შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


29-01-2016, 16:16
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 1 441

მეშვიდე თავი
თვალების გახელისთანავე მიხვდა ,სადაც უნდა ყოფილიყო.საშინლად ანერვიულდა ,როცა მიხვდა მის გვერდით ვის უნდა სძინებოდა მთელი ღამის განმავლობაში.ახლა მხოლოდ თვითონ იწვა ,მაგრამ გრძნობდა რომ მის გვერდით ის იქნებდა ...მისი სურნელი ჯერ კიდევ შერჩენოდა თეთრეულს...ჰანანი წამოდგა ,გონების თვალი გადაავლო ყველაფერს და ერთხელ კიდევ გაანალიზა რომ ისევ მოატყუეს.თავიდან შიშმა აიტანა ,მაგრამ მერე მალევე დამშვიდდა და შიშის ნაცვლად მასში სიძულვილმა დაისადგურა.თვალწინ დაუდგა ყველა ის გეგმა,რასაც ამდენ ხანს აწყობდა დავიდზე შურის საძიებლად.ახლა უნდოდა სადმე დავიდი ენახა და დაესახიჩრებინა ,დაეჭრა ან რაიმე საშუალებით მისთვის ეტკინა.როგორმე მასაც დაეშავებინა რაიმე დავიდისთვის...ოთახს თვალი მოავლო და დავიდის აქ ყოფნის ვერაფითარი კვალი ვერ დაინახა.უეცრად კარს იქით ფეხის ხმა შემოესმა და მიხვდა ვინც უნდა ყოფილიყო იქ.კარი გაიღო ,მაგრამ დავიდის ნაცვლად იქიდან ის მამაკაცი შემოვიდა ვისაც ყვავილები მიჰქონდა ხოლმე მისთვის.
-სად არის დავიდი?-ჰანანმა პირდაპირ ჰკითხა.
-ვინ დავიდი?-მამაკაცს გაუკვირდა.
-კარგად იცი ვინც...
-ის წავიდა.
-სად?
-თქვენ ამის გაგება რას გარგებთ?
-ეს შენი საქმეე არაა,მითხარი !
-არ ვიცი-გაიმეორა მამაკაცმა და კარი გაიხურა.
მაშინ რა მოხდა ? ნუთუ გუშინ ასე შეიფარა ,მარტო არ დატოვა და დღეს ასე მოულოდნელად გაუჩინარდა ?-ჰანანს ვერ გაეგო რატომ იქცეოდა ასე დავიდი.მამაკაცი ,რომელსაც ყველაზე დიდ მტრად თვლიდა.ჰანანი სწრაფად გაეცალა იქაურობას და სახლში წავიდა.

გახმაურებული ქორწილი
-ჰანან ,რატომ დაიგვიანე ?-ჰკითხა ჯულიამ.
-ბოდიში,რაღაც საქმე მქონდა.
-რა ქენი ?როგორ გაატარე ახალი წლის საღამო ?
-ჩვეულებრივად-იცრუა გოგონამ.
-იცი დღეს დილით საჩუქრებით დატვირთული მანქანები მოადგა ჩვენს თავშესაფარს.
-მართლაა?ვინ გამოიჩინა მოწყალება ?-ჰანანს გაუკვირდა ,რადგან ამ ბოლო დროს თავშესაფარს არცისე დიდ ყურადღებას აქცევდნენ.
-იმ ბიზნესმენმა.ძალიან კარგი ადამიანია.
-ჰო ,მართლაც.
-იცი რა ?მინდა იმ ბიზნესმენს შევხვდე და გავესაუბრო ხომ იცი წიგნს ვწერ...
-კარგი აზრია,მაგრამ როგორ ?
-თავშესაფრის დამფუძნებელს ხომ კარგი ურთიერთობა აქვს მასთან...
-ხოოო...შეგიძლია მას თხოვო-გაიღიმა ჯულიამ.
-მართლაც,კარგი იქნებოდა.თანაც მადლობასაც ვეტყოდი...
მართლაც ,ამ იდეამ გაამართლა და ბიზნესმენმა შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა...
უცნობი და ჰანანი ერთერთ რესტორანში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს.დაგვიანებით მისული ჰანანი,რესტორანში პატივისცემით მიიღეს და იმ მაგიდისკენ გაუძღვნენ სადაც ბზნესმენი ელოდებოდა.
ჰანანი მაგიდასთან მიიჭრა და რადგანაც ჩანთაში იქექებოდა ,უცნობისთვის სახეში არ შეუხედია ისე თქვა.
-დიდი ბოდიში...ძალიან ვეცადე დანიშნულ დროს მოვსულიყავი მაგრამ მაინც დავაგვიანე...
პასუხმა რატომრაც შეაგვიანა ,მაშინ ჰანანამა უცნობისკენ გაიხედა და მასში დავიდი ამოიცნო.
-ჰანან-გაკვირვებულმა დავიდმა სიტყვები ძლივს ამოთქვა.
-აქ რა გინდა ?უკან დამყვები?-ჰანანი კვლავ ნაცნობი გრძნობით აივსო და ეს გრძნობა ამჟამად მხოლოდ სიძულვილი იყო.
გოგონამ აღარ დაუცადა და წასვლა დააპირა,მაგრამ დავიდმა მხრები ხელი ჩაავლო და ძალით დასვა.
-როდემდე უნდა გეშინოდეს ჩემი?-უნდოდა სხვანაირად ეთქვა მაგრამ ასე გამოუვიდა .მისმა ამ სიტყვებმა ჰანანი უფრო გააღიზიანა.
-მე შენი არ მეშინია და დღეს შენ თვითონ გაიქეცი-უთხრა ნიშნისმოგებით.
-შეცვლილხარ.
-რაო გაგიკვირდა ?ადრინედელი ჰანანი ხომ შეტევაზე არასოდეს გადმოდიოდა.
-მაინც ის ხარ-უთხრა დავიდმა და მამაკაცის მზერამ გოგონა ოდნავ აანერვიულა.
-შენ არაფერი იცი-ამოთქვა ბრაზით და ეცადა თვალი აერიდებინა მამაკაცის მზერისთვის ,რომელიც სულ უფრო და უფრო თამამი ხდებოდა.
-მომისმინე-დავიდმა კვლავ დაიბრუნა სერიოზულობა-ვიცი ,რომ მე გეზიზღები მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრა...
-არ მაინტერესებს !
-მომისმინე.
-გითხარი არ მაინტერესებსმეთქი !
-მე არ მინდოდა...
-შეწყვიტე...
-მიყვარხარ ამის...-დავიდმა ვეღარ მოითმინა და ხელი ძლიერად დაარტყა მაგიდას ,მერე ჰანანისკენ გაიწია და თვალისდახამხამებაში მის ტუჩებს დაეწაფა...
რამოდენიმე წუთი გოგონა იბრძოდა,მუშტებს ურტყამდა და როგორც შეეძლო თავიდან იშორებდა მაგრამ მამაკაცი მთელი ძალით იწევდა მისკენ.კიდევ კარგი რესტორანში ბევრი ხალხი არ იყო და ისინიც ერთ კუთხეში ისხდნენ...ბოლოს მამაკაცი მოშორდა ,რადგან ხანგრძლივი კოცნის შემდეგ ჰაერი ესაჭიროებოდა ორივეს.
ჰანანმა ტუჩებზე ზიზღით გაისვა ხელი .
-გგონია ამით გულს მომილბობ?შენ ხომ მხოლოდ ასეთი რამეები გიზიდავს.არარაობა ხარ-თქვა და წამოდგა.
-არა ,არა გთხოვ არ წახვიდე .არ მინდოდა ...უამრავი რამ მინდა გითხრა-მამაკაცის თვალებში გამოუთქმელი სევდა იდგა..წამით ჰანანს სურვილი აღეძრა კვლავ მისულიყო მასთან .მოუნდა დავიდს ისევ ეკოცნა მაგრამ ასე არ მოხდა.სიამაყემ თავისი ქნა და გოგონამ ზურგი აუარა...

სახლში მისული ჰანანი თავის თავს ლანძღავდა რესტორანში გამოჩენილი თავშეუკავებლობისთვის. იმ საღაამოს საშინლად ეძინა,თუმცა დილით უფრო საშინელი რამ დაატყდა თავს...
''ცნობილი ბიზნესმენისა და ავტორის რომანი''
გაზეთს დიდი ასეობით ეწერა და წარწერის ქვეშ .დავიდისა და ჰანანის ფოტო მოეთავსებინათ.კადრი გუშინდელი სცენიდან....ჰანანმა იგრძნო რომ მთელ სხეულში რაღაც ცივმა გაუარა და საშინლად ატკინა ყველაფერი... ამ დროს კი დავიდიც ასეთივე გაზეთს დაჰყურებდა და რაღაც სიხარულს გრძნობდა...
-დავიდ რას უყურებ ასეთი ბედნიერი სახით?-ნურა დავიდს მიუახლოვდა.
-შეხედე ეს შენი დაა ჰანანი-თქვა დავიდმა და ნურას გაზეთი გაუწოდა.
-ღმერთო რა ლამაზია,მაგრამ ასე რატომ აცვია.
-ხომ გითხარი ის უკვე თანამედროვე ქალი გახდა ...
-ლამაზია-ნურამ მხოლოდ ეს თქვა და გული სიხარულით აუთრთოლდა .ხედავდა დას ,რომელიც ფოტოზეც კი არ ენახა ამდენი ხნის განმავლობაში.
ჰანანმა გაზეთი დაკეცა და ახლაღა შეუდგა ფიქრს თუ როგორ ჩაიხლართა ყველაფერი.
-ესეიგი დავიდი დაეხმარა თავშესაფარს-ფიქრობდა და უკვირდა რა უნდა სდომებოდა დავიდს მისგან.ბოლოს ფიქრს თავი დაანება და წასასვლელად მოემზადა.
-ყოჩაღ-უთხრა ჯულიამ-შეხვდი კიდეც და უკვე ყველაფერი მოასწარი-გაიცინა მან.
-რას ბოდავ?ეს უბრალოდ სარგებელზე გათვლილი ტყუილია.
-ფოტო?
-გაკეთებულია.რა ?არ შეიძლება გაკეთებული იყოს?
-შეიძლება ,როგორ არ შეიძლება მაგრამ შენ ასე არ ანერვიულდებოდი ეს რომ სიმართლე არ იყოს -თქვა ჯულიამ და მეგობარზე გამარჯვების აღსანიშნავად ტაში შემოკრა.
საღამოს ქუჩაში მიმავალ ჰანანს ხშირად ესმოდა როგორ საუბრობდნენ მის შესახებ.
-ის ბიზნესმენი ძალიან სიმპატიურია,არავინ იტუოდა უარს ასეთ ქმარზე-უკვე რამდენჯერმე გაიგონა ჰანანმა მსგავსი წინადადება .როგორც იქნა სახლამდე მიაღწია და სავარძელში მოთავსდა.
ჩვეულებრისამებრ,გაცვეთილ სავარძელში მოთავსებული გარემოს გაჰყურებდა და ყავას სვამდა.ჩაბნელებულ ოთახში მხოლოდ მის სავარძელს ეცემოდა მთვარის შუქი.გულში დაგროვილ სიძულვის ვერ ერეოდა...ბრაზი ყელში აწვებოდა და გული ერეოდა როცა ფიქრობდა როგორ ოცნებობდნენ გოგონები დავიდზე.
უეცრად უცნაური აზრი დაებადა,რა მოხდებოდა ის რომ დავიდის ცოლი გამხდარიყო.ასე მის გვერდით იქნებოდა ,ხოლო მტერი რაც უფრო ახლოს გყავს მით უფრო კარგია...მაგრამ როგორ?ახლა ამ კითხვის ირგვლივ დაიწყო ფიქრი.

დილით მზის სხივებმა სულ ახლებურ ხასიათზე დააყენეს ჰანანი.გადწაყვიტა თავად გადაედგა პირველი ნაბიჯები და დავიდის ცოლი გამხდარიყო,ნებისმიერი გზით.
უზარმაზარი კომპანიის ჰოლში ქალის ლამაზი სილუეტი გამოჩნდა.იგი რხევით მოდიოდა და ძალზე გამომწვევი სამოსი მისი ყოველი ნაკვთის მშვენიერებას თვალსაჩინოს ხდიდა.
დავიდის ახალმა მდივანმა უთხრა ,რომ უნდა დალოდებოდა.ჰანანს არ გამოპარვია,რა მზერით აათვალიერა მდივანმა იგი.
-ჰოო,გისმენთ.ახლავე-უთხრა მდივანმა ტელეფონზე ვიღაცას და დერეფნის ბოლოში გაუჩინარდა.მარტო დარჩენილ ჰანანს ახალი იდეა მოუვიდა.სწრფად წამოდგა და მდივნის მაგიდას მიუახლოვდა.უჯრებში უსარგებლო ქექვის შემდეგ ვერაფერი იპოვა ისეთი,რასაც შეეძლო კომპანიისთვის საფრთხე მოეტანა.მოულოდნელად ერთერთ უჯრაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებს წააწყდა.როგორც ჩანს ბუღალტერს ეს დოკუმენტები მდივნისთვის დაუტოვებია...
-იქნებ რამეში გამომადგეს იფიქრა ჰანანმა და სასწრაფაოდ ჩააცურა ჩანთაში.შემდეგ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა ...
-წამობრძანდით-უთხრა გოგონამ და დერეფნის ერთერთი ოთახისკენ წაიყვანა.
-მობრძანდით-ოთახში მამაკაცის მკაცრი ბარიტონი გაისმა.დავიდი ქაღალდებში თავჩარგული იჯდა .
-შეგიძლიათ დაბრძანდეთ,რა გნებავთ?-ისე თქვა მან რომ მოსულისთვის არც შეუხედავს.
-ცოტაოდენი ყურადღება -გამომწვევად თქვა ჰანანმა და გამარჯვებულის მზერით გადახედა მამაკაცს,რომელიც მისის ხმის გაგონებაზე შეკრთა და წამოიწია.
-ჰანან,რა ხდება?რამე მოხდა?-დავიდმა შეშინებული სახით იკითხა,რადგან მისი აზრით წარმოუდგენელი იყო ,რომ რაიმე მიზეზის არსებობის გარეშე ,ჰანანი აქ კიდევ ერთხელ მოვიდოდა.
-რა უნდა ხდებოდეს ბატონო დავიდ?თქვენ სულ უკან დამყვებოდით და ამჯერად მე თავად მოვედი თქვენთან.
-ჰანან რა თამაშს თამაშობ?
-რას მკადრებთ ბატონო დავიდ ?მე ხომ მოთამაშე არ გახლავართ.
-ცდებით ქალაბტონო-დავიდიც აყვა თამაშში.-თქვენ არაჩვეულებრივი მოთამაშე ბრძანდებით.
-რატომ?-იკითხა ჰანანმა ოდნავ ბრაზმორევით ,რადგან ხვდებოდა რომ მისი თამაში ასეთი ნათელი იყო დავიდისთვის.
-თქვენ არაჩვეულებრივად გამოგდით ითამაშოთ თქვენს პირდაპირ მჯდომი მამაკაცის გრძნობებზე.-უპასუხა დავიდმა და გაუღიმა.
ჰანანი ასეთ პასუხს არ მოელოდა და შეკრთა.მერე კი გაღიზიანებულმა უპასუხა.
-კარგი.მოვრჩეთ თამაშს.
-რატომ ქალბატონო ეს თამაში ხომ თქვენ თვითონ დაიწყეთ?-დავიდი არ ეშვებოდა და გულში სიხარულს გრძნობდა,რადგან მისი უპირატესობა აშკარა იყო.
-გიყვარვარ?-პირდაპირ კითხა ჰანანმა და მამაკაცის გამოსაწვევად დაიხარა და ღია დეკოლტე უფრო გამომწვევი გახდა...
-ამას რატომ მეკითხები?
-ისე უბრალოდ.მაინტერესებს რაში გჭირდები?
-მჭირდები-უბარლოდ უპასუხა მამაკაცმა ,წამოდგა და ქალის პირდაპირ მაგიდას მიეყრდნო.
-რისთვის?
-იმისთვის რომ ვისუნთქო-დავიდი თვალებში უყურებდა ჰანანს და ამ სიტყვებს ისე ამბობდა.მამაკაცმა შეამჩნია პატარა გაელვება ქალის თვალებში.
-თავშეასფარს ჩემ გამო დაეხმარე ?-იკითხა მოულოდნელად ქალმა.
-რომ გითხრა ასე იყოთქო გაგიხარდება?
-მე უბრალოდ გკითხე.
-არა,არცკი ვიცოდი რომ იქ მუშაობდი.
-ესეიგი კეთილი გახდი?-ჰანანმა ირონიულად გაიღიმა.
-არა...ოდნავ უკეთესი.
-ადამიანს ესვრი ,ტყეში მომაკვდავს ტოვებ და მერე ყველაფრის გამოსყიდვას ბავშვების დახმარებით ცდილობ?
-მე ბავშვებს ამისთვის არ ვეხმარები.
-აბა რისთვის?
-მინდა შევიცვალო.
-ძნელი საქმეა.
-ჰანან,ვიცი რომ გატკინე ,იმაზე მეტად გატკინე ვიდრე ჰასანმა...
ამ სახელის გაგონებაზე ჰანანი შიშმა აიტანა.
-ჰასანი....შენ საიდან იცი?
-ვიცი,ჰანან მე ყველაფერი ვიცი შენს შესახებ
-ვინ ხარ?-შეშინებული ჰანანი დავიდს თვალებში მიაცქერდა და იქ პასუხის ამოკითხვას შეეცადა.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ?
-ჰასანმა გამოგგზავნა?
-ხომ ვთქვი არ შეცვლილხარ,შენი აზრით მე იმ ნაძირალას ვგავარ?-მაგრამ დავიდი აქვს მიხვდა რამდენად უადგილო კითხვა დასვა .ის და ჰასანი ხომ არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან.
-რატომ არ მეუბნები ვინ ხარ ?
-ოდესმე გაიგებ.
დავიდმა ისე უპასუხა ,ჰანანი მიხვდა რომ ახლა ვერაფერს გაიგებდა და მაშინვე გაახსენდა გონებაში აწყობილი გეგმები.
-წასვლის დროა-თქვა დავიდმა და ჰანანთან დადგა ,იმის ნისნად რომ ის უნდა წასულიყო.ჰანანი გაოცებული წამოდგა ,რაიმე მწარე სიტყვის თქმაც კი ვერ მოასწრო.გაოცებული იყო.დავიდი სულ სხვანაირი მოეჩვენა...
იმ საღამოს ჰანანის სახლთან,რომ ჩაგეარათ ანთებულ შუქს აუცილებლად შეამჩნევდით.გოგონა მთელი ღამე დოკუმენტებს ჩაჰკირკიტებდა და იქ ისეთი რაღაც აღმოაჩინა,რასაც უდიდესი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა კომპანიისათვის.ანგარიშები საკმაოდ არეული იყო და ეტყობოდა რომ ვიღაცას ,თავისი სურვილისამებრ გადაეწყო კომპანიის თანხები.გოგონა მიხვდა რომ აუცილებელი იყო რაღაც მოემოქმედებინა ახლა ორმაგად უნდოდა დავიდს ცოლად გაჰყოლოდა,პირველი-გაეგო ვინ იყო სინამდვილეში დავიდი და მეორე -სამაგიერო გადაეხადა მისთვის. მაგრამ რა უნდა ექნა დავიდთან მისულიყო და პირდაპირ ეთქვა ცოლად მინდა გამოგყვეო?არა ასე ნამდვილად არაფერი გამოვიდოდა.
ჰანანი ვერასდროს წარმოიდგენდა ,რომ ოდესმე მოინდომებდა დავიდის ცოლი გამხდარიყო.მაგრამ ახლა მისის აღარ ეშინოდა რადან იცოდა რომ დავიდი მის მოკვლას არ აპირებდა ,მას რაღაც სხვა გეგმები ჰქონდა.
იქნებ დავიდი ეეჭვიანებინა?არა ესეც უაზრობა იქნებოდა.მაშინ რით შეიძლებოდა მისი ცოლი გამხდარიყო?
ჰანანს უეცრად ისეთი აზრი მოუვიდა თავში რამაც მართლა მოხიბლა და მშვიდად დააძინა.

********************
-ჩემს ქალბატონს ერთადერთი მოთხოვნა აქვს!
-მაინც რა ?-იკითხა დავიდის ბიძამ.
-ამ დოკუმენტებს იმ შემთხვევაში გადმოგცემთ თუ თქვენი ძმისშვილი ცოლად მოყვანს ჩემს უფროსს.
-ხუმრობთ?ეს ხომ შეუძლებელია.
-მაშინ ამ დოკუმენტებს დაემშვიდობეთ.
-თქვებ გგონიათ მაგით რამეს მაიძულებთ?ბუღალტერს თავიდან გავაკეთებინებ ყველა საბუთს.
-კი მაგრამ თქვენს კომპანიაში,ბევრი მოღალატეა.
-მაინც?
-ამას იმ დოკუმენტების გარეშე ვერ გაიგებთ.
-არ გეშინიათ,რომ ამ დოკუმენტებს უბარლოდ წაგართმევთ?
-ეს მხოლოდ ასლია,გაფრთხილებთ ჩემს უკან საკამოდ შეძლებული ადამიანები დგანან.
-უამრავ ფულს მოგცემთ.ყველაფერს გარდა ქორწილისა.
-მე მხოლოდ ეს მოთხოვნა მაქვს.ნუ ღელავთ თქვენი ძმისშვილის მომავალი ცოლი საკამაოდ შეძლებული და განათლებული პიროვნებაა და არსად შეგარცხვენთ.
-მომისმინეთ,მე დღესვე მოველაპარაკები ჩემს ძმისშვილს,მაძლევთ გარანიტას რომ ?
-ამაზე საუბარი საჭირო არაა,თუ ჩვენი მოთხოვნა შესრულდება ყველა ასლი და დოკუმენტიც თქვენთან აღმოჩნდება.
***********************
დავიდი ახალმა ამბავმა მთლიანად შეძრა.ვერასდროს წარმოიდგენდა ვინმეს თავის ცოლოდ ,გარდა ჰანანისა.მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დათანხმებულიყო.მხოლოდ მამამისის მუქარამ,რომ თუ იგი ცოლს არ შეირთავდა ნუარს და ჰანანს რამეს დაუშავებდნენ,აიძულა დათანხმებულიყო...

**************************
-პატარძალი სად არის?
-აი ისიც.
დავიდის სასახლის ერთერთი ოთახის კარი შეიღო და იქიდან სადად ჩაცმული ქალი შემოვიდა.დავიდი ზურგით იდგა და არცკი შემობრუნებულა არასასურველი პატარძლის სანახავად.
რამდენიემ ხნიანი ფორმალურობის შემდეგ დავიდმა კითხვაზე დადებითად უპასუხა .
-დიახ-გაისმა ჰანანის ხმა და მთელი ქორწილის განმავლობაში დავიდმა პირველად გაიხედა მისი ცოლისკენ.
-შენ?
-რატომაც არა-თქვა გოგონამ და საბუთისკენ მიუთითა.დავიდმა გაუცნობიერებლად მოაწერა ხელი,შემდეგ იგივე გაიმეორა ჰანანმაც და ქოორწინების მოწმობით ხელამშვენებულები ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ...
მის წინ იდგა ქალი,რომელსაც ესროლა,რომელიც დაამცირა და მოატყუა და რომელიც დღეიდან მისი ცოლი იყო.მის წინ ჰანანი იდგა და ორაზროვანი ღიმილით შეჰყურებდა მამაკაცს,რომლეიც დღეიდან მისი ქმარი იყო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent