შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


23-01-2016, 20:55
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 1 508

მეხუთე თავი

შემთხვევითობა მათზე არ მოქმედებს.
-ჰანან,დღეს დიდი დღე გვაქვს.თავშესაფარში ვიღაც მილიონერი მოდის და რათქმაუნდა ხელცარიელიც არ მოვა-უთხრა ერთერთმა თანამშრომელმა.
-კარგია.იმედია ამ ბავშვებსაც შეუქმნიან ოდესმე კარგ მომავალს.რომელ საათზე მოვა ის ვიღაც ?
-ოთხი საათისთვის მობრძანდება.ალბათ მოუცლელია.ბავშვები უნდა შევამზადოთ.
-მაპატიე მაგრამ ხომ იცი მე ადრე უნდა წავიდე და არა მგონია იმ დროს აქ ვიყო.-უთხრა ჰანანმა.
-კი მაგრამ თვალს მაინც ხომ შეავლებ.არ განიტერესებს როგორია?ამბობენ ახალგაზრდააო .ალბათ სიმპატიურიც იქნება.
-ხომ იცი არ მხიბლავს ასეთი თემები-უკმაყოფილოდ თქვა ამ უაზრო საუბრით დაღლილმა ჰანანმა.
-კარგი.შეიძლება გავიგო რატომ მიდიხარ ?
-დღეს ჩემი მეგობრისთვის საკმაოდ ახლობელი ადამიანი ჩამოდის და არ მინდა მათი შეხვედრა ჩემს გარეშე მოხდეს.
საკამოდ ცხელი დღე იდგა.ზაფხულის მზე საშინლად აჭერდა და ხალხს მთელი თავისი სიდიადით აცნობდა ,რომ ზაფხულს ამერიკაში ფეხი კარგა რიგიანად მოეკიდებინა.ჰანანმა ჩანთა აიღო და თავშესაფრის ეზოში გამოვიდა.ხეების ჩრდილში ბავშვები ისხდნენ და ბედნიერი საახებით ელოდებოდნენ ვიღაცას,ვისაც მათი აზრით შეეძლოო გაეუმჯობესებინა მათი ცხოვრება.
-აუცილებლად დაიგვიანებს.-ფიქრობდა ჰანანი ,რადგან ეს არ იყო პირველი შემთხვევა როდესაც თავშესაფარში მილიონერი მოდიოდა.მათ ხან აგვიანდებოდათ,ხან ვერ იცლიდნენ და ხანაც უბრალოდ აღმოჩნდებოდა ,რომ სხვა საქმე ჰქონდათ.
ჰანანმა უკან ჩამოიტოვა თავშესაფრის შენობა და გაჩერებისკენ გამართა .თუმცა უკნიდან ისეთი ხმაური შემოესმა ,რომ მიხვდა ამჯერად მილიონერს არ დაუგვიანებია.მიხედაა და თავალი მხოლოდ შავ,მზის შუქზე მბრწყინავ მანქანს მოჰკრა,რომლის კარიც ღია იყო. რაღაც მომენტში ინანა კიდეც რომ არ დარჩა.დააინტერესა ამ ადამიანმა,ის ხომ პირველი მილიონერი იყო რომელმაც არ დაიგვიანა.ისიც დაინახა ,რომ თავშესაფართან ახალი მანქანაც გაჩერდა.უფრო მოზრდილი და სიხარულის მომტანი.მაქანიდან რამოდენიმე კაცო ჩამოვიდა და რაღაც ფუთების შეზიდვა დაიწყეს.
-საჩუქრები-გაიფიქრა ჰანანმა და გულში უცნაური სითბო ჩაეღვარა.
-ოდესმე შევხვდები იმ უცნობს და დიდ მადლობასაც ვეტყვი-გაიფიქრა და ტაქსი გააჩერა.რამდენიმე წუთის შემდეგ სულ სხვა ფიქრებით გართული ,სახლისკენ მიდიოდა და თვალს აყოლებდა ვიტრინებსა და სასტუმროებს,რომლებიც თვალისდახამხამებაში მირბოდნენ ფანჯრის მინების მიღმა.
*******************************
ასადმა და ნურამ ბავშვები მოინახულეს .ნურასთვის ეს ძალზე ლამაზი და ბედნიერი დღე იყო.ასადსაც მართალია უხაროდა ,რომ ბავშვები ასე ბედნიერები იყვნენ მაგრამ თავისი მუდმივი დარდიც არ ავიწყდებოდა და თავისდაუნებურად ,ყველგან ჰანანს ეძებდა.ყველაზე კარგად ეს დღე ბავშვებს დაამახსოვრდათ.ბევრმა მათგანმა ასადს სთხოვა კიდეც რომ დარჩენილიყო,მაგრამ სანაცვლოდ პირობა მიიღეს რომ ის აუცილებლად დაბრუნდეოდა.
-ბატონო ასად ,უდიდესი პატივია ჩვენთვის თქვენი მობრძანება.ბავშვებიც საოცრად გაახარეთ.მაგრამ არის ერთი უსიამოვნო საკითხიც,რომელზედაც არ გვინდოდა სუაბარი,მაგრამ სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს ჩვენს მთავარ თხოვნას.
-მაინც რა არის ასეთი ?
-მოგეხსენებათ,შტატებში კიდევ უამრავი თავშეასაფარია,რომლებიც შეიძლება ჩვენზე მეტ დახმარებასაც საჭიროებდნენ,მაგრამ ალბათ შეამჩნევდით ,რომ ეს შენობა არ არის მთლად კარგი გარემო ბავშვების აღსაზრდელად.პირდაპირ გეტყვით,ფართი არ გვყოფნის გარდა ამისა აქ მომსახურეს პერსონალსაც საკმაოდ დაბალი ხელფასები აქვს.
-დიახ,სწორად შენიშნეთ-უთხრა ასადმა და მათთან ერთად მომავალ ნურას გადახედა,რომელიც გულდასმით უსმენდა მათ საუბარს.-ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ სათანადო რეაგირებას ამ ფაქტზე და მცირე ხანში ფართის პრობლემასაც მოვაგვარებთ...
საღამოს,მაშინ როცა გახარებული ბავშვები საჩუქრებს ინაწილებდნენ.მათი ერთერთი აღმრზდელი თავის ბინაში იჯდა და მის მეგობართან ერთად ელოდებოდა ,ერთი ადამიანის გამოჩენას ,რომელზედაც ჰანანის არა მაგრამ ლეტიციას ცხოვრება ნამდვილად იყო დამოკიდებული.
-არ მოვა-თქვა ლეტიციამ და სავარძელში გადაწვა.
-მოვა,ალბათ შეაგვიანდება,მაგრამ ვერ გამიგია რა საჭიროა ჩემი დასწრება ?-ჰანანმა ლეტიციას გადახედა,რომელმაც ამ კითხვაზე პოზა შეიცვალა და წამოჯდა.
-უბრალოდ მჭირდები.
კიდევ ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ კარზე კაკაუნმა მიახვედრა ისისნი ,რომ მაქსი როგორც იქნა მოსულიყო.კარი ჰანანმა გააღო და პირდაპირ დაიწყო:
-არ ვიცი გახსოვარ თუ არა მე მისი მეგობარი ვარ.შემოდი.
მაქსი არ მისალემებია ,პირდაპირ ლეტიციასთან მიიჭრა.
ლეტიციამ უცნაურად გაუღიმა და ხელით ანიშნა დამჯდარიყო.
-ასეთ ცივ შეხვედრას არ ველოდი.-თქვა მაქსმა.
-მაშინ რას ელოდი?
-ცოტათი უფრო მეტს.
-მეც...-თქვა ლეტიციამ და მის წინ მჯდარ მამაკაცს თავლები გაუსწორა.
-რას გულისხმობ?
-არაფერს.მოდი მთავარზე გადავიდეთ.-თქვა ლეტიციამ.
-მაინც რა მოხდა ასეთი ჩემს არ ყოფნაში?-იკითხა მაქსმა.
-არაფერი გარდა იმისა ,რომ ფეხმძიმედ ვარ.-თქვა ლეტიციამ.კედელთან მდგარ ჰანანს სახე არ შეცვლია ,ეს ამბავი კარგა ხანია იცოდა.მაგრამ მაქსი აირია.ჯერ ვერ მიხვდა რას ეუბნებოდნენ ,მერე კი პირდაპირ კითხა:
-ვისგან?
-არ ვიცი.
-როგორ თუ არ იცი ?
-გაინტერესებდა რა მოხდა არა შენს არ ყოფნაში?იკითხა ლეტიციამ,ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და პირდაპირ უთხრა
-მე იმად ვიქეცი,რაც ვიყავი...
მაქსისთვის ეს სიტყვები უკვე საკმარისის იყო.მიხვდა რაც იყო ,მაგრამ ვერ წარმოედგინა როგორი უნდა ყოფილიყო მომავალი.
-ახლა ?-იკითხა მან.
-ახლა ,იმისთვის დაგიბარე რომ გითხრა.მე ბავშვს გავაჩენ და დამოუკიდებლად ვიცხოვრებ.
-შენ ახლაც ჰანანის ხარჯზე ცხოვრობ.
-ეს მხოლოდ ახლა.
-ლეტიცია,ხომ იცი შენ სხვა პრობლემებიც გაქვს.-თქვა მაქსმა და ჰანანს გახედა.აშკარაა ფიქრობდა ,შეიძლებოდა იმის თქმა რასაც აპირებდა თუ არა.
-არ მაქვს.-ნერვიული სიცილით თქვა ლეტიციამ და მზერა მანაც ჰანანისკენ გააპარა.
-შენ მკურნალობა არ დაგიმთავრებია.
რამდენიმე ხნიანი დუმილი,ჰანანის ხმამა დარღვია რომელიც მხოლოდ ახლა ჩაერთო საუბარში.
-რა მკურნალობა?
-არაფერია ჰანან.-თქვა ლეტიციამ და მაქსს მავედრებელი სახით შეხედა.
-მითხარით,რისი მკურნალობა არ დაუმთავრებია?
-.........
-მითხარით,რა ხდება .ლეტიცია მარიას დავურეკვა და მას ვკითხავ იცოდე.
-ვერ დაუკავშირდები.
-არ ვიცი რამეს ვიზამ.მითხარიმეთქი.
ლეტიცია უეცრად წამოენთო ,ფეხზე წამოიჭრა და სამზარეულოსკენ წავიდა.გაშეშებული ჰანანი და მაქსი მხოლოდ მაშინ მიხვდნენ ყველაფერს ,როცა უკან დაბრუნებული გოგონას ხელში სამართებელს მოჰკრეს თავლი.
-გაინტერესებს არა ჰანან რა მოხდა ?გეტყვი რა პრობლემაა-თან შეუფერებლად იცინოდა და შეშლილის სახე ჰქონდა.-რამდენიმე კვირა ფსიქიატრიულში ვიწექი.მერე გამომიყვანეს ,მაგრამ ბოლომდე არ გამოვჯანმრთელებულვარ.სულ ეს არის.ეს რატომ მიჭირავს ხელში?იმიტომ რომ თუ კიდევ ერთხელ მოვხვდები იქ აუცილებლად გამოვიყენებ ამას.არ ვხუმრობ,მე ამას გავაკეთებ.
ჰანანი გაშეშებული იდგა მის წინაშე და გონებაში ახლაღა უძებნიდა ახსნას ლეტიციას უცნაურ საქციელს.მიხვდა რატომ დაჰყვებოდა მაქსი გამუდმებით უკან გოგონას და რატომ ჰქონდათ ასე ახლო ურთიერთობა მაქსსა და მარიას.ნუთუ მაქსი მომვლელად მიუჩინა თავის შვილს?ჰანანი მიხვდა იმასაც,თუ როგორ იყო დამოკიდებული გოგონა მაქსზე.მისი წასვლის შედეგი იყო,რომ ახლა ის მუცლით ბავშვს ატარებდა თანაც არ იცოდა ვისგან.
სანამ ჰანანი ამ ფიქრებით გაშეშებული იდგა,მაქსმა იმოქმედა ლეტიციას მივარდა და სამართებელი ხელიდან გააგდებინა.რასაც ჩვეული ისტერიკა მოჰყვა.ლეტიცია მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ დაწყნარდა და უსარგებლო ბრძოლით დაღლილს ჩაეძინა.
ნახევრადჩაბნელებულ ოტახში ქალი და მამაკაცი ერთმანეთის პირისპირ იჯდა და სიტყვებს ვერ პოულობდა.ერთისთვის ეს ნაცნობი სიტუაცია იყო,ხოლო მეორე გაკვირვებული და შეშინებული იყო მეგობრის ამ ახალი სენის აღმოჩენით.
-ის ბავშვს ვერ გაზრდის.-თქვა მაქსმა .
-აბა ?-ჰანანი იმდენად დაიღალა ,რომ ამ პატარა სამასოიანი სიტყვის გარდა ვერაფერი მოძებნა.
-არ ვიცი.ვფიქრობ კლინიკაში თუ დაწვება უკეთესი იქნება.
-მეც ასე ვფიქრობ.მაშინ ბავშვის გაზრდასაც შეძლებს.
-ჩემი აზრით ის ფეხმძიმედ არაა .უბრალოდ ეს მისი ახალი გამოხტომაა-თქვა მაქსმა და იმ ოთახისკენ გაიხედა ,სადაც ლეტიციას ეძინა.
-კი მაგრამ.ბავშვის ტანსაცმელებიც კი იყიდა-თქვა გაკვირვებულმა ჰანანმა ,რადგან ამ დროის განმავლობაში ჯეროდა რომ მისი მეგობარი ორსულად იყო.
-მერე ეგ საბუთია?-იკითხა მაქსმა.
მართლაც,ლეტიციას ფეხმძიმობის არანაირი ნიშანი არ ჰქონდა.
-ხვალ საავადმყოფოში წავიყვანოთ და გავიგებთ-უთხრა ჰანანმა.მერე ისინი ჩვეულებრივი,გაცვეთილი სიტყვებით გამოემშვიდობნენ ერთმანეთს ,როგორც ჩვევიათ ადამინებს ,რომელთაც რაღაც დიდი ამბავი გაიგეს ,მაგრამ პირველ წუთებში ვერ აცნობიერებენ და მათი რეაქციაც არც ისეთი აღმაფრთოვანებელია,როგორც ფილმებში.

თეთრი კედლები.
პასუხმა არ დააყოვნა.ორსულობა ლეტიციას ილუზია აღმოჩნდა.სამაგიეროდ ისიც გაირკვა ,რომ აუცილებელი იყო მისი კლინიკაში მოთავსება და გოგონაც დაუბრუნდა ადგილს ,რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა.
ამჯერად დამშვიდებული გოგონა ერთერთ ოთახში იჯდა და ელოდებოდა იმ სიტყვების მოსმენას ,რაც ერთხელ უკვე გაეგონა.კარი გაიღო და ნაცნობი მამაკაცის მაღალი ფიგურა გამოიკვეთა.
ლეტიციამ მისთვის უჩვეულო სიმშვიდით გაუღიმა და მდგომარეობას შეგუებულმა მიიღო მაქსი ახალ საცხოვრებელში.მხოლოდ თვალებში უჩვეულო სევდა უკრთოდა.
-გამიგე .ეს აუცილებელია თორემ ასე არ მოგექცეოდი-უთხრა მაქსმა და მის წინ დადგა.
-შეგიძლიათ დაბრძანდეთ-გოგონას ასეთმა მიმართვამ მამაკაცი შეაშფოთა.მის წინ ჩამოჯდა და სხეულში გაცრა ,როდესაც გოგონას თვალებში ცრემლი დაინახა.
-ლეტიცია ,ხომ იცი..
-გთხოვ-შეაწყვეტინა...-ერთი რაღაც მინდა გკითხო .შენი სამსახური დამთავრდა?
-რომელი სამსახური?-მაქსს გაუკვირდა.
-სამსახური ,კერძოდ როგორ მოვუაროთ ლეტიციას.
-რას ამბობ ?
-ვითომ ვერ ხვდები.შენ ხომ დედაჩემს თხოვნით დამდევდ კუდში.მისი ხათრით ,რადგან დღესაც მადლობელი ხარ მისის,რომელიღაც ჟურღმულიდან რომ ამოგათრია-გოგონამ სიტყვები საკმაოდ უხეში ტონით წარმოტქვა,რამაც მამაკაცი გააღიზიანა.
-დედაშნს ნამდვილად არ გავხარ.მე შენზე მხოლოდ მადლობის გრძნობის გამო არ მიზრუნია...
-კარგი ერთი არ თქვა ,რომ გიყვარვარ!
-მე ეს ერთხელ უკვე გითხარი-უთხრა მამაკაცმა და დაჟინებით ჩააშტერდა გოგონას.მისი თვალები საოცარი სევდით დაბურული ეჩვენა,ხოლო ტუჩები..ტუჩები ისევ ისე იზიდავდნენ.მიხვდა როგორ ენატრებოდა მასთან სიახლოვე...მაგრამ ახლა გვიანი იყო...
-წამიყვანე-ლეტიციამ თავი ვეღარ შეიკავა და ტირილით ამოთქვა.
-არ შემიძლია-მაქსმა მხოლოდ ეს ტქვა და სასწრაფოდ დატოვა ის ადგილი,რადგან გრძნობდა რომ თავს ვერ შეიკავებდა და ლეტიციას მართლა წამოიყვანდა უკან...
თავშესაფარში მისულ ჰანანს ბედნიერი ბავშვების დანახვამ,განწყობა გამოუკეთა.იქ ყველა კარგ ხასიათზე იყო ...ბავშვები ახალ შენობას ხოლო დიდები კი მაღალ ხელფასებს ელოდებოდნენ.
მარია დაბრუნდა...გახარებული იმით ,რომ ჰანანის მსგავსი კიდევ რამოდენიმე გოგონა გამოსტაცა სიკვდილს ხელიდან...მაგრამ ჩამოსვლისთანავე მაქსმა ყველაფერი უამბოო...უკვე ორი კვირააა რაც ლეტიცია იჯდა და თეთრ კედლებს შეჰყურებდა...
*****************************************
-ჰანან დღეს თავშესაფრის დამფუძებელი იმ მილიონერს უნდა შეხვდეს,კიდევ ვინმე უნდა რომ გაიყოლოს და ჩვენ გადავწყვიტეთ შენ წასულიყავი-შესთავაზეს თანამშრომლებმა.
ჰანანი დათანხმდა და რამდენიემ საათში დამფუძებელთან ერთად მანქანში იჯდა.გულში მაგრად ჩაეხუტებინა სურათები,რომლებიც ბავშვებს გადაუღო და სიტყვები რომლებიც უნდა ეთქვა.

შეხვედრა ერთ სასიამოვნო ადგილას იყო დანიშნული...კერძოდ ისინი ერთ პატარა,განაპირა მხარეს მდგომ კაფეში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს.ჰანანი,დამფუძნებელი,ეკონომისტები,არქიტექტორები და ის მილიონერი...
მაგრამ უცნობი მილიონერის მოუცლელობის გამო,ისინი მის მდივანს შეხვდნენ და გრძელი შეხვედრის პატარა ნაწილი ფორმალურობას დაუთმეს.
ჩვენი უცნობი მილიონერის ,ასადის მოუცლელობას კი განაპირობებდა ის ფაქტი,რომ იგი ნურსთან ერთად იმ ადგილზე იმყოფებოდა სადაც ჰანანს ესროლა.რაცარუნდა უცნაურად ჟღერდეს ნურამ თავისით მოისურვა ამ ადგილის ნახვა.თუმცა ასადმა კარგად ვერც კი გაიხსენა კონკრეტულად სად მოხდა ყველაფერი.მიწა ისევ ისეთი ნესტიანი იყო,ხოლო სისხლის კვალი კარგა ხანია გადაერეცხათ ნაფეხურებსა და წვიმას.ახლაც ციდან მსხვილი წვეთებით წამოსული წვიმა ,მძიმედ ეცემოდა და შლიდა უკან მიმავალი ნურასა და ასადის ნაბიჯებს...
დრო შეუმჩნევლად გარბოდა ჰანანისთვის და საშინლად იწელბოდა ლეტიციასთვის.მარია იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.საკვირველი იყო,რამდენად ხშირად სტუმრობდა ეს ქალი მიწას ,რომელიც ასე უცხო გამხდარიყო ჰანანისთვის...მდინარე იორდანე...ალიზით ნაგები პატარა სახლები...ჩადრი...ყველაფერი რაც კი სამშობლოსთან ასოცირდებოდა მისთვის უცხო ხდებოდა .
თავშეასფრის გვერდით მალე ახალი თეთრი შენობა წამოიჭიმა და თავისი სითეთრითა და უმწიკვლობით გულს უხარებდა თავშეასფრის ბავშვებს.
ჰანანი და მაქსი დამეგობრდნენ.მაქსი საკმაოდ შეცვლილიყო.იმ დღიდან რაც ლეტიცია კვლავ კლინიკაში დააწვინა...
სახეც შეეცვალა ...
ზოგჯერ ჰანანიც ჩაფიქრედებოდა და ახსენდებოდა დავიდი...ხშირად ხედავდა ქუჩაში მიმავალ წყვილებს .მათ ბედნიერ სახეებსა და ახსენდებოდა ერთ დროს ,თვითონაც რომ იყო ბედნიერი.ახლა კი ყოველთვის როცა თავშესაფრიდან სახლში ბრუნდებოდა,თვალს გაადავლებდა ხოლმე თეთრ კედლებს.რომელბიც დილით მზის სხივებით განათებულნი ღრუბლებს აგონებდა ჰანანს,საღამოს კი უხვად ჩამოწოლილ ბინდს...უყურებდა და გულში ემადლიერებოდა იმ უცნობ მილიონერს ,რომელიც ასე ახარებდა მასაც და ბავშვებსაც...მას ახლა წამდა სიკეთის,აი ასეთი ადამინების წამდა ჰანანს...შენობა იხვეწებოდა ,სრულდებოდა და ჰანანის გულშიც მადლიერების კედელი,უფრო და უფრო იზრდებოდა ...
ახალი ცხოვრება
-ჰანან შენთან არიან-უთხრა თანამშრომელმა .მასთან ორი უცნობი ადამიანი შემოვიდა.ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი.
-გამარჯობა ჰანან.ალბათ გაკვირვებული ხარ ასე მოულოდნელად რომ მოგადექით და სახელითაც მოგმართავთ.მაგრამ ჩვენ შენთან ერთი ძალაინ მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს.შენს შესახებ მარიამ მოგვიყვა,აქ ყოფნის დროს.მოკლედ ვიცით ახლა ძალაინ უცნაურად ჟღერს მაგრამ გვინდა რომ წიგნი დაწერო.ჩვენც დაგეხმარებით...-ქალი საუბრობდა ,მამაკაცი კი ღიმილით თავს უქნევდა,
-წიგნი?რაზე?-ჰანანი გაკვირვებული იყო.წერა არასოდეს უცდია.
-შენზე .შენს ცხოვრებაზე.ამით შენ სხვებსაც დაეხმარები.ხომ იცი მარტო შენ არ ხარ ასეთი.შენ მაგალითს მისცემ გოგონებს,რომელთაც ის გადაიტანეს რაც შენ.მანამდე შეგამზადებთ და გამოსვლებიც გექნებათ.იმედია დაგვთანხმდებით.რათქმაუნდა თანხმობას ახლავე არ გთხოვთ.დაფიქრდით და პასუხი შეგვატყობინეთ.
ჰანანი გაოცებული იყო.ერთი მხრივ ეშინოდა ,მას საერთოდ სიახლეების შიში ჰქონდა და მეორე მხრივ ფიქრობდა რომ ამით სხვებსაც დაეხმარებოდა და თავშეასფრის ბავშვებსაც,თავის წიგნში იმ მილიონერსაც გადაუხდიდა მადლობას,რომელიც აქამდე არად ენახა და ჰანანი დათანხმდა...

საშინლად ნერვიულობდა პირველი გამოსვლის დროს,მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.მისი სიტყვები და ფოტოები გაზეთშიც კი დაბეჭდეს... *******************************
-ბატონო ასად ,აი პრესა.იცით უცნაურია ,მაგრამ ერთი არაბი გოგონას ამბავმა მთელი ამერიკა შეძრა .ყველა გაზეთში მისი სურათია დაბეჭდილი,მართლაც კარგი გოგონაა.
ასადმა გაზეთი გამოართვა და გარეკანზევე შეამჩნია ,ნაცნობი ცისფერი თვალები,ხორბლისფერი კანი და ის ტუჩები,რომელთა გემოც ახლაც ახსოვდა. გარეკანზე დიდი ასოებით ეწერა:მე ვარ ქალი,მაგრამ არ ვარ მონა. ასადის სახის დანახვით გაკვირვებულმა ნურამ გაზეთს დახედა:-ჰანანი!-აღმოხდა სიხარულით.

დიახ,სურათიდან თავლებანთებული გოგონა იცქირებოდა და მის სახეზე აღბეჭდილიყო ყველაფერი,რაც განეცადა ამ წლების განმავლობაში. ასადმა შეხედა სურათს და გახსენდა ყოველი კოცნა,ყოველი ხვევნა და შეხება რაც მისთვის ჰანანს უჩუქნია.სითბო,რომელიც გოგონადან მოდიოდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent