შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (7)


30-01-2016, 14:25
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 6 415

ძლივს გავიაზრე რა ხდებოდა. გაბრიელს მივკრობოდი მთელი სხეულით და მუხლები მიკანკალებდი. ხელები გაუბედავად ჩამომედი მის მხარზე და თურმე კოცნაშიც ავყოლოდი. კიდევ კარგი საღი აზროვნების უნარი მცირე დოზით მაინც შემრჩა და გავიაზრე რა შეიძლებოდა მომხდარიყო,ოთახში გიგა ან ელენე რომ შემოსულიყო,ამიტომ ძლივს მოვახერხე და გაბრიელს ხელებიდან დავუსხლტი.
-რაა... რა გააკეთე? _აღმომხდა გაოცებულს.
-ამას რა ჰქვია მე უნდა გასწავლო ამხელა გოგოს? _გაიღიმა,მაგრამ ალბათ ჩემს სახეზე საშინელ ბრაზს გადააწყდა და მაშინვე დაამატა. _მაპატიე,თავი ვერ შევიკავე.
მომინდა მისთვის რამე ჩამერტყა,პირდაპირ სახეში. გიგას ყავას ხელი დავავლე და მისაღებში გავედი,თან ვცდილობდი გადამეხარშა რა მოხდა სამზარეულოში.
-რა სახე გაქვს ნინე,მოხდა რამე? _მკითხა შეშფოთებულმა ელენემ.
-არაა,არაფერია,უბრალოდ გადავიღალე ცოტა. ავალ და დავიძინებ. თუ რამე დაგჭირდა დამიძახე.
კიბეებზე სწრაფად ავედი,ისე რომ შემოსასვლელში მდგარი გაბრიელისთვის ერთხელაც არ გამიხედავს.
იმ ღამე სავსე მთვარე იყო. მთლიანად ანათებდა ჩემს ოთახს. საწოლზე ტანსაცმლიანად ვიწექი და ყელსაბამს ვეთამაშებოდი... ჰო,სწორად მიხვდით,სწორედ იმ ყელსაბამს, ასე ძლიერად რომ მაგონებდა გულედანის თვალებს. გაბრიელის მაისურზე შერჩენილი მისი სუნამოს სურნელი სასიამოვნოდ მედებოდა მთელს სხეულზე და საშუალებას არ მაძლევდა სხვა რამეზე მეფიქრა. ვბრაზობდი გულედანზე... მეცა და მაკოცა,ისე რომ ჩემთვის ნებართვაც არ უთხოვია. ჩემი პირველი კოცნაც მომპარა. ზუსტადაც რომ მომპარა. მერე დავფიქრდი და ნებართვის აღება საკოცნელად,ცოტა ბანალური მეჩვენა. ტელეფონზე შეტყობინება მივიღე.
„თუ არ გძინავს ეზოში ჩამოდი,გელოდები“
„მოხდა რამე? “ _შეტყობინებას ვითომ გულგრილად ვუპასუხე,არადა ერთი სული მქონდა ,როდისჩავიდოდი დაბლა.
„ნახვა მინდა შენი“
წამოვდექი და ფრთხილად გავაღე კარი,რომ არავინ გამეღვიძებინა. გარეთ საშინლად ციოდა. სიხარულმა და გაბრიელის ნახვის სურვილმა ყველაფერი დამავიწყა და ახლა ,როცა გრილი სიო ტანზე მომელამუნა,უსიამოვნოდ დამბურძგლა. გაბრიელი ჰამაკზე იწვა,მაღლა იხედებოდა. გაუბედავად დავადექი თავზე. ჩემს დანახვაზე გაიღიმა და ჩაიჩოჩა.
-მოდი,დაწექი. _ჩაიჩურჩულა.
-ამისთვის დამიძახე?
-დაწექი რა!
-შენს გვერდით რატომ უნდა დავწვე? _ბრაზმა შემომიტია.
-გოგო,ცხოვრებაში ერთხელ მაინც გააჩერე ენა და დაწექი რომ გეუბნები! _დამიღრინა.
გვერდით მივუწექი,მაგრამ ისე რომ დისტანცია არ დამირღვევია.
-დაწოლის მნიშვნელობა იცი შენ ? ჰაერში უფრო ხარ გამოკიდებული. ნორმალურად დაწექი,არ ვიკბინები!
-რა გინდა ვერ გავიგე! _ხმა ამითრთოლდა.
ხელები მომხვია,ფეხები ჰამაკზე დამაწყობინა და ჩამეხუტა. ცხვირი პირდაპირ მის მკერდში მქონდა ჩაფლული,ისე რომ სუნთქვასაც ძლივს ვახერხებდი.
-დავიხრჩე!
-ცოტა ხანი არ გაინძრე რა,გეხვეწები! _ყურთან მიჩურჩულა.
რამდენიმე წუთი ვიწექით ასე,გაუნძრევლად. გულში გაბრიელის გულის ცემას ვითვლიდი,თითქმის ყოველ წუთში რომ იცვლებოდა.
ვეცადე გავსწორებულიყავი. გაბრიელის თვალებს მოვკარი თვალი.
თვალებს,რომლებიც მთვარის შუქზე ისე ბრწყინავდნენ,გული შემეკუმშა. წამით მომინდა მივვარდნოდი და ისე ჩავხუტებოდი,მისგან ვერავის ავეწიწკნე. მისი სურნელი უარესად მაბნევდა,წარმოდგენა არ მქონდა რას ვაკეთებდი. სულ რაღაც თვეების გაცნობილ ბიჭთან ერთად ვიწექი ჰამაკში და მთვარეს ვუყურებდი.
მე,ნინე ასათიანი,რომელსაც ყოველთვის მეშინოდა ურთიერთობების.
-რაზე ფიქრობ? _მკითხა.
-ყველაფერზე რაც ჩვენს ირგვლივ ხდება,ახლა ამ წამს და ზოგადად... _ვუთხარი ხმა ჩამწყდარმა.
-მერე რა დასკვნამდე მიხვედი?
-მეშინია...
-რისი?
-რომ გულს მატკენ...
-გული რატომ უნდა გატკინო? _მკითხა საოცარი სიმშვიდით.
-იმიტომ რომ ასე ხდება ხოლმე. ბიჭები ყოველთვის ტკენენ გოგონებს.
ჩაიცინა და ისევ მთვარეს ახედა.
-არ უნდა გეშინოდეს. ყველაფერი მარტივადაა,შენ კი ართულებ.
-არაფერს ვართულებ,უბრალოდ გითხარი რომ მეშინია. _ბრაზმა გადამკრა.
-მე კი არ მეშინია...
-შენ რისი უნდა გეშინოდეს? _ვუთხარი განცვიფრებულმა.
-იმის რომ გულს მატკენ.
-დამცინი? _ვკითხე ცრემლ მორეულმა.
-სულაც არა. მეც იგივე გრძნობა მაკავშირებს შენთან,რაც შენ ჩემთან. წესით მეც შენნაირად უნდა მეშინოდეს. იქნებ შენ მატკინო გული? მაგრამ არა,მე ჩვენი გრძნობის მჯერა და კიდევ ნდობის.
-რა გრძნობაზე ლაპარაკობ?
-არ გინდა,ნინე . ვერ ვიტან ასეთ მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს. არც ზედმეტი და ბანალური სიტყვები მიყვარს. ვაკეთებ ყოველთვის იმასაც,რასაც გული მკარნახობს. სამზარეულოშიც ისე მოვიქეცი,როგორც მინდოდა. მე ვერ გეტყვი რა იქნება მომავალში,მაგრამ ზუსტად ვიცი,რომ ეს ყველაფერი ცდად ღირს.
-არ ვიცი... ყოველთვის მეშინოდა ურთიერთობების..
-შენსავით დაბნეული არ ვარ ნინე,ვიცი რაც მინდა. უბრალოდ მომენდე და დინებას მიყევი,დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
-შენ არ გესმის...
-მითხარი რა პრობლემას ხედავ და იქნებ ერთად გადავწყვიტოთ!
-ჩვენს უკან უამრავი ადამიანი დგას,გაბრიელ. ჩემი ძმა,მაგდა,სანდრო და ბიჭებიც კი,თუნდაც ელენე ავიღოთ.
გაბრიელს გაეცინა.
-ეგენი რა შუაში არიან ჩემსა და შენს ურთიერთობასთან? _მკითხა შესაშური სიწყნარით და ფეხზე წამოდგა.
-როგორ თუ რა შუაშია არიან,რას იფიქრებენ...
-გოგო,ნუ გამაგიჟე.. რა უნდა იფიქრონ? ორ ზრდასრულ ადამიანს ერთმანეთი,რომ მოეწონა ამაში რა არის საგანგაშო და საპანიკო? აქ ელენე და დანარჩენები არაფერ შუაში არიან,ნინე. ყველაფერი შენი და ჩემი გადასაწყვეტია. ძალიან მომწონხარ და არ გამოვრიცხავ მალე სხვა გრძნობაშიც გადაიზარდოს ეს ყველაფერი. გოგოს გრძნობებზე თამაში ყველაზე დიდ არაკაცობად მიმაჩნია,მითუმეტეს როცა და მყავს. თანაც აღარ ვარ პატარი ბიჭი,ვიცი რასაც ვგრძნობ და რა მინდა. _მონოლოგი მშვიდად დაასრულა და სიგარეტს მოუკიდა.
სიგარეტის კვამლი მის სუნში აირია და ეს ნაზავი იმდენად მომეწონა,გაბრიელთან ჩახუტების სურვილი გამიჩნდა. არადა ვერ ვიტან სიგარეტის სუნს.
-დავფირდები... ცოტა ხანს დავფიქრდები... _ვუთხარი არეულმა.
-როგორც შენ გინდა. _მითხრა და ჩემკენ წამოვიდა. _ახლა შინ შევიდეთ,ცივა.
ხელი გადამხვია და სახლისკენ წამიყვანა. უმკლაო მაისური ეცვა,მისი მკლავი რომ ხელზე შემეხო,დამბურძგლა და შემაკანკალა.
-ხედავ,ჩემს შეხებაზეც კანკალებ... _ჩაიცინა კმაყოფილმა და ოთახში შევიდა.
იმ ღამეს მთელი ღამე არ მიძინა. ყველაფერზე ვფიქრობდი. როგორ მოეკიდებოდნენ ამ ამბავს ჩემი და,დემეტრე,ელენე და ბიჭები. არა,პატარა გოგო ნამდვილად არ ვარ და გადაწყვეტილების მიღებაც დამოუკიდებლად შემიძლია,მაგრამ საქმეც ამაშია რომ არ ვიცი რა მინდა. გაბრიელი მომწონს,ძალიან მომწონს,იმაზე მეტადაც ვიდრე ყველა ბიჭი ერთად ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ არ ვიცი,რაღაც მაკავებს და ყველაზე მეტად ეს ფაქტი მიშლის ნერვებს.
გამთენიისას ჩამეძინა. კარზე ძლიერმა კაკუნმა გამომაღვიძა. ნამძინარევი ხმით მივეცი ‘სტუმარს’ შემოსვლის უფლება. ელენე იყო. მის დანახვაზე კიდევ ერთხლ გამახსენდა ჩემი და გაბრიელის ღამის საუბარი და შემრცხვა.
-შეიძლება? _იკითხა ღიმილით.
-მოდი ელენე.
-ხომ კარგად ხარ? ამ დრომდე არ გძინავს ხოლმე და ვიფიქრე ,გავიგებ ხომ ყველაფერი რიგზე აქვს-მეთქი. . .
-კარგად ვარ,უბრალოდ ცუდად მეძინა და ახლა ჩამძინებია,გამთენისას. რომელი საათია?
-თორმეტი სრულდება. _მითხრა ელენემ.
-რაო? ვაიმე,რა სირცხვილია ამ დრომდე მეძინა,ყველაფრის გაკეთება შენ მოგიწევდა.. რატომ არ გამაღვიძე? _ვეკითხებოდი დაფეთებული და თან სწრაფად ვიცვამდი ტანსაცმელს.
-ნინე,დამშვიდდი , _გაეცინა გულედანს , _გაბრიელს ახალი იდეა აქვს. სანამ თბილისში დავბრუნდებით სვანეთი დავათვალიეროთო. ჩვენ კი ზეპირად ვიცით,მაგრამ შენ და გიგა პირველად ხართ,როგორც ვიცი და კარგი იქნება...
ყოველთვის მინდოდა სვანეთის ღირსშესანიშნაობები მენახა,ახლა საუკეთესო საშუალება მეძლეოდა ამისთვის და ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებდი.
-მართლა? ძალიან მაგარია,სულ მინდოდა აქაურობის ნახვა.. _აღმომხდა აჟიტირებულს.
-მშვენიერია,მაშინ რაღაცებს ჩავალაგებ გზისთვის და წავიდეთ.
-ელენე,ტასიას ხომ არ გაუჭირდება გზაში?
-ტასიას ჩემს ნათლულთან დავტოვებ,ნინე,მაგაზე არ ინერვიულო. გიჟდება ტასო სალომეზე,მემგონია ერთადერთია ,ვისთანაც არ ჭირვეულობს. _გაეცინა ელენეს და კიბეებზე დაეშვა.
ჩემი გამშრალი ტანსაცმლიდან ყველაზე კომფორტული და საყვარელი მაისური ავიღე,სწრაფად გადავიცვი და დასახმარებლად ელენეს გავყევი.
ოთახში გიგა და გაბრიელი ისხდნენ,რაღაცაზე გაცხარებულები კამათობდნენ. რომ არა ჩემი მოუხერხებლობა,ალბათ ვერც შემამჩნევდნენ. კიბის ბოლო საფეხურზე ფეხი გადამიტრიალდა და წაქცევას ძლივს გადავურჩი. ხმაურზე ორივემ საჩქაროდ წამოყო თავი.
-ასეც ვიცოდი... _გაეღიმა გაბრიელს. _შანსი არ არის,’დანაშაულის ადგილზე’ ნინე არ დაგხვდეს...
მისი რეპლიკა უსიტყვოდ დავტოვე და ელენესთან გავედი სამზარეულოში.
დღეს განსაკუთრებით კარგ ხასიათზე იყო ელენე,თვალები უბრწყინავდა და ბედნიერებას ასხივებდა.
-ელენე,რა გახარებული ხარ,მოხდა რამე? _ვკითხე ღიმილით.
-მოხდა,მოხდა _ეშმაკურად ჩაიცინა და წარბები აათამაშა. _ისეთი არაფერი,მერე გეტყვი.
ტასია ელენეს ნათლულს,სალომეს ჩავაბარეთ,ბარგი მანქანაში ჩავაწყვეთ და გზას გავუდექით.
-ჯერ სად მივდივართ? _მხიარულად იკითხა ელენემ.
-უშგულში.
გაბრიელს ისე მიჰყავდა მანქანა,არავის იმჩნევდა. გიგა და ელენე ბოლო ხმაზე მღეროდნენ CHASING CARS -ის SOMEWHERE ONLY WE KNOW-ს. მათი მხიარული განწყობა მეც გადამედო და მალე მთელი ხმით ავყევი ორეულს.
-ძალიან კარგია ოპტიმისტურად რომ ხართ განწყობილნი თქვენს სმენასთან და ხმასთან დაკავშირებით,მაგრამ მე-უბრალო მოკვდადი,გავბედავ და გეტყვით,რომ ჩვეულებრივი ვირიც თქვენზე უკეთესად იყროყინებს,ამიტომ ძალიან გთხოვთ,შეურაცხყოფას ნუ აყენებთ ჩემს ყურთასმენას და ჩაიწყვიტეთ ხმა! _გაბრიელი ისეთი სერიოზული,მაგრამ შეწუხებული ხმით ამბობდა ამ ყველაფერს,მე და ელენემ სიცილი ვერ შევიკავეთ და ხარხალი აგვიტყდა.
გიგა გაიჯგიმა.
-შენ რა გესმის ნამდვილი მუსიკის,შე ქათამო! განა დამავიწყდა ბავშვობაში виа гра-ს,რომ უსმენდი. _გიგამ გადაიხარხარა და გაბრიელის მოქნეული ხელი მოიგერია.
-ნუ ტყუი გიგა, виа гра-ს გაბრიელი კი არა,შენ და სანდრო უსმენდით მთელი ბავშვობა. მე და ჩემს ძმას ბავშვობიდან გვქონდა გემოვნება და MICHAEL JACKSON-ის შემოქმედებას ვეტრფოდით. _სიცილით შეუსწორა ელენემ.
-ჩაარტყი დაო,ჯიგარი ხარ! _გაუცინა გაბრიელმა და ხელი უკან წამოიღო.
საერთოდ არ მიმჩნევდა გაბრიელი,ერთი წუთითაც კი არ შემოუხედავს ჩემთვის. ისე მაღიზიანებდა,ლამის ცხვირ-პირში გავუქანე ის ხელი,ასე გამეტებით რომ ჩაჰფრენოდა საკუთარ მაისურს.
მალე უშგულში შევედით. გაბრიელი წინ გვიძღვოდა და ყველა კოშკის ისტორიას დეტალურად გვიყვებოდა.
ელენემ ამაყად შეცქეროდა ძმას და ხანდახან მე რომ გადმომხედავდა,უცნაურად ჩაიცინებდა ხოლმე.
ისეთი გრძნობით,ის ღირსეულად ახასიათებდა გაბრიელი საკუთარ სამშობლობს,ისე უბრწყინავდა ლამაზი თვალები,რომ მომინდეა მის გვერდით მეც მეამაყა. მეც მეამაყა არა მარტო სვანეთით,არამედ გულედანითაც.
უშგულის ლამარია მოვინახულეთ. ისეთი სილამაზე იყო თვალი ვერ მოვყწყვიტე იქაურობას.
-ნინე,მიწა სველია,ფრთხილად იარე,ფეხი არ გაგისრიალდეს. _გაბრიელმა გამაფრთხილა.
-წესიერად სიარული,ჯერ ისევ შემიძლია,დიდი მადლობა! _ვუთხარი გაბრაზებულმა.
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა ფეხი ამისრიალდა და პირდაპირ მიწაზე გავადინე ტყაპანი. ისე შემრცხვა,მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და შიგნით ჩავეტანე,ვიდრე გაბრიელი მოსულიყო.
-ჩემით ავდგები! _ვუთხარი სლუკუნით და წამოდგომა ვცადე.
-რა გატირებს? _მკითხა ღიმილით.
-ამხელა გოგოს ნორმალურად სიარულიც არ შემიძლია. _გავიბუსხე და გაჭირვებით წამოვდექი. _რატომ არ იცინი?
-არ მეცინება. _გაეღიმა გაბრიელს და დასვრილი ზურგიდან ბალახის ნაგლეჯები ჩამომბერტყა.
ელენე მაშნვე მომვარდა ხომ არაფერი იტკინეო,გაგამ დამცინა ქათამიც შენზე უკეთესად დადისო.
ბევრი ფოტო გადავიღეთ და ახლა არქეოლოგიურ მუზეუმში გადავინაცვლეთ. გიდად ახალგაზრდა გოგონა ავიყვანეთ,რომელიც ურცხვად უჟუჟუნებდა თვალებს გაბრიელს. ელენემ გამომხედა და ჩამჩურჩულა.
-რა საზიზღარი ვინმეა,ორ ქალთან ერთად არის და იქნებ ვინ არიან,რომ ეპრანჭება? _ეშმაკურად ამითამაშა წარბები და ამით მიმანიშნა რომ რაღაც აშკარად იცოდა.
არ ვიცი იმ მომენტში რა დამემართა,მაგრამ მივედი და გაბრიელს ამოვუდექი გვერდში. უცნაურად გამომხედა და ჩაიცინა.
გარეთ გამოვედით თუ არა სპეციალურად ჩამორჩა უკან და მკლავში ხელი მომკიდა.
-ეს რა იყო? _იკითხა სიცილით.
-რაზე მეუბნები?
-იეჭვიანე?
-რა ვქენი? _გამეცინა და ვეცადე სიწითლე დამეფარა. -ვიეჭვიანე არა ის,შენზე რატომ უნდა ვიეჭვიანო? დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე...
-ასე არა? _იკითხა სერიოზული სახით და მაშინვე გამეცალა.
ტუჩზე ვიკბინე,მაგრამ გვიან იყო. ნათქვამ სიტყვებს უკან ვერ დავაბრუნებდი.
კიდევ რამდენიმე კოშკი ვნახეთ და საღამოს შინ დავბრუნდით.
ელენე გაცხარებული გვიყვებოდა შთაბეჭდილებებს,გიგა ვიღაც გოგოს სწერდა გამწარებული. გაბრიელს კი სახეზევე ეტყობოდა,როგორი გაბრაზებული იყო. უცებ წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.
-ყავა ხომ არ გინდათ ვინმეს? _იკითხა.
-მე დავლევ! _ტელეფონიდან თავაუღებლივ უთხრა გიგამ.
-აუ,მეც მინდა რა! ტასიას უნდა მივხედო და ნინე მოგეხმარება. _გაიღიმა ელენემ.
გაბრიელი უხმოდ გავიდა სამზარეულოში. რამდენიმე წუთში გაუბედავად შევედი . უხმოდ იდგა და ყავას ჭიქებში ანაწილებდა.
-გაბრიელ,გაბრაზებული ხარ? _ვკითხე ხმის კანკალით.
-არა,რატომ? _მიპასუხა უემოციო სახით.
-როგორც ვთქვი ისე არ ვფიქრობ,დედას გეფიცები ისე არ ვფიქრობ,უბრალოდ... _ცოტაც და სლუკუნი ამივარდებოდა.
-არ არის საჭირო ნინე,ყველაფერი ნათლად გამაგებინე. მაპატიე თუ ღრმად შევტოპე,როგორც ჩანს შევცდი...
ამ სიტყვებმა კინაღამ გული გამიჩერა.
-მაპატიე რა.... _უკანაკნელად ვცადე სიტყვებით გამომესწორებინა სიტუაცია.
-არ არის საჭირო...
გასვლას აპირებდა და გასასვლელთან ავიტუზე. ცრემლებმა თავიანთი გზა იპოვეს.
-რატომ ტირი? _გაბრიელს ხმა მოულბა.
-მეე.. ცუდად გამომივიდა,სინამდვილეში არ ვფიქრობ ასე..
-აბა როგორ ფიქრობ? _ახლა თამამად გაიღიმა.
-მართლა ვიეჭვიანე... ისე გეპრანჭებოდა ის გოგო,მეგონა შენც მოგეწონა.. _ძლივს ვუყრიდი თავს სიტყვებს.
მთელი ხმით გაიცინა.
-არ არის სასაცილო... _ჩავიბურტყუნე.
გაბრიელი მომიახლოვდა.
-არ მინდა სხვა რომ მოგეწონოს. _პატარა ბავშვივით ვლუღლუღებდი,ვბარზდებოდი მის წინაშე ამხლეა სისუსტეს რომ ვგრძნობდი,მაგრამ მისი თვალების შემხედვარე სხვანაირად არ შემეძლო.
-ჰოო? _მკითხა ღიმილით.
-ჰო.
გამიცინა და ფრთხილად მაკოცა.
-არც ვაპირებ სხვა ვინმე მომეწონოს. _მითხრა ჩურჩულით და კიდევ ერთხელ იპოვა ჩემი ტუჩები.
_______________
შუადღე მშვიდობის ბავშვებო! ვიცი,ძალიან ცუდი გოგო ვარ,დაგიგვიანეთ,მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია,აბიტურიენტი ვარ და ძალიან რთული გრაფიკი მაქვს.
თქვენი კომენტარები ისე მათბობს,რომ უდიდეს ძალას და სტიმულს ვგრძნობ. ძალიან დიდი მადლობა თითოეული კომენტარისთვის,ძალიან მიყვარხართ!!!<3



№1  offline წევრი natia-natia

კარგია ძაან გამახარე რო დადე შემდეგს ველოდები ძაან არ დააგვიანო კაი

 


№2  offline წევრი Pepper

rogor momwons es ori <3 nine patara bavshivitaaa <3 gabrieli usayvarlesia <3 shen ki dzalian kargad wer <3

 


№3  offline წევრი Smiling girl

მომწონსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს wink მალე რააა sad wink lol

 


№4 სტუმარი nino k.d..

dzlivs.... gvegirsaa... male dade ra dzAlian kargia.

 


№5 სტუმარი nino

მაგარია მართლა ძალიან მომწონს <3 <3 .. იმედია მერვეც მალე იქნება <3 <3 <3

 


კარგზე კარგი ხარ. ჩემი ნიჭიერი გოგო. <3<3<3

 


№7  offline წევრი Gone With Dreams

ჭორფლიანი გოგონა
კარგზე კარგი ხარ. ჩემი ნიჭიერი გოგო. <3<3<3

შენზე ვგიჟდები მე!

ბავშვებო,დიდი მადლობა სუყველას! :*
--------------------
...

 


№8  offline ადმინი ano23

sheni pitveli istoriiaa?? ai dzalian dzalian momwons, gabrielis da nines wyvilic saocrad shemiyvarda.. karrgi xar da ase gaagrdzele :-*

 


№9  offline წევრი Gone With Dreams

ano23
sheni pitveli istoriiaa?? ai dzalian dzalian momwons, gabrielis da nines wyvilic saocrad shemiyvarda.. karrgi xar da ase gaagrdzele :-*

პირველი ისტორია არ არის,მაგრამ პირველია,რომლის გამოქვეყნებაც გავბედე. დიდი მადლობა :*
--------------------
...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent