შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


30-01-2016, 21:39
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 1 883

მერვე თავი
გადასარევი წყვილი
უცნაური ქორწილი ასევე უცნაურად დამთავრდა.ყველაფერი ყალბი იყო...ხელი ერთ უბრალო ოთახში მოაწერეს.ოდნავ ღიმილსაც კი ვერ შეამჩნევდით რომელიმე მათაგნის სახეზე.არც საპატარძლო კაბა ჩანდა სადმე.პატარძალს შარვალი და მაისური ეცვა.მაგრამ ეს რეალობა იყო.უეცარი ქორწინების ასახსნელი მიზეზით შეთხზული იყო და დოკუმენტებიც ასადის ბიძის ხელში ტრიალებდა.მერე გაოგნებული ასადი და მოჩვენებითი ბედნიერებით სავსე ჰანანი მანქანაში ჩასვეს.
-სად მივდივართ?-იკითხა ჰანანმა.
-ვილაზე ,სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით.-თქვა ასადმა და ჰანანს გამოხედა.
გოგონას სახე დებრიცა,მაგრამ თავი შეიკავა და ირონიით უპასუხა.
-მე ,შენ და ჩვენი სიყვარული...
-რა სიყვარულზე ლაპარაკობ ჰანან?რამდენიმე დღის წინ შენ არ მეუბნებოდი მძულხარო?მერე ეს რა იყო ?იდუმალი პატარძალი...-ასადმა ნერვიულად გადაისვა ხელი მუქ,წაბლისფერ თამაზე და გოგონას მზერა აარიდა.-მგონია რომელიმე ფილმის გმირი ვარ.
-მართლა?-ჰანანმა წარბები აზიდა და მამაკაცს მიუჩოჩდა-ფილმის გმირი იმ დღიდან ხარ რაც მესროლე.მერე იცი რა ფილმიაა ?რომანტიკული მელოდრამა არ გეგონოს ,ეს ბოევიკია-თქვა ჰანანამა და საკუთარ სიტყვებზე გაეცინა.
-ბოევიკი?არა,ეს საშინელებათა ფილმი უფროა-დაურთო ასადმა.
-ხოო,გეთანხმები...საშინელებათა ფილმი ბევრი მატყუარით.
-რას გულისხმობ?
-ვითომ ვერ ხვდები.
-შენც მატყუარა გახდი-თქვა ასადმა და მერე ჩუმი ხმით დაუმატა ,რაც ჰანანას არ გამოპარვია -მე მიყვარდიი...-თქვა ასადმა..
-კი გეტყობა როგორც გიყვარდი.ჩემი სიყვარულის გამო დათანხმდი არა უცნობ ქალზე ქორწინებას ?-იკითხა ჰანანმა და ბრაზისაგან ხელები მომუჭა.
ასადს სახეზე ღიმილმა გადაურბინა და გოგონას გადახედა.
-რა იყო ?რას მიყურებ?-გაიკვირვა ჰანანმა რადგან მიხვდა ,რომ რაღაც შეცდომა დაუშვა.
-შენ ჩემი ცოლი ხარ-თქვა ასადმა და გოგონა შეათვალიერა.
-არც იოცნებო.
-რა იყო ? ასე მალე დაგაწვიყდა ?-და ასადმა თვალწინ ქორწინების ბეჭდიანი ხელი აუფრიალა.
-ეგ მხოლოდ ბორკილია.
-მაშინ ცოლად რატომ გამომყევი?
ჰანანი პასუხის გაცემას აპირებდა მაგრამ მანქანა შეჩერდა .გოგონამ მამაკაცს არ დაუცადა ისე გადმოხტა მანქანიდა.
-რა ოყო ძვირფასო ?ასე გიხარია ჩვენს ბუდეში მოსვლა ?-ასადმა გაიღიმა და ჰანანს წელზე ხელი მოხვია.
-რას აკეთებ ?ახლავე გაიწიე-იყვირა ჰანანმა და თავის გათავისუფლება სცადა.
-ჩუმად ძვირფასო,მძღოლს გაუკვირდება...ჩვენ ხომ ახლა თაფლობის თვე გვაქვს...

-ახლა მაინც გამიშვი-ამოთქვა ჰანანმა ,როცა უზარმაზარი სახლის ზღურბლზე გადააბიჯა.
-ახლა შეიძლება-თქვა ასადმა .-აი ძვირფასო ეს ჩვენი ბუდეაა...ახლა შეიძლება პირქუშად მოგეჩვენოს ,მაგრამ რამდენიმე წელში ჩვენი ბარტყები აახმაურებენ აქაურობას-თქვა ასადმა და ხმამაღლა გაიცინა.
-შენ რა უკვე ოჯახური იდილიის ილუზია შეიქმენი?!ხომ არაფერი გავიწყდება?მგონი კიიი,მე ვერ გიტან ...-რაც შეეძლო გესლიანად თქვა ჰანანმა ,მაგრამ ასადზე მაინც ვერ იმოქმედა.
-იცი რა ძვირფასო?ერთ დროს ვერც მე გიტანდი მაგრამ ახლა ხომ ხედავ?ასე რომ არ ვიცით რა მოხდებაა...
-ოცნებობ დავიდ ოცნებობ -გაიცინა ჰანანმა
-ხოო,კიდევ რა დავიდი არ მქვია.
-არც მიკვირს...
-გაინტერესებს რა მქვია?
-არაბი ურჩხული-თქვა ჰანანმა და მტვერიან სავარძელზე ჩამოჯდა.
-სამწუხაროდ თქვენ შეცდით,გაქვთ კიდევ ერთი ცდის უფლება.-ასადი ძალიან კარგ განწყობაზე იყო.
-ვიცი რომ შენი სახელი ა-ზე იწყება.ხელს რომ აწერდი დავინახე,მაგრამ სრულიადაც არ მაინტერესებს რა გქვია სინამდვილეში.მაინც არაბი ურჩხული ხარ.
-გინდ ურჩხული დამიძახე ,გინდ მონსტრი..დღეს ძალიან კარგ განწყობაზე ვარ და ხასიათს ვერ გამიფუჭებ.მე ხომ ვერც წარმოვიდგენდი,შენ თუ ჩემი ცოლი გახდებოდი-თქვა ასადმა და მძღოლს რაღაც ბრძანება მისცა.
-ხო,რაც შეეხება სახლს მართალია ის ახლა საკამოდ ბინძურია მაგრამ მალევე მოვლენ მოსამსახურებიი...
-და მანამდე არ უნდა ყოფილიყო დასუფთავებული?
-აქ წამოსვლას არ ვაპირებდი -უთხრა ასადმა და მის წინ ჩამოჯდა.
-რატომ?
-არ მინდოდა ჩემი ცოლი აქ მომეყვანა.
-აბა მე ვინ ვარ?
-შენ ცემი ცოლი ხარ-უთხრა ასადმა და გაუღიმა.
-ვერ გავიგე.
-ეს ადგილი ჩემთვის ძალიან ძვირფასია ...
-გეყოფა-უთხრა ჰანანმა და ბაღში გავიდა...
ასადი ოთახში დარჩა და ფიქრს მიეცა.მიხვდა ჰანანი ცოლად იმისთვის არ გამოყოლია რომ უყვარდა.იმასაც მიხვდა რომ ჰანანს თავისი სიყვარულით ვერ შემოირიგებდა და თავს ისევ ვერ შაყვარებდა.გადაწყვიტა თავადაც ჩაბმულიყო თამაშში.იცოდა ჰანანი ყველაფერს იზამდა რომ როგორმე დაემცირებინა ან გაემწარებინა მაგრამ აქედანვე არიგებდა თავის თავს ,რომ არ უნდა აყოლოდა გოგონას პროვოკაციებს... ჰანანი კი ბაღში დაბოდიალობდა და მკვდარი მცენარებიის დანახვაზე გული ისევე სტკიოდა,როგორც ცოცხალი არსების დანახვისას...ბაღი მთლიანად განადგურებული იყო.ეტყობოდა დიდხანს არავის მოევლო მისთვის.მაგრამ დავიდი ხომ ამბობდა რომ ეს მისთვის ძვირფასი ადგილი იყო?მაშინ რატომ იყო ასე მოუვლელი.თუმცა ჰანანის მიზანი ამის გამორკვევა არ იყო...ერთერთ ხესთან ჩამომჯდარიყო და ფიქრობდა როგორ დაეწყო დავიდის გამწარება.შეამჩნია რომ დავიდის ახლობლებს მათი ქორწილის გახმაურება არ უნდოდათ.ჰანანი მიხვდა რომ აქედან უნდა დაეწყო ყველაფერი,მაგრამ ჟურნალისტებს ასეთ ადგილას ვერ მოიწვევდა.ნამდვილად გაჩნდებოდა ეჭვი ხალხში ,რატომ ცხოვრობდნენ მილიონრები ასეთ ადგილზე.ამიტომ გადაწყვიტა მოსამსახურეების მოსვლას დალოდებოდა და მათთან ერთად მოემზადებინა ყველაფერი.ფიქრებიდან დავიდის ხმამ გამოიყვანა.
-ჰანან,აქ რას აკეთებ?-კითხა გაკვირვებულმა ასადმა და მის წინ დადგა.
-შენი ბაღით ვტკბები-უთხრა ირონიულად გოგონამ.
მამაკაცი გვერდით ჩამოუჯდა .ჰანანი გვერდით გაიწია ,მაგრამ დავიდმა ხელი მხრებზე მოხვია და მისკენ მიიზიდა.ცხვირში გოგონას სასიამოვნო სურნელამ მოუღიტინა და გაახსენდა როგორ ენდობოდა ადრე ჰანანი.ძალიან მოუნდა ახლაც ასეთივე ჰანანი ყოფილიყო მის გვერდით,მაგრამ გოგონა შეცვლილიყო და მამაკაცს იმის გაგებაც კი უჭირდა დარჩა თუ არა რამე გრძნობა მის გულში,გარდა სიძულვილისა.
-გამიშვი დავიდ,ნუ გგონია რომ ამის უფლება გაქვს.-ჰანანმა მამაკაცის ხელი მოიშორა და წმაოდგა.ასადი უხმოდ გაჰყვა უკან.
-შენი მოსამსახურეები აგვიანებენ-თქვა გოგონამ .ჩემოდანს დასწვდა და კიბეზე ატანა დაუწყო.
მამაკაცი ერთხანს ღიმილით უყურებდა ,მერე კი რამდენიმე ნაბიჯით გადაევლო კიბის საფეხურებს და ჩემოდანი ხელიდან გამოსტაცა.
-დაგვიანებული ჯენტლმენი-თავისთვის ჩაიბურტყუნა ჰანანმა და უკან აედევნა წინ წასულ მამაკაცს.
-აი ეს ჩვენი ოთახი იქნება-დავიდმა კარი შეაღო და ჩემოდანი იქვე მიაყუდა.
-ეს ჩემი ოთახი,შენი კი იქით-ჰანანმა მეზობელ ოთახზე მიუთითა.
გაკვირვებული მამაკაცი ჯერ გოგონას დააშტერდა ,მერე ღრმად ამოისუნთქა და თქვა.
-კარგი.მე არაფერს გაძალებ.
ჰანანი წინააღმდეგობას ელოდა და ასეთმა პასუხმა გააკვირვა.რატომღაც ოდნავ გულიც დაწყდა ,მაგრამ ამაზე რათქმაუნდა კრინტი არ დაძრა...
საღამოს მოსამსახურეთა მთელი ამალა მოვიდა და მოკლე ხანში ვახშამიც მოამზადეს.
მაგიდის ორ სხვადასხა მხარეს მჯდომი ცოლ-ქმარი ჩუმად შეექცეოდა ვახშამს ...ასევე უსიტყვოდ წამოდგნენ .მხოლოდ მაშინ როცა ჰანანი თავის ოთახს მიუახლოვდა,დავიდმა ღამე მშვიდობისა უსურვა,მაგრამ გოგონამ უბრალოდ კარი მოიხურა და მარტო დარჩენილი მამაკაციც თავის ოთახში გაბრუნდა.
ოთახში შესულმა დავიდმა ვერაფრით იპოვა მისი კბილის ჯაგრისი და იძულებული გახდა ჰანანის ოთახში გასულიყო.დააკაკუნა მაგრამ რადგანაც ხმა არვინ გასცა ,გადაწყვიტა რომ ჰანანს უკვე ეძინა და ოთახში შევიდა.
-სულელი მოსამსახურეებიი,ნუთუ ვერ მიხვდნენ რომ ჯაგრისი მეც დამჭირდებოდა. საწოლთან ბნელოდა.მამაკაცს არც კი გაუხედია საწოლისკენ.არ უნდოდა დაენახა ,როგორ ეძინა ჰანანს.თორემ შეიძლება თავი ვეღარ შეეკავებინა და უფრო გაბრაზებინა თავისი ცოლი.აბაზანის კარი ჩუმად შეაღო და მაშინვე მოჰკრა თვალი სარკესთან დადებულ ორ ჯაგრისს.ჯაგრისს დასწვდა მაგრამ შემობრუნებისთანავე ლოყა აეწვა.მიხვდა რომ გაარტყეს.
მის წინ პირსახოცშემოხვეული ჰანანი იდგა.
-ესეიგი მაინც ბედავ არა ?მგონი გასაგებად გითხარი რომ ჩვენ შორის არაფერი მოხდება!
-კბილის ჯაგრისი...
-რაა?
-ჯაგრისის ასაღებად მოვედი.
ჰანანმა ახლარა შეხედა მამაკაცის ხელში მომარჯვებულ ჯაგრისს და დაიბნა...
-მე ..მე მეგონაა..
-და მე მეძახო გახრწნილს-თქვა დავიდმა თავის ქნევით.გოგონას შიშველ მხრებს თვალი არიდა და სააბაზანოდან გავიდა...

რამდენიემ დღეში ჰანანმა მთელი სახლი გამოაცოცხლა.ერთხელ ასადმა მთელ სახლში ეძება და ვერსად იპოვა.საკმაოდ ანერვიულებული ბაღსი გაიჭრა და ძებნა იქ დაუწყო.უეცრად ბუჩქებიდან რაღაც მოძრავი სილუეტი დაინახა და ადვილად მიხვდა რომ ის ჰანანი იყო.
გოგონა მთელი მონდომებით მიწას ამუშავებდა ყვავილების გარშემო...ასადმა თავლი მოავლო იქაურობას და მოვლილმა ბაღმა,ახალდარგულმა ყვავილებმა და გამოცოცხლებულმა მცენარეებმა დედამისი გაახსენა.გახსენდა როგორ უყვარდა მასაც აქ მუშაობა.
-ამას რატომ აკეთებ?-კითხა მან გოგონას.
ჰანანი შეკრთა.
-როგორ თუ რატომ?შენსავით ტირანი არ ვარ.როგორც ჩანს ადრე აქაურობას კარგად უვლიდნენ ,ახლა კი ყველაფერი ჩამკვდარია...-თქვა გოგონამ და შუბლზე წვეთებად დაგროვილი ოფლი მოიწმინდა...
-კი.ადრე მართლაც ლამაზი იყო აქაურობა.
-მერე რა დაემართა?
-ამას რა მნიშვენლობა აქვს-ასადმა თავი გააქნია და ჩვეულებისამებრ თავზე ხელი გადაისვა.-მებაღეს მოვიყავან და ის მიხედავს .შეეშვი.
-რატომ?შენს ბაღსაც აღარ მანდობ?მე მივხედავ!-თქვა ჰანანმა და საქმეს მიბრუნდა...
-რახან ასეა-დავიდმა მაისური გადაიძრო და ხელში ბარი მოიმარჯვა.
ჰანანი მამაკაცის ასეთმა ქცევამ გააკვირვა.მაგრამ როგორც ყოველთვის გესლით სავსე სიტყვები მოძებნა ასადისთვის.
-რაო თავს მაწონებ?
-რატომ?-გაუკვირდა დავიდს-შენ ხომ ისედაც ჩემი ცოლი ხარ...
-გამეცინაა-თქვა ჰანანმა და გაიკრიჭა.

-ბატონო,დილით არ გისაუზმიათ ახლა უკვე სადილის დროა.-მუშაობაში გართული ჰანანი და ასადი საქმეს შეეშვნენ და აბაზანას მიაშურეს...

-დილა კარგად დაიწყო-თქვა დავიდმა და ჭიქაში ღვინო ჩამოისხა.-ხო მართლა ღვინო შენ მოატანინე?
-რატომაც არა.
-მაინც?
-უი ხო შენთვის არ მითქვამს.ამ საღამოს აქ წვეულებას მოვაწყობ.ჟურნალისტებიც იქნებიან.
მამაკაცი ცოტა ხნით ჩაფიქრდა ,მერე კი გაიღიმა.
-რა გაცინებს?-ჰკითხა გაღიზიანებულმა ჰანანმა.
-ეს შენი შურისძიების პირევლი ეტაპია.
-ვერ გაგიგე-თქვა ჰანანმა და მზერა აარიდა.
-ძალაინ კარგადაც გამიგე.გგონია ჩვენს ქორწილს გაახმაურებ და ამით რამეს დამაკლებ.პირიქით მიხარია თუ მთელი ამერიკა გაიგებს ,რომ ასეთი ცოლი მყავს.
-ვნახოთ ,ვნახოთ.-თქვა ჰანანმა და ირონიულად გაიღიმა.
სარამოს ყველაფერი არაჩვეულებრივად მოეწყო და სტუმრებმაც მრავლად მოიყარეს თავი.
მალე ამ საღამოს მთავარი წყვილი ჰანანი და ასადიც გამოჩნდნენ კიბეზე.მანამდე კი ერთმანეთთან გამოლაპარაკებაც მოასწრეს...
-ძალიან ლამაზი ხარ-უთხრა ასადმა .შავ კაბაში გამოწყობილ ჰანანს.გოგონას თეთრი მხრები გულამორებულ შავ კაბაში მარგალითივით ბრწყინავდა.
-გაცვეთილი კომპლიმეტია -უთხრა ჰანანმა.
საღამო ისე გრძელდებოდა როგორც ყველა ასეთი სახის შეკრება.მალე ჟურნალისტების დროც დადგა თავისი ინტერვიუებით.
წყვილი ყველა უაზრო და გაცვეთილ კითხვას ისე პასუხობდა ,როგორც ასეთი სიტუაციისთვისაა დამახასიათებელი.
-ქალბატონო ჰანან,ურევია თუ არა ბატონი დავიდის ხელი იმაში რომ თქვენი წიგნი ასეთი წარმატებული გახდა?
ჰანანი ასეთმა კითხვამ გააღიზიანა.დავიდიც ხვდებოდა ,რომ ჰანანი ამით ღიზიანდებოდა და ამიტომ ჯურნალისტს უბრალოდ მოუჭრა.
-თუ შეიძლება თავი შეიკავეთ ასეთი კითხვებისგან.სრულიად უადგილოაა.
მაგრამ ეს კითხვა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა.
-თქვენს წიგნში აღწერილ ამბავ თქვენ და ბატონი დავიდი ერთად იგონებდით?
ამ კითხვამ ორივე საკმაოდ გააღიზიანა.მართალია ჰანანი მიჩვეული იყო ჯურნალისტებთან ურთიერთობას მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და წამოდგომა დააპირა.დავიდი მიხვდა რომ ახლა სკანდალის მოწყობა არ ივარგებდა.გარდა ამისა მას ის უფრო აღელვებდა ,რომ ეს კითხა ჰანანს ამცირებდა.მაშინვე მოჟებნა ჰანანის ხელი და თავისი ხელი მოუჭირა.ამ წამს თითქოს რაღაც უხილავ ძაფი გაება მათ შორის და ჰანანი დამშვიდდა.
-თქვენ წაკითხული გაქვთ ჩემი მეუღლის წიგნი?როგორც ჩანს არა.ან წაკითხული გაქვთ და ნამდვილი იდიოტი ბრძანდებით.თქვენი აზრით შეიძლება ადამიანმა ასეთი რამ მოიგონოს?თქვენ არ იცნობთ არაბულ წესებს?თქვენ ვერ ხედავთ ქალებს ჩადრით?ნუთუ ოდნავ მაინც არ შეგძრათ,მისმა ამბავმა.ფიქრობთ რომ ამდენ ხალხს ,ადამიანებს რომელთაც ჰანანის შეიყვარეს ტყუილმა თვალები აუხილა?და კიდევ უარესი,თქვენ ამაში მარტო ჩემ მეუღლეს კი არა მეც მრევთ?განა მე შემიძლია ჰანანის უდიდეს ნიჭს შევედარო?იცით რა ?უბრალოდ სასწრაფოდ დატოვეთ აქაურობა.
ჰანანი მაგრად ჩაფრენოდა დავიდის ხელს და მუხტი მათ შორის უფრო იზრდებოდა...
ერთადერთი რაც შემდეგ დავიდმა უთხრა ეს იყო:
-მეგონა ბაღს იმიტომ მოუარე რომ მართლა გინდოდა.
ორივეს თითქოს რაღაც ჩაწყდა გულში,მაგრამ ღამის წყვდიადმა ყოველივე ბურუსში გაახვია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent