად და მოგვიანებით იქნება სახლში._მამაკაცის ხმა რატომღაც ძალიან, ძალიან მეცნობა და მაუცნაურება კიდეც. -კარგით დიდი მადლობა. უთხარით რომ მარგომ დარეკა... -ამილახვარო შენ ხარ?!_მამაკაცის ხმა ჩემ გვარს ახსენებს თუარა თვალები შუბლზე ამდის. -მე ვარ..._გაოცებულად და ამავდროულად დაბნეული ტონი მერევა ლაპარაკში. -მეთქი რატო მეცნობა ეს ხმა ასე ძალიანთქო! დათო ვარ ადამიანო!_აი თურმე ვინ ყოფილა. -დავიიით! რამდენი ხანი არ გამიგია შენი ხმა! -რას შვები, სად დაიკარგე? -მე, გენაცვალე, ზაფხულის „არდადეგებით“ ვტკბები._სიცილით ვეუბნები მამაკაცს რომელიც თვითონაც არ მაკლებს ხალისიან ხმას. -აუ მეც ჭკუაზე არ ვარ ტო. დამტანჯა სამსახურის რუტინამ..._როგორ მესმის მისი. ერთი ორი ნაღვლიანი ამოოხვრის მერე, კიდევ ვაგრძელებთ ლაპარაკს. როგორც გავიგე, ანა ბებო რამდენიმე კვირის წინ გამოუწერიათ და ძალიანაც კარგად ყოფილა. უფროს მარგოსთანაც შესულა სტუმრად. მიკვირს როგორ არ მითხრა არაფერი ბებომ. აი სამაგიეროდ დათოსგან გავიგე ესეც და ისიც, რომ დედმისს დაბადების დღე ქონია, ამიტომ ჩინებულ წვეულებას აწყობენ რამდენიმე დღეში. ჰოდა, დაპატიჟებული ვარ. კი გამიკვირდა მე რა მიზეზით მპატიჟებენთქო მაგრამ მერე მივხვდი რომ ანა ბებოსა და დავითის ოინები იქნებოდა ყველაფერი. ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ, ვიფიქრე რატომაც არა, ღირს რამდნეიმე საათით სადმე გასვლათქო. განვიტვირთები მაინც დაძაბულობისგან. თანაც ანას ვნახავ... ტელეფონზე ლაპარაკს მალევე მოვრჩით მე და ერისთავი, ამიტომ ხალისიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს...და დავრჩი ისევ უსაქმურად. მაგრამ ხომ ამბობენ, ქალი ფიქრების გენერატირიაო? ჰოდა აი მეც გადამეტვირთა თავი. ხან რა განვსაჯე ტვინში, ხან რა, სანამ ყველაზე მთავარ საგანს არ მივაღწიე— არჯევანიძეს! -ხო არ დამერეკა ნეტა? მომენატრასავით..._მოწყენილად ვეუბნები საკუთარ თავს და ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ ყოყმანით ვიმარჯვებ ლოგინზე მიგდებულ ტელეფონს ხელში. -მო..._ზუმერის ხმა საუკუნედ მეჩვენება სანამ ყურმილში სასურველი ხმა არ მესმის. -გამარჯობა ტატო..._მამაკაცური ბარიტონის გაგებისას უნებლიერ მებლანდება ენა. არა, არ წავა ასე საქმე. დაწყნარდი მარგო! -გცალია? ვიფიქრე ხო არ გამომივლისთქო... მოკლე პაუზა უცნაურად მივლის გულზე. არ სცალია და ტყუილად შევეტენე! იდიოტკა ვარ! -მეგონა გაბრაზებული იყავი ჩემზე, მო._ხმაში სიცბიერე ერევა. წარმომიდგენია ახლა მისის სახე— მოჭუტული თვალები, ცელქი ღიმილისგან გაპობილი ბაგე და მოღუშული წარბები. -ახლაც ვარ მაგრამ, მაინც მომენატრესავით... -სად ხარ? -ცენტრში. სასტუმროში მომიწია დარჩენა._მის მოულოდნელ კითხვას სასწრაფოდ ვპასუხობ, იმის იმედით რომ ცოტა ხნით მაინც გამომივლის. მაგრამ გული სულ ერთ წუთში მიცრუვდება, როდესაც ყურმილიდან ქალის წვრილი ხმა გამოდის. სოფოა... ტვინში ერთიანად მერევა აზრები.-დაკავებული ყოფილხარ, არ ვიცოდი. მერე დაგირეკავ... დაბნეულად ვთიშავ ყურმილს სანამ არჯევანიძე რამის თქმას მოახერხებს. ნუთუ ვეჭვიანობ მასზე და სოფოზე? არა, არ არსებობს. არ ვარ ის ქალი რომ ეჭვიანი კონცერტები გავუმართო. მითუმეტეს მითხრა რომ ამ ქალთან აღარაფერი არ აკავშირებს. არ ვიცი და არც მინდა აღარაფერზე ფიქრი. ერთადერთი რაზეც უარს არ ვიტყვოდი ამწუთას, ეს ძილია... *** კარებზე სწრაფი კაკუნი მაფხიზლებს. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა რაც მკვდარივით ჩამეძინა, მაგრამ ალბათ მთელი შუადღე უგონოდ გავატარე. ლოგინიდან წამომხტარი იქვე მიგდებულ ხალათს უმალვე ვისხვავ მხრებზე და დინჯად მივიწევ კარების გასაღებად. -საიდან მოიტანეთ რომ დაკავებული ვარ ქალბატონო მარგო?_ნომერში მოულოდნელად შემოსული არჯევანიძე ისევ ცბიერად გამომყურებს. -მეგონა სტუმრები გყავდა.მ -მო არ მითხრა რო სოფოზე ეჭვიანობ._ხომ ვთქვი მოჭუტული თვალები ექნებათქო? ჰოდა აი ზუსტად ასეცაა. -ნუთუ დღემდე ვერ გაერკვიე ჩემ ხასიათში, ჰა?_უნებლიედ მეცინება მამაკაცის გაკვირვებული გამომეტყველების დანახვისას. ისიც ანალოგიურად მპასუხობს. -კარგი, ვაღიარებ რომ იდიოტური შეკითხვა იყო. -ჰოდა ძალიანაც კარგი!_რატომღაც ყველანაირი გაბრაზება და ადრინდელი რისხვა ერთიანად ქრება ჩემი გულიდან აიტომ მხოლოდ ღიმილიანი სახით ვრჩები. ოთახში შემოსული ტატო კი ისეთი თვალებით მიყურებს თითქოს მე კი არა, ერთი დიდი ოქროს ნატეხი მდგარიყოს მის წინ. -რა?_მის მომნუსხველ მზერას, დიდი სურვილის მიუხედავათ მაინც ვერ ვაიგნორებ ამიტომ ძველებურად გაღიმებული გამომატყველებით ვუსვავ კითხვას. ცოტაოდენი სიჩუმის შემდეგ, კედელს მიყუდებული ტატო, ჯერ ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება მერე კი როდესაც საჭირო დისტანციას იცავს, თბილი მაგრამ მაინც მკაცრი ხმით იწყებს ლაპარაკს. -ძალიან რომ გამაბრაზე თუ იცი? -მე?! მე გაგაბრაზე შენ?_გამაგიჟებს ეს კაცი. თვითონ მომიწყო საკონტროლო კარცერი სოფელში ყოფნისას, თვითონ გადაწყვიტა ჩემი საქმე და კიდე მე „გავაბრაზე“. -იმით გაგაბრაზე რომ ჩემი პრობლემების მოხვევა არ მოვინდომე შენზე? მითხარი ტატო, ამით გაგაბრაზე?!_ძველი რისხვა თითქოს ხელახლა იბუდებს გულში. არსაიდან მოხეთქილი ადრენალინის ტალღა მთელი ძალით მეცემა გულზე და მგონია რომ მთების გადადგმა შემიძლია ერთი ხელის მოქნევით. -არა მო..._მისი ერთადერთი პასუხი ირონიული ჩაცინებაა რითაც თითქოსდა ჩემ დაწყნარებას ცდილობს. -იმით გამაბრაზე რომ თავი მომანატრე... კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ეს კაცი მანიპულირების მეთოდებში ჩემზე ოსტატურად ერკვევა. მაგრამ მიუხედავათ ამისა გული მაინც მილბება, ამიტომ მოთენთილად ვჯდები ლოგინზე. მოკლე ხალათი მუხლებამდეც არ მწვდება, ჰოდა მოშიშვლებული ფეხი უდარდელად მოჩანს მატერიიდან. ჩემს წინ მდგარი ტატო ხელებ გადაჯვარედინებულად ეყრდნობა ლოგინის წინ მდგარ კომოდს. -ნახე უკვე შენები? -ჰო, მეტი რაღა დამრჩენოდა. ორი წუთით შევურბინე._ვპასუხობ დაღვრემილი ხმით. -რამდენი ხნით ჩამოვიდნენ? -ორი კვირით. -მო, მიდი ჩაალაგე შენი ნივთები და ჩემთან წავიდეთ._წინ მდგარი ტატო, სრულიად უდარდელი და წყარი ხმით აგრძელებს ლაპარაკს. თავიდან ვერ ვხვდები რაშია საქმე მაგრამ მალევე მინათდება გონება. -ტატო, ნატა და ლევანი ორი კვირის განმავლობაში ჩემ ბინაში იქნებიან. ვერ დავრჩები ამდენი ხნით შენთან. შენი საქმეებიც არ გაკლია._უნებურად მიწითლდება ლოყები არჯევანიძის ცბიერად გაღიმებული სახის დანახვისას. -ქალბატონო მარგო ამილახვარო, მინდა მოგახსენოთ რომ უკვე ძალიან დიდი ხანი მხოლოდ თქვენ ხართ ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და მომწონს. -სოფო?_აწითლებული ლოყები ამჯერად გავარვარებული ლავასავით მიცხელდება. -რა სოფო, მარგო?_აი რაც შეეხება ტატოს, თვალები ისე უელავს თითოს ქორივით უნდა მეცეს. -არ ვიცი, უბრალოდ ვიფიქრე რომ..._არადა, მეთვითონაც არ ვიცი რა ვიფიქრე. -შენთვითონაც ვერ გაგირკვევია რა გინდა მო._მორიგ მბზინავ ღიმილს მჩუქნის თან ნელი ნაბიჯებით იწყებს მოახლოვებას სანამ ჩემს წინ არ ჩნდება და ზემოდან ქვემოთ დამყურებს. -აი, რაც შეგეხებათ თქვენ ყმაწვილო არჯევანიძევ,_ვეუბნები ჭინკური ხმით, -ამჯერად მე მომიწევს თქვენი დასჯა სრული გაუგონრობის გამო._ფეხზე ნელ ნელა წამომდგარი, წვრილ თითებს განიერ მკერდზე მივასრიალებ თან მის სახეს ვაკვირდები, ასე მალე რომ ეცვლება სურვილისგან. -და რა მიზეზების გამო გავხდი გაუგონარი? -პირველრიგში იმიტომ რომ უთქმელად გადაწყვიტეთ ჩემი თბილისში წამოყვანა, და მეორე...ამდენი დღით უყურადღებოდ რომ დამტოვეთ! -ამხელა დანაშაული ჩამიდენია და რაღა გაეწყობა, მომიწევს ყველაფრის ატანა._მეცინება მის სიტყვებზე, თანაც უფროდაუფრო ვხალისდები თამაშში რომ მყვება ასე ადვილად. -მაგრამ ის მაინც მითხრათ როგორი სასჯელი მელის, თორემ ხომ იცით ქალბატონო მარგო, სიკვდილის მოლოდინი სიკვდილზე უარესიაო. -აი მეც ვფიქრობ ეხლა რა მოგიგონოთ..._კიდევ ერთხელ მედება ღიმილი სახეზე მისი სიტყვების გაგებისას. ზოგჯერ კი ვფქრობ, ზედმეტად შევდივართ აზარტში და ყველაფერი გარყვნილობაში გადაგვდისთქო მაგრამ ზუსტად ასეთი ძლიერი გრძნობებით არ განისაზღვრება უერთიერთობა? ძალიან რომ გიზიდავს, თითქოს ამ მიზიდულობის დროს გრავიტაცია ერთიანად რომ ქრება და მხოლოდ თქვენ რჩებით დედამიწაზე. ასე გვემართება ჩვენც. ცივად ვკრავ მკერდზე ხელს ისე რომ სულ ერთ წამში არჯევანიძე ფუმფულა ლოგინზე ეხეთქება, თან ოდნავ წევს თავს რომ ჩემი დანახვა შეძლოს. ტანზე ზერელედ მოსხმული ხალათის შესაკრავს ვხსნი თუ არა, მოიისფრო მატერია ჰაეროვნად ეფინება ძირს. -დღეს აქ დარჩი რა._ვამბობ ნელი ინტონაციით თან ზანტად ვკოცნი ყელში ჯერ კიდევ ჩაცმულ მამაკაცს რომელმაც თითქოსდა ოდნავ დაიკვნესა. ისედაც მოელვარე თვალები ცეცხლოვანი ჩირაღდნებივით ენთება, მე კი მხოლოდ იმის გააზრებას ვასწრებ რომ წელზე მჭიდროდ შემოჭდილი ხელები ძირს მიმაქანებენ. -მარგო მაგიჟებ... მაგიჟებ და ჭკუიდან გადაგყავარ._ამჯერად თვითონ მექცევა ზედ, ზურგზე მწოლიარეს. თავიდან უსიტყვოდ მათვალიერებს სახეზე, მერე კი როგორც იქნა ახერხებს აზრზე მოსვლას და მაისურს იძრობს ტანიდან. მალევე, მოშიშვლებულ მკერდზე ცხელ შეხებას ვგრძნობ თითოეულ უჯდში რომ მიიპარება მწველი სითბოთი. მამაკაცის ტუჩები ქვემოთ და ქვემოთ მისრიალებენ სანამ მუცელზე არ მკბენენ. ღიტინისგან ოდნავი კისკისი მიტყდება რაც ტატოსაც იმავე რეაქციას უღვივებს. კიდევ ერთხელ მკბენს კანზე. -ხვალ... დილიდან ჩემთან დავბრუნდებით..._კანიდან ტუჩებმოუსორებლად ამბობს ორიოდე სიტყვას. -ტატო..._მომკლავს ამ კაცის სიჯიუტე! და მისი გემრიელი ტუჩებიც! –არ გვინდა რა. დავრჩები აქ ორი კვირით, არაფერი არ მოხდება._აღგზნებული მამაკაცი სასწრაფოდ აჩერებს კოცნას ჩემი სიტყვების გაგებისას. -მო, რატო ხარ ასეთი ჯიუტი ჰა? ხო შეიძლება ერთხელ მაინც დამიჯერო რამეში? -არ ვარ ჯიუტი. -აი ამაშიც ჯიუტი ხარ, რომ ამბობს არ ვარ ჯიუტიო! -უბრალოდ...აუ არ ვიცი რა... -ესეიგი გადაწყვეტილია ყველაფერი._კიდევ ერთხელ მკბენს მუცელზე. -მორჩა ლაპარაკი, დროა საქმეზე გადავიდეთ, ქალბატონო მარგო..._მუცელზე კბენას მორიგი კოცნა მოყვება. მოულოდნელად, ხორციან წელზე ძლიერი ხელები მეჭიდებიან და პირით ლოგინისკენ მატრიალებენ, ისე რომ სახე ლეიბში მაქვს ჩაფლული, ხელები კი განდიგან მიწყვია. წელზე მოქცეული ტატო ძლიერად მაკრავს საწოლზე თან მაჯებს მიჭერს განძრევა რომ ვერ შევძლო. „მეჩვენება თუ ჩემი ძველი სიზმარი ნამდვილად ხდება?“_ხმამაღალი სიცილით ვეუბნები საკუთარ თავს. -ვერც კი წარმოგიდგენია რამდენად საოცარი სხეული გაქ მარგო...რამდენად საოცარი ქალი ხარ... ხერხემალზე სლიპინა ენის სრიალს ვგრძნობ რომელიც კუდუსუნიდან კისრისკენ მიემართება. კიდევ უფრო მიალდება გული ცეცხლმოკიდებული ვნებისგან, როდესაც ტატო რიტმულად აყოლებს სხეულს ჩემს კვნესას და თვითონაც, საკუთარ წყნარ გმინვაში ეფლობა. -მაგიჟებ ფისო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.