ჩემი სიყვარული აკრძალულია! /თავი VIII/ /დასასრული/
დილაადრიან ორივენი ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. ვერონიკა ტელეფონს დასწვდა და ჯერ კიდევ მძინარემ უპასუხა. _ჰო სალო… _ვაიმე, ვარონიკა!_დაიყვირა სალომემ._რომ იცოდე, რა მაგარი ამბავი მაქვს! _რა მოხდა ასეთი?_ჰკითხა და საწოლზე წამოჯდა. _მუშაობას ვიწყებთ! სამსახური, რა თქმა უნდა სოსომ მოუძებნა გოგონებს. ეს იყო, ერთ-ერთი სკოლის საზაფხულო ბანაკი. დირექტორმა უთხრა, როემლიმე თუ მომეწონა სკოლაში მასწავლებლადაც დავტოვებო. ვერონიკა ტელეფონის ერთი მხრიდან გაჰყვიროდა, სალომე კი მეორედან. ორივეს სიხარულისაგან ჭკუა დაეკარგათ. ნიკა შეჰყურებდა ვერონიკას და ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. _რა მოხდა ასეთი?!_გაკვირვებულმა ჰკითხა ვერონიკას, როდესაც ტელეფონი გათიშა. _არ დაიჯერებ!_შესძახა ვერონიკამ და ფეხზე წამოხტა._სამსახურს ვიწყებთ… მე და სალო-ბალო სამსახურს ვიწყებთ! საზაფხულო სკოლაში. _გილოცავ!_ნიკაც წამოდგა და ზურგზე მიეხუტა. _ნიკა.._მიბრუნდა მისკენ._შეგიძლია დღეს ექიმთან წამომყვე? _რა თქმა უნდა…_გუღიმა ნიკამ და მისი ტუჩებისკენ დაიწია, თუმცა ვერონიკამ თავი აარიდა და გაშორდა. _მოვემზადები და გავიდეთ…_უთხრა ისე რომ მისთვის არც შეუხედავს. *** _ის ანალიზები, რაც თქვენ მომიტანეთ არ არის დამაკმაყოფილებელი_სათვალეები მოიხსნა ექიმმა და ისე გაუსწორა ვერონიკას თვალი._დამატებით რამოდენიმე ანალიზის აღება დაგვჭირდება… თქვენი გულის აჩქარებებიც არ მომწონს… ალბათ კარდიოგრამას გადავაღებინებ… ეხოზე კი ახლავე გაგაგზავნით, ბავშვი წესით მშენივრად უნდა გრძნობდეს თავს, მაგრამ, მოდით თავი დავიზღვიოთ! _გასაგებია…_გაუღიმა ექიმს ვერონიკამ._ექიმო, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. _გისმენთ!_უთხრა ექიმმა, ისევ გაიკეთა სათვალეები და ხელახლა დაუწყო ანალიზების ფურცლებს თვალიერება. _მე და ჩემს პირველ პარტნიორს თითქმის 4 წლის განმავლობაში არ გვყავდა შვილი… უფრო სწორად მას ყავდა, მე კი არა! ახლა სხვა მამაკაცისაგან დავორსულდი. ეს ნორმალურია? _სრულებით!_უყოყმანოდ უპასუხა ექიმმა._არსებობს ქალისა და მამაკაცის სექსუალური შეუთავსებლობა. ქალის ორგანიზმი, ზოგჯერ კონკრეტული მამაკაცის სპერმატოზოიდებს უარყოფს და ანადგურებს! თუმცა თანამედროვე მედიცინა უკვე იმ დონეზე განვითარდა, რომ ამ პრობლემის მოგვარება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. _მადლობთ ექიმო! *** იმ დღეს უამრავი გამოკვლევა ჩაუტარდა ვერონიკას, ბოლოს ეხოზე შეიყვანეს. ნიკასაც უნდოდა შესვლა, მაგრამ ვერონიკა სასტიკ უარზე იდგა. თითქოს და, ეგოისტურად მხოლოს მას უნდოდა პატარა პირველს დაენახა. უნდოდა ეს ბავშვი მხოლოდ მისი ყოფილიყო და არავის წაერთვა იგი ისე, როგორც ევა წაართვეს. _ყველაფერი რიგზეა?_მაშინვე ვერონიკასთან მივარდა ნიკა, როდესაც ეხოსკოპიის ოთახიდან გამოვიდა. _კი!_კმაყოფილმა უპასუხა და ყურებამდე გაღიმებული მისჩერებოდა მას. _ძალიან კარგი! ახლა სადღაც უნდა წაგიყვანო!_უთხრა ნიკამ და ხელი ჩასჭიდა. _სად მივდივართ?_გაკვირვებული ეკითხებოდა ვერონიკა, თუმცა წინააღმდეგობას არ უწევდა. ნიკა ერთადერთი მამაკაცი იყო, რომელსაც თალდახუჭულიც კი მიენდობოდა, იცოდა იგი არასოდეს გააკეთებდა იმას, რაც მას ავნებდა. _სულ მალე მასწავლებელი გახდები, მინდა ტანსაცმელი შეარჩიო…_თვალი ჩაუკრა ნიკამ და მანქანის კარი გამოაღო. _არა!_მკაცრად უპასუხა ვერონიკამ და წამის წინ მომღიმარი სახე დაუსერიოზულდა. _რატომ?_გაიკვირვა ნიკამ. _მოდი, პირდაპირ გეტყვი…_მიუახლოვდა ვერონიკა._გუშინ ღმით რაც მოხდა, უნდა დავივიწყოთ… ამ ბავშთან ერთად მარტო მინდა ვიცხოვრო… არ მინდა შენც იგივე განიცადო, რასაც მე განვიცდიდი, როდესაც ევას ვუყურებდი… თითქოს და მე ვზრდიდი, მე მეძახდა დედას, მაგრამ იგი მაინც მხოლოდ შენი შვილი იყო, და ყოველთვის შენ წყვეტდი მის მომავალს… ამას შეეწირა კიდეც!_ვერონიკას თვალები ცრემლებით აევსო. ადრე, ასე ხშირად საერთოდ არ ტიროდა, მაგრამ ახალა ჰორმონებმა შემოუტიეს და ყოველ წვრილმანზე ღაპა-ღუპით სცვიოდა ცრემლები. _გავუძლებ ვერონიკა! შენ ხომ უძლებდი?! მეც გავუძლებ!_უთხრა ნიკამ და სახეზე მიადო ხელები. _არა ნიკა! შენ არ გესმის… აქამდე ყველაფერში შენ მეგონე დამნშავე, მაგრამ უკვე მივხვდი, რომ ის რაც ჩავიდინე მხოლოდ ჩემ კისერზეა… სართოდ, არ მესმის რატომ არ შემიძულე… მე ხომ გიღალატე?? შენც გიღალატე და სალომესაც!_თავს ვერ იკავებდა ვერონიკა, ამდენი ხნის ნანახი საიდუმლო ისე მოსწყდა მის ბაგეებს ვერც კი გაიაზრა._სალომეს მამასთან ვიწექი! ბავშვი მისია… ნუთუ ახლაც არ შემიძულებ?! ხომ გაიგონე რა თქვა ექიმმა?_დაიყვირა მან._მე და შენ საერთო შვილის გაჩენის უფლებაც კი არ მოგვცა ბუნებამ… თავიდანვე შეცდომა იყო ჩვენი ურთიერთობა, არ უნდა შეგყვარებოდი! დაწყევლილი ქალი ვარ, გესმის? ევაც ჩემს გამო მოკვდა, მე რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ ახლა ევა და დედამისი შენ გვერდით გეყოლებოდა… ეს ფიქრები მიღრღნის გულს ნიკა… ვერ ვიქნები შენთან… შემიძულე, გთხოვ… მორჩა! ჩემი სიყვარული გეკრძალება! შენც და მთელ დანარჩენ სამყაროსაც… _გაჩუმდი!_დაუყვირა ნიკამ. ცოტახანს ორივენი უხომოდ შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ბოლოს ნიკამ სწრაფი მოძრაობით გულზე მიიხუტა ვერონიკა._გირჩევნია გულში დანა გამიყარო, ვიდრე შენი სიყვარული ამიკრძალო! მე შენ მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ… და არ მაინტერესებს ვისთან გამოავლინე შენი სისუტე, ან ვის შეაფარე თავი, როდესაც მე ასე არაკაცურად მოგექეცი! შენ, ოღონდ ახლა მაპატიე და დანარჩენს მე მივხედავ! ისევ ისეთი ბედნიერი იქნები, როგორიც ჩვენი ქორწინების პირველ დღეს იყავი! ვერონიკა ბოლო ხმით ტიროდა, ცრემლებით უსველებდა ნიკას პერანგს, მგონი რაღაცას ამბობდა კიდეც, მაგრამ ნიკა მის ნათქვამს ვერ არჩევდა. _დამშვიდდი, ჩემო პატარა… ჩემო ვერონიკა… არ მოგცემ უფლებას წახვიდე! შენც და ჩვენი ორივე პატარა სიგიჟემდე მიყვარხართ, თქვენს გარეშე ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს?! მითხრი?! _ნიკა…_დამშვიდებული ხმით თქვა ვერონიკამ და ქმარს ახედა._იცი როგორ მენატრებოდი?! _ვიცი!_უთხრა ნიკამ და კიდევ უფრო ძლიერად მიიხუტა გულზე. *** ორშაბათ დილით ვერონიკამ ადრიანად გაიღვიძა. ნკას მკლვებიდან ისე გაითავისუფლა თავი, რომ არ გაეღვიძებინა. ცხელი შხაპი მიიღო და ერთი კვირის წინ, ნიკას ნაყიდი სალათისფერი კაბა გადაიცვა. თმები შეიშრო და მაღლა აიწია, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და, ასევე ნიკას ნაყიდი სუნამოც მიიპკურა. _დილა მშვიდობისა!_საწოლიდან წამოყო თავი ნიკამ._რა ლამაზი ხარ! _მადლობთ!_ეშმაკურად გაუღიმა ვერონიკამ. მერე ჩანთა გადაიკიდა, ნიკას ტუჩებზე ნაზად ეამბორა და ოთახიდან გავიდა. ეს მისი პირვეი სამუშაო დღე იყო. _ვერონიკა!_სადარბაზოდან გასულს მოესმა ვერონიკას._ვერონიკა!_კიდევ უფრო ხმამაღლა დაუძახა სოსომ და მასთან მიირბინა. _შენ აქ რას აკეთებ?_აქამდე ბედნიერებით აღსავსე გამომეტყველება შეეცვალა ვერონიკას. _მე წაგიყვან სამსახურში…_უთხრა და ხელით მანქანისაკენ ანიშნა. _არ არის საჭირო. _მე არ მიკითხავს, საჭირო არის თუ არა-მეთქი… დაჯექი!_მკაცრად უთხრა სოსომ და მკლავში ჩასჭიდა ხელი. _შემეშვი სოსო!_გაუბრაზდა ვერონიკა. _შეგეშვა?_ირონიულად გაეღიმა სოსოს და მანქანასთან ძალით მიათრია._როდის უნდა მოვრჩეთ ამ კატა-თქაგვობანას თამაშს? _მე არ გეთამაშები!_ხელი გააშვებინა ვერონიკამ._ძალიან გთხოვ, შემეშვი სოსო… ხომ დავანებე თავი ილიას? ახლა შენ შემეშვი! _არ შემიძლია… მინდა სულ ჩემთან იყო… მინდა ჩემი იყო!_სოსომ მისი ტუჩებისკენ დაიწია, მაგრამ ვერონიკამ მოხერხებულად გაწია თავი. _თუ ხვდები მაინც, რას ბოდავ?_გაუჯავრდა სოსოს. _ვიცი, ვიცი… წესით უნდა მძულდე, მითუმეტეს რომ ილიასგან ბავშვს ელოდები… მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად…_თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი სოსომ._თანაც, ამაზე ბევრი ვიფიქრე და ილიას შენ რომ არ ყოლოდი, სხვა ეყოლებოდა… ასე, რომ შენ არ ხარ ჩემს წინაშე დამნაშავე. _შენ ვინ ხარ, რომ შენს წინაშე თავი დამნაშავედ ვიგრძნო?!_ზიზღი გაერია ვერონიკას ხმაში._წესით ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ უკანასკნელ იმედს ვიტოვებ, რომ ამის შემდეგ თავს დამანებებ. მოკლედ, მე და ნიკა შევრიგდით… მაპატია… აღარ მინდა ისევ ვატკინო გული, თანაც შენს გამო! ადამიანის გამო, რომელსაც არც კი ვიცნობ, და რომელისგანაც, უკვე ათასჯერ ვიგრძენი დამამცირებელი მზერა… შეიძლება შენთვის უკანასკნელი კახპა ვარ, მაგრამ ნიკასთვის მისი საყვარელი ქალი ვარ, ნუ შეგვიშლი ხელს ბედნიერებაში!_ვერონიკა ელოდა რომ სოსო ისევ განრისხებული დაიწყებდა ყვირილს, მაგრამ მას არაფერი უთქვამს. ერთხანს უყურა ვერონიკამ, მერე გვერდი აუარა და თქვისი გზა გააგრძელა. *** _კიდევ კარგი, აქაც რომ არ დააგვიანე!_შეეგება მეგობარს სალომე. _არც კი მჯერა, რომ ასე გაგვიმართლა!_უთხრა ვერონიკამ და სალომეს გადაეხვია. _წამო, არ დაგვაგვიანდეს! დირექტორი კაბინეტში გველოდება!_სალომემ ხელი ჩაჰკიდა და სკოლისაკენ გააქანა. პირველ დღეს მხოლოდ რამოდენიმე გაკვეთილს დაასწრეს. ძირითადად ბავშვები ერთობოდნენ. ხატავდნენ, თამაშობდნენ და ასე შემდეგ. ეს ხომ უბრალოდ საზაფხულო სკოლა იყო. თუმცა ჰქონდათ ქართული, კლასგარეშე ლიტერატურისა და მათემატიკის გაკვეთილებიც. ორივენი აღფრთოვანებულები და კმაყოფილები წამოვიდნენ. მათი ბედნიერება თითქმის საზღვრებს სცდებოდა. სალომემ ჯერ ვერონიკა მიიყვანა სახლში, შემდეგ კი ერეკლესთან შესახვედრად წავიდა. _ჭკვიანად იყავი, იცოდე!_საჩვენებელი თითი დაუქნია ვერონიკამ და გადაკოცნა სალომე. _დროებით!_ეშმაკურად, ისე როგორც ჩვევია ხოლმე გაუღიმა სალომემ და მანქანა ადგილს მოსწყდა. ვერონიკას ისევ ჩაეღვარა სხეულში სითბო. უხაროდა სალომეს ბედნიერება, საკუთარზე მეტად მისი უხაროდა… _ნიკა!_სახლში შესულმა ქმარს დაუწყო ძებნა._მოვედი…_ისევ დაიძახა და სამზარეულოში შევიდა, იქ კი საშინელი სურათი დახვდა. ნიკა უგონოდ ეგდო სისხლის გუბეში… _ნიკა!_დაიყვირა ვერონიკამ და მასთან მივარდა. მისი სახე ხელებში მოიქცია და სცადა გამოეფხიზლებინა, ვერაფერი მოახერხა. ერთი-ორჯერ სილაც კი გაარტყა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ყელთან მიადო თითები და მისი პულსის ცემა, რომ იგრძნო ცოტა გონს მოეგო. ტელეფონს დასწვდა და სასწრაფოში დარეკა. ჭრილობა დანით იყო მიყენებული, ნიკას მარცხენა გვერდის არეში რამოდენიმეჯერ ჩაარტყეს. _სალო!_საავადმყოფოში მისულმა მაშნვე დაურეკა ვერონიკამ მეგობარს. _რაიყო, რა ხმა გაქვს?_გაუკვირდა სალომეს. _ნიკა დაჭრეს! ძალიან გთხოვ, საავადმყოფოში ვარ და აქ მოდი… ამას მარტო ვერ გავუძლებ! _ახლავე! არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება!_უთხრა სალომემ და ტელეფონი გაუთიშა. სალომეს ნათქვამი - ‘’ყველაფერი კარგად იქნება’’, ყოველთვის აწყნარებდა ვერონიკას, მაგრამ ახლა მისი სხეული კანკალს აეტანა და ვერაფრით მშვიდდებოდა. _ღმერთო, დაეხმარე… გადამირჩინე…_წინ და უკან დადიოდა და ცრემლიანი თვალებით ემუდარებოდა უფალს მის გადარჩენას. ამასობაში სალომეც მოვიდა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ ვერონიკა დაემშვიდებია, სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა და სახეში ძლიერ გაარტყა ხელი. _როგორ მძულხარ!_უთხრა სალომემ და, მართლაც რომ სიძულვილით სავსე თვალები მიაპყრო ვერონიკას._როგორ გაბედე?! მამაჩემთან როგორ დაწექი?! ვერონიკამ ორივე ხელი სახეზე აიფარა და იქვე კედელს აეკრა. _მაპატიე… გთხოვ, მაპატიე…_ჩურჩულებდა თავისთვის და ნელ-ნელა ქვემოთ ეშვებოდა. _ეს რა გააკეთე?_დაიყვირა სალომემ და ცრემლები წასკდა._რატომ?! ვერონიკა… მიპასუხე, რატომ მაინდამაინც მამაჩემი?!_ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა. მერე ვერონიკას წინ ჩაიმუხლა. მაჯებში ხელები მოჰკიდა და სახიდან ჩამოაწევინა._ჩემი სახელიც კი აღარ ახსენო, დავიწყე ჩემი არსებობა… და არ გაბედოდო, და მამაჩემს მაგ ს არსებობის შესახებ რაიმე არ უთხრა, თორემ… არ გაპატიებ! ვერონიკამ ამ სიტყვებზე ყინულივით ცივი თვალები შეანათა, მზერა გაუსწორა და დაძაბულმა უთხრა - ‘’ მე და ჩემი , არ შეგაწუხებთ… არ ინერვიულო-ო’’. *** ნიკა სამი დღე და ღამე იყო კომაში. სამი დღე და ღამე გადამბმულად იჯდა მის პალატაში ვერონიკა. საჭმელი დედამის მოჰქონდა-ხოლმე და ამით სულდგმულობდა. ზოგჯერ ნიკასთან მივიდოდა, სახეზე ხელს დაუსვამდა და აცრემლებული თვალებით სთხოვდა პატიებას. _გეფიცები ნიკა, აღარასოდეს გიღალატებ… იმასაც დავივიწყებ და გაპატიებ რაც იყო… ახლა ნუ დამტოვებ! მჭირდები… მაპატიე… გთხოვ, ასე ნუ დამსჯი! ეს უკვე მეტის-მეტი იქნება! მესამე ღამეს ნიკას საწოლზე თავჩამოდებულს ჩაეძინა, შუაღამისას კი მის თმებზე ვიღაცის ხელის შეხება იგრძნო. მაშინვე წამოყო თავი და ნიკას გახელილი თვალები, რომ დაინახა წელზე შემოეხვია. სულ დაავიწყდა რომ დაჭრილი იყო, მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, ნიკას კვნესა რომ ამოხდა პირიდან. _როგორ იფიქრე, რომ ასეთ რთულ დროს დაგტოვებდი?!_გაუღიმებდა-ხოლმე ნიკა და სახეზე ხელს დაუსვამდა ვერონიკას. _ისე შემეშინდა…_ცრემლებით აევსებოდა ვერონიკას თვალები, მის ხელს თავისაში მოიქცევდა და თითებს დაუკოცნიდა. კიდევ ერთი კვირა იწვა ნიკა საავადმყოფოში, შემდეგ კი სახლში, მკაცრი წოლითი რეჟიმის დაცვით გამოუშვეს. ვერონიკამ იცოდა, ეს სოსომ ჩაიდინა. მოუყვა კიდეც ნიკას ამის შესახებ. ნიკა დიდ უარზე იყო პოლიციაში ეჩივლათ, ვერონიკა კი არ ეშვებოდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სოსო მეორე დღესვე გამგზავრებულა ამერიკაში თეკოსთან ერთად. სალომესაც სოსომ უთხრა ყველაფერი… იმ დღეს ძლიერ გაბრაზდა. არ მოეწონა ვერონიკამ მასზე უარი რომ თქვა და ქმარს შეურიგდა. არ ჰქონდა სოსო მხოლოდ გამოხედვა ცივი და მკაცრი, მისი სულიცა და გულიც ასეთივე ცივი და მკაცრი იყო. ზოგჯერ, მის გამოხედვაში იგრძნობოდა ისეთი დაძაბულობა, რომ ვისაც ასე შეხედავდა, მაშინვე სუნთქვა ეკვროდა და სანამ მას არ გაშორდებოდა ვერც ჩაისუნთქავდა ჰაერს. მხოლოდ მზერითაც კი შეეძლო სოსოს ადამიანის დატყვევება, თუმცა ამას გაუაზრებლად აკეთებდა. როცა ბრაზობდა, თავს ვერ აკონტროლებდა და ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი, მკვლელობაზეც კი არ დაიხევდა უკან. ვერონიკა თავს განადგურებულად გრძნბოდა, სწორედ ის მოხდა, რისიც ასე შინოდა. დაკარგა საუკეთესო მეგობარი. და ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო. მისი და მეტი არავისი! სოსო თუ არა, ამას სხვა ეტყოდა. მაინც ასე დასრულდებოდა ყველაფერი… მიუხედავად იმისა, რომ ვერონიკამ ეს იცოდა, მაინც ტკიოდა გული… მაინც ვერ ივიწყდებდა სალომეს. *** _დღეს ექიმთან მივდივარ!_ოთახში შეაკითხა ნიკას ვერონიკამ._ანალიზების პასუხები მზად იქნება და გავიგებთ ასე ხშირად რატომ მიმდის გული… _დამირეკე მაშინვე!_გააფრთხილა ნიკამ და საწოლზე წამოჯდომა სცადა. _ხომ არ გაგიჟდი?_მივარდა საწოლთან ვერონიკა და ხელის ნაზი მოძრაობით ისევ დაადებინა თავი ბალიშზე. _კარგი რა… სულ აქ ხომ არ ვიწვები?!_დაიბუზღუნა ნიკამ. _ექიმმა თქვა მინიმუმ ერთი თვეო…_გაუბრაზდა ვერონიკა._ძალიან გთხოვ, ნუ მანერვიულებ… არ ადგე საწოლიდან! _კარგი, ჰო!_უკმაყოფილოდ დაუქნია თავი ნიკამ. მერე თავისი დიდი წითელი ტუჩები მიუშვირა ვერინიკას, მანაც ვნებიანად აკოცა და ოთახიდა გავიდა. ნიკამ მის სხეულს ააყოლა თვალი და კვნესასავით ამოხდა პირიდან. მასთან ყოფნა ენატრებოდა… სახლიდან გასულს ტელეფონმა დაურეკა. _გისმენთ?!_უპასუხა უცხო ნომერს ვერონიკამ. _გამარჯობათ ვერონიკა!_მოესმა შუახნის ქალბატონის ხმა._მე საზაფხულო სკოლიდან გირეკავთ… _დიახ, გისმენთ…_ცოტა დაიბნა ვერონიკა. _მე დირექტორის დავალებით გაწუხებთ. ქალბატონმა მანანამ გადმოქცათ: თუ თქვენ იმიტომ ანებებთ აქ მუშაობას თავს, რომ სალომესთან არ გსურთ თანამშრომლობა, შეგიძლიათ თამამად განაგრძოთ მუშაობა, ჩვენ მას დავითხოვთ. ჩვენ თქვენი კადრი უფრო მოვწონს, ბოლოს და ბოლოს საბავშვო ბაღში მუშაობის გამოცდილება გაქვსთ და ჩვენი ბავშვებიც კი, მხოლოდ თქვენ გკითხულობდნენ მეორე დღეს! _არა, რას ამბობთ?!_გაიკვირვა ვერონიკამ._მე პირადი მიზეზების გამო არ მინდა მუშაობა. ფეხმძიმედ ვარ და საკმაოდ რთული ორსულობა მაქვს. _გასაგებია… მაშინ, ბავშვს რომ გააჩენთ აუცილებლად შეგვეხმიანეთ! _აუცილებლად… დროებით!_უთხრა ვერონიკამ და ტელეფონი გათიშა. ღრმად ჩაისუნთქა და კლინიკისაკენ გაემართა. *** _ვერონიკა…_ინტერესიანი მზერა მიაპყრო ექიმმა ვერონიკას._მითხრაით, ბოლოს ექიმთან როდის იყავით? _არ მახსოვს…_დიდხნიანი ფიქრის შემდეგ უპასუხა._მგონი ბოლოს კბილის ექიმთან ვიყავი. _გასაგებია… ძალიან ცუდია. _ექიმო, არ გვინდა ამდენი შესავალი. მითხარით, ბავშვი ხომ კარგად არის? _ბავშვი არაჩვეულებრივად გრძნობს თავს!_თბილად გაუღიმა ექიმმა და ოდნავ წამობერილ მუცელზე დახედა._თქვენ კი სამწუხაროდ… ეჰ ვერონიკა, რა პატარა ხართ ამისთვის. ალბათ დიდი ემოციური ტრამვა გაქვთ გადატანილი. _ექიმო._თავი გააქნია ვერონიკამ._არ მეტყვით რა ხდება? _დიაბეტი გაქვთ!_ექიმმა თიტქოს თვალი აარიდაო ვერონიკას._თანაც ეს არ არის ერთი ან ორი თვის ამბავი… საკმაოდ დიდი ხანია დიაბეტი გაქვსთ, თუმცა იოლ ფორმებში… სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ არის! დიაბეტმა გამოიწვია გულის არითმია… სწორედ ამიტომ გიჩქარდებათ გული ხშირად. მიუხედავად იმისა რომ, ეს ორი საკმაოდ სეიოზული დავადებებია, აფსოლუტურად ექვემდებარება მკურნალობას. მაგრამ, თქვენს შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. სანამ ორსულად ხართ, ვერანაირ წამლებს ვერ მიიღებთ. ეს ნაყოფს ავნებს! მე, როგორც ექიმი ვალდებული ვარ შემდეგი რამ შემოგთავაზოთ: ნაყოფი ჯერ კიდევ პატარაა, ჩვენ, ოფიციალურად ჯერ კიდევ გვაქვს უფლება… _არა!_ვერონიკამ ისე უპასუხა წინადადების დასრულებაც არ აცადა ექიმს._ეს ბავშვი, ყველა შემთხვევაში გაჩნდება! _გასაგებია…_გაუღიმა ექიმმა და თავი დაუქნია._სიმართლე გითხრათ, სხვა პასუხს არც ველოდი. მაშინ თქვენ საკმაოდ რთული ორსულობის გავლა მოგიწევთ… _მზად ვარ!_წარბიც არ შეტოკებია ისე თქვა ვერონიკამ. _ძლიერი ხართ ვერონიკა!_ისევ გაეღიმა ექიმს._ბავშვს საკეისროთი გააჩენთ, ბუნებრივ მშობიარობას ნაკლები შანსია რომ თქვენმა გულმა გაუძლოს… _ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია ბავშვი დაიბადოს! _ასეც იქნება ჩემო კარგო!_ფეხზე წამოდგა ექიმი._პირადად გავაკონტროლებ თქვენს ანალიზებს, საკმაოდ რთული შემთხვევაა და დიდ ყურადღებასაც საჭიროებს! გპირდებით, მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ. _ეჭვიც არ მეპარება ექიმო!_ვერონიკაც წამოდგა ფეხზე. _ჰო კიდევ…_თავზე გადაისვა ხელი ექიმმა და ამჯერად თამამად გაუსწორა ვერონიკას მზერა._რაც შეიძლება ნაკლები ინერვიულეთ, ნალებად დაიტვირთეთ თავი და ბევრი დაისვენეთ… არანაირი ალკოჰოლი, სიგარეტი, ყავა და მსგავსი რამეები… ბევრი ხილი და ბოსტნეული მიირთვით, რაც უფრო ნატურალური იქნება პროდუქტი მით უკეთესი… კვირაში ერთხელ ხორციც შეგიძლიათ მიირთვათ და თვეში ერთხელ თევზიც აუცილებელია. თევზის ხენებაზე ვერონიკას თითქოს რაღაც მოაწვა კისერშიო და კინაღამ იქვე, ექიმის კაბინეტში აერია გული. _ჰაჰაჰა…_გულიანად გადაიხარხარა ექიმმა._თავს ძალა უნდა დაატანოთ და თვეში ერთხელ გაუძლოთ თევზის სუნს! აბა დროებით!_უთხრა ექიმმა და ხელი გაუწოდა. _დროებით!_ვერონიკამ სწრაფად ჩამოართვა ხელი და კაბინეტიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა. მაშინვე საპირფარეშოს მიაშურა, თითქოს ახლახანს შეეჭამა რომელიმე აყროლებული თევზიო ისე გადაემხო თავით ტუალეტში. მისი ავდამყოფობის ამბავი, თითქოს არც აღელვებდაო. დადგებოდა სარკის წინ და ისე ეფერებოდა მუცელს, ელაპარაკებოდა პატარას და პირებოდა, რომ ბოლო ძალების მოკრებით, აუციელბლად მოევლინებოდა ქვეყანას და იცხოვრებდა ისე, როგორც ღირსეულ ადამიანებს შეეფერებოდათ. *** _დილა მშვიდობისა ნიკა!_სადარბაზოსთან მიესალმა სალომე ნიკას. _სალო?_გაუღიმა ნიკამ._როგორ ხარ? _მე კარგად…_სავდიანად გაუღიმა სალომემაც._შენ როგორ ხარ? გვერდი როგორ გაქვს? _უკეთ! უკვე სამი თვე გავიდა და მხოლოდ დღეს გავბედე გარეთ გამოსვლა. _გასაგებია…_თავი ჩახარა სალომემ, თითქოს კიდევ უნდოდა რამის თქმა, მაგრამ ვერა და ვერ მოება თავი. _ვერონიკასაც არაუშავს._მიუხვდა ნიკა._სახლიდან არ გამოდის, ისევენებს… გულიც დიდიხანია უკვე წესრიგში აქვს! _რამე რომ დაემართოს…_ცრემლები წამოუვიდა სალომეს._არ მინდა რაიმე დაემართოს ნიკა, გეფიცები… მისთვის ცუდი არ მინდა. _ვიცი!_ნიკამ ხელი დაუსვა მხარზე._ხომ გითხარი, კარგად არის-მეთქი. გუშინ ეხოზე იყო… გოგო გვეყოლება! _გილოცავთ!_უთხრა სალომემ და ცრემლები მოიწმინდა._კარგი აბა, დროებით… და გამაგებინე-ხოლმე მისი ამბები! _აუცილებლად!_ნიკამ ისევ დაუსვა მხარზე ხელი და მანქანისკენ წავიდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უყვარდა სალომეს ვერონიკა. ვერ ივიწყებდა იმ წლებს, როდესაც ერთად დადიოდნენ უნივერსიტეტში. ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წლები იყო. მეგობარი იქმდე არასოდეს ჰყოლია, ვერონიკა იყო ერთადერთი, ვითანაც საერთო ენა გამონახა… უჭირდა მასთან განშორება… უჭირდა პატიებაც… *** ვერონიკა უკვე ექვსი თვის ორსული იყო, ყველაფერი ნორალურად მიდიოდა, სანამ ერთ დღესაც ძლიერ არ მოიწყინა. მთელი დღე წინ და უკან დადიოდა. მუცელი უკვე საკმაოდ დიდ ჰქონდა, სიარული უჭირდა, მაგრამ ადგილს ვერ პოულობდა. რამოდენიმეჯერ მუცლის არეში ძლიერი ტკივილიც კი იგრძნო. თუმცა ეს სულ რამოდენიმე წამი გაგრძელდა და ამიტომ ყურადღება არ მიუქცევია. _როგორ ხარ?_სამსახურიდან დაბრუნდა ნიკა. _არ ვიცი,_დადრდიანებულმა ჩაილაპარაკა ვერონიკამ._არ ვიცი, ხვალიდნელ დღეს როგორ გავუძლებ… სწორედაც რომ დაძაბული დღე ელოდა ვერონიკას. მეორე დღეს ხომ 16 ნოემბერი, ევას დაბადებისა და გარდაცვალების დღე იყო. ამიტომაც ვერ პოულობდა ადგილს მთელი დღის განმავლობაში. _ნუ ნერვიულობ… ხვალ სახლში დავრჩები!_უთხრა ნიკამ და შუბლზე ნაზად აკოცა._იცი, ერთი სული მაქვს, ისევ როდის შევძლებთ…_ეშმაკურად გაეღიმა ნიკას და თვალი ჩაუკრა ვერონიკას. _სულელო!_ცოტა ხასიათზე მოვიდა ვერონიკა. ნიკამ წაიხემსა და მალევე, ერთად შეწვნენ თბილ საწოლში. დილით პირველად ვერონიკას გამოეღვიძა. უცნაური მოიეჩვენა დილა. ნოემბერში, ზოგადად გვიან თენდება ხოლმე, ახლა კი დილის ექვს საათზე მზის პირველი სხივები უკვე ამოსულიყო… უცნაური იყო ის დილა… ზედმეტად უცნაური… ვერონიკა ზანტად წამოდგა ფეხზე, კარადა გამოაღო და წითელი კაბა გამოიღო. _ევას უყვარდა წითელი ფერი!_უთხრა ნიკამ, რომელიც მისი ორსული მეუღლის ნახევრად შიშველ სხეულს სიამოვნებით ათვალიერებდა. _ადექი, სასაფლაოზე წავიდეთ!_გაუღიმა ვერონიკამ და ხალათი მოიცვა. _კი მაგრამ… _არავითარი მაგრამ._სიტყვა გააწყვეტინა ნიკას._დღეს იქ რომ არ წავიდე - მოვკვდები! ნიკა აღარ შეწინააღმდეგებია. ორივენი გაემზადნენ და შუადღისას, ტორტით ხელში ავიდნენ ევას საფლავზე. _იცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულ მალე ისევ ვნახავ, ისევ ისე ჩავიხუტებ გულში, როგორც ადრე!_თქვა ვერონიკამ და ძლივს-ძლიობით ჩაიმუხლა საფლავთან. _მე კიდე მგონია, რომ ეს პატარა გოგონა, მუცლით რომ ატარებ ევამ გამოგვიგზავნა_ღიმილით უთხრა ნიკამ და საფლავის ქვა გადაწმინდა._იცოდა, როგორაც გვიჭირდა მის გარეშე, ისიც იცოდა ერთმანეთის რომ უცხოებივით ვექცეოდით და სწორედ ამიტომ მოგვივლინა ეს ანგელოზი. _მართალი ხარ!_ვერონიკამ ხელი დაუსვა ქვაზე გამოხატულ ევას სახეს._ჩემო პატარა ანგელოზო… გახსოვს, რომ დამპირდი ორ წუთში დავბრუნდებიო?_ამის თქმაზე ვერონიკას ის საშინელი დღე მოაგონა._ორი წუთი კი არა, სამი წელი გავიდა!_თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლებს საშუალება მისცა გზა გაეკვლიათ მის სახეზე. _ჩუ, ჩუ!_მივარდა ნიკა და მასთან ერთად ჩაიმუხლა._ხომ იცი, რომ შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება?_ხელები შემოხვია და მისი თმებში ჩაყო თავი._ჩემო სიყვარულო… _მაპატიე ნიკა…_ამოხდა ვედრებასავით ვერონიკას._გემუდარები მაპატიე! არარაობასა და უკანასკნელი ადამიანივით რომ მოგექეცი, გთხოვ, მაპატიე. შენ არ იცი, როგორ ვნანობ… ღმერთო რა სულელი ვარ… როგორ დავეცი აქამდე? _დამშვიდდი, გთხოვ!_უკვე ყვიროდა ნიკა. _საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, გესმის?_ნიკას ქურთუკს ჩაბღაუჭებოდა და ხმამაღლა ტიროდა ვერონიკა._საკუთარი თავი მძულს, ამ ანგელოზს რომ ვატარებ მუცლით, ამის უფლება განა მაქვს? არ ვიყავი ღირსი, და მაგიტომაც არ მიჩნდებოდა შვილი! ჩემი ბრალია ყველაფერი… შენ რომ მიღალატე ეგეც ჩემი ბრალია… _ვერონიკა, რას ამბობ?! _უკვე ნიკაც ტიროდა მასთან ერთად._გაჩუმდი გთხოვ… ხომ იცი რომ არ შეიძლება? _ვერ ვჩერდები ,გესმის? ვერ ვჩერდები… ეს ჩემი ცოდვები ზურგზე ლოდად მადევს და უკვე ვეღარ დავდივარ… ჩემი არსებობით დედამიწას ვამძიმებ! შენ გამძიმებ!!! არ ვიმსახურებ მე შენს სიყვარულს! ხომ აგიკრძალე ერთხელ?! რატომ არ შემიძულე? _ვერ შეგიძულებ! და თუ შენ სიყვარულს მიკრძალავ, მე ასე, აკრძალულად მეყვარები!_კიდევ უფრო ძლიერ შემოხვია ხელები ნიკამ და მთელი სახე დაუკოცნა. _ნიკა… ცუდად ვარ!_ფეხზე წამოდგომა სცადა ვერონიკამ. ცალი ხელი გულზე მიიჭირა, ისევ იგრძნო პულსის აჩქრება. _ვერონიკა!_დაიყვირა ნიკამ როდესაც მის კაბაზე სისველე შეამჩნია._ეს რა არის? _არ ვიცი!_უკვე სუნთქვაც უჭირდა._მგონი, მშობიარობა დამეწყო! _ასე ადრე?_დაიყვირა ნიკამ და ტელეფონს დასწვდა. _არ გინდა!_უთრა ვერონიკამ._სანამ ეგენი მოვლენ… სჯობს შენ წამიყვანო მანქანით! _კარგი!_უთხრა ნიკამ და ხელში აიყვანა ვერონიკა. მანქანამდე სირბილიით მიიყვანა და ასევე სწრაფად მივიდა საავადმყოფომდეც. ვერონიკა საკაცეზე დააწვინეს და სამშობიარო პალატისაკენ გააქანეს. _სალომეს დაურეკე!_ძალაწართმეულმა უთხრა ნიკას. _ახლავე!_ნიკა ტელეფონს დასწვდა. *** _როგორ არის?_ნიკასთან მივარდა სალომე, რომელსაც უკან ერეკლე მოყვებოდა. ორივეს შეშლილი სახე ჰქონდათ. _ამშობიარებენ!_ჩაწითლებული თვალებით მიუგო ნიკამ. _მერე?! მისთვის ხომ არ შეიძლება?!_ცრემლებით აევსო თვალები სალომეს. _უკვე ბავშვის თავი მოსჩანდა… თუ შეჩერდება, ბავშვი შეიძლება გაიგუდოს…_თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა ნიკამ._არ ვიცი სალომე, უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. მითხარი, რომელი გავიმეტო სასიკვდილოდ? _გადარჩება! ორივე გადარჩება! ყველაფერი კარგად იქნება!_სალომემ ეს თქვა და სამშობიარო ოთახისაკენ გაემართა. ბევრი ხვერწნა-მუდარის შემდეგ შეუშვეს ვერონიკასთან. _სალო!_დაიყვირა ვერონიკამ და ხელი გაუწოდა, თითქოს შეევედრა მისთვის ჩაეჭიდა ხელი. _ყველაფერი კარგად იქნება!_უთხრა სალომემ და მისი ხელი თავის ხელებში მოიქცია. ვერონიკამ ბოლო ძალები მოიკრიბა, მშობიარობის ტკივილებს ვეღარ გრძნობდა, მხოლოდ გულის ფიცარი ტკიოდა. _მორჩა!_თქვა ექიმმა და პატარა, ზედმეტად სუსტი, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი არსება აიყვანა ხელში. _არ ტირის!_დაამატა მან და მაშინვე რომელიღაც მაგიდაზე დააწვინა. _ნინო! შენ ჭიპლარი გადაჭერი! სწრაფად ჟანგბადი!_შესძახა მედდებს და პატარა სასწრაფოდ შეართა ჟანგბადზე. ბავშვსაც მაშინვა აღმოხდა ხმა. ვერონიკას პატარას ტირილი ანგელოზის გალობასავით ჩაესმოდა. _სალო… ხომ ლამაზია?_უკვე თვალდახუჭული ეკითხებოდა მეგობარს. _ძალიან! მოიცა, ახლა მოგიყვანენ!_აცრემლებული ეუბნებოდა სალომე. ვერონიკას ხელი შეუშვა და ექიმს გზა დაუთმო. ბავშვი გულზე დაუწვინეს. _ექიმო, თვალებს ვერ ვახელ!_შესჩივლა ვერონიკამ. _თვალები ღია გაქვს!_უთხრა სალომემ. _ვერაფერს ვხედავ! _ხედავ!_დაუყვირა სალომემ…_ხედავ ვერონიკა… გესმის? ხედავ… _სალო… მე თუ… _არა, არც კი გაბედო! _ევა დაარქვით, გთხოვ… ვერონიკას ბოლო სიტყვები ეს იყო. გონება გაეთიშა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს რეანიმაციაში. პატარა ევა კი ბავშვთა ინკუპატორში. *** მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა. გული კი ისევ ისე ძიერად ტკიოდა, ენატრებოდა… ენატრებოდა და მერე როგორ?! მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. თითქოს ხელები მოგაჭრესო… რთულია საყვარელ ადამიანთან განშორება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინ ამდენი ბედნიერი დრეები ელოდბოდათ… ნიკა ჯერ თურქეთის, შემდეგ კი თბილისის აეროპორტში დაფრინდა. საჩუქრებით სავსე ჩემოდანს დაავლო ხელი და ტაქსი გააჩერა. ტაქსში ჩამჯდარმა ტელეფონი ამოიღო და ვიღაცას დაურეკა. _დილა მშვიდობისა._სიცილით თქვა ნიკამ._ჩამოვედი… ჰო ვიცი, რომ არ გამიფრთხილებიხარ… ერთ საათში ვიქნები… შეხვედრამდე! იგი კანადაში იყო 2 წლით წასული. თავიდან სტაჟიორად მუშაობდა საადვოკატო ფირმაში, შემდეგ კი ხელფასიც დაუნიშნეს, და სულ მალე თავადაც გახდა ადვოკატი. ბოლოს მიხვდა, დიდიხანი ვერ დარჩებოდა იქ. საქართველო და ის ადამიანები ენატრებოდა, ვინც ასე ძლიერად უყვარდა. უარი თქვა ყველაფერზე. რეკომნდაციის წერილები წამოიღო და დაბრუნდა თბილისში. *** კარზე ზარის ხმა გაისმა. _ალბათ მოვიდა!_თქვა სალომემ და კარისაკენ გაემართა. _მამიკო ჩამოვიდა?_დაიყვირა პატარა გოგონამ, რომელიც ალბათ ასე 4 წლის იქნებოდა. _გამარჯობა სალომე!_მიესალმე ნიკა. _შემოდი!_უთხრა სალომემ და კარს მოშორდა. _მამიკო… მა!_დაიყვირა პატარა ევამ და კისერზე ჩამოეკიდა. _ჩემი პაწაწუნა!_სულ დაუკოცნა სახე და კისერი ნიკამ. _მა… მამიკო!_იძახდა პატარა და იცინოდა ისე, როგორც ანგელოზები იცინიან. _სულ ჩამოხვედი?_თითქოს სევდა შეეპარა ხმაში სალომეს. _ჰო!_თავი დაუქნია ნიკამ, დივანზე ჩმოჯდა და შვილი კალთაში ჩაისვა. _ევას შენთან წაიყვან?_ღრმად ჩაისუნთქა სალომემ. _ჰო!_ისევ დააქნია თავი ნიკამ. _მართლა?!_დაიყვირა პატარა გოგონამ _ჰო, მართლა!_მხიარულად დაეთანხმა შვილს. _მაშინ, მე წავალ მოვემზადები!_წამოხტა ევა და თავისი ოთახისაკენ გაიქცა. _უკვე ძალიან შეგვეჩვია…_ჩაილაპარაკა სალომემ._იქნებ სჯობს ცოტახნით კიდევ დარჩეს აქ… _არა სალო… ვიცი რომ ძალიან შეგიყვარდა, მაგრამ ასე სჯობს… თანაც ხომ ხედავ, შენც რამხელაზე გაქვს მუცელი გამობერილი?!_თბილად გაუღიმა ნიკამ._შენ და ერეკლესაც გეყოლებათ მალე, ევასნაირი პატარა ანგელოზი. _ანგელოზები!_გაეცინა სალომეს._გოგო და ბიჭი! _რას ამბობ?_თვალები გაუბრწყინდა ნიკას. _გოგოს ვერონიკას დავარქმევ!_ისევ სევდა ჩაუდგა თვალებში სალომეს. _გაუხარდებოდა! ვერონიკას ძალიან უყვარდი…_თავი ჩახარა ნიკამ. _მემიკო… მა.._ოთახიდან გამოვარდა ევა და მამასთან მიირბინა. _ჰო მამიკო!_გაეცინა ნიკას და ევას გამოხედვაზე ვერონიკა მოაგონდა. მასაც დედასავით ცისფერი თვალები, ღია ფერის თმა და გულის ფორმის წითელი ტუჩები ჰქონდა. _აქ დამელოდე!_საჩვენებელი თითი დაუქნია ევამ._არსად არ წახვიდე… ორ წუთში დავბრუნდები!_უთხრა პატარა ევამ, ორი პაწაწინა თითი ასწია და ნიკას მიუტანა თვალებთან. /დასასრული/ —— ცოტა დიდი თავი გამომივიდა, მაგრამ უკვე დაწერილი მქონდა და გადავწყვიტე აღარ გამეწვალებინეთ ცალ-ცალკე თავების დადებით. იმედია მოგეწონათ.. თუმცა ყველა შემთხვევაში ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან გთხოვთ, რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. იქნებ და ისეთი საშინელებაა, რომ სჯობს საერთოდ ავიღო წერაზე ხელი… პ.ს ამ ისტორიის, დაახლოებით 70% ნამდვილი ამბავია. ნიკა ჩემი, ერთ-ერთი ახლო მეგობარია… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.