შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა საოცარია ეს სამყარო (11)


17-01-2016, 05:34
ავტორი tsn
ნანახია 2 514

ლიზა:

- წვიმამ გამაღვიძა, გვერდზე გადავბრუნდი და მათე აღმოვაჩინე.. გამეღიმა, ამ არეულობაში ისე მომენატრა ჩემი ორივე ძმა.. მზიანი დილა იყო, ფარდები გადავწიე, სინათლეზე მათეს გაეღვიძა და ბალიში გამომიქანა
- როგორც ჩანს მათულიუსს მტვერსასრუტი მოენატრა - ვუთხარი და ბალიში მეც ვესროლე
- ვითომ შენც არ დარბოდი მტვერსასრუტით - მითხრა, დამიჭირა და ჩემი წვალება დაიწყო
- შენგან განსხვავებით მოხმარება მაინც ვიციი- მათე მიღატუნებდა, მე ვკიოდი, ხმაურზე სანდროც შემოვიდა და იმანაც არ დამაკლო.. დილა სასიამოვნოდ დაიწყო.. ერთად ვისაუზმეთ და უნივერსიტეტში წავედი, ეს დღეები არ ვყოფილვარ და მომენარა.. დრო უაზროდ გაიწელა.. ყოველ წამს ომას ზარს ველოდი, დღეს მოსამართლე უნდა გვენახა.. ლექციები დამიმთავრდა და ომას თვითონ დავურეკე
- ხო ლიზ, რას შვრები?
- შენს ზარს ველოდი, ხომ არ დაგავიწყდა დღეს ის მოსამართლე უნდა ვნახოთ
- არა გოგო, უბრალოდ ძალიან ბევრი საქმე მქონდა.. ახლა გავარკვევ თუ სცალია იმ გოგოს და შეგეხმიანები
- კარგი, გელოდები, ხუთი წუთი არ იყო გასული ომამ დამირეკა და მითხრა, რომ მომაკითხავდა, მართლაც მალე მოვოდა, ამ ბიჭს უფლება აქვს იაროს იმ სიჩქარით რაც გაუხარდება და ისე, როგორც გაუხარდება, ხანდახან კი ამით ბოროტად სარგებლობს
- ომა, რამდენჯერ გითხრა ნელა იარე-მეთქი, მაინც შარს უნდა გადაეყარო.არა?
- სუფთა დედაჩემი ხარ რა, რა იყო დაგარიგა?
- მერე რა, კარგი ქალია ნანა ბიცოლა
- ნეტავ ვინაა ეს მოსამართლე, აზრზე ხარ არ ვიცნობ ტო..
-შენ და ვინმეს არ იცნობ.. არ მეგონა თუ ამასაც მოვესწრებოდი, ნწ ნწ ნწ - გულიანად გამეცინა, შანსი არ იყო ომას სამართალდამცავები არ სცნობოდა, გამიკვირდა..
- ეჰ, დრონი მეფობენ და არა მეფენი ლიზა - ეგრევე მითხრა ომამ ღიმილით. იცით ომას ძალიან კარგი განათლება აქვს, შეეძლო კარგი მოსამართლე ყოფილიყო, მაგრამ ახლა გამომძიებელია, ასე ერჩია... ომა ის ადამიანია ვისაც საკუთარი პროფესია სისხლში აქვს გამჯდარი ისე უყვარს.
- აბა როგორ შეუთანხმდი შეხვედრაზე?
- საერთო ნაცნობი გვყავს დაო.. - მალე დანიშნულების ადგილზე ვიყავით და ქალბატონ მოსამართლეს ველოდით.. უეცრად ოთახში შემოვიდა ასე 25 წლამდე ულამაზესი წითური ქალბატონი, ლამაზი ყორნისფერი თვალებით.. ჩვენკენ წამოვიდა, გაგვიღიმა და გვითხრა
- მოსამაეთლე ნატა მიქაბერიძე, როგორც ვიცი ჩემთან შეხვეფრა გსურდათ, ბევრი დრო არ მაქვს და თუ შეიძლება ლაკონურად მითხარით - ომას გავხედე და მისი სახე რომ დავაფიქსირე სიცილი ლამის ამივარდა, ძლივს შევიკავე თავი და დავსერიოზულდი
- ლიზა თოდაძე, მის ხელს ხელი შევაგებე.. მოკლედ საქმეზე გადავალ, არ ვიცი გახსოვართ თუ არა, მაგრამ გუშინ ერთი პატიმრის სანახავად არ მიშვებდნენ და თქვენი წყალობით შემიშვეს..
- თქვენობით ნუ მომმართავ კარგი, არც ძალიან დიდი ვარ.. კი მახსოვხარ, მაგრამ ვერ ვხვდები აქ რისთვის დამიბარეთ.. - ნატას ყველაფერი მოვუყევით და ჩანაწერიც ვაჩვენეთ
- რა ამზრზენია - განაცხადა ქალბატონმა, ახლა ომას მიუბრუნდა და ჰკითხა - ეს ჩანაწერი კანონიერია? მოსამართლისგან უფლება გაქვს რომ უთვალთვალო ან მოუსმინო?
-არა, არ გვაქვს ნებართვა, ამისთვის არ გვეცალა
- მე მოგცემთ ნებართვას, ამას ჩვენ გარდა ვერავინ გაიგებს, ამ საქმეში თქვენთან ერთად ვარ. მათ თუ გონიათ ასე იოლია ადამიანის უკანონოდ დასჯა, ძალიან ცდებიან.. პირველ რიგში უნდა მითხრათ რა გაარკვიეთ - ომამაც დაიწყო და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, გადაირია ქალბატონი მოსამართლე, დაგვპირდა, რომ ყველაფრს მიხედავდა.. სამწუხაროდ მას არ ჩააბარეს ეს საქმე და ამას ვერაფერს უშველიდა, თუმცა დახმარებას მაინც აპირებდა.. ნატა წავიდა, მე ომას მივუტრიალდი და ჩავახველე
- რაა?- მკითხა მან
- ვიღაცას ვიღაც მოეწონააა
-არა - შემომხედა და გააგრძელა - ნუ, ცოტათი... კარგი ხოო, მომეწონა..
- ის როგორ თქვა დრო არ მაქვს ლაკონურად მითხარიო - ხმაზე გავაჯავრე ნატას
- მორჩი მასხარაობას? წავიდეთ ახლაა- მითხრა და გასაღებს ხელი დაავლო
განყოფილებაში წავედით, ლუკა უნდა მენახა.. დღეს ჩხუბის გარეშე შემიშვეს
- ლუკაას - ბოლო ხმაზე ვიყვირე, როცა დავინახე და გადავეხვიე, ბადრაგს კი მკვლელი მზერა ვესროლე, რასაც ლუკას ჩაღიმება მოჰყვა
- ხელ- ბორკილი მადევს ფერია, მე ვერ გეხუტები - დანანებით ჩაილაპარაკა ლუკამ და ლოყაზე მაკოცა. ეს ვეღარ მოგვითმინა დარაჯმა და ''გვიბრძანა მოვშორებოდით ერთმანეთს, ეს კაცი მაღიზიანებს :-/
- როგორ ხარ? - ვკითხე ლუკას და მოვკალათდი მაგიდასთან
- აი ასე - მითხრა და ბორკილებიანი ხელები ასწია
- ლუკა ნელ-ნელა ყველაფერს ვარკვევ.. აქედან მალე გახვალ, გპირდები..
- ლიზუ, გთხოვ ისეთი არაფერი გააკეთო, რაც საფრთხწს შეგიქმნის
- მინდა ყველაფერი მოგიყვე, გავარკვიეთ, რომ ნიკა ვიღაც ლაშა მარგიანთან ერთად მოქმედებს, მათ კი გამომძიებელი შერვაშიძე ეხმარება ცალკე.. ისიც გავიგეთ დადვანებს და მარგიანებს კონფლიქტი რომ გაქვთ.. ნიკა კი უბრალოდ შურის მოტივით განადგურებს..ჩანაწერიც კი გვაქვს, მარგიანის და ნიკასი.. ახლა ფლეშკას ვეძებთ - ლუკას სახეზე შეშფოთება დაეტყო
- მარგიანები? ლიზა მოეშვი ყველაფერს.. საშიშია იცოდე.. შენ არც კი იცი ეგ ნაბ...რი რაზეა წამსვლელი
- გთხოვ მომიყევი ასეთი რა ამბავია გვარები რომ გადაკიდა ერთმანეთს
- ეს დიდი და გრძელი ამბავია ლიზა
- დრო მაქვს
- ეს დაპირისპირება ჯერ კიდევ წინა თაობებში დაიწყო.. როგორც ბაბუასგან მახსოვს მათი გვარის წარმომადგენელი ჩვენს მიწაზე გარდაცვლილი უპოვიათ.. ჩვენებს ხატზე დაუფიციათ, რომ არ იყვნენ დამნაშავეები.. სვანეთში ასე იყო, თუ ხატზე დაიფიცებდნენ ეს იმას ნიშნავდა რომ მათ სიმართლეში ეჭვს ვერავინ შეიტანდა.. ერთი შეხედვით ვითომ მოგვარდა, მაგრამ ისინი არ ცხრებოდნენ.. ხან რას გაიტაცებდნენ და ხან რას, გვარის უხუცესებს არ მოუთმენიათ და კიდევ ერთი დაპირისპირება მომხდარა.. ამის მერე მარგიანები მაინც არ დაწყნარდნენ.. მე და ლაშა კი ცალკე თემაა.. სულ ჯიბრში მედგა, ის უნდოდა რაც მე მქონდა.. ერთ კლასში ვიყავით.. მისგან აგრესიას სულ ვგრძნობდი,მაგრამ არასოდეს ვყვებოდი.. ერთხელ კი ზედმეტად შეტოპა.. ქურდობა დამაბრალა ლიზა.. ეს ვერ ვაპატიე.. ჩემი სახელის გატეხვას არავია შევარჩენდი და არც ახლა შევარჩენ.. ის ყველაფერზეა წამსვლელი და არ მინდა რამე დაგიშავოს
- მე ის ვერაფერს დამაკლებს, მარტო არ ვარ.. ომა მეხმარება, ისე მოვახერხეთ, რომ ნიკას ყველა ნაბიჯს ვიგებთ
- ომა? ვინაა ომა?
- ომარ გიორგობიანი, გამომძიებელი
- გიორგობიანი? მემგონი ვიცნობ, ელენეს ძმა არის არა? - ცოტა ხნის შემდეგ მითხრა..
- კი, იცნობ?
- კი, შორიდან..
-ლუკა ადვოკატმა რაო?
- არ მინახავს დღეს.. დავურეკავ მერე.. - შეხვედრის დრო ამოიწურაო, გვითხრა ბადრაგმა და მეც დავემშვიდობე.. გზას ფეხით გავუყევი.. უნდა მოვიფიქრო ფლეშკა როგორ ვიპოვო.. როგორც ზარებიდან ჩანს მას თან ატარებს, მაგრამ რაას? ლუკას ოფისში წავედი.. მის კაბინეტში ავედი დქ საბუთების შემოწნება დავიწყე..ერთადერთი, რაც შევნიშნე საბუთებზე, ეს იყო წყალნიშანი, ე.წ watermark-ი.. ეს არ იყო ერთ საბუთზე, ყვრლაზე იყო, ერთადერთი საერთო ნიშანი ეს იყო, ეს წყალნიშანი იმდენად მკრთალი და წვრილი შრიფტით იყო. თანაც მხოლოდ ერთ კუთხეში, არც კი იყო შესამჩნევი.. მეც უბეალოს იმ ადგილზე მომეკუჭა საბუთი და გასწორებისას შევნიშნე.. იოანეს დავურეკე და ვკითხე ამაზე თუ ქონდა ინფორმაცია, მაგრამ არაფერი იცოდა.. არც ესაა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, აშკარაა ფლეშკა უნდა ვნახო.. ოთახიდან გავედი და უცხო სხეულს შევასკდი, ნიკა იყო.. გაოცებულმა დემომხედა და მკითხა
-ისევ შენ? უცხო ხალხის შემოსვლა აქ აკრძალულია, რას აკეთებთ აქ? - ჩემი ყურადღრბა კი გასაღების აცმამ მიიქცია, რომელსაც უცნაური ფორმის რაღაც ეკიდა... გონება დავძაბე, გამახსენდა პირვლად რომ დავინახე, გასაღებები თან ჰქონდა. ტელეფონის შესაცვლელად რომ დავეჯახე მაშინ ისიც დაუვარდა და პირველი მისკენ გაექცა ხელი, ლაშას რომ შეხვდა მაშინაც თან ქონდა, უცნაურია
- მაპატიეთ, არ ვიცოდი..
- შენ ვინ ხარ?
- მეე.. მე აქ სამსახურის დასაწყებად მოვედი - რაც მომაფიქრდა ის ვუპასუხე - თუმცა ამიხსნეს აქ რაც ხდება და მივდივარ უკვე..
- კარგი, კარგი.. - მითხრა უხეშად და წავიდა.. სასწრაფოდ დავურეკე ომას და ფლეშკაზე ვუთხარი.. თითქმის დარწმუნებული ვარ გასაღწბწბის აცმასთან ერთად ატარებს.. დროა ფლეშ მეხსიერების ხელში ჩაგდების გეგმაც ჩამოვაყალიბო.. ეს ყველაზე რთულია.. ცოტა ხანში ისევ ომას ზარი გაისმა, კაფეში შემხვდიო.. 15 წუთში კაფეში ვისხედით
- მშვიდობაა ომა?
- კი, კარგი ამბავია, ახლა ნიკა და შერვაშიძა შეხვდებიან, ჩვენ კი ჩავწერთ,
- რა მაგარიაა - ტაში შემოვკარი, მაგრამ ომამ წარბევი შეკრა და დავდუმდი
- ლიზა ჩუმად, ისედაც ბევრჯერ გაეჩხირე თვალებში ნიკას, ამხელა შრომას წყალში ნუ ჩამიყრი
- უჟმურო, ვუთხარი და ენა გამოვუყე - დანანების ნიშნად თავი გაიქნია.. ნიკა და შერვაშიძეც გამოჩნდა
- როგორ მიდის საქმე ''ბრატ''
-''ნარმალნა'', მომისმინე ახლა, საქმეში რამე ახალი მტკიცებულება უნდა ჩაიდოს გაიგე? ისე არაფერი გამოვა..
- სხვა რაღა ვქნა ტოო, ხელი მოვაწერინე და ახლა შენ უნდა მიხედო
- ჩემთვის არაფრის თქმა არ გინდა?
-რაზე?
- ფკეშკაზე
- საიმედოდაა შენახული - გასაღებები ხელში შეათამაშა
- იცოდე, ეგ რომ ვისმეს ხელში აღმოჩნდეს დედა გვეტირება.. მეც, შენც და მარგიანსაც.. იცოდე ლუკა რაღაცას ეჭვობს.. ორ დღეში კი სასამართლოა და მოემზადე..
- გეგმა მაქვს - ვუთხარი ომას..
- მაინც რა?
- ახლავე ნახავ.. - ოფიციანტთან მივირბინე და თანხა გადავუხადე, თან დავარიგე, რომ ნიკასთვის ყავა გადაესხა.. ირ წუთში მითითება შეასრულა.. ახლა ჩემი ჯერია.. ნიკა გინებით საპირფარეშოსკენ წავიდა.. მეც იქ უნდა დავხვდე.. თქვენ იცოთ ნასვამი ადამიანის ერთი დარტყმით გათიშვა? აი მე კი ვიცი, კარს ამოვეფარე და შემომავალ ნიკას კისერში წიგნი ჩავარტყი, რონელიც ჩანთაში მქონდა.. გასაღებების აცმას ფლეშკა გამოვაძრე და წავედი.. ომას ვაჩვენე და გავედით სასწრაფოდ.. მაგრამ შერვაშიძემ ისე გველურად გამომხედა მეგონა დაინახა რაც მოხდა.. მანქანაში ჩავსხედით და გავიქეცით.. დრო არ უნდა დაგვეკარგა.. თუმცა სასამართლომდე მაინც ყნდა მოგვეცადა.. მოსასნენ მოწყოვილობაში კარგად ისმოდა როგორ ეძებდნენ ფლეშკას.. ჩვენი წამოსვლის მერე შერვაშიძე ნიკას მიჰყოლია და გათიშული უნახავს, აუტეხიათ ერთი ამბავი, მაგრამ ვერაფერს იზამდნენ, პოლიციის ჩარევის შემთხვევაში ფლეშკაზე სიმართლის თქმა მოუწევდათ.. ჩემს ძმასთან ომამ დარეკა, ვინაიდან თვლიდა, რომ ჩემი იქ მისვლა საშიში იყო ჩემთვის, უსაფრთხო ადგილზე წამიყვანა..

გამომძიებელმა შერვაშიძემ გაიგო როგორღაც ლიზას შესახებ და ერთი ამბავი ატეხა.. თუმცა სასამართლო ახლოვდებოდა და პოვნაშ ვერ ასწრებდა.. ფლრშკის გარდა ლიზამ მთელი სიმართლე ისეც იცოდა, ამიტომ უნდა მოეშორებინათ.. ლიზას ადგილსამყოფელი გაიგეს და გადაწყვიტეს მანქანაზე მუხრუჭები გადაეჭრათ, აშეც მოიქცნენ..

ლუკა:

-ლიზას ნახვამ ძალიან დამამშვიდა, კარგ ხასიათზე ჩანდა.. მიყვარს, როცა ლიზა კარგ ხასიათზეა, ამ დროს სულიერქფ ვმშვიდდები.. ლიზა თავს ძლიერად აჩვენებს ყველას, მაგრამ გულის სიღრმეში ისევ მშიშარა ბავშვია.. ჩრმ გამო ძალიან ბევრის ატანა უწევს.. სხვა არც კი ვიცი რაშ იზამდა, ის კი თავს საფრთხეში იგდებს, რომ ჩემი უდანაშაულობა დაამტკიცოს..
ლიზამ სიმართლე მომაყოლა მარგიანებსა და დადვანებზე.. რაღაც ფლეშკაზე მელაოარაკა.. ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვ შარდი არ გაეხვეს.. ჩემს თავს არ ვაპატიებ რამე რომ მოუვიდეს.' ყველას გავანადგურებ ვინც ცუდად მოექცევა..
ლიზა წასვლის შემდეგ ადვოკატი მოვიდა, მაცნობა რომ სასამართლო ორ დღეში იქნება.. ჯოჯოხეთივით გაიწელა ეს დრო.. საოცარი კი ისაა, რომ ლუზა არ გამოჩენილა... სასამართლოში ხელ ბორკილით მიმიყვანეს.. საქმე ისე მიყავდათ რომ დამნაშავედ გამოვყავდი, თვალს ვავლებდი დარბაზს და მარტო ლიზა არ ჩანდა, ნერვიულობის პიკზე ვიყავი.. არავინ იჩოდა სად იყო.. არც სანახავად მოსულა.. გული ცუდს მიგრძნობდა.. ფუქრებშიც ვერ ვუშვებდი, რომ ლიზას რამე მოუვიდოდა და ამაში დამნაშავე მე ვიქნებოდი.. ამის წარმოდგენაზე სისხლი მეყინებოდა.. დარბაზის ბოლოს კი ირონიული სახით ნიკა და ლაშა დავლანდე სისხლი თავში მომაწვა.. მხოლოდ ერთი ვიცოდი, თუ ლიზას რაიმეს დაუშავებდნენ, დაუფიქრებლად გავხდებოდი მკვლელი.. ყველას გავანადგურებდი, ვინც მას რაიმეს დაუშავებდა.. კითხვებს უგულოდ ვპასუხობდი.. თვალები კარისკენ მქონდა სულ ლიზას ველოდი.. იმდენად ვიყავი მასზე ნერვიულობით შეპყრობილი, სულ არ მადარდებდა რა განაჩენს გამომიტანდნენ.. მთავარია ის ყოფილიყო კარგად. მეტი არაფერი მინდოდა.. მხოლოდ მისი კარგად ყოფნა.. უეცრად შალვამ მოწმის სახელით ლიზა თოდაძე მოიწვია. მე ისიცც არ ვიცოდი, თუ მოეწმედ გამოვიდოდა.. ვნერვიულობდი.. მოსამართლე ლიზას სახელს ყვიროდა.. ის კი არა და არ ჩანდა. აღარაფერი მესმოდა, ყველაზე საშინელს ვფიქრობდი.. ახლა რაღა აზრი ქონდა ჩემს გამართლებას თუ არ გამართლებას... ვიცი ის, რომ თუ არ არის ლიზა, მაშინ არაა ლუკა.. ლიზა არ ჩანდა.. ლიზა, რომელიც ასე უპასუხისმგებლოდ ამ საქმეს არ მიუდგებოდა.. ვიცოდი, რომ რაიმე შეემთხვა, რადგან ისე შანსი არ იყო დაეგვიანა..
ნიკა და ლაშა რაღაცაზე საუბრობდნენ და იღიმოდნენ, ბოროტულად იღიმოდნენ.. ალბათ ფიქრობენ, რომ ლიზა არ მოვა? იქნებ დაზუსტებით იციან, რომ არ მოვა?.. ისევ ლიზას სახელს იძახიან და მოწმედ იძახებენ, სულ ტყუილად, არ ჩანს.. ის ის იყო მოსამართლეს სხდომა უნდა გადაედო, როდესაც სასამართლო დარბაზის კარი შემოგლიჯეს..



№1  offline წევრი eki_eka_ake

Wow! Magaria gaagrdzele <3

 


№2  offline მოდერი tsn

eki_eka_ake
Wow! Magaria gaagrdzele <3

გავაგრძელებ აუცილებლაად :-*

 


№3 სტუმარი darina

Imedia lizaaaa da arafri mosvlia, ve

 


№4  offline მოდერი tsn

darina
Imedia lizaaaa da arafri mosvlia, ve

ნუ წინასწარ ვერაფერს გავამხელ :-დ

 


№5 სტუმარი Monika

Male dade dzaa dzaan momwons

 


№6  offline მოდერი tsn

Monika
Male dade dzaa dzaan momwons

12 მერე დავდებ აუცილებლაად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent