მე ვარ კატალეია(9.10თავი, დასასრული)
9 გრძელი გზა გავიარეთ, მე ჯეიმი და მისი ახლადშეძენილი მეგობარი, ენდი ვიყავით. ის ჩვენ დასაცავად წამოვიდა და გადაწყიტა ისეთ დროს გამოჩენილიყო როცა მართლა დაგვჭირდებოდა, და ამიტომ დიდი დისტანცია დაიჭირა , ჩვენგან მოშორებით დაჯდა ავტობუსშიც. - მოგვკლავენ?! - არ ვიცი! - შეიძლება გადავრჩეთ! - მთავარია რაღაცის თქმა მოვასროთ. - მოვასწრებთ! თუ ძველი ტრადიციები არ შეცვლილა დღეს ყველა მწვანე მოედანზე უნდა იჯდეს. - ჩვენ ამას შევძლებთ!- მითხრა და ხელი მყარად ჩამჭიდა. - ჩვენი სიყვარული შეძლებს ამას!- გავუღიმე. ** ოთხი წლის შემდეგ, უკვე დაქალებულმა და გაზრდილმა, დაჭკვიანებულმა გადავლახე ჩემი ქვეყნის საზღვარი. ჯეიმის გვერდით ვიდექი და პირდაპირ დავდიოდი. მხოლოდ მაშინ შევჩერდით, როცა მწვანე მოედანთან მდგარ ხალხს წავაწყდით. ჯეიმიმ კვლავ ხელი ძლიერად ჩამჭიდა. ისეთი სახით წავედით წინ რომ ყველას ეგონებოდა მოსაკლავად დავსდევდით. აი ის მომენტი იყო როცა აყაყანებული ხალხი დადუმდა და ჩვენ მოგვაშტერდა. - დაბრუნდნენ...- გაოგნებულნი ჩურჩულებდნენ. - თოთქოს გადარჩენის იმედი ჰქონდეთ! - დააყოლეს. ამაზე ცინიკურად გამეცინა, 'ვიცი რომ ვერ გადავრჩების' მიზნით! ხალხი გზას გვითმობდა და ცდილობდა თავი აერიდებინათ. დაასე, ხალჩაკიდებულებს გამოგვეცხადნენ შავები, მკლავში ხელი ცამავლეს და 'სცენისკენ' გამიყვანეს სადაც სენიორი იდგა. გულიანად იცინოდა. - ოჰო! რა სიურპრიზია!-შეიცხადა ცინიკურად. ასევე ცინიკურად გავუღიმე. - სიურპრიზები მიყვარს!- ვუპასუხე და თვალები მკაცრად მოვუჭუტე. ჩაიცინა და ორი წამის შემდეგ პირდაპირ ყბაში მწვდა. - ოე!- დაიღრიალა ჯეიმმა. - ინანებ!- ამის თქმა და ჩემი სროლა ერთი იყო. ხელით მომიქნია და ჩემთან ჩაიმუხლა. - ხედავ?! ერთუ კოჭლი კაციც კი გერევი და შენ გინდა რომ სამყარო შეცვალო?! - სამყაროში შესაცვლელი არაფერია! მართალია ყველგან ბოროტებაა მაგრამ ამას სიყვარული ანეიტრალებს. აქ ეგეც არ არის!- ახლა საყელოში ჩამავლო ხელი და ფეხზე წამომაყენა. ამაზე ჯეიმმა ვეღარ მოუთმინდა და შავებს თავი დააღწია. ჩვენკენ გამოვარდა და მთელი ძალით უთავაზა მუშტი სახეში. - ვაფასებ შენს სიმამაცეს. იქნებ სიკვდილის წინ გინდა რომ რამე უთხრა საზოგადოებას!- ორი ვარიანტი მქონდა, დუმილი, რომლითაც გადარჩენა შემეძლო და ლაპარაკი როს შედეგადაც ჩემ სხეულს მიწა მიიბარებდა. მე ლაპარა კი ავირჩიე მიუხედავად იმისა რომ ჩემს უბრალო სიტყვებს არამგონია რამე შეეცვალა. მხოლოდ იმის გამომჟღავნება მინდოდა რომ მეამბოხეც ბევრია ფელისში და სიყვარულიც არსებობს. მეტი არაფერი შემეძლო, მხოლოდ ე. იყო ის ერთადერთი რომელიც ჩემს შესაძლებლობებს არ აღემატებოდა.ნეტა გაამართლებს?! - მინდა!- ვუპაუხე და დავიწყე.- მინდა ვუთხრა ამ ბრბოს. ბრბოს რომელიც სენიორს ემორჩილება. ბრბოს რომელიც არსებობს სიცოცხლის მაგივრად. ბრბოს რომელმაც არ იცის რას ნიშნავს მიყვარხარ. არ იცის რას ნიშნავს ბედნიერება. ნუთუ გგონიათ რომ ბედნიერები ხართ?! თქვენ მხოლოდ გინდათ რომ ეს დაიჯეროთ. ჰინდათ რომ თავი ბედნიერებად გამოაცხადოთ. თქვენ სახეზე ღიმილი ვინმეს დაუნახავს?! ეს ჯოჯოხეთია! ჯოჯოხეთია ზუსტად ის ერთადერთი ადგილი სადაც სიყვარული არ არსებობს. საიდანაც ეშმაკმა ანგელოზები განდევნა. და აი თქვენი ფეილისი. შეხედე იმ ხეს. როგორ მიისწრაფვის სინაღლისკენ. მიისწრაფვის მაგრამ რაღაც აკავებს. ჩამომხმარია! რატომ?! არ გაგჩენიათ კითხვა ეს რატომ ხდება?! რადგან ყველამ ვიცით რომ აქ მას წყალსარავინ უსხამს. შეხედეთ იმ პატარას. რატომ მიყურბს ასეთი სახით?! ნუთუ ჩემი ეშინია?! მე შავები მაცვია რადგან პურდაპირ სამძიმარზე მოვედი. თავი გაგიმზადეთ რადგან ჩემი კუბოში ჩადების წინ აღარ დაგჭირდეთ გამოცვლა. მომკალით, დამასაფლავეთ. თქვენი რა მიდის?! ბევრჯერ მესროლთ და მბარემ ერთხელაც! მაგრამ გაარჩიეთ. მე აქ ვდგავარ, სენიორი კი იქ. მხოლოდ დაფიქრდით, დაფიქრდით იმაზე თუ ვინაა ჩვენს შორის დამნაშავე. ვინაა ავი სული და ვის უნდა თქვენთვის კარგი. და როცა მიხვდებით, მე ცოცხალი აღარ ვიქნები. მხოლოდ ერთს გთხოვთ, ჯეიმი არ მოკლათ. არ მოკლათ თუნდაც იმიტომ რომ მე მცემთ პატივს. მხოლოდ დაფიქრდით რა არის სიყვარული. რატომ გიყვართ შვილები და არა ქმრები. რატომ არ გქვიათ კაცები და რატომ ხართ არარაობები. რატომ ვერ უსწორებთ თვალს სიმართლეს. სენიორმა მითხრა რომ ეს კოჭლი კაციც გერევიო. ნუთუ მომერია?! მე მხოლოდ მაშინ მომერევა როცა ჯეიმი აღარ მეყოლება რადგან ზუსტად ისაა ჩემი ძალა! მხოლოდ დაფიქრდით და მიპასუხეთ, ღმერთის გწამთ?! თუ გწამთ ის გიყვართ?! რატომ გიყვართ?! ის რამეს გიშავებთ?! გიკეთებთ რამეს კარგის გარდა?! გიშავებთ რამეს?! ის მხოლოდ თქვენთვის იბრძვის. დაფიქრდით რა არის მრწამსი, არის თუ არა ეს იგივე სიყვარული. შეგვძლებია თუ არა ყველას რაღაც დონით სიყვარული. შეგვძლებია თუ არა ერთმაენთის მხარში დგომა?! რომ იცოდეთ რამდენი გადაუტანია სიყარულს. აი მე და ჯეიმიც... რა არ შემოვიარეთ, რა არ გადაგვხვდა მაგრამ ახლა ერთად მოგაკითხეთ. დაფიქრდით, რა კარგი იქნებოდა თქვენს ქმრებს ან ცოლებს რომ ჰყვარებოდით. როგორ გაგიღიმებდნენ ყოველ დილით ნაზად და როგორ გაკოცებდნენ. გულის სიღრმეში ყველას გვტკივა. გვტკივა თუნდაც იმიტომ რომ გვიყვარს. მხოლოდ მაშინ ვარ შეწუხებული რიცა ის მე მიყვარს. როცა მის გამო შემიძლია ! ვიცი რომ ყველა თქვენგანს შეუძლია სიყვარული ა ყველა თქვენგანსუნდა სახეზე ღიმილი ეტყობოდეს. მაგრან გეშინიათ. იმტკიცებით რომ სიყვარული არ არსებობს. თუ სიყვარული არ არსებობს, მაშინ არც შვილები გყვარებიათ. არც გაჭირვებულისთვის გამოგიწვდიათ ხელი და დაკარგული ბავშვი დედასთან არ მიგიყვანიათ. თქვებ გულის სიღრმეში ყველას გჯერათ სიყვარულის. ყველამ იცით რომ სადღაც არსენობს ის. ყველას გიოცნებიათ გვერდით ისეთი ადაკიანი გყავდეთ, ვინც თავის მკლავებში აგათბობთ და ერთი პურის ნატეხი რომ ჰქონდეს, იმასაც თქვენ მოგცემთ. ვიცი რომ ამაზე ყველას გიოცნებიათ. ასრულებაში ნუთუ რამე ხელს გიშლით? კი! მხოლოდ ერთი არარაობა გიშლით ხელს. კაცი რომელიც გინგრევთ ცხოვრბებას. და იმის მაგივრად რომ ის გაანადგუროთ და ხმა ამოიღოთ, მე მკლავთ! მე დიდი არაფერი მითქვამს. მხოლოდ რეალობაზე ვისაუბრე. აგერ მე, აგერ სენიორი... გაარჩიეთ ჩვენ შორის რომელია კარგი დ. რომელი ცუდი. გაარჩიეთ ერთმანეთისგან სიტყვები, სიყვარული და სიძულვილი. გაარჩიეთ ერთმანეთისგან, გამბედაობა და ლაჩრობა! დანარჩენი თქვენ იცით.თქვენ არ ხართ ბოროტები, არც კარგები ხართ. თქვენი სახელია არაფრობა! არაფრობა, ეს უველაზე საშინელი რამაა. რადგან არ იცით რისთვის მოხვედით. თქვენთვის ამ ცხოვრების ვალი არსებობაა, აი ასეთები ხართ არაფრობები. მე თავს არ ვიქებ. მხოლოდ მე ჩემი მიზანი მაქვს ცხორებაში, რითიც ვანაყობ. ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი ჯეიმისთან ასოცირდება. ისაა ჩემი მიზანი, მისი შენარჩუნება ბოლო ამოსუნთქვამდე. მაგრამ თქვეჯი მიზანი ბუნდოვანია. დაწოლუს წინ იფოქრეთ ჩემ სიტყვებზე. ბრალოდ გახსოვდეთ, მწამს და დარწმუნებული ვარ რომ სენიორის გარდა, ყველას გიყვართ ღმერთი, საკუთარი თავი დ. ხალხი. - საოცარია! - ჩემკენ ტაშის კვრით და სიცილით წამოვიდა სენიორი. - ოე! - დაუძახა უკნიდან ჯეიმმა. - ამაღელვებელი გამოსვლა იყო. ნეტა ვინმეს თუ მოხვდა გულზე?! მგონი არავის!- კვლავ გაიცინა. - სულ არ მაინტერესებს ვის როგორ მოხვდა გულზე! თუ ჩემი სიტყვების არსს ვერ ჩაწვდნენ, მაშინ მართლა არაფრები ყოფილან. მე მათ წიაშე ვალი მოვიხადე. თუ კვლავ შენ გიჭერენ მხარს, ეს იმას ნიშმას რომ ომი გაგრძელდება, მაგრამ არა ჩემი ჩარევით. უფრო სწორად ვერა... ამ ქალაქში სიტყვა 'სიყვაეული' უცხო ხილი და დასაცინი მასალაა...- ცინიკურად ვლაპარაკობდი. - კარგი, შენი აღსასრულუს დრო მოვიდა, ისედაც ბევრი ილაპარაკე...- გავიღიმე. შავებმა დამაჩოქინეს და ხელები უკან წამიღეს. სენიორმა კი, ყავარჯენზე დაყრდნობილმა, თოფი დამიკიზნა. იარაღის ხმა გავიგე....ასე მოკლეს სენიორი... 10 თვალები წამიერად გავახილე. სცენიდან ვიყავი ჩავარდნილი და ჩემს ადგილას ჯეიმი ეგდო. მაშინვე მას მივვარდი, მხოლოდ ფეხზე იყო დაჭრილი. ბედნიერების განცდამ ამიტაცა. - ეს რატომ გააკეთე?! - შენ გეონა ვინმეს უფლებას მივცემდი რომ მოეკალი?! - მიყვარხარ! - მეც... არ გინდა მშობლები ინახულო?! - მაგრამ შენი ფეხი... - ასეთები გადამიტანია?! მომეხმარე ავდგები..- გავუღიმე და წამოვაყენე. და აი, გაიმარჯვა სამართალმა. მივხვდი რომ ჩემს სიტყვებს აზრი ჰქონია. რომ რაღაც შეისმინა ხალხმა. მათ ჩემმა სიტყვებმა მიახვედრა რომ სიყვარული კიდევ არსებობს. და მათ მოკლეს ამ სიყვარულის გამანადგურებელი არარაობა. მათ მოკლეს სენიორი. *** იქიდან სახლის გზაზე ისე წავედით რომ ჩვენთვის თვალი არავის მოუშორებია. სენიორი სცენიდან გაათრიეს. მისი მკვლელი ერთი მოხუცი, ჭაღარა კაცი გახდა. რომელსაც ხელები სროლისთანავე აუკანკალდა და ტირილი დაიწყო. შენდეგ კი სიტყვით გამოვიდა. 'მეც მიყვარდა ერთი გოგო... მას მე ღამე ვხვდებოდი. რომ იცოდეთ რა ლამაზი იყო. კალმით ნახატს გავდა. მე უველა მიცნობს. მიცნობს თითქოს ლაღი პაპა ვიყო. მაგრამ ვინ რ. იცის ჩემს გულში რა ხდება?! ის გაათხოვეს! გაათხოვს! 'იატაკზე დაეცა და ტირილს უმატა. ან დროს ვიღაც ქალი მიუახლოვდა. 'შენ ხარ?!' ჰკითხა გაკვირვებულმა. 'ნეილა!' წამოიყვირა და მთელი გულით ჩეხუტა ამდენი ხნის ნანატრს. ის იყო სანატრელი წითები, როცა ხალხი გარეთ გამოვარდა და ერთმანეთს კოცნა დაუწყო. ორი წამის შემდეგ კი ჯეიმიმ ხელი ჩამჭიდა და გამიღიმა. ამ ბედნიერი ადამიანების ფონზე წავედით სახლისკენ. მივუახლოვდით ჩემს კერას. სახლს, რომელშიც გავიზარდე. რომელიც ოთხო წელი არ მენახა. ზუსტად ის მომენტი გამახსენდა, ბავშვობაში, ბინძური რომ მივრბოდი სახლისკენ მშობლების გასახარებლად. უკან ჯეიმი და ჩემი გადამრჩენელი მომყვებოდა. ზუატად იგივე ადამიანი გავიქეცი ჩემი სახლისკენ სიცილით და ბედნიერი. უკან კვლავ ჩემი ერთადერთი სიყვარული მომყვებოდა. და აი, კვლავ შევაბიჯე ოთახში. დედა ჩამუხლული იჯდა და ლოცულობდა. - შვილი დამიბრუნე უფალო!- ქვითინით წარმოტქვა დ. ფეხზე წამოდგა. ჩემკენ მოტრიალდა. ორი წუთი ასე ვუყურებდი ცემს საყვარელ დედიკოს. ჩამომხმარს და ჩამომჭკნარს. - დედა!-ვუთხარი ხმადაბლა. - შემ! შენ! - დაიწყო და ჩემკენ წამოვიდა.- კვლავ ლანდები?!- მომიახლოვდა ეჭვით. - მე ვარ დედა! - ვუპასუხე ხმადაბლადა მისკენ წავიწიე. ხელები მოვხვიედა იქვე დავემხე. - დაბრუნდი! - გაჰყბიროდა და სხეულს მიკოცნიდა. ვერ აგიღწერთ იმ ემოციას რაც იმ დროს განვიცადე. ეს არაამქვეყნიური სიხარული იყო. მალე ოთახში მამა გამომეცხადა. ფრთხილად ამომხედა და მოგვიახლოვდა. - შვილო!- დაიყვირა და მის თბილ მკლავებში მომაქცია. ჯეიმი კი იდგა და ყურებით ტკბებოდა. - მოდი... - უთხრა დედამ და ჩვნკენ წამოსწია. და ასე ვეხუტებოდი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანებს. ^^ ასეა, მე და ჯეიმი უბედურებამ გაგვაერთიანა. გაგვაერთიანა ტანჯვამ და წამებამ. გადაგხვდა ბევრი რამ. აქ რაც წერია, ეს იმის ნახევარიც არაა რაც მართლა შეგვემთხვა. მე უკვე მიცნობთ. დედაჩემი, სკარლეტ სუონი და მამაჩემი, ჯონ სუონი. მე ნაშვილები ვარ. მაგრამ შევძელი ის რაც ჯერ ვერავინ შეძლო. მე გავაჯეთე ეს და დავამარცხე სენიორი. მაგრამ რომ არა ჯეიმი , ამის შესაძლებლობა ნულის ტოლი იქნებოდა. ნეილონის მცხოვრებნი თავიანთ სამშობლოს და კერას დაუბრუნდნენ. მე რა გავაკეთე?მე ხალხს მხოლოდ რეალობა დავანახე. რეალობა, რომელიც უჩემპდაც ყველამ იცოდა, მაგრამ ვერავინ ბედავდა მის ცხადზეგამოყვნას. მე მხოლოდ ვთქვი, ჩემს თვალში ფელისელი ადამიანი უკვე გმიია, რადგან ამდენი წლის შიში დაძლია. დაძლია შიში სენიოროსა, შიში სიკვდილისა და ხმის ამოღბისა. და გაერთიანდა მის დასამარცხებლად. ალბათ გეცინებათ კიდევაც რომ ამ ხუთი წითის ნალაპარაკევმა როგორ შეძლო და გადაარჩინა ქალაქი. აი, ჩვენი ნამდვილი პრობლემა ზუსტად ეს იყო. სიმართლეს თვაებში ვერავინ ხედავდა. ყველამ იცოდა ის რაც მ. ვილაპარაკე, მაგრამ მათ გაიაზრეს რომ სიყვარული თავგანწირვაა, მათ ჩემმა საქციელმა შეკოუტრილა გონება. მე არ ვარ არც გმირი და არც სასწაულმოქმედი. მე ერთი მეამბოხე ვარ, რომელსაც სასწაულად უყვარ ჯეიმი. ის მხოლოდ ამ გოგოს ცხოვრებაა. ის მასში ცხოვრობს. ახლა 24 წლისაა და ჰყავს სამი თვის გოგონა, სახელად ლავი. ასე ცხოვრობს უკვე თავისუფალ ფელისში... ესაა ისტორია ერთ მეამბოხე გოგონაზ. იმედია გულგრილნი არ დარჩით. უბრალოდ მინდა გითხრათ რომ სიყვარული, ესაა გრძნობა რომელსაც ყველაფრის გადალახვა შეუძლია. ესაა გრძნობა რინელიც ყველანაირ რისკზე წაგიყვანს, ბევრჯერ გათქმევინებს'მზასდ ვარ მოვკვდე!' მაგრამ ბოლოს მანც გაიმარჯვებ, თუ გწამს, თუ გჯერა. ეს ისტორიაა ჩემზე. მე ვამაყობ რომ მიყვარს ჯეიმი და თამამად გეტყვით, ვამაყობ რომ მე ვარ კატალეია. *** სულ ეს იყო... ძალიან დიდი მადლიბა ყველას ვინც დაუთმო დრო მის წაკუთხვას. იმედია მოგეწონათ. ძალიან გთხოვთ კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი აზრი, ასეთი ისტორიების დაწერა მხერხება თუ არა და თუ ღირს რომ ასეთ სტილში გავაგრძელო წერა. წინასწარ დიდი მადლიბა❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.