ვერსად წახვალ (8)
მოგესალმებით ერთგულო მკითხველებო, გამომდინარე იქიდან, რომ სწრაფად ვერ ვახერხებ ახალი თავების ატვირთვას, ამჯერად ეს თავი საკმაოდ დიდია და რაც მთავარია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეპიზოდებით არის დატვირთული. * * * * * * * * უკვე ორშაბათი გათენდა, მერამდენე ორშაბათი იყო ახალ უბანში... უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი, ხასიათზე არ ვიყავი, ნატა უცნაურად მიყურებდა. ერთად გავედით უნივერსიტეტში ჩემი მანქანით. _მართუს დღეს რამეს გეგმავ? _არა ნატაშ, დღეს რაღაც ვერ ვარ, არ ვიცი რატო... _ხო და უნივერსიტეტს რო მორჩები , მე შენ და ბიჭები სადმე გავიდეთ ბიჭების ხსენებაზე ვინ გამახსენდებოდა თუ არა კახი, ვიცოდი მის გარდა ვერავის შევხედავდი სხვა თვალით... ის კიდე არაფერს მეუბნებოდა, არადა აშკარად ეტყობოდა ჩემს მიმართ რაღაც სხვა გრძნობები გააჩნდა, ნერვები მეშლებოდა არაფერს რომ არ მეუბნებოდა, რაღაც ბიძგი ჭირდებოდა ალბათ, თუნდაც ჩემი ერთი სხვანაირი სიტყვა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი, ვერ ვეკეკლუცებოდი, ასეთი არ ვიყავი... თუ რამეს გადავწყვეტდი, ეს მხოლოდ მისი აქტიურობით მოხდებოდა... ის კიდე არ აქტიურობდა, ალბათ ეშინოდა კიდეც, ნამდვილ სიყვარულს ხომ სირთულეები ახლავს ხოლმე, არ უნდოდა ალბათ ზედმეტი თავის ტკივილი. მე კიდე მეფიქრებოდა უაზროდ მასზე, იმ დღეზე მეფიქრებოდა რომ მითხრა, შენზე სხვებიც ნერვიულობენო, მომთხოვნი ტონი მომეწონა, მისგან ზრუნვა ვიგრძენი. ისე, მერჩივნა ასეთი არაფერი ყოფილიყო, დეტალები ზედმეტად აღწევდნენ გულში და ოცნებებსაც უპრობლემოდ ქმნიდნენ... ნატასთვის არაფერი მითქვამს, არც თვითონ უკითხავს, რომ ეკითხა რამ ეალბათ გაკვრით ვეტყოდი, ეჭვის საბაბსაც მივცემდი. _მართუს რაღაც მინდა გითხრა, გოგო ბიჭებმა მითხრეს კახი ვიღაც გოგოზეა შეყვარებულიო -არ ვიცი ამ სიტყვებზე რა დამემართა, როგორ აგიხსნათ.. გავწითლდი, დამცხა უაზროდ, ყელსი ბურთი გამეჩხირა, მუხრუჭებს დავაწექი მთელი ძალით... ნატას ეუცხოვა ჩემი ასეთი რეაქცია. შეიძლება ჩემი გამოცდაც უნდოდა კიდეც... _რა დაგემართა მართა, ცუდად ხარ? _არა, არა არაფერიმჭირს -ალმაცერად შემომხედა _ვინ არის მერე ის გოგო? _ეგ არ ვიცი მაგრამალბათ გვეტყვიან ახლო მომავალში... მართუს შენ არავიზე გიფიქრია, არავინაა ისეთი? მე ხომ არ მიმალავ რამეს? _არ გიკითხავს ნატაშ... _ვინ არის მითხარი დროზე _მაგასაც ახლო მომავალში გაიგებ -თვალი ჩავუკარი, რისი იმედი მქონდა ვითომ, რას ველოდი, ქვეცნობიერში ისიც დავუშვი, რომ კახის საიდუმლოგოგო მე ვიყავი არა არა უაზრობა იყო, ბოლო იმედიც გაქრა... ნატა გაბუსხული ჩამოვსვი _5-ზე თავისუფალი ვიქნები ნატაშყველა ვარიანტში დამირეკედა წავიდეთ _კარგი უეჭველი წავალთ, იცოდე ვერ გამოძვრები მგონი უკეთესად გავხდი, რა უცნაური ვარ მართლა... ნატამ ესესაა მითხრა შენთვის მნიშვნელოვან პიროვნებას შეყვარებული ყავსო, მე კიდე ხასიათი გამომიკეთდა, ვერ გავიგე... ან კი, მივხვდი... მერჩივნა შეყვარებული ყოლოდა, რადგან ამ შემთხვევაში მასზე არ ვიფიქრებდი სამუდამოდ ამოვშლიდი ცნობიერებიდან, რადგან ის სხვისი იქნებოდა და სხვის ბიჭთან რა ზალა უნდა მქონოდა, ამ შემთხვევაში თავის დაფასების ინსტიქტს ჩავრთავდი, ყოლოდა სხვა, რაში მედარდებოდა, აი სი უფრო მკლავდა, არავინ რომ არ ყავდა ოფიციალურად და ვერ მამჩნევდა, აი ამ დროს შანსი დიდი იყო, თუმცა ამავდროულად არანაირი... საოცარია როცა რაღაც გინდა, ამის გაკეთების საშუალება გაქვს და ვერ აკეთებ, სუბიექტური მიზეზების გამო. დეპრესიაში ვვარდები, საშინელ დღეში ვარ, აი როცა წინაღობა უკვე ობიექტური მიზეზებია, რომლებიც შენზე ირიბად მოქმედებენ და არაფრის გაკეთება შეგიძლია მიუხედავად დიდი სურვილისა... ვწყნარდები... აი სწორედ ასეთ სიტუაციაში ვიყავი ნატამ ბიჭებთან გადარეკა _მიკლედ მომისმინეთ, კახიც ხო მანდ არის? სპიკერი ჩართე _კი აქ არის, მოიცა, მიდი ახლა ილაპარაკე _ამ დილით მართას ველაპარაკე, ვუთხარი კახის ვიღაც შეყვარებია მაგრამ ჯერ არ ვიცი ვინ არის მეთქი, რაღაც უცნაური რექცია ჰქონდა, გაწითლდა და საშინლად დაამუხრუჭა, არ ვიცი კახი შეიძლება უაზრო იმედს გაძლევ _მერე ნატაშ? -სხვანაირად აუციმციმდა თვალები კახის _მერე ვკითხე შენ არავიზე ფიქრობ, ვიმმე არ მოგწონსმეთქი? და იცი რა მითხრა?? გადამრია რა ახლაც შოკში ვარ _იტყვი ოდესმე? -გათავდა კახი _კი მყავს ერთი ვიღაც და მაგასაცახლო მომავალში გაგაცნობთო, დღეს 5-ზე სდმე წავიდეთ, დავითანხმე. _რას ფიქრობ ტო? _არაფერს, ვერაფერს ვიტყვი, გადამრევს ეს გოგო და ეგაა ყველანი დათქმულ დროს უყურებდენენ, მართა უნივერსიტეტს მორჩა და ნატას დაურეკა _ნატაშ ახლა გამოვდივარ და სადღაც 15 წუთში მანდ ვარ _ყველა შენ გელოდებით მართუს, არ იჩქარო უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი ისე დიტოს დიტოს ძმაკაცი შევნიშნე, ჩემკენ მოდიოდა, გვერდით გავიხედე და რას ვხედავ, ორი ტიპი მარცხნიდან და მარჯვნიდან მწვდა ხელებში, თავზე რაღაც ჩამომაცვეს და ყვირილის საშუალებაც არ მომცეს, ისე სწრაფად მოხვდა ეს ყველაფერი გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი დიტოსთან მანქანაში. _გავიგუდე იდიოტებო, არ გესმით? ვერღარ ვსყნთქავ _გადააძრეთ -თქვა და ღიმილიანი სახე შემომაფეთა -მომენატრე მართ, ძალიან მომენატრე, მაგრამ აწი სულ ჩემთან იქნებ, ნუ ღელავ _შენთან ყოფნას სიკვდილი მირჩევნია იდიოტო -წინ დიტო იჯდა, იკან მე დაერთი ბიჭი, ერთი გზაზე ჩამოსვეს, ძალიან სწრაფადაც არ მიდიოდნენ, გზა მეცნო, თავისთვის რამე უნდა მომეხერხებინა, დიტოსთან ყოფნას ყველაფერი მერჩივნა... ვიცოდი ახლა თუ მომიტაცებდა, ვერავინ მომძებნიდა ისე გადამმალავდა, ხელსაყრელ მომენტს ველოდი, ალბათ არ იფიქრებდა ამდენად გიჟი თუ ვიქნებოდი, კარები ჭაკეტილი არ ქონდათ, გვერდით რომ მეჯდა იმ ტიპს შამპანიურის ბოთლითავში ჩავარტყი და მანქანიდან გადავვარდი... არაფერი მახსოვს ახლა ნამდვილად ვგრძნობდი რომ დავიმტვერი, ალბათ თავი რაღაცას მივარტყი და გავითიშე, საბედნიეროს ისეთ ადგილას აღმოვჩნდი, რომ დიტომ ვერ მიპოვა... _სად წავიდა ტო, მოვკალი? გავაფრენ, გიჟია ბიჭო, ეს რა გააკეთა, მაგას რამე რო დაემართოსთავს არ ვიცოცხლებ მიშას თავიდან სისხლი სდიოდა, რომ არ წასულიყვნენ ალბათ უარესი დაემართებოდა _სადღაც გაიქცა ტო ალბათ, დიტო წავიდეთ თორემ ჩაგვაკვდება , რა დღეშია ხო ხედავ... _არა ტო სად წავიდე, როგორ ასე დავტოვო? იქნებ ცუდად არის ვაბშე და სადმე აგდია გონზე მოვედი, ვგრძნობდი თავიდან სისხლი მდიოდა, უკვე რვა საათი იყო, ტელეფონს დარეკვის ფუნქცია შერჩენოდა, გამორთული ყოფილა, ჩავრთე თუ არა ეგრევე აწრიალდა, ხმას ძლივს ვიღებდი... _ალო _მართა სად ხარ? -კახი იყო _კახი შენ ხარ? _ხო მე ვარ, ხო კარგად ხარ -ხ,აში შიში შევატყვე, ვგრძნობდი ნერვიულობდა.. _არა, კარგად არ ვარ, დიტომ მომიტაცა, ახლა არ ვიცი სად ვარ, მარტო ის ვიცი რომ სადღაც ხიდის ქვეშ ვარ _მართა მითხარი რა გჭირს, დაშავებული ხარ? არ ინერვიულო ახლავე იქ გავჩნდები, არსად წახვიდე არ ვიცი როგო მომაგნეს, ვიღაცამ ხელში ამიყვანა, ვიღაც ტიროდა, საშინელ დღეში იყო...იგინებოდნენ, მე მარტო კახის თვალები ვნახეთავი მის ლოყას მივადე და თვალები დავხუჭე... _შენთავს ვფიცავარ მაგ ახვ...ს ამას არ ვაპატიებ -შუბლზე მკოცნიდა, თვალებს მიკოცნიდა... მესიამოვნა, თვალებში შევხედე და ვუთხარი _დავიღალე, მეტი არ შემიძლია _ყველაფერი მორჩა, დღეიდან ვერავინ შეგეხება აი იმ დროს გადაწყვიტა თავაძემ, მართას თავი არავისთვის დაეთმო, საავადმყოფოში მიიყვანეს, ცატა ხანში კი სახლში დავრუნდნენ, უფრო სწორად ნატასთან... ლაპარაკი უკვე კარგად შეეძლო, ყველანი იქ იყვნენ, ყველას აინტერესებდა რა როგორ მოხდა... _მანქანიდან როგორ გადმოხტი მართუს, თავი არ შეგეცოდა? _ნატა, თავი რომ შემეცოდა მაგიტო გადმოვხტი, მაგას რომ მოვეტაცებინე, ჩემ თავს ვერასდროს ნახავდი. აწი ყველაფერი დამთავრებულია, გადავწყვიტე უკვე.. _რა გადაწყვიტე - მკითხა კახიმ _უნდა წავიდე! უკრაინაში წავალ თან დედასაცვნახავ, აქ რა გავაკეთო, თქვენც ჩემ გამო ხო ხედავთ რა დღეში ხართ -როცა ამას ვამბობდი, თვალებში ვუყურებდი, გამახსენდა როგორ მიკოცნიდა თვალებს... გული შემიღონდა _ვერსად წახვალ -ვხედავდი, ყველა ნელ-ნელა გადიოდა საზინებლიდან -აქ რა ვქნა კახი, რას ველოდო, ხო ხედავ რა დღეშიც ვარ, ჯობია წავიდე, იქ მშვიდად მაინც ვიქნები... _ვერ გაიგე ხო, ვერსად წახვალ, ვერსად ვერ გაგიშვებ, სილ ვერაფერ ამჩნევ? აქ არავინ და არაფერი გაკავებს? საერთოდ არავინ ხო? არ ვიცოდი რა მეთქვა, რა პასუხს ელოდა ჩემგან, ახლოს მოვიდა, წარბები შეჭმუხნული ქონდა, თვალებში დაჟინებით მიყურებდა.. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო... _ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა -ვუთხარი მე _იმის რომ შენ გარეშე ერთ წუთსაც ვერ გავძლებ, ახლა ხო გესმის? -მუხლებში ჩაიკეცა ოდნავ და თავი ზუსტად ჩემი სახის წინ მოიტანა... თვალებში მიყურებდა... მომცელა.. ასეთ დროს რა გამეკეთებინა არ ვიცოდი... გავიყინე! _ის გოგო?! _ის გოგო შენ ხარ მართა, შენ -ახლა უკვე საწოლზე ჩამოჯდა- შენს თავს ვერავის დავუთმობ, არავის დავაჩაგვრინებ! გული საგულეში არ მქონდა, ყველაფერი ერთად მინდოდა მეთქვა, რომ მეც არ შემეძლო მის გარეშე... მინდოდა მეყვირა... ცრემლები წამომივიდა, თავი ვერ შევიკავე... _არ იტირო, შენს თვალებზე ცრემლს აღარ უნდა ვხედავდე, ჩამეხუტა, ხელები ისე მომხვია მინდოდა სულ ასე ვყოფილიყავით.. ჩემი თავი მხარზე ედო, მისი კისრის სიმხურვალეს ვგრძნობდი... _ის ბიჭი?! -მკითხა კახიმ. მე არაფერი მითქვამს, უბრალოდ ახლა ხელები მეც ზლიერად მოვხვიე, ამით კი ისედაც ყველაფერს მიხვდა, არაფრის თქმა იყო საჭირო. _ძლიერი და გამბედავი გოგო მყავს - გულიანად გავიცინე _იცი რო შენს სიცილზე ვგიჟდები? _არა არ გითქვამს - შევხედე და გავუღიმე _კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი რა თბილი ყოფილა, მოსიყვარულე.. არადა სულ სხვანაირი ჩანდა, გამახსენდა ნატას ნათქვამი -თუ შეუყვარდა მისთვის იცოცხლებსო _კახი ხო იცი რომ ჩემთვის პირველი ხარ, უცხოა ყველაფერი რაც ახლა ხდება, არ მინდა რამესხვანაირად მოხდეს, თუ რამე აირევა ვერ გადავიტან _კახი თავაძეს სიყვარული იცი რას ნიშნავს მართუს?არ იცი, მალე გაიგებ, შენ გარდა არავინ მინდა. შენ თვალებს ვერასდროს დავშორდები, არვიცი ასე შენი შეყვარება როდის მოვახერხე. - გაიცინა და თვალებზე მაკოცა. -ჩემი არანორმალური ხარ -თავი გულზე დავადე, თვითონ თავზე მკოცნიდა, რა ბედნიერები ვიყავით იმ ღამეს, როგორც იქნა ყველაფერი გაირკვა... კახის ბოლომდე ვენდობოდი, ახლა ისეთი ძლიერი ვიყავი როგორც არასდროს... _შენთან არაფრის მეშინია- ჩურჩულით ვუთხარი, ესიამოვნა..მერე მიხვდა, რომ დამამშვიდებელი მოქმედებას იწყებდა, თვალები მეხუჭებოდა, ბალიში გამისწორა და დამაწვინა. მთელი ღამ ეჩემი ხელი ეჭირა, მეც რატომღაც ვუჭერდი, არსად ვუშვებდი, ალბათ არ ელოდა ჩემგან ამხელა სითბოს, ვიცოდი რომ ამ ღამის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა... ყველაფერი. _რა ქენი კახუშ -უთხრა უტიმ, კითხვა რა საჭირო იყო, ყველაფერი ზედ ეტყობოდა _აესად მიდის, ჩემია -გაიცინა, უზომოდ ბედნიერი იყო -ნატაშ სუფრა გაშალე, უნდა დავლიოთ -უხაროდა უტის შეყვარებული კახის ყურება _კახუშ ხო იცი შენი ბედნიერება ჩემთვის რამდენს ნიშნავს, გულით მიხარია, ბედნიერი იყავი. -ნატას უზომობ ბედნიერი თვალები ქონდა, უხაროდა... ეს როგორ გამოეპარა... _ჩემ მართას გაუფრთხილდი თორე ტყავს გაგაძრობ, -იცინოდა კახი, ყველაფერზე ეფიქრებოდა, ასეთი არასდროს ყოფილა _პირველად მივხვდი რას ნიშნავს ბედნიერება ტო... ასე არასდროს ვყოფილვარ უპატარძლო სუფრა იყო, მაგრამ არ ადარდებდათ.. ბოლომდე დაიცალნენ გრძნობებით... კახი უკვე გრადუსში იყო, მერამდენედ შეაკითხა მართას ვინ იცის, იდგა კართან და უყურებდა _რა ლამაზია ტო - ამობობდა თავისთვის იმ საღამოს არავინ არსად წასულა, კახისად წავიდოდა, მთელი ღამე მართას ყურებაში გაატარა... ხო ვთქვი, თუ შეუყვარდა მისთვის იცოცხლებს მეთქი... ასეც აკეთებდა.. იმ ღამეს, მიუხედავად შიშისა, ნერვიულობისა და ცრემლებისა, ყველა ბედნიერი იყო, რადგან ორმა გულმა სამუდამოდ იპოვა ერთმანეთი. ესეც ბიძგი იმისთვის, რომ კახი გამოფხიზლებულიყო... მართას არაფრის გაკეთება მოუწია... ყველაფერი თავისთავად მოხდა. ----- ამ თავის წაკითხვის შემდეგ ველოდები კომენტერებს სადაც კარგად იქნება გამოხატული თქვენი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. გელით დიდი ინტერესით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.