შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ თუ გგონია დაგთმობ როდისმე ცდები (37)


25-01-2016, 18:49
ავტორი Natta
ნანახია 2 772

- მე გავდივარ. ( ლუკა )
- თითქოს შენ შენი უსიამოვნებები არ გეყოფოდა და ჩემი პრობლემებიც მოგახვიე თავს, მადლობა ძმაკაც. ( ბექუშა )
- ბექუშ „ძმაკაც“- ს რომ მეძახი შენ მაგ სიტყვის განმარტება არ იცი? ( ლუკა )
ბექუშას ლუკას პასუხზე გაცინა.
- მართლა მაგარი ძმა ხარ ტო შენს გარეშ ( ბექუშა )
ლუკამ ბექუშას სიტყვს დამთავრება არ დააცადა.
- ჩემს გარეშე აქამდე ასჯერ გაგაგორებდნენ ბექუშ. ( ლუკა )
- ჰაჰა უეჭველი. ( ბექუშა )
- კარგი დავაი და თუ რამეა შემეხმიანე. ( ლუკა )
- კარგი კარგი მაგრად. ( ბექუშა )
ლუკამ მანქანა სწრაფად დაძრა და მაშინვე საავადმყოფოში წამოვიდა, მის მოსვლამდე ნატას და ჯეკოს ერთი წუთითაც არ დავუტოვებივარ, ცოტახანში თეკოც და თოკოც გამოჩნდა.
- ჩვენი ლამაზი გოგო როგორ არის? ( თეკო )
- კარგად, თქვენ როგორ ხართ?
- ვახ ვახ როგორციქნა დაგვიბრუნდით. ( ჯეკო )
თოკომ ჯეკოს შეხედა და თვალი ჩაუკრა.
- ლუკა სად არის? ( თეკო )
- რაღაც საქმეები გამოუჩნდა და მალე დაბრუნდება.
- რა მაგარია ხვალ რომ გაგწერენ, როგორციქნა ყველაფერი დამთავრდება. ( თოკო )
რამდენიმე წუთში ოთახში ლუკა გიჟივით შემოვარდა, სიხარული ვერ დავმალე და ხმამაღლა „წამოვიყვირე“.
- ლუკ.
ლუკას გაეღიმა, შემდეგკი მომიახლოვდა და ძლიერად ჩამეხუტა.
- ჩვენ გავალთ. ( ნატა )
ოთახში მხლოდ მე და ლუკა დავრჩით.
- დააქორწინე რომეო და ჯულიეტა?
- ჰაჰა კი დავაქორწინე. ( ლუკა )
- კარგია.
- თქვენ როდის აპირებთ გათხოვებას? ( ლუკა )
- ჰაჰა მე ჯერ მაგ თემაზე არ მიფიქრია.
- როგორც ვიცი უკვე გყავთ ლამაზ თვალება პრინცი. ( ლუკა )
- კი, მაგრამ ჯერ არ ვიცი ის რას ფიქრობს მაგ თემაზე.
- მერწმუნე ლამაზო მაგ პრინცს ბევრად უფრო გიჟური და საინტერესო აზრები უტრიალებს თავში. ( ლუკა )
- მართლა? მაინც რა აზრები?
- შემახსენეთ, როდის გაგწერენ? ( ლუკა )
- ხვალ.
- ზატო მალე გაიგებთ რა აზრებზეა საუბარი. ( ლუკა )
- ინტრიგანო უკვე შეძელი ჩემი ზედმედატ დაინტერესება.
- ჰაჰა მაგ ინტრიგანს მაგრად უყვარს ზოგჯერ აუტანელი გოგო. ( ლუკა )
- ამ აუტანელ გოგოს მაგრად უყვარს ხშირად ინტრიგანი ბიჭი.
ლუკა ჩემს გვერდით დაჯდა და ხელი ძლიერად ჩამჭიდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმა არცერთს ამოგვიღია, ერთმანეთს ვუყურებდით და უაზროდ ვიღიმოდით, ცოტანახში ექთანი შემოვიდა.
- უკვე საკმაოდ გვიანია, პაციენტი ბოლოჯერ უნდა გავსინჯოთ და შემდეგ დაიძინოს, რადგან უკეთესი იქნება თუ დაისვენებს. ( ექთანი )
ლუკა ფეხზე წამოდგა და პასუხის ნიშნად ექთანს ხელით ანიშნა ჩემთან მოსულიყო, მის ასეთ საქციელზე ექთანს გაეღიმა.
- კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ ოთახიდან გახვალთ. ( ექთანი )
ლუკას თითქოს არცკი ესმოდა ექთნის სიტყვები, მომოახლოვდა შუბლზე მაკოცა და დაბალი ხმით მითხრა.
- რამდენიმე წუთში დაგიბრუნდები. ( ლუკა )
- არა ლუკა ვერ დაუბრუნდებით, ანამარიამ უნდა დაისვენოს. ( ექთანი )
- ქალბატონო მგონი დაბალი ხმით იმიტომ ვთქვი, რომ თქვენ არ უნდა გაგეგოთ ჩემი ნათქვამი. ( ლუკა )
ლუკას სიტყვებზე მეცინებოდა, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია, ყოველთვის „თავის პონტში“ ღადაობდა, მაგრამ მისი სიტყვები ყოველთვის ეჯერებოდათ და გაკვირვებულ საახეებს ვერ აშორებდნენ მის მწვანე თვალებს.
- ხო მაგრამ გავიგე. ( ექთანი )
- კარგი ერთი „კაცო“ ეგ იმიტომ, რომ მისმენდით, ნუ ჩემზე სწორს ვერავის მოსუმენთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი დაბალი ხმით ნათქვამი თქვენთვის ნიშანი უნდა ყოფილიყო იმისა, რომ არ მოგესმინათ. ( ლუკა )
ექთანი ლუკას გაკვირვებული უყურებდა, ამიტომ ლუკამ აღარ დააყოვნა.
- ეს ხუმრობა იყო ქალბატონო შეგიძლიათ გაიღიმოთ. ( ლუკა )
ლუკამ მე შემომხედა ჩვეული ღიმილით შემდეგკი ოთახიდან გავიდა.
- კარგი ბიჭია, მაგრამ მაინც თავისებური, თქვენი შეყვარებულია? ( ექთანი )
- კი.
- ოპერაციის დროს, რომ დაგენახათ როგორ ნერვიულობდა და როგორ იქცეოდა კიდევ უფრო დარწმუნდებოდით იმაში, რომ ამ ბიჭს მართლა ძალიან უყვარხართ. ( ექთანი )
ამ სიტყვების მოსმენამ ძალიან გამახარა და წარმოუდგენელი სიამაყე ვიგრძენი.

- სასტავ ყველანი სახლში წადით და დაისვენეთ, ანამარიასთან მე ვიქნები. ( ლუკა )
- რა? არსადაც არ წავალ. ( ნატა )
- ამდენი ხანი აქ ვიყა ( ჯეკო )
ლუკამ უაზრო გამომეტყველებით შეხედა ჯეკოს და სიტყვის დაბოლოება არ დააცადა.
- ამდენი დღე, რომ აქ ხართ და ღამეებს ათენებთ სწორედ მაგიტომ უნდა წახვიდეთ, ანამარია უკვე კარგად არის ხვალ გასწერენ და მე ვიქნები მასთან, ამიტომ ცვეტში ნუ გახდით იმის საჭიროებას, რომ სხვანაირად მომიწიოს ახსნა. ( ლუკა )
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს.
- კარგი ძმაკაც შენ აქ ინები და ჩვენი დარჩენა მართლა აღარ არის საჭირო. ( თოკო )
ლუკას გაეღიმა.
- აი სწორი აზროვნებაც. ( ლუკა )
- კარგი გემორჩლებით ბატონო ლუკა, ჩემს ჭიამაიას მიხედე. ( ნატა )
- ჰაჰა კარგი. ( ლუკა )
- თუ რამეა შემეხმიანე. ( ჯეკო )
ლუკას ჯეკოსთვის პასუხი აღარ გაუცია და მაშინვე ჩემთან შემოვიდა ექთანი მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა ლუკასთვის ოთახში შემოსვლა აეკრძალა.
- აი ჩვენი პრინციც გამოჩნდა, მე დაგტოვებთ. ( ექთანი )
- მშვენიერი გადასწყვეტილებაა. ( ლუკა )
ექთანს გაეღიმა.
- გასვლა, რომ მეთხოვა მაინც არ დატოვებდით პაციენტს. ( ექთანი )
- ვშიშობ მართალი ბრძანდებით. ( ლუკა )
- კარგი ბიჭი ხარ შვილო და გოგოც ასეთივე კარგი აგირჩევია, ეს დღეები რასაც მე ვხედავდი არვიცი, როგორ შევაფასო თქვენი სიყვარული, უბრალოდ ბედნიერებას გისურვებთ. ( ექთანი )
- ძალიან დიდი მადლობა.
- მადლობა. ( ლუკა )
როგორცკი ექთანმა ოთახი დატოვა ლუკა მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა, თვალს არ მაშორებდა, მისი მწვანე თვალები საოცრად ბრწყინავდა ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო და ეს თავგადასავალიც მე მეკუთვნოდა, ყოველთვის ვხედავდი შეყვარებულ წყვილებს, ვკითხულობდი ისტორიებს, მაგრამ იმ განწყობით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზია იყო და რეალობაში არ არსებობდა ასეთი სიყვარული, მაგრამ ვცდებოდი - ახლა ჩემს წინ იდგა ის ადამიანი რომელსაც მხოლოდ ოცნებად ვთვლიდი დავრწმუნდი იმაში, რომ მთავარი სწორად ცხოვრებაა - მოიშორეთ ნიღბები, რომლებსაც ყოველდღე ატარებთ, იყავით ის ვინც ხართ, არ მიბაძოთ ჩვეულებრივ ადამიანებს მხოლოდ და მხლოდ მიიღეეთ მაგალითი არაჩვეულებრივი მოვლენებისგან რადგან არაჩვეულებრივი ადამიანები არ არსებობენ, ნუ დამალავთ გრძნობებს, რადგან მათ გამოხატვა სჭირდებათ, ნუ გაჩუმდებით მაშინ, როდესაც მართალი ხართ - სწორედ მაშინ შეიძლება იყოს საჭირო თქვენი სიტყვები, არ შეგეშინდეთ ცვლილებების - რადგან მუდმივი ერთფეროვნება მოსაწყენია, ლუკა ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა და მოულოდნელი სიყვარულით შემიყვარდა ახლაკი ბედნიერი ვარ, როდესაც მას ვხედავ, ბედნიერი ვარ, როდესაც მისი ხმა მესმის, ლუკას ნებისმიერმა სიტყვამ ანდაც მოქმედებამ შეუძლია შეცვალოს ჩემი განწყობა, მის დანახვაზე უაზროდ მეღიმება ახლაკი იმასაც გეტყვით, რომ - ჩემი სიტყვების კითხვის დროს ვისზეც ფიქრობდით და ვისთანაც ამოიცანით საკუთარი თავი სწორედ მაგ ადამიანზე უნდა იზრუნოთ და ეცადოთ მის შეინარჩუნებას.



აბა როგორია? მოგეწონათ თუ არა ეს თავი? ისტორია გრძელდება მაგრამ ძალიან ცოტა თავი დარჩა და მალე დამთავრდება, მადლობას ვუხდი ჩემს ერთგულ მკითხველებს. - ძალიან მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკუთარ აზრს კომენტარის სახით წერენ, ამიტომ თქვენ უფრო დიდი მადლობა ამისთვის, წინა თავი სულ რაღაც რვა კომენტარით გამოირჩეოდა და რომ იცოდეთ ამ რვა ადამიანმა რამხელა პოზიტივი შემმატა, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენ გვერდში დგომისთვის, თბილი კომენტარებისთვის, რეალური შენიშვნებისთის და შეფასებებისთვის.



№1  offline წევრი natia-natia

ერთისუტყვით და ბევრი გაგებით მაგარია :D

 


№2  offline წევრი გაიღიმე

უაზრობისკენ მიექანება ეს ისტორია ნელ-ნელა...
ბევრი დიალოგებია და ერთ ადგილას დგანან... რამე ხომ უნდა განავითარო ამ ისტორიაში?
და მალე თუ დაამთავრებ ეგეც კარგი იქნება <3

 


№3 სტუმარი Be happy

ძაან მაგარია.. იმედია მალე დადებ ახალ თავებს love love wink გელოდებიი..

 


№4  offline წევრი Ninuca)

გააგრძელე ძალიან კარგია..და მალე დადე შემდეგი თავიიი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent