შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


27-01-2016, 22:02
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 1 612

მეექვსე თავი

ავტოგრაფი.
ასადის წინ,გაზეთის ფურცლებზე მისთვის კარგად ნაცნობი სახე დაებეჭდათ.ჯერ თვალებს არ დაუჯერა მამაკაცმა,ეძნელებოდა დაეჯერებინა რომ ადამიანი ვისაც უკვე ერთი თვეა ეძებს და ვერსად პოულობს ცოცხალია და თანაც უკვე ამდენს მიაღწია.მერე კი სიხარული იგრძნო,პირველი იმიტომ რომ ჰანანი ცოცხლაი აღმოჩნდა და მეორე იმიტომ რომ მიხვდა მკვლელი არ გამხდარა.
მაგრამ სიხარულმა მალე გაიარა და მწარე ფიქრებმა მამაკაცს სახეზე ორი ღმა ხაზი გააჩინა.მას შემდეგ ,რაც ჰანანი მკვდარი ეგონა ეს ორი ხაზი სასტიკად დასჩემდა მის შუბლს და მის სახეს პირქუშ გამომეტყველბას აძლევდა.მართალია თავიდანვე არ ყოფილა ზედმეტად ახირებული და თავგასული თინეიჯერი მაგრამ მას როგორც მამაკაცს,რომელიც ფულით იყო განებირვებული მოსწონდა ,როცა ყოველ ახალ დღეს ახალ გოგონასთან ერთად იღვიძებდა.ასე მას შემდეგ იქცეოდა ,რაც გაიგო რომ ჰანანმა სხვაზე გაცვალა ,პრინციპში მაშინ ასე ეგონა ვერ წარმოიდგენდა თუ მისი საცოლე ასე დაამცირეს.როცა პირველად გოგონას სურათი აჩვენეს გაეღიმა .არ აღიარა მაგრამ,მოეწონა.მას შემდეგ ამ უცნობ გოგონაზე ფიქრი დასჩემდა და თვრამეტი წლისას ისე უყვარდა ,როგორც ფილმებში იყვარებენ ხოლმე.რადგან იშვიათად არსებობს რეალურ ცხოვრებაში ,ასეთი სათუთი და ლამაზი გრძნობა...ნურამაც გაიგო რომ მისი და ცოცხალია ,თუმცა ის ამაში მაინც იყო დარწმუნებული.რადგან გულწრფელად სწამდა ,რომ უბრალოდ არ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო.რათქმაუნდა ნურამ მოინდომა ,რომ მისის და ენახა მაგრამ როდესაც ამის თქმის შემდეგ ,ასადის სახე დაინახა გადაწყვიტა გაჩუმებულიყო.
-ნურა გთხოვ გამიგე.ახლა რომ ჰანანთან წაგიყვანო ის თავისთავად გკითხავს ვინ ჩამოგიყვანა ამერიკაშიო და რას უპასუხებ ?წარმოიდგინე როგორ ვძულვარ მას .ვიცი რომ ვძულვარ აბა როგორ უნდა უყვარდეს მამაკაცი ,ვინც მოატყუა და ესროლა.მე ის იქ ,ტყეში სრულიად მარტო დავტოვე და გამოვიქეცი.არავინ იცის როგორ გადარჩა.
-ასად,მესმს შენი.მე შემიძლია მოთმენა ,მაგრამ შენ რას იზამ ? ასე აპირებ დარჩენას ? ნუთუ ჰანანს სიმართლეს არ მოუყვები ?არ ეტყვი ყველაფერს რაც სინამდვილეში მოხდა ?
-არ ვიცი.ახლა არაფერი ვიცი.მაგრამ ჯობს დროის დინებას მივყვე და მერე გადავწყვეტ რა უნდა ვქნა. ჯერ ადრეა...

ჰანანის ცხოვრება კი ამ მცირე დროის განმავლობაში მაქსიმალურად შეიცვალა.თავად ჰანანიც სხვა გოგონა გახდა.აღარ ჰქონდა კომპლექსები და საკამოდ გამომწვევადაც იცვამდა. ახლაც თავშესაფრის დერეფანში ქალის ლამაზი სილუეტი რხევით მოდიოდა.მუხლს აცდენილი და ამოღებული ,ტანზე მომდგარი შავი კაბა ძალიან ლამაზად გამოკვეთდა ჰანანის არაჩვეულებრივ ნაკვთებსა და ლამაზ სხეულს,რაც მის არაბულ ტანსაცმელში არასდროს ჩანდა.
-დღეს ჩემი წიგნი გამოიცემა.სახლში უნდა წავიდე ,მითხრეს იქ გამომიგზავნიდნენ წიგნს.-თქვა ჰანანმა და პატარა სარკეში მაკიაჟი შეისწორა.
-კარგი შეგიძლია წახვიდე.
ქუჩაში მიმავალ საოცრად ლამაზ ქალს ,ხშირად გააყოლებდნენ ხოლმე თვალს მამაკაცები და ნერწყვს ხმაურიანად ყლაპავდნენ.ჰანანი უკვე ოცდაერთი წლის იყო...უკვე ცნობილი მწერალი ...
არ შმცდარა სახლში მისულს იქვე კარებთან დადებული ამანათი არ შემცდარა სახლში მისულს იქვე კარებთან დადებული ამანათი დახვდა და მაშინვე გახსნა.წიგნის შავი გარეკანი თვალში მოხვდა და სიამოვნებით ამოიკითხა სათაურის ქვეშ მიწერილი მისი სახელი.
**********************************************

ჰანანი მაგიდასთან იჯდა და ავტოგრაფებს იძლეოდა...როგორც ყოველთვის ახლაც ძალზე ლამაზად და სექსუალურად გამოიყურებოდა ახალი ჰანანი.თუმცა გარეგნულმა ცვლილებამ ,მისი შინაგანი მე ვერ შეცვალა.წიგნში ყველაფერი დაწერა რაც თავს გადახდა და დავიდიც ახსენა.მხოლოდ შეცვლილი სახელით.ხვდებოდა ,რომ ამით დიდ რისკზე მიდოდა .იცოდა დავიდი მოძებნიდა და მის მოკლვლას თავიდან შეეცდებოდა ,მაგრამ ჰანანი სულ სხვა გეგმებს აწყობდა.მისი აღარ ეშინოდა და პირიქით,ცდილობდა სამაგიერო გადაეხადა დავიდისთვის.ძველი ჰანანი ,ამას ვერც კი მოიფიქრებდა ,მაგრამ ახლა გოგონა რაც შეიძლება ძლიერად მალავდა ყველა იმ გრძნობას ,რაც კი გულში შერჩენოდა დავიდის მიმართ და ცდილობდა უფრო და უფრო ჩახლართული გეგმები აეწყო შურის საძიებლად.
სახლში მისული ჰანანი ,იმ სავარძელზე მოთავსდა ,რომელიც ასე ხშირად გამხდარა სხვადასხვა სცენის მოწმე.დროს უკვე გვარიანად გაეცვითა სავარძელზე გადაკრული რუხი ქსოვილი და აქაიქ საგრძნობლად გარღვეულიყო .კარზე კაკუნის ხმამ შეაკრთო .თუმცა მაინც წამოდგა და კარი რომ გააღო განცვიფრდა,მის წინ უცნობ მამაკაცს უზარმაზარი წითელი ვარდების ტაიგული ეჭირა.
-ეს თქვენგამოგიგზავნეს .
-ვინ?-იკითხა გაკვირვებულმა ჰანანმა და თაიგული გამოართვა.
-თქვენმა ერთგულმა მკითხველმა,რომელმაც ვერ მოასწრო ავტოგრაფის ასაღებად მოსვლა.
-რა პრობლემაა ,ხვალ შეუძლია მნახოს და ავტოგრაფს გადავცემ.
-შევატყობინებ-უთხრა უცნობმა და წავიდა.ჰანანმა სისხლისფერ ვარდებს ადგილი მიუჩინდა და დასაძინებლად დაწვა.

-ჰანან,შენთან ეს მოიტანეს-უთხრა ჯულიამ,თავშესაფრის ერთერთმა თანამშრომელმა და უზარმაზარი თაიგული შემოიტანა.
-ჰმ...უცნაურიააა-თქვა ჰანანმა და საქმეს დაუბრუნდა.
ჰანანი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა უცნობის მიერ გამოგზავნილ თაიგულს და მას ვიღაცის უბრალო ახირებად მიიჩნევდა...მის ფიქრები იმ უცნობი ბიზნესმენის გარშემო ტრიალებდა ,რომელსაც ვერცერთხელ ვერ შეხვდა.თავშეასფრის ეზოში უკვე უზარმაზარი შენობა იდგა ,მაგრამ მისი დამფინანსებელი და ამ ყველაფრის სულისჩამდგემლი ჰანანისთვის კვლავ გამოუცნობ პიროვნებად რჩებოდა.ფიქრი ჯულიამ გააწყვეტინა.
-ჰანან ,უნდა წვაიდეთ -უთხრა მან და მალევე ჯულიას მანქანში ჩასხდნენ.
-არაა,მეც უნდა ვისწავლო ტარებაა რაა -ღიმლით თქვა ჰანამა და ჯულის გვერდით მიუსკუპდა.
მალე ზამთარიც მოვიდა...მთელი ამ დღეების განმავლობაში ჰანანთან არ შეწყვეტილა უზარმაზარი თაგულები და უფრო მეტიც მის ფოსტაზე ხშირად უფრო მეტიც მის ფოსტაზე ხშირად ნახულობდა ესემესებს ,რომელსაც ერთგული მკითხველი უგზავნიდა.
25დეკემბერი
ერთგული მკითხველი:-გილოცავ შობას მწერალო!
ჰანანი:-მადლობა,მეც გილოცავ.მომწონს ასე რომ მომართავ.
ერთგული მკითხველი:-აბა რას აპირებ?ვისთან ერთად უნდა შეხვდე შობას?
ჰანანი:-მარტო.
ერთგული მკითხველი:-მარტო?რატომ?
ჰანანი:-რატომ?იმიტომ რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი თვეებია ფსიქიატრიულ კლინიკაშია .მე კი სხვა არავინ მყავს.-ჰანანმა პასუხი გააგზავნა და მხოლოდ ახლა ჩაუფიქრდა თუ რაოდენ ძვირფასი გამხდარიყო მისთვის ეს უცნობი.
ერთგული მკითხველი:-მერე მიდი მასთან და ერთად შეხვდით ახალ წელს.
ჰანანი:-გიჟი ხარ ვინ შემიშვებს ?
ერთგული მკითხველი:-ცადე.
ჰანანი:-მოდი მართლა ვცდი .ლეტიცია საუკუნეაა არ მინახავს.

უცნობი მეგობრის რჩევით წახალისებული ჰანანი ,მართლაც გამოცცხადდა შობას ფსიქიატრიულ კლინიკაში.
-ქალბატონო,შეგიშვებთ მაგრამ ეცადეთ პაციენტი არ ააღელვოთ.ჰანანმა თავი დაუქნია და თეთრი კარი შეაღო.
ლეტიცია საწოლზე იჯდა და ფანჯრიდან გადაშლილ ხედს გასცქეროდა.
-ლეტიცია,როგორ ხარ?-ჰანანმა ისე თქვა თითქოს ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს.
-ჩვეულებრივად.-საწოლზე მჯდარი ლეტიცია ირწეოდა და ფანჯრისკენ იყურებოდა.
-სახეში რატომ არ მიყურებ?
ლეტიციამ თავი შემოაბრუნა და ჰანანს არ გამოჰპარვია მისი ჩაწითლებული თვალები.
-შეცვლილხარ-უბრალოდ თქვა ლეტიციამ.
-შენც-ასევე უპასუხა ჰანანმაც.
-რისთვის მოხვედი?
-მინდოდა მენახე.დღეს ხომ შობააა.
-კარგია.ხომ მნახე ახლა წადი-თქვა ლეტიციამ და კვლავ ფანჯრისკენ შებრუნდა.
-რატომ ასე უხეშად?
-რატომ?კარგი,მაშინ სიმართლე მითხარი ვინმემ გაგახსენა ჩემი თავი თუ უბრალოდ გაგახსენდი და მოხვედი ?
ჰანანს ეს კითხვა გულზე მოხვდა რადგან ,მასში სიმართლის მარცვალი ერია.
-მართალია,ერთმა მეგობარმა მითხრა რომ კარგი იქნებოდა თუ გნახავდი,მაგრამ მე არ დამვიწყებიხარ.
-მეგობარიც შეგიძენია-ირონიულად გაიღიმა ლეტიციამ.
-ეს იმას არ ნიშნავს ,რომ შენ დამავიწყდი.
-ტყუილიც გისწავლია.
-გინდა წავიდე?-იკითხა ჰანანმა.
-როგორც გინდა.
-რატომ იქცევი ასე ?
-როცა საჭირო იყო მაშინ არ მკითხე რა მინდოდა.ახლა გვიანია.
-ეს მაქსმა გადაწყვიტა.
-ნუ მიხსენებ-საოცრად გაღიზიანებულმა ლეტიციამ ლამის ყვრილით წარმოტქვა შემდეგი სიტყვები.
-რატომ?
-რატომ,რატომ,რატომ სხვა არფერი იცი ?
-არა-ჰანანი თანდათან მშვიდდებოდა,რადგან ხვდებოდა რომ ლეტიცია თანდათანობით სიმშვიდე იბრუნებდა.
-გვეყოფა ჰანანა.აღარ მინდა გავიხსენო ის რაც იყო.ვცდილობ შევიცვალო.შენკენ რა ხდება?
-წიგნი დავწერე.
-მართლა?აი ხომ გეუბნები დაგავიწყდი წიგნი დაწერე და არ მომიტანე.
-არა ასე არ არის,მაგრამ არ ვიციიი .შეიძლება იმ წიგნმა აგაღელვოს.
-ააა,აი მივხვდი რაშიც ყოფილა საქმე.
მათი საუბრის დროს კარი გაიღო და მედდა შემოვიდა.
-გასეირნების დროა -თქვა მან.
გოგონები ერთმანეთს გამოემშვიდობნენ.
31 დეკემბერი.
ერთგული მკითხველი:-რა ქენი ნახე შენი მეგობარი?
ჰანანი:კი ვნახე.
ერთგული მკითხველი:მერე როგორ ჩაიარა ?
ჰანანი:ნორმალურად.ახალ წელს რას აპირებ ?
ერთგული მკითხველი:-რატომ მეკითხები?
ჰანანი:ისე უბარლოდ.
ერთგული მკითხველი:-თუ გინდა თავისუფალი ვარ.
ჰანანი:-რა უნდა მინდოდეს.უბრალოდ გკითხე.
ერთგული მკითხველი:-მეც უბრალოდ გეუბნები.თუ გეცლება ერთ ლამაზ ადგილას დაგპატიჟებ და ახალ წელს იქ შევხვდეთ.
ჰანანი:-პაემანს მინიშნავ?
ერთგული მკითხველი:-არა,უბრალოდ ჩემს საყვარელ მწერალს მინდა შევხვდე.
ჰანანი:კარგი.მისამართი მითხარი.
ერთგული მკითხველი:-რად გინდა? ჩემი მძღოლი მოგაკითხავს.
ჰანანი:-ესეიგი მდიდარი ყოფილხარ.
ერთგული მკითხველი:-შეიძლება ასეც ითქვას.
ჰანანი:-არ მიყვარს მდიდრები.
ერთგული მკითხველი:-არც მე.
ჰანანი:-როგორ ?
ერთგული მკითხველი:-დღეს გეტყვი.
მალევე მოსაღამოვდა.ჰანანის სახლის წინ მანქანა გაჩერდა და ჰანანი დანიშნულების ადგილზე მიიყვანა.მართლაც საოცარი და მყუდრო ადგილი იყო.პატარა რესტორანი,წყლის პირას .რესტორნის ფანჯრებიდან სასაიმოვნო მუსიკა და მბჟუტავი სინათლე გამოდიოდა.რესტორანში შესულ ჰანანს ,საკმაოდ უცნაური სიბნელე დახვდა.
-უკაცრავად ასეთი სიბნელე რატომ არის ?რესტორნის ინტერიერის ნაწილია ?-იკითხა ჰანანმა მაგიდაზე მხოლოდ ერთი სანთლის დანახვისას.
-არა ქალბატონო,ეს ერთგული მკითხველის შეკვეთაა-უპასუხა ზრდილობიანად მიმტანმა და მენიუ გადაუშალა.
-ერთგულ მკითხველს დაველოდები და მასთან ერთად შევარცევ.-უთხრა ჰანანმა მიმტანს ,რადგან ხვდებოდა რომ აქ ყველა კარგად იცნობდა მისთვის უცნობ მაგრამ საყვარელ მკითხველს.
რამდენიმე უარო წუთის გასვლის შემდეგ ჰანანი მოუთმენლობამ აიტანა.ასევე მოუთმენლობით იყო სავსე რესტორნის ბნელ კუთხეში მდგარი მამაკაცი,რომელსაც ეტყობოდა ვერ გადაეწყვიტა მისულიყო თუ არა ქალთან.ბოლოს მამაკაცმა სიბნელეში რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ქალისკენ დაიძრა.ქალსაც რაღაც უცნაურმა წინათგრძნობამ უკარნახა ,რომ მას ნაცნობი უახლოვდებოდა.
-შეიძლება ავტოგრაფი?-ჰანანს ზურგიდან იმდენად ნაცნობი ხმა მოესმა ,რომ შეკრთა და თრთოლამ აიტანა.როგორც ჩანს მამაკაცი ახლა უკვე მის წინ იდგა.ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქი ,მამაკაცის ხელებს ანატებდა.რატომღაც ქალს ეცნო ეს გრძელი და ნატიფი თითები....რომლებიჩ ნერვიულად თამაშობდნენ მის წიგნზე.
-შეიძლება ავტოგრაფი?-კვლავ გაიმორა ხმამ და ჰანანი ამჯერად მიხვდა საიდან ეცნობდა ეს ხმა.მის წინ ახლა დავიდი იდგა და ავტოგრაფს სთხოვდა...უეცრად წამოდგა და წასვლა დააპირა,მაგრამ მამაკაცის გრძელი თითები მაშინვე შემოეხვა მის მაჟას და აიძულა მისკენ შებრუნებულიყო.ისე მოხდა რომ მათი საახეები საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა ერთმანეთთან.ჰანანი ახლა მხოლოდ მამაკაცის სქელ ტუჩებს ხედავდა და გრძნობდა როგორ ეფრქვეოდა მისის ცხელი სუნთქვა სახეძე.
-დავიდ..გამიშვი-ამოთქვა ჰანანმა.
-საიდან მიხვდი?-იკითხა გაკვირვებულმა დავიდმა.
-გამიშვი-მის მკლავებში მომწყვდეული ჰანანი,მხოლოდ ამას ამბობდა,რადგან უკვე თავბრუ ესხმოდა მამაკაცის სიახლოვისგან.
-ისევ ჩემს მოსაკლავად მოხვედი?-უეცრად გესლიანად ამოტქვა ჰანანმა და მამაკაცი სასწრაფოდ მოშორდა ქალის თბილ სხეულს.
-მოვედი იმისთვის ,რომ გითხრა ყველაფერი რამაც მეც არანაკლებ მომიწამლა სიცოცხლე ვიდრე შენ.
-რას ამბობ ? შენ დაგწვესსს?შენ გესროლეს?შენ მოგატყუეს და დაჭრილი ტყეში მიგაგდეს?-გაცეცხლებულ ჰანანს ყველაფერი თვალწინ დაუდგა და უეცრად მთელი ბრაზი ,რაც დავიდის მიმართ გაუჩნდა ამ დროსი განმავლობაში,მასვე დაატეხა თავზე.
-ვიცი დაგწვეს ,გაწამეს..-ყვიროდა დავიდი-მაგრამ მეც დამინგრიეს ცხოვრება...ვერ წარმოიდგენ მეც რამდენი რამის გადატანა მომიხდა...
-დავიდ ძალიან გთხოვ გამიშვი აქედან,გამიშვი ხელი და საერთოდ თავი დამანებე...-მერე ჰანანს გაახსენდა როგორ წერდა თავის უცნობ ერთგულ მკითხველს ყველაფერს რასაც გრძნობდა და ცრემლები წასკდა.-შენ კიდევ ერთხელ მომატყუეე ,ერთგული მკითხველი არა...იმ ვარდების დანახარჯს თავიდან ბოლომდე აგინაზღაურებ დაწყნარდი,გთხოვ ოღონდ გამიშვი...
-რას ამბობ ?წყალსაც წაუღია ის ვარდები-იყვირა დავიდამა .იქვე დადგმულ სკამს ხელი დაავლო და მოსიროლა მერე მაგიდას დასწვდა ...მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ ,როცა უკვე დასამტვრევი აღარაფერი დარჩა დავიდმა შეამჩნია ,როგორ ჩაიკეცა მის წინ შიშისგან გულწასული ჰანანი...

ხელში აიტაცა გოგონას მსუბუქი სხეული და თავისის მანქანისკენ წაიყვანა.იქ ნაზად მიაწვინა სავარძელზე და მანქანა დაძრა...
ნახევარ საათში,დავიდი და ჰანანი ერთ ოთახში იყვნენ.ჰანანს ეძინა,ჯერ კიდევ ვერ გამოთავისუფლებულიყო მიღებული შოკისგან .ხოლო დავიდი მძინარე გოგონას გვერდით იწვა და ხარბად დაჩერებოდა გოგონას სახეს,სახე რომელიც დიდი ხანია არ ენახა ასე ახლოს...მოულოდნელად დავიდმა გოგონას აკოცაა,ძილის დროს ამობურცულ ტუჩებს დაეწაფა...სწორედ ამ დროს შორიდან გაისმა ხმები ,ნიშნად იმისა რომ ახალი წელი უკვე შემობრძანებულიყო ამერიკაში...უამრავი ადამიანი ხამურითა და ზეიმით ხვდებოდა ახალი წლის შემობრძანებას...ისინი კი სიჩუმით ტკბებოდნენ...ჰანანს ეძინა ,ხოლო დავიდს მჭიდროდ მოეხვია ხელი გოგონას წვრილი წელისთვის და მის გვერდით,მასაც მშვიდად დასძინებოდა...სადღაც მათთან ახლოს ჰანანის დაწერილი წიგნი ეგდო...ავტოგრაფის გარეშე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent