ეშმაკი და ანგელოზი მეთორმეტე თავი
-გაიღვიძე ანგელოზო.მძინარეს ჩამესმა სასურველი მამაკაცის ნათქვამი თბილი სიტყვები და ტანში სასიამოვნოდ დამიარა ჟრუანტელმა. -მმ.. მოიცა რაა.იმდენად დაღლილი ვიყავი თავის აწევა მეზარებოდა ამიტომ ისევ ძილის გაგრძელება გადავწყვიტე. -ძილისგუდა გაიღვიძემეთქი თორემ შეგჭამ. -აუ არა რაა.მაინც არ მინდოდა გაღვიძება ამიტომ ხმადაბოხებული უაზროდ ვბუტბუტებდი. -კარგი მაშინ ასე ვცდი.ეს თქვა და ჩემს ტუჩებს ნაზად შეეხო.აი მაშინნ კი გამოვფხიზლდი. -ოე ოე მოიცა.იმწამსვე მოვიცილე საწოლზე წამოვჯექი და კოპებშეკრულმა გადავხედე. -აი ახლა ხომ გაიღვიძე? კაგი ავდგეთ ახლა 1 საათია მოვლენ მალე ჩვენებიც. -კარგი.კისერი გადავიტკაცუნე და დავამთქნარე. დანიელი პირველი ადგა ტანსაცმელი უცებ ამოიცა და ოთახიდან გავიდა.აი ახლა შემეძლო თავისუფლად მეფიქრა ისევ ბალიშზე დავდე თავი და სიცილი დავიწყე, ყველაზე მაგარი შეგრძნებააა როდესაც შენს საყვარელ მამაკაცს უკვარხარ და შენც გიყვარს.მიყვარს? უი ეს რა ვთქვი მგონი მართლა მიყვარს.თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი ახლა თავში მხოლოდ ის მომენტები ტრიალებდა სადაც დანიელი იყო ასახული. მისი ჩახუტება მისი კოცნა მისი ალერსი ისეთი გამაბრუებელი იყო რომ ვიხსენებდი ტანზე ხორკლები მაყრიდა.ნეტარებისგან ტუჩი მოვიკვნიტე და ძალიან რომ მეტკინა გამოვფხიზლდი. მალევე მოვემზადე და მისაღებში ჩავედი. ოთახში შესვლა და გოგონების შემოხტომა ერთი იყო კინაღამ წამაქციეს. -ელის ხომ კარგად ხარ?.(მარი) -კი კარგად ვარ. -კინაღამ გავგიჟდი ეს ამბავი რომ გავიგე.(ნინი) -ხომ არაფერი დაგიშავა იმ ნაბიჭვარმა?.(ქეთი) -არა არაფერი მაგრამ ახლა ისეთი რამე მოხვდაა.წარბები ეშმაკურად ავათამაშე და მათ გადავხედე. -რაა?.სამივემ ერთხმად მკითხეს. -ჯერ ოთახში ავიდეთ. -ხო წამო მიდი მალე თორე გამძვრა სული.(მარი)ოთახში ავედით გოგონები სათითაოდ დავაბინავე და მოყოლა დავიწყე. -მე და დანიელი ნუ მგონი ერთად ვართ. -რაა?.(ნინი) -სერიოზულად?.(მარი) -ხო არ ღადაოობ?.(ქეთი) -გუშინ მითხრა ყველაფერი ასე თქვა მიყვარხარო. -შენ რა უთხარი?.(ნინი) -ჯერ არაფერი. გოგონებს ყველაფერი დაწყვრილებით ვუამბე ისინი კი სულგანაბულები მისმენდენ. მათი სახეები უნდა გენახათ ცისარტყელას ფერები დასთამაშებდათ სახეზე და დებილებივით იღრიჭებოდნენ. -არა რაა ვიცოდი ერთმანეთი რომ შეგიყვარდებოდათ ვიცოდიი.მარიმ ხმამაღლა წამოიყვირა და ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.-ვანგა ვარ რაა.(მარი) -მორჩი ახლა თორემ გაიგონებენ.პირზე ხელი ავაფარე და ლოგინზე დავაგდე. -ვაიმე ამ ლოგინზე გეძინათ ხო? მოიცა ადექი წარმოვიდგინო.(ქეთი) -ვაიმე რა საყვარლები ხართ.ნინიმ ღიღინით ჩაილაპარაკა და მდივანზე მოწყვეტით დაეშვა. -ოო მოიცა რაა წამო ახლა ჩავიდეთ დაბლა.(მე) -ბაზარი არაა დავტყდეთ.(ქეთი) -მოიცა ამას გული ძაან მიუწევს იმათკენ.(მარი) -ვის მე?.(ქეთი) -ხოო, ელისაბედზე ნუ გავიგეთ დანიელი უყვარს.(მარი) -ეჰეე.(მე) -მაგრამ შენ მგონი ლევანა ბატონი გევასება.(მარი) -ოჰ ისე ამბობ თითქოს შენ არ გევასებოდეს არავინ.(ქეთი) -რაა? მე ვინ მევასება რო?.საჩვენებელი თითი გულთან მიიტანა და გაოგნებული სახით ახედა. -ვინდა გიორგი.(ქეთი) -გიორგი? რეებს ბოდავ გაგიჟდი?.(მარი) -ოო კარგით რა თქვე შეყვარებულებო თავი მოთოკეთ ხმა დაბლა ჩადის.(ნინი) -ჰმ კუმ ფეხი გამოყოო ერეკლესთან მიმიყვანეთო.(ქეთი) -რა ერეკლე ჭკუაზე ხომ ხართ საერთოდ?.(ნინი) -ანუ რა გამოდის დაქალები ძმაკაცებზე ვართ შეყვარებულები.(მე) -არა!.ერთხმად იუარეს და გაცოფებულებმა გადმომხედეს. -აპ აპ აპ აპ გაჩუმდით მე ვერ მომატყუებთ.(მე) -აუ ეს სულ სიმართლეს რაპონტში ბაზრობს?.(ქეთი) -ნუ ეხლა..(მე) -კაი წამოდით.(ნინი)ოთხივენი მისაღებში ჩაედით და ბიჭევის გვერდით სასურველი ადგილები დავიკავეთ. მე ზუკას მივუსკუპდი გვერდით და ხელები მოვხვიე. -იმ ახვარს რომ ვნახავ დედას მოვუ**ნავ.დემეტრე ჩემს გვერდით მოკალათდა და მდივნის საზურგეს ხელი მიცხო. -კარგით მთავარია კარგად ვარ, ჩემს აქ ყოფნას დანიელს უნდა ვუმადლოდე თორემ არც კი ვიცი რა მოხვდებოდა. წყნარად ჩავილაპარაკე და სახე ხელებში ჩავრგე. -ელის შენ დაწყნარდიი მაგას ჩვენ მივხედავთ.(ზუკა) -ხოო რაა სადაც ვნახავ იქვე მოვკლავ.(ერეკლე) -აი პროსტა გოგოებო თუ ვინმემ გაბედა გაუბედავი და თქვენთვის რამის დაშავება მოინდომა პირდაპირ ჩვენთან მოდით და ყველას გავუიასნებ თქვენთავსფიცავარ.(ლევანი) -ვიცით ლევან.(ქეთი) -ეხლა თქვენ მოშიებულები იქნებით.(მე) -აუ მოშიებული კი არა მგელივით ვარ.(დემე) -აბა ვის უნდა ჩემი საფირმო ცეზარი?.(მე) -მეე.10 ადამიანის ერთდროული შეძახილი გავიგე და ეგრევე სამზარეულოში გავვარდი.მაშინვე შევუდექი მზადებას და ჩემთვის განვმარტოვდი. როგორც ყოველთვის მარტო ყოფნისას ფიქრი დავიწყე რაც მთელი ცხოვრებაა მიწევს ჩემი წარსულიდან გამომდინარე. ნუ წარსულის ხსენებაზე კოკას და ჩემი ისტორიაც უნდა ვახსენო. 3 წლის წინ კოკა ზღვის პირას ერთ კაფეში გავიცანი.მაშინ მე მარი ზუკა დემე და ჩემი ერთი მეგობარი ნატალი ნაყინს მივირთმევდით ცხელ ზაფხულში, ხოდა მანაც მაგდროს შემოაბიჯა და ჩემი ყურადღება მიიქცია. რათქმაუნდა ლამაზმა ნაკვთებმა და სექსუალურმა სხეულმა გამაბრუა და გამთიშა.აი მაშინ კი როდესაც გამოვფხიზლდი მხოლოდ პალატა და შეშინებული ხალხის სახეები დავინახე.თურმე სიცხის გამო იმდენად ცუდად გავხდი გონება დავკარგე ჩვენებს მანქანა დაქოქვისთანავე გაუფუჭდათ და კოკამ წამიყვანა საავადმყოფოში. ამის მერე კი დაიწყო თაიგულები და შოკოლადები მერე სიყვარული ამიხსნა და დებილი რომ იქნები ადამიანი მეც ვუთხარი მიყვარხართქო.თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა მიყვარდა ძალიან მიყვარდა მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო მასაც ვიყვარდი ერთად იდეალური წყვილი ვიყავით. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა რომ სადღაც უნდა შევხვედროდი მეც შევხვდი და ჩხუბი დამიწყო იმის თაობაზე რომ ყურადღებას აღარ ვაქცევდი და სხვა ბიჭებს ვაკვირდებოდი არადა ასე სულაც არ ვიქცეოდი. რომ გავბრაზდი გზად სკვერში გავიარე ნატალის ყველაფერი მივუყევი და სახლში დავბრუნდი. სახლში არავინ იყო ამიტომ პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი და შუქი ავანთე და რას ვხედავ კოკა ჩემს საძინებელში საწოლზე იჯდა და მელოდებოდა. ისევ ჩხუბი დამიწყო რომ ვეღარ მოვითმინე სახეში მწარედ გავრტყი ისე რომ ხელი კინაღამ მომტყდა. შემდეგ სახლიდან გაგდება ვაიძულე თუმცა მკლავში ხელი დამავლო და საწოლზე დამახეთქა ჩემს მაღლა მოექცა და კოცნა დამიწყო. მთელი ძალით ვფართხალებდი და ხელებს გულზე ვურტყავდი თუმცა ის ჩემზე ძლიერი იყო და ჩემი გაკავება ადვილად შეძლო. წამის მეასედში გადაიძრო მაისური და მას ჩემიც მიაყოლა, მთელი ხმით ვკიოდი თუმცა არავინ მშველიდა.ხელებს უხამსად აფათურებდა ჩემს სხეულზე და ტუჩებსაც იგივე ტრაექტორიით ასრიალებდა მკერდძე და ლავიწზე. საშინელი შეგრძნება დამეუფლა მისი ყოველი შეხება გულს მირევდა, მის არაადამიანურ სახეს ჭკუიდან გადავყავდი. მეგონა რომ ვეღარავინ მიშველიდა იმისდა მიუხედავად რომ განწირული ხმით ვკიოდი და ვტიროდი მაგრამ საძინებელში მამაჩემი რომ შემოვიდა მაშინღა დასრულდა ყველაფერი. წამებში მომაცილა და ცემით კინაღამ მოკლა.ამ ფაქტის შემდეგ მთელი 1 კვირა რა მჭირდა ახლაც აღარ მახსოვს.მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი მაშინ ხომ ძალიან პატარა ვიყავი ჩემთვის ეს დიდი ტრამვა იყო ამის გამო კი 2 თვე ფსიქიატრიულ აბებს ვღებულობდი. კოკამ თავისი ფულებით ყველაფერი გააკეთა და გამოძვა ბოლოს კი უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა.. როდესაც მეგონა რომ ყველაფერი დამთავრებული იყო ის გამოჩნდა და ყველაფერი ისევ არია, ამის გახსენებისგან თავლზე ცრემლი მომადგა და მწარედ ავქვითინდი.. -რატომ ტირი?.უკნიდან დანიელის ბარიტონი შემომესმა და ფიქრებიდან გამომიყვანა. -ხახვს ვჭრი და ამიტომ.ცრემლები შეძლებისდაგვარად მოვიწმინდე და დაჭრა განვაგრძე. -ეგ რაღაც პამიდორს უფრო გავს ვიდრე ხახვს.(დანიელი).ახლაღა მივხვდი რომ პამიდორს ვჭრიდი და თავი დაბლა დავხარე. -ჩჩშშ ნუღარ განიცდი.უკნიდან მომიახლოვდა და მაიკის ქვეშ ხელები ბრთხილად შემიცურა. სასიამოვნოდ დამიარა ჟრუანტელმა ტანში გულმა კი ათასგავრი სალტოების კეთება დაიწყო. ჩემს ასეთ რეაქციაზე დანიელს ჩაეცინა და მისკენ შემატრიალა.-მაგიჟებ.სახე მის ტორებში მოაქცია და თავი მაღლა ამაწევინა.მისი შავი უძირო თვალები ისე მიცქერდნენ როგორც არასდროს, უწინ მხოლოდ ზიზღს და სარკაზმს აფრქვევდნენ ახლა კი სიყვარულითაა სავსე. -სადილი უნდა მოვამზადო.ღაწვები ერთიანად ამეფრაკლა და თავი დაბლა ჩავხარე. -ეგ მოიცდის.გულზე მთელი ძალით მიმიკრა და ხელები თეძოზე ძლიერად მომიჭირა, მის მკლავებში მოთავსებული უაზროდ ავფართხალდი თუმცა რომ ვერაფერს გავხდი თავი გულზე დავადე.-ასე არ ჯობია?.კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და თავზე მაკოცა. მეც არ ვიცი რატომ მაგრამ თითის წვერებზე ავიწიე და კისერში ხმაურიანად ვაკოცე.ვიგრძენი როგორ დააჟრჟოლა სიამოვნებისგან და მერეღა გავაანალიზე რაც გავაკეთე და აი ჩემი საფირმო სიწითლე და აჭარხალებული სახე. -ანგელოზო გიხდება სიწითლე.ხელი ნიკაპქვეშ ამომიდო და თავი მაღლა ამაწევინა. ჯერ თავისი კუპრივით შავი თვალები ჩემს თვალებს მოანათა შემდეგ კი მზერა ტუჩებზე გადაიტანა.ქვედა ტუჩი უნებურად მოვიკვნიტე და სახეზე ავხურდი,თვალები ისევ უნებურად მიმეხუჭა. ვიგრძენი ჩემს ბაგეებს როგორ შეეხო მისი ტუჩები და გულმა ძლიერ დაიწყო ძგერა. -ვაიმე აპოკალიფსი იწყება და მე არ ვიცი?.შუა „კოცნაობის“ დროს შემოგვისწრო გიომ და სიცილი დაიწყო. -ჩშშ.უცებ მოვცილდი დანიელს და საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივიდე. -მაშინ ეხლა მეც ვაკოცებ მარის მერე რო არ ვინანო იქ ზეცაში.ახლა ჩურჩულით დაიწყო ლაპარაკი და ამაზე სიცილი აგვიტყდა.-კარგი ბოდიში არაფერი მინახავს არაფერი გამიგონია სამარევარ სამარეე. ხელებით იქსი გვაჩვენა და ოთახიდან გავიდა. აი კიდევ ერთი ახალი თავი იმედია მოგეწონებათ. მეტის დაწერა ვეღარ მოვახერხე გპირდებით შემდეგი თავი უფრო ვრცელი იქნება.. ველოდები თქვენგან შფასებას.. მიყვარხართ ძალიან |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.