სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი VIII)
*** -თეკლა როგორ არ მინდა შენი გაშვება-უაზროდ გაჰყურებდა მამაკაცი ფანჯრიდან სივრცეს -არაუშავს,კაკი,ისევ შევხვდებით ერთმანეთს-მოწყენილმა ჩაილაპარაკა და მამაკაცს უკნიდან მოაჭდო ხელები -ეგ არ თქვა,ჩვენ არც დავშორდებით ერთმანეთს,მე უბრალოდ რაღაც საქმეები მაქვს თბილისში,მიუბრუნდა გოგონას და წყლიანი თვალები რიგ-რიგობით დაუკოცნა -ანუ ჩემს შემოთავაზებას მიიღებ?-თვალები გაუბრწყინდა გოგონას -რა თქმა უნდა,პატარავ!,- ნაზად ეამბორა შუბლზე -ანუ ერთ კვირაში ჩამოხვალ? -კი,ჩამოვალ-კოცნას აპირებდა,როდესაც ტელეფონი ახმაურდა-ერთი წამით,დემეტრე მირეკავს. -ხო,დემეტრე. -კაკი,მივდივარ -უჩემოდ არა,სალაპარაკო გვაქვს -სად ხარ? ნომერში გელოდები -კარგი,მალე მოვალ.-მერე თეკლას მიუბრუნდა- ახლა უნდა წავიდე,ხვალ უჩემოდ არ წახვიდეთ,მე წაგიყვანთ, თან გზასაც ვისწავლი -კარგი,ხვალ შევხვდებით,ახლა დამელოდე,მეც იქეთ მივდივასრ,ელენას ბარგს ჩავულაგებ,მისი ამბავი რომ ვიცი ხვალამდე არ გაიღვიძებს. -კარგი,ძვირფასო. *** -დემეტრე,ორივემ კარგად ვიცით რომ ნინას შენთვის არ დაურეკავს -დამირეკა -ბავშვობიდან ჯიუტი იყავი,ახლაც არ იშლი შენსას-გაუჯავრდა მეგობარი -კარგი,ხო, არ დაურეკავს -აბა რატომ მიდიხარ? -უნდა დავშორდეთ,მაგრამ ამის ტელეფონით თქმა არ მინდა,სანამ წაბა უნდა მივუსწრო -ეგ ერთი,მეორეც იცი რომ დილით გადაეყრები ელენას და ეს შენ არ გაწყობს,მისგან შორს ყოფნა გაგანადგურებს! -კაკი! - თვალები აუბრიალა მამაკაცს -რა,დემეტრე,განა ასე არ არის? -არა,არ არის ასე! -აბა რატომ შორდები ნინას?! თქვენ ხომ ასე კარგად ეწყობოდით ერთმანეთს,რაც ელენა გამოჩნდა მას შემდეგ აირია ყველაფერი -იმ შეშლილს ამაში ნუ ჩარევ -კარგი რა,დემეტრე,მე ნუ მასულელებ,ელენა მოგწონს,თუ არ შეგიყვარდა უკვე...-ორაზროვნად ჩაილაპარაკა მამაკაცმა -რეებს ბოდავ ხვდები მაინც? -მალე შენც გამოუტყდები ამაში საკუთარ თავს -მე წავედი -როდესმე ხომ დაბრუნდება თბილისში,მერე სად გაექცევი,ახლა რომ გვერდითა ოთახში წევს ის გაგიჟებს,გაგიჟებს რომ ვერ ეხები,რომ ვერ აჯავრებ,რომ ვერც კი უახლოვდები და თავთან ვერ უჯდები,გგონია ვერ შევამჩნიე შენი მრავლისმეტყველი მზერა? გგონია გამომეპარა როგორ უყურებ მას? როგორ იეჭვიანე ჯერ დათოზე,შემდეგ იმ ფრენბურთელზე? მე ვერ მომატყუებ ძმაო -მშვიდობით,ძმაო. -ისევ ვილაპარაკებთ,გაფრთხილებ... *** გამთენიისას გამოეღვიძა ელენას,ექვსი საათი იყო,ჩალაგებული ჩემოდნები რომ დაინახა გაეღიმა,მიხვდა ვინც გააკეთებდა. საწოლზე ჩამოჯდა და გასულ ორ კვირაზე ჩაფიქრდა. ეს ოთახი,ეს ხედი,აივანი,მეზობელი აივანი,ზღვა,თვითონ ეს ქალაქი. ეს არ იყო უბრალო ორი კვირა,ამ ორი კვირის მანძილზე ყველაფერმა იცვალა ფერი,თითქოს ეს მზეც,რომელიც ნელ-ნელა იწურება მაღლა,ისიც სხვანაირად ამოდის,სხვანაირი ელფერი დაჰკრავს,სხვანაირად ანათებს ქალაქს. არაფერია ახლა ისეთი,როგორიც ორი კვირის წინათ იყო.. ო,როგორ მოენატრება ეს ხედი,სიმშვიდე,ახლა მთვარის ნაცვლად მზე დატივტივებდა ზღვის მშვიდ ტალღებზე,თეთრ,მოცისფრო ცაზე,ორი მკლავის შემოხვევის ხელა მზე იწონებდა თავს და ცდილობდა მისი სხივებით ყველა გაეთბო,ყველასთვის მიეწვდინა თავისი სხივები,ყველაფრისთვის შეეცვალა ელფერი,ყველა და ყველაფერი გაეთბო. ტელეფონი აიღო და ფოტო ინსტაგრამზე განათავსა წარწერით: "მომენატრებით!" გუმანით ხვდებოდა მისი ოთახის მეზობელი ნახავდა და მიხვდებოდა,ერთადერთი ვინც არ მოენატრებოდა დემეტრე იყო,თქვენც კარგად იცით რომ ყველაზე მეტად ალბათ დემეტრე და მისი ოინები მოენატრებოდა,მაგრამ იმდენად ამაყი იყო არ აღიარებდა. კარზე კაკუნმა შეაწყვეტინა ფიქრები -ელენა,გღვიძავს? მაშინ ქვევით ჩავიდეთ,კაკი გველოდება -რა? -ნუ ღელავ,წუხელ საღამოს წავიდა დემეტრე -რა?-გულმა რეჩხი უყო,მაგრამ ამის საყოველთაოდ აღიარება არ სურდა ელენას და გამოსწორება სცადა-მშვენიერი - ხმაგამტყდარმა უპასუხა,თუმცა ეცადა ხმის შენარჩუნებას, ახლა კი ნამდვილად იცის რომ არ მოენატრება დემეტრე,როგორ დატოვა,გამოუმშვიდობებლად როგორ წავიდა,ხომ იცოდა აწი დიდხანს რომ ვერ ნახავდა,ჯერ ერთი რომ მთაში იქნებოდნენ,მერე საერთოდაც ნახავდნენ? იმდენად დიდია თბილისი... ახლა გოგონები მენეჯერთან იდგნენ და ცდილობდნენ რაღაც გაერკვიათ,როდესაც კაკი მივიდა ყველაფერი აუხსნა მათ -რა ხდება,გოგოებო? -თანხას ვერ ვიხდით,გადახდილიაო,რა ხდება? -ეგ ჩვენ მოვაგვარეთ -თქვენ ვინ?-წამოენთო ელენა -მე და დემეტრემ,ნუ დაგავიწყდებათ რომ ეს ჩვენი სასტუმროა,არ დავუშვებდით რომ თქვენ აქ ფული გადაგეხადათ,ახლა კი წამოდით -არ მოვიცვლი ფეხს,სანამ არ გადავიხდი! -კარგი რა ელენა,აქ ყველა როგორც ჩემს დას და როგორც ჩემი ცხოვრების მეგზურს ისე გიცნობთ-თეკლას შეხედა-ძალიან გთხოვთ -კაკი, ვეთანხმები ელენას,ასე არ შეიძლება -თეკლა,ელენა,ძალიან მაწყენინებთ!-გაიმკაცრა ხმა კაკიმ -კარგი,მაგრამ მაგ ნაგავს გადაეცი ყველაფრის ფულით ყიდვა არ ძალუძს,ცხოვრებაში არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცები,რაც ფულთან არ ასოცირდება! *** -ნინა ორივესთვის აჯობებს თუ დროებით შორს ვიქნებით ერთმანეთისგან და დავშორდებით-გათენებული არ იყო ისე დაურეკა დემეტრემ ნინას და შეხვედრა სთხოვა,ვერ ითმენდა,სურდა ძალიან სწრაფად დაემტავრებინა ეს ფარსი -რა? -ძალიან გთხოვ,პანიკების გარეშე -კარგი,კარგი-დემეტრეს ცოტა არ იყოს გაუკვირდა გოგონას სიმშვიდე - აქ სათავსოში,ჩემი ყელსაბამია და თუ შეგიძლია გამიღე- დემეტრემ მანქანის წინა სათავსო გაუღო და გაღებისთანავე გადმოვარდა გუშინდელი საერთო ფოტო -ახლა გასაგებია რატომ გინდა თავისუფლება,რომ სინდისი არ გაწუხებდეს,როცა მასთან ერთად საწოლში ხარ,მაგრამ არ ინერვიულო და ამისთვის ნუ დავშორდებით,უფლებას გაძლევ იმ მდაბიოსთან დაიკმაყოფილო მოთხოვნილებები-ირონიულად ჩაიღიმა,გაცეცხლებულმა დემეტრემ კი ფოტო ხელიდან გამოგლიჯა -მასზე არ გაბედო მსგავსად საუბარი,მის დონემდე ვერასდროს მიხვალ,ახლა კი ჩაეთრიე მანქანიდან,ნინა,სანამ ჭკუიდან გადავალ!0ნინა ტირილით გადავიდა მანქანიდან,მაგრამ მაინც იმუქრებოდა,დემეტრე კი ფოტოს გაოგნებული უყუებდა. არც კი იცოდა საიდან მოხვდა ეს ფოტო მის მანქანაში,ან საერთოდ ასე ძლიერ რატომ ატკინა ნინას ელენას გამო გული.. რა ხდებოდა მის თავს,რატომ არ ხევდა ფოტოს ან რატომ მისჩერებოდა ელენას წყლიან თვალებს... *** -მადლობა,კაკი,ყველაფრისთვის საერთოდ... -ელენა,სამადლობელი არაფერი გაქვთ -კარგი,ნახვამდის,მე დაგტოვებთ,ისაუბრეთ -კარგად,ელენა.-გადაკოცნეწს ერთმანეთი,ელენა კი უკან გავიდა ეზოში,რკინის საქანელაზე ჩამოჯდა და ფიქრებში გაფრინდა... ულამაზესი ხედი იშლებოდა,მთები ერთმანეთს ენაცვლებოდა,თითქოსდა ყველას სურდა გამოჩენა,ნისლით დაფარულიყო რამდენიმე,ზოგს კი ახლად ამოსული მზე დასდგომოდა თავზე და სიმწვანიდან ოქროსფერში იკარგებოდნენ, ისე ერწყმოდა ეს ორი ფერი ერთმანეთს რომ სისადავის პიკს ქმნიდა. -ელენა,შემოდი,შიგნით შევიდეთ-მხაზე თეკლას ხელი იგრძნო გოგონამ -კარგი შევიდეთ,არა, რამდენჯერაც არ უნდა მოვიდე აქ ყოველთვის მიკვირს,ამ ხის სახლში,მეტლახი რატომ დააგო ლერიმ ვერ ვხვდები?!-მერამდენედ გაიოცა ელენამ უკვე -ელენა,ამას მთელი შენი ცხოვრების მანძილზე ამბობ,ყოველი აქ შემოსვლა ამ ფრაზით იწყება -არა,მიკვირს მართლა,ასეთი უბრალო სახლია,მაგრამ ეს მეტლახი,რა არის ნუუ..-გაიწელა გოგონა და ბარგს ზევით,მეორე სართულზე აეზიდნენ. პირველ სართულზე სამზარეულო,სააბაზანო, და ერთი დიდი მისაღები იყო. მეტლახით იყო მისაღები გაფორმებული და კედლის ბოლოში ბუხარი იწონებდა თავს,ბუხართან ახლოს რამდენიმე ფოტო იყო დაკიდებული, თეკლასი,ელენასი,ლერისი და კახის,ეს მათი საერთო სახლია,კახი და ლერი დიდი ხნის მეგობრები არიან,ისევე როგორც ელენა და თეკლა. მეორე სართულზე ოთხი საძინებელი იყო კოლიდორის სტილზე,შუანა ორში,ელენა და თეკლა მოთავსდნენ,ჯერ საკუთარი ოთახები დაალაგეს,მერე ქვევით შეუდგნენ დალაგებას, ყველაფერი დააწკრიალეს და საბოლოოდ საჭმელიც მოამზადეს, დანაყრდნენ და პლედებით უკან გავიდნენ,რკინის საქანელაზე ჩამოჯდნენ და ხედს დაუწყეს ყურება... *** -დემეტრე,სად ხარ? სალაპარაკო გვაქვს -ჩვენს ბარში ვარ,კაკი,ჩამოხვედი? -კი,ხუთ წუთში მანდ ვარ -გელოდები... ხუთ წუთში მართლაც იქ იყო კაკი და უკვე დემეტრეს წინ იჯდა. -ეს ფოტო შენ ჩამიგდე მანქანაში? -შენ იპოვე? -არა, ნინამ და აწრიპინდა როგორც ჩვევია -ადრე,როგორც მახსოვს საერთოდ არ გაღიზიანებდა ნინას წრიპინი -კარგი რა,კაკი,ისევ იმაზე უნდა მესაუბრო? -აბა შენს თავს შეხედე დემეტრე,აქ გდიხარ და სვამ, თუ არ გენატრება რატომ სვამ -არ მენატრება,კაკი! არა შეიგნე,არასდროს მომენატრება ელენა! გესმის?!-იღრიალა მამაკაცმა -მე საერთოდ არ მიხსენებია ელენა,შენ რატომ დაიწყე მასზე საუბარი,კარგი რა,დემეტრე,მე მაინც რატომ ცდილობ მომატყუო! -კაკი,ნერვებს რატომ მიშლი? ისედაც გაღიზიანებული ვარ,ისეთი რაღაცები ილაპარაკა ნინამ ელენაზე რომ კინაღამ ხელი გავარტყი -ახლაღა მაინც ნუ უარყოფ,დემეტრე,ჩემზე კარგად არავინ გიცნობს,საერთოდ რა მოხდა,მომიყევი.. -კარგი,ჭკუიდან მშლის ის გოგო,მისი სიმშვიდე,ზოგჯერ ისეთი მშვიდია,მაგრამ ზოგჯერ ქარიშხალივით წამოიფრენს და ყველაფერს მირევს,ზოგჯერ მინდა ჩავიკრა გულში,ვაკოცო და ალერსში დავახრჩო,მაგრამ ზოგჯერ... ჯანდაბა,არც მაშინ შემიძლია მისი უარყოფა,როდესაც ბრაზდება ან მამწარებს,პირიქით მაშინ უფრო მიპყრობს მისი კოცნის სურვილი -ჩემი ძმა შეყვარებულია -რა სისულელეა,კაკი,ამას სიყვარული არ ჰქვია. -აბა რა ჰქვია შენი აზრით? -არ ვიცი,მაგრამ ამას სიყვარულს ვერ შევადარებ,კაკი. -ჰო,პრინციპში შენ რა იცი რა არის სიყვარული -მართალი ხარ! -არა,შენ ხარ მართალი,ეს სიყვარულზე უფრო ძლიერი გრძნობაა,დემეტრე,ეს არის სულიერი კავშირი,რომელიც იმდენად ძლიერია რომ კილომეტრების აქეთაც შეგიძლია მისი შეგრძნება,ახლაც შეგიძლია იგრძნო მისი თმების სურნელი,მისი ტუჩების სიტკბო, და ახლაც,მაშინაც,როდესაც შენს წინ ვზივარ მე და არა ელენა,ახლაც მის თვალებს ხედავ,ეს უფრო ძლიერია ვიდრე სიყვარული,დემეტრე,უფრო ძლიერი! *** -რა ლამაზია არა,თეკლა? გახსოვს ბავშვობაშიც როგორ მოვდიოდით აქ..-სინანულით ჩაილაპარაკა ელენამ-ოღონდ მაშინ დათუნაც ჩვენთან ერთად იყო -შენი არ მესმის ელენა, დათუნა რა შუაშია,შენ არ უთხარი უარი ცოლობაზე? -შენ არ გესმის,თეკლა,დათუნა ჩემი მხოლოდ შეყვარებული არ იყო,ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო,სად დავუშვი ნეტავ შეცდომა? -იქ,ელენა,რომ შენს გონებაში მას უფრო მეტი წოდება მიანიჭე,ვიდრე საუკეთესო მეგობარი,უფრო მაღლა დააყენე სიმპათიები და გეგონა სამუდამოდ გაგრძელდებოდა,მაგრამ შეცდი და მე არ გნსჯი,რადგან არავინ არის ამ ქვეყნად უშეცდომო,ყველას მოგვდის რაღაც შეცდომა,მხოლოდ შენ არ დაუშვი შეცდომა,მეც დამნაშავე ვარ,რომ მოგეცი ამის უფლება,შენ მარტომ მიიღე გადაწყვეტილება,მაგრმა ახლა მე აქ ვარ და ჩვენ ერთად მოვაგვარებთ ამ პრობლემას, და მაინც რატომ არ გაყევი დათუნას? -არ ვიცი,თეკს,არ ვიცი,ალბათ იმიტომ რომ ჯერ არ ვიყავი მზად,ან ვიყავი,მაგრამ იმისთვის არა,რასაც ის შემომთავაზებდა,მას არ შეეძლო მშვიდი ცხოვრების შემოთავაზება,იგი ცნობილი მსახიობია,ის ყოველთვის სხვაგან და სხვაგან მოგზაურობს,ყოველ წელს იცვლის საცხოვრებელ ადგილს,ზოგჯერ თვესაც, ჩვენ,როგორც ცოლ-ქმარს არ შეგვეძლო საკუთარი ცხოვრებისთვის მიხედვა,მხოლოდ ოჯახი ხომ არ არის,მის გარდა არის კარიერა,პირადი ცხოვრება,რომელსაც უნდა მიხედო, ჩვენ კი ვერ შევძლებდით ამას,თეკლა,ხომ ხვდები,ეს სხვა რამ არის. -ის ვიცი,რომ ერთი თვით ადრე რომ ეთხოვა შენთვის დათუნას ცოლობა,დასთანხმდებოდი -ალბათ ჰო,თეკლა. -ჩემი აზრით ამ ყველაფერში დემეტრეც არის გარეული -დემეტრე რა შუაშია,თეკს? -მან ცხოვრება მთლიანად შეგიცვალა,ელე,გგონია თქვენს მზერას ვერ ვამჩნევდით? ცდები,მეც და კაკიც მშვენივრად ვხედავდით ყველაფერს,თქვენ თითოეულ მზერას ვიჭერდით,რატომ მოგეშალა იმ დღეს ნერვები,როდესაც იმ გოგომ აკოცა? როდესაც მისი ნომერი დაინახე და დახიე? ეჭვიანობ და ისაკუთრებ,კინკლაობთ,მაგრამ ამით უფრო უახლოვდებით ერთმანეთს,დამიჯერე,ელე,ყველაზე კარგად გიცნობ,შენი ფარული მზერა,ფარული ეჭვიანობა და ის ფარული ლტოლვა,რომელსაც უკვე ვეღარ მალავდით,ყველაფერს ვამჩნევდი,ელე. -არ ვიცი,შეიძლება ესეც არის,მაგრამ დათუნა მეცოდება... -დათუნა რატომ?-გაიკვირვა თეკლამ -მას არ უყვარს ის გოგო,დარწმუნებული ვარ,ვიცი რომ მას ძალიან ვუყვარდი,არა,სიმაყე არაფერ შუაშია,თეკს,ვიცი რომ სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდი და ვიცი თუ რამდენად ამაყია დათუნა შენგელია,იგი ასეთ დამცირებას არ იყო შეჩვეული,ცდილობს შური იძიოს, მაგრამ ამით საკუთარ თავს ვნებს,ვცდი,ცოტა ხანში,იქნებ გადავაფიქრებიო.. -გეტყოდი,ეგოისტი ხარ-მეთქი,მაგრამ შენც კარგად გიცნობ და დათუნასაც,ვიცი რომ საკუთარ თავს ყველაზე ბოლოს დააყენებ და სხვას გააბედნიერებ,ვიცი რომ საკუთარ პრინციპებს დათმობ,ოღონდ სხვის ბედნიერებაზე მიდგეს საქმე, ჰო,დათუნასაც ვიცნობ და ვიცი რომ მსგავს რამეზე წამსვლელი არის და როგორც ადამიანი,გირჩევ გადააფიქრებინო,შეიძლება ახლა ვერ ხვდება,მაგრამ მალე მიხვდება თუ რას სჩადის და ძალიან ინანებს,მერე კი გვიანი იქნება,დაურეკე,აუხსენი,ის გაგიგებს, ის კარგად გიცნობს,მერწმუნე, დაგიჯერებს და არ დაიღუპავს თავს,მანამ კი რაღაცას მოგცემ და ჩემს ნათქვამზეც იფიქრე, - თეკლამ ელენასთვის განკუთვნილი გუშინდელი ფოტო მიაწოდა გოგონას და გაუღიმა... დიდხანს აკვირდებოდა ელენა ფოტოს,პირველ ფოტოზე დემეტრეს ანარეკლზე გაუშტერებია წყლიანი თვალები,დემეტრე კი მას უყურებს,მეორე ფოტოზე ნაძალევად იღიმის,როგორც ელენა,ასევე დემეტრეც თან ფარულ მზერას აპარებს მისკენ,მესამე ფოტოზე კი მათი მზერა იკვეთება და ერთმანეთს უყურებენ,მეოთხე ფოტოზე ელენა განზე იხედება და ტუჩს კბენს,დემეტრე კი ისევ მას უყურებს და ცალყბად იღიმის. უტყდება ელენა საკუთარ თავს,რომ სიგიჟემდე ენატრება დემეტრე,მაგრამ იცის რომ იგი მას არ ეკუთვნის,მას ნინა ჰყავს და ეს კიდევ უფრო უღვიძებს მელანქოლიას... დაისს უყურებს ელენა და ღაწვზე ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს იწმენდს... დაისი,მნათობის გაუჩინარება ჰორიზონტს მიღმა,ეღიმება,თავისი ცხოვრების მნათობს უკვე დემეტრეს ადარებს... მზის ჩასვლის დროს მკვეთრი ფერები იხატება,ისევე როგორც მკვეთრი გრძნობები დემეტრეს გამოჩენის შემდეგ,თავს აქნევს და ახლა ნამდვილად დაისს აკვირდება მთებს მიღმა.. როგორ ნელ-ნელა ყლაპავს მთები უზარმაზარ მთვარეს... ფერები უფრო მკვეთრია,ვიდრე აისისას,უფრო მკვეთრი წითელი და მას შიგადაშიგ ფორთოხლის ფერი ერევა. ნელ-ნელა მიცურავს მზე მთის ბოლოსკენ და საბოლოოდ შთანთქავს მზესთან შედარებით მოციცქნული მთები უზარმაზარ მნათობს,ელენა კი უტყდება საკუთარ თავს,რომ საშინლად ენატრება დემეტრე დევდარიანი.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.