შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობა დროში [ნაწილი 2, დასასრული]


18-01-2016, 18:08
ავტორი Nude
ნანახია 2 140

– მოდი, დედი. – ღიმილით შევეგებე ბაღიდან მოსულ ბავშვს, რომელიც მაქსიმემ მოიყვანა. – ჩემი გემრიელი გოგო! – არა–და არ მეთმობოდა ჩემი შვილის ლოყები, მაგრამ ჩემი საყვარლის მოუთმენლობა მაბრკოლებდა.

– მე არ მინდა კოცნა, აია?! – უკმაყოფილო მზერით დამაჯილდოვა და ტუჩები წინ გამოსწია საყვარლად.

– ჰო, შენც გინდა. – სიცილით დავეთანხმე და ოდნავ შევახე ბაგეები.

– ეს, რომ არ მყოფნის, ხომ იცი? – წარბები ეშმაკურად აათამაშა და სამზარეულოში შევიდა. – ჩემი გიჟი და, სად არის? – მოიკითხა წითელ თმიანი და ამავდროულად ინტერესით ჩახედა გაზქურაზე დადგმულ საჭმელს.

– რაღაცეები მაქვს საყიდელიო და იკამ გაიყვანა. – ქურთუკი გავხადე ელენეს, ხელები
დავბანე და სათამაშოდ გავუშვი მისაღებში მანამ, სანამ საჭმელი მომზადდებოდა.

– ირაკლის რა უნდოდა აქ, ხომ იცოდა რომ სამსახურში ვიყავი? – გაკვირვებულმა მკითხა.
მხრები ავიჩეჩე.

– ჩემი თბილი გოგო ხარ შენ, ხომ იცი? – ნაზად მომხვია მხრებზე ხელი და უკნიდან ჩამეხუტა.

– ვიცი. იცი, ხანდახან ძალიან მიკვირს, როგორ ეგუება ჩემი საყვარელი ჩემს შვილს... – ხმამაღლა ვთქვი ჩემო ფიქრები.

– არა, – თავი ოდნავ გაბრაზებულმა გააქნია. – მე არ ვარ შენი საყვარელი, ხოლო ელენეს რაც შეეხება, ის მგონო შენზე მეტად მიყვარს. – სიცილით გააქნია თავი და საფეთქელზე მომაკრო გრილი ტუჩები.

– აბა, ვინ ხარ?

– საქმრო. ჰო, ეს უფრო მომწონს! – თვალი ეშმაკურად ჩამიკრა, ლოყაზე ხმაურით მაკოცა და ელენესთან გავიდა სათამაშოდ.

– მოიცადე, მოიცადე, – ავეკიდე უკან. – რას ნიშნავს საქმრო? – დოინჯ შემორტყმული დავუდექი წინ და წარბები გაბრაზებულმა შევკარი.

– რას ნიშნავს საქმრო და – საქმროს. – უბრალოდ გამიღიმა და ისევ განაგრძო კუბიკებით თამაში, თან ელენეს ჩემთვის გაურკვეველ თემაზე ესაუბრებოდა.

ცრემლი მომერია. მაშინვე ჩემს საძინელებ ოთახს შევაფარე თავი. გული მტკიოდა იმის გამო, რომ ვერასდროს გავხდებოდი სრულფასოვნად მაქსიმესი. უბრალოდ მე ვიყავი ასე, მე ვერ ვიკარებდი ბოლომდე. მხოლოდ კოცნით შემოვიფარგლებოდით ყოველ ჯერზე. ამის გამო
ვიცოდი, რომ ერთხელ აუცილებლად წავიდოდა მაქსიმე, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო ეს ჩემთვის. საცოლე – ეს სტატუსი ხომ ყველაზე ძვირფასი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ ვიცოდი რომ ამაზე ვერ დავთანხმდებოდი, რადგან მე ვერ შევძლებდი გამეწია მისთვის ნამვილი ცოლობა. რა თქმა უნდა, აქამდეც ვიცოდი რომ მაქსიმესთვის მეც და ჩემი შვილიც ძალიან მნიშვნელოვანი ვართ, მაგრამ ის რომ ჩვენ ერთი ოჯახი უნდა გავხდეთ, საგრძნობლად მიჩქარებდა პულსს ყოველ გაფიქრებაზე. ყოველთვის ძალიან სერიოზულად ვუყურებდი დაოჯახებას და ნელ–ნელა ვხვდებოდი რომ მე ამას ვერ გავუმკლავდებოდი.

– შეიძლება? – ოდნავ გაღებულ კარებში თავი შემოყო მაქსიმემ.

– შემოდი. – ლოგინის სიღრმეში ჩავიჩოჩე და ადგილი დავუტოვე, სადაც მოთავსებას შეძლებდა.

– რა განერვიულებს, აია? – მკითხა მაქსიმემ თბილად და მოშიშვლებულ მხარზე ნაზად ჩამომისვა ორი თითი.

– არ მინდა ოჯახი. არ შემიძლია. მე ვერ ვიქნები შენი ცოლი... – ღრმად ამოვისუნთქე და მომდგარი ცრემლებისგან ამწვარი თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს.

– არ მენდობი? – სევდიანად დაიჩურჩულა.

მოსაფერებლად წამოღებული ხელები ჰაერში გაუშეშდა. წამით დახედა თითებს, შემდეგ უკან დააბრუნა, სადაც თავდაპირველად ჰქონდა.
მეტკინა,
საოცრად.

– გენდობი, მაქსიმე, შენ თავს გეფიცები, ყველაზე და ყველაფერზე მეტად გენდობი, მაგრამ ძალიან მეშინია. შენ ხომ არ იცი, თუ რა გადავიტანე იმ ღამეს. იცი, როგორ გამიჭირდა? მძულდა, მეზიზღებოდა ჩემი სხეულის თითოეული ნაწილი. ყოველ დღე მთელი ძალით ვიხეხავდი მთელს ტანს სააბაზანოში, იქამდე, სანამ არ ამეწვებოდა და არ გამიწითლდებოდა კანი. ვიცი, ვიცი რომ ბაჩოსნაირი არ ხარ, რა თქმა უნდა, ვიცი. შენსა და მას შორის პარალელი არასდროს გამივლია, მაგრამ მაინც ძალიან მეშინია, მიუხედავად იმისა რომ საკუთარ თავზე მეტად გენდობი, თვალდახუჭული.

მასთან ახლოს მივიწიე და მის მკლავქვეშ შევძვერი. ალბათ ეს სურათი მიქელანჯელოს დავითთან ჩახუტებას ჰგავდა, მაგრამ იმისგან განსხვავებით, მაქსიმემ ხელები შემომხვია. ღიმილით მაკოცა ცხვირის წვერზე და თავი თავზე მომადო.
ჩაფიქრდა.
ამოიოხრა.

ისევ ჩაფიქრდა, ბოლოს კი თქვა:

– მიყვარხარ, აია. მინდა ბედნიერი იყო, მინდა იგრძნო რას ნიშნავს, როცა საყვარელი მამაკაცი შენზე ზრუნავს, ღელავს, აინტერესებ, მისთვის ყველაფერი ხარ, მაგრამ შენ თუ არ მოინდომე და არ გადაალაგე შენს თავში ეს ყველაფერი, მე ვერაფერს გავხდები. უბრალოდ მომეცი შანსი, აია. თუ ვერ გაძელი და თუ შენ მოგინდება, შეუძლებელსაც გავაკეთებ, წავალ. თუ შენ ასე უფრო გაგიადვილდება, ზედმეტად არ შეგეხები, ხომ იცი რომ შენი გრძნობები ყველანაირ ვნებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ხომ იცი? – მეჩურჩულებოდა და თან დრო და დრო ნაზად მისვამდა კულულებზე თითებს.

მისი ყოველი სიტყვა ჩიტივით აფრთხიალებილ გულზე მალამოდ მედებოდა. უფრო და უფრო მეხშობოდა გონება მის ყოველ ბგერაზე. თითქოს ჰიპნოზს მიკეთებდა.
მოვდუნდი.

– ვიცი. მჭირდები, რომ ვიარსებო, ვიცხოვრო, ვისუნთქო, ამ გულმა იფეთქოს. შენ ჩემი ცხოვრების ღერძი ხარ. შეიძლება ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდეს, მაგრამ რომ არ ვცადო, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ! – მტკიცედ, ხმამაღლა ვთქვი და მის ტუჩებს კვირეების მწყურვალივით დავეწაფე.

– მაინც ჩემსას გავიტან! – ჩაიცინა და ოთახში დაბუდებული უხერხულობა წამში გაფანტა.

– წარმატებები. – მხიარულად გავიცინე მეც და წვერიან ნიკაპზე ვაკოცე.

– დეე! – ოთახში შემოიბაჯბაჯა უეცრად აქოშიბენულმა ელენემ.

– რაო, დედი. – უცბად განვთავისუფლდი მაქსიმესგან და ჩემს შვილთან ჩავიმუხლე.

– იკა და ნათლია მოვიდნენ.

– წამოდი, პატარავ. – ხელი ჩაჰკიდა მაქსიმემ ელენეს, მაგრამ ბავშვს დაეზარა ფეხით სიარული და პატარა მკლავები გაიშვირა მისკენ, ამიყვანე ხელშიო. – ოჰ, შენ მაიმუნო! – სიცილით დაჰკრა ცხვირზე საჩვენებელი თითი და კისერზე მოხერხებულად შემოისვა.

სიცილით მივყევი უკან მათ. ირაკლიც და ქრისტინეც დილას მყავდა ნანახი, ამიტომ მხოლოდ შევხედე უცნაურად მომზირალებს და სამზარეულოში გავიძურწე. ჩაიდანი დავადგი და ისევ დავბრუნდი მისაღებში.

– ახალი ამბავი მაქვს, ძალიან მაგარი თან! – წამოიყვირა ქრისტინემ, მაგრამ იკამ ისე დაუბრიალა თვალები, მაშინვე გაჩუმდა.

უცბად მოგვესმა ჩემი ოთახიდან ელენეს ტირილი. ოთხივე წამოვფრინდით, რასაც ჰქვია და შევვარდით საძინებელში. ელენე ძირს იყო დავარდნილი. ორი სკამი იქვე ეყარა, ამოყირავებული.

– ვაიმე! – წამოვიყვირე და მთელი ხმით მოტირალ შვილთან ჩავიმუხლე.

– არ გაანძრიო. შეიძლება რამე აქვს მოტეხილი ან ნაღრძობი. – დაიჩურჩულა მაქსიმემ.
შუბლზე მაკოცა და ცალი ხელით გამწია უკან.

– რა გტკივა ელე? – მისკენ დაიხარა და შუბლზე ჩამოყრილი კულულები უკან გადაუწია.

– ხელი მტკივა. – ხმაჩახლეჩილმა ამოთქვა და მაქსიმეს მუხლზე დადო თავი.

– შენ ისეთი მაგარი გოგო ხარ, ვიცი, მეტს აღარ იტირებ! – შეაგულიანა მაქსიმემ და მე მომიბრუნდა თხოვნით. – სასწრაფო გამოიძახე, აია.

* * *
– დეე, დეე, ბაჩო მართლა მამაჩემია? – შემოვარდა ჩემს საძინებელში, როგორც ყოველთვის, მხიარული ელენე და ლოგინზე დახტა.

უცბად, შეშინებული და წამში გაფითრებული წამოვჯექი ლოგინზე.

– ვინ არის, დედი, ბაჩო? – ხმა აკანკალებულმა ჩავკიდე ხელი და შეშინებული მზერით შევხედე შვილს.

– მითხრა, რომ მამაჩემია. ისიც მითხრა, რომ შენთანაც მოვა სალაპარაკოდ. მართლა ჩემი მამიკოა? – ისევ გამიმეორა კითხვა და კითხვის ნიშნით აღსავსე თვალებით შემომხედა.

– დედი... – დავიწყე თითქოს თხრობა, მაგრამ ვერ შევძელი გაგრძელება.

როგორ უნდა მეთქვა ჩემი ორი წლის ბავშვისთვის ეს ყოველივე, როგორ უნდა ამეხსნა. ქრისტინე სახლში არ იყო, მხოლოდ მაქსიმე მრჩებოდა, მაგრამ მასთანაც მაბრკოლებდა რაღაც. ბოლოს დავურეკე და დახმარება ვთხოვე.

– რა გჭირს, აია? – მკითხა ჩახლეჩილი ხმით.

– მოდი და გეტყვი. – ლაკონური გამომივიდა პასუხი.

იმაზე სწრაფად მოვიდა მაქსიმე, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. შიშისგან გაფართოებული თვალებით მომაჩერდა. თავი ოდნავ შესამჩნევად გავაქნიე და ცალი ხელი გავიშვირე მისკენ. უმალ ჩამჭიდა და ოდნავი ბიძგით მის მკერდში მომაქცია.

– რა მოხდა, აია?

– ბაჩო. ის დაბრუნდა. მან ელენეს უთხრა, რომ მისი მამაა და ისიც უთხრა რომ აუცილებლად მოვა ჩემს სანახავად. მეშინია, მაქსიმე, თანაც ძალიან მეშინია. – ყველანაირად, თითოეული ბგერის წარმოთქმისას ვცდილობდი, რომ ხმა დამეოკებინა და პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი, მაგრამ ეს უფრო და უფრო ცუდად გამომდიოდა, მას შემდეგ, რაც ვიაზრებდი, თუ რაოდენ რთული და მძიმე დღეები მელოდა წინ.

– მე მიყურე, თვალებში შემომხედე! – თითქოს მიბრძანასავით მაქსიმემ. ნიკაპზე ორი თითი მომკიდა და თავი მაღლა ამაწევინა, ისე რომ პირდაპირ მისი თვალებისთვის მეყურებინა. – მე შენთან ვარ! მე თქვენთან ვარ. აქ ვარ და არსად არ ვაპირებ წასვლას. პირიქით, თუ საჭირო იქნება, კბილებით დაგიცავთ ორივეს. დამიჯერე, ბაჩო ვერაფერს გაგიბედავს. ვერ ვხვდები რისი გეშინია. ხომ გჯერა ჩემი? ჩემთან არასდროს შეგეშინდეს! – მეჩურჩულებოდა და თან მთელი ძალით მიხუტებდა.

– შენი იმედი, რომ მაქვს ყველასთან მიმართებაში და ყველა საკითხში, იმიტომაც დაგირეკე. – გავუღიმე ოდნავ და ბაგეზე ნაზად ვაკოცე.

– ჩემი სულელი გოგო, როგორ დამეტანჯე, აია... – თვალები სევდიანი გაუხდა.

– ერთად ყველაფერს შევძლებთ. მზად ვარ, თანახმა ვარ! – მტკიცედ ვუთხარი იმის მიუხედავად რომ ახლა ამის არც დრო იყო და არც ადგილი და ქვემოდან უკვე ფართო ღიმილით ავხედე.

– რა?-ა? – უცბად დაიბნა.

– მზად ვარ, თანახმა ვარ, გავხდე შენი ცოლი. – ხმა ისევ ისეთი უდრეკი მქონდა, როგორც წინად.

– ჰაა? – ისევ ისეთი ტონით მითხრა.

– აუ, მაქსიმე, რა!

სულ გადამავიწყდა რამდენიმე წუთის წინანდელი ჩემი მდგომარეობა და გავმხიარულდი, ჩემდა უნებურად, რადგან მაქსიმეს ერთიანად: დაბნეული, ბედნიერი, აღფრთოვანებული და მოულოდნელობისგან გამოწვეული სხვადასხვა ემოციები ეხატა სახეზე. ისე დაიბნა, თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყოს, რომელსაც შოკოლადის ჩუმად აღებაზე წაასწრებენ და არ იცის, როგორ გამოძვრეს შექმინი სიტუაციიდან.

– წამოდი, ელენესთან შევიდეთ, ისედაც ძალიან გავანერვიულე. – როცა მივხვდი, რომ ჯერ კიდევ უჭირდა ამ ყველაფრის გაანალიზება, ელენესთან შესვლა გადავწყვიტე.

– მადლობა, რომ არსებობ და ჩემი ხარ. – მიჩურჩულა ღიმილით ,,გონზე მოსულმა’’ და ელენესთან შესვლა დამასწრო.

– მაქსიმე! – დაიყვირა ბავშვმა, სათამაშოებს თავი დაანება და ბედნიერმა მოჰხვია მის წინ ჩაცუცქულ მაქსიმეს ხელები კისერზე.

– როგორ ხარ, ბარბი? – ჰკითხა ღიმილით და კალთაში ჩაისვა, თვითონ კი ფუმფულმა სავარძელში მოკალათდა.

– კარგად, შენ, როგორ ხარ? – უპასუხა და ხელი გაუწოდა. – ტელეფონი მათხოვე რაა. – კეკლუცი ღიმილით დააჯილდოვა მაქსიმე და დაამატა. – ის თამაში გადმოწერე, რომ დამპირდი?

– კი, გადმოვწერე, მაგრამ სანამ ტელეფონს გათხოვებ და თამაშს დაიწყებ, სერიოზულ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ.

– ვინ? – გაიკვირვა ბავშვმა.

– მე, შენ და დედიკომ.

– რაზე?

გამამხნევებლად გამომხედა მაქსიმემ და თვალებით მანიშნა, ნუ ნერვიულობო. წარმოუდგენლადაც კი მიმაჩნდა ის ფაქტი, რომ 2 წლის ბავშვისთვის უნდა ამეხსნა დღევანდელი მომხდარი. მიუხედავად იმისა, რომ ელენემ მამამისზე იცოდა, მაინც ძალიან მერთულებოდა ეს ყოველივე.

ერთხელ მკითხა ელენემ:

– დედა, მაქსიმე, ჩემი მამიკოა? – ბედნიერმა შემომანათა თვალები.

ნერწყვი გადამცდა სასულეში. იმდენად მოულოდნელი იყო მისი შეკითხვა, მეტი არ შეიძლება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაინც არ შევიმჩნიე დაძაბულობა და ღიმილით გავეცი დასმულ შეკითხვაზე პასუხი.

– არა, დედი. მამაშენი ხომ იცი უკვე რომ ბაჩოა?

– ვიცი, დეე, მაგრამ ბაჩო არ მყავს ნანახი, არ მეფერება, საჩუქრებს არ მჩუქნის და რანაირი მამაა? მე მინდა რომ მაქსიმე იყოს ჩემი მამა! – გაბუსხულმა, გულ–მკერდზე დაიკრიფა ხელები.

– ეგ, როგორ? – სიცილით ვკითხე და პატარა ცხვირზე თითი დავკარი.

– აუუ, მინდა! – გაბრაზებულმა დამიბღვირა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა.

– მოდი დედასთან, ჩემო სულელო... – გულში ჩავიკარი ბავშვი და ღიმილით დავხედე განათებულ ტელეფონს.

მაქსიმე რეკავდა.

უცბად გამოვერკვიე, მოგონებებს თავი დავანებე და მაქსიმეს და ელენეს შევხედე. ელენე ძალიან დაკვირვებით, ყურადღებით ისმენდა მაქსიმესაგან ახსნას, თან სასაცილოდ დროდადრო თავს უკანტურებდა.

* * *
– ქრისტინე, გეხვეწები, დღეს არ წახვიდე კლუბში რა, მომენატრე უკვე. – სიცილით ვთხოვე და მხარზე თავი დავადე.

– რად უნდა მაგას თხოვნა.

მხოლოდ გავუცინე და წამით გავხედე ტელევიზორს. ოთხი დღეა, რაც მაქსიმე თვალითაც კი არ დამინახია. საოცარ მონატრებას და თითქოს მარტოობასაც ვგრძნობ. ვცდილობ ყველანაირად, რომ ქრისტინემ ვერაფერი შემატყოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამჩნევს ჩემი ხასითის ცვლილებას და ამავდროულად მარტივად ხვდება ამის მიზეზსაც. მინდა მოვუყვე ქრისტინეს მაინც, თუ რაოდენ მიჭირს ჩემს ირგვლივ დატრიალდებული მოვლენები. მიჭირს ის, რომ ბაჩო სადღაც ახლოსაა და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, გარდა ლოდინისა, რომელიც ნერვებს მიკლავს. იცით, უკვე მომბეზრდა, ჰო, მომბეზრდა ყოველ დღიურად შიშის რეჟიმში ყოფნა. ვგრძნობ, რომ თუ ამ ყველაფერს მალე ვერ მოვაგვარებ, შევიცვლები.
უკვე მიმდინარეობს ჩემში ჩემივე გარდატეხა.

– არ ვიცი, ამას უნდა გიყვებოდე, თუ არა, მაგრამ თან გაჩუმებაც არ შემიძლია. – დაიწყო ბუტბუტით საუბარი ქრისტინემ.

ერთიანად გამეყინა სისხლი ძარღვებში. იმდენად მივეჩვიე, რომ თითქმის ყოველი სიახლე ჩემს ცხოვრებაში არანაირად არ იყო კარგის მომტანი, რომ ახლაც ცუდის მოსასმენად მოვემზადე.

– თქვი, თორემ აღარ შემიძლია. – ღრმად ამოვისუნთქ–ჩავისუნთქე.

– დამშვიდდი, ასეც ნუ ნერვიულობ, არაფერი არ არის საგანგაშო. შემთხვევით გავიგე, როგორ ლაპარაკობდნენ მაქსიმე და ირაკლი ბაჩოზე და თქვენზე.

– რა-ა? – წამოვიყვირე ბოლო ხმაზე, მაგრამ ჩემი ბგერები მისმა ხელმა ჩაახშო.

– გაჩუმდი, ჯერ ერთი ბავშვს სძინავს, მერე მეორე – რა არის ასეთი უაზრო რეაქციები? რა, არ უნდა დალაპარაკებოდა შენი საქმრო, იმ უსინდისოს? რომელი საქციელი უფრო სწორი იქნებოდა? მაქსიმემ თქვა, რომ ბაჩოსთან ყველაფერი მოგვარებულია, ის დარწმუნებულია რომ თქვენს ცხოვრებაში აღარასდროს გამოჩნდება. – გამკიცხავად შემომხედა და ახლა მან დამადო თავი მხარზე. – გთხოვ, უბრალოდ დაფიქრდი და ნუ იქცევი სულელი გოგოსავით. დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში გინდოდა კიდეც, რომ ერთხელ და სამუდამოდ ბაჩოს თემას წერტილი დასმოდა.

– მინდოდა ერთია და შემიძლია – მეორე. ის ბავშვის მამაა, მინდა მე ეს თუ არა. მას აქვს ელენეზე გარკვეული უფლებები... – ამოვიჩურჩულე სევდიანად.

ჰო, სიმართლე ჩემს ცხვირ წინ იყო და მე ვერანაირი ძალით ვერ გავექცეოდი მას. რაოდენ დიდი სურვილი არ უნდა მქონოდა.

– კი, ის მამაა ბავშვის, მაგრამ არ იმსახურებს ამ სტატუსს ელენეს მიმართ. მას, რომ შვილი ოდნავ მაინც აინტერესებდეს, აქამდე გამოჩნდებოდა. 2 წელი, არც ისე ცოტა დროა და ამ ხნის განმავლობაში, შეეძლო ყველაზე მცირე, დაერეკა მაინც და ბავშვი მოეკითხა, მაგრამ ამის მაგივრად, აორთქლდა.

– მართალი ხარ. ტყულად ვნერვიულობ. – ამოვიოხრე და მის თმებს წავეთამაშე.

– მოდი, რაიმე ფილმს ვუყუროთ. გავხალისდეთ, ან უბრალოდ ყურადღება გადავიტანოთ, ცოტათი მაინც. – წამოიყვირა მოულოდნელად ქრისტინემ და ნოუთბუქს დასწვდა. – მმმ, – დაფიქრებით მიიდო საჩვენებელი თითი ნიკაპზე. – რას ვუყუროთ? – მკითხა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ეკრანისთვის.

– რაიმე კარგი კომედია იპოვე.

– ჰო, კომედია, კარგი იქნებოდა. – დამეთანხმა თავის კანტურით. – აი, ეს! – სიცილით შემომიბრუნდა.

– რა ფილმია? – დავეკითხე ინტერესით.

– ,,პარასკევი’’ – ჩაიცინა და თვალი ეშმაკურად ჩამიკრა.

მთელი ჩემი კონცენტრაცია მოვახდინე ფილმზე, ყოველ შემთხვევაში, ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. დრო და დრო მაინც მეფიქრებოდა მონატებულ მაქსიმეზე და ტუჩის კუთხეში ღიმილი გამიკრთოდა ხოლმე. ვიცოდი, რომ სპეციალურად არ მენახებოდა. მაცდიდა, როდის ჩამოვყალიბდებოდი, როდის დავალაგებდი ჩემს გრძნობებს და როდის შევძლებდი საღად აზროვნებას, ყოველგვარი პანიკების გარეშე.

მე ვიწყებდი ახალ ცხოვრებას! ჰო, ვიწყებდი. მჭირდება ამ ყველაფრისთვის სუფთა გონება, გული, სხეული და ყველაფერი. აბსოლიტურად ყველანაირად უნდა ვიყო მზად, რომ მაქსიმეს ღირსეული ცოლობა გავუწიო! – გავიფიქრე ჩემთვის გონებაში და საკუთარი თავით კმაყოფილმა ფართოდ გავიღიმე. – ჰო, – განვაგრძე საკუთარ თავთან გონებაში გიჟივით საუბარი. – როგორი წარსულიც არ უნდა მქონოდა და როგორი საშინელი მოგონებებიც არ უნდა მაკავშირებდეს ბაჩოსთან, ის უკვე წარსულში დარჩა. ყველაფერ ცუდს, ყოველთვის მოსდევს კარგი, მე კი იმ ავბედითი ღამიდან ელენე მეყოლა. ეს კი ყველაფერს ამბობს.

– გავალ და მალევე დავბრუნდები. – გადავუჩურჩულე ფილმით გართულ ქრისტინეს და მისაღებიდან ფეხაკრებით გავიძურწე. დარწმუნებული ვარ, ვერც კი გაიგო ჩემი ნათქვამი ქალბატონმა.

უყოყმანოდ, გაბადრულმა ავკრიფე მაქსიმეს ნომერი და დაველოდე როდის მიპასუხებდა. მაქსიმემ ყველანაირად დამიმტკიცა, რომ სიცოცხლეს ვურჩევნივარ, ჩემგან კი იმის ნახევარსაც ვერ იღებდა, რასაც ის გასცემდა. ახლა სულ სხვანაირად ვარ, თითქოს დავბლოკე გონებაში ყველა ის ფიქრები, რომლებიც ჩემს წარსულს უკავშირდებოდა.

– მაქსიმე. – ჩავყვირე ყურმილში, როცა მისი სუნთქვა გავიგე.

– ჰო. – მიპასუხა.

– მომენატრე. – ვუთხარი და ტუჩები უკმაყოფილოდ დავბრიცე.

– მეც მომენატრე. – გავიგე, როგორ ჩაიცინა.

ნათლად წარმომიდგა თვალწინ, მისი გვერდული ღიმილი და სიმწრისაგან ტუჩი უნებურად მოვიკვნიტე. ისე მენატრებოდა, ისე, რომ უკვე გაგიჟებას ვიყავი.

– საერთოდ არ გეტყობა, რომ მოგენატრე. – ნიშნის მოგებით ჩავუკარი თვალი სივრცეს.

– შენ ეს დრო გჭირდებოდა, ხომ იცი? ოთხი დღე არაფერი არ არის.

– მე რომ არ დამერეკა, შენ არ შემეხმიანებოდი ხომ? – ხმაში წყენა დამეტყო.

– არა, რა თქმა უნდა.

– როგორ ამაყად ამბობ... კარგი, მაშინ შეგიძლია კიდევ დიდი ხანი არ დამირეკო, იმიტომ რომ მე აღარ მაქვს შენთან საუბრის სურვილი, ყოველ შემთხვევაში, დღეს. – გაბრაზებულმა გავუთიშე ყურმილი ისე, რომ არ დავაცადე პასუხის გაცემა.

ტელეფონი ტუჩებზე ნერვიულად მივიდე. ბოლოს როცა უკვე დავრწმუნდი რომ ზედმეტი არ მომსვლია, დამშვიდებული წამოვწექი ჩემს ფუმფულა ლოგინზე.

რა არის ჩემი ცხოვრება? ვინ ვარ მე? ეს კითხვები ქარბორბალასავით შემოიჭრნენ ჩემს გონებაში და ისევ ისე დამიმონეს, როგორც ხშირად სჩვევიათ ხოლმე. მშვენიერი, ლაღი ბავშვობა მქონდა. თითქოს არაფრით განსხვავებული სხვა ბავშვების ცხოვრებისაგან, მაგრამ ამავდროულად მკვეთრად გადახრილი სხვა ფაზისაკენ. ისეთი ბავშვი ვიყავი ყოველთვის სულ თვალებში რომ შესციცნებს მშობლებს. ყოველთვის რომ ფიქრობს მათზე, მათ გულს რომ არაფერი ეწყინოთ. ხანდახან ისეთი რამეც გამიკეთებია, რომლის ჩადენის სურვილი საერთოდ არ გამაჩნდა, მაგრამ სამაგიეროდ მშობლებს უნდოდათ და მე მათ ვერ გადავაბიჯე, თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდად იყო, რადგან ყოველი მათი სურვილის შესრულებისას, უსაზღვრო ბედნიერება და საკუთარი თავის კმაყოფილება მრჩებოდა. დიახ, ეს ასე იყო. მერე? მერე გავიზარდე, სასწავლებლად თბილისში გადმოვედი. თავიდანვე არ მომეწონა აქაურობა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და მეც შევეჩვიე ნელ–ნელა. მტკივა ყოველი ის წამი, რომელიც ჩემი მშობლებისაგან შორს გავატარე. ახლაც ისევე მეწვის გული, სული და გონება, როგორც მაშინ, მათგან რომ გადმოვდგი პირველი ნაბიჯი. მშობლის ფასი არაფერი და არავინ არ არის...

კარადიდან გამოვიღე ელენეს პირველი ჩასაცმელი და გულზე მივიხუტე. ეს ტანისამოსი, დედამ უყიდა. როცა ნარკოზიდან გამოვედი, ექიმმა მითხრა, რომ ვიღაც ქალმა და მამაკაცმა დაფარეს ანგარიში და თან ის ტანისამოსი უყიდეს ელენიკოს, რომელიც მე ახლა მიჭირავს ხელში. ვიცი, რომ მათთაც ვენატრები და ისიც ვიცი, რომ ცოტაც და სულ რომ ფეხით მომიწიოს ჩემს მშობლებამდე ჩასვლა, მაინც ჩავალ. სათუთად ვუსვამ ხელს ლამაზ, ფუმფულა და ვარდისფერ ტანსაცმელს თითებს. თვალებს ვხუჭავ, მორფეოსთან მივემგზავრები.

ბურანიდან ლოყაზე ნაზი კოცნა მაფხიზლებს. გაკვირვებული ვარ, მაგრამ თან არაფრის დიდებით არ ვახელ თვალებს, რადგან მგონია რომ ისევ სიზმარში ვარ, არადა კოცნა ისევ გრძელდება, ლოყიდან ნიკაპზე და მერე პირიქით. ძლივს გავახილე თვალები. თითებით დავიზილე და მაქსიმეს გავხედე.

– რა გინდა ჩემს ლოგინში, ვაჟბატონო? – ვკითხე ოდნავ ირონიულად და წარბები მაღლა ავწკიპე.

– ხომ გითხარი უკვე, მომენატრე. – არაფრად ჩააგდო ჩემი ირონიულად მომზირალი თვალ–წარბი.

– აუ, მაქსიმე რა! რატომ არ შემიძლია უბრალოდ გაგიბრაზდე? ნუ დამცინი! – ხელი ვკარი დაბღვერილმა მოცინარ საქმროს.

– ვერ ძლებ უჩემოდ!

– ვაა, დიდი ხანი ფიქრობდი მიზეზზე, თუ..? – ცინიკურად ჩავიცინე.

– გაჩუმდი და უბრალოდ მაკოცე! – ხმა სულ ოდნავ გაიმკაცრა და მოწყურებულივით დამაკვდა ტუჩებზე.

ხელები კისერზე განაბულმა მოვხვიე და კოცნაში ავყევი. რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო მასზე, მისი ერთი გაღიმება ან უბრალოდ შემოხედვა, ყველანაირ ბრაზს მიქრობს.

– დროა ქორწილზე ვიფიქროთ. – გვერდზე გადაწვა, ხელები მომხვია და მის მხარზე დამადებინა თავი.

– არა, გთხოვ, არანაირი ქორწილი არ გვინდა. უბრალოდ გადმოვალთ შენთან საცხოვრებლად. – ამოვიჩურჩულე და თავი უფრო კომფორტულად მოვათავსე მის მხარზე.

– დარწმუნებული ხარ? ყველა გოგოს ოცნებაა ქორწილი, ნუთუ შენ ამ სიხარულზე იტყვი უარს? – თვალებ მოჭუტულმა გამომხედა.

– ჰო. არ მინდა უბრალოდ. არც არასდროს მდომებია. არასდროს ყოფილა ყოველივე ეს ჩემი ოცნება.

– კარგი, როგორც შენ გინდა, ისე ვქნათ. იცოდე, რაც უფრო მალე გადმოხვალთ, მით უფრო კარგი იქნება. – ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.

– როცა შენ გინდა, მაშინ გადმოვალთ.

– შენ შეგილოცეს, თუ რა გჭირს? – სიცილით და ოდნავი გაკვირვებით ასწია თავი მაღლა.

–უბრალოდ, იმისთვის რომ ბედნიერი ვიყო, არაფრისგამო არ დავიხევ უკან. ვფიქრობ, საკმარისად მეტი ვიგლოვე ორი წლის განმალობაში და მეყო.

– სწორია. – თავის კანტურით დამეთანხმა ჩემი საქმრო. – ვფიქრობ, შენს მშობლებს აუცილებლად უნდა გავაგებინოთ ახალი ამბავი. – დაიჩურჩულა რამდენიმე წუთის შემდეგ ჩაფიქრებულმა.

– არ ვიცი ღირს თუ არა... მათ ჩემზე უარი თქვეს და რამდენად სწორი იქნება იქ ჩავსვლა არ ვიცი. ჯერ კიდევ არ მომშუშებია ის იარები, რაც წლების წინ მივიღე, ამიტომაც მეშინია ახალი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ისეც ვერ მოვისვენებ, ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი რომ არ შევატყობინო მათ. – მკერდზე დავადე თავი მოხერხებულად.

– მე 100%–ით ვარ დარწმუნებული რომ ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის, იმაზე კარგად, ვიდრე ეს შენ გგონია.

– ღმეთნა ჰქნას. სანამ მათთან არ ჩავალ, არ მინდა მანამდე შენთან გადმოსვლა, ხომ ხვდები?

– რა თქმა უნდა, ვხვდები. – ღიმილით ჩამიკრა თვალი. – ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩავიდეთ შენებთან.

– როგორ ფიქრობ, ელენეს წაყვანა ივარგებს?

– მეტიც, აუცილებლად უნდა წავიყვანოთ!

* * *
ბედნიერებისაგან გამაკანკალა, როცა ჩემს სოფელში შევედით. სახლები, რომელთანაც ძალიან ბევრი და სიყვარულით აღსავსე მოგონებები მაკავშირებდა. ჩემს აქ არ ყოფნაში ბევრი რამე შეცვლილა, თურმე. ბედნიერების ცრემლები ვერ შევიკავე. თვრამეტ წლიანი წარსული, რომელიც ამ მიწაზე მაქვს გატარებული ისე მკვეთრად შემეჯახა, ცრემლები ვერ დავიტიე თვალებში.

– როგორ მომენატრა აქაურობა. დეე, ნახე ის არის ჩვენი სახლი. – წინ გადმოვიჯინე ელენე და თითი გავიშვირე მაღალი, ორ სართულიანი სახლისაკენ.

– მზად ხარ? – ღიმილით გადმომხედა მაქსიმემ.

ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და თავი ოდნავ დავუქნიე. მზად ვიყავი, თუ არა, ვერსად ვერ გავექცეოდი აქაურობას და იმ საუბარს, რომელიც წინ მელოდა. ყველაფერი იმაზე საშინლად წარიმართა, ვიდრე ეს მე და მაქსიმეს გვეგონა. დარწმუნებული ვიყავი, რომ როგორც კი სახლის ზღურბლიდან გადმოვდგამდი ფეხს, იქ არც არასდროს შევიდოდი და მითუმეტეს ყველანაირად დავივიწყებდი ჩემს მშობლებს.

სულ ტყუილად მეგონა, რომ ისინი ახლა მაინც, ორი წლის შემდეგ ამომიდგებოდნენ გვერდში, მწარედ შევცდი. იმედები იმდენად გამიცრუეს მათმა ბოროტმა თვალებმა, ვინანე მათი შვილი რომ მერქვა. ვინანე ის თვრამეტი წელი, რაც მათთან ერთად გავატარე. წამებში გამირბინა თითოეულმა წამმა, რომელიც მათთან ერთად მაქვს გატარებული და სიმწრისგან წამომივიდა ცრემლები. თურმე რა რთულია, როცა იგებ რომ ამდენი წელი ისეთ ადამიანებთან გაატარე და იცხოვრე, რომლებსაც არ იცნობ, ამას კი ძალიან გვიან ხვდები და აცნობიერებ რომ განვლილი წლები ტყუილში იმყოფე.

გული არ დამწყდა, როცა ყვირილით და წყევლა–კრულვით გამოგვაცილეს. მაქსიმესი შეეშინდათ, თორემ შეიძლება უარესიც გაეკეთებინათ. მხოლოდ იმაზე შევწუხდი, რომ ჩემმა შვილმა თავისი ბებია–ბაბუა ასეთად დაიმახსოვრა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩემს უბედურებაში ძალიან დიდი წვრილი მიუძღვით, მაინც ყოველთვის დიდი სითბოთი მოვიხსენიებდი ელენესთან, ახლა კი ბავშვის ცრემლიანი, დაბნეული გამოხედვა შემრჩა, რომელსაც ვერას დიდებით გაერკვია, თუ რა ხდებოდა მის თავს და რატომ მოიქცა ასე ის ხალხი, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა მას.

ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ჩემთვის რომ ოდნავ მაინც გაეგოთ. ახსნა რომ დაეცადათ ჩემთვის იქნებ სხვა გადაწყვეტილება მიეღოთ–თქო ვფიქრობდი აქამდე, მაგრამ ახლა როცა შევხედე მათ საოცრად ბოროტ თვალებს, ეს მოსაზრება წამში დაიფერფლა. აღარაფერი დარჩა მისგან. არც წყენა, ასეა.

– მე ელენესთან დავჯდები, უკან. – ვუთხარი მაქსიმეს და მანქანის უკანა კარები გამოვაღე.

– როგორც გინდა. – დაძაბულმა ჩაილაპარაკა და მრავლის მთქმელი მზერა მომაპყრო.

– დამშვიდდი, ყველაფერი კარგად არის. ასე სჯობდა. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გადაწყვეტილიყო ჩვენი მდგომარეობა. ასე რომ, ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევდა ამ სახლში შესვლა, რაც უფრო მალე გავიგეთ მათი საბოლოო პასუხი,მით უფრო კარგად ვგრძნობ თავს. მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია ძალიან სხვანაირი მეგონა, მაინც არ ვნანობ, რადგან გაურკვევლობით შემოსილ დღეებს, ეს მერჩივნა. – გავუღიმე მშვიდად და მხარზე ხელი მოვუთათუნე.

– ძალიან მიყვარხართ და არავის მივცემ უფლებას რაიმე გავნოთ. – კბილები ავად გააღრჭიალა.

– ჩვენც ძალიან გვიყვარხარ, ხომ იცი?

– ვიცი, აია, ვიცი. – მძიმედ ამოისუნთქა.

– იცი გუშინ რა მითხრა ელენემ, როცა ვუთხარით რომ შენთან გადმოვდიოდით საცხოვრებლად?

– რა?

– მან თქვა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მამა ეყოლება! – ღიმილით ჩავუკარი თვალი, მისკენ გადავიხარე და საგრძნობლად დაბნეულს ბაგეებზე ვაკოცე.

დასასრული.
ავტორი: ღამურა.



№1 სტუმარი nino k.d..

როგორ მიყვარხარ ^_^ love ძალიან ძალიან კარგი და საინტერესო იყო. ბოლომდე იმედი მქონდა რომ აიას მშობლები თბილად შეხვდებოდნენ მაგრამ ასეთი ცივსისხლიანებიც არსებობენ რეალობაში. რავიცი რა გითხრა ძალიან კარგი ისტორიები გაქვს და იმედია თავს არ მოგვანატრებ.

 


№2  offline მოდერი Nude

nino k.d..
როგორ მიყვარხარ ^_^ love ძალიან ძალიან კარგი და საინტერესო იყო. ბოლომდე იმედი მქონდა რომ აიას მშობლები თბილად შეხვდებოდნენ მაგრამ ასეთი ცივსისხლიანებიც არსებობენ რეალობაში. რავიცი რა გითხრა ძალიან კარგი ისტორიები გაქვს და იმედია თავს არ მოგვანატრებ.

მეც მიყვარხარ, თბილო... ახლა ,,ჩრდილების პატარძალი'' უნდა განვაგრძო. გმადლობ! ♥
--------------------
bailey

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მაინც მატირე ანაა,საოცრად,საოცრად თბილი და ლამაზი ისტორია იყო.შენ კი ძალიან საყვარელი და ნიჭიერი ხარ.მიყვარხარ

 


№4  offline მოდერი Nude

ლორელაი
მაინც მატირე ანაა,საოცრად,საოცრად თბილი და ლამაზი ისტორია იყო.შენ კი ძალიან საყვარელი და ნიჭიერი ხარ.მიყვარხარ

მადლობა, მადლობა, მადლობა ♥ მეც მიყვარხარ ♥
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent